IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 38 39 40 41 42 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
თათი87
პოსტი Jan 9 2008, 03:19 PM
პოსტი #781


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე


აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.
ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.
აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ტერენტი გრანელი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 9 2008, 10:02 PM
პოსტი #782


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ზღვას თან მოჰყვებოდა ფრინველთა გუნდი
ნიავი ოქროს ვარსკვლავებივით
თმაზე ნაზად მოგიალერსებს
გეამბორება ორივე ხელზე.

ქაღალდის მთვარე,
მოგონილი ზღვის სანაპირო
შენ რომ გჯეროდეს ცოტათი ჩემი
გამოგოილი სინამდვილედ აგიხდებოდა.

უსიყვარულოდ შენს გარეშე
ჟამი როგორ სწრაფად მეცლება.
უსიყვარულოდ შენს გარეშე
ეს სამყაროც პატარავდება.

ქაღალდის მთვარე,
მოგონილი ზღვის სანაპირო
შენ რომ გჯეროდეს ცოტათი ჩემი
გამოგოილი სინამდვილედ აგიხდებოდა.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Jan 10 2008, 01:13 AM
პოსტი #783


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



მიყვარს მარინა ცვეტაევა rolleyes.gif

ЦАРЮ - НА ПАСХУ

Настежь, настежь
Царские врата!
Сгасла, схлынула чернота.
Чистым жаром
Горит алтарь.
- Христос Воскресе,
Вчерашний царь!

Пал без славы
Орел двуглавый.
- Царь! - Вы были неправы.

Помянет потомство
Еще не раз -
Византийское вероломство
Ваших ясных глаз.

Ваши судьи -
Гроза и вал!
Царь! Не люди -
Вас Бог взыскал.

Но нынче Пасха
По всей стране,
Спокойно спите
В своем Селе,
Не видьте красных
Знамен во сне.

Царь! - Потомки
И предки - сон.
Есть - котомка,
Коль отнят - трон.

Москва, 2 апреля 1917,
первый день Пасхи



говорят что на дне океана
я твержу "неба на дне!"
мне в ответ "ты сново пьяна!"
"нет, я просто из вне"
И в бесшумном бою кто-то насмерть разбит
я ж с мечом окрававленным стою
"Посмотри, мой юнный Давид"
вот победа за любовь мою, я тебе отдаю
ты посмотришь и улыбнешься
и не нужно тебе все это
отвернешься, уйдешь, споткнешься
перейдешь в свое вечное лето

я ж останусь за гранями осени
в безмятежности
снова брошенна
в слабой жалости
сново бросившей,
"значит дважды одна"
Это все от того что дольше
ты не вытерпишь, это крах
"ТЫ НЕ ЛЮБИШЬ МЕНЯ БОЛЬШЕ
ИСТИНА В ПЯТИ СЛОВАХ"


Цветаева

Запах, запах
Твоей сигары!
Смуглой сигары
Запах!
Перстни, перья,
Глаза, панамы...
Синяя ночь
Монако.

Запах странный,
Немножко затхлый:
В красном тумане -
Запад.
Столб фонарный
И рокот Темзы,
Чем же еще?
Чем же?

Ах, Веной!
Духами, сеном,
Открытой сценой,
Изменой!


23 сентября 1917


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Jan 11 2008, 06:00 PM
პოსტი #784


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



კარგია, როცა გზის პირას ზიხარ
და გზა მდუმარებს უკაცრიელი
და შენს წინ, რუხი ასფალტის მიღმა
ხრიოკ ფერდობზე ჰყვავის იელი
და ჩუმი ნატვრა თუ მოლოდინი,
რომ ვიღაც უნდა გამოჩნდეს გზაზე
როგორც ნაცნობი, ძველი მოტივი
გამოუცნობი სიმშვიდით გავსებს.

მიხეილ ქვლივიძე

smile.gif


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 11 2008, 10:47 PM
პოსტი #785


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



გზები გაუვალი

გზები გაუვალი
და გზები გავლილი
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალზე თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.



გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს



გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.

სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუხდენელი მესმის ზღაპარი.

გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.

ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს; გარეთ წვიმს და წვიმს.



გალაქტიონ ტაბიძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 11 2008, 11:17 PM
პოსტი #786


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ბროწეულს ჰგვანან ქალები რომელთაც ვეტრფით
დიდხანს რომ დაგვეძებენ
გვპოულობენ
წვიმიან ღამით
მარტოობის ტკივილს გვიქრობენ სალუქი მკერდით
და გვიკაზმავენ თმას ცხელი ცრემლით
ქალები
მსგავსნი მოციაგე ზღვისპირეთისა
ქალები
მსგავსნი ბროწეულების.

თეთრ გედებსაც ჰგვანან ქალები, რომელთაც ვეტრფით,
ქალები
ჩვენი გულის სიღრმეში რომ ბინადრობენ,
მათი ფრთები
ანგელოზთა ფრთების მსგავსია,
მათი ძეგლები თითქოს ჩვენი სხეულებია,
ქალები ჰგვანან მშვენიერ და ლამაზ ხეივნებს,
თითისწვერებზე
შემართულნი
ახლოს მოდიან
გვიკოცნიან
თვალებს
გედები.

ტბებსაც კი ჰგვანან ის ქალები რომელთაც ვეტრფით
ტბებს ლერწმნარში გადამალულებს
ცეცხლოვანი ჩვენი თუჩები ჩურჩულებენ
ლამაზი ჩიტები დაცურავენ იმ ტბებში მშვიდად
და შემდეგ
როცა ზეცისაკენ აფრინდებიან,
წყალს ირეკლავენ სიამაყით
- წყლის ფრინველები -
ტბების ნაპირთან მდგარ ალვის ხეს
დავარქმევთ ლირას
მათი მუსიკა გულში გვიცხრობს
მწარე კაეშანს,
სულს აგვივსებენ
სიხარულით
და სიმშვიდით
ტბათა მსგავსი ის ქალები
რომელთაც ვეტრფით.

ბაირაღებსაც ვარქმევთ ქალებს რომელთაც ვეტრფით,
ვნების ქარიშხალს აჰყევბიან
გრძელი თმები და
აბრწყინებენ
უკუნ ღამეებს,
მომუჭულ ხელში უკავიათ
ჩვენი სიცოცხლე,
მათი მსუბუქი მუცლები კი
ცის კამარას ჰგავს,
ქალები ჩვენთვის კარიბჭენი
სარკმელნი
და ზღურბლნი არიან,
ბედის ვარსკვლავნიც ციმციმებენ იმათთან ახლოს.
სიყვარულის "სიტყვის კონას"
გვაგონებენ ნაირფერები
ქალის ტუჩები გვაგონებენ
მზესა და მთვარეს.

ბაირაღი იქცევა ჩვენთვის შესაფერის ბოლო სუდარად:
ბაირაღებს ხომ ვარქმევთ ქალებს ასე რომ ვეტრფით,
ტყეებს ვადარებთ ქალებს - ჩვენს მიჯნურთ
და ყოველი ხე სიყვარულის თრობისკენ გვიხმობს
როცა ხეები მოგვხიბლავენ
ნაბიჯს ავურევთ
და ვიკარგებით
საოცარია
სწორედ მაშინ
ვპოულობთ ჩვენს თავს
და მაშინ
ვცოცხლობთ
იმ დროს კი
როცა შორეთიდან წვიმის ხმა გვესმის,
ქარს მოაქვს ახლოს
საზეიმო მუსიკის ხმები
ან კიდევ სტვირით ხიფათს გვაუწყებენ,
ჩვენ ვერაფერი - რა თქმა უნდა - ვერ შეგვაშინებს
სანამ ხშირი ფოთლები გვიცავს
და ტყეს ვამსგავსებთ ქალებს
რომელთაც უზომოდ ვეტრფით.

მყუდრო სავანეს ჰგვანან ქალები რომელთაც ვეტრფით,
(ულამაზესი
ხომალდებისთვის
ერთადერთი ნავთსაყუდელი)
მათი თვალები
ზღის ტალღებსაც უმალ აპობენ,
და მხრები
დიდი სიხარულის ნიშანსვეტია,
ნავთსაყუდელთან
ზღვის ტალღები მოფერებაა
სირინოზები არ გვაწვალებენ
მხოლოდ და მხოლოდ
გზას
გვიჩვენებენ
ნავსადგურისკენ: ქალები ჩვენ რომ უსაზღვროდ გვიყვარს.

საყვარელ ქალებს აქვთ მარტოდენ ღვთიური არსი
და როცა გულში
ჩავიხუტებთ
ჩვენც ღვთაებებად გადავიქცევით
დავემსგავსებით მტკიცე კოშკებს
და ვერავინ ვეღარ დაგვაქცევს,
რადგან ქალები
თავის თეთრ ხელებს
შემოგვაჭდობენ
ათასი რჯულის ხალხი
მოდის
თაყვანი რომ გვცეს
რომ გადაეცეს
უკვდავებად ჩვენი სახელი
რადგან ქალები
რომელსთაც ასე ძლიერად ვეტრფით
ღვთაებრიობას
ჩვენც
გულუხვად
გვინაწილებენ.





--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Jan 13 2008, 05:09 PM
პოსტი #787


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



ნინოს
გოდერძი ჩოხელი


მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება.


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 13 2008, 05:19 PM
პოსტი #788


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ფრთები შევისხი ...


ფრთები შევისხი თუ წავიქეცი,
თუ დავიფერფლე ეჭვით ფარულით,
სიტყვად ამოვთქვი,
თუ ცრემლად მექცა _
ღირდა სიცოცხლედ
ეს სიყვარული...


თამაზ ჭილაძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 14 2008, 01:07 AM
პოსტი #789


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 14 2008, 12:03 PM
პოსტი #790


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ეჰ, კარგია პოეზია, მაგრამ კომპიუტერზე კითხვა მეზარება, თან დროც ცოტა მაქვს.

ციტატა(M.M. @ Dec 20 2007, 01:04 PM) *

სი რექ ჩქიმი ბჟა დო თუთა,
ჩქიმი ორდო, დღა დო სერი,
ჩქიმი ცირა თომაკუტა,
ჩქიმი ჭყორი ოქროშფერი!

ქოგმაგონი სქანი ძიცა,
სქან ღურჭული, მარჭიხოლი!
გომინათი წკვარამი ცა,
უსქანოთ ვორექ ობოლი!

აბრაგ ვორექ, ვართ იუდა,
მუთ მადარენქ იუდას?
ჩქიმ ყოროფა ვაგიღუდა,
ჩქიმი ცოდა გიღუდას!

მ. ქავთარაძე


ამ ლექსის ავტორი ეხლა შაბათს დაკრძალეს, 101 წლისა გარდაიცვალა. წიგნი მომცა ჭირისუფალმა და შეიძლება მოგაწოდოთ სხვა ლექსებიც, თუ არ დამეზარა smile.gif

თათი87
ნიკოლოზ_V
რაშია საქმე, აიღეთ ფორუმი? wink.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jan 14 2008, 01:13 PM
პოსტი #791


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



შოთაძე

ეგ ვისი ლექსია?


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 14 2008, 01:33 PM
პოსტი #792


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(აჩიკო @ Jan 14 2008, 01:13 PM) *

შოთაძე

ეგ ვისი ლექსია?

ნოდარ ჯალაღონიასი smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 14 2008, 02:41 PM
პოსტი #793


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(შოთაძე @ Jan 14 2008, 12:07 AM) *

ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.



უგვრძნია ბავშვს რას ერჩით? smile.gif 2kiss.gif


ციტატა(M.M. @ Jan 14 2008, 11:03 AM) *


თათი87
ნიკოლოზ_V
რაშია საქმე, აიღეთ ფორუმი? wink.gif


ა ტი პროწივ? wink.gif 2kiss.gif








wub.gif

(ვპოვე ტაძარი...)


ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!


მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!


მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!


მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;

მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,

მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!


მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —

არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!

დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!


ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!

ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!

ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,

და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!



ნიკოლოზ ბარათაშვილი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 14 2008, 04:10 PM
პოსტი #794


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Jan 14 2008, 02:41 PM) *


ა ტი პროწივ? wink.gif 2kiss.gif

ნააბაროტ


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jan 14 2008, 04:31 PM
პოსტი #795


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



მარიამი

მადლობთ smile.gif



თათი87

ციტატა
უგვრძნია ბავშვს რას ერჩით?


ეგ მე მეხება თუ ნოდარ ჯალაღონიას? biggrin.gif

yvavilebi.gif







ბოლო განწყობილება


სინამდვილე მივატოვე
და ოცნება ვინამდვილე,
წლებს თმა-წვერი მივათოვე,
წლითიწლობით ვიმარტვილე,
წილად მერგო სიმარტოვე
და ცხოვრების სიმარტივე.

აღარც მინდა, რამეს ვმკიდე,
ყველაფერი სულერთია.
სულო ჩემო, ცოტა კიდევ _
იქით უკვე სულეთია.


ვახუშტი კოტეტიშვილი


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 14 2008, 07:47 PM
პოსტი #796


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



* * *
როგორ დაგივიწყო, როგორ არ
მახსოვდე, როცა სიყვარული
შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ,
რა ვქნა, უშენობა, რომ არ
შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ
გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ
დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ
დაბრუნდები, მაინც გზას
გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ
გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში
მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი
არასოდეს,მაინც მიყვარხარ
და მაინც მენატრები!

* * *
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი
ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ
ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და
შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.
ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ
მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით
ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც
შევბრძოლებივარ.
ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს
ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს
ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.
მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს
შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად
მომდევს.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 14 2008, 09:19 PM
პოსტი #797


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



აჩიკო
ციტატა
ეგ მე მეხება თუ ნოდარ ჯალაღონიას?

ჩვენში დარჩეს და ეგ შოთაძეზე ვთქვი 2kiss.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko:
პოსტი Jan 15 2008, 12:59 AM
პოსტი #798


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587




მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ

მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ
და სადღაც ჩემზე ტირიან დები.
ახლა მარტო ვარ მე ბრძოლის ველზე
და ირგვლივ დგანან ურიცხვი მტრები.

და გამარჯვების დღე მოვა მალე,
ახლა გარშემო ქარია მხოლოდ.
შენ, მეგობარო, მომეცი ხმალი,
მინდა სისხლიან მტერს შევებრძოლო.

მე ამდენ დარდებს გულში რად ვაწყობ,
ანდა მიწაზე რა დამრჩენია.
დამამარცხებენ? დე დამამარცხონ,
ვგრძნობ მომავალი მაინც ჩემია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 15 2008, 01:01 AM
პოსტი #799


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ერთი მოკრძალებული შენიშვნა:
ავტორები მიაწერეთ.
თუ თქვენ დაწერეთ ეგეც გვითხარით, ბატონო smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 15 2008, 02:08 AM
პოსტი #800


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(kato_Bato @ Jan 15 2008, 12:01 AM) *

ერთი მოკრძალებული შენიშვნა:
ავტორები მიაწერეთ.
თუ თქვენ დაწერეთ ეგეც გვითხარით, ბატონო smile.gif

ავტორები და რამე რო ვიცოდეთ რა გვიჭირს tongue.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 38 39 40 41 42 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 08:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი