![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
T.L. |
![]()
პოსტი
#681
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
* * *
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს,წუთით იმედებს. ჩემი ბავშვობის შემოდგომამდე, ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს. მასულელებდეს,მიბნევდეს თავგზას. მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს, ჩემი ლომური ამპარტავნება. არ დავირცხვენდი... გითხრათ სიმართლე? არა და არა,არ დავირცხვენდი. ოღონდ მიყვარდეს,მართლა მიყვარდეს. გახელებამდის,თავდავიცყებით. ოღონდაც ღმერთო,გარდასულ ყრმობის, ისევ მარგუნე,უცხო თრიაქი, ის ღვთაებრივი,მაცდური გრძნობა, შიში,ცახცახი და ფორიაქი.... შ.ნიშნიანიძე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#682
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
თამაზ ჭილაძე
ათი წელი გაილია, გაქრა, ათი _ ავდრის ღრუბელივით წელი, მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა, მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი. თითქოს მათი კვნესა მესმის შორით, თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი, ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#683
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ველზე წვიმა ცეკვავდა და
ყვავილები ტაშს უკრავდნენ. ღია იყო კარი ცათა, ველს ეხურა წყალთა ბადე. დაფრინავდა სველი ჩიტი, მოჭიკჭიკე ღვთის ფრინველი, და იქ ყვავილების ტიტინს შეჰხაროდა მთელი ველი. და წვიმაში იდგა გოგო, გოგო იდგა ტირიფივით. მოკლე კაბა _ როგორც სოკო და კისერზე _ წვიმის მძივი. ვის ელოდა, რას ელოდა მდუმარე და გარინდული? წვიმა ცეკვავდა და ხტოდა, თრთოდა, როგორც გოგოს გული. მერე წვიმამ გადაიღო და გოგონა გაჰყვა წვიმას. ველზე წვიმის ცეკვა იყო... მერე ველმა მოიწყინა. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#684
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
სიყვარული
ვახუშტი კოტეტიშვილი შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!.. -------------------------------------------------------- როცა უფალი შენშია და ძილშიც გტკივა გოლგოთა, გულიდან ხმა და დუმილი ამობრწყინდება ოქროდა. წინაპრის დარდი იგრძნობა ყველა კოშკთან და გოდოლთან. ესაა ჩვენი ცხოვრება _ სიყვარული და გოლგოთა. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#685
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ _ შენ მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება. მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი, პირველი, სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი, ფრინველი. მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას _ მართობას შენ მიყვარხარ, სხვა კი არის გართობა, გართობა. მე იმ სხვაშიც შენ გხედავ, შენ გხედავ, შენს კიბეზე ოქროს ქოში მეხდება, მეხდება. ელვა ცაზე იკლაკნება, მეხდება, მეხდება. თუმცა მე დღეს სხვისკენ მიმიხარია _ ხარია, ის სხვაც შენ ხარ, ბედმა გზები არია, არია. ვერ გცილდები, სულ შენ ირგვლივ ვტრიალებ, ვტრიალებ, ეგ თვალები ვარსკვლავებად ბრიალებს, ბრიალებს. მე სხვის ხმაში კვლავ ჩამესმის შენი ხმა, შენი ხმა, მზე შენ მიღმა ამომდის, მზე მიღმა. სხვის გვერდითაც შენი ვარ, შენი ვარ და არა ვარ მშვენივრად, მშვენივრად. ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება? ჩავიხედავ _ შენს მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
![]()
პოსტი
#686
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ოთხი უსათაურო
*** რად გაიფურჩქნე, წინანდლის ვარდო, რად ააკვნესე ლერწამის ღერი! დარდი ვარ მარტო, დავდივარ მარტო და ეთიმ გურჯის ბაიათს ვმღერი: ― წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია! *** გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით ეს გახუმრება და ეს ბარათი, მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლი და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის. რომ შთაგონებით მთვრალი და ხელი ვმღეროდე თქვენი ტრფობის თილისმით, თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელი და გიყურებდეთ მთელი თბილისი. *** მიმატოვე და მალულად ახლა ვეღარ გხვდები, ნაფიქრალით დაფარულან საქართველოს მთები. როგორ სწრაფად წამიხვედი! სიტყვაც კი ვერ გითხარ... შენს უნაზეს ძახილს ველი, ჩემო კარგო, დიდხანს! ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას, შენ კი ვეღარ გხედავ, გაიღვიძე, ჩემო ყველავ, ჩემო სულის ერთავ! ძველებურად, ჩვენებურად ჩავუაროთ ისანს. კაცი ვარ და ქუდი მხურავს ქართველს შეუშიშარს. მიმატოვე და მალულად ახლა ვეღარ გხვდები, ნაფიქრალით დაფარულან საქართველოს მთები. *** ― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, — ასე იტყვიან შენზე ქალები, და შენც ასეთი ნაზი და კოხტა სიყვარულს ვერსად დაემალები. ― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, — ასე იტყვიან შენზე ლოთები, და შენც ასეთი ნაზი და კოხტა ახალ სიყვარულს დაელოდები. ― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, — ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები, გამიხსენებენ, როგორც ნიკალას, და თბილ სამარეს დააბიჯებენ. ლადო ასათიანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
k@the |
![]()
პოსტი
#687
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
არ გამეღვიძა ადრე ამ დილით, გადაღლილი ვარ რუხი ფიქრებით, კვლავ მელანდები მუქი მანდილით, მწამს რომ სულ მალე ერთად ვიქნებით არ დავნებდები დროის მონებას, თვით სიკვდილამდე ბედთან ვიბრძოლებ, ასე მოვხატავ მე ჩემს ცხოვრებას და, სიცოცხლეს არ გავიიოლებ ნელი ნაბიჯით სამების კიბეს კვლავ ავუყვები ჩაფიქრებული, წვრილი ფულისგან გავიცლი ჯიბეს და, ჩამოვჯდები გარინდებული ისევ განვაგრძობ ღმერთთან საუბარს, დავეკითხები რჩევას მადლიანს, კვლავ შემიწყალებს ნება დაუბავს, და, ანუგეშებს ჩემს გულს დარდიანს მერმე ავდგები, შევალ ტაძარში, ხატები ისევ მიმიზიდავენ, გული გაივლის იმ გრილ ხანძარში, ვერცხლის ალებში, იქ რომ ბზინავენ კირიე ლისოს დასჭექს ტაძარი, ცრემლი გამივსებს თვალთა უპეებს, და, ჩემი გული მადლით გამძღარი სისხლით დაბერავს ძარღვთა უბეებს ბოლოს კი, ისევ გამახსენდება როგორ ჩავხედე მე შენს თვალებში, და, ოცნებაში კვლავ გათენდება უმთვარო ღამე, - ოქროს ჭალებში... ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
chiamaialologi |
![]()
პოსტი
#688
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 ![]() |
ეს ჩემი ცხოვრება, დაო პელაგია,
ჩემი სიმარტოვის არქიპელაგია, თან ამ სიმარტოვეს ვეღარც შეველიე თავი შემაყვარა ისე ვერაგია. მთებზე დაძენძილი მძიმე ღრუბელია თითქოს მეწამული ქრისტეს პერანგია სულ ქარს წაუღია რაც კი უმღერია ამ გულს სიყვარულით, დაო პელაგია. ქარით ნაცემი და ქარით დამსხვრეული სხვას ვის გაახარებს-თავსაც ვერ არგია, ფიქრის გალიაში ძალით დამწყვდეული მაინც ქარზე ფიქრობს, დაო პელაგია. ოთარ ჭილაძე -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
judi |
![]()
პოსტი
#689
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
დიდხანს გელოდი, ძალიან დიდხანს,
საღამო იყო, თან ძლიერ წვიმდა, მოხუცი კაცი ჭაღარა, მშვიდად ჩემებრ ვიღაცას ელოდა დიდხანს.. ქარმა დაჰბერა, წვიმაც არ წყდება ბუნება ცივად გვებაასება, ორი სრულიად უცხო არსება თვალუწვდენელი, შორი ფიქრებით, ვდგავართ პირისპირ, გვაერთიანებს მხოლოდ დუმილი და მოლოდინი.. დრო წარსულს მიჰყავს, ნებით, ხან ძალით შიშვლდება წუთი და წამისწამი, სიჩუმეს არღვევს წვიმა და ქარი და სველ ფოთლებზე ნაბიჯი ჩქარი. ქარი არ იღლება, წვიმაც არ ილევა, ფუჭი ილუზია, ნაბიჯი წყდება, მოხუცს შევაჩერდი, ეჭვი მებადება ხედვა წყლის ქაფივით მდნარის მოხეთქება.. ღმერთო ეს რა ხდება? მოხუცს ეღიმება, წვიმა და ქარი ერთმანეთს აწყდება ყოველი მშვიდდება, თვით დროც კი ჩერდება ყოველი ფითრდება, ყოველი წყნარდება, და ღამე ფერმკრთალდება ნაბიჯი ერთი, ორი თუ სამი, ათი ათასი ასიათასი, სისხლი მენაბება, აზრი მეკარგება თითქოს ახლოს არის თითქოს გვერდით ვხედავ, ხან სულაც ვერ ვხედავ, მოხუცი ქრება... ფიქრი უნებლიე: ნეტა ვის ელოდა ნახა კი? იქნებ ნახა , ლოდინი მრთელდება მიწის და ზეცის შეხვედრა ხდება? ქარი დაიღალა, წვიმამაც იტირა დღეს მე სიყვარულმა ბავშვივით გამიღიმა გამომეცხადა და ცაში გაირინდა, იმედად მთვარის შუქის სხივით შემეხიზნა.. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
T.L. |
![]()
პოსტი
#690
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
(აფხაზეთის წვიმა მიყვარს...) აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი რად? მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს. ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი და წკირად მასზე ზვირთი დადის და მოგზაურობს. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... წვიმა მოდის, კოკის პირით იღვრება, ხმა შრიალებს დაფნისა და ლიანის, და ღრუბლიდან ეშხით გადმოიხრება მოგონება სიყვარულის მზიანის. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... ო, შუშხუნებს ახალგაზრდა მაჭარი. ის ხმაურობს, ის განიცდის თავის დროს, გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი და ამ წვიმის პოეზია უარყოს! მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... გალაკტიონ ტაბიძე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#691
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
გალაკტიონ ტაბიძე გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! - ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია! მომენატრა მზე, სინათლის მფენი; მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია. მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი, მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#692
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს, ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა, ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_ ღმერთო, რამდენია(?!) თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს, სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის, ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_ მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . . შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო, იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს, მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო და აღარ დაგშორდე არასდროს... პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#693
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
შერიგება
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით. დღეს ყველგან მზეა. ეხლა ამ ბაღებს და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებეს. ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი, ლამაზი შუქთა მარადი ნთებით: მე _ მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით. ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე, მშვენიერების ლექსით მქებელი: დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი! გალაკტიონი ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
T.L. |
![]()
პოსტი
#694
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ყვითელი ფოთოლი
გალაკტიონ ტაბიძე შემოდგომისა ველურ ჰანგში ჭკნება ფოთოლი; ყმაწვილი გულიც უნუგეშო ფიქრებით დნება. მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს კვლავ გაზაფხული და სიყმაწვილე კი არას დროს არ დაბრუნდება! ქვითინებს ქარი, თან წაიღებს ყვავილთა ჩურჩულს... ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს და გულში მწვდება, - რომ ვერას დროს ვერ ვეღირსები მე იმ გაზაფხულს, და სიყმაწვილე კი არას დროს არ დაბრუნდება! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
![]()
პოსტი
#695
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(ამ ოდესმე მხიარულ...)
გალაკტიონ ტაბიძე ამ ოდესმე მხიარული გზით უყვარდათ სიარული; აწ გზა მიტოვებულია, როგორც ძველი სიყვარული. მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი. ძველებური მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო და არც გამოვესაუბრო. შემოდგომავ, მოდი, გელი, მომაწოდე შენი ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი (გეძებდი ყველგან...) გალაკტიონ ტაბიძე გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი ვინც ქაოსებში შემოაჭენა. 1915. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
უჩა |
![]()
პოსტი
#696
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ...
სამი დღეა შეუნჩნევლად წვიმს... მომანატრა მომანატრა ნეტა... რაც მიყვარდა რაც მომწონდა ის... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#697
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(გული სწუხს...) გალაკტიონ ტაბიძე გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს. ტყე განიძარცვა და მის კალთებზე ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს. სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო, ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი... და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის აუხდენელი მესმის ზღაპარი. გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე, როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი, მე ყვავილები მესიზმრებოდა, და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი. ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს, დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა... გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს. ვწყევლი სიყვარულს! გალაკტიონ ტაბიძე ოჰ, ჩემს ვნებისგან დაცლილ სიცოცხლეს რომ მოვლენოდი ათის წლის წინათ, ის მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდა ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად! მაშინ ალერსი ისე მწყუროდა, ისე ველოდი ტკბილ თანაგრძნობას, ისე ვათევდი უძილო ღამეს... ეხლა კი ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას. მან ამოაშრო გულის სიღრმიდან აუხდენელი ოცნება ნაზი. და მთელ სიცოცხლეს სულით ობლობის წითელ ზოლივით გაავლო ხაზი. ეხლა რაღა ვარ? იმგვარი ტრფობა არ შეუძლია არც სულს და არც გულს... დაგაგვიანდა... ეხლა მე ვწყევლი, და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს. ზევით ასწიეთ მზე, ზევით! გალაკტიონ ტაბიძე მზეს შევნატროდით, ვკვნესოდით, ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას, მხიარულება არ ჰქონდა დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას. მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა, მზე ცხოველსხივებიანი, თავისუფალი, ძლიერი, ახალი - განგებიანი. მზეს შევნატროდით და ისიც გაბრწყინდა სასაფლაოზე, დისკო-გადახრით აენთო წყვდიადით მოცულ ქაოსზე. ხელი ვკართ... ისევ ისევე ცრემლებს ვღვრით შუაღამისას, ისევ დუმილი ამწუხრებს დაწყვეტილს სიმებს ჩანგისას. მზეო, დაუდე საზღვარი მწუხარე ფიქრთა ქროლასა, “მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა”. უსასოობა, სიკვდილი ნადგურდება და იხრწნება, სადაც კი შენი დიადი ბორბალი ამობრწყინდება. შორს ჩვენგან, ღამის წყვდიადო, შორს, შორს, ბურუსო გრძნეულო, თვალის ამხვევად შექმნილო და ბორკილებად ქცეულო. ჩვენ მზე გვსურს... ხალხო, შეერთდით, ზევით ასწიეთ მზე, ზევით! მის აღდგომასთან მნათობის სხივებად გადავიქცევით! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#698
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
თოვლი
გალაკტიონ ტაბიძე მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#699
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
ძალიან მიყვარს პოეზია...
კარგი ლექსებია.... აუ მე ერთი ლექსი წავიკითხე ადრე,მაგრამ არ ვიცი ვისია და ერთი ფრაზის მეტი აღარ მახსოვს... "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ...." ძალიან ცნოილი პოეტი იყო მახსოვს მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ?! თუ ვინმემ იცით ეს ლექსი იქნებ დადოთ. ![]() -------------------- დიდგორი the best
|
T.L. |
![]()
პოსტი
#700
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ.... არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, ვინ არის იგი - ეს ღმერთმა იცის, იმ ერთის პოვნის, იმ ერთის ნახვის, ათასში ერთი გამხდარა ღირსი." მ.მაჭავარიანი ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 07:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი