IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 44 45 46 47 48 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nuca_ge
პოსტი Feb 13 2008, 05:05 PM
პოსტი #901


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(Elisabedi @ Feb 13 2008, 05:03 PM) *

ნინი კარგი ლექსებია მაგრამ რას გავს ეს? ohmy.gif სასაფლაოზე და ბოლო სიტყვაზე ლაპარაკი შენს ასაკში არ შეგფერის ვგონებ biggrin.gif აგარ გავიგონო ასეთი რაღაცეების ლაპარაკი no.gif



მიყვარს რომ ბრაზდებიიი!!!!!! ა რ ინერვიულოო იზ ყველაფერი კარგადააააააააა!!!!!!!!!!!! :მპუა1:


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 13 2008, 05:37 PM
პოსტი #902


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მორიგი დღის ელეგია
«Сочинил же какойто бездельник»
ახმატოვა

უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,

დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი,

არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,

ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.


მე უკვე დავბრუნდი ჩემს მყუდრო ბინაში,

რადგანაც მომწყინდა ხალხი და პოზები,

აღარ მსურს გავიდე იმედით წვიმაში,

აღარ მსურს ვიცხოვრო ბავშვური ოცნებით.


მე ხომ არ ვიცხოვრე ჭუჭყებში ღორივით,

დღეს ასე მგონია და გარეთ დარია,

დღე არის უბრალო, დავარქვი მორიგი

და მე ვინც მიყვარდნენ აქ აღარ არიან.


უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,

დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი.

არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,

ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.



გაგა ნახუცრიშვილი

dry.gif mellow.gif sad.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 14 2008, 12:55 AM
პოსტი #903


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ნიკოლოზ ბარათაშვილი


* * *
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,-
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,-
იგიცა შესწიროს
ციაგმა ლურჯსა ცას!
1841 წ.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 14 2008, 02:41 AM
პოსტი #904


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
ლექსი იმის შესახებ,
ნამდვილად უყვარდა თუ არა
შოთა რუსთაველს თამარ მეფე
და იმის შესახებაც,
ნამდვილად თანაუგრძნობდა თუ არა
თამარ მეფე შოთა რუსთაველს

არა!


biggrin.gif მომეწონა





ესეც დათო ყანჩაშვილი


თოვლი

როცა ცას მართმევ,
ასე მგონი გჭირდება და
ამიტომ გატან

ან ცას რა მართებს ჩემი,
ხანდახან სახეს ჭორფლიან ღამედ მოხატავს
წვივები ისევ დაგიწვრილდება ნაწვიმარ გზაზე,
ორი გუბეც და აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზე

ზამთრამდე, რჩება ისე ცოტა დრო
ძამთრამდე უნდა,
უნდა მოასწრო,
მთEლი სხეულით ზეცა მოხატო
და სიზმრებიდან დახეული მზე მომაწოდო,
გულზე მომაწვა და ფეხაკრეფით უკან ახვიდე

დამესიზმრები,
ფარდის ჩახეულ ქვედაბოლოს გადავწევ და ცას მოგცემ
ისევ მოილოგინებ,
მერე თოვა
თოვლთან ერთAდ შენი თვალის ფერიც მოვა
შენ გროვდები და სახეს იხატავ, მე კიშენში ვარ
როცა ცას მართმევ
როცა ცას მართმევ
და როცა გატან....





ჩეეემი უსაყვარლესი ლექსი smile.gif




--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 14 2008, 04:17 AM
პოსტი #905


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...

wub.gif user.gif wub.gif


ავტორი არ ვიცი


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 14 2008, 06:38 AM
პოსტი #906


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698




გიორგი მახარობლიძე

* * *

მე უშენობას, მწარე სევდას გულში ვინახავ,
შენთვის უცნობი
და ერთგული ვრჩები ბოლომდე,
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში
მე შენ მიყვარხარ,
უფლება არ გაქვს,
ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!
გამინაწყენდნენ მე ფურცლები
ლექსებუხლები,
მხოლოდ ლექსებში
და ფიქრებში როგორ გეძიო?
შენი თითებით, შენი თმებით, შენი მუხლებით
უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო.
ტუჩდახეთქილი მიღიმიან ბროწეულები,
ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამე ვათენე?
და ვარსკვლავები
შენს თვალებში მომწყვდეულები,
ჰგვანან პატარა მოციმციმე
ციცინათელებს.
გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში
ჩუმდა აზიდა
და ფრთხილად ვზომავ
გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს...
და წვიმს ქუჩაში ისე ნაზად, ისე ფაქიზად,
რომ შეიძლება მონატრებით კაცი
გაგიჟდეს.

ვინ გამოუშვა წვიმა გარეთ ასე
ტიტველა?
ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ
ვუშველოთ?
დასტოვოს სევდა სულ პატარა,
პაწაწკინტელა,
მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით
უშენოდ.
შენზე ოცნებას შევინახავ,
როგორც დიდმარხვას,
ხვალ ცისარტყელა
ჩემს სიმართლეს დაე, მოწმობდეს,
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში
მე შენ მიყვარხარ,
რა უფლება გაქვს,
ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!!!


sad.gif sad.gif sad.gif

ამ ლექსს დიდხანს ვეძებდი... ერთხელ მოვისმინე და მას მერე 2 წლი გავიდა... და სულ ვეძებდი... მადლობა მარი ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Feb 14 2008, 01:13 PM
პოსტი #907


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ახლა თოვს....
ქრიან თეთრი ნისლები
თეთრი ფიფქების უნაზეს გროვას,
კარგია...
როცა არავის ელი,
არავის ელი....
და მაინც მოვა.


ავტორი სამწუხაროს არ ვიცი ვინ არის,

ცხოვრება არ არის ისეთი ადვილი როგორიც მეგონა,
ამ მღვრიე ქაოსში ვერ ვნახე ადგილი, ვერ შევხვდი მეგობარს,
უფერო დღეები ვით წვიმის წვეთები ერთმანეთს ისე ჰგავს.
უაზროდ ვცხოვრობ და უაზროდ ვბერდები
გულს დარდი მისერავს...
იქნება არცა ღირს განსჯად და ნაღველად
და სულაც ეს არის...
მაშ გულში რად ღვივის უშრეტი ნათელი
მაისის დღესავით?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 14 2008, 03:31 PM
პოსტი #908


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



5 წელი

ეკლესიაში მდგარს ხელზე მადნება სანთელი
ნისლში დაკარგულს შენზე მინდა მოვფინო ნათელი
შენკენ გზაა არის სავალი შორი
ღმერთმა შეგვყარა მე და შენ ორი
შენზე ფიქრებმა წამიღეს შორს
და ვემსგავსები მემგონი ქორს
მე ვენაცვალე სიყვარულს გიჟურს
და გაუმარჯოს სუყველა მიჯნურს
მე მახსენდება ჩემი ბავშვობა
შემყვარებიხარ მეგონა გართობა
ჩემო კარგო შენს ხომ ჩემს გულს გაუჩინე ალი
მერე წადი სადღაც გაქრი ამირიე კვალი
ისე გაქრი ჩემო კარგო ვერ მოგკარი თვალი
არ ყოფილა სიყვარული გულის წამალი
გავიდა ხუთი წელი ნეტა გენატრები???
მე შენ ყოველ წუთს გვრდით მელანდები
ხუთი წელია მოვუშვი წვერი
ამომებურცა ხელიდან ნერვი
გახსოვს მე და შენ სულ რომ დავობდით?
აი აღარ ხარ და მეც დავობლდი
ისიც არ ვიცი სადა ხარ ეხლა
ანდა რა ბედი გარგუნა ღმერთმა
მე მაინც დაგეძებ მაინც არ ვჩერდები
მაგრამ ამ ძებნაში ვატყობ რომ ვბერდები
შენ რომ გიპოვი მე მჯერა ამის
არ მინდა დავკარგო იმედი ხვალის
იცი რა არის სულის გოდება?
ძნელია როცა ვიღაც გშორდება
როდესაც მიდის და პირში გამხელს
როცა შესჩივი შენს ბედს და ნაღველს
აბა რაღა ვთქვა ვიგონებ იმ დროს
და მეჩვენება რომ ისევ მიხმობს
მე მახსოვს მისი სიცილი ლამაზ სახეზე
და გულს მიჩუყებს მისი კოცნა ჩემ ცივ ბაგეზე
ჩემი სხეული ნელნელა კვდება
ღა ვქნა სანთელი ხელზე მადნება
ჩემი ცხოვრება ძაან გავს სანთელს
როცა ჩაქრება ვერვინ აანთებს
სანთელი რომელიც ხელზე მადნება
მისი წვეთები ჩემს გულს ახმება
სანთელი დნება, ვიღაცა კვდება
ჩემი სული კი ღმერთს ევლინება
ჩემი ცხედარი კუბოში ლპება
და ჩემი ია საფლაზე რჩება !!!


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 14 2008, 03:50 PM
პოსტი #909


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ჩემს ტოლებს

ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს",

არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,

არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,

არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.


ცაში ოთახი განათდება იაპონურად,

ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,

მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,

მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.


დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,

დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,

უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,

და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.


ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,

გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს

და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,

რადგან მზითევში არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს". sad.gif


ნინო თარიშვილი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 14 2008, 05:08 PM
პოსტი #910


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(catherina_10 @ Feb 14 2008, 02:13 PM) *

ახლა თოვს....
ქრიან თეთრი ნისლები
თეთრი ფიფქების უნაზეს გროვას,
კარგია...
როცა არავის ელი,
არავის ელი....
და მაინც მოვა.
ავტორი სამწუხაროს არ ვიცი ვინ არის,



არც მე მახსოვს ავტორი sad.gif არადა wub.gif

ხელმოწერაში გადავიტან რა ჩემთან smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Feb 14 2008, 06:43 PM
პოსტი #911


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



თამარი_ცქნაფო
მაგას რა კითხვა უნდა,
როგორც გენებოთ ჩემო კარგო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 15 2008, 02:19 PM
პოსტი #912


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა - რამდენი.

(ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი ლექსებიდან)



--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 15 2008, 03:36 PM
პოსტი #913


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ო, რა ცოტა ხარ...


ო, რა ცოტა ხარ, შენ, ყველაფერო,

რამაც მე უნდა მომინელო, უნდა გამთელო,

დილავ, დღევ, ღამევ, სიყვარულო, სხვა რა ვაქეთ რო...

ო, რა ცოტა ხარ, რა ბევრი ხარ, შენ, ყველაფერო.


ბესიკ ხარანაული


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 15 2008, 06:25 PM
პოსტი #914


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...
გაივლის ქარელს...
გაივლის შინდისს...
ხან ხიდზე გადის,
ხან მიდის მინდვრით...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...
შენ გზა მითხარი,
ის გზა, რომელიც...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...

მუხრან მაწავარიანი

წარბმაღლობენ ყაყაჩონი
მუხრან მაჭავარიანი

კაცი ვიცი ერთი-ორი,
არაკაცი _ ათასობით.
მზეკაბანი მიდი-მოდის.
წარბმაღლობენ ყაყაჩონი.
ეს სოფელიც, სხვათა შორის,
«ბრუნავს ვითა ტანაჯორი».


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 16 2008, 03:22 AM
პოსტი #915


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



* * *
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.

ავტორი არ ვიცი smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 16 2008, 04:26 AM
პოსტი #916


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127




Здравствуй добрая моя,
Здравствуй милая моя,
Не надо печали, и так все ясно.

Прошлый раз смотрел в окно,
Дождь шел сильный проливной.
Мы смотрели друг на друга и молчали.
По твоим щекам текли,
Капли летнего дождя,
А может слезы, слезы печали..

Лишь к тебе одной родной
Я стремился всей душой.
У тебя одной молю, прошу прощенья.
Понимаю твою грусть,
Но ты ждешь и я вернусь,
А пока для нас печаль, и сожаленье... sad.gif

cray.gif


მიხეილ კრუგი (ვორობიოვი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 16 2008, 12:09 PM
პოსტი #917


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(შოთაძე @ Feb 16 2008, 02:22 AM) *

* * *
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.

ავტორი არ ვიცი smile.gif



ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" smile.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 16 2008, 04:17 PM
პოსტი #918


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(შოთაძე @ Feb 16 2008, 04:22 AM) *

* * *
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.

ავტორი არ ვიცი smile.gif

რამხელა ხარ? huh.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 17 2008, 01:23 AM
პოსტი #919


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო
ემილი დიკინსონი
(თარგმანი ინგლისურიდან - დავით ახალაძე)


ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო,

ძნელს თუ უდარდელს,

ადამის მოდგმას ძრწოლა და ბრძოლის

ჟინი მუდამ სდევს.


მე გულს ოცნების ლამაზ ნაფლეთთა

კონას მივუტან,

მათი დაჭკნობა ვეღარ გაბედა

ჟამმა ჯიუტმა.


დაგვცქერის ზეცის გუმბათი მყიფე _

სამოთხის ზღურბლი;

მე ცისარტყელას ხალიჩად ვიფენ,

რომ შევწვდე ღრუბლებს.


თუგინდ დამღალოს ძნელმა აღმართმა _

არ დავბრუნდები,

რაგინდ შორს იყოს წმინდა მამათა

ნავსაყუდელი.


და თუ წავხდი და ვიწვნიე მარცხი,

ჩემსას გავიტან _

მარადისობა კვლავ ბევრჯერ მაცლის

ვცადო თავიდან.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 18 2008, 11:21 PM
პოსტი #920


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937





მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე
და აღარ მინდა შენს გვერდით ყოფნა,
ნუ მეუბნები ,რომ ქვეყანაზე
ბედნიერება ვპოვეთ ჩვენ ორმა.

ვეგებებოდი დღეს შენზე ფიქრით,
არვინ მახსოვდა ქვეყნად შენს გარდა,
მაგრამ მომბეზრდა ეს ყოველივე,
უკვე დამთავრდა,დაეშვა ფარდა.

ჩემთვის იყავი შორი ოცნება
და ახლა როცა ოცნება ახდა,
მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე,
მე შენს სიყვარულს უარვყოფ ახლა.



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 44 45 46 47 48 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 09:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი