სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| k@the |
Nov 8 2007, 10:39 PM
პოსტი
#687
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
არ გამეღვიძა ადრე ამ დილით, გადაღლილი ვარ რუხი ფიქრებით, კვლავ მელანდები მუქი მანდილით, მწამს რომ სულ მალე ერთად ვიქნებით არ დავნებდები დროის მონებას, თვით სიკვდილამდე ბედთან ვიბრძოლებ, ასე მოვხატავ მე ჩემს ცხოვრებას და, სიცოცხლეს არ გავიიოლებ ნელი ნაბიჯით სამების კიბეს კვლავ ავუყვები ჩაფიქრებული, წვრილი ფულისგან გავიცლი ჯიბეს და, ჩამოვჯდები გარინდებული ისევ განვაგრძობ ღმერთთან საუბარს, დავეკითხები რჩევას მადლიანს, კვლავ შემიწყალებს ნება დაუბავს, და, ანუგეშებს ჩემს გულს დარდიანს მერმე ავდგები, შევალ ტაძარში, ხატები ისევ მიმიზიდავენ, გული გაივლის იმ გრილ ხანძარში, ვერცხლის ალებში, იქ რომ ბზინავენ კირიე ლისოს დასჭექს ტაძარი, ცრემლი გამივსებს თვალთა უპეებს, და, ჩემი გული მადლით გამძღარი სისხლით დაბერავს ძარღვთა უბეებს ბოლოს კი, ისევ გამახსენდება როგორ ჩავხედე მე შენს თვალებში, და, ოცნებაში კვლავ გათენდება უმთვარო ღამე, - ოქროს ჭალებში... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| chiamaialologi |
Nov 11 2007, 07:59 PM
პოსტი
#688
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
ეს ჩემი ცხოვრება, დაო პელაგია,
ჩემი სიმარტოვის არქიპელაგია, თან ამ სიმარტოვეს ვეღარც შეველიე თავი შემაყვარა ისე ვერაგია. მთებზე დაძენძილი მძიმე ღრუბელია თითქოს მეწამული ქრისტეს პერანგია სულ ქარს წაუღია რაც კი უმღერია ამ გულს სიყვარულით, დაო პელაგია. ქარით ნაცემი და ქარით დამსხვრეული სხვას ვის გაახარებს-თავსაც ვერ არგია, ფიქრის გალიაში ძალით დამწყვდეული მაინც ქარზე ფიქრობს, დაო პელაგია. ოთარ ჭილაძე -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
| judi |
Nov 12 2007, 11:15 AM
პოსტი
#689
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
დიდხანს გელოდი, ძალიან დიდხანს,
საღამო იყო, თან ძლიერ წვიმდა, მოხუცი კაცი ჭაღარა, მშვიდად ჩემებრ ვიღაცას ელოდა დიდხანს.. ქარმა დაჰბერა, წვიმაც არ წყდება ბუნება ცივად გვებაასება, ორი სრულიად უცხო არსება თვალუწვდენელი, შორი ფიქრებით, ვდგავართ პირისპირ, გვაერთიანებს მხოლოდ დუმილი და მოლოდინი.. დრო წარსულს მიჰყავს, ნებით, ხან ძალით შიშვლდება წუთი და წამისწამი, სიჩუმეს არღვევს წვიმა და ქარი და სველ ფოთლებზე ნაბიჯი ჩქარი. ქარი არ იღლება, წვიმაც არ ილევა, ფუჭი ილუზია, ნაბიჯი წყდება, მოხუცს შევაჩერდი, ეჭვი მებადება ხედვა წყლის ქაფივით მდნარის მოხეთქება.. ღმერთო ეს რა ხდება? მოხუცს ეღიმება, წვიმა და ქარი ერთმანეთს აწყდება ყოველი მშვიდდება, თვით დროც კი ჩერდება ყოველი ფითრდება, ყოველი წყნარდება, და ღამე ფერმკრთალდება ნაბიჯი ერთი, ორი თუ სამი, ათი ათასი ასიათასი, სისხლი მენაბება, აზრი მეკარგება თითქოს ახლოს არის თითქოს გვერდით ვხედავ, ხან სულაც ვერ ვხედავ, მოხუცი ქრება... ფიქრი უნებლიე: ნეტა ვის ელოდა ნახა კი? იქნებ ნახა , ლოდინი მრთელდება მიწის და ზეცის შეხვედრა ხდება? ქარი დაიღალა, წვიმამაც იტირა დღეს მე სიყვარულმა ბავშვივით გამიღიმა გამომეცხადა და ცაში გაირინდა, იმედად მთვარის შუქის სხივით შემეხიზნა.. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
| T.L. |
Nov 13 2007, 10:28 PM
პოსტი
#690
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
(აფხაზეთის წვიმა მიყვარს...) აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი რად? მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს. ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი და წკირად მასზე ზვირთი დადის და მოგზაურობს. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... წვიმა მოდის, კოკის პირით იღვრება, ხმა შრიალებს დაფნისა და ლიანის, და ღრუბლიდან ეშხით გადმოიხრება მოგონება სიყვარულის მზიანის. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... ო, შუშხუნებს ახალგაზრდა მაჭარი. ის ხმაურობს, ის განიცდის თავის დროს, გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი და ამ წვიმის პოეზია უარყოს! მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... გალაკტიონ ტაბიძე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| T.L. |
Nov 13 2007, 10:47 PM
პოსტი
#691
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
გალაკტიონ ტაბიძე გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! - ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია! მომენატრა მზე, სინათლის მფენი; მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია. მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი, მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| T.L. |
Nov 13 2007, 11:04 PM
პოსტი
#692
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს, ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა, ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_ ღმერთო, რამდენია(?!) თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს, სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის, ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_ მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . . შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო, იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს, მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო და აღარ დაგშორდე არასდროს... პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| თამარი_ცქნაფო |
Nov 13 2007, 11:49 PM
პოსტი
#693
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
შერიგება
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით. დღეს ყველგან მზეა. ეხლა ამ ბაღებს და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებეს. ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი, ლამაზი შუქთა მარადი ნთებით: მე _ მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით. ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე, მშვენიერების ლექსით მქებელი: დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი! გალაკტიონი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
| T.L. |
Nov 14 2007, 12:07 AM
პოსტი
#694
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ყვითელი ფოთოლი
გალაკტიონ ტაბიძე შემოდგომისა ველურ ჰანგში ჭკნება ფოთოლი; ყმაწვილი გულიც უნუგეშო ფიქრებით დნება. მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს კვლავ გაზაფხული და სიყმაწვილე კი არას დროს არ დაბრუნდება! ქვითინებს ქარი, თან წაიღებს ყვავილთა ჩურჩულს... ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს და გულში მწვდება, - რომ ვერას დროს ვერ ვეღირსები მე იმ გაზაფხულს, და სიყმაწვილე კი არას დროს არ დაბრუნდება! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| თათი87 |
Nov 14 2007, 12:28 AM
პოსტი
#695
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
(ამ ოდესმე მხიარულ...)
გალაკტიონ ტაბიძე ამ ოდესმე მხიარული გზით უყვარდათ სიარული; აწ გზა მიტოვებულია, როგორც ძველი სიყვარული. მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი. ძველებური მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო და არც გამოვესაუბრო. შემოდგომავ, მოდი, გელი, მომაწოდე შენი ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი (გეძებდი ყველგან...) გალაკტიონ ტაბიძე გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი ვინც ქაოსებში შემოაჭენა. 1915. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| უჩა |
Nov 14 2007, 12:29 AM
პოსტი
#696
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ...
სამი დღეა შეუნჩნევლად წვიმს... მომანატრა მომანატრა ნეტა... რაც მიყვარდა რაც მომწონდა ის... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
| თათი87 |
Nov 14 2007, 12:37 AM
პოსტი
#697
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
(გული სწუხს...) გალაკტიონ ტაბიძე გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს. ტყე განიძარცვა და მის კალთებზე ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს. სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო, ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი... და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის აუხდენელი მესმის ზღაპარი. გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე, როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი, მე ყვავილები მესიზმრებოდა, და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი. ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს, დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა... გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს. ვწყევლი სიყვარულს! გალაკტიონ ტაბიძე ოჰ, ჩემს ვნებისგან დაცლილ სიცოცხლეს რომ მოვლენოდი ათის წლის წინათ, ის მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდა ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად! მაშინ ალერსი ისე მწყუროდა, ისე ველოდი ტკბილ თანაგრძნობას, ისე ვათევდი უძილო ღამეს... ეხლა კი ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას. მან ამოაშრო გულის სიღრმიდან აუხდენელი ოცნება ნაზი. და მთელ სიცოცხლეს სულით ობლობის წითელ ზოლივით გაავლო ხაზი. ეხლა რაღა ვარ? იმგვარი ტრფობა არ შეუძლია არც სულს და არც გულს... დაგაგვიანდა... ეხლა მე ვწყევლი, და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს. ზევით ასწიეთ მზე, ზევით! გალაკტიონ ტაბიძე მზეს შევნატროდით, ვკვნესოდით, ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას, მხიარულება არ ჰქონდა დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას. მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა, მზე ცხოველსხივებიანი, თავისუფალი, ძლიერი, ახალი - განგებიანი. მზეს შევნატროდით და ისიც გაბრწყინდა სასაფლაოზე, დისკო-გადახრით აენთო წყვდიადით მოცულ ქაოსზე. ხელი ვკართ... ისევ ისევე ცრემლებს ვღვრით შუაღამისას, ისევ დუმილი ამწუხრებს დაწყვეტილს სიმებს ჩანგისას. მზეო, დაუდე საზღვარი მწუხარე ფიქრთა ქროლასა, “მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა”. უსასოობა, სიკვდილი ნადგურდება და იხრწნება, სადაც კი შენი დიადი ბორბალი ამობრწყინდება. შორს ჩვენგან, ღამის წყვდიადო, შორს, შორს, ბურუსო გრძნეულო, თვალის ამხვევად შექმნილო და ბორკილებად ქცეულო. ჩვენ მზე გვსურს... ხალხო, შეერთდით, ზევით ასწიეთ მზე, ზევით! მის აღდგომასთან მნათობის სხივებად გადავიქცევით! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| თათი87 |
Nov 14 2007, 12:56 AM
პოსტი
#698
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
თოვლი
გალაკტიონ ტაბიძე მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| TuTashxia |
Nov 14 2007, 01:57 AM
პოსტი
#699
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
ძალიან მიყვარს პოეზია...
კარგი ლექსებია.... აუ მე ერთი ლექსი წავიკითხე ადრე,მაგრამ არ ვიცი ვისია და ერთი ფრაზის მეტი აღარ მახსოვს... "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ...." ძალიან ცნოილი პოეტი იყო მახსოვს მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ?! თუ ვინმემ იცით ეს ლექსი იქნებ დადოთ. -------------------- დიდგორი the best
|
| T.L. |
Nov 14 2007, 12:38 PM
პოსტი
#700
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ.... არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, ვინ არის იგი - ეს ღმერთმა იცის, იმ ერთის პოვნის, იმ ერთის ნახვის, ათასში ერთი გამხდარა ღირსი." მ.მაჭავარიანი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| marine |
Nov 14 2007, 04:58 PM
პოსტი
#701
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,739 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იქნება სჯობდეს
რაა საჭირო... რომ გაქრეს ღამე... სიცოცხლისათვის, რაა საჭირო, ო, სიყვარულო, მითხარი რამე, სიკვდილს რარიგად გადაგარჩინო... იქნება სჯობდეს - არ ჰმზერდე ტირილს, არ ნახო რწმენის გზა ვით გადახმა, იქნებ, სჯობს ღრუბლის შეგიკრა ტივი და გაგისტუმრო მიწის გადაღმა... მითხარი, იქნებ, ჩემთან ხარ ფუჭად, იქნებ გაღონებ, უფლის ტარიგო... ...იქნება სჯობდეს, ავუყვე ქუჩას- ნაპოვნ განძივით ჩამოგარიგო... * * * ... არ მეშინია უკვე არაფრის, მე დასათმობი დავთმე ბოლომდის, დღეს სინანულის ქარი არა ქრის, დაუსრულებელს ვირჩევ მოლოდინს... ჩემი სიკვდილი და დგომა ცალკე, ლექსების სიკვდილს რადგან მერჩივნა, მე მოველ შენთან, რომ დამეკარგე, და... სიყვარული გადამერჩინა. ლელა გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| TuTashxia |
Nov 14 2007, 06:08 PM
პოსტი
#702
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, ვინ არის იგი - ეს ღმერთმა იცის, იმ ერთის პოვნის, იმ ერთის ნახვის, ათასში ერთი გამხდარა ღირსი." მ.მაჭავარიანი ვამეეეეე შენ გაიხარეეეეეეეეეე უღმესი მადლობააააააა -------------------- დიდგორი the best
|
| თათი87 |
Nov 15 2007, 02:42 PM
პოსტი
#703
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
(არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს...)
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, ჩემი ფიქრები ისევ კივიან. ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში ყველაზე კარგი ეს ადგილია. შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე! ანგელოზი მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს, როს ანგელოზის ფრთები დაეშვა. როს ანგელოზის ფრთები დაეშვა,- მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს. (არა ვარ, მინდა გამოცოცხლება...) არა ვარ, მინდა გამოცოცხლება, ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა. და ვარდისფერი ჩემი ოცნება ანგელოზივით კვლავ მოფრინდება. ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ, თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა. ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში კვლავ დუმილია და ნეტარება. ტერენტი გრანელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| მარიამი |
Nov 15 2007, 02:51 PM
პოსტი
#704
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მთიულურ ტალღაზე გადაგრთავთ
შენ გახსოვს და გულით ნატრულობ წინაპართ საძვლეს და სახატეს ნატრულობ დარდებიც მატულობს რაც ნახე რაც ლექსით დახატე ხატისკარ ხევსურთა ფერხისა კაფია შემთვრალი ვაჟების ელვაო იმ ცისპირ ტეხისა ცისკარო იმ გარიჟრაჟების იქ სადაც იყავი ხათუთა თუნგით რო გივლია წყაროზე ეგ მზერა გულს მოესათუთა მზერითაც არ მიავგაროზე მეც გულში კელაპტად მინთია ასული სიფითრის მთოველი ხოგაის ძე ვიყავ მინდია შენ საით გეგონე თორელი უშენოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებდი წყაროს წყალს გაფერე კისკისას ღილღველთა კოშკებშიც გეძებდი ნატყვევარს მოსისხლე ქისტისას უწყალოდ ვლეწავდი ციხეებს მიზგითებს დავსისხლე ქვიშა თუ ბალახი და ჩემგან მხარმოჭრილ ჯიგიტებს თვლითაც ვერ ითვლიდა ალახი არხოტში დამწვი და დამდაგე ირემო გულს გამოსაბმელო ჯანდაბას მთაში თუ დამკარგე ბარად ხომ შამამხვდი ქალბნელო თამაზ წიკლაური ერთ ფორუმზე ვნახე ეს ლექსი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
| marine |
Nov 15 2007, 02:53 PM
პოსტი
#705
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,739 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დუმილი...
აქ ყოფნის და... აქ არ ყოფნის დამტევს, დავეძებდი - იმ ერთადერთ სიტყვას, ვწერდი ლექსებს... და... დუმილზე მეტი, თურმე მაინც არაფერი მითქვამს... ლელა გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| catherina_10 |
Nov 15 2007, 03:07 PM
პოსტი
#706
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
იოსებ გრიშაშვილი
დავბერდი? - არა ცხოვრებისაგან წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ! დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს. და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი. დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! 1940 |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th April 2026 - 12:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი