![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
jxje |
![]()
პოსტი
#201
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 21-September 11 წევრი № 11,577 ![]() |
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#202
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ამდენი დრო რათ უნდა ერთი ციცქნა ადგილის ახსნას ვერ ვხვთები რო არ უნდოდა და მარტივად დაგიწერე ვერ მიხვდი. და ეხლა ტვინს ვიჭყლეტ იმაზე რომ როგორმე მიგახვედრო... მარა ჯერ ვერ მივედი იმ დასკვნამდე ეს როგორ უნდა გაიგოს იმ ადამიანმა რომელსაც სახარებისეული განმარტების მხოლოდ რასელისეული შეხედულება სწამს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#203
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
"ამის გამო ვუყვარვარ მე მამას, რომ მე ვდებ ჩემს სულს, რომ კვლავ მივიღო იგი" (წმ. იოანე მახარებელი 10,17)
იმის გამო, რომ უფალს თვლიდნენ მატყუარად და სულების დამღუპველად და ღმრთის მოწინააღმდეგედ, იგი უცხადებს მათ: მე თქვენი დამღუპველი არ ვარ, არამედ თქვენს გადასარჩენად მზა ვარ ყველაფერი ავიტანო. იმისთვის, რომ თქვენ ღმერთს უყვარხართ და თუკი ღმერთს უყვარხართ, მაშინ მე როგორ შემიძლია თქვენი მოტყუება? უფრო უმჯობესი არ იქნება, თუ მე თქვენი ცხოვნების (ანუ გადარჩენის) გამო (ან ცხოვნებისთვის) მოვკვდები? და თუ ასე მოვიქცევი, მამაჩემს ხომ უფრო მეტად ვეყვარები მე? ამას უფალი ელაპარაკება თავის მტრებს ისე, რომ იგი დამცირებული იყოს მათ თვალში, რადგანაც მას არ უსმენდნენ, როცა იესო ამაღლებულად რამეს იტყოდა თავზე. მამა უფალმა სამართლიანად შეიყვარა თავისი ძე არა იმისთვის, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ თავის ძეში იხილვება მსგავსება (ერთარსობა) არსში (არსებაში) მის მიმართ. ნუთუ, თავისი უდიდესი სიყვარული არ გვიჩვენა ღმერთის ძემ - თავისი სიკვდილით - ჩვენთვის (ჩვ. ცხოვნებისთვის) და ასევე, თავისი მკვდრეთით აღდგომით, რათა სიკვდილი, ცოდვით გამოწვეული, გაეუმებინა და ჩვენ უკვდავნი გავმხდარიყავით? მაშასადამე, როცა უფალი ამბობს, რომ მე ვუყვარვარ მამას იმისთვის, რომ მე თქვენთვის უნდა მოვკვდე, ამითი ის გამოხატავს იმ აზრს, რომ მამას ახარებს თავისი ძის თავისადვმი მსგავსება და რომ, აქვს ადამიანების ისეთივე დიდი სიყვარული, როგორც თვითონ მას გააჩნია. "ჩემს სიცოცხლეს მე ვერავინ წამართმევს" - ეუბნება იესო თავის მკვლელებს. თქვენ გწყურიათ ჩემი სისხლის დაღვრა, მაგრამ გეტყვით, რომ ეს მტკიცედ იცოდეთ, ჩემი ნების გარეშე არავის არ შეუძლია დააქციოს ჩემი სისხლი. მე თვითონ გამაჩნია ძალაუფლება მოვკვდე, რადგან მე ვარ სიკვდილის მეუფე. მე გამაჩნია ძალაუფლება გავცე ჩემი სიცოცხლე. ადამიანებთან კი ასე არ არის: რამეთუ, ჩვენი ნება-სურვილის გარეშეც სხვებს შეუძლიათ მოგვკლან, ანუ, წაგვართვან სიცოცხლე. ხოლო ქრისტე კი, არასდროს არ მიიღებდა ტანჯვას, თუ პირადად მისი ნება არ იქნებოდა ეს. მცნება -"მოვკვდე ქვეყნიერებისთვის", მივიღე მამაჩემისგან. მამას არ ვეწინააღმდეგები (არაფერში), ეს ჩემი სიკვდილის ნება - მამისაგან მომეცა. უფალს სურს ასეთი საუბრით მიახვედროს თავისი მოძულეები, რომ იგი მამის არც მოწინააღმდეგეა, არც მასზე უმცირესია და არც მისი მონა არაა, არამედ - მისი თანასწორია და მას - მამასთა ერთად ერთი ნება გააჩნია. ასეთმა საუბარმა კეთილი სარგებელი მოუტანა ბევრს მსმენელს და მათ შორის მოხდა განხეთქილება (გაყოფა). ერთნი, ვისთვისაც ქრისტეს ეს სიტყვები გამოცანა იყო, ფიქრობდნენ, რომ იგი უგუნურებაშია (უმეცრებაში). მეორენი (სხვები) კი სხვას...: დაბადებიდან ბრმისათვის თვალის ახელა - ეს ღმრთიური საქმეა, მაშინ მისი სიტყვებიც ღვთიური იქნება.. |
jxje |
![]()
პოსტი
#204
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 21-September 11 წევრი № 11,577 ![]() |
რო არ უნდოდა და მარტივად დაგიწერე ვერ მიხვდი. და ეხლა ტვინს ვიჭყლეტ იმაზე რომ როგორმე მიგახვედრო... მარა ჯერ ვერ მივედი იმ დასკვნამდე ეს როგორ უნდა გაიგოს იმ ადამიანმა რომელსაც სახარებისეული განმარტების მხოლოდ რასელისეული შეხედულება სწამს... არა ჩემო კარგო ჩემში პროტესთანტული სულისკვეთებაცაა და სახარებას კარგად ვიცნობ არ გამიჭირდება გაგება ნურელავ. აი შენ კი გიჭირს ახსნა ![]() [quote name='აკაკი' date='Dec 23 2011, 11:24 PM' post='693263'] "ამის გამო ვუყვარვარ მე მამას, რომ მე ვდებ ჩემს სულს, რომ კვლავ მივიღო იგი" (წმ. იოანე მახარებელი 10,17) იმის გამო, რომ უფალს თვლიდნენ მატყუარად და სულების დამღუპველად და ღმრთის მოწინააღმდეგედ, იგი უცხადებს მათ: მე თქვენი დამღუპველი არ ვარ, არამედ თქვენს გადასარჩენად მზა ვარ ყველაფერი ავიტანო. იმისთვის, რომ თქვენ ღმერთს უყვარხართ და თუკი ღმერთს უყვარხართ, მაშინ მე როგორ შემიძლია თქვენი მოტყუება? უფრო უმჯობესი არ იქნება, თუ მე თქვენი ცხოვნების (ანუ გადარჩენის) გამო (ან ცხოვნებისთვის) მოვკვდები? და თუ ასე მოვიქცევი, მამაჩემს ხომ უფრო მეტად ვეყვარები მე? ამას უფალი ელაპარაკება თავის მტრებს ისე, რომ იგი დამცირებული იყოს მათ თვალში, რადგანაც მას არ უსმენდნენ, როცა იესო ამაღლებულად რამეს იტყოდა თავზე. მამა უფალმა სამართლიანად შეიყვარა თავისი ძე არა იმისთვის, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ თავის ძეში იხილვება მსგავსება (ერთარსობა) არსში (არსებაში) მის მიმართ. ნუთუ, თავისი უდიდესი სიყვარული არ გვიჩვენა ღმერთის ძემ - თავისი სიკვდილით - ჩვენთვის (ჩვ. ცხოვნებისთვის) და ასევე, თავისი მკვდრეთით აღდგომით, რათა სიკვდილი, ცოდვით გამოწვეული, გაეუმებინა და ჩვენ უკვდავნი გავმხდარიყავით? მაშასადამე, როცა უფალი ამბობს, რომ მე ვუყვარვარ მამას იმისთვის, რომ მე თქვენთვის უნდა მოვკვდე, ამითი ის გამოხატავს იმ აზრს, რომ მამას ახარებს თავისი ძის თავისადვმი მსგავსება და რომ, აქვს ადამიანების ისეთივე დიდი სიყვარული, როგორც თვითონ მას გააჩნია. "ჩემს სიცოცხლეს მე ვერავინ წამართმევს" - ეუბნება იესო თავის მკვლელებს. თქვენ გწყურიათ ჩემი სისხლის დაღვრა, მაგრამ გეტყვით, რომ ეს მტკიცედ იცოდეთ, ჩემი ნების გარეშე არავის არ შეუძლია დააქციოს ჩემი სისხლი. მე თვითონ გამაჩნია ძალაუფლება მოვკვდე, რადგან მე ვარ სიკვდილის მეუფე. მე გამაჩნია ძალაუფლება გავცე ჩემი სიცოცხლე. ადამიანებთან კი ასე არ არის: რამეთუ, ჩვენი ნება-სურვილის გარეშეც სხვებს შეუძლიათ მოგვკლან, ანუ, წაგვართვან სიცოცხლე. ხოლო ქრისტე კი, არასდროს არ მიიღებდა ტანჯვას, თუ პირადად მისი ნება არ იქნებოდა ეს. მცნება -"მოვკვდე ქვეყნიერებისთვის", მივიღე მამაჩემისგან. მამას არ ვეწინააღმდეგები (არაფერში), ეს ჩემი სიკვდილის ნება - მამისაგან მომეცა. უფალს სურს ასეთი საუბრით მიახვედროს თავისი მოძულეები, რომ იგი მამის არც მოწინააღმდეგეა, არც მასზე უმცირესია და არც მისი მონა არაა, არამედ - მისი თანასწორია და მას - მამასთა ერთად ერთი ნება გააჩნია. ასეთმა საუბარმა კეთილი სარგებელი მოუტანა ბევრს მსმენელს და მათ შორის მოხდა განხეთქილება (გაყოფა). ერთნი, ვისთვისაც ქრისტეს ეს სიტყვები გამოცანა იყო, ფიქრობდნენ, რომ იგი უგუნურებაშია (უმეცრებაში). მეორენი (სხვები) კი სხვას...: დაბადებიდან ბრმისათვის თვალის ახელა - ეს ღმრთიური საქმეა, მაშინ მისი სიტყვებიც ღვთიური იქნება.. [/quot ბოდიში მარა ეს კარგა ხნის წაკითხული მაქ ![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#205
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
იქნებ გაიმეორო, და კარგად ჩამოაყალიბო
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#206
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
jxje
რუსთაველი ხარ? ციტატა მამა იაკობიც ალბათ... ![]() ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#207
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ჯერ აღვნიშნავ იმას,რომ ძალიან არ მინდოდა სულის უკვდავების თემიდან ქრისტეს ღმერთობის საკითხზე გადავსულიყავით.როდესაც ეს კითხვა უკვე დამისვა ჩვენმა რასელისტმა მეგობარმა მას ვუპასუხე რაც შეიძლებოდა მოკლედ და განვაგრძე დაწყებულ თემაზე საუბარი,თუმცა ბატონ jxje-მ იმის მაგივრად რომ ჩვენს მიერ დაწყებულ თემაზე საუბარი გაგვეგრძელებინა და სულის უკვდავებაზე გვესაუბრა გადახტა ისევ ქრისტეს ღმერთობის თაობაზე და უპასუხოდ დატოვა ორი საკმაოდ ვრცელი პოსტი.თან წასალა მისი ძველი ნაწერები.
იმედი მაქვს რომ პასუხს იმ პოსტებზე დაწერს ახლო მომავალში ჩვენი რასელისტი მეგობარი. იქამდე კი მთხოვს ხელახლა და მართლმადიდებლური გაგებით განვუმარტო შემდეგი პოსტი:,,მამას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ჩემს სულს ვწირავ, რათა კვლავ მივიღო იგი"(ინ.10-17) მე ვაპირებდი რომ ამომებეჭდა იოანე ოქროპირის განმარტება ამ საკითხზე(რადგან მართლმადიდებლური გაგებით მთხოვდა პასუხს),რამაც დიდი დრო წაიღო,თუმცა რადგან ჩვენმა თანაფორუმელმა აკაკიმ ეს უკვე დადო ამით თავს აღარ შეგაწყენთ და სხვა მხრიდან ვიტყვი უკვე. jxje ამბობს: ციტატა მხოლოდ ამ მუხლით დავარღვევ ქრისტეს ღმერთობას. ჯერ შეგახსენებთ როგორ ამბობენ უფლის(ქრისტეს) ღმერთობის შესახებ იაღოველები: ,,იესო ღვთის ძე იყო და არა ღმერთი.(უნდა გვწამდეს სამება.გვ-16) ,,იესო უდავოდ არასდროს ფიქრობდა,რომ ის თვითონ იყო ღმერთი.(გვ.19) ,,იესოს არასდროს განუცხადებიაა,რომ ღმერთი იყო."(გვ.20) თავიანთი მოსაზრების დამადასტურებლად კი მოჰყავთ სემდეგი სახარებისეული ფრაზები:,,მამას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ჩემს სულს ვწირავ, რათა კვლავ მივიღო იგი"(ინ.10-17)" ,,მე ვარ მწყემსი კეთილი...როგორც მიცნობს მე მამა,ასევე ვიცნობ მეც მამას;და დავსდებ სულს ცხოვართათვის."(ინ.10-14) ჯერ ვიტყვი იმას,რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე სიკვდილს უამრავი გაგება გააჩნია.სიკვდილად მიიჩნევა.აგრეთვე მრავალმხრივი გაგება აქვს სულის შეწირვას.შეიძლება იგი განვიხილოთ როგორც სიცოცხლის გაწირვაც*გააჩნია რა დროს) შეგახსენებთ რომ რამდენიმე წლის წინ იაღოველები ჩვენ ბიბლიის სტოქჰოლმის გამოცემით გვეკამათებოდნენ ხოლმე.აბა ვნახოთ როგორ წერია იქ ეს მუხლი:,,ამიტომ ვუყვარვარ მამას,რადგან ჩემს სიცოცხლეს ვწირავ რათა კვლავ დავიბრუნო იგი."(ინ.10-17) ისიც აღნიშნულია აქ,რომ უფალი იმეორებს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს.ვნახოთ აბა (უკვე ბიბლიის 1989 წლის გამოცემა):,,როცა გავწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსყიდვის ფასად."(ეს.53-11) ანუ სულის გაწირვა აქ ახსნილია როგორც სიცოცხლის გაწირვა,რომლითაც ცოდვა უნდა გამოსყიდულიყო. და რადგან ჩვენი რასელისტი ამ სიტყვების მართლმადიდებლური გაგებით ახსნას მოითხოვს მაშინ გეუბნებით ფორუმელებო:,,უფლის ჯვარცმისას გაეყარა თუ არა იესოს სული და ხორცი ერთმანეთს(მოკვდა)?---კი. და ჩავიდა თუ არა უფლის სული ჯოჯოხეთში რომ ცოდვები გამოესყიდა?---კი. მაგრამ აქ მეორე საკითხია.ეს ფრაზა იაღოველთა სწავლებას არ შეესაბამებოდა,ამიტომ მათ ახალი ქვეყნიერების თარგმანში ამოიღეს იგი და სიცოცხლის მაგივრად ჩაწერეს სული(ძველ ნაწერებში როგორცაა)და ძალიან მაინტერესებს თუ იმ ბიბლიიდან(ჭეშმარიტიდან) მათ ეს ფრაზა დატოვეს რატომ აღარ დატოვეს სიტყვა-,,ჯვარი"(მის მაგივრად რომ ჩაწერეს ძელი)და თუ იმ თარგმანს ენდობოდნენ რატომ გამოიყენეს იეჰოვა და არა ღმერთი?(რომელიც იმ თარგმანში წერია?) მე სეგახსენებთ რომ უფალი თავის თავფგანწირვაზე სხვაგანაც ბევრგან საუბრობს:,,მე ვარ მწყემსი კეთილი,მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის."ანაც:,,ძე კაცისა მიეცნენ მათ-შეიპყრონ და მოკლან იგი." იაღოველებს გონიათ,რომ რამე ახალს ამბობენ.სინამდვილეში კი ისინი არიან სადუკევლები რადგან მათსავით არ აღიარებენ სულის უკვდავებას.აგრეთვე იმ მრავალი სექტისა თუ სქოზმის წარმომადგენლები რომლებიც იესოს ჭეშმარიტ ღმერთად არ აღიარებენ.(ზოგი მხოლოდ კაცი იყო.ზოგი მხოლოდ ღმერთი და.ა.შ.) ეს ყველაფერი კი მხილებულია საუკუნეების წინ მართლმადიდებელ მამათა მიერ. მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ რასელისტს ამ ფრაზის როგორი ახსნაც რომ დაუდო აზრზს მაინც არ შეიცვლის და იტყვის ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არ იყო და სული კვდებაო. მე სხვა მიზანი გამაჩნია.თუნდაც ის რომ ჩვენმა ფორუმელმა რასელისტმა აქ აღარ იძახოს:ამ სიტყვებზე პასუხი არ გაქვთ,ვერ განმარტავთ და.ა.შ. მანამ მე მიპასუხებდე jxje! ჯერ ლელუაშვილს უპასუხე და ვნახოთ აბა თუ როგორ დაამარცხე ყველა რუსთაველი მღვდელი. ხაზს ვუსვამ:ყველა რუსთაველი მღვდელი...!!!!!!!!!!!! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#208
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა იქნებ გაიმეორო, და კარგად ჩამოაყალიბო უკვე მერამდენედ ვუმეორებთ ჩვენს რასელისტ მეგობარს,რომ თუ ტექნიკური საკითხებიდან ვერ იგებს რამეს გვითხრას და ავუხსნით.(დაკოპირება,მონიშვნა...) აბა როდის ამას გავშიფრავთ,მერე როდის მივხვდებით რა უნდა.... ამ დროს კი დგას და იძახის პასუხი არ გაქვთო. სინამდვილეში კი კითხვას ვერ ვხვდებით და ვშამპოლეონობთ... (ეხლა კი როდესაც ჩვენმა რასელისტმა მეგობარმა მიიღო პასუხი თავის კითხვაზე.ალბათ დაუბრუნდება ძველ საუბრის თემას(რომელზეც შეთანხმებულნი ვიყავით,რომ ბოლომდე უნდა გვესაუბრა)და დაწერს პასუხს ჩემს იმ პოსტებზე რომლებიც ბოლოს დავწერე. (174 და 178 პოსტებს ვგულისხმობ) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#209
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
jxje
ბ-ნო jxje იქნებ მაღირსოთ თქვენი პასუხი ჩემს პოსტზე? თუ პირდაპირ საქმეზე გადავიდე? ![]() -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#210
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
jxje სანამ თქვენთან პოლემიკას დავიწყებდე, ჯეროვნად მიმაჩნია გავარკვიო თუ ვისთან მაქვს საქმე. წინა პოსტში მე აღვნიშნავდი, რომ ყველა "იეღოველი" ერთ ნოტაზე იწყებს-მეთქი სიმღერას. თავიდან ყველა მათგანი "ბიბლიის მკვლევარი" და "ჭეშმარიტების მაძიებელია", მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ირკვევა, რომ ეს მხოლოდ ფანდია და ხრიკი... ეს არის ეშმაკობა, რომელსაც მიმართავს თითქმის ყველა გამოცდილი "იეღოველი"... საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ე. წ. "იეღოვას მოწმეთა" პროპაგანდა იწყება ტყუილით, რადგან საკმარისია "ჭეშმარიტების მეძიებელ" ამ "იეღოველთან" დიალოგში შეხვიდე აღმოაჩენ, რომ ამ "ბიბლიის მკვლევარს" და "ჭეშმარიტების მაძიებელს" არა თუ ბიბლიის გარშემო არავითარი შეკითხვები არ აინტერესებს, პირიქით, თვითონ იწყებს სწავლებას მის ჭეშმარიტ გაგებასა და სწავლებაზე... მოკლედ, იეღოველთა პროპაგანდა იწყება-მეთქი ტყუილით. ვწერდი წინა პოსტში და ასევე აღვნიშნავდი, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეს თავისი სასოების დაწყება ტყუილებით არ უნდა სჭირდებოდეს. დავიმოწმე წმიდა წერილიც, რომელიც გვასწავლის: "ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ (მათე 7:15-20). ბოლოს კი ვიკითხე: თუკი იეღოველთა "თესლი" არის ტყუილი, მაშ, კარგი ნაყოფი რატომ უნდა გამოიღოს ამ თესლმა? ჩემმა ამ სიტყვებმა თქვენი აღშფოთება გამოიწვია და მისაყვედურეთ, რომ მე შევცდი და თქვენ, პატიოსან და ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს ლამის მატყუარა გიწოდეთ. შესაძლოა მე შევცდი, მაგრამ ფორუმის წევრებთან თქვენს პოლემიკას "იეღოვას მოწმეთა" სტრატეგიას რომ ვადარებ, უნებლიეთ თქვენი სიტყვების სიმართლესა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი მიჩნდება. მომიტევეთ თუ გული გატკინეთ, მაგრამ მოდი განმიქარვეთ ეს ეჭვი და დამარწმუნეთ, რომ მართლაც ჭეშმარიტებას ეძებთ, რადგან ჩვენი მოძღვრები გვაფრთხილებენ თუ რა საშიშროება მოდის მატყუარებისგან. მაგალითად, წმ. ეფრემ ასურელი ბრძანებს: "კადნიერი გული აქვს მატყუარას... ის ხალისით ისმენს საიდუმლოებებს და ადვილად ააშკარავებს მათ; მას შეუძლია სიტყვით დასცეს ისინიც, რომლებიც სიკეთეში მტკიცედ დგანან" (Творения иже во святых отца нашего Ефрема Сирина. 3-е изд. М., 1881. Ч. I., 20). "განა უნდა ვტყუოდეთ, თუკი კეთილი რამე განგვიზრახავს? - გვმოძღვრავს წმ. ბასილი დიდი, - ამის უფლებას არ გვაძლევს ღმერთი, რომელიც გადაჭრით ამბობს, რომ ყოველგვარი სიცრუე ეშმაკისგანაა (ინ. 8:44) და სიცრუეთა შორის განსხვავებას არ აკეთებს" (Творения иже во святых отца нашего Василия Великого, Архиепископа Кесарии Каппадокийския. 4-е изд. Сергиев Посад. 1900. Ч. 5, стр. 213). "უნდა ვიფხიზლოთ, - გვაფრთხილებს ღირ. ამბა დოროთე, - რათა სიცრუის მიერ გაძარცულები არ აღმოვჩნდეთ; რადგან ცრუს და მატყუარას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან. სიცრუე ადამიანს ღმრთისგან აუცხოვებს" (Преподобного отца нашего Аввы Дорофея, душеполезные поучения и послания. 10-е изд. М., 1913., 106). "როგორც ყოველი ცოდვა, რომელიც ან გემოთმოყვარებიდან აღმოცენდება ან ვერცხლისმოყვარებიდან, ან კიდევ დიდებისმოყვარებიდან, სიცრუესაც ეს სამი ვნებაა ასაზრდოვებს. ადამიანი ცრუობს ან იმისთვის, რათა არ დაადანაშაულოს საკუთარი თავი და არ დამორჩილდეს, ან კიდევ იმისთვის, რათა აღასრულოს საკუთარი სურვილი, ან მონახვეჭის გულისთვის თავს არ ანებებს ეშმაკობას და ცრუმეტყველებას მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევს. ასეთ ადამიანს არასოდეს ენდობიან, მართალსაც რომ ამბობდეს, და არავინ დაუჯერებს, რადგან მისი სიმართლეც კი საეჭვოა" (Преподобного отца нашего Аввы Дорофея, душеполезные поучения и послания. 10-е изд. М., 1913., 111). ხედავთ, რამდენად საშიში ყოფილა მატყუარა კაცი. იმავე ეფრემ ასურელის თქმით "მატყუარა კაცი, არცერთ საქმეში არ იმსახურებს მოწონებას და ყოველივეში საეჭვოა" (Творения иже во святых отца нашего Ефрема Сирина. 3-е изд. М., 1881. Ч. I., 20). ამიტომაც, რაკიღა ეჭვი გამიჩნდა თქვენს სიმართლეში, იქნებ მომცეთ შესაძლებლობა თქვენს პატიოსნებასა და ალალმართლობაში დავრწმუნდე? თუ გაინტერესებთ თქვენი რატომ მეეჭვება, გიპასუხებთ: კარგად ვიცნობ "იეღოვას მოწმეთა" სტრატეგიას და "დავერბოვკების" ტექნოლოგიებს. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვერ ვიტანდი ამ სექტანტებს, რადგან მართლმადიდებლობას ებრძოდნენ და განაქიქებდნენ. იმის შემდეგ მრავალჯერ მქონია მათთან შეხვედრა და პოლემიკა... ბევრი ლაპარაკითა და მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ორიოდ ტიპიურ მაგალითს დაგიმოწმებთ. არცთუ დიდი ხნის წინათ სხვა ფორუმზე დავა მქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც თქვენსავით დაბეჯითებით მიმტკიცებდა, რომ არ იყო იეღოველი, რომ აინტერესებდა ყველა რელიგია, რომ სწავლობდა მათ და ყველაზე მეტად, თურმე, იეღოველობა მოსწონებია... იმდენად მიზანსწრაფული იყო რასელისა და რუტერფორდის სწავლებების დაცვაში, რომ ნამდვილად არ დაგრჩებოდა კაცს სხვა შეხედულება, თუ არა ის, რომ ელაპარაკებოდი ტიპიურ იეღოველს... მოჰყავდა მაგალითები "საგუშაგო კოშკის" საზოგადოების ლიტერატურიდან, იცავდა ამ საზოგადოებას და მტკივნეულად განიცდიდა მათდამი გამოთქმულ კრიტიკას. ხოლო მართლმადიდებელ მამებს, თვითმარქვია წმინდანებს უწოდებდა... ამიტომაც, ძლიერ დავეჭვდი ამ ადამიანის გულწრფელობაში და იმაშიც, რომ ის "იეღოველი" არ იყო... არ უნდა დავეჭვებულიყავი? თუ ადამიანს ჯერაც ვერ გაურკვევია ჭეშმარიტება, როგორ შეუძლია მას რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის ლიტერატურის დავობდეს? მაშ, უპოვია ჭეშმარიტება და ეგ არის... ხოლო თუ არ უპოვია, რატომ ჰგონია, რომ სწორია ის, რასაც იმოწმებს? მიმიხვდით, მეგობარო? ... აი, მეორე მაგალითიც. ამასწინათ ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ გაიცნო გოგონა, რომელიც მისი თქმით "დაბნეული" იყო, იეღოველებთან დადიოდა, მაგრამ არ იყო იეღოველი... სთხოვდა გარკვევას მთელ რიგ საკითხებში და შეკითხვებიც დაუსვა... ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემისა და მცირედი პოლემიკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონა იეღოველი იყო... "დაბნეული", "ჭეშმარიტების მაძიებელი" და "ბიბლიის მკვლევარის" პოზიცია არის მხოლოდ სტრატეგია, რათა გულუბრყვილო და დაბნეულ ადამიანებს დაუსვან კითხვები და თუ დაინახეს, რომ არადამაჯერებელია მათი პასუხები და მერყეობენ, იმწამსვე შეცვლიან ტაქტიკას და უკვე მოქმედებენ, როგორც პირწავარდნილი იეღოველები. თქვენს მსჯელობაშიც ვნახე ამგვარი ტაქტიკა და ამიტომაც დავეჭვდი თქვენში. აბა თავად განსაჯეთ, ჯერ თქვით: "დღესაც იესო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია თვით იეჰოვაზე ძვირფასიც კი (?! - ძვმ.)..." შემდეგ კი წერთ: "მაგრამ ახლა როცა უკვე საკმაოდ კარგ დონეზე მესმის წმინდა წერილი, ... ის გამოსავალს არ მიტოვებს იმაზე რომ იესო არაა ჭეშმარიტი ღმერთი და რომ მამა ღმერთი მასზე მაღლა დგას, ბიბლიას კიდევ გვერდს ვერ ავუვლი!". რას ნიშნავს ეს?! თუ "დღესაც" თვით იეჰოვაზე ძვირფასია თქვენთვის მაცხოვარი, "ახლა" როგორღა ამბობთ, რომ "იესო არაა ჭეშმარიტი ღმერთი"? ან რას ნიშნავს "იეჰოვაზე ძვირფასი"? თუ იეჰოვა ღმერთია, ვინ შეიძლება მასზე ძვირფასი იყოს? შეიძლება მითხრათ რომ ასეთია თქვენი გულწრფელი განწყობა, მაგრამ მეც შემიძლია გიპასუხოთ - არ მჯერა თქვენი... თქვენ იტყუებით. ავიღოთ სხვა ფაქტები: ფორუმელებთან თქვენს პოლემიკას რომ გადავხედე გავოცდი... რომელი ლიტერატურით მსჯელობთ? - რა თქმა უნდა "იეღოველურით"! არ დაგავიწყდეთ, თქვენ ხომ "ჭეშმარიტების მაძიებელი" მორწმუნე ბრძანდებით. შეისწავლეთ ბაპტისტების ლიტერატურა? იქნებ ისინი არიან მართლები? ან კათოლიკეები? ან ორმოცდაათიანელები? ან პროტესტანტობის სხვადასხვა მიმდევრები? მართლმადიდებლებზე ხომ აღარაფერს ვამბობ... რატომ მაინცა და მაინც იეღოველური ლიტერატურა? ხომ არ მიანიშნებს ეს იმაზე, რომ თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი და, როგორც ზემოთ წერდით: "ახლა, როცა უკვე საკმაოდ კარგ დონეზე გესმით წმინდა წერილი, ... ის გამოსავალს არ გიტოვებთ იმაზე რომ იესო არაა ჭეშმარიტი ღმერთი და რომ მამა ღმერთი მასზე მაღლა დგას, ბიბლიას კიდევ გვერდს ვერ აუვლით!" ე. ი. თქვენ უკვე მიგიგნიათ "ჭეშმარიტებისთვის"? შეგხვედრიათ კაცი, რომელიც მარგალიტს ვეძებო ამბობს და ხელში კი უჭირავს ეს მარგალიტი? დაუჯერებთ კი ასეთ კაცს? ენდობით მას? - მე არ ვენდობი! თქვენ ერთის მხრივ ვითომ ჭეშმარიტების მაძიებელი ხართ, მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე ქადაგებთ ამ "ჭეშმარიტებას" რასელისა და რუტერფორდის გამონაგონის მიხედვით... აი, სად არის თქვენი სიცრუე და ტყუილი... აი, რატომ მგონია, რომ თქვენ ხართ რასელისტი და შესაძლოა, აფერისტიც... მომიტევეთ, მაგრამ თქვენი სიტყვები მაძლევს ამის ფიქრის საბაბს... ზემოთ ვთქვი, თქვენმა პოლემიკამ გამაოცა მეთქი... თქვენმა ერუდიციამ კი არა, თქვენმა ფლიდობამ... აი, თქვენი ფრაზები: "რასელს ვეთანხმები მეთქი და ჩემი პასუხი მსგავსი იქნება... წარმოიდგინეთ რასელი გწერთ ამ პასუხებს!... მე ვიზიარებ მის შეხედულებებს და ვსიო,თქვენ ტუ გინდათ რასელისტი დამიძახეთ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ... მხოლოდ ამ მუხლით დავარღვევ ქრისტეს ღმერთობას!" და მისთანანი... რა არის ეს? ჭეშმარიტების "მაძიებელი" კაცის პოზიციაა თუ სანგარში ჩასაფრებული და გარემოს შესაბამისად შენიღბული სნაიპერის, რომელმაც კარგად იცის, ვის, როგორ, რამდენი ხანი და სად უნდა დაელოდოს, და როგორც კი გამოჩნდება, მიზანში ამოიღოს? "ამ მუხლით დავარღვევ ქრისტეს ღმერთობასო" მხოლოდ გაკადნიერებული იეღოველი იტყვის... ამ სიტყვების მთქმელი დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ნაპოვნი აქვს თავისი "მარგალიტი" და ნურავის ეგონება, რომ რაღაცას ეძებს... ამდენად, მაქვს თუ არა უფლება დავეჭვდე თქვენს ობიექტურობასა და სიმართლის მაძიებლობაში? ცხადია მაქვს. მეტიც, გამაჩნია სრული მორალური უფლება გიწოდოთ მატყუარა, რომელის ფარული იეღოველობა იმწამსვე გამჟღავნდა, რა წამსაც ბიბლიაზე ჩამოუგდეს დიალოგი... თუმცა თქვენი მატყუარობა რა გასაკვირია, როდესაც თქვენი საზოგადოების მამამთავრები და დამფუძნებლები იტყუებოდნენ... ჯერ ამბობდნენ ერთს, შემდეგ კი იმის საწინააღმდეგოს... მაგალითად, თავიდან "საგუშაგო კოშკის" საზოგადოება ჯვარს აღიარებდა, გამოსახავდა თავის გამოცემებზე და პატივითაც კი ეპყრობოდა, მაგრამ რუტერფორდის პერიოდში ვითარება შეიცვალა... ახლა ჯვარი დასაცინი გახდა იეღოველთათვის, ქრისტეზე კი ამბობენ ბოძზე გაეკრაო... გსმენიათ ამაზე დიდი აფიორა და სისულელე? ამრიგად, თუ პოლემიკა გსურთ ნუ დამიწყებთ დედიკოს და მამიკოს დაფიცებას... ფაქტებით ვილაპარაკოთ. თავიდან ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი: 1) რამდენ და რომელ წიგნებს აღიარებთ წმიდა წერილში? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
jxje |
![]() ![]()
პოსტი
#211
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 21-September 11 წევრი № 11,577 ![]() |
jxje სანამ თქვენთან პოლემიკას დავიწყებდე, ჯეროვნად მიმაჩნია გავარკვიო თუ ვისთან მაქვს საქმე. წინა პოსტში მე აღვნიშნავდი, რომ ყველა "იეღოველი" ერთ ნოტაზე იწყებს-მეთქი სიმღერას. თავიდან ყველა მათგანი "ბიბლიის მკვლევარი" და "ჭეშმარიტების მაძიებელია", მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ირკვევა, რომ ეს მხოლოდ ფანდია და ხრიკი... ეს არის ეშმაკობა, რომელსაც მიმართავს თითქმის ყველა გამოცდილი "იეღოველი"... საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ე. წ. "იეღოვას მოწმეთა" პროპაგანდა იწყება ტყუილით, რადგან საკმარისია "ჭეშმარიტების მეძიებელ" ამ "იეღოველთან" დიალოგში შეხვიდე აღმოაჩენ, რომ ამ "ბიბლიის მკვლევარს" და "ჭეშმარიტების მაძიებელს" არა თუ ბიბლიის გარშემო არავითარი შეკითხვები არ აინტერესებს, პირიქით, თვითონ იწყებს სწავლებას მის ჭეშმარიტ გაგებასა და სწავლებაზე... მოკლედ, იეღოველთა პროპაგანდა იწყება-მეთქი ტყუილით. ვწერდი წინა პოსტში და ასევე აღვნიშნავდი, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეს თავისი სასოების დაწყება ტყუილებით არ უნდა სჭირდებოდეს. დავიმოწმე წმიდა წერილიც, რომელიც გვასწავლის: "ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ (მათე 7:15-20). ბოლოს კი ვიკითხე: თუკი იეღოველთა "თესლი" არის ტყუილი, მაშ, კარგი ნაყოფი რატომ უნდა გამოიღოს ამ თესლმა? ჩემმა ამ სიტყვებმა თქვენი აღშფოთება გამოიწვია და მისაყვედურეთ, რომ მე შევცდი და თქვენ, პატიოსან და ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს ლამის მატყუარა გიწოდეთ. შესაძლოა მე შევცდი, მაგრამ ფორუმის წევრებთან თქვენს პოლემიკას "იეღოვას მოწმეთა" სტრატეგიას რომ ვადარებ, უნებლიეთ თქვენი სიტყვების სიმართლესა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი მიჩნდება. მომიტევეთ თუ გული გატკინეთ, მაგრამ მოდი განმიქარვეთ ეს ეჭვი და დამარწმუნეთ, რომ მართლაც ჭეშმარიტებას ეძებთ, რადგან ჩვენი მოძღვრები გვაფრთხილებენ თუ რა საშიშროება მოდის მატყუარებისგან. მაგალითად, წმ. ეფრემ ასურელი ბრძანებს: "კადნიერი გული აქვს მატყუარას... ის ხალისით ისმენს საიდუმლოებებს და ადვილად ააშკარავებს მათ; მას შეუძლია სიტყვით დასცეს ისინიც, რომლებიც სიკეთეში მტკიცედ დგანან" (Творения иже во святых отца нашего Ефрема Сирина. 3-е изд. М., 1881. Ч. I., 20). "განა უნდა ვტყუოდეთ, თუკი კეთილი რამე განგვიზრახავს? - გვმოძღვრავს წმ. ბასილი დიდი, - ამის უფლებას არ გვაძლევს ღმერთი, რომელიც გადაჭრით ამბობს, რომ ყოველგვარი სიცრუე ეშმაკისგანაა (ინ. 8:44) და სიცრუეთა შორის განსხვავებას არ აკეთებს" (Творения иже во святых отца нашего Василия Великого, Архиепископа Кесарии Каппадокийския. 4-е изд. Сергиев Посад. 1900. Ч. 5, стр. 213). "უნდა ვიფხიზლოთ, - გვაფრთხილებს ღირ. ამბა დოროთე, - რათა სიცრუის მიერ გაძარცულები არ აღმოვჩნდეთ; რადგან ცრუს და მატყუარას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან. სიცრუე ადამიანს ღმრთისგან აუცხოვებს" (Преподобного отца нашего Аввы Дорофея, душеполезные поучения и послания. 10-е изд. М., 1913., 106). "როგორც ყოველი ცოდვა, რომელიც ან გემოთმოყვარებიდან აღმოცენდება ან ვერცხლისმოყვარებიდან, ან კიდევ დიდებისმოყვარებიდან, სიცრუესაც ეს სამი ვნებაა ასაზრდოვებს. ადამიანი ცრუობს ან იმისთვის, რათა არ დაადანაშაულოს საკუთარი თავი და არ დამორჩილდეს, ან კიდევ იმისთვის, რათა აღასრულოს საკუთარი სურვილი, ან მონახვეჭის გულისთვის თავს არ ანებებს ეშმაკობას და ცრუმეტყველებას მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევს. ასეთ ადამიანს არასოდეს ენდობიან, მართალსაც რომ ამბობდეს, და არავინ დაუჯერებს, რადგან მისი სიმართლეც კი საეჭვოა" (Преподобного отца нашего Аввы Дорофея, душеполезные поучения и послания. 10-е изд. М., 1913., 111). ხედავთ, რამდენად საშიში ყოფილა მატყუარა კაცი. იმავე ეფრემ ასურელის თქმით "მატყუარა კაცი, არცერთ საქმეში არ იმსახურებს მოწონებას და ყოველივეში საეჭვოა" (Творения иже во святых отца нашего Ефрема Сирина. 3-е изд. М., 1881. Ч. I., 20). ამიტომაც, რაკიღა ეჭვი გამიჩნდა თქვენს სიმართლეში, იქნებ მომცეთ შესაძლებლობა თქვენს პატიოსნებასა და ალალმართლობაში დავრწმუნდე? თუ გაინტერესებთ თქვენი რატომ მეეჭვება, გიპასუხებთ: კარგად ვიცნობ "იეღოვას მოწმეთა" სტრატეგიას და "დავერბოვკების" ტექნოლოგიებს. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვერ ვიტანდი ამ სექტანტებს, რადგან მართლმადიდებლობას ებრძოდნენ და განაქიქებდნენ. იმის შემდეგ მრავალჯერ მქონია მათთან შეხვედრა და პოლემიკა... ბევრი ლაპარაკითა და მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ორიოდ ტიპიურ მაგალითს დაგიმოწმებთ. არცთუ დიდი ხნის წინათ სხვა ფორუმზე დავა მქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც თქვენსავით დაბეჯითებით მიმტკიცებდა, რომ არ იყო იეღოველი, რომ აინტერესებდა ყველა რელიგია, რომ სწავლობდა მათ და ყველაზე მეტად, თურმე, იეღოველობა მოსწონებია... იმდენად მიზანსწრაფული იყო რასელისა და რუტერფორდის სწავლებების დაცვაში, რომ ნამდვილად არ დაგრჩებოდა კაცს სხვა შეხედულება, თუ არა ის, რომ ელაპარაკებოდი ტიპიურ იეღოველს... მოჰყავდა მაგალითები "საგუშაგო კოშკის" საზოგადოების ლიტერატურიდან, იცავდა ამ საზოგადოებას და მტკივნეულად განიცდიდა მათდამი გამოთქმულ კრიტიკას. ხოლო მართლმადიდებელ მამებს, თვითმარქვია წმინდანებს უწოდებდა... ამიტომაც, ძლიერ დავეჭვდი ამ ადამიანის გულწრფელობაში და იმაშიც, რომ ის "იეღოველი" არ იყო... არ უნდა დავეჭვებულიყავი? თუ ადამიანს ჯერაც ვერ გაურკვევია ჭეშმარიტება, როგორ შეუძლია მას რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის ლიტერატურის დავობდეს? მაშ, უპოვია ჭეშმარიტება და ეგ არის... ხოლო თუ არ უპოვია, რატომ ჰგონია, რომ სწორია ის, რასაც იმოწმებს? მიმიხვდით, მეგობარო? ... აი, მეორე მაგალითიც. ამასწინათ ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ გაიცნო გოგონა, რომელიც მისი თქმით "დაბნეული" იყო, იეღოველებთან დადიოდა, მაგრამ არ იყო იეღოველი... სთხოვდა გარკვევას მთელ რიგ საკითხებში და შეკითხვებიც დაუსვა... ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემისა და მცირედი პოლემიკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონა იეღოველი იყო... "დაბნეული", "ჭეშმარიტების მაძიებელი" და "ბიბლიის მკვლევარის" პოზიცია არის მხოლოდ სტრატეგია, რათა გულუბრყვილო და დაბნეულ ადამიანებს დაუსვან კითხვები და თუ დაინახეს, რომ არადამაჯერებელია მათი პასუხები და მერყეობენ, იმწამსვე შეცვლიან ტაქტიკას და უკვე მოქმედებენ, როგორც პირწავარდნილი იეღოველები. თქვენს მსჯელობაშიც ვნახე ამგვარი ტაქტიკა და ამიტომაც დავეჭვდი თქვენში. აბა თავად განსაჯეთ, ჯერ თქვით: "დღესაც იესო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია თვით იეჰოვაზე ძვირფასიც კი (?! - ძვმ.)..." შემდეგ კი წერთ: "მაგრამ ახლა როცა უკვე საკმაოდ კარგ დონეზე მესმის წმინდა წერილი, ... ის გამოსავალს არ მიტოვებს იმაზე რომ იესო არაა ჭეშმარიტი ღმერთი და რომ მამა ღმერთი მასზე მაღლა დგას, ბიბლიას კიდევ გვერდს ვერ ავუვლი!". რას ნიშნავს ეს?! თუ "დღესაც" თვით იეჰოვაზე ძვირფასია თქვენთვის მაცხოვარი, "ახლა" როგორღა ამბობთ, რომ "იესო არაა ჭეშმარიტი ღმერთი"? ან რას ნიშნავს "იეჰოვაზე ძვირფასი"? თუ იეჰოვა ღმერთია, ვინ შეიძლება მასზე ძვირფასი იყოს? შეიძლება მითხრათ რომ ასეთია თქვენი გულწრფელი განწყობა, მაგრამ მეც შემიძლია გიპასუხოთ - არ მჯერა თქვენი... თქვენ იტყუებით. ავიღოთ სხვა ფაქტები: ფორუმელებთან თქვენს პოლემიკას რომ გადავხედე გავოცდი... რომელი ლიტერატურით მსჯელობთ? - რა თქმა უნდა "იეღოველურით"! არ დაგავიწყდეთ, თქვენ ხომ "ჭეშმარიტების მაძიებელი" მორწმუნე ბრძანდებით. შეისწავლეთ ბაპტისტების ლიტერატურა? იქნებ ისინი არიან მართლები? ან კათოლიკეები? ან ორმოცდაათიანელები? ან პროტესტანტობის სხვადასხვა მიმდევრები? მართლმადიდებლებზე ხომ აღარაფერს ვამბობ... რატომ მაინცა და მაინც იეღოველური ლიტერატურა? ხომ არ მიანიშნებს ეს იმაზე, რომ თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი და, როგორც ზემოთ წერდით: "ახლა, როცა უკვე საკმაოდ კარგ დონეზე გესმით წმინდა წერილი, ... ის გამოსავალს არ გიტოვებთ იმაზე რომ იესო არაა ჭეშმარიტი ღმერთი და რომ მამა ღმერთი მასზე მაღლა დგას, ბიბლიას კიდევ გვერდს ვერ აუვლით!" ე. ი. თქვენ უკვე მიგიგნიათ "ჭეშმარიტებისთვის"? შეგხვედრიათ კაცი, რომელიც მარგალიტს ვეძებო ამბობს და ხელში კი უჭირავს ეს მარგალიტი? დაუჯერებთ კი ასეთ კაცს? ენდობით მას? - მე არ ვენდობი! თქვენ ერთის მხრივ ვითომ ჭეშმარიტების მაძიებელი ხართ, მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე ქადაგებთ ამ "ჭეშმარიტებას" რასელისა და რუტერფორდის გამონაგონის მიხედვით... აი, სად არის თქვენი სიცრუე და ტყუილი... აი, რატომ მგონია, რომ თქვენ ხართ რასელისტი და შესაძლოა, აფერისტიც... მომიტევეთ, მაგრამ თქვენი სიტყვები მაძლევს ამის ფიქრის საბაბს... ზემოთ ვთქვი, თქვენმა პოლემიკამ გამაოცა მეთქი... თქვენმა ერუდიციამ კი არა, თქვენმა ფლიდობამ... აი, თქვენი ფრაზები: "რასელს ვეთანხმები მეთქი და ჩემი პასუხი მსგავსი იქნება... წარმოიდგინეთ რასელი გწერთ ამ პასუხებს!... მე ვიზიარებ მის შეხედულებებს და ვსიო,თქვენ ტუ გინდათ რასელისტი დამიძახეთ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ... მხოლოდ ამ მუხლით დავარღვევ ქრისტეს ღმერთობას!" და მისთანანი... რა არის ეს? ჭეშმარიტების "მაძიებელი" კაცის პოზიციაა თუ სანგარში ჩასაფრებული და გარემოს შესაბამისად შენიღბული სნაიპერის, რომელმაც კარგად იცის, ვის, როგორ, რამდენი ხანი და სად უნდა დაელოდოს, და როგორც კი გამოჩნდება, მიზანში ამოიღოს? "ამ მუხლით დავარღვევ ქრისტეს ღმერთობასო" მხოლოდ გაკადნიერებული იეღოველი იტყვის... ამ სიტყვების მთქმელი დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ნაპოვნი აქვს თავისი "მარგალიტი" და ნურავის ეგონება, რომ რაღაცას ეძებს... ამდენად, მაქვს თუ არა უფლება დავეჭვდე თქვენს ობიექტურობასა და სიმართლის მაძიებლობაში? ცხადია მაქვს. მეტიც, გამაჩნია სრული მორალური უფლება გიწოდოთ მატყუარა, რომელის ფარული იეღოველობა იმწამსვე გამჟღავნდა, რა წამსაც ბიბლიაზე ჩამოუგდეს დიალოგი... თუმცა თქვენი მატყუარობა რა გასაკვირია, როდესაც თქვენი საზოგადოების მამამთავრები და დამფუძნებლები იტყუებოდნენ... ჯერ ამბობდნენ ერთს, შემდეგ კი იმის საწინააღმდეგოს... მაგალითად, თავიდან "საგუშაგო კოშკის" საზოგადოება ჯვარს აღიარებდა, გამოსახავდა თავის გამოცემებზე და პატივითაც კი ეპყრობოდა, მაგრამ რუტერფორდის პერიოდში ვითარება შეიცვალა... ახლა ჯვარი დასაცინი გახდა იეღოველთათვის, ქრისტეზე კი ამბობენ ბოძზე გაეკრაო... გსმენიათ ამაზე დიდი აფიორა და სისულელე? ამრიგად, თუ პოლემიკა გსურთ ნუ დამიწყებთ დედიკოს და მამიკოს დაფიცებას... ფაქტებით ვილაპარაკოთ. თავიდან ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი: 1) რამდენ და რომელ წიგნებს აღიარებთ წმიდა წერილში? ვაღიარებ ბიბლიის 66 წიგნს კანონიკურებს. მაკაბელები და სხვადასხვა არაკანონიკურები არც კი გადამიშლია. მე მესმის თQვენი თქვენ არ მენდობით და აღნიშნეთ კიდეც რომ გძულთ მოწმეები, მაგრამ უფალი მტრების სიყვარულს გვასწავლის, თუმცა იეჰოვას მოწმეები არც არავის ემტერებიან და არც არავინ სძულთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ ვარ იეჰოვას მოწმე, თუმცა ძალიან კარგად ვიცნობ საგუშაგო Kოშკს რომელიც დაუძლეველია, მე ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ცოდვილი და ყველაზე ცოდვილი და მიყვარს თითოეული ადამიანი მართლმადიდებლები განსაკუთრებით! მაგრამ ვერ ვიტან სიცრუეს. ძალიან პატარა ვიყავი როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა , დაახლოებით 9 წლიდან. ბუნებრივია ყველა ქართველი იბადება მართლმადიდებლად მაგრამ მე არ ვიყავი მონათლული და მჯეროდა მართლმადიდებლების , თუმცა რაც უფღო ვიზრდებოდი და ვკითხულობდი ბიბლიას უფროდაუფრო ვშორდებოდი მართლმადიდებლობას, რავიცი ბიბლიამ ამ კურსით წამიყვანა, შემდეგ პროტესთანთულ რელიგიაში დავდიოდი მცირე ხანი მაგრამ იქ პასთორტან მომივიდა უთანხმოება სამებასთან დაკავშირებით და დავთოვე ეს რელიგია. მერე მოწმეებმა მიქადაგეს და რაც უფრო გავიცანი ეს ღვთისნიერი ხალხი მით უფრო დავღწმუნდი რომ იქ ჭეშმარითება იყო, იმითომ რომ ამ ხალხს მართლა უYვართ ერთმანეთი, ეხლა ერთეულებზე არ ვსაუბრობ რადგან ყველა როდია ჩევენთაგანი როგორც პავლე ბრძანებს! მართლმადიდებლებშიც არიან ისეთები რომლებიც საეღტოდ არ სცნობენ ღმერთს. ასე რომ ერთეული ადამიანებით მსჟელობა არ შეიძლება. რაც შეეხება ჩემს პოსტებს მეც ცოტა გავამძაფრე და დავძაბე თორემ სხვანაირად არ გამოვა პოლემიკა! ჯვარზე და ასეთ რამეებზე არ ღირს საუბარი ,იმიტომ რომ თQვენ კარგად გცოდნიათ მოწმეების ისტორია და ისიც უნდა იცოდეთ თუ რატომ აღარ სწამთ მოწმეებს ჯვარი და არა მართო ეს არამედ მთელი რიგი მოძღვრებები იცვლებოდა მათი ისტორიის განმავლობაში. რატომ? იმითომ რომ ისინი ეძებდნენ ჩეშმარითებას პოულობდნენ და მცდარს უარყოფდნენ! არის რაიმე ამაში ცუდი? არამგონია . იგავნი 4:18 სხვათაშორის დანიელმა 12 თავში იწინასწარმეტყველა რომ მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ! და მოწმეებმა მართლაც გაანათეს ნელ ნელა ჩეშმარითებებით! მე ავღნიშნავ რომ ყველა ადამიანი მიყვარს მათ შორის შენც რომელსაც არ გიცნობ! და ვიმედოვნებ რომ შენს იგივეს ფიქრობ ჯერ აღვნიშნავ იმას,რომ ძალიან არ მინდოდა სულის უკვდავების თემიდან ქრისტეს ღმერთობის საკითხზე გადავსულიყავით.როდესაც ეს კითხვა უკვე დამისვა ჩვენმა რასელისტმა მეგობარმა მას ვუპასუხე რაც შეიძლებოდა მოკლედ და განვაგრძე დაწყებულ თემაზე საუბარი,თუმცა ბატონ jxje-მ იმის მაგივრად რომ ჩვენს მიერ დაწყებულ თემაზე საუბარი გაგვეგრძელებინა და სულის უკვდავებაზე გვესაუბრა გადახტა ისევ ქრისტეს ღმერთობის თაობაზე და უპასუხოდ დატოვა ორი საკმაოდ ვრცელი პოსტი.თან წასალა მისი ძველი ნაწერები. იმედი მაქვს რომ პასუხს იმ პოსტებზე დაწერს ახლო მომავალში ჩვენი რასელისტი მეგობარი. იქამდე კი მთხოვს ხელახლა და მართლმადიდებლური გაგებით განვუმარტო შემდეგი პოსტი:,,მამას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ჩემს სულს ვწირავ, რათა კვლავ მივიღო იგი"(ინ.10-17) მე ვაპირებდი რომ ამომებეჭდა იოანე ოქროპირის განმარტება ამ საკითხზე(რადგან მართლმადიდებლური გაგებით მთხოვდა პასუხს),რამაც დიდი დრო წაიღო,თუმცა რადგან ჩვენმა თანაფორუმელმა აკაკიმ ეს უკვე დადო ამით თავს აღარ შეგაწყენთ და სხვა მხრიდან ვიტყვი უკვე. jxje ამბობს: ჯერ შეგახსენებთ როგორ ამბობენ უფლის(ქრისტეს) ღმერთობის შესახებ იაღოველები: ,,იესო ღვთის ძე იყო და არა ღმერთი.(უნდა გვწამდეს სამება.გვ-16) ,,იესო უდავოდ არასდროს ფიქრობდა,რომ ის თვითონ იყო ღმერთი.(გვ.19) ,,იესოს არასდროს განუცხადებიაა,რომ ღმერთი იყო."(გვ.20) თავიანთი მოსაზრების დამადასტურებლად კი მოჰყავთ სემდეგი სახარებისეული ფრაზები:,,მამას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ჩემს სულს ვწირავ, რათა კვლავ მივიღო იგი"(ინ.10-17)" ,,მე ვარ მწყემსი კეთილი...როგორც მიცნობს მე მამა,ასევე ვიცნობ მეც მამას;და დავსდებ სულს ცხოვართათვის."(ინ.10-14) ჯერ ვიტყვი იმას,რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე სიკვდილს უამრავი გაგება გააჩნია.სიკვდილად მიიჩნევა.აგრეთვე მრავალმხრივი გაგება აქვს სულის შეწირვას.შეიძლება იგი განვიხილოთ როგორც სიცოცხლის გაწირვაც*გააჩნია რა დროს) შეგახსენებთ რომ რამდენიმე წლის წინ იაღოველები ჩვენ ბიბლიის სტოქჰოლმის გამოცემით გვეკამათებოდნენ ხოლმე.აბა ვნახოთ როგორ წერია იქ ეს მუხლი:,,ამიტომ ვუყვარვარ მამას,რადგან ჩემს სიცოცხლეს ვწირავ რათა კვლავ დავიბრუნო იგი."(ინ.10-17) ისიც აღნიშნულია აქ,რომ უფალი იმეორებს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს.ვნახოთ აბა (უკვე ბიბლიის 1989 წლის გამოცემა):,,როცა გავწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსყიდვის ფასად."(ეს.53-11) ანუ სულის გაწირვა აქ ახსნილია როგორც სიცოცხლის გაწირვა,რომლითაც ცოდვა უნდა გამოსყიდულიყო. და რადგან ჩვენი რასელისტი ამ სიტყვების მართლმადიდებლური გაგებით ახსნას მოითხოვს მაშინ გეუბნებით ფორუმელებო:,,უფლის ჯვარცმისას გაეყარა თუ არა იესოს სული და ხორცი ერთმანეთს(მოკვდა)?---კი. და ჩავიდა თუ არა უფლის სული ჯოჯოხეთში რომ ცოდვები გამოესყიდა?---კი. მაგრამ აქ მეორე საკითხია.ეს ფრაზა იაღოველთა სწავლებას არ შეესაბამებოდა,ამიტომ მათ ახალი ქვეყნიერების თარგმანში ამოიღეს იგი და სიცოცხლის მაგივრად ჩაწერეს სული(ძველ ნაწერებში როგორცაა)და ძალიან მაინტერესებს თუ იმ ბიბლიიდან(ჭეშმარიტიდან) მათ ეს ფრაზა დატოვეს რატომ აღარ დატოვეს სიტყვა-,,ჯვარი"(მის მაგივრად რომ ჩაწერეს ძელი)და თუ იმ თარგმანს ენდობოდნენ რატომ გამოიყენეს იეჰოვა და არა ღმერთი?(რომელიც იმ თარგმანში წერია?) მე სეგახსენებთ რომ უფალი თავის თავფგანწირვაზე სხვაგანაც ბევრგან საუბრობს:,,მე ვარ მწყემსი კეთილი,მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის."ანაც:,,ძე კაცისა მიეცნენ მათ-შეიპყრონ და მოკლან იგი." იაღოველებს გონიათ,რომ რამე ახალს ამბობენ.სინამდვილეში კი ისინი არიან სადუკევლები რადგან მათსავით არ აღიარებენ სულის უკვდავებას.აგრეთვე იმ მრავალი სექტისა თუ სქოზმის წარმომადგენლები რომლებიც იესოს ჭეშმარიტ ღმერთად არ აღიარებენ.(ზოგი მხოლოდ კაცი იყო.ზოგი მხოლოდ ღმერთი და.ა.შ.) ეს ყველაფერი კი მხილებულია საუკუნეების წინ მართლმადიდებელ მამათა მიერ. მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ რასელისტს ამ ფრაზის როგორი ახსნაც რომ დაუდო აზრზს მაინც არ შეიცვლის და იტყვის ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არ იყო და სული კვდებაო. მე სხვა მიზანი გამაჩნია.თუნდაც ის რომ ჩვენმა ფორუმელმა რასელისტმა აქ აღარ იძახოს:ამ სიტყვებზე პასუხი არ გაქვთ,ვერ განმარტავთ და.ა.შ. მანამ მე მიპასუხებდე jxje! ჯერ ლელუაშვილს უპასუხე და ვნახოთ აბა თუ როგორ დაამარცხე ყველა რუსთაველი მღვდელი. ხაზს ვუსვამ:ყველა რუსთაველი მღვდელი...!!!!!!!!!!!! ასე არ ჯობია! შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, ესეიგი იესომ გასწირა სიცოცხლე, რომელსაც კვლავ დაიბრუნებდა ღვთისგან ! იესომ დაკარგა სიცოცხლე და შემდეგ მიიღო ღვთისგან! დასკვნა_ ღმერთი უკვდავია, იესო კი მოკვდა ანუ განიცადა სიკვდილი როგორც ებრაელთა მე2 ტავში პავლე ამბობს ამას. ასე რომ იესო ვერ აღიდგენდა საკუტარ თავს ხომ ასეა ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#212
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ყველა ქართველი იბადება მართლმადიდებლად მაგრამ მე არ ვიყავი მონათლული და მჯეროდა მართლმადიდებლების სტოპ!სტოპ! რასაც შენ აკეთებ,ჩემო რასელისტო მეგობარო არ შეიძლება! თავიდან რომ შემოხვედი და რაღაც კითხვები დაგისვით ასე თქვი დაახლოებით,რომ მართლმადიდებლურად მონათლული ვიყავი,თუმცა ღმერთის შეცნობის სურვილმა...(როგორც იაღოველები ამბობენ) ეხლა კი გვეუბნევი არ ვიყავი მართლმადიდებლურად მონათლულიო...(რომ არ წაგეშალა შენი პოსტები დაგანახებდი სადაც გიწერია) არ შეიძლება ასე ბატონო... ციტატა ესეიგი იესომ გასწირა სიცოცხლე, რომელსაც კვლავ დაიბრუნებდა ღვთისგან იესო თავად იყო ღმერთი(მაგრამ ამაზე არ გადახტეთ ეხლა.სხვა საკითხებზე ვმსჯელოთ) ციტატა დასკვნა_ ღმერთი უკვდავია, ჭეშმარიტად!!! ციტატა იესო კი მოკვდა ანუ განიცადა სიკვდილი მეგონა ჯეროვნად გავარკვიეთ სიკვდილის თემა,მაგრამ რადგან ვერ(ან არ )იგებთ მაშინ აგიხსნით. თუ ჩვენ სიკვდილს განვიხილავთ,როგორც ცოდვაში მყოფობას,ჭეშმარიტად არ მომკვდარა იესო. მაგრამ თუ განვიხილავთ სიკვდილს,როგორც სხეულისა და სულის გაყრას მაშინ მოკვდა იგი,რადგან ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულნი ამოიყვანა იქიდან... ციტატა მე2 ტავში პავლე ამბობს ამას. რასელისტებმა რაღაც წაიკითხეს ბიბლიაში და გგონიათ მას ვმალავთ მართლისმადიდებლები? დაესწარით ჩვენს სააღდგომო(ან ნებისმიერ სხვა მსახურებებს)უამრავ ადგილზეა ნახსენები,რომ იესო მოკვდა. და როგორც განვიხილავთ ამას მოგახსენეთ უკვე. თქვენ კი დაგროვილ პოსტებზე გაქვთ გასაცემი პასუხები და თუ გნებავთ შეგახსენებთ რომლებზეც... ციტატა ასე რომ იესო ვერ აღიდგენდა საკუტარ თავს ხომ ასეა რასელის განმარტებით ეგრეა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
jxje |
![]()
პოსტი
#213
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 21-September 11 წევრი № 11,577 ![]() |
სტოპ!სტოპ! რასაც შენ აკეთებ,ჩემო რასელისტო მეგობარო არ შეიძლება! თავიდან რომ შემოხვედი და რაღაც კითხვები დაგისვით ასე თქვი დაახლოებით,რომ მართლმადიდებლურად მონათლული ვიყავი,თუმცა ღმერთის შეცნობის სურვილმა...(როგორც იაღოველები ამბობენ) ეხლა კი გვეუბნევი არ ვიყავი მართლმადიდებლურად მონათლულიო...(რომ არ წაგეშალა შენი პოსტები დაგანახებდი სადაც გიწერია) არ შეიძლება ასე ბატონო... იესო თავად იყო ღმერთი(მაგრამ ამაზე არ გადახტეთ ეხლა.სხვა საკითხებზე ვმსჯელოთ) ჭეშმარიტად!!! მეგონა ჯეროვნად გავარკვიეთ სიკვდილის თემა,მაგრამ რადგან ვერ(ან არ )იგებთ მაშინ აგიხსნით. თუ ჩვენ სიკვდილს განვიხილავთ,როგორც ცოდვაში მყოფობას,ჭეშმარიტად არ მომკვდარა იესო. მაგრამ თუ განვიხილავთ სიკვდილს,როგორც სხეულისა და სულის გაყრას მაშინ მოკვდა იგი,რადგან ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულნი ამოიყვანა იქიდან... რასელისტებმა რაღაც წაიკითხეს ბიბლიაში და გგონიათ მას ვმალავთ მართლისმადიდებლები? დაესწარით ჩვენს სააღდგომო(ან ნებისმიერ სხვა მსახურებებს)უამრავ ადგილზეა ნახსენები,რომ იესო მოკვდა. და როგორც განვიხილავთ ამას მოგახსენეთ უკვე. თქვენ კი დაგროვილ პოსტებზე გაქვთ გასაცემი პასუხები და თუ გნებავთ შეგახსენებთ რომლებზეც... რასელის განმარტებით ეგრეა... მართლმადიდებლად მონათლული ვიYავი მეთქი ეგრე ვთქვი! ![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#214
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მართლმადიდებლად მონათლული ვიYავი მეთქი ეგრე ვთქვი! ნამდვილად.... რომ არ წაგეშალათ ის პოსტი დაგანახებდით. (ანუ წამოგცდა?)????? ციტატა ცრუ ბრალდებები არ გვინდა ცრუ ბრალდებები რომ არ გვინდა და მხოლოდ სიმართლის გარკვევა იმიტომ ვსაუბრობ... შეგახსენებ,რომ საპასუხო გაქვს ჩემს 74 და 78 პოსტებზე,აგრეთვე ლელუაშვილზე,აგრეთვე იმაზე თუ რომელი რუსთაველი მღვდლები დაამარცხე კამათში. ხაზს ვუსვამ!როგორც შენ თქვი!ყველა რუსთაველი მღვდელი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#215
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ჯერ კიდევ ვერ მიხვდით დიალოგის უსარგებლობას?
![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#216
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ჯერ კიდევ ვერ მიხვდით დიალოგის უსარგებლობას? მაგას კი მივხვდი მაგრამ ამ სიტყვების საფუძველს ვეძებ აფხაზ: ყველა არგუმენტს გაგიბათილებთ! თვალებს აგიხელთ! ყველა რუსთაველი მღვდელი ჩავჭერი! ... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#217
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
jxje
ციტატა ვაღიარებ ბიბლიის 66 წიგნს კანონიკურებს. jxje ამაზე მოდი ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. ციტატა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ ვარ იეჰოვას მოწმე, თუმცა ძალიან კარგად ვიცნობ საგუშაგო Kოშკს რომელიც დაუძლეველია, მე ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ცოდვილი და ყველაზე ცოდვილი და მიყვარს თითოეული ადამიანი მართლმადიდებლები განსაკუთრებით! მაგრამ ვერ ვიტან სიცრუეს. ძალიან პატარა ვიყავი როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა , დაახლოებით 9 წლიდან. ბუნებრივია ყველა ქართველი იბადება მართლმადიდებლად მაგრამ მე არ ვიყავი მონათლული და მჯეროდა მართლმადიდებლების , თუმცა რაც უფღო ვიზრდებოდი და ვკითხულობდი ბიბლიას უფროდაუფრო ვშორდებოდი მართლმადიდებლობას, ძალიან მაინტერესებს ის, თუ რამ გაიმოწვია თქვენი დაშორება მართლმადიდებლობისგან. იქნებ უფრო დეტალურად მივუდგეთ ამ საკითხს. ციტატა ვერ ვიტან სიცრუეს. ეს კარგია, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო არ უნდა გაგიჭირდეთ არც ჭეშმარიტების და არც ე. წ. "იეღოვას მოწმეთა" სიცური დანახვა. ციტატა ძალიან პატარა ვიყავი როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა , დაახლოებით 9 წლიდან. ბუნებრივია ყველა ქართველი იბადება მართლმადიდებლად მაგრამ მე არ ვიყავი მონათლული და მჯეროდა მართლმადიდებლების , თუმცა რაც უფღო ვიზრდებოდი და ვკითხულობდი ბიბლიას უფროდაუფრო ვშორდებოდი მართლმადიდებლობას, რავიცი ბიბლიამ ამ კურსით წამიყვანა, არ ვიცი, იქნებ მეჩვენება, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ თქვენს შემთხვევაში საქმე უფრო გვაქვს ფსიქოლოგიური სახის პრობლემასთან ვიდრე დოგმატურ-კანონიკურთან. ასე, რომ მართლმადიდებლობისგან თქვენი ჩამოშორების საკითხი უფრო თქვენს პირად აღქმასა და მსოფლმხედველობაში დევს, ვიდრე მართლმადიდებლობის უმართებულობაში. ციტატა მერე მოწმეებმა მიქადაგეს და რაც უფრო გავიცანი ეს ღვთისნიერი ხალხი მით უფრო დავღწმუნდი რომ იქ ჭეშმარითება იყო ასე უცებ? ერთი ხელის მოსმით უარვყოთ მართლმადიდებლობა და ერთის გაცნობით ვაღიაროთ იეღოველობა? მომიტევე ჩემო ძვირფასო მეგობარო, მაგრამ, ეს დაუჯერებელია და ასე არ ხდება. ეს თავის მართლებას და საკუთარი პოზიციის გამართლებას ჰგავს და არ ეფუძნება სერიოზულ არგუმენტაციას. იმედია თქვენც გრძნობთ ამას. ციტატა თQვენ კარგად გცოდნიათ მოწმეების ისტორია და ისიც უნდა იცოდეთ თუ რატომ აღარ სწამთ მოწმეებს ჯვარი და არა მართო ეს არამედ მთელი რიგი მოძღვრებები იცვლებოდა მათი ისტორიის განმავლობაში. რატომ? იმითომ რომ ისინი ეძებდნენ ჭეშმარითებას პოულობდნენ და მცდარს უარყოფდნენ! გთხოვთ დააკვირდეთ თქვენს ამ სიტყვებს. რას ნიშნავს: "მთელი რიგი მოძღვრებები იცვლებოდა მათი ისტორიის განმავლობაში. რატომ? იმითომ რომ ისინი ეძებდნენ ჭეშმარითებას პოულობდნენ და მცდარს უარყოფდნენ". ე. ი. მთელი პერიოდების განმავლობაში "იეღოპვას მოწმეებისთვის" ჭეშმარიტება მიუკვლეველი და გამოსაძიებელი იყო? მართლმადიდებლობა არასოდეს ეძიებდა ჭეშმარიტებას, რადგან ის ყოველთვის ქადაგებდა იმას, რაც მოციქულთაგან მიიღო და ყოველთვის აცხადებდა რომ ჭეშმარიტების საცავია. როგორ შეიძლება ეკლესია, ქრისტეს მიერ დაფუძნებული დაწესება ეძებდეს ჭეშმარიტებას? როგორ შეიძლება ეკლესია, როგორც პავლე ამბობს, ქრისტეს სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე, ჭეშმარიტების ძიებაში იყოს? ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტება? რადგან განა მაშინ არ ეძიებ როცა არ გაქვს, ხოლო თუ გაქვს, მაშინ რაღაა საძიებელი? ამდენად, თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ იეღოვას მოწმეეებს ჭეშმარიტება არ ჰქონდათ და ისინი ეძიებდნენ, და ამ ძიებაში რაც ჰპოვეს, რატომ უნდა ვიგულვოთ ჭეშმარიტებად? ციტატა თQვენ კარგად გცოდნიათ მოწმეების ისტორია და ისიც უნდა იცოდეთ თუ რატომ აღარ სწამთ მოწმეებს ჯვარი და არა მართო ეს არამედ მთელი რიგი მოძღვრებები იცვლებოდა მათი ისტორიის განმავლობაში. რატომ? იმითომ რომ ისინი ეძებდნენ ჩეშმარითებას პოულობდნენ და მცდარს უარყოფდნენ! საქმე იმაში კი არ არის, მე რა ვიცი, არამედ იმაში, რატომ ცვლიდნენ "იეღოვას მოწმეები" თავიანთ სწავლებას. თუკი მათ ერთხელ შეცვალეს სწავლება ჯვრის შესახებ იმიტომ, რომ თურმე სხვა ჭეშმარიტება ჰპოვეს, რა გარანტია უნდა გვქონდეს, რომ არ შეცვლიან იმას, რასაც დღეს ასწავლიან და ხვალ თქვან, რომ რასაც ახლა ვასწავლით ეს უფრო დიდი ჭეშმარიტებაა და გუშინდელი სწავლება შეცდომა იყოო? განა სანდოა ასეთი საზოგადოება? განა შეიძლება ასეთ ვარაუდებზე ავაგოთ ჩვენი ცხოვრება? ან რა უნდა ქნან იმ იეღოველებმა, რომლებსაც სწამდათ ჯვრის და მანამ გარდაიცვალნენ, სანამ "საგუშაგო კოშკის" საზოგადოება ამ საწველებას შეცვლიდა? რა ბედი ელოდება მათ? საერთოდ კი მე თქვენი აზრი მაინტერესებს ჯვართან დაკავშირებით. რას ასწავლით თქვენ დღეს? და რის საფუძველზე? ციტატა მოწმეებმა მართლაც გაანათეს ნელ ნელა ჩეშმარითებებით! ძალიან საეჭვოა ეს სიტყვები. თუ არა და დამიმტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის! ციტატა მე ავღნიშნავ რომ ყველა ადამიანი მიყვარს მათ შორის შენც რომელსაც არ გიცნობ! და ვიმედოვნებ რომ შენს იგივეს ფიქრობ დიახ, მეგობარო, არც მე მძულხარ, მაგრამ ცათა ეს არ არის ცათა სასუფეველში შესვლის პირობა... ერთმანეთი წარმართებსაც უყვართ, მაგრამ სასუფევლის დამკვიდრების პირობა ქრისტესადმი მიმდევრობაში მდგომარეობს და თუ თქვენი სწავლებით ჯერაც გამოკლვევის, შესწავლის და გამოძიების პროცესში ხართ, როგორ უნდა დამარწმუნოთ საკუთარ სიმართლეში? ციტატა ვაღიარებ ბიბლიის 66 წიგნს კანონიკურებს. ახლა კი ისევ ჩემს შეკითხვას დავუბრუნდეთ. რის საფუძველზე არიარებთ ბიბლიის 66 წიგნის კანონიკურობას და იგივე მაკაბელთა წიგნებს რატომ არ აღიარებთ? ერთიც მინდა გკითხოთ, "იეღოვას მოწმეთა" საზოგადოების ისტორია როდიდან იწყება? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
jxje |
![]()
პოსტი
#218
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 21-September 11 წევრი № 11,577 ![]() |
jxje jxje ამაზე მოდი ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. ძალიან მაინტერესებს ის, თუ რამ გაიმოწვია თქვენი დაშორება მართლმადიდებლობისგან. იქნებ უფრო დეტალურად მივუდგეთ ამ საკითხს. ეს კარგია, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო არ უნდა გაგიჭირდეთ არც ჭეშმარიტების და არც ე. წ. "იეღოვას მოწმეთა" სიცური დანახვა. არ ვიცი, იქნებ მეჩვენება, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ თქვენს შემთხვევაში საქმე უფრო გვაქვს ფსიქოლოგიური სახის პრობლემასთან ვიდრე დოგმატურ-კანონიკურთან. ასე, რომ მართლმადიდებლობისგან თქვენი ჩამოშორების საკითხი უფრო თქვენს პირად აღქმასა და მსოფლმხედველობაში დევს, ვიდრე მართლმადიდებლობის უმართებულობაში. ასე უცებ? ერთი ხელის მოსმით უარვყოთ მართლმადიდებლობა და ერთის გაცნობით ვაღიაროთ იეღოველობა? მომიტევე ჩემო ძვირფასო მეგობარო, მაგრამ, ეს დაუჯერებელია და ასე არ ხდება. ეს თავის მართლებას და საკუთარი პოზიციის გამართლებას ჰგავს და არ ეფუძნება სერიოზულ არგუმენტაციას. იმედია თქვენც გრძნობთ ამას. გთხოვთ დააკვირდეთ თქვენს ამ სიტყვებს. რას ნიშნავს: "მთელი რიგი მოძღვრებები იცვლებოდა მათი ისტორიის განმავლობაში. რატომ? იმითომ რომ ისინი ეძებდნენ ჭეშმარითებას პოულობდნენ და მცდარს უარყოფდნენ". ე. ი. მთელი პერიოდების განმავლობაში "იეღოპვას მოწმეებისთვის" ჭეშმარიტება მიუკვლეველი და გამოსაძიებელი იყო? მართლმადიდებლობა არასოდეს ეძიებდა ჭეშმარიტებას, რადგან ის ყოველთვის ქადაგებდა იმას, რაც მოციქულთაგან მიიღო და ყოველთვის აცხადებდა რომ ჭეშმარიტების საცავია. როგორ შეიძლება ეკლესია, ქრისტეს მიერ დაფუძნებული დაწესება ეძებდეს ჭეშმარიტებას? როგორ შეიძლება ეკლესია, როგორც პავლე ამბობს, ქრისტეს სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე, ჭეშმარიტების ძიებაში იყოს? ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტება? რადგან განა მაშინ არ ეძიებ როცა არ გაქვს, ხოლო თუ გაქვს, მაშინ რაღაა საძიებელი? ამდენად, თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ იეღოვას მოწმეეებს ჭეშმარიტება არ ჰქონდათ და ისინი ეძიებდნენ, და ამ ძიებაში რაც ჰპოვეს, რატომ უნდა ვიგულვოთ ჭეშმარიტებად? საქმე იმაში კი არ არის, მე რა ვიცი, არამედ იმაში, რატომ ცვლიდნენ "იეღოვას მოწმეები" თავიანთ სწავლებას. თუკი მათ ერთხელ შეცვალეს სწავლება ჯვრის შესახებ იმიტომ, რომ თურმე სხვა ჭეშმარიტება ჰპოვეს, რა გარანტია უნდა გვქონდეს, რომ არ შეცვლიან იმას, რასაც დღეს ასწავლიან და ხვალ თქვან, რომ რასაც ახლა ვასწავლით ეს უფრო დიდი ჭეშმარიტებაა და გუშინდელი სწავლება შეცდომა იყოო? განა სანდოა ასეთი საზოგადოება? განა შეიძლება ასეთ ვარაუდებზე ავაგოთ ჩვენი ცხოვრება? ან რა უნდა ქნან იმ იეღოველებმა, რომლებსაც სწამდათ ჯვრის და მანამ გარდაიცვალნენ, სანამ "საგუშაგო კოშკის" საზოგადოება ამ საწველებას შეცვლიდა? რა ბედი ელოდება მათ? საერთოდ კი მე თქვენი აზრი მაინტერესებს ჯვართან დაკავშირებით. რას ასწავლით თქვენ დღეს? და რის საფუძველზე? ძალიან საეჭვოა ეს სიტყვები. თუ არა და დამიმტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის! დიახ, მეგობარო, არც მე მძულხარ, მაგრამ ცათა ეს არ არის ცათა სასუფეველში შესვლის პირობა... ერთმანეთი წარმართებსაც უყვართ, მაგრამ სასუფევლის დამკვიდრების პირობა ქრისტესადმი მიმდევრობაში მდგომარეობს და თუ თქვენი სწავლებით ჯერაც გამოკლვევის, შესწავლის და გამოძიების პროცესში ხართ, როგორ უნდა დამარწმუნოთ საკუთარ სიმართლეში? ახლა კი ისევ ჩემს შეკითხვას დავუბრუნდეთ. რის საფუძველზე არიარებთ ბიბლიის 66 წიგნის კანონიკურობას და იგივე მაკაბელთა წიგნებს რატომ არ აღიარებთ? ერთიც მინდა გკითხოთ, "იეღოვას მოწმეთა" საზოგადოების ისტორია როდიდან იწყება? 1870 წლიდან პასტორი რასელი მე7 დგის ადვენტისტებიდან გამოHყოFს ჯგუფს და ეს პატარა ჯგუფი იწყებს ბიბლიის შესწავლას მოდი ასე ჯობია , ეს პაროლი გამიტეხეს ახალს სევქმნი და იქ ვრცლად დავწერ და ვეცდები გულწრფელი ვიყო. ახალი ნიკით ვიქნები ტერმინატორ ასე მერქმევა მაგას კი მივხვდი მაგრამ ამ სიტყვების საფუძველს ვეძებ აფხაზ: ყველა არგუმენტს გაგიბათილებთ! თვალებს აგიხელთ! ყველა რუსთაველი მღვდელი ჩავჭერი! ... ![]() ახალი ნიკით ვიქნები. ტერმინატორ ასე მერქმევა. ეს პაროლი გამიტეხეს და სხვას გავაკეთებ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით დიალოგის უსარგებლობას? ![]() ![]() აფხაზ თქვენგან ბევრ რამეს ვისწავლი ბერძნულში. ახალი ნიკით ტერმინატორ ვიქნები. ეს ნიკი გამიტეხეს და სხვას შევქმნი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#219
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ახალი ნიკით ვიქნები. ტერმინატორ ასე მერქმევა თუ გინდა გლადიატორი დაირქვი ოღონდ საუბარი დავასრულოთ და კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ... მაგრამ გეტყვი რომ პაროლის შეცვლა შეგიძლია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
terminator |
![]()
პოსტი
#220
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 26-December 11 წევრი № 11,892 ![]() |
თუ გინდა გლადიატორი დაირქვი ოღონდ საუბარი დავასრულოთ და კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ... მაგრამ გეტყვი რომ პაროლის შეცვლა შეგიძლია... მოდი ახლა ორგანიზებულად დავიწყოთ სამების დოგმატის გაშიფვრა , არის თუ არა ის ბიბლიური! ჩემი თხოვნა იქნება თითო კითხვა დავსვათ, მე მზად ვარ ყველას ვუპასუხო და ასევე თქვენგანაც მოვითხოვ ყველა ჩემს კითხვას გაეცეს პასუხი! თქვენ კარგად გესმით წმინდა წერილი და აგრეთვე მარტლმადიდებლური სწავლება ასე რომ საინთერესო იქნება აქ მოყვანილი ყველა დეტალი. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ არ გვინდა რასელზე და სხვებზე საუბარი მხოლოდ სამებაზე! და ბიბლიაზე. მე ავღნიშნე რომ ჩარლზ ტეიზ რასელს ვეთანხმები უმეტეს საკითხებში ასე რომ მე ვიქნები საგუშაგო კოშკის ანუ მოწმეების მხარეს, თქვენ კი მართლმადიდებლების მხარეს ასე რომ წარმატებას გისურვებთ! ჩემი პირველი კითხვა ასეთია _ თუ იესო არის ღმერთი სრული და მამის თანაარსი რატომ ეწოდება მას ძე? თუ შეიძლება განვმარტოთ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი