IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 36 37 38 39 40 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
teo..
პოსტი Dec 13 2007, 08:04 PM
პოსტი #741


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



მარადიულობა თუ გონთა სამეფო

მარადიულობა და გონთა სმეფო,
რა არის უკვდავი??. რა უნდა დაემხოს??.
ფიქრები ერთმანეთს უქმნიან ლაბირინთს
უაზრო აზრები - აზრებთან პაექრობს.

რა არის -უაზრო, ან, აზრი -გენია??
თვით თეთრი ფერიც კი - ათასი ფერია.
ჩრდილები თან სდევენ საგნებს ცის ქვეშეთში,
ყველაფერს, რასაც ღვთის ხელი ურევია.

ამიტომ - დიადი, მთლად შეუცნობია.
ვინ არის -იუდა?? ვინ არის - ბერია??
რა ფერის ბალახი ამოდის მდელოზე,
იქ, სადაც ათონის წმიდანი ბერია...

გინახავთ?? ოდესმე ხრიოკი უდაბნო,
ან ლომის ბოკვერი - პაწია, უმანკო,
ჯერ არ მოვლენილა ამ წუთის სოფელში
მთლად წყალ -წაღებული, ანდა მთლად უნაკლო.

დრო მიჰქრის... კულისებს კვლავ ფარავს ფარდები.
სად მრავლობს ეკალი?? სად ხარობს ვარდები??
ბრმის დარად თუ დახვალ, რას ერჩი სუფლიორს,
პასუხს არვინ აგებს ასეთი ბრალდებით.

კვლავ ათას ფერებით ირევა სამყარო,
ვიღაცა ამეფებს გონებით ავადმყოფს.
მთლად მძიმე თავთავი გართხმულა მიწაზე,
შტერი კი, ყველასთან უტიფრად ამაყობს.

ჩემს თავზე კვლავ ბრუნავს დრო-ჟამის უღელი,
სიხარულს დარდი სცვლის... საქმეა ულევი.
წლები წლებს მისდევს და ძველსა სცვლის ახალი,
სამყარო ბრუნავს და კვლავ რჩება უცვლელი.

დღე ერთი, ვითარცა - წელია ათასი.
ვის როგორ აბრუნებს -წესი და ადათი,
ვიღაც ამოსუნთქვას ვერ ასწრებს ამქვეყნად,
ვიღაცას შემოაქვს - სიცოცხლე ხალასი.

სამყაროს შემოქმედი - მართლაც რომ გენია!
ყველა ინდივიდი თავისთვის - ერთია.
სხვა არის - მადლი და სხვა - ნიჭთა მარაგი,
გიჟი და ჭკვიანი უფლისთვის ერთია.

ვისთვის, ცოდვა-მადლის გარჩევაც ძნელია.
გლახაკის შველა და კაცთაკვლაც ერთია.
ვისთვის, შეუცნობი გამხდარა უფალი,
ბიბლია, თორა და ყორანიც ერთია.

გზა,კი, სავანისკენ ვიწრო და თეთრია.
სიცოცხლე - ნათელი დიდების სვეტია.
შორს, ჩემგან სიკვდილი! დე გარდავიცვალო!
უფალთა-უფალი იესოც ერთია!

უფალი - ერთია!..უფალი - ერთია!

12.03.2007
ნიუ-იორკი
თეა კანდელაკი


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 14 2007, 01:16 AM
პოსტი #742


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მარტოობის ტრიოლეტი


მე ფრთები შევალეწე ნაცრისფერ ღრუბლებს
შენთან წვიმასავით მიწად ჩამოვხტი
მე ზღვად ავეფარე შინდისფერ მუხლებს
და უსაშველო სტიქიებს ვაპობდი.

ზღვა კი ისევ ძალიან ღელავს
ზეცას ეკრობიან სიშორეები,
გულმა მიატოვა მშობლიური ჩარჩო
ჩემს კართან სთვლემენ ალეგორიები

თითქოს ჩამოთლილი სხეული დამაქვს
და ჭრილობებში სძინავთ დემონებს
ბედი ულმობელი თლიდა შავ ფანქარს
ვგავდი აკვარელით შეპყრობილ მონეს

მე ზეცას ჩამოვჭერი შენი თითები
ჩემი სასთუმალის ნაოჭში ჩავრგე
დილით ამოცოცდნენ ბრინჯაოს კვირტები
და ზედ დავამარცხე დაღლილი ბაგე

ხვალინდელი დილა ჩემთვის სარკმელია,
შემოცურული ნავით განთიადი,
გთხოვ, არ გაიხადო სხივი კამელია,
შლეგი კარმენივით ჩემს წინ დატრიალდი

ლურჯი ტყეების მე ვარ ხიზანი,
ზღვები ოდესღაც შენთვის დავლიე,
ახლა კი უკვე მკვდარი მიზანი,
მე ნადირობის გზა ვარ დალიმდე

ფეხი წამოვკარ დაღლილ სონეტებს,
ძველ დღიურებში ვერ ვხედავ გემებს,
ცაზე გვირაბად გათხრილ კომეტებს
დასასრული აქვთ შენსავით მზეზე.

მარადისობის დამწვარ კოშკებზე,
ატუზულია გულის ბალანი
და ფურცლის ერთგულ თანამეცხედრედ
რჩება პოეტის თეთრი კალამი

სანამ გაიტან ჩემგან გარდასვლას,
ძვირფასო კარი მიხურე ძლიერ,
ბაგის ხავილი რომ არ გაშიშვლდეს,
რომ არ მაჭრიდეს სახიდან იერს

მე დღეს დავთმობდი ოკეანეებს
ფრთებს ზეციურს და თუნდ ამ მიწიერს
პოსეიდონის ტალღებს ნაბოძებს
თუნდ ბროლის მკლავებს, თოვლით ნაციებს

ოღონდ მფარავდეს თუნდ შენი მზერა,
თრთოლვა ცვიოდეს ჟანგიან გონგს,
დაე, მოვიდეს სიკვდილი ქერა,
ოღონდ კარებზე შენმა თითებმა,
მიაკრან ბგერა ღარიბი: ნოკ ...

სასთუმალს ამოცოცდნენ ბრინჯაოს თითები
და ზედ დავამარცხე დაღლილი ბაგე
შენთან მოვდიოდი ქარებში წუხელ
და შენს კართან დამხვდა ღიმილით სარკე


დათა გულუა


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 14 2007, 02:13 AM
პოსტი #743


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ალეგორია


მზე ჩაილეწა კლდეთა ნაოჭში,
ფრთებზე დააკრო ლურჯი სანდალი,
დღეს ხომ ტორფივით ღმუის ჭაობი,
სად არის ფერფლი, გულის სადარი?!

მკლავდანგრეული ზეცის პრომეთე,
ღრუბლებზე ჯაჭვებს ვედიდგულები,
მიქელანჯელოს ბედის მოკეთე,
ჩვენ ორნი ედემს ვართ დარგულები.

ფერთა გოლიათები ცას კაბას აუწევენ,
და სამოთხის კარების გვესმის ჟრიამულები,
ჩვენს ოცნებას ღმერთები ცის აკვანს დაურწევენ
და ქედზე აინგრევა გუნდი ნიამორების.

ხიდი ამოილეწა, სულთა შორის ბონდები,
ქარის სველი თმებიდან შემომხედეს ლანდებმა,
შენი მზერიდან ხტიან ალისფერი ქორდები
და აღმიძრა ოცნება შორით დანაბადებმა

სველია ცრემლით ხე სარეცელი
და უკვე მთვარე მზის ნაქონია,
მახსოვს ბაჯაღლოს ფრთის სავარცხელი
და ჩემში შენი ალეგორია.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 14 2007, 02:39 AM
პოსტი #744


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ქალია დილა

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.


მუხრან მაჭავარიანი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 14 2007, 02:28 PM
პოსტი #745


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



Здесь приходится жить в разлуке
И скрывать от других мечту,
Здесь, бывает, протянешь руки -
А встречаешь в ответ пустоту.

Здесь так часто не верят словам,
И о старых друзьях забывают.
И, конечно же, лучше там,
Только я всё равно скучаю...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 14 2007, 02:35 PM
პოსტი #746


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Dec 14 2007, 02:39 AM) *

ქალია დილა

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.


მუხრან მაჭავარიანი

მუხრანზე თუ წავიდა საქმე, აი:

ქალი, შენსავით აღმძვრელი მადის,
არ შემხვედრია დღემდე.
შუახნის კაცის მოისხი მადლი,
მენდე!



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 14 2007, 02:41 PM
პოსტი #747


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ა. ტარკოვსკი

***
Вот и лето прошло,
Словно и не бывало.
На пригреве тепло.
Только этого мало.

Все, что сбыться могло,
Мне, как лист пятипалый,
Прямо в руки легло,
Только этого мало.

Понапрасну ни зло,
Ни добро не пропало,
Все горело светло,
Только этого мало.

Жизнь брала под крыло,
Берегла и спасала,
Мне и вправду везло.
Только этого мало.

Листьев не обожгло,
Веток не обломало...
День промыт, как стекло,
Только этого мало.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 14 2007, 02:49 PM
პოსტი #748


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(M.M. @ Dec 14 2007, 02:35 PM) *

მუხრანზე თუ წავიდა საქმე, აი:

ქალი, შენსავით აღმძვრელი მადის,
არ შემხვედრია დღემდე.
შუახნის კაცის მოისხი მადლი,
მენდე!

ახლა დავფიქრდი როგორ გამოვიდა laugh.gif . თათი, შენ არ გგულისხმობ ამ ლესის ადრესატში laugh.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2007, 03:10 PM
პოსტი #749


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,776
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გუშინ დაწერილი ჩემი უბრალო


ლექსი


ჩემი ნაფუნჯარი ლექსი,
მხოლოდ წუთხანობით მოცლა,
ჩემი ფიქრისფერი სიტყვა,
ცრემლებდადებული ლოცვა,
პწკარედ-პწკარედების ხიბლი,
ამურდაპყრობილი მზერა,
ფუნჯი, საღებავი, ტილო,
სითბოგაუკრთობი კერა,
ჩემი ნამეხარი მუხა,
დროგადალახული ხიდი,
თვალებმიჩვეული მზე და
უფლის სიყვარული დიდი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Dec 14 2007, 05:44 PM
პოსტი #750


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



მზექალო,
მეხსა ჰგავს ქარაფთა მხლეჩავსა
უარის პირბასრი დანა:
სრავს იგი
სასტიკი
მიჯნურ გულს ბეჩავსა,
ხლეჩავს რა
სხეულსაც თანა...

უარი უთუოდ ჩამოგავს უკუნსაც,-
უცებ რომ გვეცემა თავზე;
ის არის
მდინარის
მძვინვარი უკუსვლაც,-
მშრალზე რომ დარჩება თევზი...

ავხმე, მზექალო,
იცოდე ნეტავი
როგორ კლავს უარი-ჟამი;
უარი ხმალია-ოთხივ მხრივ მკვეთავი,
ფხაზე რომ აცხია შხამი...

უარი მხეცად ქმნის უწყინარ ცხუარსაც,
მისგანვე მოისრას გმირი...
მზექალო,
ნუმც გასმენს უფალი უარსა,
გადმოსულს მიჯნურის პირით!..


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Dec 14 2007, 06:12 PM
პოსტი #751


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



" ავად ხარ წევხარ,დადიან
შენს სანახავად, გიკვირს ხომ?
არ ძალმიძს მზექალს დარდიანს
რომ შეგხვდე, ისევ გიხილო.
გუშინ დედაშენს შემოვხვდი
შენგან გვემული დარდითა
არ მითხრა სახლში შემოდი
მზექალი ნახე - არ მითხრა. "


გაბრიელ ჯაბუშანური


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Dec 14 2007, 06:34 PM
პოსტი #752


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



ჰაერობანა

-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰაერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia-O-Keefe
პოსტი Dec 14 2007, 06:54 PM
პოსტი #753


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი № 3,041



ქალის ეპოქა
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.


--------------------
არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 14 2007, 11:04 PM
პოსტი #754


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



M.M.
ციტატა
ახლა დავფიქრდი როგორ გამოვიდა . თათი, შენ არ გგულისხმობ ამ ლესის ადრესატში

laugh.gif შენ რა შუაში ხარ მუხრანის ლექსია laugh.gif laugh.gif



აი კიდე smile.gif

სამი დღეა...

სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა —
ის.

marine
ციტატა
ლექსი


ჩემი ნაფუნჯარი ლექსი,
მხოლოდ წუთხანობით მოცლა,
ჩემი ფიქრისფერი სიტყვა,
ცრემლებდადებული ლოცვა,
პწკარედ-პწკარედების ხიბლი,
ამურდაპყრობილი მზერა,
ფუნჯი, საღებავი, ტილო,
სითბოგაუკრთობი კერა,
ჩემი ნამეხარი მუხა,
დროგადალახული ხიდი,
თვალებმიჩვეული მზე და
უფლის სიყვარული დიდი.



wub.gif wub.gif



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko__dvali
პოსტი Dec 14 2007, 11:51 PM
პოსტი #755


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 14-December 07
წევრი № 3,419



აუ პოეზიის დიდი მოყვარული ვარ!!! ყველაზე ძალიან გალაქტიონი მომწონს!!
ეს ლექსი არ მოგწონთ ხალხო??
მზეო თიბათვისა მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები


ტანჯვა განსაცდელში თვალი მიურიდნე
სული მოუვლინე ისევ შენმიერი
დილა გაუთენე ისევ მზიური
და სული უმანკოთა მიეც მშვენიერი!!!


ხანმა უნდობარმან გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები!
მძაპრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება
მზეო თიბათვისა ამას გევედრები!!


აუ ეს ლექსი ძალიან მომწონს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


--------------------
არავინ ხდება იმაზე უცხო,
ვინც კი ოდესღაც გიყვარდა .....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 15 2007, 12:24 PM
პოსტი #756


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Dec 14 2007, 11:04 PM) *

M.M.

laugh.gif შენ რა შუაში ხარ მუხრანის ლექსია laugh.gif laugh.gif

რა ვიცი, რამე არ იფიქროს-მეთქი... rolleyes.gif
ეს ლექსი ჩვენი ფიზიკის მასწავლებელმა უთხრა ქართულისას, მერე გავიგე მუხრანისა რომ იყო

ჰმ, პოეზია?
აი, აპიაწ შოთა (ეს სტროფი მიყვარს ძალიან):

ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთა;
ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთა;
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად;
იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 15 2007, 01:46 PM
პოსტი #757


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



(ზღვას ალერსიანს...)


ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიმშვიდეს ვთხოვდი.
ის იდგა ჩემს წინ - მონუსხული
ვეფხვივით თრთოდა.
ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიხარულს ვთხოვდი...
ხელს მილოკავდა და თვალებით
იმასვე მთხოვდა!

ანა კალანდაძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Dec 15 2007, 02:21 PM
პოსტი #758


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2007, 04:10 PM
პოსტი #759


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,776
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
თუ სიყვითლე ზღვის ქარებში აიშლება,
ვერ დავუშლი თვითმკვლელობას გრძნობებს,
ეს თვალები თუ იისფრად ატირდება,
მაშინ ყველა სილამაზე მოკვდეს.

* * *

ლექსი - ჩემი სულის ისტორია,
ლექსი - სიმარტოვე დაჭრილი...
აღარც ბეთჰოვენის სიმფონია,
აღარც უკვდავების აჩრდილი...

* * *

სამლოცველოს თუ დაადგა ბინდი
და როდესაც მარტო ვარ და ცივა,
რომც მინდოდეს, ვერ ვიქნები მშვიდი,
თუ წარსული სიგიჟემდე მტკივა.



მღვდელი პეტრე კვარაცხელია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 18 2007, 05:01 PM
პოსტი #760


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ციტატა(marine @ Dec 18 2007, 03:10 PM) *



* * *

სამლოცველოს თუ დაადგა ბინდი
და როდესაც მარტო ვარ და ცივა,
რომც მინდოდეს, ვერ ვიქნები მშვიდი,
თუ წარსული სიგიჟემდე მტკივა.



მღვდელი პეტრე კვარაცხელია


wub.gif unsure.gif ლამაზია wub.gif


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 36 37 38 39 40 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 03:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი