![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#521
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ის მოდის ჩუმად,
როგორც ქურდი ან საყვარელი, ან ნამთვრელევი გრძნობების ჩქამი, ის მოდის ჩუმად, უფრო ხშირად ის მოდის ღამით, და რომ იცოდეს, _ როგორ გავსვრით, აქ აღარ მოვა!... და იქნება ცამდე მართალი ის _ მარტოობის თეთრი სარდალი, სახლედად თოვა!... გაგა ნახუცრიშვილი ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
![]()
პოსტი
#522
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(ღმერთო...)
გრიგოლ აბაშიძე ღმერთო, იქნება მე ღირსიც არ ვარ, რომ მოგაწვდინო ცაში ლოცვანი. მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას, გასრულდა ჩემი კრიალოსანი. ჩემი სანთელი ჩემ თვალწინ ქრება, ვაი, რომ ზოგჯერ შენთვის არ ენთო! მე სულ ვამბობდი სიცოცხლის ქებას, სიკვდილთან ცოტა მქონდა საერთო. მომეც ძალა და მომმადლე რწმენა, ეშმაკის ძლევად და საზიანოდ, აღსარებისთვის ამიდგი ენა, შენს საიდუმლოს რომ მაზიარო. და მე შენდობის ღირსი თუ არ ვარ, ქარს გაატანე ჩემი ლოცვანი... მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას, გასრულდა ჩემი კრიალოსანი. 1992 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აჩიკო |
![]()
პოსტი
#523
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
პოეზია...
ძალიან კარგი თემაა, ამოუწურავი და სიამოვნების მომგვრელი ![]() მოდი, თქვენის ნებართვით, საქართველოს დაბადების ლეგენდით დავიწყებ მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი, თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად. მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა, მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა, გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა, რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა. მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგნი თუ... ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ. ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი. ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები... უფლის განაჩენი არ იყო სადაო. მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი (რიგი და ქართველი?.. საიდან სადაო). და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები, სად იყვნენ, სად არა, წარუდგნენ და ჰკითხეს: - ჩვენ რა ვქნათ, უფალო? მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც. განცვიფრდა: - ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე... - ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები, შენი სადღეგრძელო თასები მოვცალეთ... რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალევ... დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო!.. და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად, რა ვუყოთ... ნუ სწუხარ... შენ კარგად იყავი, ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!.. ...ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის მთებად აიწივნენ წარბები შეკრული. - სად დაგაბინაოთ არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი. სულ ყველა გავეცი - ბილიკიც, ჭიუხიც... მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი. მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის. ზეცაში ვიცხოვრებ... ხოლო ეს ედემი თქვენთვის დამითმია... დე იყოს ალალი!.. ...და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია, ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი... -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
აჩიკო |
![]()
პოსტი
#524
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
გავაგრძელოთ თემა "საქართველო"
![]() არის ასეთი ქვეყანა ვაზის ძირში დარწეული აკვანი, სალამურის საამური კვნესა, გმირობის და უკვდავების ზღაპარი, ხალხში თქმული რისთაველის ლექსად, მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი, მზის სხივებით ანთებული მარად, უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი, მთებზე თოვლი, ბულბულები - ბარად. ზოგან ირმების ჯოგია, ზოგან არწივნი ჰქრიან, არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია! თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი იავნანა, ურმული და რერო. სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი ვენახები, ყანები მდელო. თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს, მას თავისთვის განა მეტი უნდა?.. სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს, სახლის კარი ღია არის მუდამ. "ერი პურადი გულადი", სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან... არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია! ურმის ჭალებს შესეული ბავშვები, ივრის ჭალებს - კაკაბი და გნოლი... ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი ძველთაძველი თბილისი და გორი. მისი დიდების ამბავი საუკუნეებს მიაქვთ. არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია! აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა პატარაა საქართველოს მიწა... მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა, იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა. აუვსია, რომ დაუხვდეს გაზაფხულს, ღვინით თასი ყვავილებით კალთა, სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა. ღამით ვარსკვლავებს უღიმის, დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს. არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია! -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
marine |
![]()
პოსტი
#525
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ანზორ აბულაშვილი
მახარობელი წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე, შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე. წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე! წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა, დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა. საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა! წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა; დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა. დაბადებულა ბიჭი პაატა. გათენებულა წუხელის თეთრად: დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად! წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი. დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა. ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა. ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა: დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა. და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
teo.. |
![]()
პოსტი
#526
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
რამდენი ხანია აქ არ შემომიხედავს...
პოეტს რად უნდა ფრთები მოლაღულისფერი ფრთები, მოლაღულისფერი ზეცა, პოეტ ქალს რად უნდა ფრთები პალიტრა ათასგვარ ფერთა. პოეტის გასარკული გული გამაა ცისარტყელის ფერთა, სულში კერეონი უწნის ოქროსფერ სტრიქონების ეტრატს. პოეტს გაზაფხული უყვარს, პეპელას მოფარფატე ფრთები, უკიდეგანო სივრცე, ზღვები, მინდვრები და მთები... პოეტს ნაკადული უყვარს, რაკრაკით მომავალი - ციდა, მთებზე დაწოლილი ნისლი ხან, ზეცის ტირილი და წვიმა... პოეტს ანცი სიოც უყვარს, სხეულზე მოლამუნე ურცხვად, გაშლილი ჰორიზონტი წამით რომ შეგიკრავს სუნთქვას. პოეტი არად აგდებს "ტიტულს", რად უნდა პირველობა მითხარ როცა უფლისავე ნებით თავს შვენის ზეციური მიტრა. სიცილით ნუ დაურღვევთ დუმილს პოეტს გაღიმება უყვარს, პოეტი სიალალეს ეტრფის პოეტს - მლიქვნელობა სუსხავს. ... ლამაზი თვალებიც უყვარს თვალები - უძირო და წმინდა, მასში არეკლილი სული მუზის პაექრობა ფიქრთან... მოლაღულისფერი ფრთები და მოლაღულისფერი ზეცა... თეა კანდელაკი 05.28. 07 -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
marine |
![]()
პოსტი
#527
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბელა ჩეკურიშვილი
ამირანთან წელს მყინვარწვერზე მოწყობილ ალპინიადაში 9 ქალი მონაწილეობდა ........... იდუმალ ნისლებში, ქარსა და თოვაში ქალები მყინვარზე მიდიან, მიდიან. . . ნაპრალებს ავსებენ მზერით და სიცილით, არ აფრთხობთ სიმაღლე და კლდოვან მწვერვალებს დღეს მათი რიდი აქვთ. . . მუხლებით ამსხვრევენ ყინულზე ბილიკებს და სიკვდილ-სიცოცხლეს ფრჩხილებით ჰკიდიან, ჯიუტი კივილით, თოკებში ჩაბმულნი, ქალები მყინვარზე მიდიან, მიდიან. . . ნაკვალევს წითელი ვარდებით ნიშნავენ, ჩუმი და სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ, იციან, ავია ბებერი მყინვარი, მაგრამ აივლიან, რადგანაც ქალები, რადგანაც ქალები, მიდიან ამირანთან! ტრიალებს ნამქერი და მთებიც ტრიალებს, ეს მდედრთა ლოცვაა, შუქად რომ გაიფანტა, მათ სურვილს ვერავინ, ვერვინ შეარყევს და ავლენ, ავლენ, ქალები ამირანთან. . . -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
zviadauri |
![]()
პოსტი
#528
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
თქვენ გაიხარეეეეეეეეეეეეთ
|
gvantsi |
![]()
პოსტი
#529
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 ![]() |
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი, რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით რაღაც ახალი,სულმთლად ახალი. და თუმცა გრემი არის ბებერი, არის დაღლილი და დანგრეული, მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, როგორც საყვარელ ქალის სხეული. მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს სახეგაპობილ კედლის ალმური და უკვე ვიცი რად მიყვარს ასე ვაზიც,ჩუქურთმაც და სალამურიც. მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს, მე ყველაფერი მგონია ჩემი, როდესაც ასე ახლოა გრემი, როდესაც ასე ახლოა გრემი! ო.ჭილაძე ვიდრე ხარ...ვიდრე გათოვს და გაწვიმს, არ წარიკვეთო არასდროს სასო. ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი, ხან ოცდაათი-ერთ ვერცხლად ფასობს. მაგრამ იმედი ეს უფლის ჩიტი, კვლავ ისეთია როგორიც იყო, კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის და თხილისხელა გლს ყველას გვიყოფს. არ ჩაიქნიო არასდროს ხელი, ვიდრე ხარ...ვიდრე ხედავ და გესმის... ძველს ცვლის ახალი,ახალს კი ძველი, და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის. ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი, ხან გაბზრიალებს ვით შოლტი ჩიკორს, მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი კვლავ იგივეა,რაც ადრე იყო. ო.ჭილაძე -------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
marine |
![]()
პოსტი
#530
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
gvantsi
გაგახაროს ღმერთმა ![]() ![]() დიდი სიამოვნება მივიღე ამ ლექსების წაკითხვით.. ![]() ვიდრე ხარ...ვიდრე გათოვს და გაწვიმს, არ წარიკვეთო არასდროს სასო. ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი, ხან ოცდაათი-ერთ ვერცხლად ფასობს. მაგრამ იმედი ეს უფლის ჩიტი, კვლავ ისეთია როგორიც იყო, კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის და თხილისხელა გლს ყველას გვიყოფს. არაჩვეულებრივია.. ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
gvantsi |
![]()
პოსტი
#531
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 ![]() |
ბელა ჩეკურიშვილი ამირანთან წელს მყინვარწვერზე მოწყობილ ალპინიადაში 9 ქალი მონაწილეობდა ........... იდუმალ ნისლებში, ქარსა და თოვაში ქალები მყინვარზე მიდიან, მიდიან. . . ნაპრალებს ავსებენ მზერით და სიცილით, არ აფრთხობთ სიმაღლე და კლდოვან მწვერვალებს დღეს მათი რიდი აქვთ. . . მუხლებით ამსხვრევენ ყინულზე ბილიკებს და სიკვდილ-სიცოცხლეს ფრჩხილებით ჰკიდიან, ჯიუტი კივილით, თოკებში ჩაბმულნი, ქალები მყინვარზე მიდიან, მიდიან. . . ნაკვალევს წითელი ვარდებით ნიშნავენ, ჩუმი და სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ, იციან, ავია ბებერი მყინვარი, მაგრამ აივლიან, რადგანაც ქალები, რადგანაც ქალები, მიდიან ამირანთან! ტრიალებს ნამქერი და მთებიც ტრიალებს, ეს მდედრთა ლოცვაა, შუქად რომ გაიფანტა, მათ სურვილს ვერავინ, ვერვინ შეარყევს და ავლენ, ავლენ, ქალები ამირანთან. . . ძაან მაგარიააა ![]() ![]() გითხარი...გეწყინა...ბავშვივით გაწითლდი... ბავშვივით დამტუქსე თან... -რა ცუდი ყოფილხარ...მომეშვი..გამცილდი... როგორ გამიბედე თქმა... არაო თავს იქნევ,სასტიკად უარობ, მეძახი ცუდსა და შლეგს, მე კი ასე ცუდი მეგობრებს ვუამბობ როგორი კარგი ხარ შენ.... შ.ნიშნიანიძე ![]() ![]() ![]() მიყვარს პოეზიაა....... ![]() ![]() -------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
Ismail |
![]() ![]()
პოსტი
#532
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ქართული ზმნის ბუნებისათვის დაწერილია და
მეცნიერის გასაღიმებლად - პანთეონი, ბატონო, გადასარევი გვაქვს ღვთით! თქვენც რა გენაღვლებათ, რა! - მოდექით და კვდით და კვდით!.. ![]() ___________________________ ტარიელ ჭანტურია -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
di_onise |
![]()
პოსტი
#533
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
Ismail
საღოოოოოოოოოოლლლლლლლ მაგარიააა ![]() ![]() ![]() |
Ismail |
![]()
პოსტი
#534
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
Ismail საღოოოოოოოოოოლლლლლლლ მაგარიააა ![]() ![]() ![]() ეგ რაა კაცო, შენ ეს ნახე: ![]() _______________________ გარეთ ხმაურობს წვიმა... ოთახს ანათებს ლამპა... - პეტუშა გახსოვს? - იმე! - რა ბიჭი იყო!.. - აპა! ![]() _______________________________ მუხრან მაჭავარიანი -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
აჩიკო |
![]()
პოსტი
#535
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
აუუ რა პასიურობაა აქ.
![]() დღეს რატომღაც "გალაკტიონის ხასიათზე" მოვედი ![]() მე ვინც მიყვარდა... მე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგება, სხვადასხვათ თანტოლობა, იმას რად გამოადგება მონადირისა ცოლობა. ბევრი მოგიკლავს ტახები, - ყვირილი გახსოვს ირემის, ეხლა მეც გაგეძრახები შენ, ჩემო თოფო ყირიმის. მეოცნებე აფრებით სად ოდესმე მეოცნებე აფრებით, ათასფერი იმედით და ზაფრებით, აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი, მეზღვაურის სულთან გათანაბრებით, როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება, ფაგოტების მიტაცებდა გოდება, მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა, თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება. დატვირთული მრავალ უამინდობით, კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით, აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა, სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით! ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება, საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება. -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
აჩიკო |
![]()
პოსტი
#536
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
* * *
წინანდალელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია. მთელი საღამო შევჯერდი: რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინათინაზე. ბრწყინავდა საარაკო ცა, - მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა, ყველა ქალების ჯინაზე. ვოტ ტაკ!!! ![]() * * * დგება თეთრი დღეები რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორქიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურული ზმანებით, ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით; სულში ნისლის ტბებია და ქაოსის მხატვარი, სადაც ვეღარ თბებიან ფრთები ნამკათათვარი. კვლავ რითმების ჯადოქარი ![]() -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
.ნინო |
![]()
პოსტი
#537
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
სიმღერა
კვლავ ლექსებს დაგიწერ, მაინც ხომ ლექსით ავიცერ, თვალებს შეგიქებ ღამისფერს, გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს. მიყვარხარ, მიყვარხარ, ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ, ბალახი ვარ და მიწა ვარ, შენ რომ აბიჯებ ის! ნაბიჯებს, ნაბიჯებს, ზედ გულზე რატომ მაბიჯებ, თან ასე რატომ მაგიჟებ ტრფიალით ხევსურ ბიჭს?! წამოდი, წამოდი, ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის? მე ხომ სიყვარულს ვლამობდი, ეგ გული რატომ მსჯის?! დაგიცდი, დაგიცდი, და თუ კი ბოლოს გავგიჟდი, შენს მოტაცებას მაინც ვცდი პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს. გავბედავ, გავბედავ, ლამაზ თვალებში ჩაგხედავ, კოცნას დაგიგებ მახედა, როგორც ნიბლია ჩიტს. 17.04.94წ. გელა დაიაური... პ.ს. ეს სიმღერა მას მერე შემიყვარდა, რაც არტ-გენზე ავტორის შესრულებით მოვისმინე ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
nini egriseli |
![]()
პოსტი
#538
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 ![]() |
ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან,_ დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი, შუბლზე მაკოცა და წავიდა... ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი, ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა,_ ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი, თავი დამიკრა და ..წავიდა...... ზეცა ჩამომექცა დარდის დარად, არადა,შეცოდება არ მინდა, სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა, გაშალა ქოლგა და... წავიდა... ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი, რეკდა მწუხარების ზარი და ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და.. წავიდა.. იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი, მაინც მამხნვებდნენ მაღლიდან,_ სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის, გაკვეთილი გული მატკინა და .. წავიდა.. -------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
PUSKU |
![]()
პოსტი
#539
|
![]() ნინო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 111 რეგისტრ.: 27-February 07 მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ.. წევრი № 1,207 ![]() |
სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს,
გულიდან რომ უნებურად გადმოდიან. მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ, რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან... ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც კი თვალის გუგას დასდენია, ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია... განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს, უკითხავად ყველგან რომ გაჩნდებიან, მწუხარედ და უიმედოდ რომ გვაქცევენ და თვითონ კი მოგონებას შერჩებიან. და ყველა იმ დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია სულ ერთია ტანჯვისა თუ სიხარულის, გაუმარჯოს, თუკი მართლა ცრემლებია!!! ეს მომწონს ,ძალიან,ძალიან.. -------------------- <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ! <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> |
mari-bior |
![]()
პოსტი
#540
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 13-July 07 წევრი № 2,451 ![]() |
მე ეხლა მივხვდი რამ მომიყვანა ტაძარში,
რატო და რომ უშნეოდ აქ არასდროს არ მილოცნია, ყველას ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია. მოვედი ალბათ იმიტომ რომ შენ გაგიხსენო, მოვედი ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი, რომ დღეს არა ხარ ჩემთან ერთად, მოვედი მარტო და ორის ნაცვლად დაინთება ერთი სანთელი. მე ყველას ვუსმენ,ჩემი ხმა კი არავის ესმის, ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო მომისმენ ალბათ. მიეცი ძალა შენი ხატის წინ დამხობილ წყვილებს რომ არ დაენთოთ შენს ტაძარში სანთელი ცალად. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი