![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
T I K O |
![]()
პოსტი
#861
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ადამს
ია სულაბერიძე მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი, შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია: გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი _ შენ ხომ ჩემ გამო ნეკნი გაკლია! ხუმრობა იქით _ შენ შეგიყვარდა მოცილებული შენს სხეულს ძვალი, ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა, რომელსაც ღმერთმა უწოდა «ქალი»! ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Elisabedi |
![]()
პოსტი
#862
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 122 რეგისტრ.: 6-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,561 ![]() |
[quote name='nuca_ge' date='Jan 30 2008, 12:55 AM' post='250331']
*** რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.. მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.. შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად ნინი ძალიან მაგარი ლექსია რაგაცა გული ამიჩუყდა მართლა ![]() |
sarah |
![]()
პოსტი
#863
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 21-November 07 წევრი № 3,222 ![]() |
შენ აპატიე ჩემს საქართველოს
როცა არაფერს ვაკეთებ ღმერთთან ფიქრით ვარ გართული, მადარდებს ჩემი სამშობლო, მადარდებს მიწა ქართული. მადარდებს, ძლიერ მადარდებს, მადარდებს მისი წარსული, მტარვალთა შემოსევისგან სულ მუდამ იყო ტანჯული. ოდითგანვე ქართველი ბრძოლებში იყო განთქმული, მიუხედავად ამისა, მტერთაგან იყო შთანთქმული. სცოდავდა, ალბათ სცოდავდა, სცოდავდა ყველა ქართველი. და ამიტომაც მათ ჰქონდათ მდგომარეობა მტანჯველი. და მუდამ ასე ექნებათ, მდგომარეობა მტანჯველი, თუ არ მოინანს ცოდვებსა ამჟამად ყველა ქართველი. მე შეგთხოვ ღმერთო, შენ აპატიე, შენ მოაქციე ყველა ქართველი, მიეც მათ ძალა მონანიების და დაანახე მათ გზა ნათელი. მწამს აპატიებ შენ ყველა ქართველს, და ყველა მაშვრალს შენ მოსწმენდ ცრემლსა, მწამს აპატიებ მათ ყველა ცოდვებს, და დაუბრუნებ მათ მამა ღმერთსა. ელენე ცხვედიანი |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#864
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
***
ბევრი მყავს ბევრი მეგობარი მტერი კი ცოტა, რა მდიდარი ვარ ღმერთო ჩემო რა განძის მქონე; არ მივიწყებენ მეგობრები ვერ ვიტყვი ცოდვას მტრებს კი ისედაც ვახსოვარ ვგონებ. სიკვდილი შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ ოჰ მეგობრები თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების, სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ მტრებო იცოცხლეთ, მტრებო მუდამ გემახსოვრებით. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#865
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში. თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს, იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს, ქალი არასდროს გატეხავს მარხვას, ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს. თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ, თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს, ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს. მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა, მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი, და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა, შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე. ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული... -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#866
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
საწუთრო
მუხრან მაჭავარიანი საწუთრო თუმცაღა ძალიან სწრაფია და ფრიად მუხთალი, ვითარცა უბნობენ; წარსული თაფლია, მერმისი თაფლია, წარსული მერმისზე ტკბილია უფრორე... აწმყოა მარტოკა, _ სიტკბო რომ აკლია (ვინ იცის, აქვს კიდეც და მე ვერ ვუპოვე). ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
inana |
![]()
პოსტი
#867
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 9-January 08 წევრი № 3,590 ![]() |
კიბის საფეხურებს სანთლისგან ჩამოვქნი,
სიშორეს სიახლოვით დავიპყრობ. ბინდის მორევს თეთრი კაბით გადავცურავ, მოვალ და შენს თვალებს გავიცნობ. ქვესკნელში ჩირაღდნად ჩაგიძღვები, მაგ ღვინის ჭიქაში ჩაგიძვრები... და როცა ჩემი სმით დათვრები, სიყვარულს მოგტაცებ და გავქრები. |
inana |
![]()
პოსტი
#868
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 9-January 08 წევრი № 3,590 ![]() |
შენ წახვალი-დ
ზამთარ მოვ _ ავმჭყალიან, ცივ. ათასჯურა საგონის გულის სიღრმით მჭვივ, ეჭვისაი-დ ბალღამის უჩერებლად მღვივ... შენ რო წახვლ, ზამთარ მოვ, უბოლოო, ცივ... ეთერ თათარაიძე |
inana |
![]()
პოსტი
#869
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 9-January 08 წევრი № 3,590 ![]() |
[...[/b]
![]() ია _ სამანია ისევ და სიო. ქაშუეთს ვიხილავ ლამაზს და სიონს. მუხლს მოვხრი იქ, სადაც სულთა სავანეა, სადაც თვით სუნთქვაშიც ია _ სამანია! გიყვარდეს დუმილი და გრილი თვლემა, _ ავსება სიჩუმის სურთა! მაისის თვალღია ღამეთა თევა იესოს ფერმიმკრთალ სურათთან. ჩუ, ფრთხილად! _ ნუ ამბობ სენს მცირე სალოცავს, სამებას პირჯვარი აკმარე! გჯეროდეს _ არაფერს არ გეტყვის საოცარს ვიწრო და ცისფერი სარკმელი. ია _ სამანია ისევ და სიო და... ქრიან მარადი სიონი. და თვითონ სიონი უცხო სავანეა, და სუნთქვა სიონის ია _ სამანია, სიმშვიდე ამშვიდებს სიონს! და ია _ სამანი სულით თუ ატარე, თუ იგრძენ მაისის დარები, ისმინე ზარები დიდი და პატარა ზარები... ზარები... ზარები... |
მარიამი |
![]()
პოსტი
#870
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
T I K O |
![]()
პოსტი
#871
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
გაბრიელ ჯაბუშანური
* * * * * * * * * * * * * * * * * * იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, - ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია, მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი! არაგვმა უკვე ლახტი აიღო, თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო, და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო. ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
mariam_andria |
![]()
პოსტი
#872
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,853 ![]() |
რადგან ამ ქვეყნად არვინ ფასობს ჭკუა-გონებით,
რადგან უგნურნი ბატონობენ ქვეყნის ქონებით, მომეცით ღვინო, ისეთი რომ ჭკუა წამართვას, ბედი მომხედავს და უთუოდ მოვეწონები. ომარ ხაიამი გენაცვალე (ხალხური) -დედავ, დედავ, დედშვილობას, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, -მე შენ ვერას გენაცვლები, მამა გყავს და ინაცვალე. -მამავ,მამავ, მამშვილობას, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, -მე შენ არას გენაცვლები, დაი გყავს და ინაცვალე. დაო,დაო, დაძმობასა, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, მე შენ არას გენაცვლები, ძმაი გყავს და ინაცვალე ძმაო,ძმაო, ძმათძმობასა სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, მე შენ არას გენაცვლები, ცოლი გყავს და ინაცვალე. ცოლო,ცოლო, ცოლქმრობასა, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, მე შენ არას გენაცვლები, საყვარელ გყავს ინაცვალე. საყვარელო, საყვრობასა, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, გენაცვლები შენსა მზესა, გზა საით არს, გამასწავლე. |
T I K O |
![]()
პოსტი
#873
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
* * * * * * * * * * * * * *
![]() რა საჭიროა ლექსისთვის ტაში, ყველა ხევსური ვიცი დანტეა, ვიცი ბეღურას პატარა ფრთაში დაკვესებული ცეცხლი ანთია. ვიცი,დამდნარი თოვლის წკრიალი ბესიკის ხმაზე უფრო ტკბილია, ქვაც ყველა არის ნაპერწკლიანი, გული რომ იყოს, გასაკვირია?! ![]() გიორგი ლეონიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
![]()
პოსტი
#874
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
შოთა ნიშნიანიძე
* * * * * * * * * * * * * * * * * ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი: თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით, ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ... ბედი არ გვცდიდეს, გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი. ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nat |
![]()
პოსტი
#875
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 25-May 07 წევრი № 2,014 ![]() |
"ღვინო კვლავ მიხმობს დილით დარდიანს,
რვა საათია, ვარ უკვე მთვრალი, დავლიე სამი დილაადრიან და მეოთხესკენ მიჭირავს თვალი. ო, ღმერთო ჩემო, რამდენი დამრჩა ეშაფოტისკენ ვითვლი ნაბიჯებს. ჩვენს დროში წმინდა არავინ დარჩა, დრო მიდის, გულზე მძიმედ მაბიჯებს. ეკლის გვირგვინში არ მყავს მოწილე ბედი ჩემს ბილიკს ნისლებში ხვევდა, მარტოობასთან მე ვიქორწინე, ჩემს ასულს სახელად დავარქვი სევდა. სანამ სიგიჟე დამეუფლება, სანამ გახდება ცხოვრება თეთრი, რომ თავის მოკვლის მქონდეს უფლება, ამ ერთ ცოდვასაც შემინდობს ღმერთი?" -------------------- ევედრე ქრისტესა ღმერსა ჩემთვის, წმიდაო სათნოო ღმრთისაო ნატალია,რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი,ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის..
|
T I K O |
![]()
პოსტი
#876
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
"ღვინო კვლავ მიხმობს დილით დარდიანს, რვა საათია, ვარ უკვე მთვრალი, დავლიე სამი დილაადრიან და მეოთხესკენ მიჭირავს თვალი. ო, ღმერთო ჩემო, რამდენი დამრჩა ეშაფოტისკენ ვითვლი ნაბიჯებს. ჩვენს დროში წმინდა არავინ დარჩა, დრო მიდის, გულზე მძიმედ მაბიჯებს. ეკლის გვირგვინში არ მყავს მოწილე ბედი ჩემს ბილიკს ნისლებში ხვევდა, მარტოობასთან მე ვიქორწინე, ჩემს ასულს სახელად დავარქვი სევდა. სანამ სიგიჟე დამეუფლება, სანამ გახდება ცხოვრება თეთრი, რომ თავის მოკვლის მქონდეს უფლება, ამ ერთ ცოდვასაც შემინდობს ღმერთი?" ვისი ლექსია? ![]() * * * * * * * * * * * * * * * * * * ყველაფერს ვგეგმავდი, ვზომავდი, ვითვლიდი, მეგონა, ვიყავი ბრძენი ან დევგმირი... რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრება წინასწარ ვიღაცას ჰქონდა დაგეგმილი! ![]() მიხეილ ქვლივიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#877
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
რატი ამაღლობელი
ცრემლების ლოცვა მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა, ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი. ახლა დამტოვე ფიქრის ამარა, სასჯელს ვერ იტყვი ამაზე სასტიკს, ვარ ცარიელი როგორც სამარე - რომლიდან აღსდექ. მორის ფოცხიშვილი * * * არ მინდა შენი სიბრალული, შავი ნაწნავებით შემკარი, - და თუ სიგიჟეა სიყვარული, გავგიჟებულვარ და ეგ არი. ჩემი თბილისია უცილობლად ჩემი პარიზი და ბრეტანი, - და თუ მკვლელობაა გულგრილობა, ადრე მოგეკალი ნეტავი! ზვიად გამსახურდია ქაშვეთი I შორია შარიშური შარათა, მოჰქრიან სოველნი ქარნი, ბორიო - ფლოქვების მარაბდა, ალები ტალებად მდგარნი. სანთელი მთიების მფანტველი, ლიცლიცებს ციალით ნელი, კანკალებს კილამონ-კანკელი, ბანი და ებანი ბნელი. ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე, დამთიე სუდარა დარად, - ამით რამ იდარა მითი რამ, არკადებს აკრია: კმარა! II ელიან ლიანს და ლელიანს, ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი, გულიანს ბროლიან-ყელიანს, ხახაში იხერგავს მტკვარი, ქვიშათა ქუშია ქაშვეთი, დროთა მარაბდულთა სევდა ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი მუსრვად და სალმობად სდევდა. ან არარატებად არი რად, კეცტყავი კეცილი კეცად? მამულო გაქრობად ლამულო, მრისხვალი თვალი თუ გეცა? -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T.L. |
![]()
პოსტი
#878
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად,
წინანდალი აღმართულა მარტოდ, გზა მიუძღვის ციცაბო და დაგრეხილი გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო. ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში, დედოფლობას ჭაღებიც კი ნატრობს, გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი და შენ სანთელს დადიანი აქრობს. ჰა ავარდნენ მაშხალების ჩირაღდნები, შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტოს, გულისტკივილს ვაჟკაცურად გაუძელი, აბა, სხვა რით განუგეშო ტატო. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მარიამი |
![]()
პოსტი
#879
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად, წინანდალი აღმართულა მარტოდ, გზა მიუძღვის ციცაბო და დაგრეხილი გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო. ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში, დედოფლობას ჭაღებიც კი ნატრობს, გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი და შენ სანთელს დადიანი აქრობს. ჰა ავარდნენ მაშხალების ჩირაღდნები, შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტოს, გულისტკივილს ვაჟკაცურად გაუძელი, აბა, სხვა რით განუგეშო ტატო. ![]() ვისი ლექსია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
T.L. |
![]()
პოსტი
#880
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
![]() ვისი ლექსია? არ ვიცი,არ მახსოვს... ძალიან მიყვარს ![]() ------------------------------------------ წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით და ახლა გრილა და სველ სილაზე მკვდარ თევზივით აგდია დილა. ნისლია მთებზე და ბურუსში სახლებიც გაქრა და ზღვაში თეთრი ხომალდივით შეცურდა გაგრა... უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან ისმის, — ქალის კივილმა ხანჯალივით გაკვეთა ნისლი, როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას: — სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! — და ითხოვს შველას. მიხეილ ქვლივიძე ---------------------------------- ცის ფიქრი აგიყოლიებს, ჩრდილს დაასვენებ მთაზედა. იელვებს ძველი ტკივილი, როგორც მზის შუქი ხმალზედა. მონატრებისგან ლამაზი დარდი დაგიწვენს მკლავზედა. ვაჟა ხორნაული -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 05:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი