IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> წმინდა თეკლას დედათა მონასტერი
მაგდალინა
პოსტი Jan 10 2007, 06:13 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია ჩემი მეზობელი იყო, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. რაც სასულიერო გზას დაადგა, გადავიდა იქიდან... პატარა რომ ვიყავი, მის სარდაფში ვიჭყიტებოდი ხოლმე, მოქანდაკეა, ქანდაკებები ჰქონდა და ბავშვი ხომ იცით, რა ცნობისმოყვარეა smile.gif საოცარი ადამიანია, მისი მშობლები და ძმა, ისევ ჩემთან ცხოვრობენ.


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 10 2007, 06:35 PM
პოსტი #42


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კიდევ ერთხელ მსურს ჩემი აზრის დაფიქსირება ჩვენში გამეფებულ ბიზანტიზმზე და მსგავს მიმართულებებზე...

მგონი, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა თქვენთვის ჩემი პოსტებიდან და ხელმოწერებიდან გაგეგოთ, თუ როგორ პატივს ვცემ ბერძნულ ღვთისმსახურებას. გარდა იმისა, რომ გარკვეულ დონეზე ვფლობ ახალ ბერძნულ ენას, ვსწავლობ ძველ ბერძნულსაც. ამჟამად დიდი ინტერესით ვეცნობი ბერძნულ ოროლოღიონს (ჟამნი), ოქტოიხოსს (პარაკლიტონი) და მინეას (თვენი)...

ისიც ვიცი, რომ საქართველოს ეკლესია ძირითადად ბერძნებზე იყო ორინეტირებული და მრავალი რამ ბერძნებისგან გვაქვს ნასწავლი, რამაც ქართული საეკლესიო ტრადიცია ბერძნულს დაუახლოვა (ახლა ძირითადად რუსული შეინიშნება)

თვითკმაყოფილებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ნაკლებად მჯერა მცირე გამონაკლისების გარდა ან ამ ფორუმზე ან საერთოდ ჩვენ ქვეყანაში ჩემზე უკეთ პატივს-ცემდნენ ბერძნულ ღვთისმსახურებას და საეკლესიო ტრადიციას, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად
ჩემთვის კატეგორიულადაა მიუღებელი ბიზანტიურ მელოდიაზე გაწყობილი ქართული გალობის შესრულება და მით უმეტეს დამკვიდრების მცდელობა, რადგან ეს ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საეკლესიო სამართალს და არის დასჯადი ქმედება. იგი გამოხატავს დაუმორჩილებლობას წმიდა სინოდის მიმართ, რაც ძალიან საშიშია ყოველი ქრისტიანის სულისათვის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 10 2007, 09:12 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



უკაცრავად, კანონისტ, მაგრამ ბიზანტიური გალობა რა შუაშია ამ თემასთან? ქვაც, აგურიც და კრამიტიც ბიზანტიურად გალობს?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 10 2007, 10:01 PM
პოსტი #44


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jan 10 2007, 05:12 PM) *

უკაცრავად, კანონისტ, მაგრამ ბიზანტიური გალობა რა შუაშია ამ თემასთან? ქვაც, აგურიც და კრამიტიც ბიზანტიურად გალობს?



შოთა, მე როგორც ვიცი თავიდან ამ მონასტერშიც უნდოდათ ყოფილიყო ქართულ-ბიზანტიური გალობა, თუმცა ეხლა ქართულად გალობენ.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 11 2007, 12:02 PM
პოსტი #45


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
მგონი აქ მხოლოდ კრამიტზე და აგურზე არ იყო საუბარი. იგივე შენ მიერ მოყვანილი ათონური ტრადიციაც სავარაუდოდ კრამიტს არ უკავშირდება.
ჩემი პოსტი მე ასე დავიწყე:
ციტატა
კიდევ ერთხელ მსურს ჩემი აზრის დაფიქსირება ჩვენში გამეფებულ ბიზანტიზმზე და მსგავს მიმართულებებზე...

უბრალოდ ამ უთავბოლო ბიზანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვლინება არის ბერძნული გალობა ქართული ტექსტით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 11 2007, 07:48 PM
პოსტი #46


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Tqven saSinlad damafiqreT am monasterze, magram radgan amasTan dakavSirebiT Cumadaa sapatriarqo, amitom jer-jerobiT mSvidad var


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 11 2007, 08:19 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Jan 11 2007, 12:02 PM) *

იგივე შენ მიერ მოყვანილი ათონური ტრადიციაც სავარაუდოდ კრამიტს არ უკავშირდება.


რომელი?

ციტატა
უბრალოდ ამ უთავბოლო ბიზანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვლინება არის ბერძნული გალობა ქართული ტექსტით.


თავბოლოიანი ბიზანტინიზმი რითი განსხვავდება უთავბოლოსაგან, და საერთოდ, უთავბოლო ბიზანტინიზმი რა არის?

ისე კი (ზოგადად თქვენ არ მოგმართავთ) კრიტიკა ადვილია, აი აგურის აგურზე დადებაა ძნელი. ხშირად კრიტიკა სწორედ იმ ხალხისგან მოდის ერთი აგური რომ არა აქვს მეორეზე დადებული. არ მოგწონს მონასტერი? ააშენე შენი. კითხვები გაქვს? მიდი მამა თეიმურაზს დაელაპარაკე.

პ.ს. ბიზანტიური გალობა რა კავშირში არის ამ ვიდეოსთან, მაინც ვერ მივხვდი.



--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 11 2007, 08:29 PM
პოსტი #48


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
რომელი?

რომელი და ბერების მიღების წესის

ციტატა
თავბოლოიანი ბიზანტინიზმი რითი განსხვავდება უთავბოლოსაგან, და საერთოდ, უთავბოლო ბიზანტინიზმი რა არის?

თავბოლოიანი ბიზანტისტი მე ვარ მაგალითად. უთავბოლოა ის, როცა ადამიანს მზამზარეული გადმოაქვს ბერძნული ტრადიცია, იმის განუკითხავად ჩვენ გვქონდა რაიმე მსგავსი თუ არა. ვისაც სურვილი აქვს გამოასწოროს რაიმე ან ჩამოაყალიბოს (რასაც რუსუციზმების წინააღმდეგ ძირითადში მივესალმები), ჯერ ძველი ქართულის აღდგენაზე იზრუნოს, ჩვენ დიდ წინაპართა დარად

მაგალითად, მიმდინარეობს ქართული საღვთისმსახურო ტექსტების ჩასწორება, მაგრამ ეს კომისია ბერძნულს კი არ თარგმნის, გიორგი მთაწმინდლის აღდგენაზე მუშაობს (სადაც ცხადია ბერძნულიც უამრავია, მაგრამ ძველი და ტრადიციულია)

ციტატა
. ხშირად კრიტიკა სწორედ იმ ხალხისგან მოდის ერთი აგური რომ არა აქვს მეორეზე დადებული. არ მოგწონს მონასტერი? ააშენე შენი. კითხვები გაქვს? მიდი მამა თეიმურაზს დაელაპარაკე.

საკმაოდ ცუდი წესია. მაგრამ მე პირადად ეგრე არ ვიქცევი.

სხვათაშორის, შემიძლია ენა ცოტა უკეთ ვისწავლო და ბერძნულიდან ვთარგმნო საეკლესიო სამართლის წიგნები, მაგრამ მირჩევნია ჯერ ქართულის აღდგენა-მოძიებაზე ვიზრუნო. ეს უკეთესია ჩვენი ერისთვის

ძალიან გთხოვ აღარ გავაგრძელოთ, თორემ ვატყობ განკითხვა გამომდის. მამა თეიმურაზის ლოცვა შეგვეწიოს ყველას...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 11 2007, 09:50 PM
პოსტი #49


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Jan 11 2007, 04:29 PM) *



მამა თეიმურაზის ლოცვა შეგვეწიოს ყველას...


ამინ!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Jan 12 2007, 12:32 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



მე ამ სავანეში 2000 წლის მიწურულს მიმიწვიეს ბერძნული-ბიზანტიურ-ქართული ცრუ გალობის მოსასმენათ. არ ვიცი ამჯამად როგორ არის, მაგრამ საშინელად გულდამძიმებული წამოვედი.
ცნობისათვის ამ სამწუხარო მოძრაობის მეორე ტალღა სწორედ აქედან გავრცელდა. ამ სავანის მორჩილებმა იუდიო ჩანაწერების საშუალებით მექანიკურად გააწყვეს ბერძნული საგალობლები ქართულ ლოცვით ტექსტზე.
დეტალებზე არ დავწვრილმანდები მაგრამ იმდენად საშინელი და ყალბი იყო მიბაძვა რომ გამასპინძლებითაც ბერძნულად გაგვიმასპინძლდენ- რახათ-ლუქუმითა და არყით blink.gif unsure.gif .
როგორც თქვენ ამბობთ ამჯერად გარკვეული მიდგომა შეცვლილია (რაშიც დიდი ეჭვი მეპარება) და ამ ნაყალბევს აღარ გალობენ (ალბათ), მაგრამ აშკარაა ქართული ეკლესიის ტრადიციების უგულვებელყოფა და ბერძნულ-ბიზანტიურის გაფეტიშება.


--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 12 2007, 03:12 PM
პოსტი #51


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჯამბაკური
ციტატა
ბერძნულად

ციტატა
რახათ-ლუქუმითა და არყით


თურქულ-რუსულს უფრო ჰგავს.... unsure.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 12 2007, 11:20 PM
პოსტი #52


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ჯამბაკური @ Jan 12 2007, 08:32 AM) *

ცნობისათვის ამ სამწუხარო მოძრაობის მეორე ტალღა სწორედ აქედან გავრცელდა. ამ სავანის მორჩილებმა იუდიო ჩანაწერების საშუალებით მექანიკურად გააწყვეს ბერძნული საგალობლები ქართულ ლოცვით ტექსტზე.
დეტალებზე არ დავწვრილმანდები მაგრამ იმდენად საშინელი და ყალბი იყო მიბაძვა რომ გამასპინძლებითაც ბერძნულად გაგვიმასპინძლდენ- რახათ-ლუქუმითა და არყით blink.gif unsure.gif .



ბიზანტიური გალობის შესასწავლად წავიდნენ მონასტერში??? biggrin.gif biggrin.gif

ნუ ახლა ბერძნებმა რომ სტუმარ-მასპინძლობა იციან ჩვენ სად ვიცით ისეთი biggrin.gif biggrin.gif ეგეც ხომ მათგან უნდა ვისწავლოთ biggrin.gif biggrin.gif


ისე, ათონელი ბერებისგან ლოცვა და მორჩილება ვისწავლოთ უფრო უკეთესია, ვიდრე მათი ტრადიციები...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 13 2007, 12:37 AM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ჯამბაკური @ Jan 12 2007, 12:32 PM) *

დეტალებზე არ დავწვრილმანდები მაგრამ იმდენად საშინელი და ყალბი იყო მიბაძვა რომ გამასპინძლებითაც ბერძნულად გაგვიმასპინძლდენ- რახათ-ლუქუმითა და არყით blink.gif unsure.gif .


ჯამბაკურ, მეც ვარ ნამყოფი, მაგრამ რა არაყი (ალბათ რაკის გულისხმობ), რის რახათ-ლუქუმი biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 13 2007, 01:07 AM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Jan 11 2007, 08:29 PM) *

რომელი და ბერების მიღების წესის


ვერ გავიგე მაინც. რა წესი? ბერებს იქ რა უნდათ?

ციტატა
თავბოლოიანი ბიზანტისტი მე ვარ მაგალითად. უთავბოლოა ის, როცა ადამიანს მზამზარეული გადმოაქვს ბერძნული ტრადიცია, იმის განუკითხავად ჩვენ გვქონდა რაიმე მსგავსი თუ არა.


ახლა საიდან იცით მამა თეიმურაზი რას აკეთებს? ისევ განკითხვა გამოგდით. და "ძველი წესების კვლევას" რაც შეეხება, პირადად იცით ერთი ტაძარი თბილისში, სადაც დიდ დღესასწაულებში ზეთს არ სცხებენ მორწმუნეებს. ეგ რომელ ქართულ ტიპიკონში ნახეს? მე ასეთი არ ვიცი. სამაგიეროდ ათონის წმ. მთის დიონისიუს მონასტრის ტიპიკონში ჩამოთვლილია ის დღესასწაულები, როდესაც იქ ზეთს არ სცხებენ. ახლა მამა თეიმურაზს რომ ეთქვა ეს ათონურ ტიპიკონში ვნახეო და შემოვიღოთო, ტალახში ამოსვრიდნენ მის სახელს, მაგრამ თუ ვინმე თავისი ნება-სურვილით აკეთებს ამას, ეს თურმე მისაღები ყოფილა. ორმაგი სტანდარტის შთაბეჭდილება მრჩება.

ციტატა
ვისაც სურვილი აქვს გამოასწოროს რაიმე ან ჩამოაყალიბოს (რასაც რუსუციზმების წინააღმდეგ ძირითადში მივესალმები), ჯერ ძველი ქართულის აღდგენაზე იზრუნოს, ჩვენ დიდ წინაპართა დარად.


უკაცრავად, მაგრამ გიორგი მთაწმიდელი სწორედ რომ ძველ ქართულ ტრადიციებს არ აღადგენდა.

ციტატა
მაგალითად, მიმდინარეობს ქართული საღვთისმსახურო ტექსტების ჩასწორება, მაგრამ ეს კომისია ბერძნულს კი არ თარგმნის, გიორგი მთაწმინდლის აღდგენაზე მუშაობს (სადაც ცხადია ბერძნულიც უამრავია, მაგრამ ძველი და ტრადიციულია)


ამას სერიოზულად მეუბნებით, თუ ედიშერ ჭელიძის ნასწორები ლოცვანი არ გინახავთ? ზიარების ლოცვები და დაუჯდომელი სტანდარტული ბერძნული ჟამნის მიხედვითაა გასწორებული (საინტერესოა რომ თვითონ ბ-ნი ედიშერი ბერძნული ტექსტის წყაროს არ მიუთითებს, მაგრამ ან ჟამნი უნდა იყოს, ან პროსეFხიტარიონი). ბ-ნი ედიშერი ლიტურგისტი რომ არ არის, კრებულს ეს კარგად ეტყობა უმწეო ისტორიულ-ლიტურგიკულ კომენტარზე, ცვლილებების ერთი ნაწილი სრულიად გაუმართლებელია, რადგან ბ-ნმა ედიშერმა გამოიყენა არა ბერძნული კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, არამედ თანამედროვე გამოცემა (მაგალითად დაუჯდომლის შემთხვევაში), წიგნში ბეჭდვისას დაშვებული შეცდომები აშკარად ნორმაზე მეტია და ა.შ. ყველა ხარვეზს აქ ვერ ჩამოვწერ. რომ მოკვდეთ, ბ-ნი ედიშერის გასწორებების ნაწილს ვერაფრით ვერ იპოვით ქართულ ხელნაწრებში. რაც შეეხება გიორგი მთაწმიდელის ტექსტების გამოცემას,

- ისინი არ შეიცავენ ტიპიკონით გათვალისწინებულ ყველა საგალობელს, რადგან ათონურ სვინაქსარზე არიან გათვლილი.
- გიორგი მთაწმიდელის ტექსტების ერთი ნაწილი ნასწორები ან ხელახლა თარგმნილი აქვთ არსენ იყალთოელს და ეფრემ მცირეს.
- შეუძლებელია გიორგის ყოველმხრივ გამართული ბერძნული დედნები ჰქონოდა.
- გიორგი მთაწმიდელიც ადამიანი იყო (თუმცა წმიდა), ამიტომ შეცდომებისგან არც ის იყო დაზღვეული.

აქედან გამომდინარე კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომელიც ძვ. ქართულ თარგმანებსაც გაითვალისწინებს და ბერძნულ ორიგინალსაც. ზოგ შემთხვევაში უკან დაბრუნება უაზროა. მაგალითად ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის ჟამისწირვების ლოცვების ტექსტები მე-12-13-ე ს. თარგმანებს უკავშირდება. ამის გამო რა, უკან წავიდეთ? მე ვაფასებ იმ ხალხის შრომას, ვინც გიორგის ტექსტებს გამოსცემს, მაგრამ აი იგივე ბოდბის მონასტრის მიერ დაწყებული თვენის გამოცემის დანიშნულებას ვერ მივხვდი. წიგნები უზომოდ ვრცელია, ხშირად ტიპიკონით გათვალისწინებული საგალობლები არ არის, არაა მითითებული არანაირი ტიპიკალური მოთხოვნები, ტექსტი თითქოს რამდენიმე ხელნაწერის მიხედვითაა გამოცემული, მაგრამ რა პრინციპითაა ვარიანტული წაკითხვები არჩეული, უცნობია, სქოლიოები კი წიგნებს არა აქვს და ა.შ. ისე სხვათა შორის წმ. თეკლას მონასტერს გამოცემული აქვს გიორგი მთაწმიდელისეული სახარება და აგრეთვე ფსალმუნი. ესეც ელინოფილიაა?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 13 2007, 02:30 AM
პოსტი #55


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



დაიწყო ისევ ედიშერის განკითხვა...მოკლედ, როდის დამთავრდება ამდენი დაპირისპირებები...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სხალთელი
პოსტი Feb 28 2007, 01:52 PM
პოსტი #56


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,218



გაუმარჯოს ყველას...


იცით რაა ყველაზე მეტად საწყენი???
რაც არ იცით და არ გინახავთ იმაზე მსჯელობთ და განიკითხავთ...
დასვით მაინც კითხვა_იქნებ რაა ან რაშია საქმე.


გუჯა_ისე პლაგიატობა არაა კაი საქმე...
ეგ ფილმი... ავტორს რო სდომებოდა თვითონაც მოახერხებდა აქ განთავსებას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 28 2007, 01:55 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გაუმარჯოს ყველას...


გამარჯობა კეთილო smile.gif

ციტატა
რაც არ იცით და არ გინახავთ იმაზე მსჯელობთ და განიკითხავთ...
დასვით მაინც კითხვა_იქნებ რაა ან რაშია საქმე.


აბა ამაზე ცოტა ვრცლად....

ციტატა
გუჯა_ისე პლაგიატობა არაა კაი საქმე...
ეგ ფილმი... ავტორს რო სდომებოდა თვითონაც მოახერხებდა აქ განთავსებას...


ეს ფილმი სხვათაშორის, მამა თეიმურაზის სულიერმა შვილმა მოგვცა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სხალთელი
პოსტი Feb 28 2007, 02:26 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,218



არავითარი გაღიზიანება აქ არაფერ შუაში არაა...
ეგ სოტირი სადღაც დანიასჰი ცხოვრობს...

მე პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი ამ უახლოეს წარსულში...

ისე 1990 წლიდან მაცვია სტიქარი... (ქაშვეთი)...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 28 2007, 03:10 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი ამ უახლოეს წარსულში...

ისე 1990 წლიდან მაცვია სტიქარი... (ქაშვეთი)...


ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე მხოლოდ სამი წელია სტიქარი მმოსავს და 16 წლის ვარ smile.gif

აბა გვითხარი შენი აზრი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 28 2007, 04:11 PM
პოსტი #60


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(eklesia monastrebi @ Feb 28 2007, 09:52 AM) *

რაც არ იცით და არ გინახავთ იმაზე მსჯელობთ და განიკითხავთ...


მრავლობითში ნუ ლაპარაკობ, მე თუ არ ვიცი სხვებმა საკუთარი თვალით ნახეს რაც იქ ხდებოდა, ეს წაიკითხე?

ჯამბაკური- მე ამ სავანეში 2000 წლის მიწურულს მიმიწვიეს ბერძნული-ბიზანტიურ-ქართული ცრუ გალობის მოსასმენათ. არ ვიცი ამჯამად როგორ არის, მაგრამ საშინელად გულდამძიმებული წამოვედი.
ცნობისათვის ამ სამწუხარო მოძრაობის მეორე ტალღა სწორედ აქედან გავრცელდა. ამ სავანის მორჩილებმა იუდიო ჩანაწერების საშუალებით მექანიკურად გააწყვეს ბერძნული საგალობლები ქართულ ლოცვით ტექსტზე.
დეტალებზე არ დავწვრილმანდები მაგრამ იმდენად საშინელი და ყალბი იყო მიბაძვა რომ გამასპინძლებითაც ბერძნულად გაგვიმასპინძლდენ- რახათ-ლუქუმითა და არყით .
როგორც თქვენ ამბობთ ამჯერად გარკვეული მიდგომა შეცვლილია (რაშიც დიდი ეჭვი მეპარება) და ამ ნაყალბევს აღარ გალობენ (ალბათ), მაგრამ აშკარაა ქართული ეკლესიის ტრადიციების უგულვებელყოფა და ბერძნულ-ბიზანტიურის გაფეტიშება


ციტატა(eklesia monastrebi @ Feb 28 2007, 09:52 AM) *

დასვით მაინც კითხვა_იქნებ რაა ან რაშია საქმე.


როგორც პატრიარქის ყოფილი სტიქაროსანი...შენთან მაქვს კითხვა: რომელ ეპარქიას ეკუთვნის ეს მონასტერი? რომელმა ეპისკოპოსმა აკურთხა?

ციტატა(eklesia monastrebi @ Feb 28 2007, 09:52 AM) *

ეგ ფილმი... ავტორს რო სდომებოდა თვითონაც მოახერხებდა აქ განთავსებას...


დროებას მთელი საქართველო უყურებს, ფორუმზე რამოდენიმე კაცი პოსტავს, რა პრობლემაა?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 06:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი