![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
დამლოცეთ მამაო.ასეთი კითხვა მაქვს სანამ ჩემი ბებია გარდაიცვლებოდა მანამდე მან თქვა რომ სამ დღეში მოკვდებოდა მე არ დავიჯერე და მართლაც ასე მოხდა.რას მეტყვით ამის შესახებ.
და კიდევ გარდაცვალების წინ მან თქვა რომ როცა მოვკვდები მღვდელი არ მოიყვანოთო.რაც გამოწვეული იყო იმით რომ კომუნისტური წყობიდან გამომდინარე ასე სჯეროდა ეკლესია მწამს მღვდელი არაო ისე კი დადიოდა ეკლესიაში და მიუხედავად კომუნისტებისა აღდგომას და სხვა დღესასწაულებს ყოველთვის აღნიშნავდა.მაშინ მე ეკლესიაში არ დავდიოდი და ისე დავასაფლავეთ რომ მოძღვარი არ მოგვიყვანია და ეს ეხლა მე მინდა რომ რამენაირად გამოვასწორო რის გაკეთებას მირჩევთ შეიძლება თუ არა წესი აუგოთ და სხვა |
Mama Davithi |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 24 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 793 ![]() |
დამლოცეთ მამაო.ასეთი კითხვა მაქვს სანამ ჩემი ბებია გარდაიცვლებოდა მანამდე მან თქვა რომ სამ დღეში მოკვდებოდა მე არ დავიჯერე და მართლაც ასე მოხდა.რას მეტყვით ამის შესახებ. და კიდევ გარდაცვალების წინ მან თქვა რომ როცა მოვკვდები მღვდელი არ მოიყვანოთო.რაც გამოწვეული იყო იმით რომ კომუნისტური წყობიდან გამომდინარე ასე სჯეროდა ეკლესია მწამს მღვდელი არაო ისე კი დადიოდა ეკლესიაში და მიუხედავად კომუნისტებისა აღდგომას და სხვა დღესასწაულებს ყოველთვის აღნიშნავდა.მაშინ მე ეკლესიაში არ დავდიოდი და ისე დავასაფლავეთ რომ მოძღვარი არ მოგვიყვანია და ეს ეხლა მე მინდა რომ რამენაირად გამოვასწორო რის გაკეთებას მირჩევთ შეიძლება თუ არა წესი აუგოთ და სხვა ღმერთმა დაგლოცოთ! ხორციელი გარდაცვალების წინ არსებობს, გარკვეული წინათგრძნობა, რაც სხვადასხვა შემთხვევაში, წმინდანების ან ანგელოზების მისტიური ზემოქმედების შედეგია, ასე რომ შესაძლოა ბებიამ მსგავსი ზემოქმედება განიცადა და ამიტომ იცოდა გარდაცვალების დღე. ბებიას მიერ მღვდლის უარყოფა, რასაც ბევრი სხვა ადამიანისაგანაც მოისმენ (მიუტევოთ მოწყალე ღმერთმა), გამოწვეულია კომუნისტური პროპაგანდის შედეგად! კომუნისტური იდეოლოგია ებრძოდა ქრისტიანობას დახვეწილი მეთოდებით და მათ შორის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი იყო მღვდლის რეპუტაციის შელახვა.... კომუნისტური პარტიის ცკ-ში არსებობდა რელიგიურ საქმეთა განყოფილება, რომელიც სპეციალურად ამუშავებდა რელიგიის დისკრეტიდიტაციის საკითხებს და ეს მთავარი მეთოდი იყო. იმ დროის კინოს, თეატრს და ლიტერატურას თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ არც ერთი დადებითი სახე არ არსებობს, ამ განყოფილების მოთხოვნა იყო, რომ ხელოვნებს სასულიერო პირები უარყოფითად დაეხასიათებინათ, ისინი ან ძალიან მკაცრი და უგულო (დიდოსტატის მარჯვენა) ან ცბიერი და ანგარებიანი (დაკარგული სამოთხე) ან მოქალთანე და ლოთი ( ლონდრე, ნატვრის ხე) და ასე შემდეგ.... უნდა ყოფილიყვნენ, ასეთი "მხატვრული" სახეები უამრავი შეგვიძლია დავასახელოთ. ასე, რომ ბებიას თუ არ სჯეროდა მღვდლის, ეს კომუნისტური პროპაგანდის ჯოჯოხეთური ზემოქმედების ბრალია.(და თუ ჩვენ, გულმხურვალედ ვილოცებთ ბებიას სულისთვის, მრავალმოწყალე ღმერთი მიუტევებს). ხოლო რაც შეეხება წესის აგებას შეიძლება.( მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მონათლული იყო.)ამისთვის უნდა შეუთანხმდეთ მოძღვარს, რომელიც ან საფლავზე წამოვა ან მოგატანინებთ საფლავის მიწას და აუგებს წესს. სასურველია, წესის აგებამდე თუ ბებიას სახელზე ეკლესიაში გადაიხდით პანაშვიდს და წაიკითხავთ ფსალმუნს ბოლომდე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი