![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#701
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იქნება სჯობდეს
რაა საჭირო... რომ გაქრეს ღამე... სიცოცხლისათვის, რაა საჭირო, ო, სიყვარულო, მითხარი რამე, სიკვდილს რარიგად გადაგარჩინო... იქნება სჯობდეს - არ ჰმზერდე ტირილს, არ ნახო რწმენის გზა ვით გადახმა, იქნებ, სჯობს ღრუბლის შეგიკრა ტივი და გაგისტუმრო მიწის გადაღმა... მითხარი, იქნებ, ჩემთან ხარ ფუჭად, იქნებ გაღონებ, უფლის ტარიგო... ...იქნება სჯობდეს, ავუყვე ქუჩას- ნაპოვნ განძივით ჩამოგარიგო... * * * ... არ მეშინია უკვე არაფრის, მე დასათმობი დავთმე ბოლომდის, დღეს სინანულის ქარი არა ქრის, დაუსრულებელს ვირჩევ მოლოდინს... ჩემი სიკვდილი და დგომა ცალკე, ლექსების სიკვდილს რადგან მერჩივნა, მე მოველ შენთან, რომ დამეკარგე, და... სიყვარული გადამერჩინა. ლელა გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#702
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, ვინ არის იგი - ეს ღმერთმა იცის, იმ ერთის პოვნის, იმ ერთის ნახვის, ათასში ერთი გამხდარა ღირსი." მ.მაჭავარიანი ![]() ვამეეეეე ![]() შენ გაიხარეეეეეეეეეე უღმესი მადლობააააააა ![]() -------------------- დიდგორი the best
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#703
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს...)
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, ჩემი ფიქრები ისევ კივიან. ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში ყველაზე კარგი ეს ადგილია. შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე! ანგელოზი მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს, როს ანგელოზის ფრთები დაეშვა. როს ანგელოზის ფრთები დაეშვა,- მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს. (არა ვარ, მინდა გამოცოცხლება...) არა ვარ, მინდა გამოცოცხლება, ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა. და ვარდისფერი ჩემი ოცნება ანგელოზივით კვლავ მოფრინდება. ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ, თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა. ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში კვლავ დუმილია და ნეტარება. ტერენტი გრანელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მარიამი |
![]()
პოსტი
#704
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მთიულურ ტალღაზე გადაგრთავთ
![]() შენ გახსოვს და გულით ნატრულობ წინაპართ საძვლეს და სახატეს ნატრულობ დარდებიც მატულობს რაც ნახე რაც ლექსით დახატე ხატისკარ ხევსურთა ფერხისა კაფია შემთვრალი ვაჟების ელვაო იმ ცისპირ ტეხისა ცისკარო იმ გარიჟრაჟების იქ სადაც იყავი ხათუთა თუნგით რო გივლია წყაროზე ეგ მზერა გულს მოესათუთა მზერითაც არ მიავგაროზე მეც გულში კელაპტად მინთია ასული სიფითრის მთოველი ხოგაის ძე ვიყავ მინდია შენ საით გეგონე თორელი უშენოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებდი წყაროს წყალს გაფერე კისკისას ღილღველთა კოშკებშიც გეძებდი ნატყვევარს მოსისხლე ქისტისას უწყალოდ ვლეწავდი ციხეებს მიზგითებს დავსისხლე ქვიშა თუ ბალახი და ჩემგან მხარმოჭრილ ჯიგიტებს თვლითაც ვერ ითვლიდა ალახი არხოტში დამწვი და დამდაგე ირემო გულს გამოსაბმელო ჯანდაბას მთაში თუ დამკარგე ბარად ხომ შამამხვდი ქალბნელო თამაზ წიკლაური ერთ ფორუმზე ვნახე ეს ლექსი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
![]()
პოსტი
#705
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დუმილი...
აქ ყოფნის და... აქ არ ყოფნის დამტევს, დავეძებდი - იმ ერთადერთ სიტყვას, ვწერდი ლექსებს... და... დუმილზე მეტი, თურმე მაინც არაფერი მითქვამს... ლელა გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#706
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
იოსებ გრიშაშვილი
დავბერდი? - არა ცხოვრებისაგან წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ! დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს. და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი. დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! 1940 |
marine |
![]()
პოსტი
#707
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს. რა ტკბილია.. ![]() * * * არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ, არ დაიჯერო... თითქოს გინატრე, შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით... შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე. ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა, ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს, რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით, შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს... როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად, და გულზე დარდებს იკრავს ღილივით, სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს, ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი. უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ... მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს, სასაცილოა... როდესაც ვტირი, ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ... მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით, მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო... და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ, ლექსებად მაინც გადავაქციო. ლელა გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
![]()
პოსტი
#708
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ლელა გაბური ამ პოეტის ლექსების კრებული გამოცემულია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
![]()
პოსტი
#709
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამ პოეტის ლექსების კრებული გამოცემულია? კი, მარი და შემიძლია გათხოვო ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#710
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...წვიმების გამო, ვარ მგლოვიარე, ღამეულ სიზმრებს ან რით ვაჯობო, ღრუბელთბატონო... ჩამოიარე და დამიბრუნე ბროლის სამშობლო!" ესეც ლელასია ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
neo |
![]()
პოსტი
#711
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ეს არ ვიცი ვისია
მე რომ განგებას სულტნად დავესვი, მეყოლებოდა ჯარი ურიცხვი, და ვილაშქრებდი საქართველოზე სწორედ შენნაირ ქალის გულისთვის ვერ ამიბავდა ვერც თვალს, ვერც ჭკუას, მე სხვა საუნჯე გურჯთა ქვეყნიდან, შენი სულ ერთი წამით შეჭმუხვნა, საჰარის ველზეც ღრუბელს შეჰყრიდა აი გიყურებ -ჩემო- და ვლამობ, გადავაცილო ხვაშიადს მტვერი, ალბათ შენნაირ ქალთა გულისთვის ქართლს ფუტკარივით ეხვია მტერი... -------------------- www.cordesign.ge
|
chiamaialologi |
![]()
პოსტი
#712
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 ![]() |
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი არაერთს ისე მოეღო ბოლო თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, ვინ არის იგი ეს ღმერთმა იცის, იმ ერთის ხილვის , იმ ერთის პოვნის ათასში ერთი გამხდარა ღირსი. მუხრან მაჭავარიანი -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
T.L. |
![]()
პოსტი
#713
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _ მინდა და მინდა! _ ვადიდო მინდა ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა უწყლო, უმზეო, უძირო ჭიდან, _ სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _ სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _ ძნელია ძალზე გაძლება სადაც! ძლიერო ყოვლად! _ უშველე მათაც! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#714
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
მე მიყვარს
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს, მიყვარს და... არ ვიცი რატომ! (მიზეზის პოვნას არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი და... ბოლოს სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად, უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა, დედაო, გმადლობ! ვხედავ ქვეყანას — სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს. 1955წ მუხრან მაჭავარიანი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
k@the |
![]()
პოსტი
#715
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა!!! წელიწადები წავლიან ძველნი დღეები ბრუნავს, ვით კამათელი, და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა. წელიწადები წავლიან ძველნი, შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი !!! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
d.p |
![]()
პოსტი
#716
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ლექსები და მაიმუნობები არ მევასება თუმცაღა აქაც დავტოვებ კვალს ბარემ:
Вдоль обрыва, да над пропастью, по самому краю Я коней своих нагайкою стегаю, погоняю. То-ли воздуху мне мало, ветер пью, туман глотаю, Чую, с гибельным восторгом, пропадаю, пропадаю. Чуть помедленнее, кони, чуть помедленнее, Вы тугую не слушайте плеть! Но что-то кони мне попались привередливые, И дожить не успел, и допеть не успеть! Я коней напою, я куплет допою, Хоть мгновенье еще постою на краю. Сгину я, меня пушинкой ураган сметет с ладоней, И в санях меня галопом повезут по снегу кони. Вы на шаг неторопливый перейдите, мои кони, Хоть немного, но продлите путь к последнему приюту! Чуть помедленнее, кони, чуть помедленнее, Не указчики вам кнут и плеть. Но что-то кони мне попались привередливые, И дожить не успел, так хотя бы допеть. Я коней напою, я куплет допою, Хоть мгновенье еще постою на краю. Мы успели. В гости к богу не бывает опозданий, Да что ж там ангелы поют такими злыми голосами? Или это колокольчик весь зашелся от рыданий, Или я кричу коням, чтоб не несли так быстро сани! Чуть помедленнее кони, чуть помедленнее, Умоляю вас, вскачь не лететь! Но что-то кони мне достались привередливые. Коль дожить не успел, так хотя бы допеть! Я коней напою, я куплет допою, Хоть мгновенье еще постою на краю. ეხ კაი კაცი იყო ვლადიმერ სემიონოვიჩი |
guest |
![]()
პოსტი
#717
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კი, მასე იყო ....
ეეეხ, რებიატა, ვსიო ნე ტაკ, ვსიო ნე ტაკ კაკ ნადა ....ვდოლ დაროგი ლეს გუსტოი ს ბაბამი იაგამი... |
k@the |
![]()
პოსტი
#718
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
КВАРТЕТ Проказница-Мартышка, Осел, Козел Да косолапый Мишка Затеяли сыграть Квартет. Достали нот, баса, альта, две скрипки И сели на лужок под липки,- Пленять своим искусством свет. Ударили в смычки, дерут, а толку нет. "Стой, братцы, стой! - кричит Мартышка. - Погодите! Как музыке идти? Ведь вы не так сидите. Ты с басом, Мишенька, садись против альта, Я, прима, сяду против вторы; Тогда пойдет уж музыка не та: У нас запляшут лес и горы!" Расселись, начали Квартет; Он все-таки на лад нейдет. "Постойте ж, я сыскал секрет?- Кричит Осел,- мы, верно, уж поладим, Коль рядом сядем". Послушались Осла: уселись чинно в ряд; А все-таки Квартет нейдет на лад. Вот пуще прежнего пошли у них разборы И споры, Кому и как сидеть. Случилось Соловью на шум их прилететь. Тут с просьбой все к нему, чтоб их решить сомненье. "Пожалуй,- говорят,- возьми на час терпенье, Чтобы Квартет в порядок наш привесть: И ноты есть у нас, и инструменты есть, Скажи лишь, как нам сесть!" - "Чтоб музыкантом быть, так надобно уменье И уши ваших понежней,- Им отвечает Соловей,- А вы, друзья, как ни садитесь; Всё в музыканты не годитесь". მაგარია კრილოვი! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
T.L. |
![]()
პოსტი
#719
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
(ცეკვის დროა, გაიშალე თმა...)
ბექა აბუთიძე ცეკვის დროა, გაიშალე თმა, ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა. თმები წელზე ქამარივით, კარგო. ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი შენ შადრევნის გამახსენე მღერა, ლურჯა ქარი სუსხის მოისარი, შემოდგომის ცეცხლით შეიფერა. ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება, თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს. მტევანივით ვერაფერი კვდება, სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს... თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო, ცეკვის დროა, გაიშალე თმა, შუაღამით ასრულებენ ტანგოს ცივი ქარი და შადრევნის ხმა... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#720
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება; ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა, ქალიშვილობა რა დაგშვენდება! როცა გიხილე, მამა-პაპათა განმეორება გულს ჩამეწვეთა, შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *, უნდა დაქროდე რუსთაველზედა. ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა? თავადის ქალო, იქნებ დაბერდი, სიბერის შუქი შემოგეპარა?! შემოგეპარა და ბნელ დალალში გაიშრიალა თეთრი ზოლებით: ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი, მიწაში წვანან შენი ტოლები! როცა გიხილე, ციხე-კოშკების განმეორება გულს ჩამეწვეთა, შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები, დაგოგმანობდე რუსთაველზედა. მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს, როცა ჩამქრალი კელაპტარივით შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე. გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა არასოდეს არ გადაშენდება, ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა, ქალიშვილობა რა დაგშვენდება! ლადო ასათიანი -------------------- დიდგორი the best
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი