IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 33 34 35 36 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
T.L.
პოსტი Nov 3 2007, 09:28 PM
პოსტი #667


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი
******
ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.

მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.

მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.

მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი!


გალაკტიონ ტაბიძე


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 3 2007, 10:25 PM
პოსტი #668


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



t.d
მე ვიცი, და მერე რაა რო? wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 3 2007, 10:53 PM
პოსტი #669


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



t.d
ციტატა
ქალბატონო ეს ლექსი ზეპირად თუ იცი?


მეც ვიცი, და მერე რაი? biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Nov 4 2007, 12:18 AM
პოსტი #670


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



NinucebiNinucebi
ციტატა
ნახეთ რა მაგარია
http://www.link.ge/file/187955/38tano-tatano.mp3.html

გაიხარეეეეე smile.gif წუბ

***
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ,
სცურავდნენ, რღუბელთ სიშორეები...
შემდეგ თოვლი მოვიდა, და ვით სულს, მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს...
ეხლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთლები, ველად ჩამოცვენილი...

გალაკტიონი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 4 2007, 12:28 AM
პოსტი #671


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(თათი87 @ Nov 3 2007, 02:33 PM) *

ყივჩაღის პაემანი


http://aqache.ge/files/download.php?file=7...1b09b57b1265136


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Nov 4 2007, 01:23 AM
პოსტი #672


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე,
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია,
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია.
შენგან ვისახსოვრე და სადმე თუ არის
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია.

მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე,
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გიორგი საჯაია


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Nov 4 2007, 01:41 AM
პოსტი #673


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ციტატა(Georgia-O-Keefe @ Nov 3 2007, 03:27 PM) *

ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....

ნოდარ დუმბაძე

ძაან საყვარელ ილექსიაsmile.gif
სამწუხაროდ პირველად წავიკითხეsad.gif

ციტატა(mari touchet @ Nov 4 2007, 01:28 AM) *

ამას თავად გიორგი ლეონიძე კკითხულობს?
გაიხარე,დიდად ვისიამოვნეsmile.gif


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 4 2007, 09:35 PM
პოსტი #674


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



საკუთარ სისხლის ტბორში ვდგავარ მწარედ ვხრიალებ,
ეს საქართველოს სისხლია წმინდა,მოსდევს იარებს,
ნატყვიარი ვარ ვეომები ოხერ-ტიალებს,
ის ეწირება აწმყოს, მომავალს ბორგავს ტრიალებს,
აყვავილდება,მშვენიერად დაიგრიალებს,
იბრძოლე გმირო ქართველო,
გადარჩინე მამული-დროშა ფრიალებს!
აყვავებულა სამშობლო შეხედე ვერხვი შრიალებს!
ქართული დროშის ქვეშ უნდა ძგერდეს ქართული გული.
სა ქართულ მიწას პატრონობდეს ქართველის ხელი,
ერი რომელიც მონობაში იყო დაბმული,
თავისუფლების იყო,არის მარად მძებნელი



--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 6 2007, 12:22 PM
პოსტი #675


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა,
უფლის დედას მადლით სავსე ხურჯინები
ფარავანის ტბის პირას დაეცალა.
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა,
ვაზის ჯვარი,ნორჩი ქალის თმით შეკრული,
ქართულ ზეცას სამუდამოდ აეფარა,
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა
და ტბა ესე,მარგალიტი ფარავანის,
საქართველოს დამცველ ფარად დაეფარა,
საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის არ ენახა,
თვით მაცხოვარს, ძესა ხვთისა ტკბილ იესოს
აქ,ტბის პირას, ლხინის სუფრა გაეშალა
საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა,
გაიხარეთ!ნინო მთებით მოდიოდა,
ამ ტბის პირას ქართველთა ხსნა ჩაისახა,
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა,
გიხაროდეთ ქართველებო,გიხაროდეთ!
ამ ტბის პირას ნება ხვთისა გამოცხადდა.
საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე,
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა.
უფლის დედას მადლით სავსე ხურჯინები
ფარავანის ტბის პირას დაეცალა.



ფოკა,მამათა მონასტერი,
მორჩილი გიორგი ფილია.



--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2007, 12:24 PM
პოსტი #676


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,739
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Georgia-O-Keefe @ Nov 3 2007, 02:27 PM) *

ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....

ნოდარ დუმბაძე


რა თბილი ლექსია.. wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Qristianusi
პოსტი Nov 6 2007, 12:50 PM
პოსტი #677


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 6-November 07
წევრი № 3,111



“შენთან ძილი მინდა,შენგან შვილი მინდა,
შენი სიცოცხლისთვის _ თუნდ სიკვდილი მინდა.
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა.
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა _ სხვისი წილი მინდა,
სხვა დაბადებისდღე _ სხვა ქორწილი მინდა!
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა.
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა.
შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა.
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

ტარიელ ჭანტურია

Анна Ахматова



Я спросила у кукушки,

Сколько лет я проживу…

Сосен дрогнули верхушки,

Желтый луч упал в траву.

Но ни звука в чаще свежей…

Я иду домой,

И прохладный ветер нежит

Лоб горячий мой.

Сборник: Подорожник 1 июня 1919

Царское Село

-----------------------------------------------------------------------

Ты всегда таинственный и новый,

Я тебе послушней с каждым днем.

Но любовь твоя, о друг суровый,

Испытание железом и огнем.

Запрещаешь петь и улыбаться,

А молиться запретил давно.

Только б мне с тобою не расстаться,

Остальное все равно!

Так, земле и небесам чужая,

Я живу и больше не пою,

Словно ты у ада и у рая

Отнял душу грешную мою.

Сборник: Подорожник

Декабрь 1917
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Nov 6 2007, 12:54 PM
პოსტი #678


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ იწვიმებს,
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები,
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს
მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში...

დაღლილი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ოთარ ჭილაძე


hi.gif უელქამ ქრისტიანუსsmile.gif


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Qristianusi
პოსტი Nov 6 2007, 12:56 PM
პოსტი #679


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 6-November 07
წევრი № 3,111



დიდი მადლობა კეთილი მიღებისთვის ჭიამაია და, ლამაზი ლექსისთვისsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Nov 6 2007, 05:12 PM
პოსტი #680


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



როშკასთან დილის ნიავი, ქალივით კოცნას შემპირდა,
მზეც აღარა სჩანს აღარსად, გამრღვევი ღრუბელ ჯებირთა
აღარსად დაგელოდები, ქალაუ, შენი ჯიბრითა,
შავ ქარაფს ჩავიჩეხები , მიწას ჩავიტან ჯიბითა,
თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის მამირთავს ვერცხლის შიბითა
რაისად მაჰკვდი?
მპასუხობს -არ გიყვარდი და იმითა

მ.ღანიშაშვილი


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 6 2007, 08:49 PM
პოსტი #681


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



* * *
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს,წუთით იმედებს.
ჩემი ბავშვობის შემოდგომამდე,
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.
მასულელებდეს,მიბნევდეს თავგზას.
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს,
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი...
გითხრათ სიმართლე?
არა და არა,არ დავირცხვენდი.
ოღონდ მიყვარდეს,მართლა მიყვარდეს.
გახელებამდის,თავდავიცყებით.
ოღონდაც ღმერთო,გარდასულ ყრმობის,
ისევ მარგუნე,უცხო თრიაქი,
ის ღვთაებრივი,მაცდური გრძნობა,
შიში,ცახცახი და ფორიაქი....

შ.ნიშნიანიძე


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 6 2007, 09:05 PM
პოსტი #682


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



თამაზ ჭილაძე

ათი წელი გაილია, გაქრა,
ათი _ ავდრის ღრუბელივით წელი,
მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,
მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.

თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,
თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს
და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,
ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 7 2007, 12:31 PM
პოსტი #683


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ველზე წვიმა ცეკვავდა და
ყვავილები ტაშს უკრავდნენ.
ღია იყო კარი ცათა,
ველს ეხურა წყალთა ბადე.

დაფრინავდა სველი ჩიტი,
მოჭიკჭიკე ღვთის ფრინველი,
და იქ ყვავილების ტიტინს
შეჰხაროდა მთელი ველი.

და წვიმაში იდგა გოგო,
გოგო იდგა ტირიფივით.
მოკლე კაბა _ როგორც სოკო
და კისერზე _ წვიმის მძივი.

ვის ელოდა, რას ელოდა
მდუმარე და გარინდული?
წვიმა ცეკვავდა და ხტოდა,
თრთოდა, როგორც გოგოს გული.

მერე წვიმამ გადაიღო
და გოგონა გაჰყვა წვიმას.
ველზე წვიმის ცეკვა იყო...
მერე ველმა მოიწყინა.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 7 2007, 01:10 PM
პოსტი #684


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



სიყვარული
ვახუშტი კოტეტიშვილი

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..
--------------------------------------------------------


როცა უფალი შენშია
და ძილშიც გტკივა გოლგოთა,
გულიდან ხმა და დუმილი
ამობრწყინდება ოქროდა.

წინაპრის დარდი იგრძნობა
ყველა კოშკთან და გოდოლთან.
ესაა ჩვენი ცხოვრება _
სიყვარული და გოლგოთა.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 7 2007, 01:42 PM
პოსტი #685


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ _ შენ მაგივრად სხვა მხვდება,
სხვა მხვდება.

მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი,
პირველი,
სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი,
ფრინველი.
მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას
_ მართობას
შენ მიყვარხარ, სხვა კი არის გართობა,
გართობა.

მე იმ სხვაშიც შენ გხედავ, შენ გხედავ,
შენს კიბეზე ოქროს ქოში მეხდება, მეხდება.
ელვა ცაზე იკლაკნება, მეხდება, მეხდება.

თუმცა მე დღეს სხვისკენ მიმიხარია
_ ხარია,
ის სხვაც შენ ხარ, ბედმა გზები არია, არია.

ვერ გცილდები, სულ შენ ირგვლივ
ვტრიალებ, ვტრიალებ,
ეგ თვალები ვარსკვლავებად ბრიალებს,
ბრიალებს.

მე სხვის ხმაში კვლავ ჩამესმის შენი ხმა,
შენი ხმა,
მზე შენ მიღმა ამომდის, მზე მიღმა.

სხვის გვერდითაც შენი ვარ, შენი ვარ
და არა ვარ მშვენივრად, მშვენივრად.

ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ _ შენს მაგივრად სხვა მხვდება,
სხვა მხვდება.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 8 2007, 02:05 AM
პოსტი #686


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ოთხი უსათაურო

***

რად გაიფურჩქნე, წინანდლის ვარდო,
რად ააკვნესე ლერწამის ღერი!
დარდი ვარ მარტო, დავდივარ მარტო
და ეთიმ გურჯის ბაიათს ვმღერი:
― წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია!


***

გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლი
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.

რომ შთაგონებით მთვრალი და ხელი
ვმღეროდე თქვენი ტრფობის თილისმით,
თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელი
და გიყურებდეთ მთელი თბილისი.


***

მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

როგორ სწრაფად წამიხვედი!
სიტყვაც კი ვერ გითხარ...
შენს უნაზეს ძახილს ველი,
ჩემო კარგო, დიდხანს!

ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,
შენ კი ვეღარ გხედავ,
გაიღვიძე, ჩემო ყველავ,
ჩემო სულის ერთავ!

ძველებურად, ჩვენებურად
ჩავუაროთ ისანს.
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ქართველს შეუშიშარს.

მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.


***
― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, —
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.

― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, —
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.

― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, —
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.

ლადო ასათიანი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 33 34 35 36 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th April 2026 - 09:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი