IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 32 33 34 35 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ბიძია თომა
პოსტი Nov 1 2007, 09:54 PM
პოსტი #647


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



შენ ჩემო დიდო იმედო,
კოშკო,ნაგებო კირითა,
კახეთს მოჩრილო ისარო,
ქალაქს ნადებო ინითა,
წითელო მოვის პერანგო,
შვიდგან შეკრულო ღილითა,
ცავ,წმინდავ ვარსკვლავიანო.
მზემ,დაფენილო დილითა,
უკვდავებისა წყარო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა ძილითა


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 1 2007, 11:00 PM
პოსტი #648


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ბედნიერება აღარსად არი,
უბედურება ადრე მოვიდა,
უსასტიკესი დადგა ზამთარი
და ყვავილები გაქრენ მოლიდან.

დაბნელებულა ჩემთვის სამყარო,
დარდით გავყურებ მინდვრებს თოვლიანს,
რომ მოგიტანო, რომ გაგახარო,
ერთი ყვავილიც ვერ მიპოვნია.

არ გაგიმხილო არ მყოფნის ძალა,
აღარასად არის მწვანე ფურცელი,
ქვეყანა სრულად გამოიცვალა,
გული კი, გული დარჩა უცვლელი.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 1 2007, 11:11 PM
პოსტი #649


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



მე მახსოვს ლურჯი ტბის ელეგია
შენს ღრმა თვალებში გადაწერილი.
არ ჰგავდი ტოლებს, ჩიტირეკიებს,
იყავი წყნდარი და დარცხვენილი.

და ეხებოდა ღამის სიჩუმე
შენს რბილ წამწამებს, შენს ლამაზ კისერს,
როცა პირველად შენს წინ ვიცრუე,
მიყვარხარ-მეთქი, ისევ და ისევ.

მერე - გაფრინდნენ გაზაფხულები...
ახლა- ვნანობ და ნაღველი მიპყრობს,
თურმე საკუთარ თავს ვატყუებდი,
თურმე ნამდვილად მიყვარდი იმ დროს ...



ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე საწყალი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი.
ყველაზე ადვილი შეხვდრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 1 2007, 11:17 PM
პოსტი #650


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად,
ჯოჯოხეთი ხარ, ჩემო ლამაზო?
ჩავიდენ ცოდვას ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 1 2007, 11:20 PM
პოსტი #651


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(nat @ Oct 28 2007, 10:59 PM) *

"ისლის სახლი,ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.
მე ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებდ მივეფარე.
ვეღარ ვნახე შენი სახე,ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი,ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
ჩემი სისხლი შენსკენ იწევს,ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი,ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
კ.გამსახურდია


ვაფრენ ამ ლექსზე rolleyes.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 1 2007, 11:32 PM
პოსტი #652


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
ჩემი ცხოვრებაც გაზაფხულია.

ჩემს სახელს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყბები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
ჰკრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯიც კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი
ერთი ხნისანი, ზაფხულში ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვედრით.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 1 2007, 11:45 PM
პოსტი #653


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ხედავ? გაფრინდა უკვე მერცხალი,
ხეებს ფოთლები სცვივა ფერმკრთალი,
დაიწყო თოვლი, ფიფქების ცვენა,
შენ კი არ ჩანხარ, სადა ხარ ნეტა?
მოდი, მსურს კიდევ, კიდევ ვუმზირო
შენს ლამაზ თვალებს, ღრმას და უძიროს.
მოდი, თვალები შენს გზაზე მრჩება,
მიმიკარ მკერდზე, რომ ვპოვო შვება.
გახსოვს ზაფხული? მწვანეზე ორი
ვისხედით მარტო ბალახებს შორის.
ჩაგრჩურჩულებდი ერთ სათქმელს წყნარად:
"მიყვარხარ ძლიერ ... ძლიერ მიყვარხარ ..."
ამქვეყნად ბევრი მინახავს ქალი,
თვალი აქვთ ცეცხლის, ტუჩები - ლალის,
მათი მშვენება მიტაცებს განა?
შენ არა გგვანან, შენ არა გგვანან.
სულ სხვაგავარია სიტურფე შენი,
შენს სახეს სულ სხვა ნათელი შვენის.
მინათებ, სულში შუქის მტოველო,
ჩემო ვარსკვლავო, გაუქრობელო,
ცივა და უკვე ამაოდ გელი,
ქარში ილევა ფოთლები ხმელი,
დაიწყო თოვა, ფიფქების ცვენა,
შენ კი არ ჩანხარ, სადახარ ნეტა?


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 2 2007, 12:14 AM
პოსტი #654


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მინდა და მინდა

მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _
ვადიდო მინდა
ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა
უწყლო,
უმზეო,
უძირო
ჭიდან, _
სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _
სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _
ძნელია ძალზე გაძლება სადაც!

ძლიერო ყოვლად! _
უშველე მათაც!

მუხრან მაჭავარიანი




მე მიყვარს

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.

მუხრან მაჭავარიანი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 2 2007, 02:26 AM
პოსტი #655


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ნუთუ სიყვარულს არად აგდებ, არ ტკბები ჭვრეტით,
როგორ დამთვრალა ტრფობის ეშხით ურიცხვი ჩიტი,
ქედანი ქედანს როგორ უხმობს, გვრიტს ეტრფის გვრიტი
და მტრედს ღუღუნით ეფიცება სიყვარულს მტრედი.

შეხედე, ვაზსაც სიყვარულით დასხმია რეტი,
ეხვევა ხარდანს და არა აქვს არავის დარდი,
ტრფობას ეძლევა ყველა არსი, მცირე და დიდი,
მთელი ბუნება სატრფიალოდ აღმდგარა მკვდრეთით.

მწყემს გოგოს მწყემსი ბიჭისკენ გაურბის თვალი,
სიმღერით უხმობს სიყვარულის ნექტარი მთვრალი,
ხარობს, ზეიმობს განახლებას ყველა სულდგმული,

ყველას აბრუებს ტრფობის ცეცხლით სისხლის დუღილი,
მხოლოდ ერთადერთს თქვენს გულს ადევს ცივი ურდული,
მარტო ის რჩება ტრფობისადმი ქვეყნად გულგრილი.


***

მანამდე, ვიდრე არ განათდა ქაოსი ბნელი
თვალისმომჭრელად, სიყვარულის პირველი სხივით,
გარს ნისლი ერტყა ჯერ უსახო მნათობებს ცივი
და აზრს და წესრიგს არ იცნობდა სამყარო ვრცელი.

ასევე, ვიდრე სიყვარული არ გაჩნდა მხსნელი,
გზას ვერ იგნებდა ბნელში უბირ სულების მწკრივი,
მაგრამ, რაც სულში შენი ტრფობის კოცონი ღვივის,
დაემხო ბნელი და ჩემი გზაც განათდა გრძელი.

უახლოვდება, განწმენდილი, სრულყოფას სული,
რომ სიყვარულის ნეტარება შეიგრძნოს სრული
და დატკბეს ტრგფობით, ბედნიერი კუბოს ფიცრამდე.

მთნთავს ეს გრზნობა და რომ მთენთავს უფრო მიზიდავს,
აივსო სული არსებობის აზრით, მიზნითაც,
ტრფობით გაფრენის სიხარული რაც განვიცადე.


უსიყვარულოდ

მიმიღე გულით, როცა ცაზე მთვარე იცვლება,
ჩემს სიყვარულში შორს ნუ წახვალ, ნუ მიმატოვებ.
რიჟრაჟმა ღამე გამოხვრიტა მახრის კბილებით
და ჩემთვის მაინც შავეთსა ჰგავს ქვეყნიერება.
ხელს არ გვიწვდიან წლის დროები ნაყოფით სავსეს,
შენ მადლიერი სხვისი გული გინდა მორჩილი.
სშენთვის გავათბობ გაცივებულ ცახცახა ფერებს,
ოღონდ ნუ წახვალ. ჩემთან დარჩი, მე მეშინია.


საამო ღამე

საამო ღამე! ბაღის სურნელი
გვხიბლავს, ძვირფასო, ტკბილსასურველი.
სიჩუმე. სადღაც ძაღლი წკავწკავებს.
ცა ჰყვავის მშვიდი,
თეთრდება ბინდი,
კაშკაშა გააქვთ ცაზე ვარსკვლავებს.

მე ვიქნებოდი ვარსკვლავი ცუდი,
ვერ დავდგებოდი უშენოდ წუთით
ცაზე, თუნდ იყოს კალმით ნახატიც!
განმარტოებით
ცას დავტოვებდი
და ყოველ ღამე შენ მოგნახავდი.




--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Nov 2 2007, 11:53 PM
პოსტი #656


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ნახეთ რა მაგარია
http://www.link.ge/file/187955/38tano-tatano.mp3.html


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 3 2007, 12:00 AM
პოსტი #657


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



NinucebiNinucebi
ძალიან დიიიიდი მადლობააააააა smile.gif 2kiss.gif

უმაგრესია thumbs.gif thumbs.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Nov 3 2007, 12:07 AM
პოსტი #658


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ციტატა(თათი87 @ Nov 3 2007, 01:00 AM) *

NinucebiNinucebi
ძალიან დიიიიდი მადლობააააააა smile.gif 2kiss.gif

უმაგრესია thumbs.gif thumbs.gif

ხო მართლა ძალიან მაგარია


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 3 2007, 01:33 PM
პოსტი #659


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



NinucebiNinucebi
ციტატა
ხო მართლა ძალიან მაგარია

უმაგრესია smile.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Nov 3 2007, 02:16 PM
პოსტი #660


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



ჯიხვი ქარაფზე ხტის
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო.
კავკასით პონტომდის
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო.

მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?
ამბავს წაუღებთ ვის?
თქვენ, ფრინველებო ღვთის,
წითელფეხება მტრედებო........

მ. ლებანიძე


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Nov 3 2007, 02:27 PM
პოსტი #661


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....

ნოდარ დუმბაძე


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 3 2007, 02:33 PM
პოსტი #662


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ყივჩაღის პაემანი

«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

გიორგი ლეონიძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Nov 3 2007, 02:37 PM
პოსტი #663


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია მეტს რომ ბედავდე.
შენ გამუდმებით წერ-რასაც ხედავ,
მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე.

რატი ამაღლობელი


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 3 2007, 02:43 PM
პოსტი #664


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ცა

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.


რატი ამაღლობელი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 3 2007, 07:53 PM
პოსტი #665


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(თათი87 @ Nov 3 2007, 03:33 PM) *

ყივჩაღის პაემანი

«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

გიორგი ლეონიძე


ქალბატონო ეს ლექსი ზეპირად თუ იცი?
მე ვაპირებდი ახლა დაწერას,და დამასწარი


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 3 2007, 09:05 PM
პოსტი #666


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



t.d
ციტატა
ქალბატონო ეს ლექსი ზეპირად თუ იცი?

აბტურიენტობის დროს ვიცოდი wink.gif

ციტატა
მე ვაპირებდი ახლა დაწერას,და დამასწარი

დასწრებაზეა ამ ცხოვრებაში ყველაფერი tongue.gif




მათხოვარი

ვარ ცარიელი, - გეუბნები, - აი
სრულიად,
სული ცარიელ სივრცეებით დაი-
სრულია.
ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი,
მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.
ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული
შავი ჯვალოთი.
ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული
მე ვარ ჯალათი.
გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით
ღამის მსტოვარი,
ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _
გთხოვთ მათხოვარი!


რატი ამაღლობელი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 32 33 34 35 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 12:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი