სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Nov 15 2007, 03:14 PM
პოსტი
#707
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,739 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს. რა ტკბილია.. * * * არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ, არ დაიჯერო... თითქოს გინატრე, შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით... შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე. ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა, ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს, რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით, შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს... როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად, და გულზე დარდებს იკრავს ღილივით, სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს, ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი. უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ... მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს, სასაცილოა... როდესაც ვტირი, ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ... მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით, მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო... და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ, ლექსებად მაინც გადავაქციო. ლელა გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| მარიამი |
Nov 15 2007, 03:17 PM
პოსტი
#708
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ლელა გაბური ამ პოეტის ლექსების კრებული გამოცემულია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
| marine |
Nov 15 2007, 03:23 PM
პოსტი
#709
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,739 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ პოეტის ლექსების კრებული გამოცემულია? კი, მარი და შემიძლია გათხოვო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 15 2007, 03:34 PM
პოსტი
#710
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,739 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...წვიმების გამო, ვარ მგლოვიარე, ღამეულ სიზმრებს ან რით ვაჯობო, ღრუბელთბატონო... ჩამოიარე და დამიბრუნე ბროლის სამშობლო!" ესეც ლელასია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| neo |
Nov 16 2007, 08:23 PM
პოსტი
#711
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ეს არ ვიცი ვისია
მე რომ განგებას სულტნად დავესვი, მეყოლებოდა ჯარი ურიცხვი, და ვილაშქრებდი საქართველოზე სწორედ შენნაირ ქალის გულისთვის ვერ ამიბავდა ვერც თვალს, ვერც ჭკუას, მე სხვა საუნჯე გურჯთა ქვეყნიდან, შენი სულ ერთი წამით შეჭმუხვნა, საჰარის ველზეც ღრუბელს შეჰყრიდა აი გიყურებ -ჩემო- და ვლამობ, გადავაცილო ხვაშიადს მტვერი, ალბათ შენნაირ ქალთა გულისთვის ქართლს ფუტკარივით ეხვია მტერი... -------------------- www.cordesign.ge
|
| chiamaialologi |
Nov 16 2007, 08:55 PM
პოსტი
#712
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი არაერთს ისე მოეღო ბოლო თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, ვინ არის იგი ეს ღმერთმა იცის, იმ ერთის ხილვის , იმ ერთის პოვნის ათასში ერთი გამხდარა ღირსი. მუხრან მაჭავარიანი -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
| T.L. |
Nov 16 2007, 09:35 PM
პოსტი
#713
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _ მინდა და მინდა! _ ვადიდო მინდა ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა უწყლო, უმზეო, უძირო ჭიდან, _ სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _ სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _ ძნელია ძალზე გაძლება სადაც! ძლიერო ყოვლად! _ უშველე მათაც! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| T.L. |
Nov 17 2007, 12:38 PM
პოსტი
#714
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მე მიყვარს
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს, მიყვარს და... არ ვიცი რატომ! (მიზეზის პოვნას არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი და... ბოლოს სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად, უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა, დედაო, გმადლობ! ვხედავ ქვეყანას — სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს. 1955წ მუხრან მაჭავარიანი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| k@the |
Nov 17 2007, 07:21 PM
პოსტი
#715
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა!!! წელიწადები წავლიან ძველნი დღეები ბრუნავს, ვით კამათელი, და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა. წელიწადები წავლიან ძველნი, შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი !!! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| d.p |
Nov 18 2007, 11:29 AM
პოსტი
#716
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
ლექსები და მაიმუნობები არ მევასება თუმცაღა აქაც დავტოვებ კვალს ბარემ:
Вдоль обрыва, да над пропастью, по самому краю Я коней своих нагайкою стегаю, погоняю. То-ли воздуху мне мало, ветер пью, туман глотаю, Чую, с гибельным восторгом, пропадаю, пропадаю. Чуть помедленнее, кони, чуть помедленнее, Вы тугую не слушайте плеть! Но что-то кони мне попались привередливые, И дожить не успел, и допеть не успеть! Я коней напою, я куплет допою, Хоть мгновенье еще постою на краю. Сгину я, меня пушинкой ураган сметет с ладоней, И в санях меня галопом повезут по снегу кони. Вы на шаг неторопливый перейдите, мои кони, Хоть немного, но продлите путь к последнему приюту! Чуть помедленнее, кони, чуть помедленнее, Не указчики вам кнут и плеть. Но что-то кони мне попались привередливые, И дожить не успел, так хотя бы допеть. Я коней напою, я куплет допою, Хоть мгновенье еще постою на краю. Мы успели. В гости к богу не бывает опозданий, Да что ж там ангелы поют такими злыми голосами? Или это колокольчик весь зашелся от рыданий, Или я кричу коням, чтоб не несли так быстро сани! Чуть помедленнее кони, чуть помедленнее, Умоляю вас, вскачь не лететь! Но что-то кони мне достались привередливые. Коль дожить не успел, так хотя бы допеть! Я коней напою, я куплет допою, Хоть мгновенье еще постою на краю. ეხ კაი კაცი იყო ვლადიმერ სემიონოვიჩი |
| guest |
Nov 18 2007, 11:32 AM
პოსტი
#717
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კი, მასე იყო ....
ეეეხ, რებიატა, ვსიო ნე ტაკ, ვსიო ნე ტაკ კაკ ნადა ....ვდოლ დაროგი ლეს გუსტოი ს ბაბამი იაგამი... |
| k@the |
Nov 18 2007, 04:01 PM
პოსტი
#718
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
КВАРТЕТ Проказница-Мартышка, Осел, Козел Да косолапый Мишка Затеяли сыграть Квартет. Достали нот, баса, альта, две скрипки И сели на лужок под липки,- Пленять своим искусством свет. Ударили в смычки, дерут, а толку нет. "Стой, братцы, стой! - кричит Мартышка. - Погодите! Как музыке идти? Ведь вы не так сидите. Ты с басом, Мишенька, садись против альта, Я, прима, сяду против вторы; Тогда пойдет уж музыка не та: У нас запляшут лес и горы!" Расселись, начали Квартет; Он все-таки на лад нейдет. "Постойте ж, я сыскал секрет?- Кричит Осел,- мы, верно, уж поладим, Коль рядом сядем". Послушались Осла: уселись чинно в ряд; А все-таки Квартет нейдет на лад. Вот пуще прежнего пошли у них разборы И споры, Кому и как сидеть. Случилось Соловью на шум их прилететь. Тут с просьбой все к нему, чтоб их решить сомненье. "Пожалуй,- говорят,- возьми на час терпенье, Чтобы Квартет в порядок наш привесть: И ноты есть у нас, и инструменты есть, Скажи лишь, как нам сесть!" - "Чтоб музыкантом быть, так надобно уменье И уши ваших понежней,- Им отвечает Соловей,- А вы, друзья, как ни садитесь; Всё в музыканты не годитесь". მაგარია კრილოვი! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| T.L. |
Nov 18 2007, 04:58 PM
პოსტი
#719
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
(ცეკვის დროა, გაიშალე თმა...)
ბექა აბუთიძე ცეკვის დროა, გაიშალე თმა, ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა. თმები წელზე ქამარივით, კარგო. ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი შენ შადრევნის გამახსენე მღერა, ლურჯა ქარი სუსხის მოისარი, შემოდგომის ცეცხლით შეიფერა. ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება, თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს. მტევანივით ვერაფერი კვდება, სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს... თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო, ცეკვის დროა, გაიშალე თმა, შუაღამით ასრულებენ ტანგოს ცივი ქარი და შადრევნის ხმა... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| TuTashxia |
Nov 18 2007, 05:17 PM
პოსტი
#720
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება; ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა, ქალიშვილობა რა დაგშვენდება! როცა გიხილე, მამა-პაპათა განმეორება გულს ჩამეწვეთა, შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *, უნდა დაქროდე რუსთაველზედა. ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა? თავადის ქალო, იქნებ დაბერდი, სიბერის შუქი შემოგეპარა?! შემოგეპარა და ბნელ დალალში გაიშრიალა თეთრი ზოლებით: ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი, მიწაში წვანან შენი ტოლები! როცა გიხილე, ციხე-კოშკების განმეორება გულს ჩამეწვეთა, შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები, დაგოგმანობდე რუსთაველზედა. მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს, როცა ჩამქრალი კელაპტარივით შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე. გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა არასოდეს არ გადაშენდება, ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა, ქალიშვილობა რა დაგშვენდება! ლადო ასათიანი -------------------- დიდგორი the best
|
| ბიძია თომა |
Nov 19 2007, 03:51 PM
პოსტი
#721
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
"მოვა... მაგრამ როდის?"
შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის; სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის! ყვავილები უხვადარის დენდის...მეფე მონის. ქარში ათრობს არემარეს ოხვრა ტრიანონის. და ლანდებად თეთრ სარკეზე ჩნდება სახე მკრთალი შუაზელი, ესტერგეზი და თვით დედოფალი. ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი. მხოლოდ თეთრი შადრევნებით მე ვერსალის ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით მტანჯავს მსუბუქ-მქროლი. დედოფალო! ლურჯი რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი! მიჰქრის დალალგადაყრილი: დოვინ, დოვენ, დოვლი... თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. 1918 გალაკტიონი. შეიძლება ვინმეს ედოს კიდეც ეს ლექსი მარა მე ძან მომწონს და დავდებ კიდევ -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| ბიძია თომა |
Nov 19 2007, 04:35 PM
პოსტი
#722
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
მამისაგან რჩევა და ჩვენება, თუ როგორი ცოლი შეირთოს
შვილო, მონახე ქალი ასეთი, ჭეშმარიტებით სწამდეს მას ღმერთი. მოიყიდე კაცი, გინა დედაკაცი, მას აძებნინე. ერიდე კახპას, ურცხვს, ლოთს და კაპასს, თორემ გიგინებს დედ–მამას, პაპას; მალ-მალე გიზამს ჩხუბსა, გაიმახვავს შუბსა, გაძგერებს გულსა. აქვს, თუ არა გაქვს, არ გაგიკითხავს; გეტყვის: არ მაცმევ შაიდიშთ ნიფხავს! მოგიდებს ყისტებსა, წამოგკრავს ქიშტებსა ჩაგამტვრევს ცხვირ-პირს. ანჩხლი და ურცხვი, თუ არის მრუში, ზედ შემოგჯდების, თუ ხელით უშვი; მოგიდებს მიზეზებს, შემოგკრავს მით დეზებს, დაგიჩხვლეტს გვერდებს. საითაც უნდა, იქითკენ წარებს, გადმოგიჭირებს მათრახებს მწარებს; აგიდებს აღვირებს, გატირებს, გაყვირებს, ისე გატირებს..…… დავით გურამიშვილი "ვედრება" ვედრება დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული, შენი ზვარაკია ღმერთო ჩემი სული. დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი, ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი. დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცვული, ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული. ტერენტი გრანელი ტერენტი გრანელი საახალწლო ელეგია" საახალწლო ელეგია მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს. მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს, მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს. მე იმდენად შევეჩვიე სევდას, ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა. მე იმდენად შევეჩვიე ღამეს, ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს. მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს. ტერენტი გრანელი ტერენტი გრანელი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| თათი87 |
Nov 19 2007, 06:56 PM
პოსტი
#723
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ვისია არ მახსოვს მარა ჭეშმარიტი სიტყვებია თუ დავფიქრდებით
"თუ ჯერაც უცნობ ცდომილ სამყაროს, გინდა გაუგო თავი და ბოლო, ყველაფერს, ბავშვს თუ მიწას აყალოს, შენი თვალებით უცქირე მხოლოდ!" -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
| T.L. |
Nov 19 2007, 08:57 PM
პოსტი
#724
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
(მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...)
გიორგი საჯაია მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| TuTashxia |
Nov 20 2007, 01:10 AM
პოსტი
#725
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
პირამიდებში... იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს; გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს პაოლო იაშვილი -------------------- დიდგორი the best
|
| თათი87 |
Nov 20 2007, 01:52 AM
პოსტი
#726
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ბოლო სუნთქვა არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა, დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო, შენს თვალებში სიყვარული დამრჩა, სული უკვე დეკემბერით გაივსო. მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა, თან მომდევდა შეურყვნელი ქარი, აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა, აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი. დედამიწა შეიფოთლა ვერხვით და ეს დილა გათენდება მკვდარი შენ არ მოხვალ ჩემს კარებთან ფერხთით, ვერ დაგხვდები ოცნებებით მთვრალი. და ახალ ფეთქვას მოიტანს გული ასი წლის შემდეგ თეთრი ფიქრებით ნავსები სული გეძებდა დღემდე. და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე, თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები, გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი... ვერ მოედება ქარიშხალივით შენს კისერს კოცნა და ვერ მოვუსმენთ ერთმანეთის მაჯების ფეთქვას მე კი, ძვირფასო, გამაწამებს მტარვალი მოცდა მოცდა, რომელიც თან მოიტანს ღამეთა ხეთქვას. არ შეირხევა იმ დღესავით მთვარე სარკმელში და არ მოიტანს ჩვენი ყოფა აგვისტოს ბინდებს მე გავიხსენებ ამ ოცნებებს სასუფეველში, როცა სიცოცხლე კვლავ დაიძინებს. დღეს აგიზგიზდნენ ის კოცონები, შორით რომ ათბობდნენ ერთურთს, მე ვეღარ მოგწვდი ისე წახვედი და დაემსგავსე თეთნულდს. იქნებ კვლავ ვცდები და შენ ის არ ხარ, ვისაც ვეძებდი თვით ჟამთა სვლაზე, შენ ჩემთვის მაინც დედამიწა ხარ, რომელიც ღერძზე მოძრაობს ცვლაზე. ჩვენ კვლავ შევხვდებით სიზმრებში მაინც თეთრი ფარდებით სავსე კედლებში და ჩვენ შევხვდებით ცალ-ცალკე აისს უიმედობით სავსე ეკლებში. მე მაინც მახსოვს ზაფხულის ღამე, გამოღვიძებას რომ ჰგავდა თითქოს, ვერ მოვასწარი თვალის გახელა და ისევ ძველი სიბნელე მიხმობს. მოციქული ვარ მე სველი ქარის ვემშვიდობები მაგ ალვის თითებს დღეიდან ჩემში სიკვდილი არის, ძვირფასო ვეღარ ვერევი მითებს. და მე მარტო ვარ დეკემბრის თოვლში, შენი თვალები არ მწვავენ ცქერით, ვეღარ შევედი მე ზამთრის როლში, ვეღარ გაოცებ უკვდავი ბგერით. შენი სინაზე ვერ მიდნობს გულ-მკერდს არც გაღიმება ფეთქავს იებით, ეს სიყვარული მოჰგავს ზღვისფერ მტრედს, რომელიც კვდება მიწის ძიებით. როცა მიხვალ სალოცავის კარებთან, ერთი ლოცვა გაიმეტე ჩემთვის, მე დღეს დავლევ ჩემს ძველ მოძმე ღამესთან, პოეზიას ფრთებს შევუზრდი შენთვის. და მიფრინავს დროის ორბი მაღლა, ვით სიცოცხლე, ვით გრძნობები ძველი, ეჰ! სკულპტორო, კვლავ დაეშვა დაბლა, ჩვენ რას ვძერწავთ ან რისი ვართ მთლელი? დათა გულუა -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th April 2026 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი