IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ნიკოლოზ_V
პოსტი Sep 9 2007, 01:19 AM
პოსტი #547


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221




ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,
თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,
თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით
ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.

და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,
ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,
ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,
ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.

და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.
თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად...
და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,
აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.

ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Sep 10 2007, 06:57 PM
პოსტი #548


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



* * *
ანცობენ ბავშვები ქუჩაში საყვარლად
ხატავენ ასფალტზე ფერადი ცარცებით
გულები, ბუშტები, სახლები, ვარდები
სილაღე, კისკისი, უღრუბლო ბავშვები.

ერთი დღე, ორი დღე, ან სამი ან ოთხი
გამოყოლილია სუყველა ნახატი
მერე კი ღრუბლები, ავდარი, წვიმა და
სუყველა შედევრი წვეთებმა მიმალა.

და ეგრე ცხოვრების ადრეულ სილაღეს
ისევე ცხოვრების წვეთები თუ წაშლის
ვარდისფერ ოცნებებს, შევღებავთ შავად და
წარსულში მხოლოდ თუ გოდებას ვინახავთ

არ ცნობენ ბავშვები გასაფრენ ოცნებებს
იმ წუთში სუყველა ნახატი ნაღდია
ასფალტზე გრძნობების ფერადი თამაში
უფერო წარსული უფროსთა დარდია



--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Sep 11 2007, 12:19 AM
პოსტი #549


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



განახლდი, ტკბილო სიყვარულო, რომ არვის ეთქვას -
დღეს ძველებურად ვეღარ ჭრისო მისი მახვილი,
დღეს ჩემი გული გამაძღარი გრძნობით თუ ფეთქავს,
ხვალ დამშეული გამაგონოს გამოძახილი.

კვლავ ის იყავი, სიყვარულო, რაც მუდამ იყავ,
კვლავ გაშმაგება დააფინე მწყურვალ თვალებზე,
საწუთროს ზღვიდან სულს მანამდე ნუ გამორიყავ,
სანამ ლამაზ დარს არ იხილავ ნაავდრალებზე.

თვით განშორებაც უნდა ჰგავდეს იმ ოკეანეს,
რომლის ნაპირებს მოყვარული ორი არსება
კვლავ მოადგება, კვლავ შეხვედრის სურვილს შეალევს
და ეს შეხვედრა დღესასწაულს დაემსგავსება!

რადგან ნელინელ ეს ზამთარი წარსულს ბარდება,
ზაფხულის მოსვლა სამჯერ მეტად გაგვიხარდება.



--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Sep 11 2007, 09:05 PM
პოსტი #550


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ტალღების ქიმზე
ბილიკი გავჭერი,
შენსკენ მომავალი
უფალო


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Sep 12 2007, 05:00 AM
პოსტი #551


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



hi.gif გამარჯობათ!ორი დღის წინ იყო გახსნილი თემა,სადაც ლაპარაკი იყო შავნაბადაზე,იქ მე შექპირდით რომ დავდებდი მამა შიოს ლექსებს.ვასრულებ დანაპირებს. smile.gif ეს ლექსი ეძღვნება პოეზიას.
პოეზიას
-შენა ხარ მაღლის,შენ და ხარ,დედა,
შენა ხარ ჩემი სულის მეურვე,
ნატვრიდან შენთან გამოვიპარე
და ეშმაკებთან შენთვის ვიომე...

შენა ხარ მადლის.ანგელოზი ხარ,
შენ არ ხარ ჩემი,ღმერთის ხარ მხოლო...
მე შენს სახეში ვკითხულობ დილას:
"ცვრიან ბალახში" ფეხშიშველ სტრიქონს.

შენ არ ხარ აწმყო,უფრო მეტი ხარ,
მომავალი ხარ,სახე სამოთხის,
თვითონ აწმყოში გული ხარ გულის,
ფიქრიდან შენი მზე არ გამოდის...

დაგიმორჩილე ყველა სურვილი,
მონასტრის კედელს აგიკარ სიყრმე,
ნუ დამიწუნებ ჩემს შესაწირავს,
ჩემს მწირ სტრიქონებს ნუ დამიწუნებ!

ეს პატრიარქისადმი დაწერილი:

პატრიარქს

დღეს უფლისაგან
შენ ხარ მამა და პატრიარქი,
პირადად ჩვენთვის,
როგორც კაცი,ხარ დიდი განძი...

გვინდა სიცოცხლე
გაგიფინოთ ხალიჩად მამას
და ჩვენი მხრებით
აგიყვანოთ მიწიდან ცამდის.

გვინდა აღდგომა ქართული ცის,
ვხედავთ გზას განვლილს,
ჭიხვინებს სისხლი ჩვენშიც შენი,
ილია მართლის...

გვინდა შევერწყათ შენს ღამეებს
თეთრად ნათენებს,
შენს მაგალითზე გვინდა გავხდეთ
ბერიც და კაციც.

გვინდა მოესწრო საქართველოს
სრულიად მართალს,
სულის მუხლებით დაჩოქებულს
უფლის წინაშე...

გვინდა გერგეთის სამებასთან,
სვეტიცხოველთან,
ჩვენი ლამაზი შავნაბადაც
რომ შეგიყვარდეს...



(თუ მოგეწონათ,მერე გავაგრძელებ.)


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 12 2007, 09:37 AM
პოსტი #552


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
nini_1


ციტატა
ნურც სველ ლექსებზე დამემდურები:

სულ წვიმდა... სული სადღა გამეშრო... cray.gif

ჰო მეც ეგრე მემართება ლაშა გახარიას ლექსებს რომ ვკითხულობ. ეხლა კიდევ შემოგთავაზებთ ერთ ლექსს, ვფიქრობ მოგეწონებათ.


წუხს მაგიდაზე დარდი-ბარათი -
ხელისგული და სულგადასმული;
ძლივსჩამოღწეულს ძველმისამართით -
ასდის ქინძის და ომბალოს სუნი.
ღამეა, დედი, ბჟუტავს სანათი,
სიზმრის კვირტები უსკდება თბილისს;
შიმშილს მინაყრებს შენი ბარათი -
გვიანარეკილ მჭადივით თბილი.
ვხედავ, ქოთნიდან, თეთრი ნაღველი -
ძლივს ერთი წველა ამოგყავს ყველი;
მამას აღონებს მწირი ბეღელი,
კვამლიც ისლიდან ნარჩენ თოვლს წველის.
წელსაც კვამლივით ეკიდა გუთანს
და თაგვის სარჩოც არ ჩანს ბეღელში...
მეც... სიყვარულის დიდგულა გუნდა,
ვაითუ... ასე ჩამადნა ხელში...
მწერ... ,,ჩამო შვილო, თოვლი დაკვალე,
დაგენაყები წამლად მშობელი;
სიზმრისახდენის შიშით ვკანკალებ...
დაცარიელდა ჩემთვის სოფელი.
ჩამოდი, იმდენს შეიტყობ ამბავს -
ჭორლამბრია თუ მონტყომპენტავის...
არც აქ დაგიშლით ლექსების ჯღაბნას,
ან წაგვაკითხა, რას წერ, ნეტავი.
ის ცირა მაინც არ გეცოდება?
ამოუმტრედდა ბიჭო ჩიტები...
ბედს ნახავს... მამა რომ მიცხონდება,
ჰოდა, იკვნიტე მემრე თითები.
მეტს არ შეგიწყენ, შვილო, წერილით,
ხელსაპონივით ვდნებით ლოდინით...
ჯულბაც აღარ ჰყეფს, წევს მოწყენილი
და მამაშენსაც მხარს ხრავს ლოგინი.
წერს და არავის პწკარს არ უკითხავს,
შენ გელოდება, ვხვდები წინასწარ;
ერთ საწყალ კალამს თუ მოუკითხავ...
გამოათეთრებს ნაციმბირალსაც.
ხომ იცი, როგორ მოსდგამს ლექსები,
(ამ ბოლოს სმა და ბოდვაც დასჩემდა )
ვეჭვობ, მანდ ესხდეთ უკეთესები -
შურშებეჭდილი ჭალის ლარჭებთან -
ჩამოდი, კიდევ ერთხელ ჩამოდი
ნუ შემატოვებ სიზმრის ყვავ-ყორნებს;
წელს ნუ მოიწყვეტ მჩატე ჩემოდნით
ნურც ხელს ნურაფერს გამოაყოლებ"...
...ჩამოვალ დედი და დარდს გადაგშლი,
ზურგში მიბერავს სულ მუზის ქარი,
და სტიპენდიით ნაყიდ კაბაში
გამომიქვითე ყველა სიზმარი.
ჩამოვალ, მეტს არ მოგაწერინებ...
ცოცხალ პასუხად მოვალ ამ თვეში,
ოღონდ, ეს ლექსი მომაწევინე -
,,ლუქსზე" მწარედ რომ მეწვის თითებში...
ესენინივით... არც მე ვარ ბავშვი,
იმ შავთავშალა შიშისაც მესმის;
აჰა, თენდება მტრედების ტაშით
და კალმისტარზე წრიალებს ლექსი...


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 12 2007, 01:48 PM
პოსტი #553


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(xornabujeli @ Sep 12 2007, 03:00 AM) *

hi.gif გამარჯობათ!ორი დღის წინ იყო გახსნილი თემა,სადაც ლაპარაკი იყო შავნაბადაზე,იქ მე შექპირდით რომ დავდებდი მამა შიოს ლექსებს.ვასრულებ დანაპირებს. smile.gif ეს ლექსი ეძღვნება პოეზიას.
პოეზიას
-შენა ხარ მაღლის,შენ და ხარ,დედა,
შენა ხარ ჩემი სულის მეურვე,
ნატვრიდან შენთან გამოვიპარე
და ეშმაკებთან შენთვის ვიომე...

შენა ხარ მადლის.ანგელოზი ხარ,
შენ არ ხარ ჩემი,ღმერთის ხარ მხოლო...
მე შენს სახეში ვკითხულობ დილას:
"ცვრიან ბალახში" ფეხშიშველ სტრიქონს.

შენ არ ხარ აწმყო,უფრო მეტი ხარ,
მომავალი ხარ,სახე სამოთხის,
თვითონ აწმყოში გული ხარ გულის,
ფიქრიდან შენი მზე არ გამოდის...

დაგიმორჩილე ყველა სურვილი,
მონასტრის კედელს აგიკარ სიყრმე,
ნუ დამიწუნებ ჩემს შესაწირავს,
ჩემს მწირ სტრიქონებს ნუ დამიწუნებ!

ეს პატრიარქისადმი დაწერილი:

პატრიარქს

დღეს უფლისაგან
შენ ხარ მამა და პატრიარქი,
პირადად ჩვენთვის,
როგორც კაცი,ხარ დიდი განძი...

გვინდა სიცოცხლე
გაგიფინოთ ხალიჩად მამას
და ჩვენი მხრებით
აგიყვანოთ მიწიდან ცამდის.

გვინდა აღდგომა ქართული ცის,
ვხედავთ გზას განვლილს,
ჭიხვინებს სისხლი ჩვენშიც შენი,
ილია მართლის...

გვინდა შევერწყათ შენს ღამეებს
თეთრად ნათენებს,
შენს მაგალითზე გვინდა გავხდეთ
ბერიც და კაციც.

გვინდა მოესწრო საქართველოს
სრულიად მართალს,
სულის მუხლებით დაჩოქებულს
უფლის წინაშე...

გვინდა გერგეთის სამებასთან,
სვეტიცხოველთან,
ჩვენი ლამაზი შავნაბადაც
რომ შეგიყვარდეს...
თუ მოგეწონათ,მერე გავაგრძელებ.

yes.gif ძალიან ლამაზია და კიდევ დადე wub.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 12 2007, 02:20 PM
პოსტი #554


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ეს მე დავწერე smile.gif

ვითარ ვცადო კალმით ჩემით, დიდების თქმა ღვთაებისა;
შენ ხარ ყოვლის შემოქმედი, მყარისა თუ ცაებისა;
ხილულთა და უხილავთა, ხრწნადისა თუ ძალებისა;
წყვდიადთა და მოლევართა მზეთა ბევრთა ნათებისა.

შენ შეგშვენის ხოტბის შესხმა შენ აბრწყინებ ყველა ბნელსა;
ჩვენ კაცნიცა შენგანა ვართ, შე გვანიჭებ სულსა გრძელსა;
ჩვენთვის შეჰქმენ ყოველივე არ გვადარებ გასახრწნელსა;
ჩვენთვისა თმობ სულსა, გულსა, არას ითხოვ ჩვენგან ძნელსა.

შეგვიყვარე წუთისოფლის შვილნი შენგან შემოსილნი;
მოგვივლინე ცით ძე შენი, მით მიგვიღე ვითა შვილნი;
მისი სისხლით ვიწმინდებით ცოდვათგან გარს შემოვლილნი;
მისი ხორცით ვიღებთ საზრდოს გულნი გვიჩანს შემუსვლნი.

აწ ძესაცა განგადიდებ, ვითა სიტყვას ღვთისგან თქმულსა;
ადამის ძეთ მოყვარულსა, მათგანავე მწარედ გმულსა;
კაცთაგან მტრად შერაცხულსა, კვლა მათთათვის ჯვარსა ცმულსა;
აღდგომილსა, აღმართულსა, ხედ სიცოცხლის ცად აბმულსა.

ნათელი ხარ ნათლისაგან, ძე ხარ ჭეშმარიტი ღვთისა;
ვითარ ღმერთი მამით იშევ , უწინარეს დროთა ნთისა;
ვითარ კაცი ხოლო დედით, გახდი მკვიდრი კაცთა მთისა;
ხორცი ისხი სულიწმიდით, ნება ჰყავი მამა ღმრთისა.

ზე მაღლიდან გარდამოხვედ აღსრულებად წართქმულისა;
ვინ შეიცნოს სატკივარი, თასის შენგან შთანთქმულისა;
შეგვიწყალე, აგვარიდე, სატანჯველი ღრმა ღრმულისა;
განაჩენიც მოგვიტანე, რაცა წავრთქვა აწ თქმულისა.

გაღიარებ სულსა წმიდა, მამა ღმრთისგან მომავალსა;
მაგრამ აქ ბევრს ვერას ვიტყვი, ვშიშობ ვერ მოვიხდი ვალსა;
მეც მეშინის გამოთქმისა, გავსდევ წმიდა მამათ კვალსა;
მათი რიდის დამნახველი ვით შეგბედავ სიტყვათ სვლასა.




--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი Sep 12 2007, 11:40 PM
პოსტი #555


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



მოიმუშაკე უწმინდესო ღვაწლი კეთილი,-
ვით,დიდმა პაბლემ შეგიძლია, ბრძანო დიდებით:
-დაცხრა ზღვის ღელვა,ბობოქარი, თავაწყვეტილი...
და ღვთის წყალობით სამშვიდობო ნაპირს მივედით.
იმ საუფლოში უჭკნობელი ყვავილებია,
თვალთ შეუდგამი ნათელი და ტკბილი გალობა..
სად ყოველ მისულს ნეტარებით გაღიმებია,
გაჰკვირვებიათ ნათლის შვილებს მაღლის წყალობა...
დიდება უფალს ყოვლად კეთილს ყოვლად სახიერს...
მრავალმოწყალეს-იმედით,რომ გვავსებს მარადის...
გონების თვალით,სულის თვალით,ტკბილად სახილველს...
აწდა მარადის... სულ... მარადის...აწდა მარადის...

"მეუფე თადეოზი"


მაგრათ მიყვარს ეს ლექსი


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 12 2007, 11:45 PM
პოსტი #556


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



neo
გადმოდი კაფიაობაში biggrin.gif



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izo
პოსტი Sep 13 2007, 10:41 PM
პოსტი #557


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



ქრისტეს ვნებანი

ნუ აუვლი გვერდს მათხოვარს,
ნუ აძაგებ მეძავს ბინძურს,
ნუ დაარღვევ წმინდა ძმობას,
ნუ აგინებ ყოფილ მიჯნურს.
ნუ დაკარგავ სადმე სინდისს,
ნუ იცრუებ აღსარებას,
ნუ გწყურია ვინმეს სისხლი,
ნუ ღალატობ სახარებას!..
თორემ გაგყიდის იუდა
ოცდაათი ვერცხლის ფასად
და გოლგოთას გაგაკრავენ
შენ გრაალის წმინდა თასთან.
ნუ მოითხოვ ზიარებას,
თუკი გულში ბოღმა გახრჩობს,
ნუ ეტყვი მღვდელს აღსარებას,
თუკი ქრისტეს ცნებებს დაგმობ.
თორემ შენც გიღალატებენ,
გაგყიდიან ჩალის ფასად,
გაწამებენ, ჯვარს გაცმევენ,
დაგიშენენ ცივად ქვასაც.
ნუ ისურვებ სიკეთის ქმნას,
ნუ დაანთებ წმინდა სანთელს,
თუკი ქრისტეს მწარე ვნება
შენ თვითონ არ გამოცადე!..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Sep 14 2007, 12:00 AM
პოსტი #558


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ციტატა
კაფიაობაში

სადაა?


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 14 2007, 12:02 AM
პოსტი #559


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



xevsuri
http://church.ge/index.php?showtopic=1526&...20&#entry170596

აქ, ამდენი ხანია აქ ხარ და არ იცი?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Sep 14 2007, 02:31 AM
პოსტი #560


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(k@the @ Sep 12 2007, 12:48 PM) *

yes.gif ძალიან ლამაზია და კიდევ დადე wub.gif

smile.gif ძალიან კარგი, რომ მოგეწონა ,აბა ვდებ სხვა ლექსებსაც. wink.gif

სიტყვით მთებს ძრავდნენ მამები

სიტყვით კურნავდა უფალი,
სიტყვით მთებს ძრავდნენ მამები,
სიტყვაა შთამომავლობის
აღმშენებელი, აღმდგენი.

უნდა სიტყვისთვის ვიბრძოლოთ,
მკურნალისათვის, საქმისთვის...
ცხოვრება უნდა დავხარჯოთ
საცხოვნებელი მადლისთვის...

უნდა მივდიოთ ღირსეულთ,
უნდა ავანთოთ სანთლები,
უნდა ავაგოთ დღეს, აქვე,
ხვალის იმედის ტაძრები...

სიტყვა გვჭირდება,სიტყვა და...
სიტყვა და თანაც ისეთი,
რომ მტერი მოყვრად ვაქციოთ,
მგელთან ვაძოვოთ ირემი... 8.10.2001 წ.


შვილნი ვართ ღმერთის ალალნი

შვილნი ვართ ღმერთის ალალნი,
შვილნი მზისა და სინათლის,
თუ აღსარებას მართალი
გულის სიღრმიდან ვიძახით!

1.12.2001 წ.


პატრიარქს

ზღაპარი დავწერო!- მიბრძანე,
მიბრძანე,-ზღაპარი მიზანი...
ზღვა დავხნა, დავთესო,მოვიმკო, _
ბრძენთათვის საზრდელი მითხარი!

ზღვას დავხნავ,დავთესავ,მოვიმკი...
ზღვა ცაა ქართველთა სალარო,
გინდა, რომ შვილები გამრავლდნენ,
აავსონ იმედით სამყარო!...

ზღვას დავხნავ, დავთესავმ, მოვიმკი,
მოსავალს ზღვად ვაქცევ, გამაგრდი!
დღესაა, თუ იყო ოდესმე,
ქართველი კლდესავით მაგარი!...

ქართული ბარძიმით, ფეშხუმით
უფალმა ბეთლემით ინება!

_მსოფლიოს ქართველად მოქცევა
იწყება!
იწყება!
იწყება!

იწყება,ცხოვრება იწყება!
მთავრდება ბავშვური თამაში!
ქართველი იღვიძებს, იღვიძებს!
თენდება! ესაა მთავარი!
14.01.2001 წ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Sep 15 2007, 01:40 PM
პოსტი #561


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



მუცოს გოდება


სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
\"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო\".
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
\"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო\".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .

გელა დაიაური


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Sep 15 2007, 02:13 PM
პოსტი #562


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ჰე საქართველო

_ ჰე საქართველო
წამოვდგები შენს სადარაჯოდ,
მე ხევსური ვარ! პატრიოტი!
ვამაყობ ჯიშით;
_ ჰე საქართველო
ლექსებს ვიტყვი შენს საარაკოდ,
ძლიერ მიყვარხარ!
შენს მტრებს კიდევ ვაცხოვრებ შიშით;
_ ჰე საქართველო
მომიხმარე!
იქნებ ვივარგო?
შენი მსახური, ყმა და მონა ერთად ვიქნები!
_ ჰე საქართველო
ერთსა ვნატრობ,
შენ არ იდარდო!
მჯერა! დავითის საქართველო კიდევ იქნები!!!

ი. ჭინჭარაული


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Sep 16 2007, 04:50 PM
პოსტი #563


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ვახტანგ ჯავახაძის თეთრი პოეაზია smile.gif
---------------------------------------------------------------

შეკითხვა

გაბრიელ გარსია მარკესის მამას
თექვსმეტი ბიჭი ჰყავდა...
გაბრიელ გარსია მარკესი
ნობელის ლაურეატია...
გაბრიელ გარსია მარკესი
პირველი შვილია მშობლებისა...
დანარჩენები?


ისევ შეკითხვა

ფსევდონიმების ლექსიკონიც გამოდის:
სადღა
დაიმალები?!
huh.gif huh.gif huh.gif






ვახტანგ ჯავახაძე (ამჯერად გარითმული პოეზია biggrin.gif )
---------------------------------------------------------------

***

ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი,
დაყოფილი დახლებად, რიგებად და უბნებად,
გამოკეტილ გალიებს აწყდებოდა ბრმასავით
ჩალის ფასად გასაყიდი ჩიტის თავისუფლება.

უცებ ბიჭი გამოჩნდა, რომელიღაც ჩიხიდან
შემოიჭრა ხალხის და მანქანების ხმაურში,
შეირბინა ბაზარში, სამი მტრედი იყიდა,
გამოვიდა ბაზრიდან და სამივე გაუშვა.

rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Sep 18 2007, 02:59 AM
პოსტი #564


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,
მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Sep 23 2007, 07:49 PM
პოსტი #565


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



* * *

შეხედე როგორი გზებია
ერთმანეთს ფარავენ დამღები,
არცსაით სიმშვიდე სინათლე
არცსაით მთები ან ტალღები.

გაშემო სიფლიდე მცურავი
ენები - მკბენარი გველები,
გაჭიმულ ჰექტრობით საცობებს
ვერა ვძლევ მარტო და გვერდით კი:

ფეხდაფეხ აწყობილ ნაბიჯში
წყვილია არცისე მცხუნვარე,
მიდიან ტოვებენ ლიანდაგს
ვერსს ვერსზე უგრძნობლად ხურავენ.

შუქნიშნებს დაკარგულ ფერებით
თვალები ახმება უმიზნოდ
ვერა ვგრძნობ რამხელა დარდს ვტოვებ
მდუღარე ტრასაზე უპირო.

ცხოვრება ვით ნისლა ხარები
მისტიურს ტოვებენ შეგრძნებას
პორტრეტებს ათასი დარდებით
დრო არის ძმასავით შევეკრა.

* * *
\"აქ კი აღარც თორღვას ძაგანია
აღარც ფარშუბების ჭახანია\"
გელა დაიაური

ყველგან ერთნაირი ჯაჯღანია
აღარსად სხვადასხვა თუ უნიკუმი
ვატყობ გვეპარება გლობალური
ერთი თარგი და სტილი სრული

აღარც შენობების განსხვავება
ყველაა მაღალი და მინით
სადღაა აივნების ელვარება
კოშკი შემრგვალული კიბით

ყველა ეროვნული ტრადიცია
ჯერ ხდება იშვიათი ოდნავ
მერე ზეიმებს ემსგავსება
როცა ახალუხი გვმოსავს

მერე ვეძალებით ყოველდღიურ
ასე ერთფეროვან მოდას
ჩოხას თუ ჩაიცმევ და გაივლი
პანკი - ბანძიაო გმოძღვრავს

არცსად ხევსურულია სალამია
არცსად სიმღერაა კახის
არცსად იმერული ოდებია
მხოლოდ ევროპული მოდის

ყველგან ერთნაირი ჯაჯღანია
ყველა გასვეტდა cool-ობს
ქუჩა ჟამისტების საყდარია
და იქ ქართველობა ნულობს

თქვენი მონამორჩილი


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2007, 10:34 AM
პოსტი #566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გიორგი მახარობლიძე

* * *

მე უშენობას, მწარე სევდას გულში ვინახავ,
შენთვის უცნობი
და ერთგული ვრჩები ბოლომდე,
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში
მე შენ მიყვარხარ,
უფლება არ გაქვს,
ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!
გამინაწყენდნენ მე ფურცლები
ლექსებუხლები,
მხოლოდ ლექსებში
და ფიქრებში როგორ გეძიო?
შენი თითებით, შენი თმებით, შენი მუხლებით
უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო.
ტუჩდახეთქილი მიღიმიან ბროწეულები,
ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამე ვათენე?
და ვარსკვლავები
შენს თვალებში მომწყვდეულები,
ჰგვანან პატარა მოციმციმე
ციცინათელებს.
გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში
ჩუმდა აზიდა
და ფრთხილად ვზომავ
გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს...
და წვიმს ქუჩაში ისე ნაზად, ისე ფაქიზად,
რომ შეიძლება მონატრებით კაცი
გაგიჟდეს.
ვინ გამოუშვა წვიმა გარეთ ასე
ტიტველა?
ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ
ვუშველოთ?
დასტოვოს სევდა სულ პატარა,
პაწაწკინტელა,
მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით
უშენოდ.
შენზე ოცნებას შევინახავ,
როგორც დიდმარხვას,
ხვალ ცისარტყელა
ჩემს სიმართლეს დაე, მოწმობდეს,
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში
მე შენ მიყვარხარ,
რა უფლება გაქვს,
ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 11:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი