IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Jul 12 2007, 03:25 PM
პოსტი #527


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბელა ჩეკურიშვილი

ამირანთან

წელს მყინვარწვერზე მოწყობილ ალპინიადაში 9 ქალი მონაწილეობდა
...........


იდუმალ ნისლებში,
ქარსა და თოვაში
ქალები მყინვარზე
მიდიან, მიდიან. . .
ნაპრალებს ავსებენ
მზერით და სიცილით,
არ აფრთხობთ სიმაღლე
და კლდოვან მწვერვალებს
დღეს მათი რიდი აქვთ. . .
მუხლებით ამსხვრევენ
ყინულზე ბილიკებს
და სიკვდილ-სიცოცხლეს
ფრჩხილებით ჰკიდიან,
ჯიუტი კივილით,
თოკებში ჩაბმულნი,
ქალები მყინვარზე
მიდიან, მიდიან. . .
ნაკვალევს წითელი
ვარდებით ნიშნავენ,
ჩუმი და სასტიკი
ბრძოლა გაუმართავთ,
იციან,
ავია ბებერი მყინვარი,
მაგრამ აივლიან,
რადგანაც ქალები,
რადგანაც ქალები,
მიდიან
ამირანთან!
ტრიალებს ნამქერი
და მთებიც ტრიალებს,
ეს მდედრთა ლოცვაა,
შუქად რომ გაიფანტა,
მათ სურვილს ვერავინ,
ვერვინ შეარყევს
და ავლენ,
ავლენ,
ქალები
ამირანთან. . .


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 12 2007, 05:00 PM
პოსტი #528


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



თქვენ გაიხარეეეეეეეეეეეეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvantsi
პოსტი Jul 19 2007, 06:47 PM
პოსტი #529


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 15-July 07
წევრი № 2,465



როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი,სულმთლად ახალი.

და თუმცა გრემი არის ბებერი,
არის დაღლილი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვარელ ქალის სხეული.

მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ კედლის ალმური
და უკვე ვიცი რად მიყვარს ასე
ვაზიც,ჩუქურთმაც და სალამურიც.

მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,
მე ყველაფერი მგონია ჩემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი!
ო.ჭილაძე

ვიდრე ხარ...ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო.
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი-ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გლს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ...ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი,ახალს კი ძველი,
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა,რაც ადრე იყო.
ო.ჭილაძე


--------------------
ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2007, 10:52 AM
პოსტი #530


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



gvantsi

გაგახაროს ღმერთმა a025.gif a025.gif

დიდი სიამოვნება მივიღე ამ ლექსების წაკითხვით.. smile.gif

ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 06:47 PM) *


ვიდრე ხარ...ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო.
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი-ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გლს ყველას გვიყოფს.



არაჩვეულებრივია.. rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvantsi
პოსტი Jul 20 2007, 08:30 PM
პოსტი #531


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 15-July 07
წევრი № 2,465



ციტატა(marine @ Jul 12 2007, 03:25 PM) *

ბელა ჩეკურიშვილი

ამირანთან

წელს მყინვარწვერზე მოწყობილ ალპინიადაში 9 ქალი მონაწილეობდა
...........
იდუმალ ნისლებში,
ქარსა და თოვაში
ქალები მყინვარზე
მიდიან, მიდიან. . .
ნაპრალებს ავსებენ
მზერით და სიცილით,
არ აფრთხობთ სიმაღლე
და კლდოვან მწვერვალებს
დღეს მათი რიდი აქვთ. . .
მუხლებით ამსხვრევენ
ყინულზე ბილიკებს
და სიკვდილ-სიცოცხლეს
ფრჩხილებით ჰკიდიან,
ჯიუტი კივილით,
თოკებში ჩაბმულნი,
ქალები მყინვარზე
მიდიან, მიდიან. . .
ნაკვალევს წითელი
ვარდებით ნიშნავენ,
ჩუმი და სასტიკი
ბრძოლა გაუმართავთ,
იციან,
ავია ბებერი მყინვარი,
მაგრამ აივლიან,
რადგანაც ქალები,
რადგანაც ქალები,
მიდიან
ამირანთან!
ტრიალებს ნამქერი
და მთებიც ტრიალებს,
ეს მდედრთა ლოცვაა,
შუქად რომ გაიფანტა,
მათ სურვილს ვერავინ,
ვერვინ შეარყევს
და ავლენ,
ავლენ,
ქალები
ამირანთან. . .

ძაან მაგარიააა wub.gif wub.gif

გითხარი...გეწყინა...ბავშვივით გაწითლდი...
ბავშვივით დამტუქსე თან...
-რა ცუდი ყოფილხარ...მომეშვი..გამცილდი...
როგორ გამიბედე თქმა...
არაო თავს იქნევ,სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი ასე ცუდი მეგობრებს ვუამბობ
როგორი კარგი ხარ შენ....
შ.ნიშნიანიძე wub.gif wub.gif wub.gif



მიყვარს პოეზიაა....... wub.gif wub.gif


--------------------
ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 28 2007, 01:19 PM
პოსტი #532


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ქართული ზმნის ბუნებისათვის დაწერილია და
მეცნიერის გასაღიმებლად

- პანთეონი, ბატონო,
გადასარევი გვაქვს ღვთით!
თქვენც რა გენაღვლებათ, რა! -
მოდექით და კვდით და კვდით!.. toast.gif
___________________________
ტარიელ ჭანტურია


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 28 2007, 01:24 PM
პოსტი #533


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



Ismail
საღოოოოოოოოოოლლლლლლლ
მაგარიააა laugh.gif laugh.giflaugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 28 2007, 01:56 PM
პოსტი #534


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(di_onise @ Jul 28 2007, 02:24 PM) *

Ismail
საღოოოოოოოოოოლლლლლლლ
მაგარიააა laugh.gif laugh.giflaugh.gif





ეგ რაა კაცო, შენ ეს ნახე: biggrin.gif
_______________________
გარეთ ხმაურობს წვიმა...
ოთახს ანათებს ლამპა...
- პეტუშა გახსოვს?
- იმე!
- რა ბიჭი იყო!..
- აპა!
g.gif
_______________________________
მუხრან მაჭავარიანი


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 1 2007, 01:13 PM
პოსტი #535


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



აუუ რა პასიურობაა აქ. mad.gif არ შეფერის ქართულ პოეზიას ეს.


დღეს რატომღაც "გალაკტიონის ხასიათზე" მოვედი smile.gif


მე ვინც მიყვარდა...

მე რომ მიყვარდა, ის არი,
ოცნება გამიდიადა,
იმისთა თვალთა ისარი
გულზე მაჩნია ტყვიადა.
საგულეს ის არ ჩადგება,
სხვადასხვათ თანტოლობა,
იმას რად გამოადგება
მონადირისა ცოლობა.
ბევრი მოგიკლავს ტახები, -
ყვირილი გახსოვს ირემის,
ეხლა მეც გაგეძრახები
შენ, ჩემო თოფო ყირიმის.



მეოცნებე აფრებით

სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
ათასფერი იმედით და ზაფრებით,
აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი,
მეზღვაურის სულთან გათანაბრებით,
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.
დატვირთული მრავალ უამინდობით,
კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,
აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,
სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!
ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება
და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება,
საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს
ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება.


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 1 2007, 01:28 PM
პოსტი #536


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



* * *

წინანდალელი ნათელა
ულამაზესი ქალია.
ო, ჩემო ციცინათელა,
ჩემო ციხე და გალია.
მთელი საღამო შევჯერდი:
რა არის ქალის სინაზე,
მაგრამ უეცრად შევჩერდი
მშვენიერ თინათინაზე.
ბრწყინავდა საარაკო ცა, -
მთვარე დაბრუნდა ბინაზე,
როს შუქმა ღრუბელს აკოცა,
ყველა ქალების ჯინაზე.

ვოტ ტაკ!!! biggrin.gif


* * *
დგება თეთრი დღეები
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორქიდეები
ყოვლად უმიზეზონი.

ლაჟვარდების კიდეო,
დაბურული ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;

სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

კვლავ რითმების ჯადოქარი smile.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 1 2007, 06:13 PM
პოსტი #537


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



სიმღერა

კვლავ ლექსებს დაგიწერ,
მაინც ხომ ლექსით ავიცერ,
თვალებს შეგიქებ ღამისფერს,
გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს.

მიყვარხარ, მიყვარხარ,
ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ,
ბალახი ვარ და მიწა ვარ,
შენ რომ აბიჯებ ის!

ნაბიჯებს, ნაბიჯებს,
ზედ გულზე რატომ მაბიჯებ,
თან ასე რატომ მაგიჟებ
ტრფიალით ხევსურ ბიჭს?!

წამოდი, წამოდი,
ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის?
მე ხომ სიყვარულს ვლამობდი,
ეგ გული რატომ მსჯის?!

დაგიცდი, დაგიცდი,
და თუ კი ბოლოს გავგიჟდი,
შენს მოტაცებას მაინც ვცდი
პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს.

გავბედავ, გავბედავ,
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,
კოცნას დაგიგებ მახედა,
როგორც ნიბლია ჩიტს.

17.04.94წ.

გელა დაიაური...

პ.ს. ეს სიმღერა მას მერე შემიყვარდა, რაც არტ-გენზე ავტორის შესრულებით მოვისმინე smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini egriseli
პოსტი Aug 23 2007, 02:48 PM
პოსტი #538


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 13-April 07
წევრი № 1,645



ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან,_
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და წავიდა...
ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი,
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა,_
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და ..წავიდა......
ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,
არადა,შეცოდება არ მინდა,
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და... წავიდა...
ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,
რეკდა მწუხარების ზარი და
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და.. წავიდა..
იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი,
მაინც მამხნვებდნენ მაღლიდან,_
სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის,
გაკვეთილი გული მატკინა და ..
წავიდა..


--------------------
უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;
უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Aug 30 2007, 10:52 PM
პოსტი #539


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს,
გულიდან რომ უნებურად გადმოდიან.
მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ,
რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან...
ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს,
რომელიც კი თვალის გუგას დასდენია,
ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს
პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია...
განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს,
უკითხავად ყველგან რომ გაჩნდებიან,
მწუხარედ და უიმედოდ რომ გვაქცევენ
და თვითონ კი მოგონებას შერჩებიან.
და ყველა იმ დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს
რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია
სულ ერთია ტანჯვისა თუ სიხარულის,
გაუმარჯოს, თუკი მართლა ცრემლებია!!!


ეს მომწონს ,ძალიან,ძალიან..


--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-bior
პოსტი Sep 1 2007, 11:04 PM
პოსტი #540


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 13-July 07
წევრი № 2,451



მე ეხლა მივხვდი რამ მომიყვანა ტაძარში,
რატო და რომ უშნეოდ აქ არასდროს არ მილოცნია,
ყველას ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.
მოვედი ალბათ იმიტომ რომ შენ გაგიხსენო,
მოვედი ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი,
რომ დღეს არა ხარ ჩემთან ერთად,
მოვედი მარტო და ორის ნაცვლად დაინთება ერთი სანთელი.
მე ყველას ვუსმენ,ჩემი ხმა კი არავის ესმის,
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო მომისმენ ალბათ.
მიეცი ძალა შენი ხატის წინ დამხობილ წყვილებს
რომ არ დაენთოთ შენს ტაძარში სანთელი ცალად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Sep 4 2007, 12:51 AM
პოსტი #541


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ყველამ გამწირა, _
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, _
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Sep 4 2007, 11:30 PM
პოსტი #542


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსებიდანsmile.gif

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
შოთა ნიშნიანიძე


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 4 2007, 11:47 PM
პოსტი #543


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



აქ ყველა ლექსი ძალიან ლამაზია.

ეს ლექსი შეიძლება იყო კიდეც, ან იქნებ მეც კი დამიდია ადრე. მაგრამ რაღაც ძალიან მინდა კიდევ გაგახსენოთ. მიყვარს ლადო ასათიანი smile.gif

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 6 2007, 10:45 PM
პოსტი #544


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თქვენ გაიხარეთ, პოეზია ძალიან მიყვარს. ვკითხულობ ამ თემას და ვტკბები. ეხლა კი მეც შემოგთავაზებთ ლაშა გახარიას ლექსს, ძალიან მიყვარს მისი პოეზია, მაგრამ სამწუხაროდ სულ რამოდენიმე ლექსზე მიმიწვდება ხელი.

მკითხველისადმი


რაც გამოვტოვე.... ნუ წაიკითხავ,

არც სარჩევს შერჩა ჩემი ტკივილი;

წერტილიც: პწკარს რომ უმძიმდა დიდხანს,

დაკარგულია - მთვრალის ღილივით.

თავისუფალი მსურდა საყელო,

როგორც მდინარეს - ჩახსნილი ხიდი.

იქნება, ასე ამოვახველო,

ამ ჭლექიანი საწუთროს ბინდი.

მანამ კი: ნუღარ დაეშურები

თვალებს - უცრემლოს და უკაეშნოს:

ნურც სველ ლექსებზე დამემდურები:

სულ წვიმდა... სული სადღა გამეშრო...


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 7 2007, 06:32 PM
პოსტი #545


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



nini_1
smile.gif
ციტატა
ნურც სველ ლექსებზე დამემდურები:

სულ წვიმდა... სული სადღა გამეშრო...

cray.gif

ანა კალანდაძე
* * *

არ კვნესის, არ მოთქვამს
გული ქვადქცეული:
მარტოკამ ზღაპრული
აღმართი ვძლიე და...
მაგრამ... აღმართებით
ისე ვარ ძლეული,
„ვითარცა ლერწამი
ქართაგან ძლიერთა“.

1945


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 7 2007, 06:53 PM
პოსტი #546


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ვარსკვლავები

ახლა აპრილის ჩუმი ღამეა
გულთამხილავი...
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...
ისინი თვის მადლს ცას და მიწას
უხვად სწირავენ...
ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც...
ისე ბრწყინავენ...
ახლა აპრილის ჩუმი ღამეა
გულთამხილავი...
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...

1952


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th April 2026 - 12:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი