![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#941
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
*დათმობა*
დაუთმე ჩანგს და დაუთმე სიმს,- ჯინსა და ჯამბაზს, მოგვსა და მიმს ატეხილ ჭალებს, განძარცულ ტყეს, სევდიან თვალებს. დამტვერილ ფრთებს. დაცემულ მხედარს, დაგდებულ გზას, დაუთმე სევდას დაუთმე დარდს. დაუთმე სინდისს, დაუთმე გულს, უაზრო ტიტინს, უშურველ შურს. ვიც სანთელს გიწვავს ვინც სანთლად გწვავს,- დაუთმე მიწას, დაუთმე ცას! ყველას, ყველაფერს, ქარიშხალს, თოვლს, როდესაც გული დათმობას გთხოვს! მირის ფოცხიშვილი -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#942
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
მომენატრები ბუხართან მჯდომი შევაშტერდი ცხარე ნაღვერდალს, ვლამობ შევათბო გაყინული ჩემი ფიქრები, მარტოდ მოვსულვარ, - შევეჭიდო ერთ დოქ საფერავს, გავლევ და მალე შენთან ერთად ზეცას ვიქნები... ოთახს სიბნელე შეულეწავს მთვარის ნათებას, მისი სხივები სისხლისფერ ღვინოს ლურჯად ღებავენ, მე ვაკვირდები შეტალღულ ალთა ცისფერ ზმანებას, ლოცვის ცრემლები ამოხეთქვას ვერ მიბედავენ... ამ თიხის თასით შევსვი უკვე სამი საათი, თან ერთი წამი შევადარე მარადისობას, ჩემთავს ვუთხარი, მე აქ ვზივარ საღსალამათი, ოჰ, ვეღარ ვუძლებ ფხიზლად დამყოფი მე უმისობას... გავლიე ღვინო, დოქი ბუხარს შემოვამსხვრიე, თიხის ტკივილმა გულზედ მომხსნა ეკლის ბარდები, ფეხზე ავდექი, ფიქრი ოთახს მიმოვაფრქვიე, რომც დაგივიწყო, ვიცი ისევ შემიყვარდები... კარი გავაღე, ფეხი შევდგი ღამის წიაღში, თოვლის ტალღებზედ დაყრდნობილა მთვარე სხივებით, ნაძვთა ლაშქარი გახვეულა გლოვის ნიავში, კლდის ზედაპირიც შემკობილა ლოლოს მძივებით... და კვლავ ვიფიქრე, - მომენატრები... ვეფხვია ფეიქრიშვილი კარგი ლექსია მომეწონა ძალიან!!!!! ![]() ![]() ![]() -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#943
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე ტიციან ტაბიძე ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი, ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს, დამშრალი თერგი ერთი წვეთია, მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს. წამექცა თავზე ცა გარღვეული, და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა, და დარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს. და გადავყურებ ალმას უფსკრულებს, კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს, ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს. ვიცი მომელის მაინც ეს ბედი, და ისიც ვიცი ჩემზე ახია, ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი, ან თავის მოკვლა რა ტრაბახია. მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი, ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი. მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი, საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა, ვარ ავსებული შენით გულამდე და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა. მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე, მინდა გავიხსნა გული ალალი, მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი. ამ ლექსის გარჩევას ვაპირევდი ახლა გევრდით თემაში ![]() სხვა დროს იყოს ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#944
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
************
სიცოცხლე მართლაც ერთი წამია, წამში ეტევა ალბათ რაც არის,- სულ ერთი წამის სითამამეა სიყრმე,სილაღე,ცეცხლი,ნაცარი... წამია,მე რომ დამღლის და დამწვავს, ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა,- ერთი წამია,ო,მაგრამ ამ წამს ბედნიერება ჰქვია სახელად! არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით, თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი, რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი. ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით, რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ, რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ. ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით, რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად, რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად. მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს, მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#945
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
***********
რატომგაც მიყვარს ეს სიტყვა "არა" და თვითონ არ ვიცი რად შემიყვარდა. სპექტქკლის შემდეგ, როს ნათელ ქუჩებს მივყვები წყნარად ვაJი,თუ მეტყვის:"მე გაგაცილებთ!" ვპასუხობ:"არა!" როცა ფრთას ისხავს დაიარა,ტაშით... "იცეკვეთ ჩემთანნ!"-მომმართავს ვაჟი მე ვამბობ:"არა!" ჩემს მოკრძალებას ეს ერთი სიტყვა ეს ცივი სიტყვა შვენის ზარნიშნად თავს გამოვუტყდე?!!მე ვიტყვი:"არა!" და ეს ყოველთვის "არა"ს არ ნიშნავს! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#946
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ამ ლექსის გარჩევას ვაპირევდი ახლა გევრდით თემაში ![]() სხვა დროს იყოს ![]() გასაგებია რომელ თემაშიც ![]() მე ახლა ვნახე ის თემა და ვიფიქრე, რა მეჩქარებოდა-თქო ამ ლექსის აქ დადება ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
![]()
პოსტი
#947
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
მომწონს სპარსული პოეზია...
![]() ომარ ხაიამი * * * * * * * * * * * * * * * * * * ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს, არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება, ქვეყნად იმას რაღა დასამდური აქვს. ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#948
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
არსებობის გული
*********** იყო ფიქრების ვალსი, იდგა რკალები წყალზე, არ ასვენებდა ღამეს ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე. თვალს არ ეკიდა ძილი, მზეთა ვიყავით შვილი, რისთვის დაგვარქვეს ნეტა დემონიური წყვილი? მაგრამ ეს იყო სრული ყრმობის სევდა და რული იმ სიყვარულის ცეცხლი, იმ არსებობის გული. გალაკტიონი -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#949
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
* * * * * * * * * * * * * * * * * *
ვინც იყო ქვეყნად, ვინ გადარჩა აქ უცოდველი? ვინც არ შესცოდა, როგორ განვლო წუთისოფელი? მე ვქენი ცუდი და შენც ცუდით დაგამიხადე, სადღაა ჩვენში განსხვავება, მე პასუხს ველი! * * * * * * * * * * * * * * * * * * მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები განა არა ვართ, განა ალაჰის იმედების ანაბარა ვართ? აქ ერთ დღეს მოლას სალოცავი ნოხი მოვპარეთ. ისევ მოვედით ახალ ნოხის მოსაპარავად. ომარ ხაიამი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#950
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
****************
ცა ვარსკვლავებით გადაჭორფლილი, ვით სამოთხეში ვაშლის ქურდობა... ბუნდოვნად მახსოვს მთვარის პროფილი და შენი შუბლიც მახსოვს ბუნდოვნად... უნდოა,უნდო,ყველა მწვერვალი, სულის დილეგი,ხორცი-უნდოა! ბუნდოვნად მახსოვს თვე თებერვალი და თეთრი წარღვნაც მახსოვს ბუნდოვნად. გაჩერდა გული,ღმერთს ვესალმები, თუმც ჩემი მოკვლა არც ვის უნდოდა... ბუნდოვნად მახსოვს შენი თვალები... შენი ტუჩებიც მახსოვს ბუნდოვნად ..." -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#951
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ბედი
ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ, პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს, "კაცო, ნუ ხარო უმადური, - ათასჯერ უთქვამთ, ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო". ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე, ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში, მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს: "ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი". ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია. შოთა ნიშნიანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ართი ვარდი |
![]()
პოსტი
#952
|
![]() MARIAMI ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 ![]() |
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფინდა ჩიტი სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფინდა ჩიტი. ტერენტი გრანელი ![]() -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
T.L. |
![]()
პოსტი
#953
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ართი ვარდი
შემოგევლე ![]() ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან და უკანონო ეყოლა კვირტი. ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა, ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი. ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის, ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა. მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა. თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი და ბაღმა ჩუმად გაიმაისა... გაზაფხულია! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T I K O |
![]()
პოსტი
#954
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
* * *
სასიხარულოს არას გვაძლევს პლანეტა ვრცელი, უნდა მოვსტაცოთ სიხარული მყოფადს ელვიანს, თავი მოიკლა ცხოვრებაში არ არის ძნელი, ცხოვრება შექმნა გაცილებით უფრო ძნელია. ვლადიმერ მაიაკოვსკი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#955
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
**************
ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი , სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს , შეყვარებულზე ფიქრობდა იგი , ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს . იწვოდა სანთელი ნელა , თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი , ყველა ერთ სანთელს შესცქერის მარტო , ქურდმა ბიჭმა კი ლექსი დაწერა : " ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ , მე უშენობით არ მყოფნის გონი , მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ . მოვიკლავ მგონი . თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი , რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი ? და თუ სიყვაულმა ტანჯვა მომიტანა , ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა ?? " - ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი და შესცქეროდა ანთებულ სანთელს . - რა არის ქალი ? - ფიქრობდა იგი . - რა შეუზლია ამ ქვეყნად ქალებს და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა , მზე დამანახა და ცის ნათელი . ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი . . . * * * სასიხარულოს არას გვაძლევს პლანეტა ვრცელი, უნდა მოვსტაცოთ სიხარული მყოფადს ელვიანს, თავი მოიკლა ცხოვრებაში არ არის ძნელი, ცხოვრება შექმნა გაცილებით უფრო ძნელია. ვლადიმერ მაიაკოვსკი ძალიან მომეწონა !!!!! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
შოთაძე |
![]()
პოსტი
#956
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
************** ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი , სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს , შეყვარებულზე ფიქრობდა იგი , ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს . იწვოდა სანთელი ნელა , თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი , ყველა ერთ სანთელს შესცქერის მარტო , ქურდმა ბიჭმა კი ლექსი დაწერა : " ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ , მე უშენობით არ მყოფნის გონი , მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ . მოვიკლავ მგონი . თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი , რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი ? და თუ სიყვაულმა ტანჯვა მომიტანა , ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა ?? " - ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი და შესცქეროდა ანთებულ სანთელს . - რა არის ქალი ? - ფიქრობდა იგი . - რა შეუზლია ამ ქვეყნად ქალებს და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა , მზე დამანახა და ცის ნათელი . ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი . . . ეს ლექსი ვისია? ისე ამ ლექსის განხილვა შეიძლება ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#957
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ეს ლექსი ვისია? ისე ამ ლექსის განხილვა შეიძლება ![]() სამწუხაროდ არ მახსოვს!!!!!!! ![]() -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#958
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ძალიან მომეწონა !!!!! გაიხარე! მეც მომწონს ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
შოთაძე |
![]()
პოსტი
#959
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
ციტატა მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ . მოვიკლავ მგონი . პირველრიგში როდესაც თავისმოკვლაზე ფიქრობ ეს არის უმძიმესი ცოდვა!!! და ამ დროს ხშირია შემთხვევეი როდესაც რეალურად ხდება თვითმკვლელობა!!! ციტატა თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი , რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი ? და თუ სიყვაულმა ტანჯვა მომიტანა , ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა ?? უნდა იცოდეს რომ სიყვარული რჩეულთა ხვედრია!!! თუ ადამიანი გიყვარს მზად უნდა იყო ყველანაირ ამ ქვეყნიურ ტანჯვას გაუძლო რადგან სიყვარული უკვდავია ისევე როგორც ადამიანი! სიყვარული არის უფლის მიერ ბოძებული საჩუქარი რომელსაც ან მადლობას უხდი ამ საჩუქრისთვის და უფლის სიყვარულით ცხოვრობ ამ ქვეყნად ან კიდევ არ მოგწონს ეგეთი სიყვარული და უფრო მეტი გინდა და ამის გამო უფალსაც კი უბრაზდები და მრისხანებაში ვარდები და განიშორებ უფალს. ასევე დედის დადანაშაულება ყოვლად მიუღებელია !!! უფალზე მეტად ადამიანი არ უნდა შეიყვარო!!! და ადამიანი კი არ უნდა შეიყვარო იმდენად არამედ თვით სიყვარული უნდა ისწავლო,უნდა შეიგრძნო და იმ სიყვარულით უნდა იცხოვრო!!! მგონი არაუშავს ჩემ განმარტებას ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#960
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
პირველრიგში როდესაც თავისმოკვლაზე ფიქრობ ეს არის უმძიმესი ცოდვა!!! და ამ დროს ხშირია შემთხვევეი როდესაც რეალურად ხდება თვითმკვლელობა!!! უნდა იცოდეს რომ სიყვარული რჩეულთა ხვედრია!!! თუ ადამიანი გიყვარს მზად უნდა იყო ყველანაირ ამ ქვეყნიურ ტანჯვას გაუძლო რადგან სიყვარული უკვდავია ისევე როგორც ადამიანი! სიყვარული არის უფლის მიერ ბოძებული საჩუქარი რომელსაც ან მადლობას უხდი ამ საჩუქრისთვის და უფლის სიყვარულით ცხოვრობ ამ ქვეყნად ან კიდევ არ მოგწონს ეგეთი სიყვარული და უფრო მეტი გინდა და ამის გამო უფალსაც კი უბრაზდები და მრისხანებაში ვარდები და განიშორებ უფალს. ასევე დედის დადანაშაულება ყოვლად მიუღებელია !!! უფალზე მეტად ადამიანი არ უნდა შეიყვარო!!! და ადამიანი კი არ უნდა შეიყვარო იმდენად არამედ თვით სიყვარული უნდა ისწავლო,უნდა შეიგრძნო და იმ სიყვარულით უნდა იცხოვრო!!! მგონი არაუშავს ჩემ განმარტებას ![]() კი, მაგრამ ადამინებს არ აქვთ ამდენი შეგნებააა!!! იმაზე ნაკლებად ფიქრობს , რომ ცოდვას ცოდვაზე ამატებს !! არ ვიცი დააკვირდი, თუ არა ბოლოს ლექსი როგორ მთავრდება!!! მე პირადად ასე გავიგე, რომ მიუხედავად მისი შეცოდებისა, ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ მის ლოცვას ისმენს!!! არ ვიცი მე ასე მომეჩვენა შეიძლება ვცდებიიი!!!!!! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 11:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი