IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 49 50 51 52 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nuca_ge
პოსტი Mar 14 2008, 12:38 PM
პოსტი #987


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(tiko282 @ Mar 10 2008, 01:22 PM) *

**********************

მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე

მახვილს ვფერავდი,

შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი

ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,

რადგან ვერრათი -

ვერ წავშალე მოგონება

ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი

ბედისწერამდი,

სად არ დამდევს მისი ჩრდილი

ფერად-ფერადი.
იყოს ისე, როგორც დარჩა,

ამიერამდი,

ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა

ფერად-ფერადი.

გალაკტიონ ტაბიძე




მიყვარს ეს ლექსი ძალიან!!!!! გაიხარე შენ! 2kiss.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 15 2008, 12:24 AM
პოსტი #988


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ბალაგანის მეფე

...და განა ვიცი, სიდან მოვედი,
რომელი ქვეყნის ცხელი მზე მწვავდა.
მე დიდი მყავდა წინამორბედი,
წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა.

და რომ ვერ ვმღერი, როგორც მე მინდა,
თანამედროვეთ კი არ ვედრები -
მე ძველი მახსოვს აღთქმები წმინდა
და დავიწყებულ ღმერთს ვევედრები.

ვარსკვლავთ ჟონგლერის, პოეტის მაგის
ვიგონებ ქებას, მაღალს, შორეულს
და რესტორანში გამოღვიძებულს
მეძავი მაბნევს გადამხმარ ნარგიზს.

ჰკივის ორკესტრი ხმაჩახლეჩილი,
ზარხოში ზანგი ბარბაცებს ცეკვავს,
მეც შერცხვენილი, ჩამოგლეჯილი
მოვდივარ, როცა მსახური რეკავს.

...და ბალაგანის მოვკვდები მეფედ, _
რაღაც მეფური იყო ჩემს სულში;
დაგვიანებულ ხმად შემიერთეთ
თქვენ, ვინც მღეროდით მზეზე წარსულში!..

1917

ტიციან ტაბიძე


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 17 2008, 03:37 PM
პოსტი #989


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193




მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის

მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მას გონია რომ მე იგი მიყვარს,
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,
იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა,
იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე ატარა.
და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,
დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს,
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,
თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს.
ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა
ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი
მიყვარს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 17 2008, 03:49 PM
პოსტი #990


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(nuca_ge @ Mar 14 2008, 11:38 AM) *

მიყვარს ეს ლექსი ძალიან!!!!! გაიხარე შენ! 2kiss.gif
rolleyes.gif შენც გაიხარე, ჩემო კარგო ! mpua.gif




ანა კალანდაძე



ბაღში ისევ

ტირიფების ლოდინია,

ხანგრძლივი და

უსასრულო ლოდინი...

ხეივნები

მოდიან და მოტირიან,

ქარი მოდის

და ხეივნებს მოსტირის...

მთა კვნესის და

ცაიც გულდაკოდილია,

ჩემო კარგო,

მტკვარიც გულდაკოდილი...

ხეივნები

მოდიან და მოტირიან,

ქარი მოდის

და ხეივნებს მოსტირის...


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 18 2008, 05:43 PM
პოსტი #991


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი

ყაზახეთში,ხობდის რაიონში, ტრაქტორმა კაცის ჩონჩხი და ბორკილები ამოიტანა

თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი,
წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
ბელტთა შორის,როცა ყამირს ტეხდი,
კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.

-ნუ იწვიმებ!-ვინ უბრძანოს ღრუბელს?!
დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.

სად შეწუდება სიცოცხლის გზა გრძელი,
სადაურსა სად წაიყვან,ბედო...
ბიჭო,იქნებ პაპა იყო შენი,
ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.

ბიჭო,იქნებ პაპა იყო შენი,
შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი,
შებორკილი ციმბირს გაამწესეს.

იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა,
აუჯანყდა ბატონს,ნამუსმოხდილს,
და მიტომაც დაურჩინეს ოხრად
გუთნეული და ჩალური ქოხი.

ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს,
შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს
გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.

გახედავდა ყამირს,ცვარში ნაბანს,
ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას,
წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.

ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს,
თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,
ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ
სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.

მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს,
ყამირებზე დაღლილივით მიწვა.
შებორკილი,შეჯაჭვული პაპა
მიიბარა ყაზახეთის მიწამ.

ცრემლით არვინ დაუნამა კალთა,
ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან
და სუდარად გადეფარა ნისლი.

სადაურსა სად წაიყვან ბედო,
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ...
საფლავშიაც ბორკილები ედო,
მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!

დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს,
შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს...
-დასცხე,ბიჭო!-ამ ყამირში ყრია
პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ...
-დასცხე, ბიჭო!-მაგ ტრაქტორის გრიალს
საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.

მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა...
-დასცხე,ბიჭო!- პაპის ხმაა ალბათ,
სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება,
ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად

თავისუფლად,ბიჭო,პაპაშენი
გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.
შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც
ააყვავო, როგორც შენი მხარე.

დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად,
გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან...
წინაპართა ოცნებათა მსგავსად
კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.

იოსებ ნონეშვილი
1954-1955


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 18 2008, 11:43 PM
პოსტი #992


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



მურმან ლებანიძე

ლეგენდად დარჩეს!

გალაქტიონი,
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტიონი
შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ... (მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! -
შეშლილივით აყვირებულა
გალაქტიონი
და ორთავე ატირებულა
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ
სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი
მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს,
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 19 2008, 12:27 PM
პოსტი #993


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



nuca_ge
ნუცა, მომასწარი მაგ ლექსის დადება ... biggrin.gif
მიყვარს ძალიან zafxuli.gif



გალაკტიონ ტაბიძე


დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,

რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,

შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა,

მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში.


ჩემი ცხოვრება, ვით სხეული დაუმარხველი,

წარსულისაგან სწყევლის, სწყევლის ამ ფერმკრთალ სახეს,

ის ვერ განშორდა განმყინვებელ, მკვლელ თვალთა ცქერას,

ვერ განერიდა თმას მთრთოლავსა და მოცახცახეს.


სიზმართა რგოლში ჯადო მკაცრი ტანჯვა-წამების

მაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს:

სიზმართა რგოლში მე ვიგონებ ჩემს დამმონებელს,

დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს.



--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 19 2008, 12:44 PM
პოსტი #994


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



რა არის სიყვარული ??
ოცნება თუ სინამდვილე ?
თამაში თუ რეალური გრძნობა ?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამ ქვეყნად ! ! !
გრძნობა რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს !
გრძნობა რომელიც უფალთან გვაახლოვებს !
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში ! ! !
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . .
სიყვარული შეიძლება იყოს :
ბავშური , ნაზი , ვნებიანი , სახიფათო , გულწრფელი , აუტანელი , ტკბილი ,უკვდავი . . .
და როდესაც ის მოდის
და გულში გვისახლდება შეუძლებელია მისი ამოშლა !
სიყვარულს ასევე მოაქვს --
ტანჯვა , ცრემლი , განშორება , იმედგაცრუება . . .
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი როგორიც არის
და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ რომ არ გაგვისხლტეს
და არ დავკარგოთ ,
იმიტომ , რომ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე . . .
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ ! ! !

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 19 2008, 01:19 PM
პოსტი #995


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ტერენტი გრანელი

მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...



უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.

მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.

მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი

ნიკოლოზ ბარათაშვილი
ჩემი ლოცვა


ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას;
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება!

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე,
შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე;
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!


სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი?
სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა ძალი შენი
მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი
უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო,
სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი
შენი მსახვრალი!




http://www.myvideo.ge/?video_id=41737

http://www.myvideo.ge/?video_id=40772

http://www.myvideo.ge/?video_id=38040

http://www.myvideo.ge/?video_id=35745

ტერენტი გრანელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 19 2008, 02:28 PM
პოსტი #996


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



"მახარობელი"
წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა. გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა!
ანზორ აბულაშვილი


იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი Mar 19 2008, 03:35 PM
პოსტი #997


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



ყველა

მბრძანებელს!



ასე ყოფილა, დაწყებული ძველი ელადით,

და, სამწუხაროდ, ამ აზრს არ აქვს

სხვა გზა-საქცევი,

რომ ქვეყნად ყველა მბრძანებელი,

ყველა ბელადი

იყო და არის ბრძენი ხალხის

ბრბოდ გადამქცევი.



იცოდეთ, მონურ მორჩილებას არ ვარ ნაჩვევი

და ნაწამებიც სულიერი ძალით ვივსები.

თქვენ შეგიძლიათ ისე მომკლათ,

ვით მამაჩემი,

მაგრამ ვერასდროს ჩემს მონობას

ვერ ეღირსებით!



ვახუშტი კოტეტიშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 19 2008, 03:46 PM
პოსტი #998


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



გრიგოლ რობაქიძე
წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი Mar 19 2008, 03:48 PM
პოსტი #999


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



* * *



ვინა ხარ? - რომ მეკითხებით -

თვითონ არ ვიცი, ვინა ვარ,

ხან დროს ვარ ჩამორჩენილი,

ხან თითქოს დროზე წინა ვარ.

შინ რომ ვარ, გარეთ მივილტვი,

გარეთ კი - თითქოს შინა ვარ.

ზეცაზე გამოკიდული

სასწორის ერთი პინა ვარ,

ზოგისთვის - ყინვარ-შაქარი,

ზოგისთვის ქინა-ქინა ვარ,

ხან ღრუბელივით ლბილი ვარ,

ხანაც ნაწრთობი რკინა ვარ.

კაცობის რამე თუ გესმით,

მაშინ გაიგებთ, ვინა ვარ!

ვახუშტი კოტეტიშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 19 2008, 09:57 PM
პოსტი #1000


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



tiko282
2kiss.gif გაიხარე შენ რომ პოეზია ასე გიყვარს!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 21 2008, 06:42 PM
პოსტი #1001


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(nuca_ge @ Mar 19 2008, 08:57 PM) *

tiko282
2kiss.gif გაიხარე შენ რომ პოეზია ასე გიყვარს!!!!!!

დიდი მადლობა, ნუცა a025.gif შენც სულ გახარებული იყავი, ჩემო კარგო smile.gif




* * * * * * * * * * * * * * * * *

მზემ სისხლის ზეწარი ჭიუხებს მოხადა,

ჭაბუკი ხევსური ბედაურს მირჩევს,

მინდა სისხლისფერი გადვიცვა ჩოხა და

გავყვე მარულაში ბიჭებს.


მივქრივართ, ალპები ჭიატობს ათასფრად,

არაფერს გპირდები, არაფერს დამპირდე,

აგე, იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა,

პოეტი არ ვიყო, თუ არ გადავფრინდე.



ია სულაბერიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-27
პოსტი Mar 22 2008, 08:57 AM
პოსტი #1002


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 22-March 08
წევრი № 4,285



"დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული!

მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,
და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველი ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!

მისსა მხნეობას, მისსსა ზნეობას
განუმტკიცებდე აღმაფრენასა
და შენს საქებრად, სადიდებელად
ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,

რომლითაც თამარ ბრძანებებს სცემდა,
ქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენისა მცნებას
შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!"


აკაკი წერეთლის პოემა "თორნიკე ერისთავიდან" არის ეს ნაწყვეტი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 22 2008, 12:30 PM
პოსტი #1003


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

მაისის 9-სა.
1842

ნიკოლოზ ბარათაშვილი


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 26 2008, 02:07 PM
პოსტი #1004


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



thumbs.gif





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 27 2008, 09:27 PM
პოსტი #1005


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მშვიდობით, ქალავ, დე, არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი,

მწამს: თავს გაიტანს და გაიმარჯვებს

ფხა ვაჟკაცური, მიზანი სწორი!


დაიქცნენ ძველი ადათის ბჭენი,

ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით,

გამყვება ქალაქს სურვილი შენი

და დედაჩემის ჩემზე წუხილი!


შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს

მოვალ და ნათელს მოვიტან შორით,

მშვიდობით, ქალავ, დე , არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!




გაბრიელ ჯაბუშანური


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Mar 30 2008, 12:29 AM
პოსტი #1006


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ეს ლექსი ამ საიტის მოდერატორებს, განსაკუთრებით ქეთუს და თამარ ცქნაფოს ეძღვნებათ biggrin.gif

მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად,
შეკრთა, დაიბანდა...
ცად კი ერთი, კასრის მსგავსად,
მთვარის დისკო ჩანდა.

მგელმა ბატკანს ჰკითხა: კასრის
მსგავსი რაა გარეთ?
ბატკანმა თქვა: ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს მთვარე...

მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი ბასრი:
როგორ ბედავ იქონიო
საკუთარი აზრი!..




ეს ლექსი კი ეძღვნება ნეტარ Genesis

ის აღმართულა _ უკვდავების მწვერვალი ქვეყნად,
წინსვლის, დიდების გზას გვივენებს ზეწვდილ ხელით,
მთებსა და ველებს მზედ დაჰყურებს, არათუ ძეგლად,
უფრო მაღლდება და ნათდება სამშობლო ვრცელი.

ყველგან და მუდამ ჩვენთან არის სხივმოფენილი,
ის, ვინც სიცოცხლის უკვდავებას დაგვაძმობილა.
ორი მნათობი თავს დაგვნათის _ მზე და ზურაბი _
ქვეყნად ასეთი უხვი შუქი ჯერ არ ყოფილა.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 49 50 51 52 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd April 2026 - 11:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი