IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 30 31 32 33 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
თათი87
პოსტი Oct 22 2007, 11:59 PM
პოსტი #607


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სადგური, სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს...
შენ მითხარი, რომ ეს გატაცება
რაღაც შორეულ სიზმრას გაგონებს.

შენ მითხარი, რომ ჩემს დაბუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.

და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი.



მირზა გელოვანი smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 23 2007, 10:15 AM
პოსტი #608


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ვისაც, თუნდ ერთხელ,
მთაწმინდიდან სიამით მზირალს
დაბლა
თავისი
უძებნია თვალებით სახლი,
ვისაც, მჯდარს კენტად,
ღელის პირას ანდა ხის ძირას
აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, -
არა მგონია,
არ იპოვნოს ამ ლექსში იმან
რაღაც ნაცნობი,
რაღაც ტკბილი,
რაღაც თავისი,
ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს
ზღვათათვის წვიმა,
ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს
ნაცნობს ქარისთვის!

ძალიან ნაცნობი, ძალიან ტკბილი და ძალიან ჩემი ვიპოვე რაღაც ამ ლექსში smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 01:22 PM
პოსტი #609


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მარიამი
ციტატა
ძალიან ნაცნობი, ძალიან ტკბილი და ძალიან ჩემი ვიპოვე რაღაც ამ ლექსში

მეც მარი smile.gif 2kiss.gif

***

ზღვას მიუსაჯეს დუმილი,
მთვარეს _
ღრუბლების კატორღა,
ნაპირთან დარჩა კატარღა
და ერთადერთი კატაღა...


მეზობლები

მეზობლები
რწყავენ პალმებს და კაქტუსებს,
მშვიდად ცხოვრობენ ასე:
ზოგი _
მეშვიდე სართულზე,





ვახტანგ ჯავახაძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 23 2007, 01:26 PM
პოსტი #610


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



NinucebiNinucebi
ციტატა
წერს,ნიშნავს უკვე რაღაცას ხედავ,
უმჯობესია მეტს რომ ხედავდე,
შენ გამუდმებით წერ რასაც ხედაც,
მე იმასა რასაც მინდა ვხედავდე.

რაღაც შეცდომებია ამ ლექსში...smile.gif

აი ასეა:

"წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია მეტს რომ ბედავდე.
შენ გამუდმებით წერ - რასაც ხედავ,
მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე."

smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 01:45 PM
პოსტი #611


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სატრფოსთან ახლოს


მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში
გამომენთება ზღვის სამყაროში;
მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში
ჩავიხატები წმინდა წყაროში;
მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე
მტვრის ავარდება კორიანტელი,
უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე
დაილანდება როცა გამვლელი.
მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით
აღიმართება შორეთში ტალღა;
ჩუმ ხეივანში მივაყურადებ
როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად.
მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც
მე მაინც ახლო მეგულვი თითქო!
დახდების მზე და მე აღმომხდება:
ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო!


იოჰან ვოლფანგ გოეთე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Oct 23 2007, 02:11 PM
პოსტი #612


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ციტატა(_Matasi_ @ Oct 23 2007, 01:26 PM) *


"წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია მეტს რომ ბედავდე.
შენ გამუდმებით წერ - რასაც ხედავ,
მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე."

smile.gif

სხვათაშორის მეც ეს ვარიანტი ვიცოდი,მაგრამ მერე სადღაც ცავიკითხე და ბედავ-ს მაგივრად ეწერა ხედავ sad.gif


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 23 2007, 02:49 PM
პოსტი #613


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



შევსვათ

ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი,
ღვინო შესვას ფერად ლალი,
დაიჯერებს, რომ ნამდვილად
მისთვის კვდება ყველა ქალი.

ღვინო შესვას, ბლომად შესვას,
ვისაც არ აქვს ორი გროში,
მას თავისი ეგონება,
რაც ოქროა მსოფლიოში.

ვისაც დარდი არ ასვენებს,
ღვინო სვას და დათვრეს ხელად,
ღვინო წუხილს დაავიწყებს,
ღვინო შეიქმს უდარდელად.

სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს,
დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ.
ამიტომაც სხვაზე მეტი,
სამჯერ მეტი უნდა შევსვა.

შანდორ პეტეფი

მეც შევსვავდი... smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 06:16 PM
პოსტი #614


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



(თქვენ ღვინოს ნუ სვამთ...)

თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს!
უარი ყველას... სიყვარული ერთს ათასიდან.
ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს,
დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან.
ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს,
ვისაც სურს ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს,
დალიეთ სისხლი ამ თასიდან



მირზა გელოვანი



(ჩვენ განვშორდებით...)

ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.
მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.
და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე
ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე.


მირზა გელოვანი





(დადგება მხრებთან...)


დადგება მხრებთან თეთრი საღამო

და, როგორც თრთოლვა, ქუთით გრძალდება

მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი

და სიმაღლეში გამითენდება.

და ეღატდერთი ჩრდილი აწვალებს

უჩინმაჩინის უსახო სხეულს,

ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი,

ასე აწვალებს ნიავებს რხევა,

ასე აწუხებს ცას გათენება

და უნებური შიში მკვლელობის.

ასე ჭრილობით გამომრთელებას

მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის


მირზა გელოვანი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 06:34 PM
პოსტი #615


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



***

ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,

მოვა დრო და მე დავიღუპები.

განთიადია და მინდა ვნახო

ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.


რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,

კედლებს რაღაცას ვესაუბრები.

ახლა თენდება და მინდა ავდგე, -

ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.






***



არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,

შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.

ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,

ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.


მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,

ჩემი ფიქრები ისევ კივიან.

ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში

ყველაზე კარგი ეს ადგილია.


შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,

ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.

გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,

ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.


სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,

შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.

ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,

ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!





ადგილი


ფიქრის ადგილი

სივრცე მზიანი,

სევდა ნამდვილი

ადამიანის.


სევდა ნამდვილი

ადამიანის,

ფიქრის ადგილი -

სივრცე მზიანი.





ტერენტი გრანელი




--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 23 2007, 07:26 PM
პოსტი #616


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ლამაზი ყანწით ალავერდის თქმას ვერ გიბედავ,
შენს სადღეგრძელოს ჩუმადა ვსვამ არვინ გაიგოს,
იცლება ყანწი ლამის ღმერთმა ცისკენ წამიღოს,
იმ ადამიანს გაუმარჯოს ვინც მე გამიგოს

მე რომ განგებას სულთნად დავესვი მეყოლებოდა ჯარი ურიცხვი,
და ვილაშქრებდი საქართველოზე სწორედ ასეთი ქალის გულისთვის, ვერ ამიბამდა ვერც თვალს ვერც ჭკუას მე სხვა განგება გურჯთა ქვეყნიდა,შენი ერთი წარბის მოღუშვაც სახარის თავზე ღრუბელს მოჰგვრიდა,
აი გიყურებ ქალო და ვლამობ გადავაცილო ხვაშიადს მტვერი იქნებ შენგვარი ქალების გამოც ქართლ ფუტკარივით ეხვია მტვერი





სადღაც სოფელში ყმუის მურია და მოჭრიალებს გზაზედ ურემი
მე შენი ნახვა ისე მწყურია დავკოცნე შენი ნაფეხურები.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 09:32 PM
პოსტი #617


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



(ზღვისპირას...)

ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა,
დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა
და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები...
ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა...



(ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...)


ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.


გოგონა აივანზე


-ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?
ო, დასწყევლოს ზეწიერმა
სიყვარულის მომგონი.
აივანზე დარდიანობ,
მთვარეს გასცქერ ქერათმება,
გოგოვ, ბაგებანგიანო,
ვისი ნახვა გენატრება?
ხედავ?
ღამე დათალხული
მთვარის ბანგით დაიბნიდა,
მითხარ, ვისი გახდა გული,
ვის გასცქერი აივნიდან?

ხედავ,
გოგოვ, თვალგიშერავ,
ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...

ბაგეს ღიმი როდი ფარავს,
დარდმა ცრემლი შეჰკონაო...
გოგოვ,
ვინმე მოგიპარავს,
იტყვის, ოქრო მეგონაო...
ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ,
გოგონი,
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.


ჩემი აკაცია

ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..


თქვენ და მე

თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.




ვახუშტი კოტეტიშვილი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 09:48 PM
პოსტი #618


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ნატვრისმაგვარი


მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.


ვახუშტი კოტეტიშვილი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Oct 23 2007, 10:21 PM
პოსტი #619


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



უნდა იცოდე

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გ ხ ვ დ ე ბ ო დ ა...
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული..

ვაჟი_
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,_
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,_
ის როცა ფიქრობს,_
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.

ღიმილი შენი
არ გეგონოს
შენ
მარტო შენი.
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ
მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი,_
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გ ხ ვ დ ე ბ ო დ ა...
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული..


ვაჟი_
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,_
მძიმე ნაბვიჯით მოსიარულე,_

მთელი ცხოვრება შენი ერთგული იქნება იგი!!!!!!!


smile.gif


მუხრან მაჭავარიანი


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Oct 23 2007, 10:34 PM
პოსტი #620


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



რავიცი. მინდა აქაც იყოს ეს ლექსი,.

დიოსკურია, დიოსკურია,
რატომ ჩაიძირე ზღვაში,
შენი ნახვა რომ ასე მწყურია,
ეხლა მე რა ვქნა მაშინ.
თავიდანვე რომ სწორად გეფიქრა,
არ დაგეკარგა ალღო,
ახლაც ბულვარში ყავას სვამდე იქნება,
ჩემო მოხუცო და ჩემო ბალღო.

თენგიზ გვენეტაძე (კარგი ექიმი და პოეტი)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Oct 23 2007, 11:02 PM
პოსტი #621


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



შენ-შენზე ჩემი ხარ ფიქრისფიქრი,
მე-ფიქრისფიქრი ვარ ჩემზე შენი
და ფიქრისფიქრისფიქრია იგი _
მე და შენს შორის, რაც ითქმის ენით.

მას კი, რაც სივრცის მზის არის ტოლი,
გამოთქმა რისიც, _ თვით დუმილს უჭირს!_
ღიმილით ამბობს სხეული ორი,
ვითარცა ერთის ტუჩი და ტუჩი.



***

მე გამოვდივარ,
დღის ბოლოა,_
სრულდება 6.
ფართო ქუჩაში
ჩვეულებრივ მოძრაობს ხალხი...
გულუხვად ბარდნის,
ბეღურა კვნესის...
მე მოვაბიჯებ გაშლილი სახით.

დაგინახავ და...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ;
შუაზამთარში
მეყურება შრიალი ხეთა...
რაც მართალია, _ მართალია, _
გულწრფელად მიკვირს, _
ყველა ჩემსავით რომ არ ღელავს, _
შენ როცა გხედავს.


***


მე შემიძლია ვიმყოფინო
საბანი ფოთლის,
ზღვად შემიძლია მივიჩნიო
პატარა წვეთი...
უმტკივნეულოდ
მკედიდან გულს ამოვიპორტნი
მხოლოდ შენთვის.

წყალმა წაიღონ ლექსნი ჩემნი,
როგორც ნაფოტნი,
წყალმა,
რომელიც
უზარმაზარ მდინარეს ერთვის...
უმტკივნეულოდ
მკედიდან გულს ამოვიპორტნი
მხოლოდ შენთვის.


***

აზროვნებს თუკი, ვინ არის რომ _ არ არის მარტო?
ვინც არის მარტო, განა მარტო იგია მარტო?
იცის კი ყველამ, ვინც მარტოა, რომ არის მარტო?
ფიქრობს კი ყველა, მარტო როა, მარტოა რატომ?
უფრო მარტოა, ვინც მარტოა, თუ ფიქრობს: _
რატომ?


ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი
smile.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 11:30 PM
პოსტი #622


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ბოლო განწყობილება

სინამდვილე მივატოვე
და ოცნება ვინამდვილე,
წლებს თმა-წვერი მივათოვე,
წლითიწლობით ვიმარტვილე,
წილად მერგო სიმარტოვე
და ცხოვრების სიმარტივე.

აღარც მინდა, რამეს ვმკიდე,
ყველაფერი სულერთია.
სულო ჩემო, ცოტა კიდევ _
იქით უკვე სულეთია.





ზღვაზე, მზის ჩასვლისას

ისევ ბალღობენ ცელქი ტალღები,
გული გალღვება მზეთა სინაზით;
მთათა მთრგუნავი, კლდეთა ამღები,
ქვე განვერთხმები მხურვალ სილაზე...

ზღვაში ეშვება მზეთა ეშვები,
რომ ლურჯ ტალღებში ჩატყდეს, ჩაიმტვრეს;
ამ მზეს ბინდამდე ვერ მოვეშვები,
სანამ ამ ზღვაში თან არ ჩამითრევს.





ვახუშტი კოტეტიშვილი





სიყვარული


შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

1952






smile.gif მომწონს ამ კაცის ლექსები smile.gif



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 24 2007, 12:07 AM
პოსტი #623


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



უცნაური რეცეპტი


მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.

თან მითხრა ჩურჩულით: _ ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.

იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
«მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!»


1949


ვახუშტი კოტეტიშვილი





ნატაი მანანა მანახა ეხლა tongue.gif სიცხეს და ამ ოხერ გრიპს სულ გამიქრობდა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Oct 24 2007, 02:13 AM
პოსტი #624


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



უძილო ღამეები

ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“.

„მაღლა გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!“



არსებობის გული

იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.



თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!



ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!





დღეს ამით დავამთავრებ smile.gif


უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

1914


გალაქტიონი


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 24 2007, 02:03 PM
პოსტი #625


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ერთი საინტერესო ლექსი უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც ვნახე წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის საარქივო ფონდში,

ლექსი მის გარდაცვალებას ეძღვნება:

ნეტარ ხსენებულ მღვდელ-მთავრის გაბრიელის ნათელ ცხედრის წინაშე

ვის ვეთხოვებით, ვის ვაფრქვევთ ცრემლსა,
ვის ვახვევივართ ასრე გულმწვარნი,
ვისთვის დუღს გული, ვის ვკარგავთ დღესა
და ვისთვის მოგვდის ცრემლისა ღვარნი?

ნუთუ აღარ გვყავს ჩვენი დიდება,
შვენება ჩვენი მოძღვართ-მოძღვარი,
ნუთუ რომ მართლა ღმერთმა ინება
რომ მოგვლენოდეს გლოვისა ზარი?!

არარ გვყავს აღარ ყოვლად სამღვდელო,
უმანკო წმინდა, მაღალგრძნობისა,
მეცნიერებით, სიბრძნით შემკული
მქადაგებელი თანაგრძნობისა.

აქ განისვენებს ის დიდი გვამი,
ვინც მწყსიდა სამწყსოთ ოცდა თუთხმეტ (ჩემი შეცდომა არ გეგონოთ) წელს,
ვინც სიტყვა-საქმით მუდამ დღე-ჟამი
წინ მიუძღოდა ჩაგრულ ქართველ ერს.

ეს არის კუბო დიდებულ მოძღვრის
ზნეობრივ ვინცა განგვამტკიცებდა,
ვინც სიყვარული გვასწავა მოძმის
და სიტყვას საქმით ვინც გვიმტკიცებდა.

მძლავრითა სიტყვით, ენა მახვილით,
ვინც აღაგზნებდა მსმენელთა გულსა
ვინც ასწავებდა ჭეშმარიტებას
და ამაღლებდა კაცისა სულსა.

ვინც იყო ჩვენი მასწავლებელი,
ზნეობრივ მდგომი მაღალ ხარისხზე,
ნათლის სვეტივით მანათობელი,
მუდამ მფიქრავი ტავის სამწყსოზე.

ამას დავსტირით ნეტარ ხსენებულს.
უკანასკნელად ამბორს ვუყოფთ მას
და ვევედრებით აწ განსვენებულს
მარად გვაძლევდეს ლოცვა-კურთხევას.

როგორც შეშვენის ამაღლებულსა
ნათლით მოცულსა სულსა ამისსა,
უფალი მისცემს განსვენებასა
წიაღთა შინა აბრაამისა.

ბლაღოჩინი მღვდელი იოსებ წერეთელი


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Oct 24 2007, 09:01 PM
პოსტი #626


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ციტატა(თათი87 @ Oct 23 2007, 09:48 PM) *

ნატვრისმაგვარი
მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.
ვახუშტი კოტეტიშვილი

უმაგრესი ლექსია და ზუსტად ჩემი პიქრების და ხასიათის შესაფერისი smile.gif

ციტატა(თათი87 @ Oct 23 2007, 11:30 PM) *


ვახუშტი კოტეტიშვილი
სიყვარული
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

1952

smile.gif მომწონს ამ კაცის ლექსები smile.gif

მეც smile.gif


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 30 31 32 33 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 12:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი