IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

47 გვერდი V « < 40 41 42 43 44 > »   
Closed TopicStart new topic
> ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების, გამოსააშკარავებლად
lasha_k
პოსტი Feb 21 2012, 02:32 AM
პოსტი #821


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



ციტატა
ბუნდოვანებაზე ვის ელაპარაკები შენ საერთოდ?


ჩემთვის მართლა ბუნდოვანი იყო

მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ

თომა იყო ერთ ერთი იმ 12-თაგანი რომელიც 3.5 წელი იესოსთან იყო,....მან მიატოვა ყველაფერი და გაყვა ქრისტეს ....სრულიად უაზრობაა ვიფიქროთ რომ მას ქრისტესი არ სჯეროდა და არ სწამდა ....ამ 35 წლის მანძილზე ის ისმენდა ისეთ ქადაგებებს ქრისტესგან რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო რომ ეთქვა

ვინც მე მიხილა მამაც იხილა

მე ვარ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება

ყველაფერი რაც აქვს მამას ჩემია

ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი — ჩემი, და მე მათ შორის განვდიდდი.

მე ვარ მწყემსი კეთილი (სხვა მუხლში ამბობს არავინ არის კეთილი გარდა ღმერთისა)

და სხვა მრავალი მუხლები რაც მის ღმერთობას ნათლად წარმოაჩენდა



თომას იოანეს 2.19 დაწერილიც ქონდა მოსმენილი როცა ტაძრის აღდგენაზე ლაპარაკობადა

მაგრამ მიუხედავად ასეთი ქადაგებისა თომას მაინც უჭირდა იმის თქმა რომ ის ნამდვილად ღმერთია

იოანეს 20:29 წრია შენ მიხილე და იწამე .....

ისმევა კითხვა რა იწამა თომამ?

იესოსი ნამდვილად სწამდა და სჯეროდა რადგან 3.5 წელი მასთან ნამდვილად არ გაჩერდებოდა

აბა რა იწამა?

უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი


აი ეს იწამა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 21 2012, 03:19 AM
პოსტი #822


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



lasha_k

მე გკითხე რატომ ამბობს იესო: "მე აღვადგენ ჩემ სხეულს"-ო როცა ბიბლია ამბობს, რომ იესოს საკუთარი თავი არ აღუდგენია, არამედ ღმერთმა აღადგინა იესო...

ისიც წერია გარკვევით საქმეების II თავში: "არ დატოვებ მის სულს ჯოჯოხეთში, არ იხილავს მისი ხორცი ხრწნილებას"-ო, ვისი სული და ხორცი? ვისი და იესოსი... და ვის ეუბნება? ვის და ღმერთს... a075.gif

ანუ იესო არ შეეძლო საკუთარი თავის აღდგენა...

ან პავლე რომ ამბობს: "მადლობელი ვართ ღმერთის, რომელმაც აღვიდგინა იესო ქრისტე" - თუ იტყვი, რომ იესოს საკუთარი თავის აღდგენა შეეძლო, აბა ღმერთის მადლობელი რაღატომ ვართ? a075.gif და თუ იესო ღმერთია ისედაც აღადგენდა თავის თავს, აბა სულ მკვდარი ხომ არ დარჩებოდა ღმერთი? biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Feb 21 2012, 11:53 AM
პოსტი #823


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



Otherguy
ციტატა
და თუ იესო ღმერთია ისედაც აღადგენდა თავის თავს, აბა სულ მკვდარი ხომ არ დარჩებოდა ღმერთი?


ღმერთი მოკვდა - ამის თქმა სრულიად აბსურდულია და ალოგიკური ....

ისევე როგორც ვთქვათ ღმერთი ჭამს, სცივა, ეძინება, სწყურია, ტირის და სხვა

იესო ქრისტე თავად იძახის რომ მე ვარ სიცოცხლე...და წარმოიდგინე სიცოცხლე კვდება ხომ საერთოდ აბსურდული რამ გამოდის? არადა სახარებიდან ვიცით რომ ის მოკვდა ...თუ შენ არ დაუშვებ ქრისტეს ორ ბუნებას საერთოდ აბსურდული რამ გამოდის

ასევეა წყურვილზე - იესო იძახის ჩემთან მოსულს რომელიც მე დავალევინებ წყალს არასდროს მოსწყურდებაო, არადა თვითონ სვამდა წყალს და სწუროდა, კაცი იფიქრებდა რაებს მეუბნება თვითონ წყურიაო .....შენ თუ არ დაუშვებ ქრისტეს ორ ბუნებას, სახარება აბსურდულამდე მიგვიყვანს

ეხლა რასაც დავწერ მინდა აფხაზმა წაიკითხოს და თუ რამე შეცდომით დავწერე შემისწოროს

მაშ ასე ჩემი აზრით ქრისტე ეხლაც ორ ბუნებით არის, მან ჩვენ კი არა არამედ მან თავის თავში აღადგინა დაცემული კაცობრივი ბუნება, რომელიც ადამიანს მიეცა საშუალება ქრისტეს ეზიარონ ან არ ეზიარონ...

ამ ლოგიკით ქრისტე ეხლაც ორი ბუნებით არის თუ ასე არ არის მაშინ ჩვენ ეხლა არ გვქონია მასთან ზიარების საშუალება....იოანეს სახარებაში ეს ძალიან ნათლად წერია

19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.

20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.

21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.

22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.

23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

როგორც ავღნიშნე ქრისტე ეხლაც ორი ბუნებით არის რათა კაცობრიობას მიეცეს ქრისტესთან ზიარება და სულის ცხოვნება

და ბოლოს მოვიყვან დამასკელიც
3. მესამეა ის, რაც გათავისებითად და განკუთვნითად თქვა ან ქმნა მან, როგორც მაგალითად: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რის გამო მტოვებ მე?“ (მათე 27,46), აგრეთვე: „ცოდვის არმცოდნემ ჩვენს გამო ცოდვა ქმნა“ (2 კორ. 5,21); კიდევ: „გახდა იგი ჩვენს გამო წყევლა“ (გალატ. 3,13), ანდა: „თვით ძე დაემორჩილება მას, ვინც მისდამი დაამორჩილა ყოველივე“ (1 კორ. 15,28). მართლაც, მამისგან არასოდეს ყოფილა მიტოვებული იგი არც როგორც ღმერთი, არც როგორც ადამიანი. ასევე, არც ცოდვა, არც წყევლა არ გამხდარა თვით, არცთუ მამისადმი დამორჩილებას საჭიროებდა, რადგან იგი, როგორც ღმერთი, თანასწორია მამისა (და არა მოწინააღმდეგე მისი ანდა მორჩილი), ხოლო როგორც ადამიანი, არასოდეს ყოფილა მშობლის ურჩი, რომ დამორჩილება დასჭირებოდა.

ამრიგად, ყოველივე ამას ქრისტე ამბობდა იმიტომ, რომ ითავისებდა იგი ჩვენს სახეს და ჩვენს შორის განაწესებდა თავის თავს. მართლაც, სწორედ ჩვენ ვიყავით ცოდვასა და წყევლას დაქვემდებარებულნი, როგორც ურწმუნონი და ურჩნი, და ამის გამო მიტოვებულნი.

ამიტომ შენ ვერასდროს მიხვალ სწორ დასკვნამდე და სულ ასე გაურკვევლობაში იქნები თუ არ აღიარებ ქრისტეს როგორც სრულ ღმერთს და სრულ კაცს

სრული კაცი რომ მოკვდა სრულმა ღმერთმა აღადგინა იგი ...ფუტლიარი სხეული კი არა არამედ ისევ სრული კაცი ...ის იესო რომელიც მოწაფეების შუაში ჩადგა და უმტკიცებდა მე ის ვარ შეეხეთ ჩემს ხელებს და ფეხებს .....რა გაქვთ საჭმელად ....და მან მათ თვალწინ ჭამა ......

ეს დამასკელის სიტყვები წაიკითხე ლაშა მართლა კარგად არის ახსნილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2012, 12:28 PM
პოსტი #824


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
კონკრეტულად დამილაგე ეს ყველაფერი გთხოვ კარგი?


მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა წაიკითხონ, რომ სხვებსაც გავუზიარო ის მინიმალური ცოდნა, რაც მე მივიღე (მადლობა უფალს), მაგრამ არა იმიტომ, რომ პასუხი გაგცე. შენი უკანასკნელი პოსტის შემდეგ ამის ღირსი ნაკლებად ხარ.

თანდათან ამჟღავნებ იმასაც, რომ ბიბლიის აზრზე არა ხარ და არც კი იცი რა წერია იქ.

მაშ ვინ იყო ქრისტე: ადამიანი, ღმერთი, ანტგელოზი, გაურკვეველი არსება, თუ ვინ? იქნებ ღმერთი და ადამიანი, იქნებ ანგელოზი და ღმერთი, ანდა ანგელოზი და ადამიანი ერთად? ვნახოთ რას მოგვითხრობს ბიბლია.

ის, რომ იესო ქრისტე არ იყო მხოლოდ ადამიანი, განყენებულად, საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. რატომ?

ადამიანი წარღვნის შემდეგ დაახლოებით 150 წელს ცოცხლობდა, შემდეგ კი ეს ციფრიც შემცირდა. ანუ ბიოლოგიურად ადამიანური ბუნების მდგომარეობა სიკვდილთან მიმართებაში იყო დაახლოებით 100 წელი, ანუ ამ დროის შემდეგ ის ამქვეყნიური მდგომარეობიდან გადაინაცვლებდა მარადიულ სამყოფელში, ანუ მისი სხეული კვდებოდა. თუმცა მთავარი ეს არაა, მთავარია ის, რომ სხეულში ადამიანი დაახლ. 100 წ. ცოცხლობდა. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ იესოსთან დაკავშირებით:

ჩვენ ვხედავთ, რომ იგი დაიბადა: "და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის." (ლუკა, 2.7).

იზრდება: "ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე." (ლუკა 2. 52).

თქვენ წარმოიდგინეთ და შია: "და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა." (მათე 4.2).

იღლება: "იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი." (იოანე 4.6).

წყალი უნდა: "მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო." (იოანე 4.7).

ძინავს: "და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა." (მათე 8.24).

შეძრწუნებულია თავისი მეგობრის გარდაცვალებით: "როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით" (იოანე 11.33).

ტირის: "მაშინ აცრემლდა იესო." (იოანე 11.35).

სისხლი მოსდის:"მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა." (იოანე 19.34).


ყოველივე ეს უნათლესად ადასტურებს, რომ ქრისტე ადამიანი იყო, რადგან ის თვისებები, რაზეც ზემოთ არის ნახსენები მხოლოდ ადამიანს ახასიათებს (ვგულისხმობ გონიერ არსებათაგან). მაგრამ მხოლოდ ადამიანი იყო იესო? ვნახოთ:

ზემოთ ვთქვი, რომ ადამიანი იმ პერიოდში დაახლოებით 100 წელს ცოცხლობდა, ვნახოთ როგორ ჯდება ქრისტეს გამონათქვამნი ამ პერიოდში:

იოანე ნათლისმცემელი, როდესაც ის ნათლისღებას აღასრულებდა, იქ მყოფთ მიმართავდა: "ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი." (იოანე 1.27).

ქრისტე იოანეს შემდგომ დაიბადა, ამიტომ ვერც ამ კუთხით იტყოდა ის, რომ ქრისტე მასზე უწინარესია. ცხადია, რომ სხვა მნიშვნელობით ამბობს იგი ამ ყოველივეს.

ასევე უშუალოდ ქრისტე ამბობს: "იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ." (იოანე 8. 57-58).

და უაღრესად ყურადსაღები მუხლი: "ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე." (იოანე 17.5).

მოც. პავლე ამბობს: "იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე." (ებრ. 13.8).


ერთი სიტყვით ასევე უნათლესი მოწმობანია იმისა, რომ ქრისტეს არსებობა არ დაწყებულა ხორციელი შობით (იმედი მაქვს ამაში მაინც არ შემეკამათებით).

გამოდის ერთადერთი დაკსვნა, რომ წინარეარსებული მოვიდა დედამიწაზე და არა უბრალოდ მოვიდა, არამედ განკაცნა, ანუ მიიღო ადამიანური ბუნება. და ვინ იყო ეს წინარეარსებული: ღმერთი თუ ანგელოზი?

პავლე მოციქული ამბობს:

"ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი." (ებრ. 1.4).

ესაიასთან მოხსენიებული "დიდი განზრახვის ანგტელოზი", აბსოლუტურად სხვა შინაარსითაა ნახსენები და ამიტომ დროს ნუ დახარჯავთ ამაზე მითითებით, პავლე უნათლესად მოწმობს, რომ ქრისტე არ იყო ანგელოზი. თუმცა მათეს სახარებაშიც ეს მშვენივრად ცხადდება:

"მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას." (მათე 4.11).

მაგრამ რად გვინდა შორს წასვლა, იოანე მახარებელი უჭეშმაირტესად მოწმობს, რომ ქრისტე არის ძე ღმრთისა, განკაცებული.

"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა." (იოანე 1.1).

"სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ." (იოანე 1.14).

დასკვნა ერთია, ქრისტე - ძე ღმრთისა, წინარეარსებული მოვიდა დედამიწაზე, მიიღო ადამიანური ბუნება და დაექვემდებარა ადამიანურ მდგომარეობას, ანუ მიიღო ყველა ის ადამიანური ბუნების თვისება, რითაც ადამიანი ადამიანია. და ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ამჟღავნებს სწორედაც ორი განსხვავებული ბუნების თვისებებს. იგი რომ ერთია და არა ორი, ამის ახსნა ზედმეტი მგონია, მაგრამ იგი რომ ორი განსხვავებული ბუნების თვისებებს ამჟღავნებს ესეც ფაქტია, სახარება ამას უნათლესად მოწმობს.

ის, რომ იგი ადამიანური ბუნების თვისებებს ამჟღავნებს ეს უკვე ვნახეთ, ეხლა გავიგოთ კიდევ რა თვისებებს ამჟღავნებს იგი:

"უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს." (იოანე 2.7-8).

დავაზუსტებ, ძველ აღთქმაში როდესაც 10 სასჯელი მოევლინება ეგვიპტეს, ჩვენ ვხედავთ, რომ გრძნეულებიც აღასრულებენ სასწაულის მაგვარ ქმედებას, მაგრამ გარკვეულია, რომ ეს იყო რაღაც ფოკუსის მაგვარი ქმედება, რაც ადამიანს ეჩვენება, როგორც სასწაული. რასაც ვერ ვიტყვით წყლის ღვინოდ გადაქცევაზე, რადგან ამ შემტხვევაში რეალურად შეიცვალა წყლის ბუნება ღვინის ბუნებად, ანუ ბუნებათა ხელმწიფე სწორედ უფალია და სწორედ იგი აღასრულებს ხელმწიფებით სასწაულებს.

"მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი." (მათე. 8.26).

"ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ." (იოანე 6.19).

"აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა." (იოანე 6.11).

"მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს." (ლუკა 7.14-15).

ლაზარეს აღდგინება და სხვა უამრავი სასწაული, რომლის აღსრულებაც ადამიანს თავისი ბუნებით ვერ ხელეწიფება.


აი ასე ცხადდება სახარებით ქრისტეს ორი ბუნება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2012, 12:46 PM
პოსტი #825


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lasha_k

ციტატა
მაშ ასე ჩემი აზრით ქრისტე ეხლაც ორ ბუნებით არის


ამას სახარება ადასტურებს.

იცი რა მიკვირს. ქრისტეს განკაცება და მისი ჯვარცმა ეს იყო განგებულება კაცობრიობის ცოდვისგან გამოსასყიდად, გამსოახსნელად. ადამიანის აღსადგენად და ცოდვის ტყვეობიდან გამოსახსნელად. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ეკლესია ქრისტეს პიროვნებას. იეღოველებს კი რა ეზმანებათ ვერ მივმხვდარვარ. მაგრამ ჩემთვის გასაგებია რაც. მათ სულაც არ აინტერესებთ გამოგვიხსნა თუ არა ღმერთმა ჩვენ, მათ ბიბლია მხოლოდ საპაექროდ ჭირდებათ, ვიღაცას ეკამათონ, რაღაცა დაამტკიცონ...

უკაცრავად მაგრამ ვინ გამოგვიხსნა? ადამიანმა? ეს ხომ აბსურდია. მანამდე აბრაამი, იაკობი, მოსე... მოღვაწეობდნენ. რატომ არ დაეკისრათ მათ ეს მისია? სწორედ იმიტომ, რომ მარტო ადამიანი უძლური იყო ამ მისიის განსახორციელებლად. თანაც ქრისტე არ არის უბრალო ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად დაიბადა და ღმერთმა მადლი გარდამოავლინა მასზე. ასე რომ ყოფილიყო, ვერ იტყოდა მოციქული, რომ იგი უცოდველია, ხოლო ის რომ უცოდველი იყო ეს ნათლად წერია სახარებაში. ცოდვა, როგორც ზემოთაც ვთქვი პიროვნული არჩევანის შედეგი იყო და იგი სწორედ პიროვნების მიერ ამოქმედებული არჩევანის (არასწორად) ცხადდებოდა. და თუკი ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ვერ ვიტყოდით, რომ იგი უცოდველი იყო, რადგან თვით მოსეც კი, რომელმაც უდიდეს სიმაღლეს მიაღწია, ცოდვილი იყო. დავითიც ამბობს ფსალუნებში, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც იცოცხლოს და არ შესცოდოს. გამოდის, რომ ქრისტეს ჰიპოსტასი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანური ჰიპოსტასი. როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, სწორედ ეს არ უნდა ყოფილიყო ადამიანში, რადგან თუკი იგი კვლავ დაცემის შესაძლებლობის ქვეშ იქნებოდა, მაშინ გამოხსნა ვერ განხორციელდებოდა. კვლავ დაეცემოდა ადამიანი.

მე ვერ გავარკვიე რა წარმოდგენა გაქვთ ქრისტესადმი. ვინ იყო ის. უამრავი ციტატა დავწერე, დაფიქრდით და მითხარით ვინ იყო ის.

Otherguy

ციტატა
როცა ბიბლია ამბობს, რომ იესოს საკუთარი თავი არ აღუდგენია, არამედ ღმერთმა აღადგინა იესო...


ერთ კითხვაზე მიპასუხე: შეეძლო თუ არა ქრისტეს სხვის დაუხმარებლად აღმდგარიყო მკვდრეთით?

თუმცა ლაშა, შენთან ამ საკითხზე საუბარი უაზრობაა, რადგან ვერ ჩამოყალიბდი იმაზე, თუ ვინ იყო ქრისტე. თუ გინდა ჯერ ამაზე ვისაუბროთ, რადგან სანამ ამას არ გაარკვევ აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, უმთავრესი ისაა, რომ გავარკვიოთ (მე გარკვეული ვარ ამაში) ვინ იყო ქრისტე. თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ამაზე. ამოსავალი წერტილი ესაა. სხვა მხრივ მე გამიჭირდება თქვენთან საუბარი, რადგან უაზრად წარმომართება იგი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2012, 01:08 PM
პოსტი #826


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
მისმინე კაცური ბუნება არ არსებობს სულის გარეშე.!


ჰოი საოცრებავ, იეღოველმა სული არსებობსო biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე! რატომ? იმიტომ რომ ის სხეული იესომ გაწირა მსხვერპლად


მოიცა აბა აღდგომა არ მომხდარა? (შენი სმაილი blink.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Feb 21 2012, 01:11 PM
პოსტი #827


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



afxazi
ახლა გული დამარტყავს და ჩავძაღლდები biggrin.gif biggrin.gif ეს რეები დაწერა biggrin.gif აფხაზ მე შენს ადგილას არ ვუპასუხებდი kiss1.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 21 2012, 01:16 PM
პოსტი #828


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ნეტა საქმე არ გაქვთ თქვენ?
300 თემა სისულელე წერა ადამიანმა და კვლავ იმას წერს არ დაიღალეთ თუ საკუთარ დიდებას ზიემობთ? biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Feb 21 2012, 01:17 PM
პოსტი #829


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



karpaki
მერე დაწერე მოკლედ და გასაგებად და მოგვარდება ყველაფერი biggrin.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 21 2012, 01:28 PM
პოსტი #830


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(toka@ @ Feb 21 2012, 01:17 PM) *

karpaki
მერე დაწერე მოკლედ და გასაგებად და მოგვარდება ყველაფერი biggrin.gif

ბოლო ერთი წელია ძლივს ვისწავლე რომ ყველაფერი არ უნდა თქვა რაც იცი და ყველაფერი არ უნდა წერო რაც იცი biggrin.gif
მართალია ჯერ ვერ ვასრულებ მაგრამ ხომ გავიგე ეგ უკვე


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Feb 21 2012, 01:32 PM
პოსტი #831


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



karpaki
ეგ კარგია მერე? biggrin.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 21 2012, 01:38 PM
პოსტი #832


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(toka@ @ Feb 21 2012, 01:32 PM) *

karpaki
ეგ კარგია მერე? biggrin.gif

არ ვიცი rolleyes.gif
იმიტომა არ ვიძახი არაფერს თორემ ერთი სიგნაჩას წინააღმდეგ შემიძლია მეხი დავცე,მაგრამ არ დავცემ biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Feb 21 2012, 01:40 PM
პოსტი #833


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



karpaki
მიდი დაამიწე,დამეხე და შეზარი აქაურობა biggrin.gif გთხოოოოვ biggrin.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 21 2012, 01:41 PM
პოსტი #834


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(toka@ @ Feb 21 2012, 01:40 PM) *

karpaki
მიდი დაამიწე,დამეხე და შეზარი აქაურობა biggrin.gif გთხოოოოვ biggrin.gif

ოო არა ნუ მთხოვ biggrin.gif მაინც არ ყოფნის ეგ თხოვნა


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Feb 21 2012, 01:42 PM
პოსტი #835


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



afxazi
ციტატა
მე ვერ გავარკვიე რა წარმოდგენა გაქვთ ქრისტესადმი. ვინ იყო ის. უამრავი ციტატა დავწერე, დაფიქრდით და მითხარით ვინ იყო ის.


ამას მე მეკითხები? biggrin.gif

კარგი გეტყვი ის იყო ღმერთი რომელიც განკაცდა და იხსნა კაცობრიობა ცოდვის გამოხსნისაგან smile.gif

რაც შენ დამიწერე აბსოლიტურად გეთახმები ყველაფერში smile.gif ის არ იყო მხოლოდ ადამიანი ის იყო სრული ღმერთი და სრული კაცი ერთ იესო ქრისტეში შეუვრნელად .....

შეიძლება გაურკვევლად დავწერე ჩემი პოსტი და მაგიტომ დაგაბნია

იქნებ მიმითითო თუ რაში დავუშვი შეცდომა ჩემს პოსტში რადგან მე არსად დამიწერია რომ ის მხოლოდ ადამიანი იყოთქო პირიქით ორი ბუნება მიწერია ყველგან smile.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2012, 01:44 PM
პოსტი #836


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lasha_k

ციტატა
ამას მე მეკითხები?


შენ რა შუაში ხარ biggrin.gif biggrin.gif შენი ციტატა უბრალოდ იმიტომ მოვნიშნე, რომ მე მომმართავდი და დაგეთანხმე.

სხვა მხრივ პატივცემულებს მივმართე. იეღოველს და ლაშას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Feb 21 2012, 02:09 PM
პოსტი #837


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



afxazi
ციტატა
შენ რა შუაში ხარ


ხო გული გამისკდა 3-ჯერ გადავიკითხე ჩემი პოსტი biggrin.gif

ეს რასელისტი ძალიან სუსტი მგონია თვითონაც ვერ გარკვეულა თავის საგუშაგო კოშკის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Feb 21 2012, 06:19 PM
პოსტი #838


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



ისმევა კითხვა

ვინ არის იესო ქრისტე?

არსებობს სამი ვარიანტი

1) ღმერთი
2)ანგელოზი
3)ადამიანი

მეოთხე არ არსებობს ....

ეს კითხვა დავუსვი იეჰოვას მოწმეებს და ბოლოს ასეთი დასკვნა გამოვიტანე

სადაც იესოზე წერია რომ ღმერთია,
მოყავთ ბიბლიიდან ციტატა "თქვენ ყველანი ღმერთები ხართ"
ანუ იესოზე ამბობენ ის ისეთივე ღმერთია როგორც ადამიანები და თვით სატანასაც კი გარევენ ხოლმე (ამას მოგვიანებით დავუბრუნდები ქვემოთ)

როცა ვეკითხები ეხლა ვინ არის იესო, თამამად ამბობენ ის მთავარანგელოზი მიქაელიაო და მოყავთ ბიბლიიდან ორი მუხლი (ოღონდ აღარ მახსოვ რომელი მუხლებია smile.gif )

და რომ ვეკითხევბი დედამიწაზე მოსვლის დროს ვინ იყო იესო თამამად ამბობენ რომ ის ადამიანი იყოვო

ანუ მაგათი სწავლებიდან იესო არის

ღმერთიც, ანგელოზი, და ადამიანიც smile.gif

ხო ისიც არ დაგვავიწყდეს რომ მოწმეემა 3 დღე საერთოდ გააქრეს

ეხლა კი დავუბრუნდეთ მოწმეები იძახიან რომ იესო ქრისტე ისეთივე ღმერთია როგორც ადამიანები და თვით სატანაც კი

ანუ იესო ქრისტე ღმერთია

მაგრამ კვლავ ისმევა კითხვა

როგორი ღმერთია იესო?

1)იესო ისეთი ღმერთი რომელიც თავისთავში აქვს სიცოცხლე
2)იესო ისეთი ღმერთია რომელიც მას ისეთივე პატივი უნდა ვსცეთ როგორც მამას
3)იესო ისეთი ღმერთია რომელიც მამა და ძე ერთნი არიან
4)იესო ისეთი ღმერთია რომელიც ყველაფერი რაც აქვს მამას მისია
5)იესო ისეთი ღმერთია რომელიც მის გარეშე არაფერი შექმნილა რაც კი შექმნილა
6)იესო ისეთი ღმერთია რომელიც ვინც ძე იხილა მამაც იხილა
7)იესო ისეთი ღმერთია რომელიც ის არის გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე
8)იესო ისეთი ღმერთია რომელიც ამბობს "მე ვარ"
9)იესო ისეთი ღმერთია რომელიც ამბობს "მე ვარ წუთისოფლის ნათელი"
10)იესო ისეთი ღმერთია რომელიც ცოდვებს გვპატიობს
11)იესო ისეთივე ღმერთია რომელიც ამბობს მე ვარ მწყემსი კეთილი (არავინ არის კეთილი გარდა ღმრთისა)

კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა თუ როგორი ღმერთია იესო მაგრამ ეს 11 პუნქტიც საკმარისია გავიგოთ თუ ვინ არის იესო

მადლობთ ყურადღებისათვის smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 21 2012, 06:33 PM
პოსტი #839


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



afxazi
ციტატა
მოიცა აბა აღდგომა არ მომხდარა? (შენი სმაილი

მათი აზრით იესოს სხეული დღესაც სადღაც მარხია.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Feb 21 2012, 06:49 PM
პოსტი #840


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მათი აზრით იესოს სხეული დღესაც სადღაც მარხია.


მართლა ასე ფიქრობენ? ohmy.gif

ეგ არ ვიცოდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

47 გვერდი V « < 40 41 42 43 44 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 09:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი