სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| თათი87 |
Oct 24 2007, 09:19 PM
პოსტი
#627
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ბოლო სადღეგრძელო
ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი _ გამიფრინდა სიხალისის მტრედი. ესეც ჩემი იღბალი თუ წერა _ ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა. სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი, ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი. შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა: ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა! ოსანა დღეს ყველა ჩლიქოსანმა ცაში შეიფრთოსანა, ო ს ა ნ ა ! და ყველა სარეველამ წაიზამბახ-სოსანა, ო ს ა ნ ა ! მოზმუილე რქოსანმა იგალობ-იმგოსანა, ო ს ა ნ ა ! მარგალიტად საღდება ჯანდაბა და დოზანა, ო ს ა ნ ა ! ერის ავლადიდება ბაზრის დახლზე იდება, ორ გროშად იყიდება, დ ი დ ე ბ ა ! 1975 წ. ჭაბუკური ვითენთები ახურებულ მზეზე, ენაგამშრალ რიყის ქვებზე ვთბები. მინდა, უცებ წამოვვარდე ზეზე, მზეს ვეცე და გავუწეწო თმები... მინდა, სუნთქვა ზღვის ნიავქარს შევრთო. ა იმ ღრუბელს ჩამოვხიო კალთა, იმ აშოლტილ ალვის ხესთან ერთად გავიარო, როგორც ლამაზ ქალთან... სიტყვა მინდა ქარიშხალთა მსგავსი, მკერდგაღეღილ ცას გავარდეს მეხი, ცაზე მთვარის აყირავდეს თასი, ზღვაზე ტალღამ მოიტეხოს ფეხი... მსურს, სიცოცხლეს გული მივცე მინდად, ყველა ცაზე ჩამოვხიო ბინდი, ყველაფერი მზით აღსავსე მინდა, ყველაფერი ამ ზღვასავით დიდი... ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| PUSKU |
Oct 24 2007, 09:34 PM
პოსტი
#628
|
![]() ნინო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 111 რეგისტრ.: 27-February 07 მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ.. წევრი № 1,207 |
შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ
კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ, მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ, იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ, ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ. ხალხური -------------------- <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ! <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> |
| მატასი |
Oct 25 2007, 05:02 PM
პოსტი
#629
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
მოულოდნელი პაემანი 30 წლის შემდეგ "უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . . ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო. მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . . მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . . თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!.. საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ; სინანული გვიანია ქალბატონო. . . ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . . დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით, ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . . თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ, დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ. . . ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . ." პ.ს. ავტორი არ ვიცი -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
| NinucebiNinucebi |
Oct 25 2007, 06:29 PM
პოსტი
#630
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 |
მოულოდნელი პაემანი 30 წლის შემდეგ "უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . . ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო. მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . . მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . . თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!.. საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ; სინანული გვიანია ქალბატონო. . . ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . . დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით, ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . . თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ, დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ. . . ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . ." პ.ს. ავტორი არ ვიცი უმაგრესია,ძალიამ ძალიან მომეწონა და ავტორს თუ გაიგემ აუცილებლად გამაგებინე.გაიხარე -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
| ბიძია თომა |
Oct 25 2007, 07:45 PM
პოსტი
#631
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ვფიცავ, ყვავილს რომ ენახა ეგ სიტურფე-სილამაზე,
სირცხვილისგან თავის ფოთლებს ძირს დაყრიდა ძირს მიწაზე,ვფიცავ დილას ზამთრის დილას, ვფიცავ გრიგალს ზღვით ანაწყვეტს, შენი ტანი მგოსნის მუზამ მიამსგავსა სპილოს ძვლის სვეტს, ვფიცავ,მთვარეგუშინ ღამ რომ ღრუბელთ ზღვაში ჰანგებს სწნავდა,დამიჯერე, შენ მეგონე, შენს ხატებას ჩამოჰგავდა. ვფიცავ ყვავილს რომ ენახა ეგ სიტურფე-სილამაზე, სირცხვილისგან თავის ფოთლებს ძირს დაჰყრიდა ძირს მიწაზე, მე, ოდესღაც მუხლმაგარი სიყვარულით შხამით სავსე, ისე გავხდი სულო ჩემო რომ შენს თითებს დავემსგავსე, სულო ჩემო!სულო ჩემო!აბა კარგად დამაცქერდი, სადღა არის ის ღიმილი, სადღა არის ის მთა-მკერდი? სულო ჩემო!სულო ჩემო!ავადა ვარ,სული მტკივა, მზის სხივებსა სიმათ ვხმარობ,მაგრამ მაინც მცივა მცივა! მე ოდესღაც მუხლმაგარი სიყვარულით შხამით სავსე, ისე დავდნი, სულო ჩემო, რომ შენს თითებს დავემსგავსე, შემიყვარე, და ავადმყოფს მიძღვენ ბაგე მხსნელ მალამოდ! შემიყვარე, თუ გსურს ტურფავ, დაგივიწყო სამუდამოდ! შემიყვარე,ლოცვის,აღთქმავ, საკმეველის ორთქლად ვქრები, შემიყვარე,ღვაწთა ხოკვით,ცრემლთა ნთხევით გევედრები! შემიყვარე შემიყვარე,გესმის,სულო,შემიყვ რე შემიყვარე, თუ მომაკვდავს ვერ მომიხვალ,-ნიავს კოცნა დაბარე! შემიყვარე და ავადმყოფს მიძღვენ ბაგე მხსნელ მალამოდ შემიყვარე, თუ გსურს თურფავ, დაგივიწყო სამუდამოდ. აუ რამდენი ვიწვალე -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| NinucebiNinucebi |
Oct 25 2007, 08:31 PM
პოსტი
#632
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 |
ბოშა ქალი და რა ქალი?!ხელის გულზე სატარები... რა თვალები?!ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი,ვარსკვლავების სადარები... შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი... მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის, ეტყვიან და ...ისიც ეტყვის ურიგოს... ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: -მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!... ეს პაწია,სიყვარულის დოსტაქარი, განა დარდობს,თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული,ფეხშიშველა ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე... -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
| თამარი_ცქნაფო |
Oct 26 2007, 12:38 PM
პოსტი
#633
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
lamis carcerashi gadavitano es leqsi, magram sul tavs vikaveb
* * * მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო ვიცი სამსხვერპლოზე ისააკის ბედს აიტან. მივატოვე სამარია, მზის შობა და ცა-მარიამ. შუბლი ისევ გოლგოთაა, გული ღია სამარეა. მივატოვე მეტანია, ბეთბაგე და ბეთანია. სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის სევდა ამომიტანია. მივატოვე ნაზარეთი ვით სნეულმა ლაზარეთი. გზა გასამდა: მარიამით, მართათი და ლაზარეთი. მიგატოვე, მიგატოვე, შენთან როგორ მოვიდე მე. შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე, ღამეს შუბლთან რომ მითევენ. მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო, ვიცი გოლგოთაზე უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
| თათი87 |
Oct 26 2007, 11:01 PM
პოსტი
#634
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
lamis carcerashi gadavitano es leqsi, magram sul tavs vikaveb * * * მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო ვიცი სამსხვერპლოზე ისააკის ბედს აიტან. მივატოვე სამარია, მზის შობა და ცა-მარიამ. შუბლი ისევ გოლგოთაა, გული ღია სამარეა. მივატოვე მეტანია, ბეთბაგე და ბეთანია. სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის სევდა ამომიტანია. მივატოვე ნაზარეთი ვით სნეულმა ლაზარეთი. გზა გასამდა: მარიამით, მართათი და ლაზარეთი. მიგატოვე, მიგატოვე, შენთან როგორ მოვიდე მე. შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე, ღამეს შუბლთან რომ მითევენ. მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო, ვიცი გოლგოთაზე უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| თამარი_ცქნაფო |
Oct 26 2007, 11:22 PM
პოსტი
#635
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
არა არც ვაპირებ, უბრალოდ მინდოდა ადრე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
| ბიძია თომა |
Oct 27 2007, 05:20 PM
პოსტი
#636
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
აქმდე სიყვარულზედა
დამცინავ ვიყავ სხვისაო, ახლა კი მენაც მამეგო, შორით ყურება გზისაო, ლოდინი ლურჯი ცხენისა შორიდან მომავლისაო. ხალხურია -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| თათი87 |
Oct 27 2007, 06:58 PM
პოსტი
#637
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
(ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად ...)
ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ, ხელში ცისფერი წიგნი ეჭირა და აწეული ჰქონდა საყელო. ერთი შეხედვით უზომოდ მკაცრი, ახლოს არავის არ იკარებდა და იდგა, როგორც სხვა დროის კაცი, ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან. ნეტავ იმ ასულს, ასულს საროტანს, ვისაც ის თავის გულს გაუღებდა… არვინ იცოდა რა უხაროდა ან ასე ძლიერ რა აწუხებდა. ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდან მისი თვალების გაცისკროვნებას… უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდა ამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება… ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი… ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნით კვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?! ანდერძი იყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი. გეცვას ქართული კაბა, ქათიბი, წმინდა სამოსი ჩვენი დედების, იყავი მუდამ ასე ნატიფი და ნურასოდეს ნუ დაბერდები! რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით მაინც გხედავდეს ალავერდობას და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი ეტრფოდა თავის ანა დედოფალს! იყავი მუდამ შეუშიშარი, აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული, და მოკვდი ისე, როგორც შუშანა, მოწამე არჩილ მეფის ასული. ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს, გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი, მონახე ჩანგი და სალამური! იყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, ბნელ უკუნეთში გადავარდნილი! იმ სილამაზეს წარსულს ჩემი ბავშვობის სახლთან ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს და შენ მაგონებ ახლა იმ სილამაზეს წარსულს. სხვა რამ, შაირის გარდა, როგორ გაკადრო, აბა? რარიგ გიხდება და გრთავს ეს შინდისფერი კაბა! ხედავ? ზამთარი ქრება, ყვავილებს გაშლის ნუში; ყველგან ხალისი… სევდა მხოლოდ პოეტის გულში. წუხილს წაიღებს ქნარი და სტრიქონებად დაქსოვს. — საღამო იყო წყნარი, თქვენთან ვიყავი, მახსოვს… უცნობი პოეტის რვეულიდან შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები, მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე ადრე წასული კაცის ფიქრები. მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით ერთ დროს ამ ქვეყნად კაცი ვიყავი, მეც მყავდა შვილი და ნათესავი, კაცი ვიყავი გაურიყავი. მეც ვოცნებობდი ოპერის ბაღში და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ… ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ… მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება, — კადნიერება არწივებური. და მეც შენსავით მქონდა გონება კახური ღვინით გაბრწყინებული. მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი, სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა. ეჰ .. მეც მიყვარდა და ფერმიხდილი მეც დავდიოდი რუსთაველზედა. მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი, ეს მზე მეც შენებრ მახვევდა თავბრუს; და, ეჰ… მეც შენებრ ვემონებოდი თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს. მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში. მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი, მეც მეოცნებე თვალები მქონდა და გავყურებდი დილის ცის კარებს, სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა, მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს. თბილისის ქალებს — დილის ცისკარებს, ნაირ-ნაირი ძოწეულებით, სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ, ვით თეირანის ბროწეულები. ახლა ხომ მხედავ? ვინა ვარ, რა ვარ — უკანასკნელი პირვანდელს ვგავარ. მზეს და სინათლეს გამოვექეცი, მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი. ვიშვი, ვიცხოვრე — ვითამაშე რა „მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა“. შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ, რად გეძახიან ჩემი ფიქრები - რა იყავ, რა ხარ და რა იქნები! ალბომიდან რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად ჩვენ ტრფიალება წრეგადასული, თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა და მოგონებად დარჩა წარსული. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით ფიროსმანი და თბილისის ღამე, ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი და მარტოობის მკაცრი სიამე. ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი, მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი, როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი, ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით როგორ დავკოდე ნადირი მხარში, რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი, რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ. ო…მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს, რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი, რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე ჩემი სიმღერა და მუხამბაზი! ო… მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა, როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი, როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას გასეირნება და ხეტიალი. როგორ გვათრობდა ტალღების ნანა და სიყვარულით როგორ ვიწოდით… და ეს შარბათზე უტკბესი ხანა რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?! ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული, როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი, ოპერის ბაღში სიზმრად ნახული, აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი. რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები? იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები! 1939 წ. ლადო ასათიანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| Ismail |
Oct 27 2007, 07:18 PM
პოსტი
#638
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
რა კარგები ხართ, ბავშვებო,
სანამ გაივლის ბავშვობა, სანამ მზეს ეთამაშებით, სანამ მზე გეთამაშებათ, სანამ დაცხრებით კრავივით, სანამ დაცხრებით სავსებით, სანამ ბავშვობა გაივლის და... მშობლებსდაემსგავსებით. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
| nat |
Oct 28 2007, 10:59 PM
პოსტი
#639
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 25-May 07 წევრი № 2,014 |
"ისლის სახლი,ისლის სახლი!
ქარი! ქარი! ქარი! შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე. მე ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებდ მივეფარე. ვეღარ ვნახე შენი სახე,ვეღარ მოგისწარი. ისლის სახლი,ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! ჩემი სისხლი შენსკენ იწევს,ჩემი სისხლი ჩქარი. ისლის სახლი,ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! კ.გამსახურდია -------------------- ევედრე ქრისტესა ღმერსა ჩემთვის, წმიდაო სათნოო ღმრთისაო ნატალია,რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი,ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის..
|
| NinucebiNinucebi |
Oct 31 2007, 01:19 AM
პოსტი
#640
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 |
ორშაბათი ჩიოდა,
საქმით თავი სტკიოდა, ხელები რომ დაეღალა, სამშაბათი დაეხმარა. ოთხშაბათმა იმარხულა, ხუთშაბათი ინახულა, პარასკევმა _ ჩქარაო! შაბათმა თქვა _ კმარაო! კვირამ ექვსივე და-ძმას ხელ-პირი დაბანაო, მოასვენა, დააპურა, დაუბრუნა ძალაო. შვიდივე იმდენჯერ მოვა რამდენჯერაც წავაო......................... ხო საყვარელია ლექსია? -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
| თათი87 |
Oct 31 2007, 01:38 AM
პოსტი
#641
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მხოლოდ ერთხელ...
(გიორგი ლეონიძის მონატრება) მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით? ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს მოგუგუნე ზარები და დარუბანდს ახლა ერთხელ მან ჩამოხსნას კარები! ახლა სხვამან აღაშენოს სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დასძრას დიდგორს, როგორც ერთხელ დავძარი! ახლა სხვასაც დაესიზმროს სიყვარულის სიზმარი და განეხვნეს ერთხელ სხვასაც კარნი სამოთხისანი! მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო! არჩილ სულაკაური -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| თათი87 |
Oct 31 2007, 01:50 AM
პოსტი
#642
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
გახსენება
`როცა ვიტყვი `ი~ მაშინ გამო...დი!~ ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მა...ში... `ენკი, ბენკი, სიკლისა~, ენკი, ბენკი, და, _ დღენი სიყმაწვილისა გა...ვი...და. მოველ შენს ფანჯარასთან და ვდუდუნებ: `ი~ შენ კი, შენ კი, არა და არ გა...მოხვე...დი. როგორ დაგვიწყებია `ენკი-ბენკის~ ხმა, რა ხანია, გძებნი და ვერ მი...პოვი...ხარ... მოდი, მოდი, დამბუგე, მოდი, როგორც გსურს, თორემ ვინ რას გაუგებს გაგი...ჟებულ გულს... `ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი, და...~ არა თქვან: სიჭაბუკეც გა...ვი...და... მორის ფოცხიშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| catherina_10 |
Oct 31 2007, 05:38 PM
პოსტი
#643
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო, თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, ნუ ეკითხები იესოს რატომ? ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს, მარტო შაბათი ამოირჩიე, თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე! ეკლესიაში იჯდება ქალი, ხელ გამოცვდილი და მთლად ეული, გულგრილად მაინც არ ჩაუარო არ შეიზიზღო მისი სხეული, ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება, სანთლის შეწირვა შენი ვალია, რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი, დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !! ავტორი არ ვიცი ვინ არის |
| NinucebiNinucebi |
Oct 31 2007, 11:09 PM
პოსტი
#644
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 |
*** გაზაფხილს ელიან წყნეთი დაკარსანი. როდესაც ცხელა რძე და კრუასანი, უკიდეგანოა სივრცე და ოსანა - კასპი და გენუა, კუს-ტბა და ლოზანა. თბილისი.კიკეთი. მცხეთა და სამგორი. მე მინდა სიკეთე და შენი ამბორი. რატი ამაღლობელი -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
| თათი87 |
Oct 31 2007, 11:27 PM
პოსტი
#645
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ნუ იფიცებ...
ნუ იფიცებ, ნუ ამაყობ, მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ. და შენს ბაგეს, გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. ნათლად ვხედავ, შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა, ნუღარ მალავ, აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა და ჩამქრალა საბოლოოდ ის იმედი, დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად. ნუ იცინი, ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს, ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას, ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას. ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ, მე შენს ბაგეს, ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. პეტრე გრუზინსკი მარტოობის ტრიოლეტი მე ფრთები შევალეწე ნაცრისფერ ღრუბლებს შენთან წვიმასავით მიწად ჩამოვხტი მე ზღვად ავეფარე შინდისფერ მუხლებს და უსაშველო სტიქიებს ვაპობდი. ზღვა კი ისევ ძალიან ღელავს ზეცას ეკრობიან სიშორეები, გულმა მიატოვა მშობლიური ჩარჩო ჩემს კართან სთვლემენ ალეგორიები თითქოს ჩამოთლილი სხეული დამაქვს და ჭრილობებში სძინავთ დემონებს ბედი ულმობელი თლიდა შავ ფანქარს ვგავდი აკვარელით შეპყრობილ მონეს მე ზეცას ჩამოვჭერი შენი თითები ჩემი სასთუმალის ნაოჭში ჩავრგე დილით ამოცოცდნენ ბრინჯაოს კვირტები და ზედ დავამარცხე დაღლილი ბაგე ხვალინდელი დილა ჩემთვის სარკმელია, შემოცურული ნავით განთიადი, გთხოვ, არ გაიხადო სხივი კამელია, შლეგი კარმენივით ჩემს წინ დატრიალდი ლურჯი ტყეების მე ვარ ხიზანი, ზღვები ოდესღაც შენთვის დავლიე, ახლა კი უკვე მკვდარი მიზანი, მე ნადირობის გზა ვარ დალიმდე ფეხი წამოვკარ დაღლილ სონეტებს, ძველ დღიურებში ვერ ვხედავ გემებს, ცაზე გვირაბად გათხრილ კომეტებს დასასრული აქვთ შენსავით მზეზე. მარადისობის დამწვარ კოშკებზე, ატუზულია გულის ბალანი და ფურცლის ერთგულ თანამეცხედრედ რჩება პოეტის თეთრი კალამი სანამ გაიტან ჩემგან გარდასვლას, ძვირფასო კარი მიხურე ძლიერ, ბაგის ხავილი რომ არ გაშიშვლდეს, რომ არ მაჭრიდეს სახიდან იერს მე დღეს დავთმობდი ოკეანეებს ფრთებს ზეციურს და თუნდ ამ მიწიერს პოსეიდონის ტალღებს ნაბოძებს თუნდ ბროლის მკლავებს, თოვლით ნაციებს ოღონდ მფარავდეს თუნდ შენი მზერა, თრთოლვა ცვიოდეს ჟანგიან გონგს, დაე, მოვიდეს სიკვდილი ქერა, ოღონდ კარებზე შენმა თითებმა, მიაკრან ბგერა ღარიბი: ნოკ ... სასთუმალს ამოცოცდნენ ბრინჯაოს თითები და ზედ დავამარცხე დაღლილი ბაგე შენთან მოვდიოდი ქარებში წუხელ და შენს კართან დამხვდა ღიმილით სარკე. დათა გულუა -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| ნიკოლოზ_V |
Nov 1 2007, 09:50 PM
პოსტი
#646
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
გავიდა ხანი, კიდევ გავა მრავალი წელი,
მაგრამ მე იმ დღეს დავიწყებას ვერ მივცემ, ვერა, როცა პირველად ჩემი თვალი შეხვდა შენს მზერას და ჩემმა ხელმა იგრძნო შენი პატარა ხელი. ო, დამიბრუნდი! გაცოცხლებას კვლავ შენგან ველი როგორ მომწყურდა შენი ფართო თვალების ცქერა, მე მათი შუქი თუგინდ მკვდრეთით აღმადგენს, მჯერა, მოდი, ჩემს მკვდარ ჩანგს კვლავ მოწყვიტე სიმრერა წრფელი. ჩემს გულს სიმშვიდით ავსებს, კარგო, ყოფნა შენს გვერდით, ოდეს გიხილავ, შენი ნახვის ოხვრით მნატვრელი, თითქოს ღამეში შემოსულა მთვარის ნათელი - სულს გამინათებს შენი ნაზი მოხედვაც ერთი, თვალს წამსვე ტოვებს ბინდი, სევდის გამომხატველი, და შენს ღიმილზე ძგერას უფრო უმატებს მკერდი. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th April 2026 - 05:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი