IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 39 40 41 42 43 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
k@the
პოსტი Jan 15 2008, 04:48 AM
პოსტი #801


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(kato_Bato @ Jan 14 2008, 08:01 PM) *

ერთი მოკრძალებული შენიშვნა:
ავტორები მიაწერეთ.
თუ თქვენ დაწერეთ ეგეც გვითხარით, ბატონო smile.gif

მოკრძალებული არ ვიცი მე, დაწერეთ ავტორები biggrin.gif

ნიკოლოზს იმდენი აქვს უავტოროდ დაპოსტილი, ყველა მაგის ლექსი მგონია და ლამისაა დიფირამბები ვუმღერო დიდ მეფე პოეტს biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 15 2008, 04:57 AM
პოსტი #802


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ავტორები და რამე რო ვიცოდეთ რა გვიჭირს

ვინც იცი შენც იმის ლექსები დაწერე smile.gif

ციტატა
ნიკოლოზს იმდენი აქვს უავტოროდ დაპოსტილი, ყველა მაგის ლექსი მგონია და ლამისაა დიფირამბები ვუმღერო დიდ მეფე პოეტს

ავტორის მითითებით რა აქვს დაპოსტილი თორე კი biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jan 15 2008, 05:02 AM
პოსტი #803


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ლილი ნუცუბიძე
სხვაგან არ მეძიოთ

მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!





კოლაუ ნადირაძე .

ოცნება საქართველოზე
სანდრო ცირეკიძეს


დავიწყებული ძველი ფონები
და ნანგრევები დიდ ციხეების:
ჩვენი დიდება მოსაგონები,
ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.

შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი...
მოთაფლისფერო სახე მამების;
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი
და შავი ხატი წმინდა სამების.

ნიშანი ბედის - კარზე ნალები,
სახურავები დასავსებული
და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები
უმანკო სევდით ამოვსებული





--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 15 2008, 05:04 AM
პოსტი #804


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(თათი87 @ Jan 15 2008, 03:57 AM) *

ვინც იცი შენც იმის ლექსები დაწერე smile.gif


მაგის თავი რო მქონდეს და ვარჩიო ვისი რა არის და ა.შ მაშინ კი არ დავწერდი tongue.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Jan 15 2008, 04:49 PM
პოსტი #805


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



კარგია, როცა გზის პირას ზიხარ
და გზა მდუმარებს უკაცრიელი
და შენს წინ რუხი ასფალტის მიღმა
ხრიოკ ფერდობზე ჰყვავის იელი.
და ჩუმი ნატვრა თუ მოლოდინი
რომ ვიღაც უნდა გამოჩნდეს გზაზე
როგორც ნაცნობი, ძველი მოტივი
გამოუცნობი სიმშვიდით გავსებს.


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Jan 15 2008, 08:05 PM
პოსტი #806


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ციტატა(marine @ Dec 18 2007, 04:10 PM) *

* * *
თუ სიყვითლე ზღვის ქარებში აიშლება,
ვერ დავუშლი თვითმკვლელობას გრძნობებს,
ეს თვალები თუ იისფრად ატირდება,
მაშინ ყველა სილამაზე მოკვდეს.

* * *

ლექსი - ჩემი სულის ისტორია,
ლექსი - სიმარტოვე დაჭრილი...
აღარც ბეთჰოვენის სიმფონია,
აღარც უკვდავების აჩრდილი...

* * *

სამლოცველოს თუ დაადგა ბინდი
და როდესაც მარტო ვარ და ცივა,
რომც მინდოდეს, ვერ ვიქნები მშვიდი,
თუ წარსული სიგიჟემდე მტკივა.



მღვდელი პეტრე კვარაცხელია


მარინე გაიხარეე2kiss.gif ვიცნობ მამა პეტრეს ძალიან საყვარელი ადამიანია,
და ძალიან ლამაზი ლექსები აქვს smile.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jan 15 2008, 08:21 PM
პოსტი #807


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მორის ფოცხიშვილი

ტორერო

დგას ტორერო კორიდაზე,
ბრბო ყიჟინით ითხოვს: ,,ოლე!" -
მთავარია ბრძოლა, თორემ
ხარებს ყასბებიც ჰკლავენ ხოლმე.

მოვლენ ისე, როგორც წავლენ,
წავლენ ისე, როგორც მოვლენ, -
მთავარია ფრენა, თორემ
ფრთებს ქათმებიც შლიან ხოლმე.

ცა იჭმუხნის ხშირად წარბებს,
მაგრამ მაინც გვწყალობს ობლებს, -
მთავარია რაღაც გწამდეს,
პირჯვარს ეშმაც იწერს ხოლმე!

.........................................

ნადირთა მეფედ
კვლავ შევრაცხეთ
რატომღაც ლომი...

თვითონ მხეცები რას ფიქრობენ,
არვინ კითხულობს
fiqri.gif



--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jan 15 2008, 08:48 PM
პოსტი #808


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



თათი87

ციტატა
ჩვენში დარჩეს და ეგ შოთაძეზე ვთქვი


მაშინ ჩათვალე გადარჩენილხარ biggrin.gif


ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.


ავტორი მე ვარ...


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 15 2008, 10:21 PM
პოსტი #809


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსი::::


ა.ვ.-ს


მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვას რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს ,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინის მსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისი ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი . . .
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა ,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ აბა რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ რა ვარ,
საიდან მოველ ან საით წავალ,-
და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

ლადო ასათიანი


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 15 2008, 10:28 PM
პოსტი #810


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



nuca ge
ნინ მაგ შენი კი არა ჩემი უსაყვარლესი ლექსია tongue.gif biggrin.gif
პ.ს. შემოდი სკაიპში სამქ მაქ mad.gif


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 15 2008, 10:35 PM
პოსტი #811


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(აჩიკო @ Jan 15 2008, 07:48 PM) *

თათი87
მაშინ ჩათვალე გადარჩენილხარ biggrin.gif


ავტორი მე ვარ...



მიმართლებს აი tongue.gif
ავტორი? laugh.gif განდიდების მანიით ხო არ ხარ შეპყრობილი? biggrin.gif



ტატოს ვედრება


გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!

მიხეილ ქვლივიძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jan 15 2008, 10:50 PM
პოსტი #812


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342










ეს ლექსი სრულიად ფორუმის მანდილოსნებს smile.gif


საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 15 2008, 11:57 PM
პოსტი #813


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(Gruzinski @ Jan 15 2008, 10:28 PM) *

nuca ge
ნინ მაგ შენი კი არა ჩემი უსაყვარლესი ლექსია tongue.gif biggrin.gif
პ.ს. შემოდი სკაიპში სამქ მაქ mad.gif



dry.gif dry.gif კარგია თუ მოგწონთ . . . rolleyes.gif მიხარია ნამდვილად გრუზინსკი!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisabedi
პოსტი Jan 16 2008, 02:20 AM
პოსტი #814


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 122
რეგისტრ.: 6-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,561



,,როს ამათრთოლებს ცახცახი კვირტის
და შუქს მოვსტაცებ ატმების ხანძარს,
იმ ჯადოსნური ფერებით ვიწვი
და გაზაფხული სხვაგვარად არ მწამს.
კორდები ღიმილს შემომაგებებს,
ნიავი კოცნის წაბლისფერ ნაწნავს,
მე ცისარტყელას ლარებზე ვმღერი
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს.
დავხუჭავ თვალებს,იების კონებს
უხვად შევაყრი ამ მიწას ამ ცას,
ერთს დავიღლები,ერთს-გაზაფხულზე,
მე გაზაფხული უშენოდ არ მწამს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 16 2008, 02:22 AM
პოსტი #815


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(Elisabedi @ Jan 16 2008, 02:20 AM) *

,,როს ამათრთოლებს ცახცახი კვირტის
და შუქს მოვსტაცებ ატმების ხანძარს,
იმ ჯადოსნური ფერებით ვიწვი
და გაზაფხული სხვაგვარად არ მწამს.
კორდები ღიმილს შემომაგებებს,
ნიავი კოცნის წაბლისფერ ნაწნავს,
მე ცისარტყელას ლარებზე ვმღერი
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს.
დავხუჭავ თვალებს,იების კონებს
უხვად შევაყრი ამ მიწას ამ ცას,
ერთს დავიღლები,ერთს-გაზაფხულზე,
მე გაზაფხული უშენოდ არ მწამს..."


ძაან კარგი ლექსია იზ ვისია ხომ არ იცი თუ ხვალ ტიტეს უნდა კითხო? rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisabedi
პოსტი Jan 16 2008, 02:26 AM
პოსტი #816


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 122
რეგისტრ.: 6-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,561



არ ვიცი ნინ ვკითხავ აუცილებლად.ეგ ლექსი წაგვიკითხა ტიტემ მთვარის შუქზე ისეთი გრძნობა იყო რო რა გითხრაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 16 2008, 02:40 AM
პოსტი #817


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



მოდი ერთ ლექს მეც ვიტყვი თუ დავწერ,რაც ქვია მოკლედ. smile.gif პირველად რომ მოვისმინე,მაშინვე დიდი ეფექტი ქონდა,და იმ დიდ "მორევში" a025.gif biggrin.gif რო გადავარდი ხო საერთოდ ეს ლექსი განსაკუთრებით შემიყვარდა.

შანდორ პეტეფი (უნგრელი პოეტი)

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

პ.ს.42 გვერდი თავიდან ბოლომდე არ წამიკითხა და თუ უკვე ეწერა ეს ლექსი ბოდიშს ვიხდი გამეორებისთვის.


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 16 2008, 02:53 AM
პოსტი #818


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



wink.gif ეჰ ნინ,ლექსების წერას რა აწყებინებს კაცს კი ვიცი მაგი მე biggrin.gif


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisabedi
პოსტი Jan 16 2008, 03:11 AM
პოსტი #819


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 122
რეგისტრ.: 6-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,561



ციტატა(Gruzinski @ Jan 16 2008, 02:40 AM) *

მოდი ერთ ლექს მეც ვიტყვი თუ დავწერ,რაც ქვია მოკლედ. smile.gif პირველად რომ მოვისმინე,მაშინვე დიდი ეფექტი ქონდა,და იმ დიდ "მორევში" a025.gif biggrin.gif რო გადავარდი ხო საერთოდ ეს ლექსი განსაკუთრებით შემიყვარდა.

შანდორ პეტეფი (უნგრელი პოეტი)

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

პ.ს.42 გვერდი თავიდან ბოლომდე არ წამიკითხა და თუ უკვე ეწერა ეს ლექსი ბოდიშს ვიხდი გამეორებისთვის.



გეთანხმები დიდი ეფექტი აქ ამ ლექსს.ნეტა თუ სევძლებ როდესმე ასეთ სიყვარულს?? შენ შეგძლებია როგორც ჩანსsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 16 2008, 03:16 AM
პოსტი #820


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



გალაკტიონის ლექსის რო არ დამეწერა არ შეიძლებოდა ეს ლექსი ძალიან მიყვარს ::::

მერის თვალები
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე
დახურულია გული, როგორც საკანი რამე.
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუბედურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა მხოლოდ სიკვდილი მინდა
არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე-
არე- მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამოიბურეს ზეცა, მისიც აღარა მჯერა-
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 39 40 41 42 43 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 08:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი