![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#821
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ამ ლექსისი ავტორი ზუსტად არ მახსოვს იქნებ იცოდეს ვინმემ . . .რატომღაც ძალიან მიყვარს . . .
*** სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი როგორც ფოთოლი, ობოლი ვიყავ მე მაშინაც სულით ობოლი, ჟამი მიჰქროდა ახალი დღის განრიდებული არ მშორდებოდა ჩემში მაინც ვნებული. დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა შენს სიყვარულს ვერ გავექეცი მაინც ვერასდროს, მეგობრობაში სიყვარულში, შურში მტრობაში მარტი ვიქნები და არა ვპოვო მარტოობაში. ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა სიმღერა, წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის ვერა. და თუ ოდესმე შორს ვინმე ტკბება სევდიან ხმებით, ის ჩემს ხმას მიჰყავს მე ვის წავყვე ჩემი წამებით. ან მეგობრობის თუ მომესმა ნეტარი ხმობა შემეძლება კი სიყვარული და მეგობობა? არც თუ მცირედი ჩაუდგა გულს სევდა ნაღველი , რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი ო, სად ხარ სადა უჩვეულო რაიმე ძალო სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
judi |
![]()
პოსტი
#822
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
გალაქტიონისაა, ლექსს ''უდაბნო''ჰქვია
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
T I K O |
![]()
პოსტი
#823
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
მიხეილ ქვლივიძე
ავტოპორტრეტი განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე, ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის... მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე — „კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“ მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს? ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი? სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა, რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი! საქმეა — ცხოვრების თარგი და ხარისხი და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია, და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!... ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება, მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი, ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება, ხან ბრძენი, ხანაც კი — ყოვლად უმეცარი. გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად, ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო, ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?! გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს, ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი? გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი? გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები, ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?.. თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ, მენდეთ და მომყევით და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება! მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია, კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!), ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!... რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია, როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?! დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა, საქმეა, საქმეა მთავარი!.. ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი, არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე... მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი „ავანტიურისტი“ მიხეილ ქვლივიძე! ![]() ![]() -------------------------------------------------- შოთა ნიშნიანიძე ცოტნე გმირია, დიდებული გმირი, ოღონდაც თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს, ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლიც- გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე! ამ პოეტზე არ ვგიჟდები, მარა ეს ლექსი ძაან მომწონს ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
აჩიკო |
![]()
პოსტი
#824
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
tiko282
პირველის მერე მეორე ვეღარ წავიდა. ![]() აბა რომელი მხატვარი დახატავდა მასეთ ავტოპორტრეტს? ![]() არ მარგო არც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორებო, სანამ ერთურთსა ვხედავთო, მოვკვდებით, დავიკარგებით, შავ მიწას ამოვხედავთო. შავის მიწისა ნაჟური გულზედა ჩამოგვდიოდეს. ტიროდეს ქალი და რძალი, ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს. ხალხურია ![]() -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
T I K O |
![]()
პოსტი
#825
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
აჩიკო
ციტატა პირველის მერე მეორე ვეღარ წავიდა. გეთანხმები, თუმცა ცალკე მეორეც მომწონს ![]() აი კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ლექსი: გოქსუ სადაც ყვავილები მთავრდებიან და შენი თითები იწყებიან, შენი თითებიდან დაწყებული, ჩემი დაკარგული მიწებია. არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი, სულით ობლობასაც ნუვინ ტირის, საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ, ერთი უცხოელი ტურისტივით, თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს, ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს. უკან ურდოები მომყვებიან და მიტოვებული მეფეები, როცა ყველაფერი წესრიგშია, როცა ყოჩივარდებს ეფერები. სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ, ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს: მთელი უშენობის მფლობელი ვარ, დიდი დანაკარგის მესაკუთრე. ![]() რეზო გეთიაშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#826
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
-------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
k@the |
![]()
პოსტი
#827
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
აი კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ლექსი: გოქსუ სადაც ყვავილები მთავრდებიან და შენი თითები იწყებიან, შენი თითებიდან დაწყებული, ჩემი დაკარგული მიწებია. არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი, სულით ობლობასაც ნუვინ ტირის, საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ, ერთი უცხოელი ტურისტივით, თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს, ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს. უკან ურდოები მომყვებიან და მიტოვებული მეფეები, როცა ყველაფერი წესრიგშია, როცა ყოჩივარდებს ეფერები. სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ, ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს: მთელი უშენობის მფლობელი ვარ, დიდი დანაკარგის მესაკუთრე. ![]() რეზო გეთიაშვილი რაღაც აკლია თითქოს ლექსს ![]() ნაწილები ლამაზია და ... ზეპირად დაწერე? იქნებ გამოგრჩა რამე? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
lelako |
![]() ![]()
პოსტი
#828
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-January 08 წევრი № 3,656 ![]() |
ქარაშოტის მოლოდინში
აშრიალის ეშინია ქორს, ვარდის ჩიტის გეშინია შენ, დარჩი ჩემთან, დარჩი ჩემთან გთხოვ, ვიდრე ქარი ათამაშებს მხრებს, ვიდრე მიწაც მეხალიჩეობს და ცაც ვიდრე... დამატყდება თავს, დარჩი, როგორც მაცქერალი შორს სიტყვებიდან... სახარებისკენ. ჩემთან დარჩი, ჩემთან დარჩი, გთხოვ. * * * გულო, ამიანტოსივით * დარდმა დაგიმარტოხელა, ალით სახლი დაიარა, მალვით ვდარდობ მისამართებს. ის იყო და შენ კი _ არა, შენ იყავ და მე კი _ არა, ნატვრისთვალი დამიბერდა, სიყვარულიც სადღაც არის, სადღაც, არა ახლომახლო ხსოვნის მძიმე ძაფებიდან გამოვიხსნი მე შენს ღიმილს ძღვენთა შორის უძვირფასესს. მერე იორდანეს წავალ, უნდა ვიმეორო ხშირად. ერთგან ამბობს ღვთისმეტყველი: „ცეცხლი ხარ ... და შემიწყნარე.“ * ამიანტოს _ კლდის ქვა, ესოდენ ლბილი, რომელ დაისთვის ბამბასავით, ხოლო ნასთი ანუ ნაქსოვი მისი არ დაიწვის ცეცხლთა შინა. (შავთ.13). * * * დრო რამ გაამკურნალა ერთი ძილისგუდაა, ძილშიც უშენობაა და მკლავს გულის სიმძიმე, უსაშველოდ ცივია ჩემი ოთხი კედელი და მე უკანასკნელად გთხოვ ჩემამდე მოხვიდე. ხანი ბლომად გავიდა, ვგრძნობ ხელების სიბერეს, ხელგაშლილი ბუნება ვამბობ: დამყვა მამისგან. ამ ყიამეთ ღამეში მე მარტო ვარ რატომღაც და რაც მეამაყება ყოველივე ცაშია. * * * დიდი დათვის თანავარსკვლავედი, ფხოველთა და შავანელთა მშვიდი აცავება, როგორც უეცარი მთვარის მეხამრიდი, როგორც შორი უსამხრეთო დილა, მთათა შორის გაფხორილი ნისლი, გულთმისანმა სისხლი გადამისხა ყველაფერი ვიცი... ახლა უფრო მეტად, ვიდრე მაშინ მინდა მეცვას მატროსივით ლურჯი ოცნება და არა მაისური და მჯეროდეს, რომ ზღვა მოიქცევა ოდეს ქრისტეს რჯულზე, მე მექნება შენი ხელისგული და ცა ხელისგულზე. ნათია გიორგაძე -------------------- უფალო, იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#829
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
***
და ბოლოს სულშიც გაჩნდა ნაპრალი, გულს გარდასულს დაედო მტვერი . . . გჯეროდა? ხოდა, თავს დააბრალე, ის არის შენი მთავარი მტერი. არც ნანიჩბარი, არც ნააფრალი, მხოლოდ წამიერ დიდების შხამი... გეგონა? ხოდა, თავს დააბრალე, თუმცა ვერაფერს ვერ შეცვლი ამით. ოთარ ჭილაძე ეს ლექსი მიყვარს ძალიან::: ნადირობა ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის . . . მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და . . . ფრრი . . . სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის,- ავფრინდები და ... ვაიმე... ავფრინდები და ფრრიი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთღი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე,- ავფრინდები და... ფრრი . . . მორის ფოცხიშვილი -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#830
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
და კიდევ ერთი ყველაზე ყველაზე საყვარელი ლექსი::::
*** შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება ყოველდღე დილით ხან მხიარული,ხან მოწყენილი , ვაჟი სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, ის როცა ფიქრობს, შენა ხარ მხოლოდ იმისი ფიქრი. ღიმილი შენი არ გეგონოს შენ მარტო შენი, ცრემლსაც ნუ ჩათვლი ნურასოდეს შენ მარტო შენად. ღმერთმა ნუ ქნას და შენ რომ იყო გადასარჩენი თავს არ დაზოგავს ის ვაჟი შენს გადასარჩენად. შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება ყოველდღე დილით ხან მხიარული, ხან მოწყენილი ვაჟი სიმაღლით შენზე , ერთი მტკაველით დიდი მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, შენი ერთგული კაცია იგი. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#831
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
k@the
ციტატა რაღაც აკლია თითქოს ლექსს ნაწილები ლამაზია და ... ზეპირად დაწერე? იქნებ გამოგრჩა რამე? არააააააა, არაფერი გამომრჩენია...... ისე პირველად რო წავიკითხე მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება და ნახავ, რომ ლექსს არაფერი აკლია. ![]() ![]() აი ერთ ლექსს კიდე დავდებ: ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი, უკვე რამხელა დროა გასული), მიაცოცებს ღრუბლებად ხავსებს, გყავს არაფერი (არაფერი), თუმცა, ნახე რა მშვენიერია _ სიცოცხლით და სიკვდილით სავსე. ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება ალტერნატივა, გრჩება ქალაქი (მისაღები უკვე სრულებით) სამოგზაუროდ, განაჩენად, თანაც ნახე რა მშვენიერია – ღალატებით, სიყვარულებით. რა მოხდა, თუკი აღარა ჰგავს ღმერთის ნახელავს, ღმერთი (მაღალი), იცი, სადაც შეასასაბამო, გიშენებს სიზმრებს (აგარაკად), თანაც ნახე რა მშვენიერია - შიშისა და სიმშვიდის გამო. მიიღე! მიდი! სიმბოლურად, ჩუმად, ნახევრად, ფიცად, ხუმრობად, გამოწვევად, თხოვნად, ძახილად, შეურაცხყოფად, კომპლიმენტად, სახედ, სახელად (მშვიდად), კანონად, დასაცავად, გადასახევად, დოზად, გრადუსად, სუბოტექსად, ოღონდ ისეთი, როგორიც არის, უპირობოდ, თანაც ნახე რა მშვენიერია - ცოდვისა და შენდობისათვის. ცაც კი დაძველდა, დაუფიქრდი, უკვე რამხელა დროა გასული, მიაცოცებს ღრუბლებად ხავსებს. გაქვს დასაკარგი არაფერი, თუმცა, ნახე რა მშვენიერია - სიცოცხლით და სიკვდილით სავსე. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#832
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ეს არის პეტრე გრუზინსკის ლექსები . . . ეს სამი ლექსი განსაკუთრებით მიყვარს :::::
*** წადი ვიცი, შენც მოგბეზრდა უმიზეზო ჩემი სევდა, წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო, წადი,მაგრამ უკან აღარ მოიხედო. წადი, მაგრამ თუ სინაზე სხვაგან ჩემი ვერა ნახო, არასოდეს დამიძახო. წადი,წადი ვიცი უკვე სხვაგან ეძებ შენს სანუკველს, წადი ოღონდ ესე გწამდეს, წადი მაგრამ ეს იცოდე, თუ არავინ არა მგავდეს, თუ არავინ არ იწვოდეს ჩემი ცეცხლით, ჩემი ალით, თუ არავინ არა გწვავდეს შთაგონების სიმხურვალით, არასოდეს მომიგონო, არასოდეს, არასოდეს, თუ გინდ გულში ქარი ქროდეს უმძიმესი მოგონების, თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნების არასოდეს მომიგონო, არასოდეს, გესმის,გესმის?? *** ნუ იფიცებ, ნუ ამაყობ, მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ. და შენს ბაგეს, გაუსლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. ნათლად ვხედავ, შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა, ნუღარ მალავ, აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა და ჩამქრალა საბოლოოდ ის იმედი, დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად. ნუ იცინი, ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს, ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას, ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას. ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ, მე შენს ბაგეს, ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. *** რაღაცა მოხდა იდუმალი, გაუგებარი... რაღაცა მოხდა... გაიბზარა რაღაც ჩვენს შორის და ყოველ ღამე სიზმრად მესმის ყვირილი ჭოტის, ასე მგონია, ფეხაკრებით ვიღაცა მოდის... ვიღაცა მოდის... ვიღაცა მოდის... ვიღაცა მოდის... მესამე მოდის... მოდის კანონი კანონის ძალით მისი სახელით. მოდის ცივი და მოდის თავხედი, მოდის და მოდის... მოდის და მოდის... სადა და როდის, სად გავიგონე მე პირველად კივილი ჭოტის?! ვიღაცა მოდის... ვიღაცა მოდის... ვიღაცა მოდის... უცხო, ზედმეტი... რაღაცა ხდება გაუგებარი და ითელება გული მგზნებარე კანონის ძალით. კანონს მიჰყვება მორჩილი ქალი, მე ვდგავარ მთვრალი, როგორც ყოველთვის, სუნი დგას მძორის... რაღაცა მოხდა... გაიბზარა რაღაც ჩვენს შორის. ვიღაცა მოდის... ვიღაცა მოდის... მე ისევ მესმის კივილი ჭოტის! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
Elisabedi |
![]()
პოსტი
#833
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 122 რეგისტრ.: 6-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,561 ![]() |
რაღაცა მოხდა ნამდვილად
![]() ![]() ![]() ![]() |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#834
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
რაღაცა მოხდა ნამდვილად ![]() ![]() ![]() ![]() უცნაურია ამინდია, უცნაური დარი, შემომაწვა გულსზე სევდა, ღამის დასადარი. რა ვქნა, ამდენ მოლოდინის ძალა აღარ არი უცნაური ამინდია უცნაური დარი. პეტრე გრუზინსკი პ.ს::: იზ ყველაფერი კარგად იქნება !!!! ![]() ![]() ![]() -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
lelako |
![]()
პოსტი
#835
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-January 08 წევრი № 3,656 ![]() |
* * *
დალაი, ალიონის ნამო, დაღლილ კოშკებს შორის დახვალ, ვით მონღოლთა ბედაურებს მე რომ თვალით არ მინახავს, დაულაშქრავს სიკვდილს კორდი, ნამო, ღიობს ქუთუთოთა უთხარ, რომ ვარ ნაღვლიანი, სულ რომ არ ვარ ეგ, არ უთხრა. მკვდარი მეტი ცოდო არის, ვერ იტირებს, გულს დაიცობს, საიქიოს თუ შემხვდება თვითონ იცის, როგორ მიცნოს. ნათია გიორგაძე -------------------- უფალო, იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
|
zviadauri |
![]()
პოსტი
#836
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
იცოდეთ როგორ დაგაპატიმრებთ არ ვიცი, დაგაპატიმრებთ პოეტური აფერისტობისათვის...ხალხნო წერთ ასე მშვენიბრად,ლამაზად,გემრიელად
და ერთი იდეა მომივიდა,ფორუმელების პოეზიის საღამო თქო და რავა გაისუსეთ...რას გავს ახლა ეს? |
T I K O |
![]()
პოსტი
#837
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ლამაზი ლექსია ......
![]() ************************** ![]() ექსპრომტი მირზა გელოვანი მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა. მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი. და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი, შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად. ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს, ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა. ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#838
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ძალიან მომწონს მინდია არაბულის ეს ლექსი
სიმაგრეების ტირილი ქარო, ფეხდაფეხ რად მომდევ, გულო, საგონს რად შეები, ტირილით რად მოგვყვებიან არხოტის სიმაგრეები? ციხემა გულხავსიანმა ნისლი რად დაიახლოვა, საით წავიდა ფეხის ხმა, მთების გულში რომ სახლობდა? ლემადეთ კიდეგანაი ქარბუქში რატომ გახვიეს, სიჩუმე, გულის მომკვლელი, რად დასწოლია ახიელს? რად ვინ არ უსალამურებს ცხვრის ფარას მთებზე მიფენილს, ათენგენობის სწორია, რატომ არ მღერის მთიბელი? სიფლის თავს რად გაცრეცილა მამ-პაპათ ძვლების სანახი, თავკვირვებულთა ბან-კარზე რატომ ბიბინებს ბალახი, რად გამოვიდა საძოვზე ასე თამამად ხარლაღი? ერთურთთან რად არ მიდ-მოდის არხოტის ახალუხალი, რად გაჩნდა ნასახლარები, ჭიმღას რად ჩაქრა ბუხარი? რად ტირის ქავ-ციხის კარი ტყვიების ცეცხლში ნაშენი, საით წავიდეს არწივნი მომყივან-მოყაშყაშენი? რად დაავიწყდა ჭალათა ფეხმარდ ლურჯაის ჭიხვინი, რამდენი ხანი გავიდა, რატომ არვის აქვს ჭირ-ლხინი? ანდა მეზობელ ქისტეთის მხარეს რად შემობინდვია, გადასასვლელზე ცისკარი ეულად რატომ ჰკიდია? გმინით საით ვის აცილებს ბრძენი ხოგაის მინდია, საავდროდ გამზდებულნი ღრუბელნი საით მიდიან? ძნელია კვალის გატანა, გზებს ათოვს სამთაბაროსა; არხოტიონო, შენი გზა ასე რაად ვინ დალოცა, ბევრმა დრომ ჩამოგიარა, ეესეთამ კი - აროსა, ჯავრით ადგილზე გაბღრუჭებს, გახვრევს საკუთარ გალოსა! .. ქარო, ფეხდაფეხ რად მომდევ, გულო, საგონს რად შეები, რად არ მოგყვება ძახილი არხოტელ მელექსეების! ეს ლექსი დაწერა მაშინ, როდესაც არხოტი ნელ ნელა იცლებოდა ხალხისაგან და უკაცრიელდებოდა ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Elisabedi |
![]()
პოსტი
#839
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 122 რეგისტრ.: 6-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,561 ![]() |
სულ მენატრები,მაშინაც კი ,როცა ხარ ჩემთან
და ჩემს გარშემო,და ჩემს ირგვლივ შენა ხარ მარტო. სულ მენატრები,ძილში,ცხადში,უშენო ,შენთან, სულ მენატრები და განუწყვეტლივ სულ შენზე ვდარდობ. სულ მენატრები,ერთი წუთით არა მაქვს მოცლა და გეძებ,როგორც ძაღლი ეძებს დაკაგულ პატრონს... და მე არ ვიცი რა დავარქვა იმ გრძნობას,როცა ჩემთან ხარ გულის ფეთქვასავიტთ და მაინც გნატრობ... რა ვქნა ძალიან მენატრება და.. ![]() |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#840
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
სულ მენატრები,მაშინაც კი ,როცა ხარ ჩემთან და ჩემს გარშემო,და ჩემს ირგვლივ შენა ხარ მარტო. სულ მენატრები,ძილში,ცხადში,უშენო ,შენთან, სულ მენატრები და განუწყვეტლივ სულ შენზე ვდარდობ. სულ მენატრები,ერთი წუთით არა მაქვს მოცლა და გეძებ,როგორც ძაღლი ეძებს დაკაგულ პატრონს... და მე არ ვიცი რა დავარქვა იმ გრძნობას,როცა ჩემთან ხარ გულის ფეთქვასავიტთ და მაინც გნატრობ... რა ვქნა ძალიან მენატრება და.. ![]() ვისია ეს ლექსიიი??? მომეწონა ძალიან . . . ისე ეს ლექსი გუშინაც რო გეთქვა არაფერი მოგივივიდოდა ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 11:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი