![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
-------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
kmunebi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ლაშა–გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 ![]() |
საინტერესო დამრავლისმომცველია.
გენიოსია ადამიანი ყველაფერთან ერთად. ![]() ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს... -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
lch |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 ![]() |
Belief
ციტატა ნამდვილად ეს იყო ის ეპისტოლე რომელსაც მე ველოდი უწმინდესისაგან . . . მარტო შენ კი არა სრულიად საქართველო ელოდა ასეთ სიტყვას!... და მამამან ჩვენმან, უწმინდესმან და უნეტარესმან იცის ყოველთვის რა და როგორ სთქვას!.. დიდება მას, არ მოკლებოდეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სიხარული!.. უფლის შეწევნით, ამინ!!! ხომ ნახეთ, ამ აღდგომას რაც მოხდა, ამას მავანი თავის სასარგებლოდ თარგმნის (ვითომც ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობის ამბავში), მაგრამ დღეს ყოველი შეგნებული ქართველისთვის (და სრლიად საქართველოსთვის) ნათლად გაცხადდა რომ ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს საკუთარი ხალხის ეშინია და უწმინდესის კალთას ამოეფარა უსირცხვილოდ!!! თქვენო უწმინდესობავ, მე მიწა მეუფებისა თქვენისა გავკადნიერდები და გისურვებთ - იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მნათე |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
პრორუსულია... არ მომეწონა....
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
lch |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 ![]() |
მნათე
ციტატა პრორუსულია... არ მომეწონა.... მნათეუს, ავგუსტინეუს და რა ვიცი კიდევ რამდენ "უსს"... თქვენი შეხედულებები გასაგებია და პირადად მე პატივს ვსცემ განსხვავებულ აზრსს.... ![]() მხოლოდ უფრო მოხარულნი ვიკქნებოდით არგუმენტებისა და ფაქტების დასახელებით... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#6
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
უწმიდესის ქადაგებას ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისათვის
![]() ქადაგება ბუნებრივია ანუ ძალიან პოლიტიკური, სამწუხაროა რომ უწმიდესი ასეთი ქადაგებებისათვის ცდება, მან სულიერება უნდა იქადაგოს და არა ისაუბროს ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანზე და ა.შ. ციტატა ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს საკუთარი ხალხის ეშინია და უწმინდესის კალთას ამოეფარა უსირცხვილოდ!!! იჩ, ესენი ზედმეტია და თავი შეიკავე! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
უჩა |
![]()
პოსტი
#7
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
KAIROS
ციტატა ქადაგება ბუნებრივია ანუ ძალიან პოლიტიკური, სამწუხაროა რომ უწმიდესი ასეთი ქადაგებებისათვის ცდება, მან სულიერება უნდა იქადაგოს და არა ისაუბროს ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანზე და ა.შ. გეთანხმები, მოკლედ და კარგად ჩამოაყალიბე ზუსტად ის აზრი რისი თქმაც მე მინდოდა. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
lch |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 ![]() |
KAIROS
ციტატა იჩ, ესენი ზედმეტია და თავი შეიკავე! თავშეკავება არავის გვაწყენს ჩემო უცნობო ძმაო.. (ზედმეტიც არაფერია, ეხლა ვიღაცას არ სიმოვნებს შეიძლება და....) -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მნათე |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მხოლოდ უფრო მოხარულნი ვიკქნებოდით არგუმენტებისა და ფაქტების დასახელებით... არ აქვს აზრი, აჟიოტაჟუსი იქნება და შემდეგ ისევ ავტორიტეტი გაიმარჯვებს. პ.ს პოლიტიკური შეხედულებებისთვის რომ არავინ გამოიყენოს, არც უნდა ვწეროთ პოლიტიკურად, მითუმეტეს როცა ეს უკანასკნელი იშვიათად არ გვესმის. პ.პ.ს ჩაქოლვებს არ ვართ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
lch |
![]()
პოსტი
#10
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 ![]() |
ციტატა პ.პ.ს ჩაქოლვებს არ ვართ ![]() გაიხარე, შენნაირად ნეტავ ყველა ვაზროვნებდეთ... ჩვენ, აქ, უმრავლესობა პირდაპირ ჩაქოლვით ვიწყებთ ხოლმე.... ![]() პ.ს. დღეს ჩამოვედი მონასტრიდან და დიდი სიმშვიდის მუხტი მომყვება ჯერჯერობით... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მართა |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
KAIROS
ციტატა ქადაგება ბუნებრივია ანუ ძალიან პოლიტიკური, სამწუხაროა რომ უწმიდესი ასეთი ქადაგებებისათვის ცდება, მან სულიერება უნდა იქადაგოს და არა ისაუბროს ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანზე და ა.შ. თან გეთანხმები და ამავდროულად არა... ზოგადად მართლაც ცუდია, რომ დღეს თითოეული მოქალაქის ყურადღება მიპყრობილია პლიტიკური კრიზისისკენ. ყველას გვერჩივნა სულიერებაზე საუბარი და ა.შ. მაგრამ როცა სრულიად საქართველო ელის პატიარქისგან გაჟღერებულ საღ აზრს და არსებული ვითარებიდან გამოსავალს( გზებს ) არამგონია ცუდი იყოს, რომ დააფიქსიროს საჯაროდ და გაამართლოს მოსახლეობის მოლოდინი! არ არის სიახლე ჩვენთვის, რომ იგი დიდი სანდოობით სარგებლობს არამარტო მართლმადიდებლებსა და ქართველებში, არამედ სხვა ეროვნების და კონფესიის წარმომადგენლებში. ამიტომაც იგი დიდი ხანია მოსახლეობას ერთადერთ ნუგეშად მიაჩნიათ! დღევანდელი დაძაბული სიტუაცია მოსახლეობის სულიერ ცხოვრებაზეც აისახა, სანამ მსგავსი სიტუაცია იქნება არის იმის საშიშროებაც, რომ ადამიანებს დაეუფლოთ უიმედობა, სასოწარკვეთა, ურწმუნობა, შურისძიება, ძალმომრეობა და ა.შ მრავალი სხვა მანკიერება, რაც სწორედაც რომ სულიერების მტერია! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ბექა |
![]()
პოსტი
#12
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
lch
ციტატა დღეს ჩამოვედი მონასტრიდან და დიდი სიმშვიდის მუხტი მომყვება ჯერჯერობით... ზევით პოსტებში გეტყობა სიმშვიდის მუხტი რო მოგყვება ![]() ![]() ![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#13
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არამგონია ცუდი იყოს, რომ დააფიქსიროს საჯაროდ და გაამართლოს მოსახლეობის მოლოდინი კი მაგრამ მართა მე სადმე ვთქვი რომ ცუდი იყო რომ თქვათქო? ![]() ციტატა ქადაგება ბუნებრივია ანუ ძალიან პოლიტიკური, სამწუხაროა რომ უწმიდესი ასეთი ქადაგებებისათვის ცდება, მან სულიერება უნდა იქადაგოს და არა ისაუბროს ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანზე და ა.შ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#14
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
აი ესეც ლადარიას შეფასება, ვეთანხმები.
ასიმეტრიები (სააღდგომო და არა მარტო) ”ძი-ა-ლო-გი! ძი-ი-ა-ალო-ოგი!” — არა, ამჯერად სულაც არ ვქილიკობ — აბა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერზე ქილიკი ვის გაუგონია. მე მოკრძალებით ვეთანხმები ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს და ვაღიარებ, რომ ”დიალოგი” მოცემულ შემთხვევაში არა მარტო მიუღებელია, არამედ შეუძლებელიცაა. იქნებ ვინმეს ეგონოს, რომ ეს რაღაც ბოროტი ნების ან ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის შედეგია? სინამდვილეში სულ სხვა, ბევრად უფრო ძლიერი შეუთავსებლობა ვლინდება დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე — ეს ისტორიული შეუთავსებლობაა. აქ კი ერთი ასიმეტრია იჩენს თავს... ბევრად უფრო ადვილია იმის ჩვენება, რომ სააპრილო პროტესტის ავტორები რევანშისტები არიან, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ მათ გარეშე საქართველო სულ კუნტრუშ-კუნტრუშით გაუყვება ნათელი მომავლის გზას. მაგრამ ეგ არაფერი — ასიმეტრია საკმაოდ ჩვეული ჭირია და ადამიანისათვის დიდად ნაცნობი. აკი რუსთველიც ამბობდა: ”კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!”. აქაც ასიმეტრიაზეა ლაპარაკი — ბოროტი და კეთილი თანაბრად არ არის განაწილებული ჩვენს ცოდვილ წუთისოფელში. ჰოდა, საწუხარიც არაფერია: ქვით-კირისა არ იყოს, ჩვენც გავმაგრდეთ და შევტოპოთ ჩვენი ცხოვრებისეული ასიმეტრიების ჭაობში. რუსთველის ციტირება, რა თქმა უნდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლემ მოგვაფიქრა. ამ ტექსტსაც ”ვეფხისტყაოსნის” ერთი სტრიქონი უძღვის წინ. ჩვენც ეპისტოლეთი დავიწყოთ. ჯერ პატარა შესავალი. ეპისტოლე იხსენებს XVII საუკუნის საქართველოს და ერთმანეთს ადარებს ორ მეფეს — როსტომსა და თეიმურაზს. პირველის შესახებ ვკითხულობთ: ”როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს ’გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა...’ ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ (ქართლის ცხოვრება)”. როსტომმა ისლამი მიიღო — გასაგებია, რომ იმ დროის ქრისტიანი ქრონისტისათვის ეს თავისთავად უზნეობასთან და ”სოდომ-გომორასთან” იქნებოდა ასოცირებული. ახლა პოლიტკორექტულობასა და ისლამის მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულებაზე წუწუნს არ დავიწყებთ, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ შუასაუკუნეობრივი ღირებულებები, როგორც ეტყობა, ჯერაც ცოცხალია. ამის აღნიშვნა კი სულ სხვა რამისთვის გვჭირდება. ვნახოთ კიდევ ერთი ციტატა ეპისტოლედან: ”ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც”. წინა ციტატა იმის დასადგენად დაგვჭირდა, რომელი ”მეზობელი სახელმწიფოები” იგულისხმება აქ. სულ ოთხია. ამასთან, თურქეთი და აზერბაიჯანი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ამ შემთხვევაში ”ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა” რაც იქნებოდა XVII საუკუნის ქრონისტის თვალში, ეს უკვე წავიკითხეთ. დარჩა სომხეთი და რუსეთი. პირველი უნდა გამოვრიცხოთ: აქ ერთმანეთის სულიერ, მეცნიერულ და მატერიალურ ფასეულობებს როგორც წარმოაჩენენ, კარგადაა ცნობილი სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლის გარშემო ატეხილი აურზაურის წყალობით. ერთი სიტყვით, ეს იდუმალი ”მეზობელი სახელმწიფოები” სხვა არაფერია, თუ არა რუსეთი. ამას თუნდაც ის მოწმობს, რომ ამჯერად სააღდგომო წირვაზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსთმთავარს ხელთ ეპყრა ახალი რუსული კვერთხი. მრავლობითი რიცხვი კი რაღა შუაშია? რომელი ”სახელმწიფოები” იგულისხმება? — ოჰ, რუსეთი ხომ ფედერაციაა, ბატონებო, აქ ეპისტოლის ავტორი, როგორც ეტყობა, იმას გულისხმობს, რომ ურთიერთობა ”უნდა გავაღრმავოთ”, ესე იგი, დავეწაფოთ და წარმოვაჩინოთ მოძმე უდმურტებისა და ჩუვაშების, ტუველებისა და ბაშკირების და, ვინ მოსთვლის, კიდევ ვისი ”სულიერი, მეცნიერული და მატერიალური” ფასეულობები. ან კი რას გადავეკიდეთ ამ გრამატიკულ კატეგორიებს — განა თვით ბიბლიაში ღმერთი მრავლობით რიცხვში მდგომი სიტყვით არ მოიხსენიება? — ”ელოჰიმ”. ვისთვისაც რუსეთი ღმერთია, გაიგებს და დააფასებს. მაგრამ ასიმეტრიას დავუბრუნდეთ. ამისათვის კი ერთი ციტატაც დაგვჭირდება: ”საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც”. ჯერ აღვნიშნოთ, რომ ეს ციტატა უშუალოდ მოსდევს ზემოთ უკვე მოყვანილს და მათ შორის ერთი სიტყვაც კი არ არის. ამ ორი წინადადებიდან მეორე, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს: საქმე ისაა, რომ ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბება, ფორმულირება და გამოხატვა ხდება ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ: ხელისუფლება, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. ეროვნული ინტერესები არის სწორედ ის მრავალფეროვნება, რაზეც დასახელებული სუბიექტები ლაპარაკობენ. დროთა განმავლობაში ხან ერთი ინტერესი იმარჯვებს, ხან მეორე, პრიორიტეტებიც იცვლება და მიმართულებებიც. ეროვნული ინტერესები დინამიკური კატეგორიაა. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუ პირველ წინადადებას დავაკვირდებით: ”სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები”. აქაც უცნაურობა: რაო, ”გარე გეოპოლიტკური ფაქტორები” არ შეიძლება შეადგენდეს ეროვნულ ინტერესებს? მაგრამ ყველაფერს ხსნის ეს ასიმეტრიული წყვილი: ”ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები” — ”გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები”. რაღა ბევრი გავაგრძელოთ: პირველი რუსეთია, მეორე კი დასავლეთი. საერთო უწყება კი შემდეგნაირად ჟღერს: ხელისუფლება, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთიანად უნდა შებრუნდნენ რუსეთისაკენ და ზურგი შეაქციონ დასავლეთს. ერთი ხომ ”სახელმწიფოებია”, მეორე კი მხოლოდ უპიროვნო და უფორმო ”ფაქტორები”. ან კი რატომ უნდა ელაპარაკებოდეს ეკლესია საკუთარ მრევლს ასეთი რთული ქარაგმებით? არა ჯობია, პირდაპირ მოგვიწოდოს, მაგალითად, უარი ვთქვათ ”ნაბუკოს” პროექტზე? — დასაწყისში კატეხიზმოს საწყისებს გვამცნობენ (რა განსხვავებაა მოზეიმე და მებრძოლ ეკლესიას შორის, რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა და ა. შ.), თითქოს მსუბუქი ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ საქართველოში ქრისტიანობა ლამის 19 საუკუნის წინადაა ნაქადაგები. პირდაპირი ტექსტით და დაწვრილებით გვიყვებიან იმას, რაც ყველა ქრისტიანმა ისედაც უნდა იცოდეს. მაგრამ მერე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ საკითხებს (რის ცოდნაც ყოველ ქრისტიანს ნამდვილად არ მოეთხოვება), გაუგებარი ქარაგმების მოკლე საბანს აფარებენ პრორუსულ მისწრაფებებს. დაახლოებით ამგვარ ქარაგმებს მიმართავს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, როცა ნატოს გეგმიურ სამხედრო სწავლებით გამოწვეულ გაღიზიანებას გამოხატავს: არ ამბობს ”ნატო”, არამედ ”დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ძალები”. წყარო კი ამ ქარაგმებს ერთი და იგივე აქვთ: საბჭოთა პროპაგანდის მოყირჭებული ინვენტარი, რომელმაც კულმინაცია პოვა სიმღერაში ერთი ძველი დეტექტიური სერიალიდან: ”если кто-то кое-где у нас порой” — ”თუ ვინმე ზოგან ჩვენთან ზოგჯერ”. მაინც რატომ დავარქვი ამ ყველაფერს ასიმეტრია? — ძალიან უბრალო მიზეზის გამო: ”რუსეთი თუ დასავლეთი” არ შეიძლება იყოს დილემა, არ შეიძლება იყოს არჩევანი. ამაზე დასავლეთშიც და რუსეთშიც ამბობენ, ერთმანეთში ნუ ავურევთ საღვთო ნიჭსა და ერბოკვერცხსო. ვითარება იმას ჰგავს, როცა სასწორის ერთ პინაზე მარმარილოს ლოდი ძევს, მეორეზე კი ბამბის ქულა: ზეგარდმო მონაბერი შთაგონება არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ასეთი სასწორი რხევას არ დაიწყებს, შეფასებისთვის წამიერი ყოყმანის საბაბსაც ვერ მისცემს თვალხილულ ადამიანს. იგივეა უკვე ნახსენები დიალოგის შემთხვევაშიც, რომელსაც ასე ხმატკბილად უგალობა ”საქართველოს გზის” წინამძღოლმა. როგორც თავიდანვე ვთქვი, აქ სავარაუდო მხარეთა არათანაბარ ძალაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა ესეც აშკარაა. მე სხვა მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ასიმეტრია აქ მათსა და მათ შორის კი არ არის, არამედ ჩვენსა და მათ შორის. ამის ასახსნელად კვლავ მაგალითს უნდა მივმართო. რამდენიმე დღის წინათ ერთმა საზოგადო მოღვაწემ მითხრა: ”მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ, თუ ჯერ ბესელიას პადოშიზაცია არ მოხდა”. მე პირადად მინდა ვთხოვო დეპუტატ გია თორთლაძეს, მაპატიოს ამ ფრაზის გამოქვეყნება, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს მის პიროვნებას, არამედ დამატებით ნათელს ჰფენს იმაზე, თუ როგორ უყურებენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც ქართველი პოლიტიკანები. ამ შემთხვევაში მე პრეტენზია არა მაქვს იმ ჰიპოთეზურ ფაქტთან, რომ ეკა ბესელია ან ვინმე მისი მსგავსი რაიმე თანამდებობას მიიღებს, ან სხვაგვარად დაიოკებს მტანჯველს წყურვილს, ამაზე უარესიც გვინახავს. მე პრეტენზია მაქვს დიალოგთან, რომელიც, თუნდაც ჰიპოთეზურად, შეიძლება ამით დამთავრდეს ან ამას ისახავდეს მიზნად. დიალოგი არ არის რამდენიმე ადამიანის შეკრება რომელიმე სასტუმროს დარბაზში ან საპატრიარქოში და მერე იმაზე მსჯელობა, როგორ უნდა მოხდეს ”გრეჩიხას” ვალების ”გარასხოდება”, ან კობა დავითაშვილის უზრუნველყოფა შემწვარი ზუთხის საკმარისი რაოდენობით. არც სახელმწიფო თუ პარტიულ პოლიტიკად მიმაჩნია იმაზე სავარაუდო ფიქრი, რამდენ თეთრად უნდა ვაყიდინოთ ბინა რომელიმე ჯერაც არგაქცეულ თანაგუნდელს, რომ ამის მერე ნაღდად არ გაიქცეს. ეს ოპოზიციასთან დიალოგი და შიდაპარტიული პოლიტიკა კი არა, იმ ”კოლექტიური შევარდნაძის” დაბრუნებაა, რომლის შესახებ შვიდი თუ ექვსი წლის წინ მიწევდა წერა. არც ეს გაუთავებელი ამნისტიები და შეწყალებებია გონიერი დათმობის თუ ”კომპრომისის” მაჩვენებელი, რადგან ერთადერთ შედეგად სახელმწიფოს სისუსტის შეგრძნებასა და დაუსჯელობის განცდას ბადებს, რისი მაგალითიც იყო ქალთა კოლონიაში ბოლოდროინდელი არეულობა. სოზარ სუბარმაც კი ვერ მოძებნა არგუმენტები მის გასამართლებლად. მე, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ხმა მივეცი განათლების რეფორმას, ლიბერალურ ეკონომიკას, საერო სახელმწიფოს, კანონის უზენაესობას, დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობას. სწორედ ამის გარშემო უნდა მიმდინარეობდეს დიალოგი ყოველდღე, ყველა საზოგადოებრივ დონეზე და ყველანაირ, თუნდაც სულ მცირე საგანზე. თანაც ისე, რომ დიალოგის საგანი მისი წარმართვის დონე ერთმენთის შესაბამისი იყოს და იმ პრობლემისათვის არ ვითხოვდეთ პრეზიდენტის გადადგომას, რომლის გადასაწყვეტად უბნის რწმუნებულიც კმარა. სწორედ მაშინ დაიძლევა ასიმეტრია. გვაქვს კი ამის საფუძველი? — რატომაც არა. განა ყველაფერი ასიმეტრიულია ჩვენ ირგვლივ. არის სიმეტრიის ნიმუშებიც: მაშინ როცა საპატრიარქო ”ფინანსური ამნისტიის” ინიციატივით გამოდის, ეკონომიკური განვითარების მინისტრი იერუსალიმში მიფრინავს სააღდგომო ცეცხლის ჩამოსატანად. დაუკვირდით, რა ლამაზად აწონასწორებს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს... [ცნობისათვის: ილია მეორის ეპისტოლეები იწერება რუსულად და შემდეგ ითარგმნება] -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#15
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მეზობელი სახელმწიფოები” სხვა არაფერია, თუ არა რუსეთი. ამას თუნდაც ის მოწმობს, რომ ამჯერად სააღდგომო წირვაზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსთმთავარს ხელთ ეპყრა ახალი რუსული კვერთხი ცინიზმი და ცილისწამება... არაა ლადარიას ადგილი ამ თემაში.. ციტატა მრავლობითი რიცხვი კი რაღა შუაშია? რომელი ”სახელმწიფოები” იგულისხმება? — ოჰ, რუსეთი ხომ ფედერაციაა, ბატონებო, აქ ეპისტოლის ავტორი, როგორც ეტყობა, იმას გულისხმობს, რომ ურთიერთობა ”უნდა გავაღრმავოთ”, ესე იგი, დავეწაფოთ და წარმოვაჩინოთ მოძმე უდმურტებისა და ჩუვაშების, ტუველებისა და ბაშკირების და, ვინ მოსთვლის, კიდევ ვისი ”სულიერი, მეცნიერული და მატერიალური” ფასეულობები. ან კი რას გადავეკიდეთ ამ გრამატიკულ კატეგორიებს — განა თვით ბიბლიაში ღმერთი მრავლობით რიცხვში მდგომი სიტყვით არ მოიხსენიება? — ”ელოჰიმ”. ვისთვისაც რუსეთი ღმერთია, გაიგებს და დააფასებს. . მოკლედ საშინელებები უწერია, გესლნარევი სისულელეები, თუ გინდა მნათე გავარჩიოთ ეგ წერილი და გაჩვენებ რამდენად პროვოკაციულად და ამავდროულად ძალიან აბსურდულად წერია მაქ ყველაფერი. მოკლედ მნათე, არ არსებობს სამწუხაროდ რაიმე აცრა რომ ბუნებრივად აისხლიტო ყველა გესლი, რომელიც სამოთხისეული გველის ხერხით სიმართლესთან ერთადაა ნარევი, ამას სჭირდება რწმენა, რწმენითი ცოდნა, და ლოცვა, მერე ის რომ ძალით განსაცდელი არ მოიწვიო, რადგან ასეთი განსაცდელია ყველაზე მძიმე და დამანგრეველი. ლადარიას წერილი კი როგორც იტალიელები იტყვიან " E' talmente provocatorio che fa schiffo" ანუ იმდენად პროვოკატორულია რომ გულს არევასაც იწვევს. ეს საზიზღრობა როგორ მოგეწონა? ვწუხვარ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#16
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ცინიზმი და ცილისწამება... მე არ ვფიქრობ ასე.... მეზარება გარჩევა, უბრალოდ პრორუსული ეპისტოლე იყო და ეს ნათელია... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#17
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ერიდე მაგ ხალხს მნათე.
ეპისტოლე იყო ქართული, და მეტად პოლიტიკური (რაზედავ ვთქვი რომ პირადად დამწყდა გული, არ უნდა ვაცდენდეთ უწმიდესს ამისათვის) რომელიც იმას გვასწავლის რასაც ებრძვის ლადარიას სტილის ხალხი, ეგაა პატრიოტიზმი და მართლმადიდებლობა, ისე რომ ერთმანეთთან შეპირისპირება არ მოხდეს... დანარჩენი კი ეს თემა სახიფათო სახეს იღებს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#18
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გამოაბეს ხო ეგრევე კუდი?
![]() პ.ს. აღსდექ საქართველოვ! |
abo |
![]()
პოსტი
#19
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
რამდენი უწვალია საწყალს.
რამ გადარია ლადარია. გადაურეველი აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
zegardeli |
![]()
პოსტი
#20
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 ![]() |
და ვისაც არ მოსწონს არ შეიძლება იმისი აზრები წაიკითხოს ვისიც მოსწონს? მაგალითად ლენინის ტომები... ან ენგელსი, მგონი მარქსიც წავა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი