![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Georgia-O-Keefe |
![]()
პოსტი
#661
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 24-October 07 წევრი № 3,041 ![]() |
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავდუმდები: ბეთჰოვენია... ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით, მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს, და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს.... ნოდარ დუმბაძე -------------------- არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#662
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ყივჩაღის პაემანი «...ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა...» მუხრანული ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. გიორგი ლეონიძე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Georgia-O-Keefe |
![]()
პოსტი
#663
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 24-October 07 წევრი № 3,041 ![]() |
წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია მეტს რომ ბედავდე. შენ გამუდმებით წერ-რასაც ხედავ, მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე. რატი ამაღლობელი -------------------- არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#664
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ცა მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან ფიქრი ფრინველის ნისკარტით. ცაო, სივრცეებს მზის გარდა მელან-იისფრად ნისლავდი. ფრთებზე ოცნება გეწერა ტანზე ბინდების ზეწარი. მინდოდა ჩემი თვალების სარკეში ამომეცანი. ვცურავდი მელნის ნისლისკენ წითელლაქება სიზმრებით - ახლა არ ვიცი სისხლისგან ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები. რატი ამაღლობელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#665
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ყივჩაღის პაემანი «...ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა...» მუხრანული ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. გიორგი ლეონიძე ქალბატონო ეს ლექსი ზეპირად თუ იცი? მე ვაპირებდი ახლა დაწერას,და დამასწარი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#666
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
t.d
ციტატა ქალბატონო ეს ლექსი ზეპირად თუ იცი? აბტურიენტობის დროს ვიცოდი ![]() ციტატა მე ვაპირებდი ახლა დაწერას,და დამასწარი დასწრებაზეა ამ ცხოვრებაში ყველაფერი ![]() მათხოვარი ვარ ცარიელი, - გეუბნები, - აი სრულიად, სული ცარიელ სივრცეებით დაი- სრულია. ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი, მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი. ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული შავი ჯვალოთი. ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული მე ვარ ჯალათი. გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით ღამის მსტოვარი, ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _ გთხოვთ მათხოვარი! რატი ამაღლობელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T.L. |
![]()
პოსტი
#667
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი
****** ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი, აუხდენელი და მომხიბლავი, არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს, სად შეაჩერა დაღლილი ნავი. მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა, სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი, მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი. მაგრამ ის მოვა შემოდგომისას, მოვა დაღლილი და ფერმიხდილი, ო, რა მწუხარე ღამე იქნება, ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი. მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული, რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი, რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს და სიყვარულში ხსნას არ მოველი! გალაკტიონ ტაბიძე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#668
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
t.d
მე ვიცი, და მერე რაა რო? ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#669
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
t.d
ციტატა ქალბატონო ეს ლექსი ზეპირად თუ იცი? მეც ვიცი, და მერე რაი? ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მატასი |
![]()
პოსტი
#670
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
NinucebiNinucebi
ციტატა ნახეთ რა მაგარია http://www.link.ge/file/187955/38tano-tatano.mp3.html გაიხარეეეეე ![]() *** ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები, და სცურავდნენ, სცურავდნენ, რღუბელთ სიშორეები... შემდეგ თოვლი მოვიდა, და ვით სულს, მოტივტივეს, შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს... ეხლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი, იყინება ფოთლები, ველად ჩამოცვენილი... გალაკტიონი -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
T.L. |
![]()
პოსტი
#671
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
chiamaialologi |
![]()
პოსტი
#672
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 ![]() |
მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე,
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია, თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია. შენგან ვისახსოვრე და სადმე თუ არის მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია. მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე, როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. გიორგი საჯაია -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
NinucebiNinucebi |
![]()
პოსტი
#673
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 14-October 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,966 ![]() |
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავდუმდები: ბეთჰოვენია... ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით, მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს, და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს.... ნოდარ დუმბაძე ძაან საყვარელ ილექსია ![]() სამწუხაროდ პირველად წავიკითხე ![]() ამას თავად გიორგი ლეონიძე კკითხულობს? გაიხარე,დიდად ვისიამოვნე ![]() -------------------- გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#674
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
საკუთარ სისხლის ტბორში ვდგავარ მწარედ ვხრიალებ,
ეს საქართველოს სისხლია წმინდა,მოსდევს იარებს, ნატყვიარი ვარ ვეომები ოხერ-ტიალებს, ის ეწირება აწმყოს, მომავალს ბორგავს ტრიალებს, აყვავილდება,მშვენიერად დაიგრიალებს, იბრძოლე გმირო ქართველო, გადარჩინე მამული-დროშა ფრიალებს! აყვავებულა სამშობლო შეხედე ვერხვი შრიალებს! ქართული დროშის ქვეშ უნდა ძგერდეს ქართული გული. სა ქართულ მიწას პატრონობდეს ქართველის ხელი, ერი რომელიც მონობაში იყო დაბმული, თავისუფლების იყო,არის მარად მძებნელი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#675
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა, უფლის დედას მადლით სავსე ხურჯინები ფარავანის ტბის პირას დაეცალა. საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე, არასოდეს ქვეყნად არვის ენახა, ვაზის ჯვარი,ნორჩი ქალის თმით შეკრული, ქართულ ზეცას სამუდამოდ აეფარა, საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე, არასოდეს ქვეყნად არვის ენახა და ტბა ესე,მარგალიტი ფარავანის, საქართველოს დამცველ ფარად დაეფარა, საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე არასოდეს ქვეყნად არვის არ ენახა, თვით მაცხოვარს, ძესა ხვთისა ტკბილ იესოს აქ,ტბის პირას, ლხინის სუფრა გაეშალა საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე, არასოდეს ქვეყნად არვის ენახა, გაიხარეთ!ნინო მთებით მოდიოდა, ამ ტბის პირას ქართველთა ხსნა ჩაისახა, საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე, არასოდეს ქვეყნად არვის ენახა, გიხაროდეთ ქართველებო,გიხაროდეთ! ამ ტბის პირას ნება ხვთისა გამოცხადდა. საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე, არასოდეს ქვეყნად არვის ენახა. უფლის დედას მადლით სავსე ხურჯინები ფარავანის ტბის პირას დაეცალა. ფოკა,მამათა მონასტერი, მორჩილი გიორგი ფილია. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
marine |
![]()
პოსტი
#676
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავდუმდები: ბეთჰოვენია... ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით, მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს, და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს.... ნოდარ დუმბაძე რა თბილი ლექსია.. ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Qristianusi |
![]()
პოსტი
#677
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 6-November 07 წევრი № 3,111 ![]() |
“შენთან ძილი მინდა,შენგან შვილი მინდა,
შენი სიცოცხლისთვის _ თუნდ სიკვდილი მინდა. შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა. შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. ჩემი არ მეყოფა _ სხვისი წილი მინდა, სხვა დაბადებისდღე _ სხვა ქორწილი მინდა! შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა. შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა. მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა. შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა. შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა. ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა. ტარიელ ჭანტურია Анна Ахматова Я спросила у кукушки, Сколько лет я проживу… Сосен дрогнули верхушки, Желтый луч упал в траву. Но ни звука в чаще свежей… Я иду домой, И прохладный ветер нежит Лоб горячий мой. Сборник: Подорожник 1 июня 1919 Царское Село ----------------------------------------------------------------------- Ты всегда таинственный и новый, Я тебе послушней с каждым днем. Но любовь твоя, о друг суровый, Испытание железом и огнем. Запрещаешь петь и улыбаться, А молиться запретил давно. Только б мне с тобою не расстаться, Остальное все равно! Так, земле и небесам чужая, Я живу и больше не пою, Словно ты у ада и у рая Отнял душу грешную мою. Сборник: Подорожник Декабрь 1917 |
chiamaialologi |
![]()
პოსტი
#678
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 ![]() |
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ იწვიმებს, მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები, აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები, არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ხელებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში... დაღლილი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც... შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. ოთარ ჭილაძე ![]() ![]() -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
Qristianusi |
![]()
პოსტი
#679
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 6-November 07 წევრი № 3,111 ![]() |
დიდი მადლობა კეთილი მიღებისთვის ჭიამაია და, ლამაზი ლექსისთვის
![]() |
Georgia-O-Keefe |
![]()
პოსტი
#680
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 24-October 07 წევრი № 3,041 ![]() |
როშკასთან დილის ნიავი, ქალივით კოცნას შემპირდა,
მზეც აღარა სჩანს აღარსად, გამრღვევი ღრუბელ ჯებირთა აღარსად დაგელოდები, ქალაუ, შენი ჯიბრითა, შავ ქარაფს ჩავიჩეხები , მიწას ჩავიტან ჯიბითა, თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის მამირთავს ვერცხლის შიბითა რაისად მაჰკვდი? მპასუხობს -არ გიყვარდი და იმითა მ.ღანიშაშვილი -------------------- არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 07:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი