![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#601
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
****
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა იქნებ გამახსენო? გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი... უფალო მე კი არა - შენ იყავი. რიცხვების რისხვა მე დავთვლი სიტყვებს რისხვის და გეტყვი მხოლოდ რიცხვებს. ერთს ვიტყვი, როგორც არას და ოცდაცხრამეტს – სირცხვილს. 2 იქნება ყოჩაღ, 7 - სიმშვიდის ტოლი. 3 - საუბარს მოვრჩეთ და სინანული – 0. * * * მე როცა ვახელ – შენ ხუჭავ თვალებს. იქნებ, ხდება პირიქით. გზას ისევ შენი ბაღისკენ ვიგნებ მწიფე ბილიკით. სად შენი ფიქრის განკაცებულ საქმროებს ვებრძვი გაუთავებლად – მე შენთვის მხრებით მომქონდა ვერძი და უკვდავება. რატი ამაღლობელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#602
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
მეარღნეები და პოეტები
... და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი. მტკვარი ახლოა,მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო. სიყვარულისგან მეტი მოთმენის არა მაქვს ღონე, მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები მაშ არაგვიდან, რაც იყოს იყოს ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან. ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?... - ნინა,ნინა,ჩემო ნინა გათხოვება, ხომ არ გინდა? -გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რად მინდა? ასე მერღნევ დაამტვრიე,დასცხე გეთაყვა, აბა რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი! რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება დღესაც ჯამბაზი. -"შაბათი რომ დაღამდება, კვირა გათენდება. თამრიკო მოწამლულა რაღა მეშველება?" ტყვილი იქნება, ჩემ ოძმაო,თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო! ის სხვა სიყვარულს უეჭველად გულში იმალავს, რამდენიც გინდა თვითონ ვიცი იმას ჰყავს საქმრო... ჩემო მეარღნევ,გენაცვალე,წაიღე სული, საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე! რა ვუყოთ მერე პოეტი ვარ ხელით წასული,- საქართველოში ხომ ფეტვივით სთესავენ ვარდებს! ვიცი გიყვარვარ რომ არ გინდა მოკვდეს თამარი. შენ,ჩემო ძმაო თუ მოკვდები,არვინ დაგმარხავს, თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი. ცდები,მერღნევ,გათხოვდება ეგ შენი ნინა! არ დაიჯერო,ის თამრიკოც რომ მოიწამლოს. ქალი ქალია დიდხანს უქმროდ რამ არონია, ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს. უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები და პოეტები, მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება... ტიციან ტაბიძე ლექსი გენია.უძლიერესია!!! ამაღლობელის რიცხვების რისხვა ძაან საყვარელი ლექსია -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#603
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
* * *
ვისაც, თუნდ ერთხელ, მთაწმინდიდან სიამით მზირალს დაბლა თავისი უძებნია თვალებით სახლი, ვისაც, მჯდარს კენტად, ღელის პირას ანდა ხის ძირას აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, - არა მგონია, არ იპოვნოს ამ ლექსში იმან რაღაც ნაცნობი, რაღაც ტკბილი, რაღაც თავისი, ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს ზღვათათვის წვიმა, ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს ნაცნობს ქარისთვის! * * * მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს... მიყვარს და... არ ვიცი რატომ!.. (მიზეზის პოვნას არც თუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი... და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი, და ბოლოს სასაფლაოსკენ წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად! უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა! დედაო, გმადლობ! - ვხედავ ქვეყანას სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს. სამი დღეა... სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ; სამი დღეა გულმოდგინედ წვიმს... მომანატრა, მომანატრა ნეტა - რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა - ის. ქალიშვილი, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, - მე გული მთხოვა ერთ საღამოს იმ ქალიშვილმა... ...და მე დილამდე ქუჩებში ვიარე... შინ რომ მოვედი, გულაღმა დავწექ, ხელები თავქვეშ ამოვილაგე... ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, - მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა... მუხრან მაჭავარიანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#604
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ეპილოგი
ჩამიქრა ცეცხლი და მე გულით დამაქვს ნაცარი. დამეპნა სიტყვა, როგორც პურის თითო მარცვალი. დავდივარ ტყეში დაბნეული, შორით გზა ვცანი. ეძიეთ, სულნო, დაპნეული სიტყვის მარცვალი. ცრემლების ლოცვა მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა, ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი. ახლა დამტოვე ფიქრის ამარა, სასჯელს ვერ იტყვი ამაზე სასტიკს, ვარ ცარიელი როგორც სამარე - რომლიდან აღსდექ. შეხვედრა მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ ხელში აგიყვან მკლავების ტალღით და დაგაძინებ. ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით მყუდრო ნაპირზე ამოვა მზე და ერთი შეხედვით გამოგაღვიძებ. უძღები შვილის ლოცვა მონატრების მონატრება მომეძალა, მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა. მიმოვფანტე, თუკი შენგნით მომეცა რა, უმეცრებით ყველგან ხელი მომეცარა. მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა, რომ მეძავმა ანგელოზის სახით მდგარმა არ წაბილწოს ჩემი ფიქრის სამყოფელი, მომე ძალა სიცოცხლისთვის სამყოფელი. გზა შინისკენ ვერ ვიპოვე, დამეკარგა, გულზე სევდის ვრცელი ქსელი დამექარგა. მამავ ჩემო, ყოველთა უწინარესთა, იქნებ შემხვდე სინანულის მდინარესთან. * * * მე ვერ ვპატიობ ამდენ ანჩხლობას, ცის – ჭურჭელივით ხელში დამტვრევას, ვისაც არ აკრთობს ტბაში დახრჩობა, ვისაც სიკვდილი არ ენატრება. ვისაც არ ტკივა ძვლებში ლურსმანი, ვისაც სახსრების ჯვარცმა არ ტკივა, ვის ხერხემალსაც გაულურსავი ტანჯვა არ ტკვირავს. ყელში მაქვს ყველა თქვენი კაპრიზი, ბედნიერებაც თქვენი ბრიყვული. მე კი არა ვარ, თქვენ ხართ ნაპირზე მკვდარი თევზივით გამორიყული. სულეთის მგზავრი ვერ გავცდი ვეროდეს სიკვდილის მარწუხებს, ცხოვრება მტანჯავს და სინდისი მაწუხებს. ვიცი, სიყვარული სიკვდილის ნაპირებს დამიპირისპირებს, დამიპირდაპირებს. და თუ გადავლახავ უხილავ მახეებს, ამჟამად საკუთარ სახეს რომ არ აჩენს, ჩემს სახელს დავარქმევ ზღურბლის მოდარაჯეს. მარჯვენას გავუწვდი, რადგანაც ამჯერად სიკვდილის უმწეო მუქარის არ მჯერა. თუმც ასგზის დავეცი, მაგრამ აწ თავიდან მზის მზითვებს მზის ტახტზე ზვირთებად ავიტან... რატი ამაღლობელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#605
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
***
წერს,ნიშნავს უკვე რაღაცას ხედავ, უმჯობესია მეტს რომ ხედავდე, შენ გამუდმებით წერ რასაც ხედაც, მე იმასა რასაც მინდა ვხედავდე. სიტყვა სამოთხის ტყეში ჩუმად სიტყვა მოწყვიტა ევამ და მერე იგი უმად იგემა კაცის ენამ. აწ ენის ტყვეა სიტყვა და მეც სიტყვების სეტყვად რაიც პირველად ითქვა მსურდა იგივე მეთქვა. პოეზია ყველა კოდობანი ნოესია ყველა ცდუნება ხომ ხელით მოწვდილია. ცოლად მოვიყვანე პოეზია, საქმროს გამოვტაცე ქორწილიდან. მისთვის გალავნებად მკლავები მაქვს, გასა-დარბაზებლად ჩემი გულ-მკერდია მისი სიქალწულე მიუკარებია, ყელზე თანხმოვნების მძივი უკეთია. როცა დასავლეთი მოსრულდება, მზეს უნდა ზურგიდან მოგვიაროს, ის ყოველ ღამე ორსულდება და მზესთან ერთად მშობიარობს. რატი ამაღლობელი -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
Ismail |
![]()
პოსტი
#606
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
* * * მარტოდმარტო ველზე იდგა ხ ე, ხეს მიეჭრა ქარი ხელ და ხ ე ლ, წამოიღო ნისლი ღრუბლის ხ ე ლ ა, ხე ბურუსში გაახვია ხ ე ლ ა დ, გააბრაზა, უცებ გაა- ხ ე ლ ა დ ა დაამსგავსა ვეებერთელა ხ ე ლ ა დ ა ს * * * კარად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი... ვახტანგ ჯავახაძე მაგარი კაცია რა, უძლიერესი პოეტია! ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
თათი87 |
![]()
პოსტი
#607
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
სადგური, სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს... შენ მითხარი, რომ ეს გატაცება რაღაც შორეულ სიზმრას გაგონებს. შენ მითხარი, რომ ჩემს დაბუნებას დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა, მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა. და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის. ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი, რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი. მირზა გელოვანი ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მარიამი |
![]()
პოსტი
#608
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ვისაც, თუნდ ერთხელ, მთაწმინდიდან სიამით მზირალს დაბლა თავისი უძებნია თვალებით სახლი, ვისაც, მჯდარს კენტად, ღელის პირას ანდა ხის ძირას აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, - არა მგონია, არ იპოვნოს ამ ლექსში იმან რაღაც ნაცნობი, რაღაც ტკბილი, რაღაც თავისი, ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს ზღვათათვის წვიმა, ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს ნაცნობს ქარისთვის! ძალიან ნაცნობი, ძალიან ტკბილი და ძალიან ჩემი ვიპოვე რაღაც ამ ლექსში ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#609
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მარიამი
ციტატა ძალიან ნაცნობი, ძალიან ტკბილი და ძალიან ჩემი ვიპოვე რაღაც ამ ლექსში მეც მარი ![]() ![]() *** ზღვას მიუსაჯეს დუმილი, მთვარეს _ ღრუბლების კატორღა, ნაპირთან დარჩა კატარღა და ერთადერთი კატაღა... მეზობლები მეზობლები რწყავენ პალმებს და კაქტუსებს, მშვიდად ცხოვრობენ ასე: ზოგი _ მეშვიდე სართულზე, ვახტანგ ჯავახაძე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მატასი |
![]()
პოსტი
#610
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
NinucebiNinucebi
ციტატა წერს,ნიშნავს უკვე რაღაცას ხედავ, უმჯობესია მეტს რომ ხედავდე, შენ გამუდმებით წერ რასაც ხედაც, მე იმასა რასაც მინდა ვხედავდე. რაღაც შეცდომებია ამ ლექსში... ![]() აი ასეა: "წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ. უმჯობესია მეტს რომ ბედავდე. შენ გამუდმებით წერ - რასაც ხედავ, მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე." ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
თათი87 |
![]()
პოსტი
#611
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
სატრფოსთან ახლოს
მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში გამომენთება ზღვის სამყაროში; მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში ჩავიხატები წმინდა წყაროში; მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე მტვრის ავარდება კორიანტელი, უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე დაილანდება როცა გამვლელი. მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით აღიმართება შორეთში ტალღა; ჩუმ ხეივანში მივაყურადებ როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად. მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც მე მაინც ახლო მეგულვი თითქო! დახდების მზე და მე აღმომხდება: ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო! იოჰან ვოლფანგ გოეთე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#612
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
"წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ. უმჯობესია მეტს რომ ბედავდე. შენ გამუდმებით წერ - რასაც ხედავ, მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე." ![]() სხვათაშორის მეც ეს ვარიანტი ვიცოდი,მაგრამ მერე სადღაც ცავიკითხე და ბედავ-ს მაგივრად ეწერა ხედავ ![]() -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
k@the |
![]()
პოსტი
#613
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
შევსვათ
ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი, ღვინო შესვას ფერად ლალი, დაიჯერებს, რომ ნამდვილად მისთვის კვდება ყველა ქალი. ღვინო შესვას, ბლომად შესვას, ვისაც არ აქვს ორი გროში, მას თავისი ეგონება, რაც ოქროა მსოფლიოში. ვისაც დარდი არ ასვენებს, ღვინო სვას და დათვრეს ხელად, ღვინო წუხილს დაავიწყებს, ღვინო შეიქმს უდარდელად. სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს, დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ. ამიტომაც სხვაზე მეტი, სამჯერ მეტი უნდა შევსვა. შანდორ პეტეფი მეც შევსვავდი... ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თათი87 |
![]()
პოსტი
#614
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(თქვენ ღვინოს ნუ სვამთ...)
თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს! უარი ყველას... სიყვარული ერთს ათასიდან. ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს, დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან. ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს, ვისაც სურს ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს, დალიეთ სისხლი ამ თასიდან მირზა გელოვანი (ჩვენ განვშორდებით...) ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი, შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი, შენი მზერა და ხმა გასახარი. მე დამავიწყდა ქართული ხმები, მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს, ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით, მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს. და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი, მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე. მირზა გელოვანი (დადგება მხრებთან...) დადგება მხრებთან თეთრი საღამო და, როგორც თრთოლვა, ქუთით გრძალდება მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი და სიმაღლეში გამითენდება. და ეღატდერთი ჩრდილი აწვალებს უჩინმაჩინის უსახო სხეულს, ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი, ასე აწვალებს ნიავებს რხევა, ასე აწუხებს ცას გათენება და უნებური შიში მკვლელობის. ასე ჭრილობით გამომრთელებას მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის მირზა გელოვანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#615
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
***
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო, მოვა დრო და მე დავიღუპები. განთიადია და მინდა ვნახო ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები. რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე, კედლებს რაღაცას ვესაუბრები. ახლა თენდება და მინდა ავდგე, - ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები. *** არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, ჩემი ფიქრები ისევ კივიან. ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში ყველაზე კარგი ეს ადგილია. შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე! ადგილი ფიქრის ადგილი სივრცე მზიანი, სევდა ნამდვილი ადამიანის. სევდა ნამდვილი ადამიანის, ფიქრის ადგილი - სივრცე მზიანი. ტერენტი გრანელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#616
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ლამაზი ყანწით ალავერდის თქმას ვერ გიბედავ,
შენს სადღეგრძელოს ჩუმადა ვსვამ არვინ გაიგოს, იცლება ყანწი ლამის ღმერთმა ცისკენ წამიღოს, იმ ადამიანს გაუმარჯოს ვინც მე გამიგოს მე რომ განგებას სულთნად დავესვი მეყოლებოდა ჯარი ურიცხვი, და ვილაშქრებდი საქართველოზე სწორედ ასეთი ქალის გულისთვის, ვერ ამიბამდა ვერც თვალს ვერც ჭკუას მე სხვა განგება გურჯთა ქვეყნიდა,შენი ერთი წარბის მოღუშვაც სახარის თავზე ღრუბელს მოჰგვრიდა, აი გიყურებ ქალო და ვლამობ გადავაცილო ხვაშიადს მტვერი იქნებ შენგვარი ქალების გამოც ქართლ ფუტკარივით ეხვია მტვერი სადღაც სოფელში ყმუის მურია და მოჭრიალებს გზაზედ ურემი მე შენი ნახვა ისე მწყურია დავკოცნე შენი ნაფეხურები. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#617
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(ზღვისპირას...)
ზღვისპირას, სადაც იშლებიან ოლეანდრები, ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა, დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები... ზღვისპირას, სადაც იშლებიან ოლეანდრები, ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა... (ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...) ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა... ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან. უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა. გოგონა აივანზე -ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი? ო, დასწყევლოს ზეწიერმა სიყვარულის მომგონი. აივანზე დარდიანობ, მთვარეს გასცქერ ქერათმება, გოგოვ, ბაგებანგიანო, ვისი ნახვა გენატრება? ხედავ? ღამე დათალხული მთვარის ბანგით დაიბნიდა, მითხარ, ვისი გახდა გული, ვის გასცქერი აივნიდან? ხედავ, გოგოვ, თვალგიშერავ, ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა... ბაგეს ღიმი როდი ფარავს, დარდმა ცრემლი შეჰკონაო... გოგოვ, ვინმე მოგიპარავს, იტყვის, ოქრო მეგონაო... ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ, გოგონი, ო, დასწყევლოს ზეციერმა სიყვარულის მომგონი. ჩემი აკაცია ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი. მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს. ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს. იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს. თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _ მე თუ აკაცია?.. თქვენ და მე თქვენ _ ყველაფერი, მე _ ფერი ყველა. დამექცეს ჭერი, თუ გთხოვოთ შველა. თქვენ _ ქვეყნის ოქრო და შარა ვრცელი, მე _ ოკრობოკრო ბილიკი ძნელი. მამრი თუ მდედრი _ ნუ მყვედრით ყველა, მე _ ჩემი ხვედრი _ შვლის ნუკრის შველა... მე ამ წესს ვიცავ ღამეც და დღეცა, რომ ჩემი მიწა ვაქციო ზეცად. ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#618
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ნატვრისმაგვარი
მე მინდა რაღაც ახალი და რაღაც უფრო სხვა... ცა მინდა უფრო მაღალი და უფრო ვრცელი _ ზღვა... ნურც ცა იქნება მაღალი, ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა, ოღონდ რაიმე ახალი, ოღონდ რაიმე სხვა. ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#619
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
უნდა იცოდე
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გ ხ ვ დ ე ბ ო დ ა... ყოველდღე თითქმის; ხან მოწყენილი, ხან მხიარული.. ვაჟი_ სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი,_ მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,_ ის როცა ფიქრობს,_ შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი. ღიმილი შენი არ გეგონოს შენ მარტო შენი. ცრემლსაც ნუ ჩასთვლი ნურასოდეს შენ მარტო შენად. ღმერთმა ნუ ქნას და... შენ რომ იყო გადასარჩენი,_ თავს არ დაზოგავს ის ვაჟი შენს გადასარჩენად. შენ რომ ქუჩაში ვაჟი გ ხ ვ დ ე ბ ო დ ა... ყოველდღე თითქმის; ხან მოწყენილი, ხან მხიარული.. ვაჟი_ სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი,_ მძიმე ნაბვიჯით მოსიარულე,_ მთელი ცხოვრება შენი ერთგული იქნება იგი!!!!!!! ![]() მუხრან მაჭავარიანი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
abo |
![]()
პოსტი
#620
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
რავიცი. მინდა აქაც იყოს ეს ლექსი,.
დიოსკურია, დიოსკურია, რატომ ჩაიძირე ზღვაში, შენი ნახვა რომ ასე მწყურია, ეხლა მე რა ვქნა მაშინ. თავიდანვე რომ სწორად გეფიქრა, არ დაგეკარგა ალღო, ახლაც ბულვარში ყავას სვამდე იქნება, ჩემო მოხუცო და ჩემო ბალღო. თენგიზ გვენეტაძე (კარგი ექიმი და პოეტი) -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 09:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი