IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
Elisabedi
პოსტი Jan 21 2008, 01:31 AM
პოსტი #841


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 122
რეგისტრ.: 6-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,561



როგორც ყოველთვის არ ვიცი ავტორიsmile.gif ხო იცი არ შემიძლია ეგეთი რაგაცეები და მომკალი თუ გინდა biggrin.gif:D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 21 2008, 01:56 AM
პოსტი #842


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(Elisabedi @ Jan 21 2008, 01:31 AM) *

როგორც ყოველთვის არ ვიცი ავტორიsmile.gif ხო იცი არ შემიძლია ეგეთი რაგაცეები და მომკალი თუ გინდა biggrin.gif:D



მაშინ ამ ლექს თუ იცნობ აბა unsure.gif rolleyes.gif :

კაცი? კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლებათ
სახლში ცოლი თუ გაუწყრა, შუბლს იწმენდნენ ოფლიანს
კარებს გაიჯახუნებენ, სხვებთან გაერთობიან.
ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტავტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველივე გაჭირვებას აიტანს.
ქაალს? ქალს მარტოს ნუ დატოვებ
ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!!



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 21 2008, 02:12 AM
პოსტი #843


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



nyca_ge
ლექსების წერას რაცხა ორი შპარგალკა გაამზადო ხვალისთვის ის არ ჯობია ნინ tongue.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif გამოცდა გაქ ბიძია რა გელექსება biggrin.gif
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი (ოფი რო არ გამოვიდეს laugh.gif )


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 21 2008, 02:32 AM
პოსტი #844


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(Gruzinski @ Jan 21 2008, 02:12 AM) *

nyca_ge
ლექსების წერას რაცხა ორი შპარგალკა გაამზადო ხვალისთვის ის არ ჯობია ნინ tongue.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif გამოცდა გაქ ბიძია რა გელექსება biggrin.gif
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი (ოფი რო არ გამოვიდეს laugh.gif )



მხოლოდ ნანა

ნანა, მხოლოდ ნანა,
ყოველთვის ნანა,
რომელიც აყუჩებს
აუტანელ ტკივილებს,
იფარავს სასიცოცხლო ძალას
ასეთი სიმღერები
უნდა გაუგზავნო
მე მას.
ნანა, მხოლოდ ნანა,
ყიველთვის ნანა.

გალაკტიონი


პ.ს::: ხო აბა ზოგი ლექსებს წერს და ზოგი გადაყვა შპარგალკების წერას!!! tongue.gif biggrin.gif ისე ამ ლექსის არ იყოს წაი ნანაში დროა უკვეე!!!!! smile.gif smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jan 21 2008, 07:07 PM
პოსტი #845


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



************************************
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩვენ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგვარი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით! IPB-ს სურათი

გიორგი საჯაია


მომწონს ეს ლექსი rolleyes.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 22 2008, 03:08 AM
პოსტი #846


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



მიყვარს ეს ლექსი რაღაც "ძარღვიანი" ლექსია.
ლადო ასათიანი. smile.gif
ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!
ნუთუ ამქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!

ნუთუ სხვა რამე სიმღერის გარდა,
ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას!
ან რატომ არის რომ ყველა ქალთან
გამიჯნურება მჩვევია ლექსად?

უმეგობრობა არ მიგლოვია
და არც მოლექსე მყავს წინაპარი,
მე ზღაპარი თუ გამიგონია
ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი

და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმულით.

მან დიდი მუხნარში მოკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამიანად.

მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში
და უცოდველი სისხლი მადინა
სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი
და მწვერვალები გადინადირა.

მას შემდეგ ბევრი მკლავი ავცელე,
შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც,
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.

ბაბუაჩემმა ბუნების კარი
გამიღო ოხვრით და სიმძიმილით
და შთამაგონა, რომ ლექსი არის
კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.

მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,
რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,
მან შემაყვარა ბუნების ცრემლიც
და სალამურიც მან შემაყვარა.

სამშობლოს ტრფობით გული დავსერე ,
მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა ეს სიყვარული.

ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი
და გაანათა ჩემი კაცობა
და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს
მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.

ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა
ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა
და ჩემი გულის გმირული კვნესა
მარტოდენ ლექსმა გაიზიარა.

მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,
როცა გულს გაკრავს ცივი ნიავი
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს,
და ლექსი თვითონ ტკივილი არი.

და რადგან მერგო ვიყო პოეტი-
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,

რადგან სხვა რამე, გარდა სიმღერის,
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას,-
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jan 24 2008, 02:41 PM
პოსტი #847


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ჩვენ

მომყევით!
სად არის უდაბნო,
ჩვენ მაინც
ცოცხლები გამოვალთ,
რადგანაც
ვიცხოვრეთ უსაგნოდ,
გვითხრეს, რომ
მზე აღარ ამოვა.
ჩვენ უკვე
მოგვიკლეს ოცნება,
მოგვგლიჯეს
ფერადი სათვალე,
ჩვენ ასე
გვასწავლეს ცხოვრება,
გვესროლეს,
გვაგინეს,
გაგვთვალეს!
ჯანდაბა,
სისხლსა და იარებს,
ხომ ხედავთ
ვერანი გზებია,
გვამებზე,
გვამებზე ვიარეთ,
აგვიხსნეს:
რა მოხდა, კვდებიან,
შენ ჩვენო
კეთილო დაიკო,
გეძახით,
ვერ გხედავთ სადა ხარ,
გამოჩნდი,
იქნება გაიგო,
მოგყვებით,
ოღონდაც წამოდი,
ჩვენ გვინდა
სინათლის დანახვა,
ამქვეყნად
თურმე მზეც ამოდის.

გაგა ნახუცრიშვილი


სევდიანი ლექსია, user.gif მაგრამ მომწონს.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat
პოსტი Jan 25 2008, 04:58 PM
პოსტი #848


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 25-May 07
წევრი № 2,014



სიცოცხლის გრადაცია

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო,ამინ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის,არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.

ჩემი სახე რომ ყვითლდება ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.

ო,ეს გული,ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების.
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ,წმინდაო მაცხოვარო,ამინ!

ტერენტი გრანელი


არ მახსოვს იყო თუ არა ეს ლექსი აქ დაწერილი,ძალიან მიყვარს და...


--------------------
ევედრე ქრისტესა ღმერსა ჩემთვის, წმიდაო სათნოო ღმრთისაო ნატალია,რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი,ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jan 25 2008, 06:35 PM
პოსტი #849


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მეც დავდებ ერთ ტერენტი გრანელის ლექსს, თუმცა არ ვიცი იდო თუ არა.


მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ

მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ
და სადღაც ჩემზე ტირიან დები.
ახლა მარტო ვარ მე ბრძოლის ველზე
და ირგვლივ დგანან ურიცხვი მტრები.

და გამარჯვების დღე მოვა მალე,
ახლა გარშემო ქარია მხოლოდ.
შენ, მეგობარო, მომეცი ხმალი,
მინდა სისხლიან მტერს შევებრძოლო.

მე ამდენ დარდებს გულში რად ვაწყობ,
ანდა მიწაზე რა დამრჩენია.
დამამარცხებენ? დე დამამარცხონ,
ვგრძნობ, მომავალი მაინც ჩემია.

mellow.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Jan 25 2008, 09:20 PM
პოსტი #850


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(nuca_ge @ Jan 20 2008, 11:34 PM) *

ვისია ეს ლექსიიი??? მომეწონა ძალიან . . . ისე ეს ლექსი გუშინაც რო გეთქვა არაფერი მოგივივიდოდა wink.gif wink.gif tongue.gif tongue.gif


მიხილ ქვლივიძის


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 25 2008, 11:12 PM
პოსტი #851


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(შევრდომილი @ Jan 25 2008, 09:20 PM) *

მიხილ ქვლივიძის



გაიხარე მართლა ძალიან მაინტერესებდა ლექსის ავტორი!!!! მადლობა . . . smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisabedi
პოსტი Jan 26 2008, 12:51 AM
პოსტი #852


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 122
რეგისტრ.: 6-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,561



ციტატა(nuca_ge @ Jan 21 2008, 01:56 AM) *

მაშინ ამ ლექს თუ იცნობ აბა unsure.gif rolleyes.gif :

კაცი? კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლებათ
სახლში ცოლი თუ გაუწყრა, შუბლს იწმენდნენ ოფლიანს
კარებს გაიჯახუნებენ, სხვებთან გაერთობიან.
ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტავტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველივე გაჭირვებას აიტანს.
ქაალს? ქალს მარტოს ნუ დატოვებ
ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!!

ამ ლექსს როგორ ვერ ვიცნობbiggrin.gif 27ში დავცხოთ ლექსები cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 26 2008, 03:26 AM
პოსტი #853


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(Elisabedi @ Jan 26 2008, 12:51 AM) *

ამ ლექსს როგორ ვერ ვიცნობbiggrin.gif 27ში დავცხოთ ლექსები cool.gif


***
სიტყვა არ წამოგცდეს,
შენ რომ დაიღალე,
განზე გადექი და
ტყვია დაიხალე,
გული გაიხელე,
სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს
რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო
ჩვენი გატაცება,
ქარში გადავრდნა,
ჯვარზე გადაცემა
ფიქრობ: არ გაწვება,
დუშანს დაეწევა.
უცებ ბრუნდება და
სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც
შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით
მოუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო,
რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და
ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე,
სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო,-
რომ შენ დაიღალე.

გალაკტიონი

ეს ლექსი მახსენებს ჩემს გადაღლილ და დაღლილ თვალებს!!!!! მიხვდი ალბათ რაზე ვლაპარაკობ ელისაბედ!!! tongue.gif biggrin.gif biggrin.gif 27 -ში პოეზიის 5 წუთს ვაწყობთ უეჭველი!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jan 28 2008, 05:13 PM
პოსტი #854


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



უცნობ ქალბატონს

ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ

100 ფინჯან ყავას,

მზე რომ ჩავა

ვეჭვობ, მგონი კითხულობთ მარკესს,

დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს,

არ ამხელთ, მაგრამ ალბათ გჯერათ

მაღალი მოდის,

განიცდით, როცა ყვავილებით

არავინ მოდის.

თქვენ გეყვარებათ სიგარეტი,

კაფე და პოზა,

რასაც დაარქვით პოეზია,

უფროა პროზა.

თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს,

ლოცულობთ, გახდეთ

და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან,

დაიჩურჩულებთ:

ღმერთი არს ჩვენთან.

მთავარი კიდევ...

ო, არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ,

ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ,

რადგან არ გიცნობთ!


e025.gif

გაგა ნახუცრიშვილი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Jan 28 2008, 05:35 PM
პოსტი #855


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



თავს რად მარიდებ მზის დარო,
გულს რად არ მანდობ თბილსასა,
შენი თოლების ტრფიალით
ღამეთ ვათენებ ცივსასა.

რაც უნდა ბევრი გიფიცო,
ქალა დაგხატო ღმერთადა,
ნატვრად მექეცი წმინდაო,
ნეტავი იყო ჩემთანა...

ხმალს ვლესავ, ცასა შევყურებ,
შენ მეხატები ცაზედა,
ზურმუხტისფერი თოლები
ზედ მელანდება ხმალზედა.

თუნდაც წავიდე ომში და
თუნდაც ამკუწოს ტიალმა,
გახსოვდეს ქვეყნად ვიყავი,
ვინც შენ გჩუქნიდა ტრფიალსა.


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*tamo-tamo*
პოსტი Jan 29 2008, 08:35 PM
პოსტი #856


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,722



მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს

მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს,
გაგისწორებდი მზერას თამამად,
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას,
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით,
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,
და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ,
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი,
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.

გელა დაიაური.


--------------------
"აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jan 29 2008, 11:59 PM
პოსტი #857


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



"ვგონებ ცოდვის ზღვაში ვიძირებით..."
გულის გახეთქვამდე ვყვირი მე-
"დანაღმულია დედამიწა გვირილებით,
ფეხი არ დაადგათ გვირილებს!........"
zafxuli.gif zafxuli.gif zafxuli.gif

მომწონს... მომწონს... მომწოოოოოოონს...


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 30 2008, 12:55 AM
პოსტი #858


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



***
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!


***
თქვენზე ოცნება მომძალებია,
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
მიმოფერილი ოქროსფერებით.
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
სევდას რომ ხატავს ლამაზა ბაგეზე.
ბავშვური წყენა გადაგფენიათ
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
აუწერელი უთქმელი ენით.
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
მივებარები მარადისობას.
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
უკანასკნელად მოგეფერებით,
მერე ღრუბლებში დაგემალებით...






***
როდესაც დარდი დაგიმარტოვებს ძნელია თითქოს
ძნელია როცა გათოშილ ხელებს არავინ გითბობს
ძნელია როცა მარტო დააბიჯებ მზესა და ქარში
ძნელია როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში
ძნელია ლოდინი,მასზე ფიქრიც ძნელია თითქოს
შენ უნდა ელოდო, შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 30 2008, 01:05 AM
პოსტი #859


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა

***
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!

wub.gif მაგარი ლექსია და ვინ არის ავტორი არ იცი?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 30 2008, 01:17 AM
პოსტი #860


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(შოთაძე @ Jan 30 2008, 01:05 AM) *

wub.gif მაგარი ლექსია და ვინ არის ავტორი არ იცი?


არა შოთ სამწუხაროდ არ ვიცი ეგებ იცოდეს ვინმემ!!!! კარგია თუ მოგეწონა smile.gif smile.gif მეც ძალიან მომწონს!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 12:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი