IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

145 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
თათი87
პოსტი Oct 4 2007, 11:04 PM
პოსტი #581


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Ismail
ძალიან მაგარია smile.gif
IPB-ს სურათი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 4 2007, 11:15 PM
პოსტი #582


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



კიდე დავყრი, უარესები აქვს დაწერილი. biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 5 2007, 12:14 AM
პოსტი #583


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ვახტანგ ჯავახაძე - გრაფიკული ლირიკა (ეს კაცი გენიოსია! huh.gif )
_____________________________________________________



3. ქარ-წვიმა

IPB-ს სურათი





4. უკანასკნელი დაღმართი

მოკვდა.
გათავდა.
განისვენა.
გარდაიცვალა.
სული დალია.
მიიძინა სამარადისოდ.
უკან მოსდევდა წუთისოფლის ბასრი ფიწალი:
- მოკლე გზა უნდა მიგასწავლო სამარემდისო...





5. შადრევანი

IPB-ს სურათი


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 5 2007, 12:21 AM
პოსტი #584


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



აჰა ერთი ეგეთ სტილში (ავტორი იგივე):

IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 5 2007, 12:25 AM
პოსტი #585


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



მარიამი
აუუუუუ, დამასწარიიიი!!! biggrin.gif ახლა ვაპირებდი მაგის დაგდებას biggrin.gif biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 5 2007, 12:27 AM
პოსტი #586


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(Ismail @ Oct 5 2007, 01:25 AM) *

მარიამი
აუუუუუ, დამასწარიიიი!!! biggrin.gif ახლა ვაპირებდი მაგის დაგდებას biggrin.gif biggrin.gif

დასწრებაზეა ყველაფერი, ხო იცი biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 5 2007, 12:28 AM
პოსტი #587


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 13 2007, 02:41 PM
პოსტი #588


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



არ შეეფერება დღევანდელ რეალობას?


ჩუ ქართველო


ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ“ ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ , ოხერო,
„მამაცი ვარ“! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!“
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.


აკაკი წერეთელი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Oct 16 2007, 06:25 AM
პოსტი #589


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



მრავალ სვეტიცხოვლობას დაგასწროთ უფალმა, მისი ძალი და მადლი გფარავდეთ ჩემო კარგებო. მინდა ეს ბრძწყინვალე დღე ჩემი ლექსით მოგილოცოთ

სვეტიცხოველთან

მოვდივარ...
სვეტიცხოველთან მომაწია სიშავემ ღამის,
შევჩერდი...
გულზე შემომაწვა ტკივილი ლამის,
დავჯექ და...
მუხლი მოვიყარე ტაძრის წინ ღამით,
ჩემდა უნებურად,
ხელი შევახე - გიორგის მახვილს.
წამს შეშფოთებულმა
ხელის შეხებით წმინდანზე ალბათ,
უკან დავიხიე,
ტაძარს, კედელზე მივეყრდნე მაგრად.
გაოცებული
შევყურებდი მოხატულ ფრესკებს და
ამ ქვეყნიურს,
ვერ ვხედავდი ტაძარში ფერებს.
და ცის ტატნობზე
გაიელვა მნათობმა მკრთალად
და უკუნეთში
შავი ჭინკები გაფანტა სადღაც...
და ღამის ცაზე
გამობრჭყინდა მნათობი სვეტად,
დაბლა დაეშვა,
ტაძარს გუმბათზე დაედგა სვეტად...
და რა ვიხილე,
გამობრწყინდა ცით ანგელოზი,
შეიძრა -ცა
და დედამიწა, იგრგვინა ზეცამ.
კიდით - კიდემდა
გაიელვა მნათობმა ყველგან და
სულიწმინდა
გადმოეშვა ტაძარზე მტრედად.
და თეთრი იყო
იმ საღამოს მიდამო ტაძრის,
ისმოდა ირგვლივ
ბუკის ცემა, გალობა, ლოცვა...
შვება ვიგრძენი,
დამიამდა მტკივანი გული,
უძლეველის წინ
მოვიყარე ცოდვილმა მუხლი.
ყოველი გაჰქრა...
თენდებოდა ნელ-ნელა ღამე,
სვეტიცხოვლიდან
არ მინდოდა გამოსვლა გარეთ.
გაოცებული
შევყურებდი მოხატულფრესკებს და
ამ ქვეყნიურს
ვერ ვხედავდი - ტაძარში ფერებს.


01.31.1993
თეა კანდელაკი



--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 20 2007, 12:32 AM
პოსტი #590


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



გაზაფხულის საღამო


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.




* * *


დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები.
სადღაც ხარობენ ალბათ
ჩემი პატარა მტრები.

რა ვქნა, ციხეა, ვშფოთავ,
ცისკენ მივყავარ სურვილს.
და ემსგავსება ფოთოლს
ჩემი მწუხარე სული.

მოდის შაბათი, კვირა,
საშინელ სურათს ვხედავ.
და მესიზმრება ხშირად
მიცვალებული დედა.

ღუნავს ქარები ალვას,
ელავს მუსიკის ხმები,
დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები...


* * *


ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!



ისევ სიშორეზე



მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...



* * *


მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...



* * *

უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.

მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.

მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი.


ტერენტი გრანელი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Oct 20 2007, 07:09 PM
პოსტი #591


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით,
გამახსენდება თმები შოლტები,
როგორ არ მინდა,როგორ არ მინდა
მაინც მივდივარ,მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები,
ასფურცელას და ოქროს თმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ძველი აფრები
და შენზე ფიქრში დამთენებია.

მგზავრი ვარ შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებლეს,
მე დავბრუნდები,ხო დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ!!!

ლადო ასათიანი
ძალიან მიყვარს ეს ლექსი smile.gif


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 20 2007, 07:56 PM
პოსტი #592


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მოვა სიკვდილი უჩინო

შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.


მიხა ხელაშვილი




ციტატა(NinucebiNinucebi @ Oct 20 2007, 08:09 PM) *

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით,
გამახსენდება თმები შოლტები,
როგორ არ მინდა,როგორ არ მინდა
მაინც მივდივარ,მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები,
ასფურცელას და ოქროს თმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ძველი აფრები
და შენზე ფიქრში დამთენებია.

მგზავრი ვარ შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებლეს,
მე დავბრუნდები,ხო დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ!!!

ლადო ასათიანი
ძალიან მიყვარს ეს ლექსი smile.gif




ნინი თუ არ ვცდები ეგ ლექსი მირზა გელოვანის უნდა იყოს smile.gif განშორება ქვია მგონი smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 20 2007, 08:07 PM
პოსტი #593


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



შენ

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.

როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მიჰქონდა დღეს გაფითრებით.

მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!

შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

მირზა გელოვანი


მიყვარს ძალიან მირზა გელოვანის ლექსები smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Oct 20 2007, 10:52 PM
პოსტი #594


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ციტატა(თათი87 @ Oct 20 2007, 07:56 PM) *

ნინი თუ არ ვცდები ეგ ლექსი მირზა გელოვანის უნდა იყოს smile.gif განშორება ქვია მგონი smile.gif

უი ვერ შეგეცინააღმდეგები.იმიტომ რომ დანამდვილებით არ ვიცი,მაგრამ მე ვიცი რომ ლადო ასათიანისაა,ეგ ლექსი ჩემი მეგობრისგან ვიცი და იმან მითხრა რომ ლადო ასათიანისაა.
თუ დაადგენ ნამდვილ ავტორს გამაგებინე აუცილებლად


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 20 2007, 10:54 PM
პოსტი #595


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



NinucebiNinucebi
ციტატა
თუ დაადგენ ნამდვილ ავტორს გამაგებინე აუცილებლად

მირზა გელოვანია ნამდვილად და სახელიც ლექსის არის "განშორება" 2kiss.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Oct 20 2007, 11:05 PM
პოსტი #596


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



როცა შორს მივალ საგანძურის მალვას ვუნდები,
მშვიდად ვიქნები,რადგან განძი სკივრში იდება,
მიყვარს როდესაც მოგზაური შინ დავბრუნდები
და ხელუხლებლად მხვდება ჩემი ავლადიდება.
მაგრამ ძვირფასო როგორ შევძლო შენი დამალვა,
თუმც მირჩევნიხარ უძვყრფასეს თვალ-მარგალიტებს.
ჩემი ლხენა ხარ,ჩემი დარდიც ახლა შენა ხარ,
გტოვებ და ვიცი ავაზაკებს ვერ აგარიდებ.
შენს დასამალად თავშესაფარს დიდხანს ვეძებდი,
გულში დაგმალე,სანდო სკივრად სხვა რა ვინატრო,
შიგ ხან ბიბადრობ,ხან წახვალ და გარდიხვეწები,
ან იქნებ ვცდები და ჩემს გულში არც კი ბინადრობ.
მოგიპარავენ მე ხომ ვიცი ქვეყნად რაც ხდება,
შენი მნახველი ანგელოზიც ქურდი გახდება.

უილიამ შექსპირი

ჩემი უსაყვარლესი სონეტია

მადლობ თათი და ბოდიში ჩემი უვიცობისთვის.ნამდვილად არ მეპატიება smile.gif)) ნახე არს ვიზავ ჩემ მეგობარს smile.gif)))

მოკლედ ძალიან გამრთული ქართულით დავწერე ბოლო წინადადება biggrin.gif


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი Oct 21 2007, 03:12 PM
პოსტი #597


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



მიცქერი გული დარდით ამივსე


მიცქერი, გული დარდით ამივსე,

არ იღიმები, თითქო დადუმდი.

მე რაც ვიყავი, ისა ვარ ისევ,

და შენ სრულიად გადასხვაფერდი.


***
მივალ, სხვა დღეა, გულს ამოვიტან

და ისევ მოდის დრო აღელვების.

წვიმდა და უცებ მზე გამოვიდა,

და გავიშვირე მზისკენ ხელები.


მე წუხელ კიდევ ღამე ვათიე

და მოდიოდა ფიქრი ფარული.

ღმერთო! მიშველე და მაპატიე

ეს აღტაცება და სიხარული.




***
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,

და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.

შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,

ძვირფასო, მოდი და გამასვენე.


მოდის ცხოვრება - კორიანტელი,

ნუთუ შენ მაინც არ გამახარებ.

ჩემს წინ გაჩერდი, როგორც სანთელი

და გულზე მიწა შენ დამაყარე.


ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,

და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.

შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,

ძვირფასო, მოდი და გამასვენე.


ტერენტი გრანელი


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 21 2007, 03:32 PM
პოსტი #598


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ეს ჩემი უსაყვარლესი ლექსია:


ტიციან ტაბიძე
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდეს.

ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.


იმდნად მიყვარს, რომ ხანდახან, როცა ძალიან ცუდად ვარ, ან პირიქი, როცა ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ეს ლექსი ხმამაღლა ვიღრიალო... ნუ რას იზამ, ყველას თავისი გაფრენები გვაქვს biggrin.gif wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 21 2007, 06:45 PM
პოსტი #599


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



სადღაც აგებენ მძიმე ხომალდებს,
სადღაც წყალქვეშა გემი შენდება,
ასე იწყება
ომი ომამდე,
ომი გრძელდება ომის შემდეგაც.
და სიკვდილივით მკაცრი რიცხვები
უდარაჯებენ
ერთგულ თავდებად
ომი ყოველთვის
ადრე იწყება,
ომი ყოველთვის
გვიან მთავრდება.
გული ბედნიერ თარიღს უმადლის,
თუკი იპოვა
თავშესაფარი,
თავს შეგვახსენებს ზოგჯერ სურათი,
ზოგჯერ წერილი,
ზოგჯერ საფლავი.
და დაჭრილებით სავსე დერეფანს,
დამწვარ სახლებს და
აყრილ რკინიგზებს,
ხალხის ფხიზელი მეხსიერება
ივიწყებს,
მაგრამ ვეღარ ივიწყებს.
ვერ ივიწყებენ
წარსულს დედები,
ვერ უმალავენ
ბავშვებს სიმართლეს,
და ყოველი დღე ისე თენდება,
თითქოს დამთავრდა ომი წინადღეს.
ვახტანგ ჯავახაძე


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 22 2007, 12:34 AM
პოსტი #600


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



* * *

მარტოდმარტო ველზე იდგა
ხ ე,
ხეს მიეჭრა ქარი ხელ და
ხ ე ლ,
წამოიღო ნისლი ღრუბლის
ხ ე ლ ა,
ხე ბურუსში გაახვია
ხ ე ლ ა დ,
გააბრაზა, უცებ გაა-
ხ ე ლ ა დ ა
დაამსგავსა ვეებერთელა
ხ ე ლ ა დ ა ს





* * *

კარად არ მახსოვს,
არ ვიცი,
როგორ ბრწყინავდა სამყარო, -
მარტი იდგა თუ
მაისი,
დილა იყო თუ
საღამო;
ვისხედით ჩამქრალ კოცონთან
თუ გიზგიზებდა მიხაკი,
ისევ და ისევ
მომწონდი
თუ უკვე აღარ მიყვარდი;
რომელი ათასწლეული
გვიკაკუნებდა კარებზე,
სული მთხოვდა თუ
სხეული,
შინაური თუ
გარეშე;
ზღვარი ჩანდა თუ
საზღვარი -
ზღვისფერი სანაპიროთი,
ცხადი იყო თუ
სიზმარი,
ვიცინოდი თუ
ვტიროდი...



ვახტანგ ჯავახაძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

145 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 06:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი