![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#761
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
* * * თუ სიყვითლე ზღვის ქარებში აიშლება, ვერ დავუშლი თვითმკვლელობას გრძნობებს, ეს თვალები თუ იისფრად ატირდება, მაშინ ყველა სილამაზე მოკვდეს. * * * ლექსი - ჩემი სულის ისტორია, ლექსი - სიმარტოვე დაჭრილი... აღარც ბეთჰოვენის სიმფონია, აღარც უკვდავების აჩრდილი... * * * სამლოცველოს თუ დაადგა ბინდი და როდესაც მარტო ვარ და ცივა, რომც მინდოდეს, ვერ ვიქნები მშვიდი, თუ წარსული სიგიჟემდე მტკივა. მღვდელი პეტრე კვარაცხელია ![]() ![]() ნახევრად ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი შემოდის, განჯღრევს ნახევრად ფხიზელს, ოცნებას ადევს ნახევრად ლუქი და სანახევროდ ახდება ისევ. ნახევრად ბრძოლა, ნახევრად დაღლა და ხმა სინდისის ნახევრად ისმის, ნახევრად გახდილ მიდიხარ ქალთან, რომელიც არის ნახევრად სხვისი. ნახევრად რჩები, ნახევრად წახვალ და სულიც შველას ნახევრად ითხოვს. ნახევრად დაბლა, ნახევრად მაღლა, შენ სანახევროდ იცოცხლე თითქოს. გაგა ნახუცრიშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#762
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
სი რექ ჩქიმი ბჟა დო თუთა,
ჩქიმი ორდო, დღა დო სერი, ჩქიმი ცირა თომაკუტა, ჩქიმი ჭყორი ოქროშფერი! ქოგმაგონი სქანი ძიცა, სქან ღურჭული, მარჭიხოლი! გომინათი წკვარამი ცა, უსქანოთ ვორექ ობოლი! აბრაგ ვორექ, ვართ იუდა, მუთ მადარენქ იუდას? ჩქიმ ყოროფა ვაგიღუდა, ჩქიმი ცოდა გიღუდას! მ. ქავთარაძე -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#763
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
სი რექ ჩქიმი ბჟა დო თუთა, ჩქიმი ორდო, დღა დო სერი, ჩქიმი ცირა თომაკუტა, ჩქიმი ჭყორი ოქროშფერი! ქოგმაგონი სქანი ძიცა, სქან ღურჭული, მარჭიხოლი! გომინათი წკვარამი ცა, უსქანოთ ვორექ ობოლი! აბრაგ ვორექ, ვართ იუდა, მუთ მადარენქ იუდას? ჩქიმ ყოროფა ვაგიღუდა, ჩქიმი ცოდა გიღუდას! მ. ქავთარაძე ![]() 5იანზე გავიგე ყველაფერი ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მარიამი |
![]()
პოსტი
#764
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#765
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მე 4-იანზე ![]() ![]() ისა მიჩურჩულე რააა ![]() ყინწვისის აფთარი და ანგელოზი ანგელოზია, როგორც სინდისი, ანგელოზია უთვალავი ფრთით, ლოცვა მოისხა ბაღმა ყინწვისის, აფთარის ლანდით შუაღამე კრთის. მკერდზე ტერფებით დამადგა ნისლი, ნუთუ ვიღაცა ჩემზე ლოცულობს, თითქოს ვარსკვლავიც ნაპერწკალისთვის ცის ნაპირს ითხოვს, რომ შემოცუროს. სამყაროს ბოლოც, სამყაროს საწყისს შეხვედრის ადგილს ყინწვისთან უდებს, დღეს ქარი ჩადგა, დღეს უკვე არ წვიმს, დღეს ფრთების შრიალს ყური მივუგდე და ფრთებთან ერთად აფთარის კვნესამ არც დააყოვნა, უღრანში ატყდა, ღამემ წიწვებით მთვარე აკემსა, მზეს შეუღრინა, მზე კი ბრმას ჰგავდა. ანგელოზია, როგორც სინდისი, ყინწვისის მპოვნელს ნეტავ რას მიზამს, რომ მისი ხილვის დღეს გავხდი ღირსი გააფთრებული შუაღამისას. დავით-დეფი გოგიბედაშვილი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მარიამი |
![]()
პოსტი
#766
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ისა მიჩურჩულე რააა იოანას ვთხოვოთ, კვალიფიციურად გვიჩურჩულებს ![]() არა, რაღაცეები მართლა გავიგე ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#767
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
![]() 5იანზე გავიგე ყველაფერი ![]() მე ეგ ლექსი ისე ვისწავლე, მნიშვნელობა არ ვიცოდი. მერე გამარკვიეს მეგობრებმა, მაგრამ ერთი-ორი სიტყვის მნიშვნელობა კარგად არ მახსოვს. უხამსი არაფერია, სუფრაზე შგიძლია თქვა ![]() გახსენებაზე, სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები რომ დავწერო, მოსულა? ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#768
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მე ეგ ლექსი ისე ვისწავლე, მნიშვნელობა არ ვიცოდი. მერე გამარკვიეს მეგობრებმა, მაგრამ ერთი-ორი სიტყვის მნიშვნელობა კარგად არ მახსოვს. უხამსი არაფერია, სუფრაზე შგიძლია თქვა ![]() გახსენებაზე, სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები რომ დავწერო, მოსულა? ![]() ხოდა ჩვენც გაგვარკვიე ცოტა ![]() ეს ლექსი და სიმღერაც მიყვარს ძალიან ![]() მხოლოდ ერთხელ... მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით? ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს მოგუგუნე ზარები და დარუბანდს ახლა ერთხელ მან ჩამოხსნას კარები! ახლა სხვამან აღაშენოს სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დასძრას დიდგორს, როგორც ერთხელ დავძარი! ახლა სხვასაც დაესიზმროს სიყვარულის სიზმარი და განეხვნეს ერთხელ სხვასაც კარნი სამოთხისანი! მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო! არჩილ სულაკაური -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#769
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
გედის ყივილი
ლურჯი ტალღით, ცელქით, ლაღით, ქოჩორს იყრის ტბის ფაფარი; მთვარის გული, დასისხლული, დაჰქათქათებს თავს დამდნარი; შორით გედი, თეთრი გედი, ერთვის ნელა ტბისა ქშენას; და განცდილი, მწვავი – ტკბილი, ეწვეთება სათუთ სმენას… – თვლემავს ნელა ის თეთრყელა, აგონდება ტურფა ლედა: როს მწყურვალი და მხურვალი მისი მკერდით სუნთქვას ლევდა; ოჰ, იმ სუნთქვის, ტკბილის, უთქმის, ახლაც ათრობს მას სურნელი; ფრთას ისწორებს, თავს იწონებს, ტკბილ ხსოვნაში სძირავს ნელი… და იქ, შორ – შორს, ვერცხლის ქოჩორს უცხო ხილვა თავს ადნება: თითქო ქაფში, თუ სარდაფში, ტურფა ლედა იბადება; შეჰკრა გედი, იცნო ბედი. გადაეშვა ტბის ლურჯა მკერდს; ლაღი – ფრენით, ვნება – ლხენით, აღწევს სატრფოს, ქაფად ნაკვეთს… – მაგრამ ლედა, ტკბილი ელდა. გაჰქრა სადღაც, ვით ჩვენება; შეჰკრთა მჭვრეტი, ტანწერწეტი, მოსწყდა გული, გატყდა ნება; გედი ქაფ – ტანს, სევდას ატანს, ეკვრის გულით, ტანჯვას უფრთხობს; ხოლო შორით მწარე გრძნობით – ვეღარ ნახავ – ნისლი უხმობს… – შედრკა გედი, იხსნა მკერდი, ყელი ლაღი მოიღერა; გულ – ჩამწყდარი, და თან მტკბარი, იწყო ცრემლთა მან სიმღერა; ტბის ფართე გულს, ათრთოლებულს, ეფინება ჰანგი მწირის; გედი დნება, გედი კვდება გედი ჰყივის, გედი სტირის... -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
თათი87 |
![]()
პოსტი
#770
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
(ფიქრზე ერთგულ ...)
ფიქრზე ერთგულ არაფერ, არ გუჩენავ უფალს ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ, იმედს მიხვევ მფუთავს. ფიქრით სამზეოს გავლევ, ვისთანაც გულს უხარს, ვისთანაც გინდ ჭერს იფარ, გიჟიკჟიკებ ბუხარს. ვისთანაც გინდ ლამაზად — სოფელს გავლევ უქარს, ფიქრზე ერთგულ არაფერ, არ გუჩენავ უფალს... ეთერ თათარაიძე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#771
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია... იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა... დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა... ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან... შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანა კალანდაძე ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნიკოლოზ_V |
![]() ![]()
პოსტი
#772
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
პოეზია თუ სახელდიდება?
პოეზია სიმდიდრე თუ სიცოცხლე? სიცოცხლე ქრისტე თუ ბარაბა? ქრისტე გალატეა თუ უბრალო ქოხი? გალატეა ხელოვნება თუ სიკვდილი? ხელოვნება ომი თუ მშვიდობა? მშვიდობა ჰერო თუ ლეანდროსი? ჰერო ხორცი თუ ძვალი? ხორცი ქალი თუ კაცი? ქალი მონახაზი თუ ფერადოვნება? ფერადოვნება სიყვარული თუ გულგრილობა? სიყვარული სიძულვილი თუ გულგრილობა? სიძულვილი ომი თუ მშვიდობა? ომი აწ თუ მარადის? მარადის ეს თუ სხვა? ეს შენ თუ სხვა? შენ ალფა თუ ომეგა? ალფა გამგზავრება თუ დაბრუნება? გამგზავრება სიხარული თუ მწუხარება? სიხარული მწუხარება თუ მოწყენილობა? მწუხარება ადამიანი თუ გულისთქმა? გულისთქმა ომი თუ მშვიდობა? მშვიდობა უყვარდე თუ გიყვარდეს? მე მიყვარდეს! -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
თათი87 |
![]()
პოსტი
#773
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
შენ
შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა გაუგონარი, მღვრიე დაწვითა, შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა და ამხანაგის გულში გაცივდა. როგორ დაეცა იგი დაჭრილი, როგორ კაწრავდნენ მიწას თითები და გაზაფხულის შორი აჩრდილი როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით. მაგრამ მითხარი, განა გიშველის, რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო! რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი ბავშვი უსახლო და უდედმამო! შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს... სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის, თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე. მირზა გელოვანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#774
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მელოდე
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი გული მელოდეს. შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს, ორღობეებში გასროლას დოღის, ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს. და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა, დაბალი ხმებით დუდუნი დოლის, აგიცხადდება სიზმარი შორი, გაგახსენდება დობილთა ზრუნვა. გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას, ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად, მშვიდობა ყრმობას და თამაშობას, მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება. ... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,- შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს. მირზა გელოვანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#775
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
მთვარეს მოჰყვებოდა ყოველთვის
ზურგს უკან ნამგალი დიდი. მთვარე სავსე იყო ხანდახან მას ვერ ერეოდა ჩრდილი. ერთხელაც ეს შავი ნამგალი ცამ ჩამოიტანა ჩემთან. თითქოს ბედნიერი არ იყო ისეთი მომაპყრო მზერა. ეს მზერა მე სწორედ იქ მომხვდა სადაც ტირის ხოლმე სული... თუმც ჩრდილმა ვერ გაძლო მიწაზე- ჩიტიც ხომ ვერ გალობს ღამით. მხოლოდ ამ ნამგალს თუ შეეძლო ჩვენი მარტოობის შველა. როგორც დამარცხებულ ტკივილებს ძალუძს ამ სამყაროს შეცვლა. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#776
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
***
თუ ჩემი სული დაბრუნდება ასი წლის შემდეგ, ის არ იქნება მიწა ან წვიმა, ის არ გადავა არც ერთ ქალში, რომელიც მე მგავს და არც ერთ კაცში, რომელიც უყვართ ბრმად და მწარედ ჩემნაირ ქალებს. ის არ გადავა არც ცხენებში ან არწივებში, რომელთა ხილვა არ მასვენებდა მთელი სიცოცხლე... თუ ჩემი სული დაბრუნდება ასი წლის შემდეგ, ის ჩასახლდება აკანკალებულ და თბილ კურდღელში, რომელიც ყვირის, როგორც კაცი, როდესავ კლავენ... ლია სტურუა ეს ლექსი ჩემმა კლასელმა დაწერა დიდ ხნის წინ გარდაცვალება უაზრო კითხვებს დამისვამს ხალხი: ნეტავ რა არის გარდაცვალება?! აბა, რა ვიცი, გარდავიცვალე, მე მხოლოდ შენით დღე მენატრება. ყვავილებია მიწის სურნელი, ყვავილებია ყველა ოცნება; მერე რა მოხდა, გარდავიცვალე... მაგრამ მე შენით დღე მენატრება. ბექა ჯანაშია -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თათი87 |
![]() ![]()
პოსტი
#777
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
იდუმალია ის გზა მესამე
იდუმალია ის გზა მესამე, ნუთუ ცხოვრებას ვერ გავექცევი. ქრის ქარიშხალი და მიდის ღამე, ისევ დროს მისდევს ჩემი ლექსები. დღენი მიჰქრიან, როგორც გედები, ვემორჩილები ისევ იმ ძალას. და ისევ კრთიან შორს იმედები და ჩემი გული გარდაიცვალა. ტერენტი გრანელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]() ![]()
პოსტი
#778
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
სულაც არ გიყვარს და არც გახსოვს,- და ამას ამბობ,
თუნდ დაგებეროს გულ-მკერდი და ღვარო ცრემლი. შენ ვეღარ შეძლებ უწინდელის მსგავსასდ იტირო,, სულაც არ გიყვარს და არც გახსოვს -ჰოდა, იტირე. უცბად შენიშნავ ჭრელ თვალებს და გაგახსენდება - რა დრო გასულა, რაც ამ თვალებს ეფერებოდი ! - და თითქოს გესმის, რანაირად ირხევა გულში ძველი ტკივილი და ნელნელა როგორ იღვიძებს. და შენს გარშემო ნამყოს შორი მოგონებები დაიწყებენ გაშმაგებულ სიკვდილის როკვას, და როგორც მაშინ, შენს წამწამზე გაჩნდება ცრემლი, მწარე ცრემლი, და დაბლა ჩამოვარდება. შენი თვალები დაკიდულნი - მზეები მკრთალნი - როგორც სინათლე გულის თოვლზე ისე დადნება, იშრიალებენ გარდაცვლილი სიყვარულები, გაიღვიძებენ ის პირველი მწუხარებანიც. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
თათი87 |
![]()
პოსტი
#779
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო
ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო, ახლა სასწაულს მხოლოდ მე ველი. და მე ვატყობდი: დრო მკლავდა, დაო, და დრო მიჰქროდა შეუმჩნეველი. თვალები სდუმდნენ და ცრემლებს ღვრიდნენ და ნელა ქროდნენ წამები თრთოლვის. იყო საღამო და უფრო ყვითელ შუქის გარშემო ბრწყინავდა თოვლი. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]() ![]()
პოსტი
#780
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
შენს გვერდით ქარი არ უბერავს მოუსვენარი
შენს ირგვლივ არის ნათელი და მშვიდი სამყარო. და ვარდისფერი ფიქრი ჩვენი, სხივთა მფენარი, თბილად ეხვევა გონებაში ოქროსფერ მაქოს. შენს გვერდით უტყვი სიჩუმეც კი ღიმილს მაგონებს. ნაზად ირეკლავს თვალი ღიმილს, და ხელთუქმნელი, როცა ვსაუბრობთ, ფრთას შეისხამს და იბატონებს აქვე, ჩვენს ახლოს, სიხარული ენით უთქმელი. შენს გვერდით სევდაც ყვავილებით დაფარულია, და რა ნეტარი გეჩვენება ცხოვრება ავი... შენს გვერდით, ჩემო, ყველაფერი ისე ტკბილია, როგორც ალერსი, მზეში ჩრდილი, თბილი ნიავი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 03:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი