IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 47 48 49 50 51 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ana-bana
პოსტი Mar 1 2008, 02:38 PM
პოსტი #961


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ანდერძი
იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;
თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, -
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.
თუ დავეცე, - ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.
გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
- შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, -
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.
- თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული ყბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...
დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.



--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 1 2008, 05:27 PM
პოსტი #962


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(neo @ Feb 26 2008, 02:20 AM) *

მომენატრები

ბუხართან მჯდომი შევაშტერდი ცხარე ნაღვერდალს,
ვლამობ შევათბო გაყინული ჩემი ფიქრები,
მარტოდ მოვსულვარ, - შევეჭიდო ერთ დოქ საფერავს,
გავლევ და მალე შენთან ერთად ზეცას ვიქნები...
ოთახს სიბნელე შეულეწავს მთვარის ნათებას,
მისი სხივები სისხლისფერ ღვინოს ლურჯად ღებავენ,
მე ვაკვირდები შეტალღულ ალთა ცისფერ ზმანებას,
ლოცვის ცრემლები ამოხეთქვას ვერ მიბედავენ...
ამ თიხის თასით შევსვი უკვე სამი საათი,
თან ერთი წამი შევადარე მარადისობას,
ჩემთავს ვუთხარი, მე აქ ვზივარ საღსალამათი,
ოჰ, ვეღარ ვუძლებ ფხიზლად დამყოფი მე უმისობას...
გავლიე ღვინო, დოქი ბუხარს შემოვამსხვრიე,
თიხის ტკივილმა გულზედ მომხსნა ეკლის ბარდები,
ფეხზე ავდექი, ფიქრი ოთახს მიმოვაფრქვიე,
რომც დაგივიწყო, ვიცი ისევ შემიყვარდები...
კარი გავაღე, ფეხი შევდგი ღამის წიაღში,
თოვლის ტალღებზედ დაყრდნობილა მთვარე სხივებით,
ნაძვთა ლაშქარი გახვეულა გლოვის ნიავში,
კლდის ზედაპირიც შემკობილა ლოლოს მძივებით...

და კვლავ ვიფიქრე, - მომენატრები...
ვეფხვია ფეიქრიშვილი



მშვენიერი ლექსია, მაგრამ რატომღაც არასდროს მსმენია ამ მის ავტორზე, ვინ არის? ჩვენი თანამედროვეა? სხვა ლექსებსაც დადებ?

ფრიად დავინტერესდი rolleyes.gif smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 1 2008, 05:31 PM
პოსტი #963


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(neo @ Mar 1 2008, 05:53 AM) *

ღამე და ლუდი

ღამის უბნებში დავწრიალებ შენზე ოცნებით,
ზამთრის ფერებში მოქარგულა თებერვლის მწუხრი,
ლუდის ქილასთან ვიმეგობრე ბევრი კოცნებით,
უცებ მომინდა ჩამეხარა ხის ძირას მუხლი...

ჩავრგე მუხლები, ზეცა მზერით ზემოთ ავზიდე,
ვარსკვლავთ ფერები თითქოს ნისლში შეზავებულა,
მე მომატრების ეს სიმძიმე ისევ თავს ვიდე,
ეჰ, როდის იყო მუხლჩახრილი შენგან ქებულა...

იქვე ხის ძირში მე დათესვა ვიწყე ცრემლების,
გაყინულ მტევანს გაუსრისავს სასმისი ლუდის,
ამ სიყვარულსაც ეშინია ციხის კედლების,
უსასოობით მოდრეკილი ცხოვრების მრუდის...

ზურგზედ დავეცი, შემიტყუა თოვლის მისანმა,
მთოლვარე სულმა ლოცვა კიბედ ფეხქვეშ გაიგო,
მე გამიტაცა უსასრულო რწმენის მიზანმა,
იმედის ხიდიც გონებაში ფრთხილად აიგო...

და მაქვს რწმენა,
და იმედიც,
მაგრამ...
ვეფხვია ფეიქრიშვილი


smile.gif smile.gif smile.gif
უძლიერესია...


ციტატა
მშვენიერი ლექსია, მაგრამ რატომღაც არასდროს მსმენია ამ მის ავტორზე, ვინ არის? ჩვენი თანამედროვეა? სხვა ლექსებსაც დადებ?

ფრიად დავინტერესდი rolleyes.gif smile.gif

მეც ძალიან დამაინტერსდა, არასოდეს მსმენია ავტორის შესახებ. არადა კარგი ლექსები აქვს...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 1 2008, 06:02 PM
პოსტი #964


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
მეც ძალიან დამაინტერსდა, არასოდეს მსმენია ავტორის შესახებ. არადა კარგი ლექსები აქვს...


ვეფხო ჩემი მეგობარია, არ წერს, როგორც თვითონ იძახის ხანდახან ,,მაიმუნობს ხოლმე'' ...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 1 2008, 08:33 PM
პოსტი #965


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვწუხვარ ქართულად,
ვმღერი ქართულად, მადლობა ღმერთს ნებადართულად,
შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს, ისიც ქართულად,
თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო, თარგმნეთ ფრანგულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს, მე ვწერ ქართულად,
მე ყოვლად ქართველს, ყოველივე მიყვარს ქართული,
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული!

ტ. ჭანტურია


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 1 2008, 11:42 PM
პოსტი #966


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ნოსტალგია

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით, ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.

როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.

თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ,
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?

ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი,
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.

მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.

და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?

თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 2 2008, 12:01 AM
პოსტი #967


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ციტატა(tiko282 @ Mar 1 2008, 11:42 PM) *

ნოსტალგია

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით, ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.

როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.

თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ,
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?

ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი,
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.

მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.

და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?

თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .

ძალიან მიყვარს ეგ ლექსი wub.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 2 2008, 03:55 PM
პოსტი #968


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(ana-bana @ Mar 1 2008, 11:01 PM) *

ძალიან მიყვარს ეგ ლექსი wub.gif

კაი ლექსია smile.gif
შემთხვევით, ავტორი ხომ არ იცი? ინტერნეტში ვერსად ვიპოვე.



ესეც ომარ ხაიამი:


რად გსურს ქონება, თუ ცხოვრება წარმავალია,

ვინ არის იგი, ქვეყნად სული ვინც არ დალია?

სული სხეულში შეხიზნული მხოლოდ ვალია,

როგორ შეირჩენ, თუ გადახდა გარდუვალია.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Mar 2 2008, 09:47 PM
პოსტი #969


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ქეთევანის წიგნი
საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი
ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი.
წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის
ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი.

ავტორი
ღამეა. სულ წვიმს. განა ცას
ამდენი უნდა ეწვიმა?
გული შემიკრთო უეცრივ
აჩრდილმა გადმოხვეწილმა.

დედოფლის შესამოსელში
ხელთ წიგნი გამოატარა,
ვიცი, წიგნებში სიტკბოა,
რად მწვავს ეს წიგნი პატარა?

ან მისი ხელში აღება
რამ უნდა გამაბედვინოს?
ზედ ცრემლის ლაქა აცხია,
ვიღაცას უნდა ეტირნოს!

ვიცი, ვინც არის პატრონი,
ან წიგნი ვისაც ჰხლებია,
მისი მიმკრთალი ფურცლები
სიმწარით იკურცხლებიან.

რაც ვერ დაწერა კალამმა,
ალბათ ცრემლმა თქვა მალულმა,
სამშობლოს ფიქრზე საკანში,
ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა.

რა დაიტირა, რას გვეტყვის
დედოფლის ცრემლის ნაღვენთი? ―
თუ მოინატრა შორიდან
თავისი ტკბილი კახეთი?

ამ წიგნზე თვალთა გიშრების
ყოველი დაწამწამება
ფიქრით იწვოდა, ვით ზიდოს
მან მომავალი წამება.

შანთით, მარწუხით, დახლიჩეს,
გაზით უგლიჯეს ძუძუნი,
ყორნებს მიუგდეს საჭმელად,
ათას ხმლით გადაკუწული.

ათასი ელვის ნათელი
დედოფლის სახე ყოფილა.
ო, რა თვალები... ქართლისთვის
სიკვდილით გადაღობილან.

არ მასვენებენ, სულ მდევენ,
ის განიერი თვალები...
პატარა წიგნი საუბე,
ზედ ცრემლის ნაწვეთალები


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 3 2008, 05:23 PM
პოსტი #970


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



გაკვეთილიდან გაკვეთილამდე

ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი,

ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -

დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,

შუბლზე მაკოცა და... წავიდა...


ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი,

ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -

ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,

თავი დამიკრა და... წავიდა...


ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,

არადა, შეცოდება არ მინდა,

სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,

გაშალა ქოლგა და... წავიდა...


ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,

რეკდა მწუხარების ზარი და

ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,

თვალი ჩამიკრა და... წავიდა...


იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი,

მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -

სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი,

გული მატკინა და... წავიდა...


მორის ფოცხიშვილი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 3 2008, 11:05 PM
პოსტი #971


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



***

მთელი ზამთარი ისე გავიდა,
არ დამცდენია არც ერთი ბწკარი.
მხოლოდ დათოვლილ სახურავიდან,
მესმოდა, როგორ კიოდა ქარი.
მიშტერებული გაყინულ მინას,
თავს ვიტყუებდი ფერადი ზღაპრით
და როგორც წინათ, დიდი ხნის წინათ,
დიდი იმედით ველოდი აპრილს.
მობორიალდნენ ლანდები შორი,
აწკრიალებულ ბროლით და ღვინით.
ქალაქში დადის ახალი ჭორი
თმაშეღებილი ცეცხლისფერ ინით.
დადის ჩურჩულით და ლაპარაკით,
ულულავს თვალებს ქუჩებს ეზოებს
და აკვირდება მთელი ქალაქი
ვნებით არეულ მაღალ თეძოებს.
მოგონებებით აჩონჩხლილ გალას,
შეახებს თითებს ეჭვი ცბიერი,
თქვენ დაავიწყდით დროებით ქალაქს
პატივმოყვარე და ნებიერი.
რა ვუყოთ, ახლა სხვისი ჯერია,
რომ ჯამბაზივით თოკზე გავიდეს.
მე კი აქამდე რაც მიწერია,
ერთად გავიტან ზამთრის ამინდებს.
კედლებმა უხმოდ გაინაწილეს
მოსალოდნელი დღეების შიში,
ისე ილევა ეს სიყმაწვილე,
როგორც სანთელი შედგმული ნიშში.
მაგრამ სანამდე გადამაფარებს,
სიკვდილის ზეწარს სიგრილე დილის,
ერთ, ერთხელ მაინც შევაზანზარებ
გაბრდღვიალებულ აპრილით თბილისს.
იყო თუ არა რაც ასე მწამდა,
მოვარდნილ წყალში შესვლა მხარულით,
მქონდა თუ არა სიმღერის გარდა,
სხვა აღტაცება ან სიხარული.
არა არ მქონდა, მაგრამ პატარა,
მეც მადგა კუზი ცოდვიან კაცთა
და მოგონებამ უხმოდ ატარა
მიტოვებული სიზმრების განცდა.
სული კი თეთრი თოვლით დაღლილი,
ეძებს ყოველი წვრილმანის მიზეზს
და იღიმება, მკერდზე დახრილი,
ჩამოვარდნილი, ნიღაბი პირზე!!!!!







--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 06:30 PM
პოსტი #972


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი, ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი , შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.

ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ,
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწილო კაბას გიკერავდნენ.

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია ,
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 4 2008, 08:46 PM
პოსტი #973


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



მე არ მეგონა :



რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა
რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა
რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს
რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს
რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება
რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი
რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა
რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი
რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი
რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს
რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს
რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება
რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან
რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს
რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ
რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ
რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ
რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს?
რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება
რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა
რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზე და დღესაც გხედავ
რომ ჩემი ორი საყვარელი შენი თვალი კვლავ მენატრება
რომ მათი მზერა მწველი იყო ყოველთვის ჩემთვის
რომ მხიარული შევეცდები რომ მოგეჩვენო
რომ ბედნიერი მაინც დავრჩი, შენ კი არ გერჩი
რომ სიყვარული მე ვიცოდი მარადიული
რომ ამ გრძნობისთვის, დამიჯერე, შენ მაინც ღირდი
რომ დაფასება ვერ შეძელი და ახლა იცი
რომ დაკარგულის შეფასება ყოფილა ძვირი
რომ თუ სიკვდილი გამიტაცებს ესოდენ მწირი
რომ უკვდავებას მივაბარებ მე ჩემს სიყვარულს
რომ ის შეგხვდება როცა მარტო დარჩები შენში
რომ მას მიენდე ცხოვრებაში, თუნდ კიდევ შიშით
რომ ის გადმოგცემს ჩემს სიყვარულს და დამშვიდდები
რომ შენ შეიგრძნობ სუნთქვას ჩემსას, შორეულს, დაღლილს
რომ ამ სუნთქვაში შენი, ჩემი ყველა ერთია
რომ შენ იქნები ბედნიერი, მე შევსვამ ჭიქას
რომ ანგელოზად გადვიქცევი და შენს მფარველად
რომ მარტოობამ გაგრძნობინოს, რომ შენთან მეც ვარ
რომ სიცოცხლეში მიტოვებულ პატარა გოგოს
რომ ანგელოზად გადაქცევა დაჰბედებია . . . .


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 4 2008, 11:16 PM
პოსტი #974


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



_ _ _

ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში თეთრი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
ვსტიროდი დიდხანს მარტოობით ნაალერსალი,
ვარ მოწყენილი ვით ზამთაში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 4 2008, 11:45 PM
პოსტი #975


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ლექსებს ავტორებს რატომ არ უთითებთ? ან სათაურებს?

უმორჩილესად გთხოვთ, მიუთითეთ!

smile.gif

პ.ს. გადახედეთ ბოლო პოსტებს და ჩაამატეთ, თორემ სხვებიც ათვალიერებენ და აინტერესებთ ავტორები და სათაურები, ჩვენ კი ვიცით, რომ ერთი გარფინდაშვილია, მეორე გალაკტიონი, მესამე სხვა და მეოთხე სხვა, მაგრამ სხვამაც გაიგოს, თან ამით ავტორებს მივაგებთ პატივს.


აბა, თქვენი იმედი მაქვს! smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 6 2008, 01:23 AM
პოსტი #976


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



* * *
მე გავიცანი ქართველი კაცი,
ვნახე ქვეყანა, მარად ქებული...
გულში ჩავხედე ვიპოვე განძი,
თვით ბუნებაზე აღმატებული.

ვიგემე შენი ღვინო და პური-
ყოვლი სიტყვა მარგალიტია-
მეგობრის სიტყვა , მიღება ძმური
ერებისათვის მაგალითია.

ვიხილე ხალხი კეთილი, ბრძენი.
"ვეფხისტყაოსნის" გმირმა მატირა...
ვცადე შემეცნო სიმაღლე შენი,
და მე ავღმოვჩნდი მეტად პატარა.

* * *
ამბობენ თურმე მე და შენ გვყვარებია ჩუმად ერთურთი
ამბობენ თურმე ვერ უმხელენო გრძნობას ვერცერთი
და თურმე მათზე ლაპარაკობს ღმერთი ამური
გუშინ გამვგმირე ორივეო ისრით შიგ გულში
და თუ შენ შეძლებ რომ ერთხელ მაინც
ჩემთან მოხვიდე და მითხრა ჩუმად
რომ ჩვენი გრძნობა არის ღვთიური
მე მაშინ გეტყვი რომ მეც მიყვარხარ
ეხლა კი ჩემს წინ შენი სურათი
ბავშვურად მიცქერს და იღიმება
და ალბათ ნატრობს იმ ლამაზ წამებს
როცა მე და შენ ვიქნებით ერთად.


* * *
"თუკი ლოდინი გარგუნა ბედმა,
ნურც გაიფიქრებ რომ ბედი არ გაქვს.
უბედური ხომ მხოლოდ ის არის,
ვისაც ლოდინის მიზეზი არ აქვს!!!"


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 6 2008, 04:40 PM
პოსტი #977


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ირაკლი ჩარკვიანი

გვარდია

ჩვენ ვართ გვარდია, ვიცავთ ყოველ მეტრს,
ჩვენ ვართ გვარდია, არ მოვითმენთ მეტს,
ჩვენ ვართ გვარდია, გადავარჩენთ ერს,
ჩვენ ვართ გვარდია, არ მოვუშვებთ მტერს,

გვარდიელია, ვინც სამშობლოს იცავს,
გვარდიელია, ვინც დარაჯობს მიწას,
გვარდიელია, ვინც სიცოცხლის ზღვარზე დგას!


მე მინდა შენთან

მე მინდა იცოდე ჩემი სიტყვები,
მინდა გესმოდეს გესმოდეს ჩემი სიმღერა,
მინდა გახსოვდეს, მინდა გახსოვდეს, რომ მინდა შენთან.
ვიცი არ გიყვარს ცივი სამოთხე და ამბობ სიტყვებს რომელიც მწვავს.
გახარებს სიჩუმე სიცილზე მეტად, შენი ვარ იცოდე, მე მინდა შენთან.
სიტყვები არაფერს აღარ ამბობენ, სიმღერაც მალე დარჩება სხვებთან,
მაგრამ მე იგივეს, იგივეს გიმღერებ... მე მინდა შენთან

უსაფრთხოება

ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში, ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს,
მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში, მე დღეს ვერ მოგცემ ფულს,
მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,
მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს.
ნუ ეტყვი საყვარელ დედას რომ ცდა მოთმენად ღირს,
რომ წყენას შენს, ვერავინ ბედავს, რომ შენ უყვარხარ გმირს,
მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,
მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს.


საქართველო

მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას,
ჩვენ განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს,
დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა
თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვქნა
და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს
ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს...



ისტორიას

მოდი ჩემთან შენი ძველი ქუჩით
მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით
მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს,
და ოცნება გამინათე მზით,
მოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი,
მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა,
მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდა
და ნაპირებს მიატოვებს ზღვა.
ისტორიას დარჩება ჩვენი შეხვედრა,
ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა,
ისტორიას დარჩება ის,
რაც ვიპოვეთ ჩვენ... მე და თქვენ




--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 7 2008, 05:33 PM
პოსტი #978


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



* * * * * * * * * * * * * * * * * * * *

ალიონი ხარ, მე - ჩანავლულ სანთლის მუდარა,

ვაგლახ, რომ ცისკარს ჭრაქისაგან არა უნდა რა;

სული მელევა, მეტმასნება ცეცხლის სუდარა,

ღიმილმა შენმა ჩემს გულს აღარ გამოუდარა.


სამარეს ია მომიქარგავს, რამეთუ გულმა

ზედ დამჩნეული ზილფ-კულული იას უდარა.

ჰაფეზ, შენს საფლავს ტურფა სიოდ რომ მოევლინოს,

დაგეფხრიწება გრძნობისაგან ტანზე სუდარა.



ჰაფეზი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 7 2008, 10:51 PM
პოსტი #979


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



* * *
ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო,
ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,
შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!
ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო,
თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო,
მთებო, მთებო, რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო,
ზვარო, ზვარო ჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო,
ზვარო მტევნებგიშრიანო, გლეხი კაცის სანუკვარო,
ფიჭვის ტყეო, ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო,
ნისლის ნამში განბანილო მთაო გულმკერდგადაშლილო,
მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო,
საქართველოს სიხარულო-ცხენისწყალო და ენგურო,
და მამულის სიყვარულო, ხალხის გულში დანერგულო;
მშობლიურო მინდორ-ველო, სიცოცხლეო საამურო,
მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო,
მოსავალო, ჭირნახული, დილის ცვარით დანამულო
და ბულბულო ხმაწკრიალავ, ბუჩქნარებში განაბულო,
თვითმფრინავო ცაში ლაღო, მთებთან ახლო მოფრენილო,
ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო,
კვახის ლერწო გაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო,
მიწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო, წყაროებო,
შემოდგომავ შემოქმედო, შემოდგომავ მადიანო,
მტერმა გნახოს, შემოგხედოს, გული დაუდარდიანო!
ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო მთვარიანო,
ამდენი ხნის დანაპირო-გოგონავ შავთვალიანო,
აქოჩრილო რთხმელის ტყეო, ბარდებო და იელებო,
მეგობრებო, მეზობლებო, ახოვანო ჯეელებო,
ბედნიერი ხალხის გარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ,
იძლიეროს მისმა მაჯამ, ვინც დაგთესა, მოგიყვანა!
ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო,
გამრჯელისთვის გატენილო, უქნარასთვის ცარიელო,
ხეო, ვაშლით გაფერილო, ტალავერის ჩეროებო,
სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
ვარდებო და ყვავილებო, ბარდებო და იელებო,
ახოვანო ვაჟკაცებო, უშიშარო ჯეელებო,
კოლხელებო, ქართლელებო, კახელებო, მთიელებო,-
თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური,
თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული,
მინდა ლექსით გესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენო
და ქართველი მგოსნის ჩანგი ამ სიმღერით ვასახელო!
1936


ლადო ასათიანი


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 8 2008, 07:59 AM
პოსტი #980


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



რაც მთავარია მემახსოვრება ენა, მამული, სარწმუნოება!...

როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.
სჯობს ღარიბობა, ჩემს სამშობლოში,
სჯობს რომ მესმოდეს, ენა ქართული!
ისეთი სწრაფად მიპრინავს წლები,
თითქოს თამაშით ვიყო გართული.
როდესაც გავხდი მე ემიგრანტი,
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ,
უცხო კანონებს ვემორჩილები,
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი!
ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა,
და პატრიოტი ქართველი მერქვა,
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები,
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა!
სადაც ვიქნები სულ მეყვარება,
ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
რაც მთავარია.. მემახსოვრება,
ენა ! მამული ! სარწმუნოება !
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი!.....
ვიდეო ვერსია


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 47 48 49 50 51 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 11:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი