IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> გიორგი II, 1072-1089
sable
პოსტი Jun 2 2009, 09:54 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(bekas @ Jun 2 2009, 02:46 AM) *

გადაწყვიტე რომელი მშობელი უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს შვილზე, მამა თუ დედა. თორე შენ როგორც გაწყობს ხან მამა და ხან დედა ეგრე არაა.


ორივე ახდენს გავლენას, ფსიქოლოგიურს თუ არა (ანუ შეიძლება ბავშვი გაზრდამდე დაობლდეს) გენეტიკურს მაინც.

ციტატა(bekas @ Jun 2 2009, 02:46 AM) *

არც ის დაგავიწყდეს რომ ათაბაგის სახელო პირველად თამარის დროს გამოჩნდა და გაიხსენე რა ევალებოდა ამ მოხელეს.


ეგ ცაკლე თემაა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Aug 15 2009, 08:54 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ვფიქრობ, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველა მწერალი რომლის ისტორიულ რომანებშიც დავით აღმაშენებლის ეპოქაა აღწერილი გიორგი მეფის საკუთარი ინიციატივით გადადგომის ვერსიას ემხრობა და მას ნადირობისა და ლხინის მოყვარულ ადამიანად წარმოგვიდგენენ, რომელსაც სულაც არ ეპიტნავებოდა მეფობა. აქ მართლაც ვერაა რაღაც რიგზე (დაეჭვებული სმაილი) dry.gif g.gif saidumlo.gif read.gif umnik3.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 8 2009, 01:10 AM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ninela @ Aug 15 2009, 08:54 PM) *

ვფიქრობ, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველა მწერალი რომლის ისტორიულ რომანებშიც დავით აღმაშენებლის ეპოქაა აღწერილი გიორგი მეფის საკუთარი ინიციატივით გადადგომის ვერსიას ემხრობა და მას ნადირობისა და ლხინის მოყვარულ ადამიანად წარმოგვიდგენენ, რომელსაც სულაც არ ეპიტნავებოდა მეფობა. აქ მართლაც ვერაა რაღაც რიგზე (დაეჭვებული სმაილი) dry.gif g.gif saidumlo.gif read.gif umnik3.gif


რომანები ისტორიული ჭეშმარიტების დასადგენად ვერ გამოდგება! მაგ საკიტხზე ზემოთაც ვმსჯელობდით! ისე საინტერესოა ტქვენი ყველას აზრი იმასთან დაკავშირებით თუ არ გადამდგარა, მაგალითად, მაშინ რა მოხდა?

საინტერესოა იგივე გიორგი II ხანაში მომხდარი სხვა მმოვლენების ანალიზიც მაგალიტად ეწ დიდი თურქობის 1080-3 წწ და აშ.
აქ დავდებ გიორგის მეფობის ამსახვენ ქართული ვიკისეულ ვერსიას:

გიორგი II (დ. 1054* - გ. 1112), საქართველოს მეფე 1072-1089, ბაგრატ IV-ის ძე.

მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა". ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს - ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს - ასკალანა და სხვ.

1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.

1073 ან 1074 საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, მოარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი. გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისაჲ" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა". აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი ("ციხე ქუეყანა"), "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები.

საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ (1074 ბიზანტია იძულებული გახდა თავისი სამფლობელოს აღმოსავლეთ მიწა-წყლის დიდი ნაწილი თურქებისათვის დაეთმო) ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან ― დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა. ყველისციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით. მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს. თურქებმა იავარჰყვეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით გაბრუნდნენ უკან.

XI საუკუნის 80-იანი წწ. დამდეგიდან დაიწყო თურქ-სელჩუკთა ახალი შემოსევები. გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა (სავარაუდებელია 1081-1082)* და მორჩილება გამოუცხადა. საქართველო თურქ-სელჩუკების მოხარკე გახდა. კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. მტრისა და ქართველთა შეერთებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა. ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა. ზამთარში, ალბათ გარკვეული მოსაზრებით, გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის გამო გიორგი II-ს ჰკიცხავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური ― უბედურება მიწისძვრა, რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება: 1089 გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი (შემდეგში აღმაშენებლად წოდებული) დასვეს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ვახუშტი ბაგრატიონი, მ. ბროსე) თვლის , რომ გიორგი II გარდაიცვალა 1089, ხოლო ზოგიერთი (ნ.ურბნელი, თ.ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 დებს.*

1* უფრო ადრე დაიბადა.
2* 1083 წელს
3* ქართული ვიკის ავტორის ვერსიის მიხედვით გიორგი ძალის გამოყენებით გადაუყენებიათ, სოციალური და პოლიტიკური ვითარების გართულების გამო (?).


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 11 2009, 07:12 PM
პოსტი #44


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ა ეხლა აღიარეთ, რაც დავითმა გააკეთა იმას მამამისი გიორგი აკეთებდა? (ნუ, საფუძველს თუ უყრიდა სამომავლო საქმეს?) biggrin.gif

შვილმა აჯობა და მართლაც კარგი გადაწყვეტილება იყო.... გაამართლა biggrin.gif (ხშირად როგორც წესი არამართლებს : ) )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 11 2009, 07:18 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ქევანა

გააჩნია რას აკეტებდა გიორგი ისეთს რაც შვილმა გააგრძელა?

გიორგი ცოტა განსხვავებული მიდგომა ჰქონდა დავითს კიდევ უფრო

განსხვავებული თუმცა მიზანი ერთი იყო.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
odishari
პოსტი Feb 21 2010, 06:00 PM
პოსტი #46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 25-January 10
წევრი № 8,043



ქევანა
ციტატა
ხასიათით კი იყო კარგი, ის კიარადა მეომარიც კარგი იყო, მაგრამ.. ნადირობა უყვარდა ნამეტნავი (ვეჟინის ალყა და აჯამეთის ნადირობა biggrin.gif).. ვერ უმკლავდებოდა სახელმწიფო საქმეებს.. ხო იცი, ქვეყნის მართვას დარდიმანდული ხასიათი კიარა რკინის ნერვები უნდა, გონება... და საკუთარი თავის მსხვერპლას შეწირვა...


ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ მეფემ ალყა მოხსნა და სანადიროდ წავიდა, არ ნიშნავს, რომ მას "დარდიმანდული ხასიათი" ჰქონდა...

იქნებ გაიხსენოთ და მითხარათ ერთი პრეცენდენტი მიანც, როცა ქართველებმა ხანგრძლივი ალყით ციხე აიღეს? ქართველებს ეს არასდროს გაგვიკეთებია, შესაბამისად არც ამის გამოცდილება გვქონდა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ალყის მოწყობას დიდი რაოდენობის ჯარი სჭირდება, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სურსათ-სანოვაგით, რაც დიდ მატერიალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული... ქონდა იმ დროს საქართველოს ამის რესურსი? ქვეყანა ისედაც სულს ღაფავდა...

რომელი ჯობდა - სანადიროდ წასვლა თუ უაზრო ალყა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2026, 02:38 PM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი ისტორიკოსების ნაწილი საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი დავითის მამის - გიორგი II-ის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დამოკიდებულება არ არის სამართლიანი, გიორგი არ იყო სუსტი მეფე, რასაც წყაროებიც მოწმობს (იგივე მოსაზრება გააჩნია რ. მეტრეველს).

უძველესი ქარათული წყარო, რომელიც გიორგი მეფის შესახებ გვაწვდის ცნობებს, არის "მატიანე ქართლისა".

თხზულების ავტორის პირველი სიტყვებით კარგად ჩანს მეფის ღირსებები: "გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხუესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, პურად უკეთესი ყოველთა კაცთა, ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული".

მემატიანის აზრით, გიორგი მეფე არაერთი ღირსებით ყოფილა შემკული, იგი გასცემდა მოწყალებებს, ებრალებოდა გლახაკნი და გამორჩეული მებრძოლიც ყოფილა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 09:54 AM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი მეორე უარყოფითადაა წარმოჩენილი საქართველოს ეკლესიის 1979 წლის კალენდარშიც: "საქართველოს იმდროინდელი მეფე ქუთაისისა და გეგუთის სამეფო რეზიდენციებში სიამტკბილობაში და აჯამეთის ტყეში ნადირობაში ატარებდა დროს. ჩვენი ერის მოწინავე შვილებმა აიძულეს მეფე გიორგი ტახტიდან გადამდგარიყო".

გიორგი მეფის ცხოვრებას სიამტკბილობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და ვფიქრობთ, ამგვარი შეფასება მეფის მიმართ გადამეტებული და არასამართლიანია".

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 12:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი