![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#641
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მხოლოდ ერთხელ...
(გიორგი ლეონიძის მონატრება) მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით? ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს მოგუგუნე ზარები და დარუბანდს ახლა ერთხელ მან ჩამოხსნას კარები! ახლა სხვამან აღაშენოს სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დასძრას დიდგორს, როგორც ერთხელ დავძარი! ახლა სხვასაც დაესიზმროს სიყვარულის სიზმარი და განეხვნეს ერთხელ სხვასაც კარნი სამოთხისანი! მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო! არჩილ სულაკაური -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#642
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
გახსენება
`როცა ვიტყვი `ი~ მაშინ გამო...დი!~ ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მა...ში... `ენკი, ბენკი, სიკლისა~, ენკი, ბენკი, და, _ დღენი სიყმაწვილისა გა...ვი...და. მოველ შენს ფანჯარასთან და ვდუდუნებ: `ი~ შენ კი, შენ კი, არა და არ გა...მოხვე...დი. როგორ დაგვიწყებია `ენკი-ბენკის~ ხმა, რა ხანია, გძებნი და ვერ მი...პოვი...ხარ... მოდი, მოდი, დამბუგე, მოდი, როგორც გსურს, თორემ ვინ რას გაუგებს გაგი...ჟებულ გულს... `ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი, და...~ არა თქვან: სიჭაბუკეც გა...ვი...და... მორის ფოცხიშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#643
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო, თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, ნუ ეკითხები იესოს რატომ? ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს, მარტო შაბათი ამოირჩიე, თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე! ეკლესიაში იჯდება ქალი, ხელ გამოცვდილი და მთლად ეული, გულგრილად მაინც არ ჩაუარო არ შეიზიზღო მისი სხეული, ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება, სანთლის შეწირვა შენი ვალია, რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი, დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !! ავტორი არ ვიცი ვინ არის |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#644
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
*** გაზაფხილს ელიან წყნეთი დაკარსანი. როდესაც ცხელა რძე და კრუასანი, უკიდეგანოა სივრცე და ოსანა - კასპი და გენუა, კუს-ტბა და ლოზანა. თბილისი.კიკეთი. მცხეთა და სამგორი. მე მინდა სიკეთე და შენი ამბორი. რატი ამაღლობელი -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#645
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ნუ იფიცებ...
ნუ იფიცებ, ნუ ამაყობ, მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ. და შენს ბაგეს, გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. ნათლად ვხედავ, შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა, ნუღარ მალავ, აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა და ჩამქრალა საბოლოოდ ის იმედი, დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად. ნუ იცინი, ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს, ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას, ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას. ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ, მე შენს ბაგეს, ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. პეტრე გრუზინსკი მარტოობის ტრიოლეტი მე ფრთები შევალეწე ნაცრისფერ ღრუბლებს შენთან წვიმასავით მიწად ჩამოვხტი მე ზღვად ავეფარე შინდისფერ მუხლებს და უსაშველო სტიქიებს ვაპობდი. ზღვა კი ისევ ძალიან ღელავს ზეცას ეკრობიან სიშორეები, გულმა მიატოვა მშობლიური ჩარჩო ჩემს კართან სთვლემენ ალეგორიები თითქოს ჩამოთლილი სხეული დამაქვს და ჭრილობებში სძინავთ დემონებს ბედი ულმობელი თლიდა შავ ფანქარს ვგავდი აკვარელით შეპყრობილ მონეს მე ზეცას ჩამოვჭერი შენი თითები ჩემი სასთუმალის ნაოჭში ჩავრგე დილით ამოცოცდნენ ბრინჯაოს კვირტები და ზედ დავამარცხე დაღლილი ბაგე ხვალინდელი დილა ჩემთვის სარკმელია, შემოცურული ნავით განთიადი, გთხოვ, არ გაიხადო სხივი კამელია, შლეგი კარმენივით ჩემს წინ დატრიალდი ლურჯი ტყეების მე ვარ ხიზანი, ზღვები ოდესღაც შენთვის დავლიე, ახლა კი უკვე მკვდარი მიზანი, მე ნადირობის გზა ვარ დალიმდე ფეხი წამოვკარ დაღლილ სონეტებს, ძველ დღიურებში ვერ ვხედავ გემებს, ცაზე გვირაბად გათხრილ კომეტებს დასასრული აქვთ შენსავით მზეზე. მარადისობის დამწვარ კოშკებზე, ატუზულია გულის ბალანი და ფურცლის ერთგულ თანამეცხედრედ რჩება პოეტის თეთრი კალამი სანამ გაიტან ჩემგან გარდასვლას, ძვირფასო კარი მიხურე ძლიერ, ბაგის ხავილი რომ არ გაშიშვლდეს, რომ არ მაჭრიდეს სახიდან იერს მე დღეს დავთმობდი ოკეანეებს ფრთებს ზეციურს და თუნდ ამ მიწიერს პოსეიდონის ტალღებს ნაბოძებს თუნდ ბროლის მკლავებს, თოვლით ნაციებს ოღონდ მფარავდეს თუნდ შენი მზერა, თრთოლვა ცვიოდეს ჟანგიან გონგს, დაე, მოვიდეს სიკვდილი ქერა, ოღონდ კარებზე შენმა თითებმა, მიაკრან ბგერა ღარიბი: ნოკ ... სასთუმალს ამოცოცდნენ ბრინჯაოს თითები და ზედ დავამარცხე დაღლილი ბაგე შენთან მოვდიოდი ქარებში წუხელ და შენს კართან დამხვდა ღიმილით სარკე. დათა გულუა -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]() ![]()
პოსტი
#646
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
გავიდა ხანი, კიდევ გავა მრავალი წელი,
მაგრამ მე იმ დღეს დავიწყებას ვერ მივცემ, ვერა, როცა პირველად ჩემი თვალი შეხვდა შენს მზერას და ჩემმა ხელმა იგრძნო შენი პატარა ხელი. ო, დამიბრუნდი! გაცოცხლებას კვლავ შენგან ველი როგორ მომწყურდა შენი ფართო თვალების ცქერა, მე მათი შუქი თუგინდ მკვდრეთით აღმადგენს, მჯერა, მოდი, ჩემს მკვდარ ჩანგს კვლავ მოწყვიტე სიმრერა წრფელი. ჩემს გულს სიმშვიდით ავსებს, კარგო, ყოფნა შენს გვერდით, ოდეს გიხილავ, შენი ნახვის ოხვრით მნატვრელი, თითქოს ღამეში შემოსულა მთვარის ნათელი - სულს გამინათებს შენი ნაზი მოხედვაც ერთი, თვალს წამსვე ტოვებს ბინდი, სევდის გამომხატველი, და შენს ღიმილზე ძგერას უფრო უმატებს მკერდი. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#647
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
შენ ჩემო დიდო იმედო,
კოშკო,ნაგებო კირითა, კახეთს მოჩრილო ისარო, ქალაქს ნადებო ინითა, წითელო მოვის პერანგო, შვიდგან შეკრულო ღილითა, ცავ,წმინდავ ვარსკვლავიანო. მზემ,დაფენილო დილითა, უკვდავებისა წყარო, ნადენო ოქროს მილითა, შენთანამც ყოფნით გამაძღო, შენთანამც წოლა ძილითა -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#648
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ბედნიერება აღარსად არი,
უბედურება ადრე მოვიდა, უსასტიკესი დადგა ზამთარი და ყვავილები გაქრენ მოლიდან. დაბნელებულა ჩემთვის სამყარო, დარდით გავყურებ მინდვრებს თოვლიანს, რომ მოგიტანო, რომ გაგახარო, ერთი ყვავილიც ვერ მიპოვნია. არ გაგიმხილო არ მყოფნის ძალა, აღარასად არის მწვანე ფურცელი, ქვეყანა სრულად გამოიცვალა, გული კი, გული დარჩა უცვლელი. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
T.L. |
![]()
პოსტი
#649
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
მე მახსოვს ლურჯი ტბის ელეგია
შენს ღრმა თვალებში გადაწერილი. არ ჰგავდი ტოლებს, ჩიტირეკიებს, იყავი წყნდარი და დარცხვენილი. და ეხებოდა ღამის სიჩუმე შენს რბილ წამწამებს, შენს ლამაზ კისერს, როცა პირველად შენს წინ ვიცრუე, მიყვარხარ-მეთქი, ისევ და ისევ. მერე - გაფრინდნენ გაზაფხულები... ახლა- ვნანობ და ნაღველი მიპყრობს, თურმე საკუთარ თავს ვატყუებდი, თურმე ნამდვილად მიყვარდი იმ დროს ... ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე საწყალი ოცნება ყოფილა, ოცნება სათქმელად ძნელი. ყველაზე ადვილი შეხვდრა ყოფილა, ლოდინი ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა, სიცოცხლე ყველაზე ძნელი. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#650
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ, რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს. ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად, ჯოჯოხეთი ხარ, ჩემო ლამაზო? ჩავიდენ ცოდვას ჩამოვალ შენთან, რომ სული ჩემი შემოგთავაზო. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
T.L. |
![]()
პოსტი
#651
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
"ისლის სახლი,ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე. მე ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებდ მივეფარე. ვეღარ ვნახე შენი სახე,ვეღარ მოგისწარი. ისლის სახლი,ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! ჩემი სისხლი შენსკენ იწევს,ჩემი სისხლი ჩქარი. ისლის სახლი,ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! კ.გამსახურდია ვაფრენ ამ ლექსზე ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#652
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება, გაზაფხულია ცხოვრება შენი, ჩემი ცხოვრებაც გაზაფხულია. ჩემს სახელს ჩრდილი დაჰკრავს უხეში, შენი ლოყბები ვარდივით ღვივის, ჩემი თვალების დაღლილ გუგებში ჰკრთის შემოდგომის დაღლილი სხივი. გულსაც ნაღველი შემოეპარა, ჩემს გულს ნაღველს რომ არ იკარებდა, და უკვე ერთი ნაბიჯიც კმარა, რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან. შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად, მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი ერთი ხნისანი, ზაფხულში ალბათ, აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვედრით. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ნიკოლოზ_V |
![]() ![]()
პოსტი
#653
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ხედავ? გაფრინდა უკვე მერცხალი,
ხეებს ფოთლები სცვივა ფერმკრთალი, დაიწყო თოვლი, ფიფქების ცვენა, შენ კი არ ჩანხარ, სადა ხარ ნეტა? მოდი, მსურს კიდევ, კიდევ ვუმზირო შენს ლამაზ თვალებს, ღრმას და უძიროს. მოდი, თვალები შენს გზაზე მრჩება, მიმიკარ მკერდზე, რომ ვპოვო შვება. გახსოვს ზაფხული? მწვანეზე ორი ვისხედით მარტო ბალახებს შორის. ჩაგრჩურჩულებდი ერთ სათქმელს წყნარად: "მიყვარხარ ძლიერ ... ძლიერ მიყვარხარ ..." ამქვეყნად ბევრი მინახავს ქალი, თვალი აქვთ ცეცხლის, ტუჩები - ლალის, მათი მშვენება მიტაცებს განა? შენ არა გგვანან, შენ არა გგვანან. სულ სხვაგავარია სიტურფე შენი, შენს სახეს სულ სხვა ნათელი შვენის. მინათებ, სულში შუქის მტოველო, ჩემო ვარსკვლავო, გაუქრობელო, ცივა და უკვე ამაოდ გელი, ქარში ილევა ფოთლები ხმელი, დაიწყო თოვა, ფიფქების ცვენა, შენ კი არ ჩანხარ, სადახარ ნეტა? -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
თათი87 |
![]()
პოსტი
#654
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მინდა და მინდა
მინდა და მინდა! _ მინდა და მინდა! _ მინდა და მინდა! _ ვადიდო მინდა ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა უწყლო, უმზეო, უძირო ჭიდან, _ სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _ სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _ ძნელია ძალზე გაძლება სადაც! ძლიერო ყოვლად! _ უშველე მათაც! მუხრან მაჭავარიანი მე მიყვარს მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს, მიყვარს და... არ ვიცი რატომ! (მიზეზის პოვნას არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი და... ბოლოს სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად, უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა, დედაო, გმადლობ! ვხედავ ქვეყანას — სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს. მუხრან მაჭავარიანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#655
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ნუთუ სიყვარულს არად აგდებ, არ ტკბები ჭვრეტით,
როგორ დამთვრალა ტრფობის ეშხით ურიცხვი ჩიტი, ქედანი ქედანს როგორ უხმობს, გვრიტს ეტრფის გვრიტი და მტრედს ღუღუნით ეფიცება სიყვარულს მტრედი. შეხედე, ვაზსაც სიყვარულით დასხმია რეტი, ეხვევა ხარდანს და არა აქვს არავის დარდი, ტრფობას ეძლევა ყველა არსი, მცირე და დიდი, მთელი ბუნება სატრფიალოდ აღმდგარა მკვდრეთით. მწყემს გოგოს მწყემსი ბიჭისკენ გაურბის თვალი, სიმღერით უხმობს სიყვარულის ნექტარი მთვრალი, ხარობს, ზეიმობს განახლებას ყველა სულდგმული, ყველას აბრუებს ტრფობის ცეცხლით სისხლის დუღილი, მხოლოდ ერთადერთს თქვენს გულს ადევს ცივი ურდული, მარტო ის რჩება ტრფობისადმი ქვეყნად გულგრილი. *** მანამდე, ვიდრე არ განათდა ქაოსი ბნელი თვალისმომჭრელად, სიყვარულის პირველი სხივით, გარს ნისლი ერტყა ჯერ უსახო მნათობებს ცივი და აზრს და წესრიგს არ იცნობდა სამყარო ვრცელი. ასევე, ვიდრე სიყვარული არ გაჩნდა მხსნელი, გზას ვერ იგნებდა ბნელში უბირ სულების მწკრივი, მაგრამ, რაც სულში შენი ტრფობის კოცონი ღვივის, დაემხო ბნელი და ჩემი გზაც განათდა გრძელი. უახლოვდება, განწმენდილი, სრულყოფას სული, რომ სიყვარულის ნეტარება შეიგრძნოს სრული და დატკბეს ტრგფობით, ბედნიერი კუბოს ფიცრამდე. მთნთავს ეს გრზნობა და რომ მთენთავს უფრო მიზიდავს, აივსო სული არსებობის აზრით, მიზნითაც, ტრფობით გაფრენის სიხარული რაც განვიცადე. უსიყვარულოდ მიმიღე გულით, როცა ცაზე მთვარე იცვლება, ჩემს სიყვარულში შორს ნუ წახვალ, ნუ მიმატოვებ. რიჟრაჟმა ღამე გამოხვრიტა მახრის კბილებით და ჩემთვის მაინც შავეთსა ჰგავს ქვეყნიერება. ხელს არ გვიწვდიან წლის დროები ნაყოფით სავსეს, შენ მადლიერი სხვისი გული გინდა მორჩილი. სშენთვის გავათბობ გაცივებულ ცახცახა ფერებს, ოღონდ ნუ წახვალ. ჩემთან დარჩი, მე მეშინია. საამო ღამე საამო ღამე! ბაღის სურნელი გვხიბლავს, ძვირფასო, ტკბილსასურველი. სიჩუმე. სადღაც ძაღლი წკავწკავებს. ცა ჰყვავის მშვიდი, თეთრდება ბინდი, კაშკაშა გააქვთ ცაზე ვარსკვლავებს. მე ვიქნებოდი ვარსკვლავი ცუდი, ვერ დავდგებოდი უშენოდ წუთით ცაზე, თუნდ იყოს კალმით ნახატიც! განმარტოებით ცას დავტოვებდი და ყოველ ღამე შენ მოგნახავდი. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#656
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
ნახეთ რა მაგარია
http://www.link.ge/file/187955/38tano-tatano.mp3.html -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#657
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
NinucebiNinucebi
ძალიან დიიიიდი მადლობააააააა ![]() ![]() უმაგრესია ![]() ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#658
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
NinucebiNinucebi ძალიან დიიიიდი მადლობააააააა ![]() ![]() უმაგრესია ![]() ![]() ხო მართლა ძალიან მაგარია -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#659
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
NinucebiNinucebi
ციტატა ხო მართლა ძალიან მაგარია უმაგრესია ![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
Georgia-O-Keefe |
![]()
პოსტი
#660
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 24-October 07 წევრი № 3,041 ![]() |
ჯიხვი ქარაფზე ხტის
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო. კავკასით პონტომდის ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო. მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით, ჩემო ედემო? ამბავს წაუღებთ ვის? თქვენ, ფრინველებო ღვთის, წითელფეხება მტრედებო........ მ. ლებანიძე -------------------- არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 01:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი