![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#981
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ციტატა რაც მთავარია მემახსოვრება ენა, მამული, სარწმუნოება!... როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს, დავკარგე ძალა და მადლი მისი, მე მირჩევნია ჩემი ღარიბი, ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი. სჯობს ღარიბობა, ჩემს სამშობლოში, სჯობს რომ მესმოდეს, ენა ქართული! ისეთი სწრაფად მიპრინავს წლები, თითქოს თამაშით ვიყო გართული. როდესაც გავხდი მე ემიგრანტი, შევიწროვება ვიგრძენი მაშინ, უცხო კანონებს ვემორჩილები, დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი! ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა, და პატრიოტი ქართველი მერქვა, მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები, ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა! სადაც ვიქნები სულ მეყვარება, ჩემი მთები და ჩემი ბუნება, რაც მთავარია.. მემახსოვრება, ენა ! მამული ! სარწმუნოება ! როცა დავშორდი ჩემს საქართველოს, დავკარგე ძალა და მადლი მისი, მე მირჩევნია ჩემი ღარიბი, ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი!..... ვიდეო ვერსია ![]() -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
madziebeli |
![]()
პოსტი
#982
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi.varketili წევრი № 2,258 ![]() |
მ ო ნ ა ნ ი ე ბ ა
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული და თანაგრძნობა. იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის. მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც, მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს. მას სდევდა მუდამ უბედურება მან არ იცოდა რაა სიცილი, სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ უბედურება,სისხლი,სიკვდილი. თავის სიცოცხლეც არად უღირდა მისი შეჩერება იყო ამაო, ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო. მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი" ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი, აუკანკალდა მარჯვენა ხელი სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი. ფული არა მაქვს შვილო არა მე თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას, მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ არ დაგივიწყებს უფალი ამაგს. მე არ ვიციო ვინ არს უფალი და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს, წიგნი დავარდა,გადაიშალა მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს. იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს, მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს. წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა ის დაიხარა წიგნი აიღო, მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც უფლის შესახებ ბევრი გაიგო. საღვთო წერილი მას მოუთხრობდა როგორ სწირავდნენ ღვთის ხალხი თავს, ამდენი ტანჯვა-წამებითაც კი კვლავ აკეთებდნენ ისინი კარგს. მან გაიხსენა,ფულის გულისთვის როგორ მოუკლა ხალხს სიხარული, თავის ცხოვრების განმავლობაში პირველად იგრძნო მან სინანული. გარდაცვლილ მღვდელთან მუხლთ დაიჩოქა ცოდვის პატიება სთხოვა ვედრებით, ამდენ ბოროტებას გულმა ვერ გაუძლო და თვალებს მოაწყდა ვეება ცრემლებით. ამის შემდეგ კი ჩახმახს გამოჰკრა და დაესვენა ზედ გულზედ მოძღვარს, მან ბოროტება მოინანია და არ გაუშვა ხელები ლოცვანს. მაგრამ შეცდომა მაინც დაუშვა არ აწყენს არვის ამისი ცოდნა, თვითმკვლელობაზე უსაშინლესი არსად არსებობს ქვეყანად ცოდვა. მას ყველა ცოდვა მიეტევება და დაისჯება თვითნებობისთვის, ის დაადგება ჯოჯოხეთის გზას უსაშინლესი თვითმკვლელობისთვის. ჩვენ კი წყალობა გვქონდეს უფლისა ვგონებ ეს მართლა სუყველას უნდა, და დაიხსომეთ კეთილო ხალხო სამოთხეს დამსახურება უნდა. ჩემია ![]() უფალო ღმერთო უფალო ღმერთო ცოდნის ძალა მომეცი შეგთხოვ რომ შევიმეცნო შენი არსი,შენი დიდება, რომ გავუმკლავდე ამ ცხოვრების ამაოებას მე ამითვის დიდი ცოდნის ძალა მჭირდება. უფალო ღმერთო გთხოვ მაპატიო ის დიდი ცოდვა როცა მე შენგან დაუფიქრებლად სადღაც გავრბოდი, და მე არ მსურდა შენს შესახებ მქონოდა ცოდნა ისეც კარგი ვარ,ბევრს არ ვცოდავ გულში ვამბობდი. უფალო ღმერთო მე არ მჯეროდა წმინდა სიტყვების ცოტა ვიცოდი შენს შესახებ წმინდა უფალო, როცა ამბობდნენ გულის კარები ღმერთს გაუხსენი ჩემთვის ვიძახდი,ჩემი გული არის უკარო. უფალო ღმერთო ყველამ იცის ასე არ არის უმრავლესობის გულის კარიც დახურულია, შენი შვილების ცოდვის ყურებით მაღალო ღმერთო შენი თვალები ცრემლების დენით დათუთქულია. უფალო ღმერთო მომეცი ღონე,რომ შენი სიტყვის შევიცნო არსი,მისი დიდება და მისი ძალა, რადგან შენა ხარ,ერთადერთი მაღალი ღმერთი ყველა ცოცხალის და სულიერის მშობელი მამა. უფალო ღმერთო ბევრჯერ ყოფილა შეწუხებულმა ჩემთვის მიკითხავს რა არის ნეტავ ცხოვრების აზრი, მოწყენილობით დატანჯულს და ცოდვებით ავსილს ვეღარ გამეგო რაში მეძებნა ამ ქვეყნის არსი. უფალო ღმერთო ხელი შენი გამომიწოდე რადგან მე უკვე შენი სიტყვები გულად მივიღე, რადგან არ მინდა ქვეყნიერების ცოდვით ავივსო ბოლოს ქვესკნელის კარიბჭესთან ჩემით მივიდე. უფალო ღმერთო მე შენს გარეშე ცოდვის მონა ვარ და მე აღარ მსურს,ცოდვის შვილად კიდევ ვიცხოვრო, მაღალო ღმერთო მე მსურს,როდესაც ზეცაში მოვალ უკუნეთიდან უკუნისამდე შენთვის ვიცოცხლო. ესეც ![]() -------------------- ლუკა 11:9
|
შოთაძე |
![]()
პოსტი
#983
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
madziebeli
გაიხარე ძაან მაომეწონა ეს ლექსები განსაკუთრებით მონანიება ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
T I K O |
![]()
პოსტი
#984
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
**********************
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე მახვილს ვფერავდი, შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი ფერად-ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერრათი - ვერ წავშალე მოგონება ფერად-ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი ბედისწერამდი, სად არ დამდევს მისი ჩრდილი ფერად-ფერადი. იყოს ისე, როგორც დარჩა, ამიერამდი, ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა ფერად-ფერადი. გალაკტიონ ტაბიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#985
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
madziebeli
ფორუმელთა შემოქმედება ხომ არ გადაგვეტანა? ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნინი_85 |
![]()
პოსტი
#986
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 184 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,151 ![]() |
* * *
შენ ბავშვის ღიმილით დადიხარ ბავშვი და სადაც გაივლი, კარგად გაივლი, მარჯვენა ხელში გიხდება ვაშლი და თმებში ყვავილი. შედგები ფერმკრთალი თვალებს აცეცებ და იშვიათად დაიწყებ სიცილს, როგორი კარგი ხარ, შენ თითქოს არც იცი, ეს ნიშნავს, ნამდვილად იცი. მე დედამიწაზე დავდივარ მდუმარედ, ხან ხალისიანიც დავდივარ, მე თითქოს არ ვიცი — მიყვარხარ თუ არა, ეს ნიშნავს — მიყვარხარ ნამდვილად. შოთა ჩანტლაძე -------------------- Reading the recipe is not as useful as preparing the meal
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#987
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
********************** მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე მახვილს ვფერავდი, შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი ფერად-ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერრათი - ვერ წავშალე მოგონება ფერად-ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი ბედისწერამდი, სად არ დამდევს მისი ჩრდილი ფერად-ფერადი. იყოს ისე, როგორც დარჩა, ამიერამდი, ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა ფერად-ფერადი. გალაკტიონ ტაბიძე მიყვარს ეს ლექსი ძალიან!!!!! გაიხარე შენ! ![]() -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#988
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ბალაგანის მეფე
...და განა ვიცი, სიდან მოვედი, რომელი ქვეყნის ცხელი მზე მწვავდა. მე დიდი მყავდა წინამორბედი, წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა. და რომ ვერ ვმღერი, როგორც მე მინდა, თანამედროვეთ კი არ ვედრები - მე ძველი მახსოვს აღთქმები წმინდა და დავიწყებულ ღმერთს ვევედრები. ვარსკვლავთ ჟონგლერის, პოეტის მაგის ვიგონებ ქებას, მაღალს, შორეულს და რესტორანში გამოღვიძებულს მეძავი მაბნევს გადამხმარ ნარგიზს. ჰკივის ორკესტრი ხმაჩახლეჩილი, ზარხოში ზანგი ბარბაცებს ცეკვავს, მეც შერცხვენილი, ჩამოგლეჯილი მოვდივარ, როცა მსახური რეკავს. ...და ბალაგანის მოვკვდები მეფედ, _ რაღაც მეფური იყო ჩემს სულში; დაგვიანებულ ხმად შემიერთეთ თქვენ, ვინც მღეროდით მზეზე წარსულში!.. 1917 ტიციან ტაბიძე -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#989
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს, მას გონია რომ მე იგი მიყვარს, მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება, იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა, იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა, რომელიც კუბოს კარამდე ატარა. და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო, მე ის მომწონდა და არ მიყვარდა, მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე, ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა. და ერთხელ როცა ყვავილი დავდე, დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს, ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი, თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს. და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა, დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს. ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს!!! |
T I K O |
![]()
პოსტი
#990
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
მიყვარს ეს ლექსი ძალიან!!!!! გაიხარე შენ! ![]() ![]() ![]() ანა კალანდაძე ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია, ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი... ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის... მთა კვნესის და ცაიც გულდაკოდილია, ჩემო კარგო, მტკვარიც გულდაკოდილი... ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის... -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Amuza |
![]()
პოსტი
#991
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი
ყაზახეთში,ხობდის რაიონში, ტრაქტორმა კაცის ჩონჩხი და ბორკილები ამოიტანა თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი, წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე, ბელტთა შორის,როცა ყამირს ტეხდი, კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე. -ნუ იწვიმებ!-ვინ უბრძანოს ღრუბელს?! დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე. სად შეწუდება სიცოცხლის გზა გრძელი, სადაურსა სად წაიყვან,ბედო... ბიჭო,იქნებ პაპა იყო შენი, ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო. ბიჭო,იქნებ პაპა იყო შენი, შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს. ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი, შებორკილი ციმბირს გაამწესეს. იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა, აუჯანყდა ბატონს,ნამუსმოხდილს, და მიტომაც დაურჩინეს ოხრად გუთნეული და ჩალური ქოხი. ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს, შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ. ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს გლეხიკაცი გახედავდა ხარბად. გახედავდა ყამირს,ცვარში ნაბანს, ინატრებდა გამოკვერილ სახნისს და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას, წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით. ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს, თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი, ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი. მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს, ყამირებზე დაღლილივით მიწვა. შებორკილი,შეჯაჭვული პაპა მიიბარა ყაზახეთის მიწამ. ცრემლით არვინ დაუნამა კალთა, ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც. ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან და სუდარად გადეფარა ნისლი. სადაურსა სად წაიყვან ბედო, სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ... საფლავშიაც ბორკილები ედო, მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?! დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს, შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს... -დასცხე,ბიჭო!-ამ ყამირში ყრია პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ... -დასცხე, ბიჭო!-მაგ ტრაქტორის გრიალს საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს. მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა... -დასცხე,ბიჭო!- პაპის ხმაა ალბათ, სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება, ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად თავისუფლად,ბიჭო,პაპაშენი გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს. შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც ააყვავო, როგორც შენი მხარე. დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად, გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან... წინაპართა ოცნებათა მსგავსად კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა. იოსებ ნონეშვილი 1954-1955 -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#992
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
მურმან ლებანიძე
ლეგენდად დარჩეს! გალაქტიონი, ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან - უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა, გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს, მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს; არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა, და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან. უცებ... (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი) გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი: პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, - უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის… აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი, წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი, დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი. და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს; და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან, დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა, - ტიტე, ძამიკო! - შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ, ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური; გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით, რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით! დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად. პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა, ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად. ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ, არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!” იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური! გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს... ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#993
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
nuca_ge
ნუცა, მომასწარი მაგ ლექსის დადება ... ![]() მიყვარს ძალიან ![]() გალაკტიონ ტაბიძე დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა, მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში. ჩემი ცხოვრება, ვით სხეული დაუმარხველი, წარსულისაგან სწყევლის, სწყევლის ამ ფერმკრთალ სახეს, ის ვერ განშორდა განმყინვებელ, მკვლელ თვალთა ცქერას, ვერ განერიდა თმას მთრთოლავსა და მოცახცახეს. სიზმართა რგოლში ჯადო მკაცრი ტანჯვა-წამების მაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს: სიზმართა რგოლში მე ვიგონებ ჩემს დამმონებელს, დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#994
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
რა არის სიყვარული ??
ოცნება თუ სინამდვილე ? თამაში თუ რეალური გრძნობა ? სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამ ქვეყნად ! ! ! გრძნობა რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს ! გრძნობა რომელიც უფალთან გვაახლოვებს ! და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში ! ! ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . . სიყვარული შეიძლება იყოს : ბავშური , ნაზი , ვნებიანი , სახიფათო , გულწრფელი , აუტანელი , ტკბილი ,უკვდავი . . . და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება შეუძლებელია მისი ამოშლა ! სიყვარულს ასევე მოაქვს -- ტანჯვა , ცრემლი , განშორება , იმედგაცრუება . . . მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ , იმიტომ , რომ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე . . . თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ ! ! ! |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#995
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
ტერენტი გრანელი
მკვდარი სურვილები დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... უფროა გრძნობა, უფრო ანთება, ისევ აპრილის დღეა მზიანი, გაზაფხულია, ნელა ღამდება და სადღაც ტირის ადამიანი. მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე, ისევ აპრილის დღეა მზიანი. სადღაც ლანდივით დადის მიწაზე, ვიღაც მწუხარე ადამიანი. მე ისევ მინდა გავექცე იღბალს, ისევ აპრილის დღეა მზიანი. ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც, ლოცულობს ვიღაც ადამიანი ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი ლოცვა ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი, ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი? ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას; პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას, უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება, გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება! ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა, დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა! არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა, არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა! გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე, შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე; და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთ შენდა სათქმელად? მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად! სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა, რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება? ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას? თითქოს მომცემდი ამა სოფლად თავისუფლებას, ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი! მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი? რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი? სულო აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები. რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები? წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა! მას აქეთ არის - დავუკარგე მშვიდობა სულსა, და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყრუვილსა! განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო! რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო, ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი? ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი! http://www.myvideo.ge/?video_id=41737 http://www.myvideo.ge/?video_id=40772 http://www.myvideo.ge/?video_id=38040 http://www.myvideo.ge/?video_id=35745 ტერენტი გრანელი |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#996
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
"მახარობელი"
წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე, შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე. წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე! წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა, დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა. საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა! წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა; დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა. დაბადებულა ბიჭი პაატა. გათენებულა წუხელის თეთრად: დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად! წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი. დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა. ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა. ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა: დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა. და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა! ანზორ აბულაშვილი იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია |
cash |
![]()
პოსტი
#997
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 126 რეგისტრ.: 4-March 08 წევრი № 4,083 ![]() |
ყველა
მბრძანებელს! ასე ყოფილა, დაწყებული ძველი ელადით, და, სამწუხაროდ, ამ აზრს არ აქვს სხვა გზა-საქცევი, რომ ქვეყნად ყველა მბრძანებელი, ყველა ბელადი იყო და არის ბრძენი ხალხის ბრბოდ გადამქცევი. იცოდეთ, მონურ მორჩილებას არ ვარ ნაჩვევი და ნაწამებიც სულიერი ძალით ვივსები. თქვენ შეგიძლიათ ისე მომკლათ, ვით მამაჩემი, მაგრამ ვერასდროს ჩემს მონობას ვერ ეღირსებით! ვახუშტი კოტეტიშვილი |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#998
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
გრიგოლ რობაქიძე
წმინდა ნინო ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით: დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული, ჩვენ, დანებულნი და გულახდილები შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით. მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან, გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია – ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე. ღვთიური ტკივილი და არა წამება იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები. არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების, არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი! ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის – ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით. ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე! შენ გეალერდება დედული ვენახი ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი? ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს, ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი. ის არის ივერის მცველი და მზვერავი და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ! ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით. დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, ვართ შენზე დანდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით |
cash |
![]()
პოსტი
#999
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 126 რეგისტრ.: 4-March 08 წევრი № 4,083 ![]() |
* * *
ვინა ხარ? - რომ მეკითხებით - თვითონ არ ვიცი, ვინა ვარ, ხან დროს ვარ ჩამორჩენილი, ხან თითქოს დროზე წინა ვარ. შინ რომ ვარ, გარეთ მივილტვი, გარეთ კი - თითქოს შინა ვარ. ზეცაზე გამოკიდული სასწორის ერთი პინა ვარ, ზოგისთვის - ყინვარ-შაქარი, ზოგისთვის ქინა-ქინა ვარ, ხან ღრუბელივით ლბილი ვარ, ხანაც ნაწრთობი რკინა ვარ. კაცობის რამე თუ გესმით, მაშინ გაიგებთ, ვინა ვარ! ვახუშტი კოტეტიშვილი |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1000
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
tiko282
![]() -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი