![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#121
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
k@the
ციტატა რომ მაცხოვარი დაიბადა იმ ბუნებით, რაც ღმერთმა მოგვცა დაცემამდე. მაშინ აღდგომა ტყუილი გამოდის, რადგან სწორედ აღდგომის შემდგომ წარმოჩნდა უფლის ადამიანური ბუნება ტკივილგანუცდელად, საკვების არ მსაჭიროებელად და ა.შ. თუკი უფალმა ეს ყველაფერი აღდგომამდე მიიღო, მაშ რაღა შეიცვალა. სწორედ აღდგომით უმკურნალა მან დაცემულ ადამიანურ ბუნებას. აგერ წმ. ანასტასი სინელის სიტყვებიც: “არათუ ადამიანის დაცემამდელი მრთელი და უხრწნელი სხეული შეიმოსა მან, რადგან მრთელი, უხრწნელი და უკვდავი არ საჭიროებდა კურნებას. ამიტომ, ჩემი დასნეულებული, შეცვლილი სხეული მიიღო ღმერთმა-სიტყვამ, - ხრწნადი, წარმდინარე, შენივთიერებული, მსაჭიროებელი, მოკვდავი, ვნებული, მომშევარი, მომწყურვალე, დამაშვრალი, - რომ ამათ ყოველთაგან გაეთავისუფლებინა იგი” (Pg. 89, 220 D). და თუკი დავუშვებთ, რომ უფალმა მიიღო დაცემამდელი ადამიანური ბუნება, შესაბამისად უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მას არ მიუღია ისეთი თვისებები, რაც დაცემის შემდეგ შეიძინა ადამიანურმა ბუნებამ. იქნება ეს შიმშილი, წყურვილი, ძილი, შიში და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მაცხოვარი ამ თვისებებს ამჟღავნებს. ანუ იძულებულნი ვართ, რომ ეს თვისებები მასში ვაღიაროთ. მაგრამ თუ მაცხოვარმა დაცემამდელი ადამიანური ბუნება მიიღო და ამასთან იგი ამჟღავნებს დაცემის შემდგომ შეძენილ თვისებებს, მაშ თვისება შიმშილისა რომელ ბუნებას გამოხატავს? ცხადია დაცემის შემდგომდროინდელ. ასე გამოდის, რომ მაცხოვარმა ორმაგი ბუნება მიიღო, ერთი მხრივ დაუცემელი და მეორე მხრივ დაცემული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
karpaki |
![]()
პოსტი
#122
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
მაცხოვარმა დაცემის შემდგომდროინდელი ბუნება მიიღო და განაახლა იგი, რაც გამოიხატა უფლის აღდგომით. თუკი მანამდე ეს ადამიანური ბუნება ტკივილგანმცდელი იყო, ეშინოდა, მოწყლვადი იყო და ხრწნადი (ხრწნილების პირველადი მნიშვნელობით), აღდგომის შემდეგ იგი არის ტკივილგანუცდელი, მოუწყლველი, უხრწნელი, ანუ იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ადამი დაცემამდე. აქედან დავინახე რომ ხორციელი სხეული უფლისა აღარ განიცდიდა ტკივილს და ხილული და უხილავი სახით არსებობდა ანუ როდესაც ჩნდებოდა მაშინ როცა მას სურდა ხო ასეთი იყო ადამიანი დაცემამდე? არ ტკიოდათ არაფერი? არც ჭამა სჭირდებოდათ? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#123
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
ამ საკითხზე ბევრი არ წამიკითხავს, აქამდე არც მიფიქრია, მაგრამ მე როგორც მიმაჩნია მინდა დავწერო, თუ მეშლება, გთხოვთ, რომ შემისწოროთ, არ მინდა, რომ ცუდად ვიცოდე.ჩემი აზრით იესო იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. მან მიიღო ისეთივე ადამიანური ბუნება, როგორიც ყველას აქვს,ანუ სულყველაფრით ჩვენნაირი, არაფრით განსხვავებული. უხეშად, რომ ვთქვათ იესოსათვის, რომ ჩამოგეშორებინა ღვთაებრივი ბუნება დარჩებოდა უბრალო ადამიანი.ვნებებთან ბრძოლა მას არ დასჭირდებოდა, რადგან მასში ღვთაებრივი ბუნება ადამიანურთან განუყოფლად და შეურწყმელად იყო, ესეიგი ის იყო სრულ უვნებო მდგომარეობაში, რადგან როგორც ვიცი მადლით ჩვეულებრივი ადამიანები აღწევენ უვნებობას, განიღმრთობიან და ადამის დაცემამდელ ბუნებაზე მაღლაც კი ადიან თავისი სულიერებით და ღმერთთან ერთობით.რადგან იესოს, როგორც კაცს ღვთაებრივის გარეშე წამითაც არ უარსებია, ე.ი. ჩასახვის თანავე ის უკვე უვნებო იყო.
|
k@the |
![]()
პოსტი
#124
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
k@the მაშინ აღდგომა ტყუილი გამოდის, რადგან სწორედ აღდგომის შემდგომ წარმოჩნდა უფლის ადამიანური ბუნება ტკივილგანუცდელად, საკვების არ მსაჭიროებელად და ა.შ. თუკი უფალმა ეს ყველაფერი აღდგომამდე მიიღო, მაშ რაღა შეიცვალა. სწორედ აღდგომით უმკურნალა მან დაცემულ ადამიანურ ბუნებას. აგერ წმ. ანასტასი სინელის სიტყვებიც: “არათუ ადამიანის დაცემამდელი მრთელი და უხრწნელი სხეული შეიმოსა მან, რადგან მრთელი, უხრწნელი და უკვდავი არ საჭიროებდა კურნებას. ამიტომ, ჩემი დასნეულებული, შეცვლილი სხეული მიიღო ღმერთმა-სიტყვამ, - ხრწნადი, წარმდინარე, შენივთიერებული, მსაჭიროებელი, მოკვდავი, ვნებული, მომშევარი, მომწყურვალე, დამაშვრალი, - რომ ამათ ყოველთაგან გაეთავისუფლებინა იგი” (Pg. 89, 220 D). და თუკი დავუშვებთ, რომ უფალმა მიიღო დაცემამდელი ადამიანური ბუნება, შესაბამისად უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მას არ მიუღია ისეთი თვისებები, რაც დაცემის შემდეგ შეიძინა ადამიანურმა ბუნებამ. იქნება ეს შიმშილი, წყურვილი, ძილი, შიში და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მაცხოვარი ამ თვისებებს ამჟღავნებს. ანუ იძულებულნი ვართ, რომ ეს თვისებები მასში ვაღიაროთ. მაგრამ თუ მაცხოვარმა დაცემამდელი ადამიანური ბუნება მიიღო და ამასთან იგი ამჟღავნებს დაცემის შემდგომ შეძენილ თვისებებს, მაშ თვისება შიმშილისა რომელ ბუნებას გამოხატავს? ცხადია დაცემის შემდგომდროინდელ. ასე გამოდის, რომ მაცხოვარმა ორმაგი ბუნება მიიღო, ერთი მხრივ დაუცემელი და მეორე მხრივ დაცემული. მაშინ ასეთ კითხვაზე მიპასუხე. ქრისტეში ყოველთვის იყო თუ არა ორი ბუნება, ყოველვის იყო თუ არა ადამიანური ბუნება და ღვთიური? თუ მისი შობის/მარიამის მუცლადღების მომენტიდან მიიღო ადამიანური ბუნება და მანამდე იყო მხოლოდ ღვთიური ბუნების მქონე? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
afxazi |
![]()
პოსტი
#125
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
k@the
ციტატა მაშინ ასეთ კითხვაზე მიპასუხე. ქრისტეში ყოველთვის იყო თუ არა ორი ბუნება, ყოველვის იყო თუ არა ადამიანური ბუნება და ღვთიური? თუ მისი შობის/მარიამის მუცლადღების მომენტიდან მიიღო ადამიანური ბუნება და მანამდე იყო მხოლოდ ღვთიური ბუნების მქონე? კითხვა, რომლის პასუხიც ცალსახაა, მე მგონი არ უნდა დაისვას. ქრისტეს ჰიპოსტასი განკაცებამდე იყო მარტივი, განკაცების შემდეგ (სიტყვა განკაცება სწორედ ადამიანად გახდომას ნიშნავს) კი შედგენილი. ანუ მანამდე ერთი ბუნების მქონე, განკაცების შემდეგ კი ორი ბუნების. სხვათაშორის განკაცებამდე ორ ბუნებას ევტიქი (მონოფიზიტობის დამაარსებელი) აღაირებდა, ხოლო განკაცების შემდეგ ერთს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
k@the |
![]()
პოსტი
#126
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
afxazi
შენთვის ალბათ ბევრი რამაა ცალსახა, მაგრამ ანუ ხარ ეგეთი მკაცრი, თორემ მართლა აღარ დავსვამ კითხვებს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
afxazi |
![]()
პოსტი
#127
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
k@the
ციტატა შენთვის ალბათ ბევრი რამაა ცალსახა, მაგრამ ანუ ხარ ეგეთი მკაცრი, თორემ მართლა აღარ დავსვამ კითხვებს. კარგი მაპატიე ![]() უბრალოდ განკაცება სწორედ ადამიანად გახდომას ნიშნავს და თუკი ადამიანური ბუნება მანამდეც ქონდა ძე ღმერთს, მაშინ განკაცება მანამდე მოხდა და არა I საუკუნეში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
k@the |
![]()
პოსტი
#128
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
afxazi
ე.ი. ვცდილობ რაღაც მონაწილეობა მივიღო კამათში, რაც შემიძლია იმ ცოდნით და ნუ მაფერხებ ![]() ეხლა ნახე, ადამმა ხომ მიიღო სრული ადამიანური ბუნება და შემდეგ დაეცა ცოდვით. ანუ, ეტაპეპი ადამიანის ბუნების რომ ვთქვათ მოდიოდა ასე, 1. ჯერ იყო სრულყოფილი ბუნება. 2. შემდეგ, ცოდვის შედაგად დაზიანდა და ეს დაზიანებული ბუნება გადადიოდა თაობიდან თაობაზე. ადამიანმა ვერ შეძლო ძველი ბუნების აღდგენა. 1. ეხლა, ჩემი აზრით ლოგიკურია, რომ ქრისტეს მიეღო უპირველესად საწყისი ადამიანური დაუზიანებელი ბუნება. 2. "შემდეგ", არა ცოდვის შედეგად, არამედ საკუთარი ნებით ამ ბუნებამ შეიძინა დაზიანებულობა. რაც იმაში მდგომარეობდა რომ მას ქონდა ტკივილის შეგრძნება და ა.შ. ეს "შემდეგ", შესაძლოა ყოფილიყო მყისიერი, ანუ დაბადების თანავე. ანუ დაუზიანებელი ბუნება მიიღო და ამას მყისირად მოჰყვა მისივე ნებით ამ ბუნების დაზიანება. ამაში არის რაიმე არამართლმადიდებლური? 3. საბოლოოდ, ქრისტემ აცვა ეს დაზიანებული ბუნება ჯვარს და აღიდგინა თავის თავში ადამიანის დაუზიანებელი ბუნება, აღდგა სრული. მე მგონი არის ამაში რაღაც ლოგიკა. რომ არ მიეღო დაუზიანებელი ბუნება, რა უნდა აღედგინა მაშინ მას ? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
afxazi |
![]()
პოსტი
#129
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ციტატა 2. "შემდეგ", არა ცოდვის შედეგად, არამედ საკუთარი ნებით ამ ბუნებამ შეიძინა დაზიანებულობა. რაც იმაში მდგომარეობდა რომ მას ქონდა ტკივილის შეგრძნება და ა.შ. ეს "შემდეგ", შესაძლოა ყოფილიყო მყისიერი, ანუ დაბადების თანავე. ანუ დაუზიანებელი ბუნება მიიღი და ამას მყისირად მოჰყვა მისივე ნებით ამ ბუნების დაზიანება. ციტატა ამაში არის რაიმე არამართლმადიდებლური? რა თქმა უნდა არის ქეთ. როდესაც დაზიანებულ ბუნებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა იმას, რომ ამ ბუნებას რაღაც დააკლდა, არამედ იმას, რომ ის თავდაპირველი ბუნება ისეთივე გამოხატულების აღარაა, როგორიც მაშინ იყო. მეორეც როდესაც ვსაუბრობთ დაცემაზე, ვგულისხმობთ იმას, რომ ცოდვით დაეცა პიროვნება - ადამი და რადგან შერყვნა მან თავის თავში ხატება ღვთისა, ბუნებაც მისი ვეღარ ვლინდებოდა ისე, როგორც მანამდე იყო. ასე ვთქვათ მასში დაიჩრდილა ხატება ღვთისა, დაიჩრდილა ეს ბუნება და პიროვნული გაუკუღმართების შესაბამისად შეეძინა მას უყვედრელი ვნებანი. თავდაპირველი ბუნება გარდაიქმნა იმ ბუნებად, რა ბუნებაც შემდგომ ქონდა ადამიანს. უფალმა მიიღო ეს უკნასკნელი მდგომარეობა და გარდაქმნა ის თავდაპირველ მდგომარეობაში. ადამის პირვანდელ მდგოამრეობას გამოხატავდა უფლის აღდგომისშემდგომდროინდელი ადამიანური ბუნება. სწორედ ამგვარი ბუნება ქონდა ადამს თავდაპირველად. მიზანდასახულობა განკაცებისა იყო სწორედ ეს. თუკი უფალი დაცემამდელ ბუნებას მიიღებდა, აღდგომის აზრი დაიკარგებოდა. თქმა იმისა, რომ დაუცემელი ბუნება მიიღო და შემდეგ დაეცა ის... ჯერ ერთი რომ არავის მიერ არ თქმულა და მეორეც უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს. დაცემა ცოდვის გამოა და თუკი უფალში ადამიანური ბუნება შემდგომ დაეცა, მაშ ცოდვა ჩაუდენია უფალს. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფრინციპული რამ. ცხადია უფალს შეეძლო ერთი სიტყვით გამოესწორებინა ადმაიანური ბუნება, მაგრამ ეს იქნებოდა უსამართლობა. და თავად ბოროტ ძალას ექნებოდა საყვედურის თქმის უფლება, რომ ღმერთმა იმძლავრა ადამიანზე და მისგან დამოუკიდებლად გამოიხსნა ის. განკაცებით და შემდგომ ჯვარცმითა და აღდგომით კი ეს საბაბიც მოისპო. ადამიანურმა ბუნებამ ჯვარზე რეალურად განიცადა მიტოვებულობა, უფრო სწორად უფალმა ეს მდგომარეობა განიკუთვნა და როდესაც აღმოხდა უფალს: "ღმერთო რატომ მიმატოვე", ამ ღაღადისს გამოეხმაურა შემოქმედი. ეკლესიის ყველა მამა ამბობს, რომ უფალმა მიიღო დაცემის შემდგომდროინდელი ბუნება და აღადგინა ის თავდაპირველ მდგომარეობაში. ეს არის ეკლესიის სწავლება. ციტატა 3. საბოლოოდ, ქრისტემ აცვა ეს დაზიანებული ბუნება ჯვარს და აღიდგინა თავის თავში ადამიანის დაუზიანებელი ბუნება, აღდგა სრული. მე მგონი არის ამაში რაღაც ლოგიკა. რომ არ მიეღო დაუზიანებელი ბუნება, რა უნდა აღედგინა მაშინ მას ? მე ვფიქრობ ამგვარი შეხედულება სარისკოცაა, რადგან თქმა იმისა, რომ ქრისტეს ჰიპოსტასში განკაცების შემდეგ დაეცა ადამიანური ბუნება, არამართლმადიდებლურია. ძე ღმერთის ჰიპოსტასმა მიიღო ის, ბუნება, რომელსაც შერიგება ესაჭიროებოდა ღმერთთან და შეარიგა ის თავისი აღდგომით. ციტატა საბოლოოდ, ქრისტემ აცვა ეს დაზიანებული ბუნება სახელი ქრისტე არის განკაცებული ძე ღმერთის, ერთი ჰიპოსტასის სახელი, რომელშიც შეურევნელად შეერთდა ორი ბუნება. ამიტომ ქრისტემ კი არ აცვა თავისი ადამიანური ბუნება ჯვარს, არამედ ქრისტე ევნო ჯვარზე ადამიანური ბუნებით. ციტატა რომ არ მიეღო დაუზიანებელი ბუნება, რა უნდა აღედგინა მაშინ მას ? თუ პირიქით? დაუზიანებელი რომ მიეღო რაღა უნდა აღედგინა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
k@the |
![]()
პოსტი
#130
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ცოდვით დაცემის გამო კი არა, საკუთარი ნების გამო რომ მიეღო ეს დაზიანებული ბუნების შედეგები? ტკივილი, შიმშილი... ამაში განსხვავება არაა?
კი მესმის შენ რასაც ამბობ, მაგრამ შენ მიერ მოყვანილ ციტატაში არ იკითხება რომ "ყოვლად სრული" ბუნება მიიღო ადამიანური, თანაც დაცემამდელი ადამიანისა? მე ასე გავიგე. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ სიტყვებს, გვერდიგვერდ წარმოვადგენ აქ წარმოდგენილ თარგმანს და არსენ იყალთოელისეულ რედაქციას: [b] "რამეთუ ბუნებით სრულისა და ჭეშმარიტისა კაცისა შორის ღმერთი ჭეშმარიტი დაემკჳდრა, ყოვლად სრული თჳსთა შინა და ყოვლად სრული ჩუენთა შინა. ხოლო ”ჩუენად” ვიტყჳ მათ, რომელნი პირველითგანვე დამბადებელმან დასხნა ჩუენ შორის და რომელნი განახლებულად (განსაახლებლად)მიიხუნა კუალად. რამეთუ მათი, რომელნი-იგი მაცთურმან შემოიხუნა და ცთომილმან კაცმან ცოდნა (შესცოდა), კუალი არა იპოვა მაცხოვარისა თანა". -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
athos |
![]()
პოსტი
#131
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
afxazi
ციტატა თუ პირიქით? დაუზიანებელი რომ მიეღო რაღა უნდა აღედგინა? მე რა სტატიაც მოვიყვანე, და რომელსაც არამართლმადიდებლური უწოდე, იქ ლაპარაკი იყო გამოსყიდვაზე. თან მე ასე ვთქვათ მხოლოდ ერთი პარაგრაფი მოვიყვანე და იქ ძალიან დიდი სტატიაა რამდენიმე პარაგრაფით. რა კითხვებიც დასვი, ყველაფერზე არის მეტ-ნაკლებად გაცემული პასუხი. მე მხოლოდ ერთი პარაგრაფის თარგმნას ვაპირებდი (ამ თემაში რომელიც დავდე). და ენციკლოპედიის მთელი სტატიის თარგმნის არც დრო მაქვს და არც შესაძლებლობა. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სტატიას ერთი ავტორი არ ჰყავს, არამედ ავტორთა ჯგუფი, და იგი შეამოწმა სპეციალურმა სარედაქციო კომისიამ. ეს ენციკლოპედია ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტია. იგივე ჯგუფი მუშაობს კატეხიზმოს ახალ და ვრცელ რედაქციაზე (უკვე რამდენიმე წელია ეს მუშაობა მიდის და ძალიან გულმოდგინებით უდგებიან რომ მაქსიმალურად სრული სახე ჰქონდეს) რაც შეეხება ედიშერის სტატიას, თვალი გადავავლე. მისი მოსაზრება გასაგებია (და ნაცნობიც, სხვა წყაროებიდან). იმედია თეორიულად უშვებ შანსს, რომ რადგან უცდომელი ადამიანი არ არსებობს, ედიშერიც შეიძლება ცდებოდეს. (მე არ ვამბობ რომ ცდება, ვამბობ, რომ ამის შანსი არსებობს) -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#132
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
athos
და სრულყოფილი ბუნება თუ მიიღო რა აზრი ჰქონდა მის განკაცებას? კარგი მაგალითი რომ ეჩვენებინა უბრალოდ? წმ. გრიგოლ ნოსელიდან დაწყებული, ყველა ვინც აპოლინარის წინააღმდეგ წერდა, ყველა აღიარებდა იმას, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება იყო ჩვენნაირი და ჩვეულებრივი. ადამის ბუნებას არ სჭირდებოდა გამთელება, ადამის ბუნება მთლიანი იყო ისედაც. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#133
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
k@the
ციტატა საკუთარი ნების გამო რომ მიეღო ეს დაზიანებული ბუნების შედეგები? ტკივილი, შიმშილი... ამაში განსხვავება არაა? საკუთარი ნებით მიიღო ცხადია ადამიანური ბუნება და არა რაღაც ძალდატანებით და აუცილებლობით. მიიღო ის რაშიც აღმოჩნდა ადამიანი დაცემის შემდეგ, რომ გამოესწორებინა. რასაც შენ იძახი ქეთ, რომ მიიღო დაუცემელი ბუნება, მერე დაეცა, მერე ისევ აღდგა... ეს არასწორია. აი ციტატები მამებისა: წმ. ათანასე ალექსანდრიელი აღნიშნავს: “სხვა არის წარწყმედილობა მანიქევლებისა... და სხვა არის კიდევ მათი, რომლებიც ამბობენ, რომ უხრწნელი სხეული მიიღო წმინდა ღვთისმშობლისაგან უფალმა ჩვენმა და ღმერთმა იესო ქრისტემ” (Questiones ad Antiochum, Pg. 28. 672 B ). წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის: “ამრიგად, კაცთმოყვარეობის გამო გახდა რა სრული კაცი ღვთის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა, რომ გამოეხსნა მას ამგვარი უკეთური დაუძლურებისაგან კაცთა ბუნება, ადამის შესაქმისეული პირველი აგებულებისაგან მიმღებელს ჰქონდა უცოდველობა უხრწნელების გარეშე, ხოლო შემდეგში ცოდვის გამო ბუნებაზე მოწევნილი შობისაგან მხოლოდ მიიღო ცოდვის გარეშე ვნებულობა” (Pg. 90, 313 B-C). ჩვენი ნებაყოფლობითი ცოდვის სასჯელი, - ვამბობ კი ბუნებით ვნებულობას, ხრწნადობას და მოკვდავობას, - მიიღო უფალმა (Pg. 90, 408 C; შდრ. ძვ. ქართ. თარგმანი: "ამის ჩემისა წინაღრჩევითისა ცოდვისა დაშჯასა, - ვიტყჳ უკუე ბუნებით ვნებულებითსა და განხრწნადსა და მოკუდავსა, - მიმღებელი უფალი”, გელ. 14, 55; ძვ. პაგ. 47). წმ. ათანასე დიდის შესახებ წმ. ანასტასი სინელი გვაუწყებს: “სამგზის ნეტარი ათანასე სიტყვასიტყვით ასე ამბობს საუფლო სხეულის შესახებ: “ხრწნადი იყო სხეული , რადგან მარიამიც ქმნილი იყო” (Pg. 89, 300 B ). დიდი სინელი მოძღვარი დასძენს: “აქედან ვსწავლობთ, რომ ვნებამდე ხრწნადი იყო ქრისტეს ყოვლადწმინდა სხეული, ხოლო მესამე დღეს აღდგომის შემდეგ – უხრწნელი” (Pg. 89, col 300 B ). წმ. ანასტასი სინელი გვასწავლის (მოგვაქვს წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი): ”ხოლო ყოვლად წმიდათა ჴორცთა ქრისტესთა ევნოცა და იწყლნეს სამსჭუალთა მიერ და ლახურისა და სისხლი და წყალი დამოადინეს და ცხოვლობისაგან მკუდარ იქმნნეს, ხოლო განხრწნად არს ყოველივე სიკუდილისა მიმთუალველი” (დოგმატიკონი, S – 1463, 6 v 1; Pg. 89, 76A). მრავალი ციტატა შემიძლია მოვიტანო. აზრი იმის შესახებ, რომ უხრწნელება შეიმოსა უფალმა არის მწვალებლობა. ციტატა რაც შეეხება ედიშერის სტატიას, თვალი გადავავლე. მისი მოსაზრება გასაგებია (და ნაცნობიც, სხვა წყაროებიდან). იმედია თეორიულად უშვებ შანსს, რომ რადგან უცდომელი ადამიანი არ არსებობს, ედიშერიც შეიძლება ცდებოდეს. (მე არ ვამბობ რომ ცდება, ვამბობ, რომ ამის შანსი არსებობს) ცხადია ვუშვებ იმას, რომ შეუმცდარი არ არის, მაგრამ ვერ ვუშვებ იმ წყაროების მცდარობას, რომელსაც ის ეყრდნობა. ვერ ვუშვებ იმასაც, რომ ცდება წმ. იოანე დამასკელი და სხვა მრავალი მოძრვარი ეკლესიისა. საინტერესო იქნება იმ წყაროების მოხმობა, რომელსაც ეყრდნობიან შენს მიერ მოტანილი სტატიის ავტორები. რავიცი, უნათლესი მოწმობაა: "ამასთან, ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა, რამეთუ ეს უკანასკნელი არის არა ბუნებისეული, არა შემოქმედისგან ჩვენში შთათესილი, არამედ ეშმაკისეული დამთესველობის შედეგად ჩვენს თვითუფლებრივ არჩევანში ნებაყოფლობით შემყარებული და არა ძალადობით ჩვენი დამპყრობი. ბუნებისეულია და უყვედრელი ის ვნებულებანი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაც ადამიანურ ყოფაში შემოვიდა იმ სასჯელისგან გამომდინარე, გარდასვლას რომ მოჰყვა. ასეთებია: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ჯაფა, ცრემლი, ხრწნადობა, სიკვდილისგან გარიდება, შიში, ურვა (რისგანაც არის ოფლი, სისხლის კოლტები), ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შემწეობა და სხვა ამგვარი, რაც ბუნებითად არის ყველა ადამიანში. ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა. გამოიცადა და სძლია მან, რომ ჩვენთვის მძლეობა მოემუშაკებინა და რომ [ჩვენი] ბუნებისთვის მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა მიეცა, რათა ბუნებას, ძველთაგან ძლეულს, სწორედ იმავე შეტევებით, რითაც დაძლეულ იქნა, დაეძლია ძველთაგან მისი მძლეველი." (გარდამოცემა, თ. 64). "ამიტომ, უღმრთოებაა, რომ უგუნური ივლიანესა და გაიანეს მსგავსად, ქრისტეს სხეული უხრწნელად ვთქვათ აღდგომამდე, სიტყვა „ხრწნის“ პირველი მნიშვნელობის შესაბამისად, რადგან თუ უხრწნელი იყო იგი, არ ყოფილა ჩვენი თანაარსი, არამედ მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად მომხდარა ის, რაც სახარების თქმით მოხდა. შიმშილი, წყურვილი, ლურსმნები, გვერდის განგმირვა, სიკვდილი. მაგრამ თუ ეს ყოველივე მოჩვენებითად მოხდა, ტყუილი და სპექტაკლი ყოფილა განგებულების საიდუმლო, მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად გამხდარა იგი კაცი, მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად გამოვხსნილვართ. მაგრამ უკუვაგდოთ ეს და ნუ ეზიარებიან ხსნას ამის მთქმელნი, ჩვენ კი ჭეშმარიტი ხსნა მიგვიღია და მივიღებთ კიდეც." (თ. 72) "ხოლო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ განიშორა მან ყველა ვნებულება, კერძოდ. ხრწნილება, შიმშილი, წყურვილი, ძილი, დაღლილობა და სხვა ამგვარი." (თ. 74). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#134
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
afxazi ასევე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სტატიას ერთი ავტორი არ ჰყავს, არამედ ავტორთა ჯგუფი, და იგი შეამოწმა სპეციალურმა სარედაქციო კომისიამ. ეს ენციკლოპედია ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტია. იგივე ჯგუფი მუშაობს კატეხიზმოს ახალ და ვრცელ რედაქციაზე (უკვე რამდენიმე წელია ეს მუშაობა მიდის და ძალიან გულმოდგინებით უდგებიან რომ მაქსიმალურად სრული სახე ჰქონდეს) athos ხომ არ იცი ჰყავს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მთარგმნელობითი ჯგუფი, რომელიც ბიბლიას თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნის? ამას იმიტომ გეკითხები რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაზე ზოგიერთი მართლმადიდებელი ამბობს რომ ეგ არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ბიბლიის თარგმანიო. თუ ეს მართალია, მაშინ გამოდის რომ ყველაზე მთავარი წიგნი ჯერ კიდევ არ უთარგმნია ეკლესიას თანამედროვე ქართულ ენაზე? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#135
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
გიორგი. მაშინ მოკლედ გეტყვი, თვალები დიდიხანია ახელილი მაქვს და სწორედ ამიტომაც არ მინდა შენთან საუბარი და აღარც ვისაუბრებ.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#136
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა მაშინ გამოდის რომ ყველაზე მთავარი წიგნი ჯერ კიდევ არ უთარგმნია ეკლესიას თანამედროვე ქართულ ენაზე? ჯერ შენ დაასახელე ვინ თარგმნა ე.წ. "ახალი ქვეყნიერების თარგმანი" თანამედროვე ქართულ ენაზე და გპირდები რომ მიგითითებ იმ ჯგუფზე, რომელმაც საკმაო ნაყოფიერი სამუშაო გასწია ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმსოაცემად. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#137
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მგონი აქ საკითხი ეხება უფრო იმის გარკვევას, თუ რა არის ხსნა. რა დაზიანდა თავდაპირველად? დაზიანდა ადამიანის ნება და შედეგად საჭირო იყო ამ ნების განკურნება. ახლა სმის კითხვა: კი მაგრამ როგორი გზით არის შესაძლებელი ასეთი დაზიანებული ნების განკურნება? 1. აღება თავად ამ დაზიანებული ნებისა-მისი შეთვისება და შემდეგ გამოხსნა 2. თავისუფალი დაუზიანებელი ნების აღება და ხსნა პირველ შემთხვევაში თუ ნება დაზიანებულია, თავად ამ კატეგორიის განმარტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაზიანებული ნებით დაუზიანებლისკენ მისვლა, რადგან ის აპრიორი გამორიცხავს თავის თავში დაუზიანებლობას. მეორე შემთხვევაში ისმის კითხვა: თუ აიღო დაუზიანებელი,მაშინ რისგან გვიხსნა? ეს საკითხი გასაშლელია კიდევ უფრო. რა არის ხსნა? ა) აღება დაზიანებული ნების და მისი მოშორება, თუ ბ) არა დაზიანებულის? ა) ამ შემთხვევაში გამოდის, რომ იესო ვერ დადგებოდა ადამისეული არჩევანის წინაშე, რაც ფუნდამენტია ცოდვის გააზრებისთვის ბ) ეს შემთხვევა გვაძლევს სრულად წარმოვიდგინოთ იესოს გზა როგორც გზა ადამისა, რომელიც განსხვავებით თავად ადამისგან, იესომ დაძლია...ამიტომაც ეწოდება იესოს ახალი ადამი, ანუ ის იგივე საწყის პირობაში დგება და გადის სრულიად, მთელ გზას ხსნისა და ცდუნების შესაძლებლობისა, რომელიც მან არ დაუშვა,რითიც პირველი ადამის შეცდომა გამოასწორა. კიდევ ერთი მომენტი: თუ იესომ მიიღო დაზიანებული ნება,მაშინ ამ ნებით მღება ჯვარცმისა იქნებოდა შეუძლებელი (რადგან ეს ნება დაზიანებულია და გაუგებარიცაა იესოს განკაცება), რაც ავტომატურად გამოიწვევდა მის ნებაზე იესოს ღმრთაებრიობის ძალადობას, ეს კი ცალსახად გადასაგდებია. მართალი კურსით მსჯელობ ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#138
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
|
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#139
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
როგორი ბუნება მიიღო ქრისტემ? ეს კითხვა მართლმადიდებელმა არ უნდა დასვას (ვგულისხმობ მარტო ისეთს მართლმადიდებელს, ვისაც წმინდა წერილი წაუკითხავს ერთხელ მაინც) .
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#140
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
არ გეწყინოთ ეხლა რასაც დავწერ...
![]() აუ ამაზე ისტორიის პროფესორმა თქვა მაგარი რამე. ანუ ამბობდა, რომ ამ რელიგიური დავის გამო, ბიზანტია გაიხლიჩა ორად, ბევრჯერ სცადეს მისი გაერთიანება დათმობებით(მონოთელიტობა, V მსოფლიო კრება და ა.შ.) მაგრამ არაფერი არ მოხერხდა. და მერე თქვა, რომ ვერ გაეგო რატომ იყო აუცილებელი ქრისტეს ორი ბუნება ჰქონოდა, ან რომ სრული ადამიანი ყოფილიყო და დაამატა: "If he was God, he could have redeemed humanity with even a blueberry muffin..." ანუ - "თუ ღმერთი იყო მაშინ ადამიანთა მოდგმას მოცვის ნამცხვრითაც გადაარჩენდა"-ო. ანუ იმის საჭიროებას გაუსვა ხაზი რომ იესოს სრული ადამიანობა აუცილებლად უნდა ჰქონოდა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 01:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი