IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> როგორი ბუნება მიიღო ქრისტემ?, პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული თუ დაუზიანებელი
Sotiris
პოსტი Jun 26 2007, 01:13 AM
პოსტი #101


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(shota1 @ Jun 22 2007, 04:40 PM) *

ქრისტეს ადამიანდად შობის მთავარი მუღამი მაგაშია რომ მან დაზიანებული ბუნება მიიღო და სიკვდილამდე თავგანწირვის გზით ეს დაზიანებული ბუნება გამოაჯანმრთელა... ანუ სიყვარულის მოტივით გაწეული ღვაწლის ძალა გვაჩვენა, თავის თავში დაზიანებული ბუნდაბის აღდგენით, რაც ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ...


ასეთი ”დამუღამებული” ქრისტოლოგია ბევრ საფრთხეს შეიცავს. მაცხოვარს დაზიანებული ნებაც ჰქონდა? და ვნებები ებრძოდა, თეოდორე მოფსუეტელის თქმის არ იყოს? თუ ვნებები და ჩვენი გნომური ნება ჩვენს ბუნებასთან არაფერ შუაშია? მაგალითით თუ მაგალითის გარეშე, ჩვენ მარტო ჩვენი ძალით ცოდვისგან გათავისუფლება არ შეგვიძლია, მითუფრო პირველმამისეული ცოდვისგან. სხვაგვარად ფიქრი პირველმამისეული ცოდვის უარყოფაა და მაშასადამე პელაგიანიზმია.

ციტატა
რაც შეეხება ნებსით შიმშილს, რა თქმა უნდა ნებსითია, რადგან ნებსით მიიღო დაზიანებული ბუნება...


კარგი, ამაზეც დავწერ, უფრო სწორად ეფთჳმე მთაწმიდელის თარგმნილი ”წინამძღურიდან” მოვიყვან ციტატას, რომ გაუგებრობები არ წარმოიშვას:

რამეთუ ჭეშმარიტ კაც იქმნა ღმერთი ცხორებისათჳს ჩუენისა და ყოველნივე ბუნებითნი საქმენი ჩუენისა ამის არსებისანი მიიხუნა თჳნიერ ცოდვისა... ხოლო ბუნებითნი და უბრალონი ვნებანი იგინი არიან, რომელნი თჳნიერ ნებისა ჩუენისა მოიწევიან, ესე არს შიმშილი, წყურვილი, შრომაჲ, ტკივილი, ცრემლი, შიში სიკუდილისაჲ, ხრწნილებაჲ ჴორცთაჲ, ურვანი და სხუანი ესევითარნი, რომელნი-ესე გარდასლვითგან მცნებისაჲთ დაგუესაჯნეს და ყოველთა კაცთა თანა არიან. ... ესევითარნი უკუე ბუნებითნი იგი და უბრალონი ვნებანი ბუნებით და უზეშთაეს ბუნებისა იყვნეს ქრისტეს თანა, რამეთუ ბუნებითა ჴორცთაჲთა აღესრულებოდეს, ოდეს მიუშჳს ჴორცთა ჩუეულებად ბუნებითსა წესსა თჳსსა, ხოლო უაღრეს ბუნებისა, რამეთუ არა იძულებით იყვნეს მის თანა არცა ერთი, არამედ ყოველივე ნებსით: ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით შეშინდა, ნებსით მოკუდა და სხუაჲ ყოველივე ნებსით თავს-იდვა.

უნდა ვიცოდეთ, რომ

1) პირველმამისეული ცოდვა არ არის იგივე, რაც ბუნებითი და უყვედრელი ვნებულებები.
2) მაცხოვარი თავისუფალი იყო პირველმამისეული ცოდვისაგან და უყვედრელი ვნებულებები ჩვენთვის მიიღო.
3) მაცხოვრისთვის, როგორც სრულიად უცოდველისთვის, არც სიკვდილი წარმოადგენდა გარდაუვალ აუცილებლობას (არც დაცემამდელი ადამისთვის იყო სიკვდილი აუცილებელი სასმისი, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ადამს არ შეეძლო მომკვდარიყო), არამედ სრულიად ნებსითი იყო. ამიტომაც იყო მისი მსხვერპლი განსაკუთრებით დიდი.
4) ჩვენგან განსხვავებით უყვედრელი ვნებულებები მაცხოვარში ბუნებითად და ბუნების წესზე ზევითაც იყვნენ იყვნენ მაცხოვარში. მაცხოვარს ორი ბუნება აქვს, ადამიანური და კაცობრივი, და შესაბამისად ორი ნებაც. ადამიანური ნება ღმრთაებრივ ნებას არ უპირისპირდებოდა და მისთვის დამახასიათებელ თვისებებს ღმრთაებრივი ნების თანხმობით ავლენდა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 26 2007, 03:57 PM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ოსიპოვის მიდგომაში მართლა გაუგებარია იესოს მისია...

იესომ რა გამოასწორა? განა ის ახალი ადამი არ არის? და თუ ახალი, ე.ი. ის უნდა ჩამდგარიყო იგივე საწყის პირობაში,რაშიც - ადამი და გაეარა იგივე გზა და მოეცა მაგალითი, რომ სიკვდილზე გამარჯვება შესაძლებელია... ანუ მას უნდა მიეღო დაუზიანებელი ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ იესო კურნავს მხოლოდ გარკვეული მომენტიდან დაწყებულ
სნეულებებს და გადის მხოლოდ გარკვეულ გზას ადამისა, გარკვეულს და არა სრულს, და რა ვუყოთ ადამის თავისუფალ არჩევანს, როდესაც ადამი ჯერ არ იყო ნებით დაზიანებული?...იესომ გაიარა ის გზა?...თუ იესოს უნდა გაეარა მარტო ის გზა, რომელიც დაზიანდა და არ იყო საჭირო გავლა დაუზიანებელი მომენტიდან? მგონი სწორედ იმიტომ რომ რღვევა დაიწყო საწყისი მომენტიდან, იესოს ბუნებაც უნდა შეესაბამებოდეს იმავე მომენტს - საწყის მდგომარეობას.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 23 2012, 10:36 PM
პოსტი #103


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მართლმადიდებლური ენციკლოპედიის საინტერესო სტატია, რომელიც ამ საკითხს ეხება.

Человеческая природа Иисуса Христа

О том, какая природа человека соединилась с Богом Словом, в Свящ. Писании существуют прямые свидетельства. Так, в момент Благовещения арх. Гавриил говорит Пресв. Богородице: «Дух Святой найдет на Тебя, и сила Всевышнего осенит Тебя; посему и рождаемое Святое наречется Сыном Божиим» (Лк 1. 35). Описывая совершенное И. Х. спасение человека, ап. Павел указывает, что Бог Отец «не знавшего греха... сделал для нас жертвою за грех, чтобы мы в Нем сделались праведными пред Богом» (2 Кор 5. 21). Ап. Петр наставляет верных: «...не тленным серебром или золотом искуплены вы от суетной жизни, преданной вам от отцов, но драгоценною Кровию Христа, как непорочного и чистого Агнца» (1 Петр 1. 18-19).

Этот вопрос раскрывается в Свящ. Предании: соборных решениях, писаниях св. отцов и учителей Церкви. В определении IV Вселенского Собора исповедуется вера в И. Х., «совершенного в божестве и совершенного в человечестве (τέλειον τὸν αὐτὸν ἐν ἀνθρωπότητι), истинно Бога и истинно человека, того же из души разумной и тела, единосущного Отцу по божеству, и того же единосущного нам по человечеству, во всем подобного нам кроме греха (κατὰ πάντα ὅμοιον ἡμῖν χωρς ἁμαρτίας)...» (ДВС. Т. 3. С. 48). Смысл выражений «совершенного в человечестве» и «во всем подобного нам кроме греха» получают ясное толкование в Томосе папы св. Льва Великого, его послании к архиеп. К-польскому Флавиану, одобренном Собором: «Истинный Бог родился в подлинном и совершенном естестве истинного человека: всецел в Своем, всецел в нашем. Нашим же называем то, что Творец положил в нас в начале и что Он восхотел возвратить нам. Ибо в Спасителе не было и следа того, что привнес в человека искуситель, и что прельщенный человек допустил в себя» (ДВС. Т. 2. С. 233). В отношении тех, «которые стараются извратить таинство домостроительства», IV Вселенский Собор «принял... соборные послания блаженного Кирилла, бывшего пастыря Александрийской Церкви, к Несторию и к восточным...» (ДВС. Т. 3. С. 47).

Греховное, поврежденное состояние человеческой природы неестественно (противоестественно) для человека, оно возникло после грехопадения и потому не является необходимым свойством человеческой природы. Прп. Иоанн Дамаскин учит о Христе: «Он воспринял всего человека и все, свойственное человеку, кроме греха (χωρς ἁμαρτίας), потому что грех (ἁμαρτία) неестествен и не Творцом всеян в нас» (Ioan. Damasc. De fide orth. III 20(64)). Прп. Ефрем Сирин эту мысль изложил в развернутом виде: ««Поскольку тело Адама создано было ранее, чем явились в нем расстройства, посему и Христос не принял расстройства, которые позднее получил Адам, так как они были некоторым придатком немощности к здравой природе. Итак, Господь здравою принял ту природу, здравость которой погибла, дабы человек через здравую природу Господа возвратил себе здравость первобытной своей природы» (Ефрем Сирин, прп. Толкование на Четвероевангелие. 1 // Он же. Творения. Т. 8. С. 12). Ап. Павел учит, что «Бог послал Сына Своего в подобии плоти греховной...» (Рим 8. 3), т. е. плоть (человеческая природа), воспринятая Сыном Божиим, была только подобна (ἐν ὁμοιώματι) нашей, склонной к греху плоти, но непричастна первородному греху или к.-л. греховной поврежденности. В Томосе св. Льва говорится: «Он сделался причастным человеческих немощей, но отсюда не следует, что сделался участником и наших грехов. Он восприял образ раба без скверны греха...» (ДВС. Т. 2. С. 233).

Учение о том, что Христос имел совершенное человеческое естество, непричастное первородному греху, является существенно важным в контексте правосл. сотериологии. Свящ. Писание свидетельствует, что Христос «заклан за нас» (1 Кор 5. 7). Это предсказывали пророки: «...Он изъязвлен был за грехи наши и мучим за беззакония наши; наказание мира нашего было на Нем, и ранами Его мы исцелились» (Ис 53. 5). Эта ключевая сотериологическая идея была навечно запечатлена в словах Символа веры: «распятого за нас». Мысль о том, что Сын Божий стал человеком, чтобы пострадать за нас, за наши грехи, лежит в основании правосл. сотериологии. Однако страдания за нас Господа нашего Иисуса Христа были возможны только в том случае, если Он не имел необходимости страдать за Себя, т. е. если Он не имел не только личных грехов, но и греховного повреждения в Своем человеческом естестве.

О совершенной безгрешности Господа ясно выражено в Свящ. Писании. Ап. Иоанн Богослов учит, что «Он явился для того, чтобы взять грехи наши, и что в Нем нет греха (ἁμαρτία ἐν αὐτῷ οὐκ ἔστιν)» (1 Ин 3. 5; ср.: 2 Кор 5. 21). Ап. Павел эту мысль выразил так: «Таков и должен быть у нас Первосвященник: святой, непричастный злу, непорочный, отделенный от грешников...» (Евр 7. 26). Согласно ап. Петру, Христос, чтобы спасти мир от греха, должен был быть «непорочным и чистым Агнцем» (1 Петр 1. 19), только при условии непорочности и чистоты (т. е. отсутствия личных грехов и греховной поврежденности естества) Он мог стать именно тем Агнцем Божиим, «Который берет на Себя грех мира» (Ин 1. 29), «Который Духом Святым принес Себя, непорочного, Богу» (Евр 9. 14), а Его св. Кровь могла стать искупительной для нас (Еф 1. 7; Кол 1. 14; 1 Петр 1. 18-19), стать жертвой «за грехи всего мира» (1 Ин 2. 2). (О жертве Иисуса Христа см. в ст. Искупление.)

Если бы Господь имел расстроенное и поврежденное человеческое естество, то тогда Его страдания перестали бы быть спасительными для нас, ибо в этом случае они были бы уже страданиями не за нас, но, по необходимости испорченного естества, страданиями за Себя. Св. отцы категорически отвергали взгляд (напр., Феодора Мопсуестийского) о постепенно совершенствовавшемся Христе. Свт. Григорий Богослов учил: «Если кто говорит, что Христос стал совершен через дела... да будет анафема: ибо то не Бог, что получило начало, или преуспевает, или усовершается» (Greg. Nazianz. Ep. 101). Совершенство человеческого естества Спасителя означает, что оно «непорочно и нескверно; потому что врачует от позора и от недостатков и скверн, произведенных повреждением; ибо хотя воспринял на Себя наши грехи и понес болезни, но Сам не подвергся ничему, требующему уврачевания» (Idem. Or. 45). Прп. Марк Подвижник, полемизируя с последователями Феодора Мопсуестийского и Нестория, категорически отвергал любые суждения о поврежденности плоти Христа как несовместимые с правосл. вероучением: «Мир умер Адамовым преступлением. Если же плоть Господа... подпала греху (ὑπὸ τὴν ἁμαρτίαν ἐτύγχανεν), как же она тогда могла быть отдаваема за жизнь мира, когда и сама нуждалась, по твоему мнению, в искуплении... Если, как ты говоришь, плоть (Христа) была простой, нуждающейся в очищении (προσδεομένη καθαρισμοῦ` ), то откуда тогда нам спасение?» (Марк Подвижник, прп. Против несториан // БСб. 1999. № 4. С. 140). Прп. Максим Исповедник обличал Нестория за то, что он «сделал грешником Человека, Который, по его мнению, был обожен лишь поступательно» (Maximus Conf. Opusc. 2 // PG. 91. Col. 44D).

V Вселенский Собор (12-й анафематизм) вынес общецерковное осуждение мнения Феодора Мопсуестийского о постепенном уврачевании поврежденной плоти Христа, согласно к-рому Он будто бы «отдалялся от более дурного мало-помалу, и таким образом, преуспевая в делах, улучшился, и путем жизни стал непорочен... и после Воскресения сделался неизменяемым в помышлениях и совершенно безгрешным» (ДВС. Т. 3. С. 473).

Свт. Игнатий (Брянчанинов) учил: «Одним из трех Лиц Своих, Всесвятым Словом, Он принял человечество, зачавшись во утробе Пресвятой Девы действием Всесвятого Духа, устранив от Себя обыкновенное человеческое зачатие от семени мужского,- зачатие, сообщавшее всем человекам заразу греховную. Таким образом явился в роде человеческом непорочный Человек, каким создан праотец. Этот непорочный Человек был причастником Божественного естества, подобно первозданному, но несравненно в большей степени… Все грехи человеческие Он принял на Себя. Он мог сделать это, потому что, будучи человеком, был и всемогущим, всесовершенным Богом» (Игнатий (Брянчанинов), свт. Аскетические опыты // Полное собрание творений. М., 2008. Т. 2. С. 307-308). «Нужно подчеркнуть: в Воплощении Словом воспринята первозданная человеческая природа, свободная от первородного греха,- писал прот. Георгий Флоровский. - И это восприятие не было... восприятием человеческих страданий... Спаситель уже от рождения неповинен тлению и смерти, подобно первозданному» человеку (Флоровский. 1998. С. 183-184). Крест страданий И. Х., по мнению прот. Г. Флоровского, является не необходимостью Его человеческой природы, но «подвигом воли» (Там же. С. 185). Этот вывод прот. Г. Флоровский делал на основании того, что И. Х., имевший природу первозданного Адама, не подверженную страданиям, мог не только не страдать, но и не умирать. Его страдания - это результат Его волевых усилий, предпринимаемых в тех или иных случаях, в зависимости от обстоятельств, и побуждающих приобщить к страданию здоровую человеческую природу. Спаситель «по свободному изволению», когда это было необходимо в сотериологических целях, вызывал в Своем здоровом человеческом естестве те или иные страдания. И. Х. в Своей земной жизни страдал не по необходимости, не по принуждению Своего человеческого естества, а добровольно. Принцип добровольности лежит в основе всего домостроительства спасения.

Прот. Г. Флоровский различал природное усвоение человечества Богом Словом и добровольное восприятие Им условий нашего падшего существования; «но не в Воплощении вземлет Он грех мира... Это подвиг воли, не необходимость природы...- утверждал он,- Спаситель подъемлет и несет грех мира (скорее, чем приемлет или воспринимает) свободным изволением любви - Своей человеческой любви. И несет его так, что он не становится Его собственным грехом, не нарушает непорочности Его природы и воли. Несет его вольно - потому и имеет спасительную силу это «взятие» греха как свободное движение сострадания и любви...» (Там же). Остается тайной, когда именно Господь воспринимает условия нашего существования. Наиболее обоснованным представляется мнение, согласно которому восприятие человеческой природы и восприятие естественного тления и смертности совершаются одновременно и должны различаться лишь логически, а не во времени.

Прп. Иоанн Дамаскин разъясняет, что тлением (φθορά) обозначается подверженность человеческим страданиям (πάθη): голоду, жажде, утомлению, смерти, отделению души от тела и т. п.; «но тление обозначает также и совершенное расторжение тела на те стихии, из которых оно сложено, и уничтожение, которое многие скорее называют и именуют истлением (διαφθορά)». Последнего «тело Господа не испытало» (Ioan. Damasc. De fide orth. III 28(72)). Господь добровольно воспринял человеческие страсти (πάθη), относящиеся к тлению в первом значении. Согласно прп. Иоанну Дамаскину, «естественные страсти наши были во Христе, без всякого сомнения, и сообразно с естеством, и превыше естества. Ибо сообразно с естеством они возбуждались в Нем тогда, когда Он позволял плоти испытать то, что было ей свойственно; а превыше естества потому, что в Господе то, что было естественно, не предшествовало Его воле, ибо в Нем не созерцается ничего вынужденного, но все - как добровольное. Ибо, желая - Он алкал, желая - жаждал, желая - боялся, желая - умер» (Ibid. III 20(64)).

Поскольку Бог Слово в момент Боговоплощения добровольно воспринял по Своему человечеству условия нашего существования, Его человечество до времени воскресения из мертвых было актуально тленным, смертным и подверженным действию неукоризненных (непорочных) страстей, будучи при этом совершенно непричастным первородному греху и всегда оставаясь чистым от всякой греховности. «Однако после воскресения Спасителя из мертвых...- утверждает прп. Иоанн Дамаскин,- тело Господа нетленно и в первом значении; ибо через Свое тело Господь даровал нашему телу и воскресение, и последующее нетление, Сам сделавшись для нас Начатком и воскресения, и нетления, и бесстрастия» (Ibid. III 28(72)).

ვეცდები ეს სტატია უახლოეს მომავალში ვთარგმნო, მანამდე კი რეზიუმეს სახით:
"Учение о том, что Христос имел совершенное человеческое естество, непричастное первородному греху, является существенно важным в контексте правосл. сотериологии."
-სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება, დაუზიანებელი პირველქმნილი ცოდვით არსებითად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური სოტერიოლოგიისთვის.




Sotiris

ამ სტატიიდან გამომდინარე, მართალი იყავი IPB-ს სურათი


სამწუხაროა, რომ ოპონენტები აღარ პოსტავენ, საინტერესო იქნებოდა მათი აზრიც IPB-ს სურათი


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 12:04 AM
პოსტი #104


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
-სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება, დაუზიანებელი პირველქმნილი ცოდვით არსებითად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური სოტერიოლოგიისთვის.


მაგრამ ეს შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 12:17 AM
პოსტი #105


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



"ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა. გამოიცადა და სძლია მან, რომ ჩვენთვის მძლეობა მოემუშაკებინა და რომ [ჩვენი] ბუნებისთვის მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა მიეცა, რათა ბუნებას, ძველთაგან ძლეულს, სწორედ იმავე შეტევებით, რითაც დაძლეულ იქნა, დაეძლია ძველთაგან მისი მძლეველი." (გარდამოცემა, თ. 64)

"ამრიგად, ჩვენი ბუნებისეული ვნებულებანი ბუნებითად და ზებუნებრივად იყო ქრისტეში, რადგან ისინი ბუნებითად აღიძვროდნენ მასში, როდესაც ნებართვას აძლევდა იგი ხორცს განეცადა, რაც თვისობრივი იყო მისთვის; ზებუნებუნებრივად კი - იმიტომ, რომ უფალში ბუნებისეულნი ნებელობას არ უძღოდნენ წინ. მართლაც, არაფერი იძულებითი არ განიჭვრიტება მასთან დაკავშირებით, არამედ ნებაყოფლობითია ყოველივე, რადგან ინება რა, მოშივდა, ინება რა, მოსწყურდა, ინება რა, შეეშინდა, ინება რა, მოკვდა". (იქვე)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 24 2012, 02:09 AM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



კანუდოსელი

პირიქით, იესომ თუ დაუზიანებელი ბუნება მიიღო, რაღა განკურნა? ხომ ამბობთ, რომ ადამი სრულყოფილი იყო? ადამს კი არ სჭირდებოდა განკურნება, არამედ დაცემული ბუნების მქონე ადამიანს.

რასაც შენ ამბობ დაიგმო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს წმ. ევტიქის მიერ. აფრატოდოკეტიზმის ერესი ერქვა.

იესო სრული ადამიანია, როგორც არ უნდა ეცადონ მონოფიზიტები საპირისპიროს მტკიცებას.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 09:36 AM
პოსტი #107


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

სიტყვები რომ შეარჩიო უკეთესი იქნება. შენი პოსტის მეორე ნაწილი მთლიანად იშლება და დამავალებ თუკი ნორმალურად ჩამოაყალიბებ აზრს.

ციტატა
რასაც შენ ამბობ დაიგმო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს წმ. ევტიქის მიერ. აფრატოდოკეტიზმის ერესი ერქვა.


ეგ მე მგონი კანუდოსელის აზრი არ იყო, ალბათ ოსიპოვის ციტირება მოახდინა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 24 2012, 12:58 PM
პოსტი #108


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



afxazi
Otherguy

რუსული არ იცით არც ერთმა?
არ იყო დიდი სტატია. თუ არ წაიკითხავთ, რა აზრი აქვს მსჯელობას?

afxazi
ციტატა
მაგრამ ეს შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას?

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის სტატია მოვიყვანე:
http://www.pravenc.ru/text/293939.html
უამრავი ადამიანი მუშაობდა მაგ სტატიებზე, საუკეთესო თეოლოგები.
ბიბლიოგრაფიასაც შეგიძლია გაეცნო

Otherguy
ციტატა
V Вселенский Собор (12-й анафематизм) вынес общецерковное осуждение мнения Феодора Мопсуестийского о постепенном уврачевании поврежденной плоти Христа, согласно к-рому Он будто бы «отдалялся от более дурного мало-помалу, и таким образом, преуспевая в делах, улучшился, и путем жизни стал непорочен... и после Воскресения сделался неизменяемым в помышлениях и совершенно безгрешным»



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 01:49 PM
პოსტი #109


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



athos

ციტატა
რუსული არ იცით არც ერთმა?


კარგად ვერ ვკითხულობ, თუმცა რა დასკვნაც დაწერე ის აშკარად არ არის მართლმადიდებლური სწავლება.

ციტატა
V Вселенский Собор (12-й анафематизм) вынес общецерковное осуждение мнения Феодора Мопсуестийского о постепенном уврачевании поврежденной плоти Христа, согласно к-рому Он будто бы «отдалялся от более дурного мало-помалу, и таким образом, преуспевая в делах, улучшился, и путем жизни стал непорочен... и после Воскресения сделался неизменяемым в помышлениях и совершенно безгрешным»


ეს სიტყვები რა შუაშია იმ საკითხთან, ქრისტემ როგორი ბუნება მიიღო? თეოდორე მოფსუესტიელის მოძღვრებით, რომელიც კრებამ შეაჩვენა, რაც მოგვიანებით ნესტორმა განავითარა, ადამიანმა ქრისტემ თავისი მოღვაწეობით დაიმსახურა ის, რომ მოგვიანებით განიღმრთო და ა.შ. ანუ ეს დაზიანებული ბუნება თანდათან გამოასწორა. მსგავსად რომელიმე ძვ. აღთქმის წინასწარმეტყველისა. ეს მოძღვრება ფაქტიურად უარყოფდა განკაცებას. სწორედ ეს დაგმო V კრებამ და არა ის, რომ ძე ღმერთმა დაზიანებული ადამიანური ბუნება მიიღო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 24 2012, 01:50 PM
პოსტი #110


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



afxazi
ციტატა
კარგად ვერ ვკითხულობ, თუმცა რა დასკვნაც დაწერე ის აშკარად არ არის მართლმადიდებლური სწავლება.

ეგ დასკვნა მე არ დამიწერია. სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე ერთ-ერთი წინადადება. (მაგ სტატიასაც ვთარგმნი უახლოეს მომავალში).
შენ ამბობ, რომ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში, რომელზეც წლებია მუშაობენ საუკეთესო მეცნიერები, არამართლმადიდებლური სწავლებაა? smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 01:56 PM
პოსტი #111


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



athos

ციტატა
შენ ამბობ, რომ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში, რომელზეც წლებია მუშაობენ საუკეთესო მეცნიერები, არამართლმადიდებლური სწავლებაა?


მე არაფერს არ ვამბობ, მე ვამბობ იმას რაც მამათაგან მისწავლია. ქრისტემ მიიღო დაზიანებული ადამიანური ბუნება და აღადგინა თავდაპირველ მდგომარეობაში.

"ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა" (წმ. იოანე დამასკელი)

წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის:

“ამრიგად, კაცთმოყვარეობის გამო გახდა რა სრული კაცი ღვთის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა, რომ გამოეხსნა მას ამგვარი უკეთური დაუძლურებისაგან კაცთა ბუნება, ადამის შესაქმისეული პირველი აგებულებისაგან მიმღებელს ჰქონდა უცოდველობა უხრწნელების გარეშე, ხოლო შემდეგში ცოდვის გამო ბუნებაზე მოწევნილი შობისაგან მხოლოდ მიიღო ცოდვის გარეშე ვნებულობა” (Pg. 90, 313 B-C).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 24 2012, 02:07 PM
პოსტი #112


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



««Поскольку тело Адама создано было ранее, чем явились в нем расстройства, посему и Христос не принял расстройства, которые позднее получил Адам, так как они были некоторым придатком немощности к здравой природе. Итак, Господь здравою принял ту природу, здравость которой погибла, дабы человек через здравую природу Господа возвратил себе здравость первобытной своей природы»
ეფრემ ასური
(თარგმანი:ვინაიდან ადამი შექმნილი იყო მანამ, ვიდრე მასში გაჩნდებოდა დაზიანება, ასევე ქრისტესაც არ მიუღია დაზიანება, რომელიც შემდგომში მიიღო ადამმა, როგორც ჯანსაღი ბუნების ნაკლულევანება. ამგვარად უფალმა ჯანსაღი მიიღო ის ბუნება, რომლის სიჯანსაღეც დაიღუპა, რათა ადამიანმა უფლის ჯანსაღი ბუნებით დაიბრუნოს თავისი ბუნების პირველადი დაუზიანებლობა. ეფრემ ასური)

«Истинный Бог родился в подлинном и совершенном естестве истинного человека: всецел в Своем, всецел в нашем. Нашим же называем то, что Творец положил в нас в начале и что Он восхотел возвратить нам. Ибо в Спасителе не было и следа того, что привнес в человека искуситель, и что прельщенный человек допустил в себя»
ლეონ დიდი
(ჭეშმარიტი ღმერთი დაიბადა ნამდვილი და სრული ადამიანური ბუნებით. სრულიად თავისით და სრულიად ჩვენით. ჩვენს კი ვუწოდებთ იმას, რაც შემოქმედმა დასაბამისას მოგვცა და რაც ინება ჩვენთვის დაებრუნებინა. რადგან მაცხოვარში არაფერი იყო იმისგან, რაც ჩვენში შემოიტანა მაცდურმა და რაც ცდუნებულმა ადამიანმა დაუშვა საკუთარ თავში. ლეონ დიდი)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 02:37 PM
პოსტი #113


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



athos

მე სამწუხაროდ ეფრემ ასურის სიტყვათა თარგმანზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც შეეხება ლეონ დიდის სიტყვებს, ან რუსული თარგმანია ხარვეზიანი, ანდა ჩვენი უდიდესი მამა არსენ იყალთოელი ცდება. დიახ ეს სიტყვები გახლავთ ლეონის ცნობილი ეპისტოლიდან (XXVIII), რომელიც მან 449 წელს დაწერა.

იქამდე, სანამ ამ სიტყვების არსენისეულ ტარგმანს მოვიტანდე, მანამდე წარმოვადნე იმავე ეპისტოლიდან სიტყვებს, რომელიც ოდნავ ზემოთ იკითხებ აღნიშნულ ეპისტოლეში:

"ვინაჲცა დაცვულებასა თითოეულისა ბუნებისაგან თჳსისა თჳთებისასა და ერთად პირად შემოკრებასა მიღებულ იქმნა ღმრთეებისაგან ვიდრემე სიმდაბლე და ძალისაგან-უძლურებაჲ, ხოლო უკუდავისაგან-მოკუდავი. და ვალსა ჩუენისა ბუნებისასა გარდამჴდელისა შესამზადებელად საღმრთოჲ ბუნებაჲ შეეერთა ბუნებასა ვნებულსა, რაჲთა მომზავებელ იყოს იგი კურნებათა ჩუენთა, ერთი და იგივე ”შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე".


რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ სიტყვებს, გვერდიგვერდ წარმოვადგენ აქ წარმოდგენილ თარგმანს და არსენ იყალთოელისეულ რედაქციას:

[b]

ციტატა
ჭეშმარიტი ღმერთი დაიბადა ნამდვილი და სრული ადამიანური ბუნებით. სრულიად თავისით და სრულიად ჩვენით. ჩვენს კი ვუწოდებთ იმას, რაც შემოქმედმა დასაბამისას მოგვცა და რაც ინება ჩვენთვის დაებრუნებინა. რადგან მაცხოვარში არაფერი იყო იმისგან, რაც ჩვენში შემოიტანა მაცდურმა და რაც ცდუნებულმა ადამიანმა დაუშვა საკუთარ თავში


"რამეთუ ბუნებით სრულისა და ჭეშმარიტისა კაცისა შორის ღმერთი ჭეშმარიტი დაემკჳდრა, ყოვლად სრული თჳსთა შინა და ყოვლად სრული ჩუენთა შინა. ხოლო ”ჩუენად” ვიტყჳ მათ, რომელნი პირველითგანვე დამბადებელმან დასხნა ჩუენ შორის და რომელნი განახლებულად (განსაახლებლად)მიიხუნა კუალად. რამეთუ მათი, რომელნი-იგი მაცთურმან შემოიხუნა და ცთომილმან კაცმან ცოდნა (შესცოდა), კუალი არა იპოვა მაცხოვარისა თანა".

დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ მაცხოვარს არ უყვედრელი ვნებანი მიუღია, რადგან ეს უკანასკნელნი სწორედ დაცემის შედეგია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 24 2012, 02:49 PM
პოსტი #114


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



afxazi
ციტატა
ან რუსული თარგმანია ხარვეზიანი, ანდა ჩვენი უდიდესი მამა არსენ იყალთოელი ცდება.

რატომ?
ჩემი მოყვანილი ციტატა რუსულადაც და არსენ იყალთოელის თარგმანიც მსგავსი მეჩვენება.
რაც შეეხება მეორე ციტატას, რომელიც თავში მოიყვანე, ვნახავ რუსულად როგორ არის.

კიდევ ერთი:
Прп. Марк Подвижник, полемизируя с последователями Феодора Мопсуестийского и Нестория, категорически отвергал любые суждения о поврежденности плоти Христа как несовместимые с правосл. вероучением: «Мир умер Адамовым преступлением. Если же плоть Господа... подпала греху (ὑπὸ τὴν ἁμαρτίαν ἐτύγχανεν), как же она тогда могла быть отдаваема за жизнь мира, когда и сама нуждалась, по твоему мнению, в искуплении... Если, как ты говоришь, плоть (Христа) была простой, нуждающейся в очищении (προσδεομένη καθαρισμοῦ` ), то откуда тогда нам спасение?» (Марк Подвижник, прп. Против несториан // БСб. 1999. № 4. С. 140


ციტატა
ამ ლოგიკით გამოდის, რომ მაცხოვარს არ უყვედრელი ვნებანი მიუღია, რადგან ეს უკანასკნელნი სწორედ დაცემის შედეგია.

მიიღო, მაგრამ ნებაყოფლობით


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 03:17 PM
პოსტი #115


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



athos

ციტატა
მიიღო, მაგრამ ნებაყოფლობით


ხომ მიიღო? მთავარი ესაა. შიმშილი, წყურვილი, ძილი და ა.შ. კი სწორედ დაცემის შემდგომ ბუნებას გამოხატავენ და არა მანამდელს.

ციტატა
ჩემი მოყვანილი ციტატა რუსულადაც და არსენ იყალთოელის თარგმანიც მსგავსი მეჩვენება.
რაც შეეხება მეორე ციტატას, რომელიც თავში მოიყვანე, ვნახავ რუსულად როგორ არის.


რაც შენ მოიტანე, იქ არ წერია, რომ მაცხოვარმა მიიღო ჩვენი ბუნება, რათა განეახლებინა იგი. და თუ თავდაპირველი მდგომარეობის ბუნება მიიღო, რაღა უნდა განეახლებინა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 24 2012, 03:46 PM
პოსტი #116


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



afxazi

[quote]იქამდე, სანამ ამ სიტყვების არსენისეულ ტარგმანს მოვიტანდე, მანამდე წარმოვადნე იმავე ეპისტოლიდან სიტყვებს, რომელიც ოდნავ ზემოთ იკითხებ აღნიშნულ ეპისტოლეში:[/quote]

ვნახე მე ეს მონაკვეთი რუსულ თარგმანში. თუ კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე მოვიტანთ, მეორე ციტატა მისი განმარტებაა, სადაც წერია, რომ:
რამეთუ მათი, რომელნი-იგი მაცთურმან შემოიხუნა და ცთომილმან კაცმან ცოდნა (შესცოდა), კუალი არა იპოვა მაცხოვარისა თანა".

ანუ, ეს ეპისტოლე არ გამოდგება შენი მოსაზრების დასამტკიცებლად.


ამ სტატიის მიხედვით:
«Одним из трех Лиц Своих, Всесвятым Словом, Он принял человечество, зачавшись во утробе Пресвятой Девы действием Всесвятого Духа, устранив от Себя обыкновенное человеческое зачатие от семени мужского,- зачатие, сообщавшее всем человекам заразу греховную. Таким образом явился в роде человеческом непорочный Человек, каким создан праотец. Этот непорочный Человек был причастником Божественного естества, подобно первозданному, но несравненно в большей степени… Все грехи человеческие Он принял на Себя. Он мог сделать это, потому что, будучи человеком, был и всемогущим, всесовершенным Богом»
(თარგმანი):ყოვლადწმიდა სამების ერთი პირით ყოვლადწმიდა სიტყვით მიიღო ადამიანური ბუნება ქალწულისადან ყოვლადწმიდა სულის მოქმედებით, რითაც აირიდა ჩვეულებრივი ადამიანური ჩასახვა მამაკაცის თესლისგან, ჩასახვა, რომელიც გადასცემდა ყველა ადამიანს ცოდვის სნეულებას.
ამგვარად გაჩნდა ადამიანთა მოდგმაში უბიწო ადამიანი, როგორიც შეიქმნა მამამთავარი....
ადამიანთა ყოველი ცოდვა აიღო თავის თავზე. მას შეეძლო ეს, რადგან იყო რა ადამიანი, იყო ყოვლისშემძლე, ყოვლადსრული ღმერთი

Прп. Марк Подвижник, категорически отвергал любые суждения о поврежденности плоти Христа как несовместимые с правосл. вероучением: «Мир умер Адамовым преступлением. Если же плоть Господа... подпала греху (ὑπὸ τὴν ἁμαρτίαν ἐτύγχανεν), как же она тогда могла быть отдаваема за жизнь мира, когда и сама нуждалась, по твоему мнению, в искуплении... Если, как ты говоришь, плоть (Христа) была простой, нуждающейся в очищении (προσδεομένη καθαρισμοῦ` ), то откуда тогда нам спасение?» [/quote]
სამყარო მოკვდა ადამის დანაშაულით, თუ კი უფლის სხეული დაექვემდებარებოდა ცოდვას, როგორღა განიცემოდა სოფლის ცხონებისთვის, თუ თვითონ ესაჭიროებოდა გამოსყიდვა? თუ ქრისტეს თავად სჭირდებოდა განწმენდა, საიდან გვექნებოდა ხსნა?

მოკლედ, დავით, მე ეს სტატია მოვიყვანე, იმიტომ რომ საინტერესოდ მომეჩვენა და ჩემთვის საკმაოდ ავტორიტეტული წყაროდანაა.
ჩემთან პოლემიკას რა აზრი აქვს?
ენციკლოპედიაში წერია ასე


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 03:54 PM
პოსტი #117


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



athos

ციტატა
სამყარო მოკვდა ადამის დანაშაულით, თუ კი უფლის სხეული დაექვემდებარებოდა ცოდვას, როგორღა განიცემოდა სოფლის ცხონებისთვის, თუ თვითონ ესაჭიროებოდა გამოსყიდვა? თუ ქრისტეს თავად სჭირდებოდა განწმენდა, საიდან გვექნებოდა ხსნა?


ან არ მესმის რას ამბობ, ანდა შეუსაბამოდ წერ. როდესაც მაცხოვარზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთ პიროვნებაზე და არა ორზე.

თუკი მაცხოვარმა მიიღო დაცემამდელი ადამიანური ბუნება, მაშინ მას არც ტკივილის განცდა უნდა ქონოდა, არც შიშის და ა.შ. რადგან ადამის თავდაპირველი ბუნება ამგვარი იყო. მაშინ გამოდის, რომ მოჩვენებითად ტკიოდა, ეშინოდა და ა.შ.

ციტატა
ამგვარად გაჩნდა ადამიანთა მოდგმაში უბიწო ადამიანი, როგორიც შეიქმნა მამამთავარი....


უცოდველი, მაგრამ მან მიიღო არა დაცემამდელი, არამედ დაცემის შემდგომი ბუნება (ამას ამბობენ მამები და სხვას მეც ვერაფერს ვიტყვი).

ციტატა
სამყარო მოკვდა ადამის დანაშაულით, თუ კი უფლის სხეული დაექვემდებარებოდა ცოდვას, როგორღა განიცემოდა სოფლის ცხონებისთვის, თუ თვითონ ესაჭიროებოდა გამოსყიდვა? თუ ქრისტეს თავად სჭირდებოდა განწმენდა, საიდან გვექნებოდა ხსნა?


ხომ არ გვავიწყდება, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაზე ვსაუბრობთ?

ციტატა
ჩემთან პოლემიკას რა აზრი აქვს?


მეც როლში შევიჭერი biggrin.gif biggrin.gif

ღრმა საკითხია, უბრალოდ რა სტატიებიც მე მაქვს წაკითხული, იქ აშკარად წერია, რომ მაცხოვარმა დაცემის შემდგომდროინდელი ბუნება მიიღო და განაახლა იგი, რაც გამოიხატა უფლის აღდგომით. თუკი მანამდე ეს ადამიანური ბუნება ტკივილგანმცდელი იყო, ეშინოდა, მოწყლვადი იყო და ხრწნადი (ხრწნილების პირველადი მნიშვნელობით), აღდგომის შემდეგ იგი არის ტკივილგანუცდელი, მოუწყლველი, უხრწნელი, ანუ იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ადამი დაცემამდე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 24 2012, 03:54 PM
პოსტი #118


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
რაც შენ მოიტანე, იქ არ წერია, რომ მაცხოვარმა მიიღო ჩვენი ბუნება, რათა განეახლებინა იგი. და თუ თავდაპირველი მდგომარეობის ბუნება მიიღო, რაღა უნდა განეახლებინა?


что Творец положил в нас в начале и что Он восхотел возвратить нам.
რომელნი პირველითგანვე დამბადებელმან დასხნა ჩუენ შორის და რომელნი განახლებულად (განსაახლებლად)მიიხუნა კუალად

-რუსულშია ინება დაებრუნებინაო, ქართულში განახლებულად დაებრუნებინაო. (თუმცა აქ განახლებულში ბევრი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ)
მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 24 2012, 03:57 PM
პოსტი #119


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



საინტერესო სტატიაა ედიშერის:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=ka


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 24 2012, 04:27 PM
პოსტი #120


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(afxazi @ Apr 24 2012, 11:37 AM) *

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ სიტყვებს, გვერდიგვერდ წარმოვადგენ აქ წარმოდგენილ თარგმანს და არსენ იყალთოელისეულ რედაქციას:
[b]
"რამეთუ ბუნებით სრულისა და ჭეშმარიტისა კაცისა შორის ღმერთი ჭეშმარიტი დაემკჳდრა, ყოვლად სრული თჳსთა შინა და ყოვლად სრული ჩუენთა შინა. ხოლო ”ჩუენად” ვიტყჳ მათ, რომელნი პირველითგანვე დამბადებელმან დასხნა ჩუენ შორის და რომელნი განახლებულად (განსაახლებლად)მიიხუნა კუალად. რამეთუ მათი, რომელნი-იგი მაცთურმან შემოიხუნა და ცთომილმან კაცმან ცოდნა (შესცოდა), კუალი არა იპოვა მაცხოვარისა თანა".

დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ მაცხოვარს არ უყვედრელი ვნებანი მიუღია, რადგან ეს უკანასკნელნი სწორედ დაცემის შედეგია.


ციტატა
ჭეშმარიტი ღმერთი დაიბადა ნამდვილი და სრული ადამიანური ბუნებით. სრულიად თავისით და სრულიად ჩვენით. ჩვენს კი ვუწოდებთ იმას, რაც შემოქმედმა დასაბამისას მოგვცა და რაც ინება ჩვენთვის დაებრუნებინა. რადგან მაცხოვარში არაფერი იყო იმისგან, რაც ჩვენში შემოიტანა მაცდურმა და რაც ცდუნებულმა ადამიანმა დაუშვა საკუთარ თავში


მე მგონი ეს ორი ციტატა ერთსა და იმავეს ამბობს, რომ მაცხოვარი დაიბადა იმ ბუნებით, რაც ღმერთმა მოგვცა დაცემამდე.
ადამის ბუნება დაზიანდა განზრახ ჩადენილი ცოდვის შედეგად, ხოლო მაცხოვარმა მას მერე რაც დაიბადა სრული-უცოდველი ბუნებით, მიიღო ეს ცოდვიანი ბუნება, რათა შემდეგ დაეხსნა. ანუ, მან ინება ეგრძნო ყოველივე რასაც ცოდვიანი ბუნების გამო გრძნობს ადამიანი, ტკივილი, შიმშილი და ა.შ. მან იტვირთა ეს ცოდვა თავის თავში და ჯვარზე აცვა.

ასე გავიგე მე, ზემოთ მოყვანილი ციტატების წაკითხვის შემდეგ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2025 - 06:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი