IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პოეზია
Irine
პოსტი Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები








წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე)

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1858





კიდევ ერთი ლექსი





მედეა კახიძე

ვისაც სიყვარული შეუძლია


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!




--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   პოეზია   Aug 24 2006, 10:13 PM
marine   "პოეზიის მომხიბლ...   Jul 3 2024, 01:21 PM
marine   დაგვიანებულ თოვლს ...   Aug 13 2024, 08:05 PM
marine   ნარცისი "ტყის პი...   Aug 14 2024, 07:44 PM
marine   "... ბოლოს, ისევ ჩემ...   Aug 14 2024, 08:03 PM
marine   იოანას (პირველ შვი...   Aug 14 2024, 08:27 PM
marine   *** " - ასე რად ტირი, ...   Aug 15 2024, 12:48 PM
marine   თუ შენ არ მოხვალ ...   Aug 15 2024, 01:13 PM
marine   ო, როგორგ მინდა მიყ...   Nov 12 2024, 10:20 AM
marine   *** ისევ ტკივილით ფი...   Dec 11 2024, 12:31 PM
marine   *** მიმუხთლეთ ყველამ...   Dec 17 2024, 11:28 AM
marine   "პოზია არის მეტყვ...   Mar 9 2025, 08:49 PM
marine   "რიუნოსკე აკუტაგ...   Aug 19 2025, 03:55 PM
marine   ხე მსხმოიარე აქ არ...   Nov 8 2025, 12:22 PM
marine   გასაუბრება წმინდა ...   Nov 9 2025, 08:38 PM
marine   *** სუფთა ხარ, როგორც...   Dec 27 2025, 09:32 PM
marine   რა მინდა? რა მინდა? -...   Dec 29 2025, 07:59 PM
marine   შვიდფერა დადგება ...   Jan 2 2026, 06:50 PM
30 გვერდი V « < 28 29 30


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th February 2026 - 05:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი