![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#761
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy ეხება ერთ პიროვნებას, რადგან ეს ადამიანური ბუნება არის სწორედ ამ ერთი, საღვთო პიროვნებისა. მაშინ მეორე მხრიდანაც შევხედოთ, ქრისტეს საღვთო ბუნება (სწორედ ამ ერთი პიროვნებისა), მოკვდა და აღდგა? კი, მაგრამ პავლე მოციქულს არ შეეშლებოდა ეგ. ქრისტე არის ერთი და სრული - ორი ბუნებით, თავისი პიროვნებით. უბრალოდ შეუძლებელია რომ ფრაზაში "ღმერთმა აღადგინა ქრისტე" იგულისხმებოდეს მხოლოდ ქრისტეს სხეული... მანდ საუბარია ქრისტეს პიროვნებაზე... აი მეორე კითხვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა არა, მაგრამ იქნებ ქრისტე ცალკე ადამიანია, აი ამაშია საქმე. მე ეს კითხვა მაქვს მხოლოდ. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#762
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ციტატა მაგრამ იქნებ ქრისტე ცალკე ადამიანია, ხოდა თავიდანვე ასე უნდა გეთქვა. ეს სხვა საქმეა. ციტატა იგულისხმებოდეს მხოლოდ ქრისტეს სხეული რატომ იგულისხმება მხოლოდ სხეული, სახარებაში როდესაც საუბარია ამა თუ იმ დამიანის მკვდრეთით აღდგომაზე, ნათქვამია, რომ სული დაუბრუნდა და გაცოცხლდა. მკვდრეთით აღდგება ადამიანი, სულისა და სხეულისაგან შემდგარი. კი ბატონო სული არ კვდება, მაგრამ სხეული სულის გარეშე ვერ აღდგება. ამიტომ საუბარია ადამიანური ბუნების აღდგომაზე და არა მხოლოდ სხეულის დამოკიდებლად. ციტატა მაგრამ იქნებ ქრისტე ცალკე ადამიანია მაშინ იგი არაფრით განსხვავდება, მოსესგან, აბრაამისგან... და შესაბამისად განკაცებაც არ აღსრულებულა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#763
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy ხოდა თავიდანვე ასე უნდა გეთქვა. ეს სხვა საქმეა. რატომ იგულისხმება მხოლოდ სხეული, სახარებაში როდესაც საუბარია ამა თუ იმ დამიანის მკვდრეთით აღდგომაზე, ნათქვამია, რომ სული დაუბრუნდა და გაცოცხლდა. მკვდრეთით აღდგება ადამიანი, სულისა და სხეულისაგან შემდგარი. კი ბატონო სული არ კვდება, მაგრამ სხეული სულის გარეშე ვერ აღდგება. ამიტომ საუბარია ადამიანური ბუნების აღდგომაზე და არა მხოლოდ სხეულის დამოკიდებლად. მაშინ იგი არაფრით განსხვავდება, მოსესგან, აბრაამისგან... და შესაბამისად განკაცებაც არ აღსრულებულა. ჰო მაგრამ შენ აქ კვლავ იმას ამტკიცებ, რომ სიტყვა "ქრისტე" ნიშნავს მხოლოდ ადამიანურ ბუნებას რაც ალოგიკურია. პავლე მოციქული იმასაც წერს: "მადლობელი ვართ ღმერთის, რომელმაც ქრისტე აღგვიდგინა"-ო... ანუ ამბობს: "მადლობელი ვართ ღმერთის, რომელმაც კვლავ შეაერთა თავისი სული თავის სხეულთან, იმ სხეულთან რომელსაც იესო ქრისტე ჰქვია." არადა ქრისტე მთლიანი პიროვნებაა და არა ცალკე სხეული... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#764
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
თუ შენ ნესტორიანული კუთხით უდგები საკითხს, მაშინ ამ ციტატებით საუბარს აზრი არა აქვს. საუბარი ცოტა სხვა კუთხით არის საჭირო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#765
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy მაშინ იგი არაფრით განსხვავდება, მოსესგან, აბრაამისგან... და შესაბამისად განკაცებაც არ აღსრულებულა. აი ეგაა კარგი შენიშვნა. მაგრამ წერია: "მასში არს დამკვიდრებული ღვთაებრივობის მთელი სისავსე. იგი არის ხატი უხილავი ღვთისა." ღმერთი ხომ არ იქნება თავისი თავის ხატი, საუბარია ადამიანზე. განკაცებას უარყოფდა თეოდორე მომენტებში, მაგრამ მუდამ აყოლებდა, რომ ეს ორი ბუნება ერთმანეთს არასდროს დაშორდება და აუცილებელია მათი ერთ პიროვნებად აღქმა... მოკლედ განკაცების არაღსრულებაც დილემაა და ეგეც ისიც თუ ვინ აღადგინა იესო ქრისტე... afxazi ეგრე ჯობია. ხომ გეუბნები, არიოზელობა ამ ფრაზებმა ჩემი აზრით სრულად დაამარცხა, მაგრამ წარმოშვა ნესტორიანიზმი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#766
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ციტატა ღმერთი ხომ არ იქნება თავისი თავის ხატი, საუბარია ადამიანზე. ხატმეტყველებაზე იმხელა ნაშრომი დავდე ჩემს ბიბლიოთეკაში ედიშერ ჭელიძის, რამე რომ გითხრა სირცხვილი იქნება ![]() ![]() ყველა შემთხვევაში გასააზრებელია ქრისტეს შესახებ სწავლება. ვინ იყო ქრისტე? აუცილებლად განკაცებისა და გამოხსნის შესახებ სწავლების ფონზე. რადგან განკაცება გამოხსნისთვის აღსრულდა და არანაირად სხვა რამისთვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#767
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ციტატა მხოლოდ აფხაზს გავანდობ ჩემს დოგმებს, დანარჩენები არ იქცევით ჭკვიანად და რა გიყოთ ახლა! ამ ფრაზაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. მე არაფრის "განდობა" არ მჭირდება ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#768
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ამ ფრაზაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. მე არაფრის "განდობა" არ მჭირდება ![]() ![]() აბსოლუტურად გეთანხმები, თანაც ჩემ კითხვაზე შემპირდა რომ პასუხს გამცემდა... ჩემ კითხვაზე პასუხი შენ რატომ უნდა მოგწეროს პირადში არ მესმის... პ.ს. იმედია არ დაიწყებს, რომ ფრაზაში "მხოლოდ აფხაზს", სიტყვა "მხოლოდ" არ ნიშნავს, რომ მარტო აფხაზს გასცემს პასუხს, როგორც იოანეს 1:3-ზე იცის ხოლმე "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა"-ში არ იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერიო... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#769
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ამიტომ დროებით დავდუმდები ![]() ![]() თან საქმეები მაქვს და ამისთვის არ მცალია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#770
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
ანუ "ქრისტე" ზოგჯერ კაცობრივ ბუნებას ნიშნავს? რომელსაც საკუთარი ცალკეული პიროვნება არ გააჩნია? ეს შენ ლოგიკურად მიგაჩნია? ![]() პავლე მოციქულმა ბერძნული კარგად იცოდა, მაშინ დაწერდა: "ღმერთმა აღადგინა ქრისტეს სხეული"-ო... არა, ღმერთმა თავად ქრისტე აღადგინა, რომელიც პიროვნებაა... ეს კაცი ახლოსაა ცემ მოძღვრებასთან ![]() Otherguy ცალკე გამოკიდებას რას ეძახი. ლაშა არ გეწყინოს მაგრამ, როდესაც მესაუბრები ამ საკითხებზე, ვერ ვხვდები რა კუთხით გელაპარაკო. იმდენად აზრი არა აქვს შენთან საუბარს, რამდენადაც გაურკვეველია რისა გჯერა. ამიტომ ცოტა ძნელია გესაუბრო მართლმადიდებლური დოგმატების შესახებ. როგორც არ უნდა ავხსნა, ვფიქრობ ნაკლებად აქვს აზრი. ადამიანურ ბუნებას არავინ არ გამოკიდებს ხოლმე ცალკე, უაზროდ, როგორც შენ გგონია. ქრისტეს ერთ პიროვნებაში ორი ბუნებაა (განსხვავებული) და შესაბამისად ამ ჰიპოსტასში ამ ორი ბუნების თვისებები მჟღავნდება. სახარება ამის ნათელი დადასტურებაა. ყოველ ნაბიჯზე ეს იგრძნობა. ელემენტარულად საღვთო ბუნებისთვის ვერ ვიტყვით, რომ იგი გადაადგილდება, რადგან ყოველგან მყოფს გადაადგილება არ ეთვისება, მაგრამ იგი გადადგილდება თავისი ადამიანური ბუნებით. თუმცა იგი სასწაულებს აღასრულებს საღვთო ბუნებით (ვთქვათ ზღვაზე სიარულს), მაგრამ გადადგილდება ადამიანურად. მკვდარს აღადგენს საღვთო ძლევამოსილებით და ამასთან ხელს გაუწვდენს მიცვალებულს, რომ წამოაყენოს. ასეა შეერთებული ორი ბუნება, შეურევნელად და განუყოფლად ერთ, საღვთო ჰიპოსტასში. ასევე ითქმის აღდგომაზე. აღდგენა სწორედ ეს ერთი ჰიპოსტასი, მაგრამ აღდგება ადამიანური ბუნებით და ამ ბუნებას აღადგენს, მამაც, სულიწმინდაც და ძეც (იგი აღადგენს თავის ადამიანურ ბუნებას). აქ გასააზრებელია მხოლოდ ისაა, რომ ქრისტეს საღვთო ბუნება ეს სამების ბუნებაა, ერთი სამპიროვანი ღმერთის არსია. რომ ქრისტეს ნება, მოქმედება... ეს წმ. სამების ნება და მოქმედებაა. უფალია შკარად ამბობს სახარებაში, რომ მას შეუძლია გაიღოს სიცოცხლე და კვლავ "მოიღოს" იგი. ის ვინც უძლურია, ცხადია ასეთ "განცხადებებს" ვერ გააკეთებს. კი ბატონო, კვლავ ვიმეორებ, აღდგა სწორედ ეს ერთი ჰიპოსტასი, მაგრამ იმედია იმას არ იტყვი, რომ საღვთო ბუნება აღდგა. აღდგა ის, რაც მოკვდა, მოკვდა კი საფალავად დაიდო ადამიანური ბუნება. და ეს ადამიანური ბუნება აღადგინა როგორც მამამ, ასევე ძემ (თავისივე ადამიანური ბუნება). რამდენად ჭკვიანურია იმის თქმა, რომ მკვდრეთით აღდგა საღვთო ბუნება, ამას მე მგონი განსჯა არ სჭირდება. ყველაზე გამართული ტექსტი ესაა: აღდგა ერთი ქრისტე, ადამიანური ბუნებით. თუკი ჩვენ დავუშვებთ, რომ ერთი ჰიპოსტასი სრულად მიიცვალა, მაშინ ნესტორიანიზმისკენ გადავვარდებით და ორი ბუნების შეერთებას უარვყოფთ. ხოლო მონოფიზიტობის მომენტი საერთოდ გაუგებარი იქნება, რადგან ერთი და ისიც საღვთო ბუნება, შეუძლებელია, რომ "მოკვდეს". ანუ ვინ დაიდო საფლავში? გამოდის ეს მოჩვენებითი იყო. მაგრამ ქრისტე რეალურად მოკვდა. და მოკვდა იგი სწორედ ადამიანური ბუნებით. ჯვარზე გაეკრა ერთი ჰიპოსტასი ადამიანური ბუნებით, რადგან ჯვარზე ვერ გაეკვრებოდა ერთი პიროვნება საღვთო ბუნებით. კვლავ ვიმეორებ, აქ გასააზრებელი არის ის, რომ ქრისტეს საღვთო ბუნება არის არა ნაწილი წმ. სამების ბუნებისა, არამედ არსი ერთი სამპიროვანი ღმერთისა. ამიტომ სადაც ნათქვამია, რომ მამა მოქმედებს, იქვე იგულისხმება, რომ მოქმედებს ძეც და სულიწმინდაც, მათეს სახარების ბოლოს იესო ქრისტე მოციქულებს ავალებს, რომ მოიარონ მსოფლიო და ნათელსსცენ მათ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. მაგრამ ვხედავთ, რომ მოციქულები ნათლავენ მხოლოდ ქრისტეს სახელით. რა დავასკვნათ, მოციქულებმა მიივიწყეს თავად ქრისტეს დანაბარები. არამც და არამც. ამ ყველაფერს საპოლემიკოდ არ ვწერ, რადგან აზრი არა აქვს. Otherguy შენ ამტკიცებ იმას, რომ ქრისტე დაბლა მდგომია მამაზე, თუ რას ამბობ? გამოკვეთე რას ამბობ, აი საუბარს შემდეგ ექნება აზრი, რადგან გესაუბრო წმ. სამების დოგმატზე მართლმ. ეკლესიის მამათა სწავლებებით, როცა ნაკლებად გაინტერესებს ეს, უაზრობაა. Otherguy სახელი ქრისტე არის წოდება განკაცებული ძე ღმერთისა, ერთი პიროვნებისა ორი ბუნებით. როდესაც წარმოითქმება სახელი ქრისტე, სწორედ ეს ერთი ჰიპოსტასი იგულისხმება ორი ბუნებით. აფსოლუტურად წინააღმდეგი ვარ! არ ვეთანხმები ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#771
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა ცემ მოძღვრებასთან შენ შენი მოძღვრება გქონია და კიდევ იტყვი სექტანტი არ ვარო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#772
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
Otherguy ხოდა თავიდანვე ასე უნდა გეთქვა. ეს სხვა საქმეა. რატომ იგულისხმება მხოლოდ სხეული, სახარებაში როდესაც საუბარია ამა თუ იმ დამიანის მკვდრეთით აღდგომაზე, ნათქვამია, რომ სული დაუბრუნდა და გაცოცხლდა. მკვდრეთით აღდგება ადამიანი, სულისა და სხეულისაგან შემდგარი. კი ბატონო სული არ კვდება, მაგრამ სხეული სულის გარეშე ვერ აღდგება. ამიტომ საუბარია ადამიანური ბუნების აღდგომაზე და არა მხოლოდ სხეულის დამოკიდებლად. მაშინ იგი არაფრით განსხვავდება, მოსესგან, აბრაამისგან... და შესაბამისად განკაცებაც არ აღსრულებულა. აბა სად წერია სული დაუბრუნდა ხორცსო? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფრაზაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. მე არაფრის "განდობა" არ მჭირდება ![]() ![]() აშკარად კარგად გესმის ფილოსოფია! ![]() ![]() esre ars cheshmariteba შენ შენი მოძღვრება გქონია და კიდევ იტყვი სექტანტი არ ვარო? არა სადაც საჩიროა ბუდისტი ვიქნები სადაც საჩიროა პროტესტანტი და სადაც საჩიროა ფილოსოფოსი ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#773
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა აშკარად კარგად გესმის ფილოსოფია! შენი "დოგმატები" არ უნდა დაწერო? ეს აკვიატებული ფრაზა რა უბედურებაა. წარმოდგენა გაქვს კი რას ნიშნავს ფილოსოფია? რა თქმა უნდა არა. და ერთი კითხვა მიჩნდება. შენ უშვებ იმ ფაქტს, რომ ბიბლია უძლურია ფილოსოფიის წინაშე? ციტატა აბა სად წერია სული დაუბრუნდა ხორცსო? rolleyes.gif . და სულს რატომ აღიქვავ სუბსტანციად? blink.gif . მაგალითად _ ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში! rolleyes.gif . აი სხვა თარგმანი ისმინა უფალმა ელიას ვედრება და ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა! blink.gif აბა ? რას იტყვი? გაბათილდა თუ არა შენი სული? სულში სიცოცხლე მოიაზრება ზოგჟერ ფერისცვალებისას მოჩვენები გამოეცხადენ იესო ქრისტეს? ციტატა აფსოლუტურად წინააღმდეგი ვარ! არ ვეთანხმები ნება შენია. ეს არ დამიწერია იმისთვის, რომ დამეთანხმო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#774
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ფერისცვალებისას მოჩვენები გამოეცხადენ იესო ქრისტეს? ეს კითხვა დავუსვი მაშინ როდესაც ახალი შემოსული იო ფორუმზე. და ასე მიპასუხა :,,ეგ ხილვა იყოო."შემდეგ გავაგრძელე საუბარი,თუმცა სხვა თემაზე გადავიდა და ბოლომდე არ მიმაყვანინა... (ეს ის დრო იყო მარტო მე რომ მესაუბრებოდა ... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#775
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
ციტატა ეგ ხილვა იყოო ვააა, მაშინ იოსებსაც ეზმანა ანგელოზი (სინამდვილეში არარსებული), ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც არარსებული ანგელოზი გამოეცხადა, ზაქარიასაც და ა.შ. როგორ "გვატყუებს" სახარება წარმოიდგინეთ. კონკრეტული სახელები წერია და პლიუს ამას პეტრე მოციქული ადასტურებს თავისი შეთავაზებით ამ გამოცხადების ჭეშმარიტებას. მოციქულებმა რეალური პიროვნებები შეიცნეს და არა მოჩვენებები. თან არაფერია ნათქვამი, რომ გამოცხადება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ხოდა რა უბედურებაა ეს საკუთარი დასკვნების გაკეთება (სრულიად უაზრო). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#776
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მაგეებზე კი მაშინ პასუხი არ მოუწერია და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი...
ვნახოთ ეხლა თუ დაგვდებს პატივს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#777
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
A.V.M ვააა, მაშინ იოსებსაც ეზმანა ანგელოზი (სინამდვილეში არარსებული), ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც არარსებული ანგელოზი გამოეცხადა, ზაქარიასაც და ა.შ. როგორ "გვატყუებს" სახარება წარმოიდგინეთ. კონკრეტული სახელები წერია და პლიუს ამას პეტრე მოციქული ადასტურებს თავისი შეთავაზებით ამ გამოცხადების ჭეშმარიტებას. მოციქულებმა რეალური პიროვნებები შეიცნეს და არა მოჩვენებები. თან არაფერია ნათქვამი, რომ გამოცხადება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ხოდა რა უბედურებაა ეს საკუთარი დასკვნების გაკეთება (სრულიად უაზრო). აფხაზ შეგიძლია იოანეს 2:19 დამიდო ბერძნულად?! ძალიან გთხოვ მაგეებზე კი მაშინ პასუხი არ მოუწერია და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი... ვნახოთ ეხლა თუ დაგვდებს პატივს... არადა იოანეს 10:17 ვაფშე მიმიჩქმალეთ ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#778
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა აფხაზ შეგიძლია იოანეს 2:19 დამიდო ბერძნულად?! ძალიან გთხოვ აგერ არის საიტი და რაც გინდა ის დადე. http://sepd.biblos.com/jeremiah/2.htm ციტატა არადა იოანეს 10:17 ვაფშე მიმიჩქმალეთ არადა უამრავჯერ შევეხეთ ამ მუხლს, მაგრამ გვერდით არ იყურები. რისი თქმა გინდა ბარემ გვითხარი. აჰა ეს მუხლი: "იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი." რა მერე? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#779
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
A.V.M ვააა, მაშინ იოსებსაც ეზმანა ანგელოზი (სინამდვილეში არარსებული), ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც არარსებული ანგელოზი გამოეცხადა, ზაქარიასაც და ა.შ. როგორ "გვატყუებს" სახარება წარმოიდგინეთ. კონკრეტული სახელები წერია და პლიუს ამას პეტრე მოციქული ადასტურებს თავისი შეთავაზებით ამ გამოცხადების ჭეშმარიტებას. მოციქულებმა რეალური პიროვნებები შეიცნეს და არა მოჩვენებები. თან არაფერია ნათქვამი, რომ გამოცხადება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ხოდა რა უბედურებაა ეს საკუთარი დასკვნების გაკეთება (სრულიად უაზრო). ამას ვუპასუხე უკვე. თუ ვერ გაიგე კიდევ დავაკონკრეტებ უკიდურესად, პრობლემა არ მაქ! ბიბლია საკმაოდ კომფორტულია ჩემთვის რადგან ყველა მუხლი მიცნობს მე! ![]() esre ars cheshmariteba აგერ არის საიტი და რაც გინდა ის დადე. http://sepd.biblos.com/jeremiah/2.htm არადა უამრავჯერ შევეხეთ ამ მუხლს, მაგრამ გვერდით არ იყურები. რისი თქმა გინდა ბარემ გვითხარი. აჰა ეს მუხლი: "იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი." რა მერე? გაიხარე! შენ გენაცვალე. ახლა არ მცალია და რამდენიმე დღეში ყველაფერს ვუპასუხებ! რაღაც უდიდესი კანონზომიერება არმოვაჩინე და იმაზე ვმუშაობ. ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#780
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა გაიხარე! შენ გენაცვალე. ახლა არ მცალია და რამდენიმე დღეში ყველაფერს ვუპასუხებ! რაღაც უდიდესი კანონზომიერება არმოვაჩინე და იმაზე ვმუშაობ. ![]() ![]() ![]() ერთ საკითხზე ვსაუბრობთ, ბოლოს ფილოსოფოსობას მაბრალებ და ჩერდები. მეორეზე ვსაუბრობთ, ფილოსოფოსობას მაბრალებ და ჩერდები, მესამეზე ვსაუბრობთ და კნაონიზმიერება აღმოვაჩინე და მერე დავწერო. რა უბედურებაა ეს, ვინმეს ეთამაშება აქ. თუ გინდა და თუ ასე მაგარი ხარ აგერ ხარ და ისაუბრე. მიედ-მოედები და თავიდან იცილებ ჩიხს, რომელშიც აგერ უკვე დიდი ხანია შესული ხარ და ვერ გამოდიხარ იქიდან. ციტატა რადგან ყველა მუხლი მიცნობს მე! ასე მაინც გეთქვა ვიცნობო, რას ქვია მე მიცნობსო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი