![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#721
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
"მოვა... მაგრამ როდის?"
შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის; სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის! ყვავილები უხვადარის დენდის...მეფე მონის. ქარში ათრობს არემარეს ოხვრა ტრიანონის. და ლანდებად თეთრ სარკეზე ჩნდება სახე მკრთალი შუაზელი, ესტერგეზი და თვით დედოფალი. ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი. მხოლოდ თეთრი შადრევნებით მე ვერსალის ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით მტანჯავს მსუბუქ-მქროლი. დედოფალო! ლურჯი რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი! მიჰქრის დალალგადაყრილი: დოვინ, დოვენ, დოვლი... თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. 1918 გალაკტიონი. შეიძლება ვინმეს ედოს კიდეც ეს ლექსი მარა მე ძან მომწონს და დავდებ კიდევ -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#722
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
მამისაგან რჩევა და ჩვენება, თუ როგორი ცოლი შეირთოს
შვილო, მონახე ქალი ასეთი, ჭეშმარიტებით სწამდეს მას ღმერთი. მოიყიდე კაცი, გინა დედაკაცი, მას აძებნინე. ერიდე კახპას, ურცხვს, ლოთს და კაპასს, თორემ გიგინებს დედ–მამას, პაპას; მალ-მალე გიზამს ჩხუბსა, გაიმახვავს შუბსა, გაძგერებს გულსა. აქვს, თუ არა გაქვს, არ გაგიკითხავს; გეტყვის: არ მაცმევ შაიდიშთ ნიფხავს! მოგიდებს ყისტებსა, წამოგკრავს ქიშტებსა ჩაგამტვრევს ცხვირ-პირს. ანჩხლი და ურცხვი, თუ არის მრუში, ზედ შემოგჯდების, თუ ხელით უშვი; მოგიდებს მიზეზებს, შემოგკრავს მით დეზებს, დაგიჩხვლეტს გვერდებს. საითაც უნდა, იქითკენ წარებს, გადმოგიჭირებს მათრახებს მწარებს; აგიდებს აღვირებს, გატირებს, გაყვირებს, ისე გატირებს..…… დავით გურამიშვილი "ვედრება" ვედრება დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული, შენი ზვარაკია ღმერთო ჩემი სული. დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი, ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი. დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცვული, ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული. ტერენტი გრანელი ტერენტი გრანელი საახალწლო ელეგია" საახალწლო ელეგია მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს. მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს, მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს. მე იმდენად შევეჩვიე სევდას, ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა. მე იმდენად შევეჩვიე ღამეს, ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს. მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს. ტერენტი გრანელი ტერენტი გრანელი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#723
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ვისია არ მახსოვს მარა ჭეშმარიტი სიტყვებია თუ დავფიქრდებით
![]() "თუ ჯერაც უცნობ ცდომილ სამყაროს, გინდა გაუგო თავი და ბოლო, ყველაფერს, ბავშვს თუ მიწას აყალოს, შენი თვალებით უცქირე მხოლოდ!" -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T.L. |
![]()
პოსტი
#724
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
(მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...)
გიორგი საჯაია მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#725
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
პირამიდებში... იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს; გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს პაოლო იაშვილი -------------------- დიდგორი the best
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#726
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ბოლო სუნთქვა არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა, დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო, შენს თვალებში სიყვარული დამრჩა, სული უკვე დეკემბერით გაივსო. მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა, თან მომდევდა შეურყვნელი ქარი, აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა, აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი. დედამიწა შეიფოთლა ვერხვით და ეს დილა გათენდება მკვდარი შენ არ მოხვალ ჩემს კარებთან ფერხთით, ვერ დაგხვდები ოცნებებით მთვრალი. და ახალ ფეთქვას მოიტანს გული ასი წლის შემდეგ თეთრი ფიქრებით ნავსები სული გეძებდა დღემდე. და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე, თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები, გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი... ვერ მოედება ქარიშხალივით შენს კისერს კოცნა და ვერ მოვუსმენთ ერთმანეთის მაჯების ფეთქვას მე კი, ძვირფასო, გამაწამებს მტარვალი მოცდა მოცდა, რომელიც თან მოიტანს ღამეთა ხეთქვას. არ შეირხევა იმ დღესავით მთვარე სარკმელში და არ მოიტანს ჩვენი ყოფა აგვისტოს ბინდებს მე გავიხსენებ ამ ოცნებებს სასუფეველში, როცა სიცოცხლე კვლავ დაიძინებს. დღეს აგიზგიზდნენ ის კოცონები, შორით რომ ათბობდნენ ერთურთს, მე ვეღარ მოგწვდი ისე წახვედი და დაემსგავსე თეთნულდს. იქნებ კვლავ ვცდები და შენ ის არ ხარ, ვისაც ვეძებდი თვით ჟამთა სვლაზე, შენ ჩემთვის მაინც დედამიწა ხარ, რომელიც ღერძზე მოძრაობს ცვლაზე. ჩვენ კვლავ შევხვდებით სიზმრებში მაინც თეთრი ფარდებით სავსე კედლებში და ჩვენ შევხვდებით ცალ-ცალკე აისს უიმედობით სავსე ეკლებში. მე მაინც მახსოვს ზაფხულის ღამე, გამოღვიძებას რომ ჰგავდა თითქოს, ვერ მოვასწარი თვალის გახელა და ისევ ძველი სიბნელე მიხმობს. მოციქული ვარ მე სველი ქარის ვემშვიდობები მაგ ალვის თითებს დღეიდან ჩემში სიკვდილი არის, ძვირფასო ვეღარ ვერევი მითებს. და მე მარტო ვარ დეკემბრის თოვლში, შენი თვალები არ მწვავენ ცქერით, ვეღარ შევედი მე ზამთრის როლში, ვეღარ გაოცებ უკვდავი ბგერით. შენი სინაზე ვერ მიდნობს გულ-მკერდს არც გაღიმება ფეთქავს იებით, ეს სიყვარული მოჰგავს ზღვისფერ მტრედს, რომელიც კვდება მიწის ძიებით. როცა მიხვალ სალოცავის კარებთან, ერთი ლოცვა გაიმეტე ჩემთვის, მე დღეს დავლევ ჩემს ძველ მოძმე ღამესთან, პოეზიას ფრთებს შევუზრდი შენთვის. და მიფრინავს დროის ორბი მაღლა, ვით სიცოცხლე, ვით გრძნობები ძველი, ეჰ! სკულპტორო, კვლავ დაეშვა დაბლა, ჩვენ რას ვძერწავთ ან რისი ვართ მთლელი? დათა გულუა -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#727
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
თათი87
საყვარელია ძაან ![]() პარკში ღამდება, მწუხრი ზოზინით მიდის, პარკში მუსიკა უკრავს ბერლიოზს. - ვერ გავიგონე, ხვალე თუ როდის?.. რას იმანჭები, სთქვი, ქალო, ბოლოს! მკვირცხლი სიცილით იცინის ქალი და ეს სიცილი ღამეში სცურავს; სატრფო საყვარელს ეძებს დამფრთხალი და მოლოდინში გულს ლხენით სწურავს... - აუ, აქა ვარ, - კივის ჭრელკაბა. - გამოუჩქარე ფეხს, ბარემ, აბა!.. ელვა ელვარე, გიჟი გეტერა, მუსიკამ ვნებით აასიმღერა... ვზივარ და ვფიქრობ, არ ვიცი რაზე... მიყვება სული ხმებად ბერლიოზს, და ბალაგანის გახსენებაზე ვიგონებ ვერლენს, რემბოსა და ბლოკს!.. ტიციან ტაბიძე -------------------- დიდგორი the best
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#728
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
TuTashxia
![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
mirian17 |
![]()
პოსტი
#729
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,019 ![]() |
ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის, ესეც თურმე გმირობაა დიდი. არ ღირს ყოველივე დაინახო, არ ღირს ყოველივე მოისმინო, თუ გინდა ცხოვრება გაინაღდო ზედმეტი დარდი მოიცილო. ფერი ბევრია ყოველ დროში, ერთი აირჩიე ბაირაღად, მიტომ დაბრმავდა ჰომეროსი, რო ყველა ფერი დაინახა. ხმებს, მშვენიერ ხმებს ვეთხოვები, მაგრამ სულ ყველა მოისილა, მიტომ დაყრუვდა ბეთხოვენიც, რო ყველაფერი მოისმინა. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#730
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
როცა მოვკვდები
როცა მოვკვდები, ნუ შეუკვეთ ნედლ მუხის კუბოს, ნუ იდარდებტ თუ ობლად დარცა ჩემი ჭიშკარი, თან ნუ გამატანტ ბევრ ოქრო-ვერცხლს, არვინ მეცხუბოს, მაკმარეთ ოთხი გასარანდი ფიჭვის ფიცარი. ქელეხს ლოთების თავშესაფრად ნუ გადამიქცევტ, დედის ცრემლსა და შვილის სევდას ეცით პატივი ნაღდი ძმაკაცი უხორცოდაც ჭიქას წამიკცევს, თქვენ კი თამამად გამოხარით თქვენი არჩივი, იწვის სანთელი, სუფრის ბილოს უკვე მღერიან, ვინ ვის ეხვევა, ვინ ვინ ლოშნის, გაიგებ ვეღარ, გამაძღარნი და გალეშილნი ფლავსა ელიან, გადაავიწყდათ,მიცვალებულს ტიროდნენ წეღან, როცა მოვკვდები,ნუ დაგცვივათ ცრემლი მხურვალე, არა,ძვირფასნო,განა თქვენი ცრემლის ღირსი ვარ, მე სასაფლაო მელოდება კუშტი მდუმარე და ამ ქვეყნიდან სიყვარულით სავსე მივდივარ. როც მოვკვდები,ნუ ნუ სეუკვვეთთ ნედლ მუხის კუბოს, ნუ იდარდებთ თუ ობლად დარჩა ჩემი ჭიშკარი. თან ნუ გამატანთ ბევრ ოქრო-ვერცხლს, არვინ მეჩხუბოს, მაკმარეთ ოთხი გასარანდი ფიჭვის ფიცარი 1992წ ბოდბისხევი თამაზ ცაბუტაშვილი ჩამოკონკილი მათხოვარი, ყავარჯნით ხელში, მოადგა ფართოდ გაღებული რესტორნის კარებს, ჟამთა სიავეს მოეხარა საწყალი წელში და ძლივს ახელდა დასიებულ, წირპლიან თვალებს. გაშლილი სუფრა ქორწილის ხალხს დაპურებდა, გაჭირვებილთა სადღეგრძელოს სვამდა თამადა, ოთხი ვაშკაცი მოსულს ზედაც არ უყურებდა, ერთმა ისიც თქვა გაიყვანეთ წამიხდა მადა. და მათხოვარი გათრიეს ძუკნა ძაღლივით, ოფიციანტმა ზიზღისაგან გადაფურთხა, ის უბედური აღრიალსდა ობოლ ბალღივით, ღმერთმა კი მისი ცრემლი აკურთხა. ძლივსღა წამოდგა დაჩეჩქილი და დაბეგვილი, შიმშილს გრძნობა ავიწყებდა დახეთქილ წყლულებს, შიგნით თამადა,დიდი ყანწით ყელ მოღერილი, ადღეგრძელებდა ქვეყნად ყველა გაჭირვებულებს, 1991წ თ. ცაბუტაშვილი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
TuTashxia |
![]()
პოსტი
#731
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
ყივჩაღის პაემანი ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. გიორგი ლეონიძე ვგიჟდები ამ ლექსზე ![]() -------------------- დიდგორი the best
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#732
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
სამშობლოს სიყვარული,
ერთგულება და ტრფიალი, ვულკანის ამოფქრვევა კლდებზე თერგის გრიალი. თავდავიწყების მწვერვარი მთაში არწივის ტრიალი, ჩაუქრობელიკოცონი, ცეცხლის ალების ბრიალი. მზის ელვარება,მოწმენდილ ცაში მერცხლების სრიალი, ტყის ჩერო,ხის კენწეროთა ნიავქარიდან შრიალი. ანკარას წყაროს ლიკლიკი, ქვებზე ხტუნვა და წკრიალი, ოცნების,ნატვრის ახდენა, ვნებიდან გულის ფრიალი. ღვთიური მადლის მოფენა, ქორწილში ყანწის ტრიალი, სიცოცხლის დაბადება ახალი სისხლის ჩქრიალი. თენგიზ ლორთქიფანიძე -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#733
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
სამშობლოს სიყვარული,
ერთგულება და ტრფიალი, ვულკანის ამოფქრვევა კლდებზე თერგის გრიალი. თავდავიწყების მწვერვარი მთაში არწივის ტრიალი, ჩაუქრობელიკოცონი, ცეცხლის ალების ბრიალი. მზის ელვარება,მოწმენდილ ცაში მერცხლების სრიალი, ტყის ჩერო,ხის კენწეროთა ნიავქარიდან შრიალი. ანკარას წყაროს ლიკლიკი, ქვებზე ხტუნვა და წკრიალი, ოცნების,ნატვრის ახდენა, ვნებიდან გულის ფრიალი. ღვთიური მადლის მოფენა, ქორწილში ყანწის ტრიალი, სიცოცხლის დაბადება ახალი სისხლის ჩქრიალი. თენგიზ ლორთქიფანიძე სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და ტრფიალი, ვულკანის ამოფქრვევა კლდებზე თერგის გრიალი. თავდავიწყების მწვერვარი მთაში არწივის ტრიალი, ჩაუქრობელიკოცონი, ცეცხლის ალების ბრიალი. მზის ელვარება,მოწმენდილ ცაში მერცხლების სრიალი, ტყის ჩერო,ხის კენწეროთა ნიავქარიდან შრიალი. ანკარას წყაროს ლიკლიკი, ქვებზე ხტუნვა და წკრიალი, ოცნების,ნატვრის ახდენა, ვნებიდან გულის ფრიალი. ღვთიური მადლის მოფენა, ქორწილში ყანწის ტრიალი, სიცოცხლის დაბადება ახალი სისხლის ჩქრიალი. თენგიზ ლორთქიფანიძე -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
TuTashxia |
![]()
პოსტი
#734
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
მიდიხარ... მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება, თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე, ვინა სთქვა შენი გარდაცვალება, არა, უთუოდ დღეს დაიბადე. მიდიხარ, აღარ დაგემდურება, არც მიწიერი არც ზეციერი, ვინა სთქვა შენი უბედურება, არა, დღესა ხარ შენ ბედნიერი. მიდიხარ, ტკბილი გქონდეს მგზავრობა, სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი, ვინა სთქვა შენი მიუსაფრობა, არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი. მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს - ბედნიერს, ბედი სხვა არსად არი, შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი გალაკტიონ ტაბიძე -------------------- დიდგორი the best
|
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#735
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
რა უბდეური ვიქნებოდით, რომ გულს ალერსი
ხანდახან მაინც არ არტკბობდეს უმხურვალესი, არ იყოს სულში რაღაც წმინდა გრძნობა ფარული, არც დიდი ტანჯვა, არც დანდობა არც სიყვარული! როგორ გავძელებდით თუნდაც ერთ დღეს უსიხარულოდ, განა არსებობს ქვცეყნად ტკბობა უსიყვარულოდ? ისა რის მადლი, დიდი მადლი ცხოველმყოფელი, რითაც ცოცხლობს და თავს იწონებს წუთისოფელი... უმისოდ აბა თავისუფლად როგორ გაივლი, ფური ხარირემს შესციცინებს, ყვავილს-ყვავილი, და ამ ურთულეს, ბრძოლით სავსე ცხოვრების გზაზე,- ჩვენც სიყვარულის შვილები ვართ ამ ქვეყანაზე. დიდება შენდა, დიდო მადლო უზესთაესო, ბედნიერია, ვისაც სული შენით აევსო! -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#736
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! ახლა კი სამარეა შენი განსასვენები! რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს! მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება. მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები, როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! გალაკტიონ ტაბიძე -------------------- დიდგორი the best
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#737
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(ის იყო ყველგან...)
ის იყო ყველგან, ყველგან და არსად, უკვე ქცეული არსობის არსად, ტკივილის ფასად და ცრემლის ფასად ცოდვილი სულის დახსნას ცდილობდა... გამორიყული ყოფიერების უკიდეგანო სანაპიროდან. გაორებული მისი არსება, როგორც საკუთარ თავთან მსგავსება — სარკის პრიზმაში გადამსხვრეული — იძენდა ფორმას, როგორც გრძნეული, მაგრამ არ ჰქონდა ფორმას სხეული... ხედავდა, გრძნობდა, ეძებდა რასაც — გაფაციცებით და გამალებით, გამჭოლი მზერით წვდებოდა არსსაც, მაგრამ არ ჰქონდა არსად თვალები! იყო? არ იყო? მაინც რა იყო ასე რთული და ასე ადვილი, ერთი არსება ორად გაიყო, ვინ მოუნაცვლა სივრცეს ადგილი?!. ნუ შეეხებით ხსოვნებს, რომლებმაც სულში სინათლედ დაიბინადრეს... რომ აგისრულდეს ოდესმე, სადმე მთელი არსებით რასაც ინატრებ... ეკა ბაქრაძე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
marine |
![]()
პოსტი
#738
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ციცინათელა
მთებს მოეხურათ ღრუბლები დასტად, გადაღლილ მთვარეს ეძინა შვებით, ციცინათელა შენს ლამაზ ბაღთან ოქროსფერ ხაზებს ავლებდა რქებით. გახარებული ბუნების როკვით არ ცნობდი, კარგო, სიცოცხლის რიდეს, და ოცნებების ხელთ გეპყრა თოკი გონების თაღზე დაკიდულ კიბედ. ვიცი, რომ მაშინ ფიქრობდი ჩემზე, ის მოუღლელი ციცინათელაც... თორემ, სხივებს რად მაღვრიდა ხელზე, ან რად დასჭირდა გრძნობის გამხელა. ზღაპარი იყო ის ღამე მართლაც, მატკბობდა სუნი მაგ ფაფუკ თმების. იხატებოდა შვებაც და განცდაც, ციცინათელას ოქროსფერ რქებით. ფრიდონ გელაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნიკოლოზ_V |
![]() ![]()
პოსტი
#739
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ვერ შევიყვარებ სხვას
მუდამ შენ გერთვის ჩემი ოცნება, როგორც მდინარე ზღვას. შენს სიახლოვეს მზე იკოცნება, ვერ შევიყვარებს სხვას. მან გამიტანოს, ვისაც მივენდე, გავკარ ზვირთების მხარს. შენი ღიმილიც დამაიმედებს, გამიხსნის ზეცის კარს. შუბლს შეიკრავ და შუქიც გაქრება, და შემიხუთავს სულს. რატომ იმეტებ ღიმილს ნაკლებად, რატომ მიჩაგრავ გულს. ჩემი ოცნების შენ ხარ დობილი, თვითონ ოცნების ზღვავ! პირველ სიყვარულს გულდანდობილი, ვერ შევიყვარებ სხვას! -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
Маиа |
![]()
პოსტი
#740
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
Александр Блок
Антология русской поэзии АНГЕЛ-ХРАНИТЕЛЬ Люблю Тебя, Ангел-Хранитель во мгле. Во мгле, что со мною всегда на земле. За то, что ты светлой невестой была, За то, что ты тайну мою отняла. За то, что связала нас тайна и ночь, Что ты мне сестра, и невеста, и дочь. За то, что нам долгая жизнь суждена, О, даже за то, что мы - муж и жена! За цепи мои и заклятья твои. За то, что над нами проклятье семьи. За то, что не любишь того, что люблю. За то, что о нищих и бедных скорблю. За то, что не можем согласно мы жить. За то, что хочу и смею убить - Отмстить малодушным, кто жил без огня, Кто так унижал мой народ и меня! Кто запер свободных и сильных в тюрьму, Кто долго не верил огню моему. Кто хочет за деньги лишить меня дня, Собачью покорность купить у меня... За то, что я слаб и смириться готов, Что предки мои - поколенье рабов, И нежности ядом убита душа, И эта рука не поднимет ножа... Но люблю я тебя и за слабость мою, За горькую долю и силу твою. Что огнем сожжено и свинцом залито - Того разорвать не посмеет никто! С тобою смотрел я на эту зарю - С тобой в эту черную бездну смотрю. И двойственно нам приказанье судьбы: Мы вольные души! Мы злые рабы! Покорствуй! Дерзай! Не покинь! Отойди! Огонь или тьма - впереди? Кто кличет? Кто плачет? Куда мы идем? Вдвоем - неразрывно - навеки вдвоем! Воскреснем? Погибнем? Умрем? Анна Ахматова Дал Ты мне молодость трудную. Столько печали в пути. Как же мне душу скудную Богатой Тебе принести? Долгую песню, льстивая, О славе поет судьба, Господи! я нерадивая, Твоя скупая раба. Ни розою, ни былинкою Не буду в садах Отца. Я дрожу над каждой соринкою, Над каждым словом глупца. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 11:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი