![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
xevsuri |
![]()
პოსტი
#561
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
მუცოს გოდება
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია, თორღვაის ცხენი იქ აბია, ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია, ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს. მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას, მტერი მამულისა მიკაფია, სისხლი წყაროსავით მიხაპია, იმედი რომ ერქვა მუცოს. \"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ, მტერი, მოყვარე მთავარია, ჩემთან არც ერთი არ არიან, ყველასთვის გავმხდარვარ უცხო\". ნეტა ეს ხმაა და რა ზარია, რა გოდება და თავზარია, მუცოს ბეჭები გაბზარვია, ჟამისგან ძლეულა მუცო... სურდათ აკვნები ურწეველი, მტერი არ დარჩა უწვეველი, \"წასული თავ-ბედ უწყევლელი, ქართლს მტერი ეყოლება ნურცო\". ასე ურყევი და ურღვეველი, მტრისათვის ხარკის უძლეველი, გაუტეხელი და უძლეველი, ჟამისგან ძლეულა მუცო. სადღაც ლამპიონთა ღაღანია, სადღაც ცეკვაა და არღანია, სადღაც ვაჭრობაა გაგანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს. აქ კი აღარც თორღვა ძაგანია, აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო . გელა დაიაური -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
xevsuri |
![]()
პოსტი
#562
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
ჰე საქართველო
_ ჰე საქართველო წამოვდგები შენს სადარაჯოდ, მე ხევსური ვარ! პატრიოტი! ვამაყობ ჯიშით; _ ჰე საქართველო ლექსებს ვიტყვი შენს საარაკოდ, ძლიერ მიყვარხარ! შენს მტრებს კიდევ ვაცხოვრებ შიშით; _ ჰე საქართველო მომიხმარე! იქნებ ვივარგო? შენი მსახური, ყმა და მონა ერთად ვიქნები! _ ჰე საქართველო ერთსა ვნატრობ, შენ არ იდარდო! მჯერა! დავითის საქართველო კიდევ იქნები!!! ი. ჭინჭარაული -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
Ismail |
![]() ![]()
პოსტი
#563
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ვახტანგ ჯავახაძის თეთრი პოეაზია
![]() --------------------------------------------------------------- შეკითხვა გაბრიელ გარსია მარკესის მამას თექვსმეტი ბიჭი ჰყავდა... გაბრიელ გარსია მარკესი ნობელის ლაურეატია... გაბრიელ გარსია მარკესი პირველი შვილია მშობლებისა... დანარჩენები? ისევ შეკითხვა ფსევდონიმების ლექსიკონიც გამოდის: სადღა დაიმალები?! ![]() ![]() ![]() ვახტანგ ჯავახაძე (ამჯერად გარითმული პოეზია ![]() --------------------------------------------------------------- *** ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი, დაყოფილი დახლებად, რიგებად და უბნებად, გამოკეტილ გალიებს აწყდებოდა ბრმასავით ჩალის ფასად გასაყიდი ჩიტის თავისუფლება. უცებ ბიჭი გამოჩნდა, რომელიღაც ჩიხიდან შემოიჭრა ხალხის და მანქანების ხმაურში, შეირბინა ბაზარში, სამი მტრედი იყიდა, გამოვიდა ბაზრიდან და სამივე გაუშვა. ![]() ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#564
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს; რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
xevsuri |
![]()
პოსტი
#565
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
* * *
შეხედე როგორი გზებია ერთმანეთს ფარავენ დამღები, არცსაით სიმშვიდე სინათლე არცსაით მთები ან ტალღები. გაშემო სიფლიდე მცურავი ენები - მკბენარი გველები, გაჭიმულ ჰექტრობით საცობებს ვერა ვძლევ მარტო და გვერდით კი: ფეხდაფეხ აწყობილ ნაბიჯში წყვილია არცისე მცხუნვარე, მიდიან ტოვებენ ლიანდაგს ვერსს ვერსზე უგრძნობლად ხურავენ. შუქნიშნებს დაკარგულ ფერებით თვალები ახმება უმიზნოდ ვერა ვგრძნობ რამხელა დარდს ვტოვებ მდუღარე ტრასაზე უპირო. ცხოვრება ვით ნისლა ხარები მისტიურს ტოვებენ შეგრძნებას პორტრეტებს ათასი დარდებით დრო არის ძმასავით შევეკრა. * * * \"აქ კი აღარც თორღვას ძაგანია აღარც ფარშუბების ჭახანია\" გელა დაიაური ყველგან ერთნაირი ჯაჯღანია აღარსად სხვადასხვა თუ უნიკუმი ვატყობ გვეპარება გლობალური ერთი თარგი და სტილი სრული აღარც შენობების განსხვავება ყველაა მაღალი და მინით სადღაა აივნების ელვარება კოშკი შემრგვალული კიბით ყველა ეროვნული ტრადიცია ჯერ ხდება იშვიათი ოდნავ მერე ზეიმებს ემსგავსება როცა ახალუხი გვმოსავს მერე ვეძალებით ყოველდღიურ ასე ერთფეროვან მოდას ჩოხას თუ ჩაიცმევ და გაივლი პანკი - ბანძიაო გმოძღვრავს არცსად ხევსურულია სალამია არცსად სიმღერაა კახის არცსად იმერული ოდებია მხოლოდ ევროპული მოდის ყველგან ერთნაირი ჯაჯღანია ყველა გასვეტდა cool-ობს ქუჩა ჟამისტების საყდარია და იქ ქართველობა ნულობს თქვენი მონამორჩილი -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
marine |
![]()
პოსტი
#566
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გიორგი მახარობლიძე
* * * მე უშენობას, მწარე სევდას გულში ვინახავ, შენთვის უცნობი და ერთგული ვრჩები ბოლომდე, რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ, უფლება არ გაქვს, ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე! გამინაწყენდნენ მე ფურცლები ლექსებუხლები, მხოლოდ ლექსებში და ფიქრებში როგორ გეძიო? შენი თითებით, შენი თმებით, შენი მუხლებით უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო. ტუჩდახეთქილი მიღიმიან ბროწეულები, ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამე ვათენე? და ვარსკვლავები შენს თვალებში მომწყვდეულები, ჰგვანან პატარა მოციმციმე ციცინათელებს. გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში ჩუმდა აზიდა და ფრთხილად ვზომავ გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს... და წვიმს ქუჩაში ისე ნაზად, ისე ფაქიზად, რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს. ვინ გამოუშვა წვიმა გარეთ ასე ტიტველა? ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ ვუშველოთ? დასტოვოს სევდა სულ პატარა, პაწაწკინტელა, მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით უშენოდ. შენზე ოცნებას შევინახავ, როგორც დიდმარხვას, ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს დაე, მოწმობდეს, რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ, რა უფლება გაქვს, ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
shore |
![]()
პოსტი
#567
|
![]() შორენა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 379 რეგისტრ.: 4-June 07 მდებარ.: BATUMI-vagoni-TBILISI წევრი № 2,099 ![]() |
...
შლიან დღეები ჩვარს მოქსოვილს შენი თითებით, და ისიც თვალწინ იწყინება-პატარავდება. და მწვანე ძაფიც, ცისფერ ძაფის გამოკიდებით ნაცრისფერდება, ყავისფერდება, არარავდება... თითქოს და კიდეც გამოუჩნდა ამ ბატისტ ნაჭერს, ხეივნის ბოლოს ფერმწერიც ხომ ვერც როს დახატავს... პატარძლის კაბას რეცხვა უფრო, ჩანს, სწრაფად აჯენს, თვითონ სხეულსაც ვერრარა ხდის უფრო ქათქათას. სუნთქვა შეკრულა, ან ეგების გამოშრა ყელი? ჩიტებს გულკანარს, ხომ არ უგავთ პროფილი ყვავებს? მაგრამ უბრალო მელა, ყელის როცაა მღრღნელი, ერთმანეთისგან სისხლს და ტენორს ვერ განასხვავებს!... იოსიფ ბროდსკი -------------------- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის |
Ismail |
![]() ![]()
პოსტი
#568
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
იცი, რას გეტყვი, ბულბულო? -
შენც ჩიტი ხარ, ბოლო-ბოლო! ![]() ![]() ![]() ტარიელ ჭანტურია -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
neo |
![]()
პოსტი
#569
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ჯარისკაცის ფიქრები...
იცით მე ახლა რა მინდა ? ომის დიდება მამინდა... რა ლამაზია რიტუალი, ყოფნა არ ყოფნის; აღარ მეშინის, მე უკვე მივხვდი საზრისი ომის; და რა საღია, ეს სიმდიდრე სიკვდილის ხსოვნის; მით გაღვივებულ სიყვარულის გაზრდის და მოვლის... მე ახლა ვწვდები ჯარისკაცის მომღიმარ მზერას; რად არ ითხოვდა მომაკვდავი მხარსა და შველას; მხოლოდ ეს მითხრა ,,მე თქვენ მიყვარხართ, უთხარი ყველას"; ჩემი სიტყვები მიაწვდინე, ჩემს მცირე კერას... მე ახლა ვხვდები ბედნიერებას, შიშის და თრთოლვის; მე ახლა ვხვდები სილამაზეს სიკვდილის ხსოვნის; მის მოლოდინში წამი წამზე რომ რიგ-რიგად მოდის, და მე არ ვიცი დავშორდები სიცოცხლეს როდის... მით შემოსილა სიხარულით ეს ჯარისკაცი; რომ შეწირულა მის სამშობლოს ვით წმიდა ვაცი; და მეც მომინდა შევაჩერო გონთა ბარბაცი; და რომ შევიცნო ეს სიხარული გულის წარმტაცი... ჰო მეც მომინდა რომ ვიცხოვრო სიკვდილის ხსოვნით; თუნდაც ერთი დღე, ,,თითქოს ბოლოა" ასეთი დგომით; ერთურთის ლოცვით, მოფერებით, სიცრუის გმობით; და ერთი წამის მნიშვნელობის, ფასის, შეცნობით... გმადლო უფალო, რომ კაცთა მოგვეც ომის მშვენება; მით სიყვარულის გამოხატვის ეს საშველება; მე განდიდება სიკვდილთან ბრძოლის ასე მენება, და ამ სიკვდილის თქვენ გულებში მინდა ხსენება... -------------------- www.cordesign.ge
|
Ismail |
![]()
პოსტი
#570
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ახლა მედეა
ძველი "არგოთი" მიეზიდება ჩუმად ნარკოტიკს ![]() ტარიელ ჭანტურია -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
თათი87 |
![]()
პოსტი
#571
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი
ვისია არ ვიცი ![]() გაიფოთლა ქარები დაჩნდა ნიაღვარები საით უნდა წახვიდე ან რომელი მხრიდან!.. ესეც შენი სამოთხე, ესეც შენი სამოთხე, შენი საიმოცნებო ლურჯო სერაფიტა!.. ვისი მზისთვის მღეროდი, განთიადებს ელოდი, ნაკადულებს შველოდი წასკდომოდნენ მიწას... ესეც შენი სიმღერა სისხლი გადაიღერა, უხმოდ მღერას ვინ ისმენს სხივო სერაფიტა! მთვარემ შუქი გალია... გაჭირდება ძალიან ძვლებზე შემონაცვამი ნაზამთრალი მიწა. შენს ბაღში რომ კვალია თეთრი იასამანის, ჯვარს იწერდა სისხამზე შენი სერაფიტა! ჟამი მიაქვს ქარავნებს... დრო რომ მოგიპარავდეს, დრო რომ დაგიფარავდეს ხმელეთით და ზღვითა!... საით შენი ოცნება! საით შენი სამოთხე! საით გაგიწევია ლურჯო სერაფიტა!.. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Ismail |
![]()
პოსტი
#572
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
მ7 ღმ1
და9 ღმ1, გ100ნჯა შარბ10 და თ100, მ20ქულებს უსუ8 ბრძ0 ხ100-10, და100ა პარნ100ს იშვი10 დ100, და100ზმრა სამ4ს შ2 10ნ10. მ2დებით გ10შა ამბ2 და ჭ2, გამ2ცხა 3წე წი8-პანა7, გამ2ყა მხუ8ლე 8ლის კ2დ2 და მწვე8ლებს მ20ლდა დამ9ლი და მ7. ვახტანგ ჯავახაძე -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#573
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ხალხური * * * ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, წამოგვეწევა სიბერე, მელივით წამოგვარდება, სიკვდილი გზაში გიყელებს, თვალები გაავდარდება. მოგიგონებენ შვილები, მზეს შეხედავენ მაღლითა: „სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა“. ნეტა სიცოცხლის მამგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია? ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სხვა გადამხედია. გამარჯობა. მეგობარო როგორც ვიცი ეგ ლექსი დიკვნის დაწერილი უნდა იყოს იმიტო არი ასე ლამაზი სიტყვები ეგ ცჰემი საყვარელი ლექსია -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
k@the |
![]()
პოსტი
#574
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მ7 ღმ1 და9 ღმ1, გ100ნჯა შარბ10 და თ100, მ20ქულებს უსუ8 ბრძ0 ხ100-10, და100ა პარნ100ს იშვი10 დ100, და100ზმრა სამ4ს შ2 10ნ10. მ2დებით გ10შა ამბ2 და ჭ2, გამ2ცხა 3წე წი8-პანა7, გამ2ყა მხუ8ლე 8ლის კ2დ2 და მწვე8ლებს მ20ლდა დამ9ლი და მ7. ვახტანგ ჯავახაძე ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#575
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ძნელია სიკვდილის მონატრება
გაფრთხილებთ გულდაგულ წუხილით მთვრალი ჩემი სიმღერები მოგაკლდებათ სიცოსხლეს გაუმარჯოს მაინც, ძნელია ჩემი ხელდახელ შეკეთება დიდხანს ვინ აჩერებს დაფაზე პაიკს, სიკვდილი წამალივით შემერგება, სიცოცხლეს გაუმარჯოს მაინც -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
k@the |
![]()
პოსტი
#576
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ძნელია სიკვდილის მონატრება გაფრთხილებთ გულდაგულ წუხილით მთვრალი ჩემი სიმღერები მოგაკლდებათ სიცოსხლეს გაუმარჯოს მაინც, ძნელია ჩემი ხელდახელ შეკეთება დიდხანს ვინ აჩერებს დაფაზე პაიკს, სიკვდილი წამალივით შემერგება, სიცოცხლეს გაუმარჯოს მაინც შენი დაწერილიაა? არ მეცნობა ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#577
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
შენი დაწერილიაა? არ მეცნობა ![]() არა არა ჩემი დაწერილი,მგონი მორის ფოცხიშვილის უნდა იყოს -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
Ismail |
![]()
პოსტი
#578
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ვახტანგ ჯავახაძე - გრაფიკული ლირიკა (ეს კაცი გენიოსია!
![]() _____________________________________________________ შესავალი ქალქში არ ჩანს ქოხი და ხატა, არც ხარი არსად აბია ხართან, არვინ ამზადებს სარსა და ხარდანს, არ ისმის ხმობა სხვათა და სხვათა, არ მესმის ბუხრის ტკაცუნის ხმა და - მე ლექსებს არ ვწერ, - მე ლექსებს ვხატავ. 1. პირამიდა ა ვა შენე პირამიდა დიდზე დიდი პირამიდა. ახლა ვეღარ გამოვდივარ პირამიდის სპირალიდან. რად მინდოდა პირამიდა, დიდზე დიდი პირამიდა, შუა კედელს ვეჯახები, მე კი განაპირა მინდა. მზეო, დედამიწასავით გაანათე პირამიდა, გზა მასწავლე, შენთან მოვალ დიდი შესაწირავითა. ვისაც უნდა იმას ჰქონდეს დიდზე დიდი პირამიდა, - აღარ მინდა უკვდავება, - აღარც პირამიდა მინდა. 2. საფეხურები ამ სტრი- ქონებზე - როგორც კიბის სა-ფე-ხუ-რებ-ზე - ისე ჩამორბის ახლა შენი თვალი კეთილი, ფრთხილად! აქ მერვე სა-ფე-ხუ-რი ჩ ა ტ ე ხ ი ლ ი ა! გ ა დ მ ო ა ბ ი ჯ ე! ნ უ გ ე შ ი ნ ი ა! ძირს გელოდები, ვით ამ ლექსის ბოლოწერტილი. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#579
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
Ismail
![]() ვახტანგ ჯავახაძე იხსენებდა თავის წიგნში "უცნობი", რომელიც გალაკტიონზე დაწერა,_" ლექსები მივუტანე ჩემიო, გალაკტიონმა იკითხა იკითა და მერე დანანებით მკითხა: "ფურცლებს სად შოულობ ძამიკოო..." იმის მერე ლექსი აღარ დამიწერია, რაც ფურცლებს ვშოულობდი, მასთან მიმქონდაო... ** ხანდახან, იმის გამო რომ ფურცელი არ ჰქონდა, კედლებზე , ასანთის კოლოფზე და რასაც კი წააწყდებოდა, რაზე დაწერაც შეიძლებოდა, ისეთ რამეებზე წერდაო... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
![]()
პოსტი
#580
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
Ismail
რა მაგარიააა ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 04:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი