![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ანუ ლოცვებს უარყოფთ?
ლოცვებში ხშირად ვევედრებით, თუნდაც ანგელოსებს, რომ ჩვენი სული დაიცვას და ხორციც, ეს დიდი საიდუმლოა თU როგორ არის სული, ჩვენ ვართ ადამიანები, და ჩვენი ადამიანური გონება იმაზე მეტს ვერ გასწვდება როგორ არის და ა,შ ადამიანი არის ხორციც და სულიც, და ეს ერთია ერთად არის, როცა კვდება მხოლოდ მაშIN იყოფა, და ლოცვებშI იმიტომ ვევედრებით მარტო სულის გაადარჩენისთვის, რომ ცოდვისას სული სნეულდება, თუმცა შეიძLება ცოდვის გამო, ხორციელად რაიმე მოგივიდეს, ამგრამ ეგ მხოლოდ ხორცეული წუთIერია, აი სულიერი სნეულება კი მარადიული, ხოდა მიხვდითალბად |
Atman |
![]()
პოსტი
#102
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აკაკი
სულის გადარჩენაზე იმიტომ ლოცულობ რომ ილუზიაში ხარ და სულად არ გრძნობ თავს. სულს გონება არა აქვს, გონება კი სულს ვერ ჩაწვდება. სანამ გონებას არ გათიშავ ვერ შეიცნობ ვინ ხარ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
mekaje |
![]()
პოსტი
#103
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
სულის უკვდავება
სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს. იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან. უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15). ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43). ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2). ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16). დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება. შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს. უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს. სამშვინველი და სული წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას. აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
mekaje |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება ადამიანი - გვირგვინი შესაქმისა ადამიანი მიწიერ ქმენილებათა კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და თავისი მდგომარეობით ყოველ მიწიერ არსებაზე მეუფებს. თავად მიწიერი, ნიჭით ზეციურ არსებებს უახლოვდება: „დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა...“ (ფს. 8,5). მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის შექმნას ამგვარად აღწერს: მას შემდეგ, რაც მიწიერი არსებები შექმნა, „თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა... და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“ (შესაქ. 1,26-27). უკვე თავისთავად ეს საღვთო ბჭობა, რასაც სხვა მიწიერ არსებათა შესაქმის დროს ადგილი არ ჰქონია, ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანი დედამიწაზე განსაკუთრებული, გამორჩეული, აღმატებული და უსრულყოფილესი, სამყაროში უმაღლესი დანიშნულების მქონე ქმნილება უნდა ყოფილიყო. საღვთო ბჭობით დადგინდა, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილიყო და ამით კიდევ უფრო იკვეთება აზრი ადამიანის მაღალი მოწოდებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ - იგი, მართლაც, ღვთის ხატად არის შექმნილი ყოველ ხატში აუცილებლად პირველსახესთან მსგავსება იგულისხმება. მაშასადამე, ღვთის ხატის არსებობა ადამიანში ადასტურებს, რომ მის სულიერ ბუნებაში თავად საღვთო თვისებები აისახება. დასასრულ, შესაქმის მეორე თავში ადამის შექმნის ერთგვარად ზედმიწევნითი გადმოცემა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ადამიანის ბუნების გამორჩეულ უპირატესობებს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (შესაქმ. 2,7). აქ განირჩევა ორგვარი ქმედება ან ქმედების ორი მხარე, რომლებიც, უნდა ვიფიქროთ, რომ ერთდროულად მიმდინარეობდნენ; ესენია - სხეულის შექმნა და მისი განცხოველება. ღირსი იოანე დამასკელი შენიშნავს „თანადროულად შეიქმნა სული და სხეული და არა ჯერ სული და შემდგომ სხეული, როგორც ორიგენე ლაყბობს“ 20. შესაქმის წიგნის მიხედვით, ღმერთი ადამიანს სრულიად განსაკუთრებულად, უკვე არსებული მიწისა და სტიქიონთა საწყისებიდან ქმნის. ამას ახორციელებს თავისი უშუალო ქმედებით და არა ოდენ ბრძანებით, ან სიტყვით, როგორც ეს სხვა არსებათა შესაქმის დროს მოხდა. ამით ხდება მინიშნება, რომ თავისი სხეულებრივი ორგანიზაციით ადამიანი შექმნიდანვე არის ყველა ქმნილებაზე აღმატებული არსება. შემდეგ ნათქვამია, რომ ღმერთმა „შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ. და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (შესაქმ. 2,7). ხატოვანი გამოთქმით, თავად ღვთიურ ბაგეთაგან სიცოცხლის სულის მიმღები ადამიანი არის მიწიერისა და ზეციურის, მატერიალურისა და სულიერის ცხოველი ნაზავი. ამიტომ უთმობს წმიდა წერილი ადამიანის სხეულის მნიშვნელობას განსაკუთრებულ ყურადღებას. სხეული სულის თანამგზავრი, მისი ორგანო და თანამშრომელიც კი უნდა იყოს. თავად სულზეა დამოკიდებული, დამდაბლდეს და სხეულის მონა გახდეს, თუ ნათელმოსილ სულს დაუქვემდებაროს მორჩილ შემსრულებლად და თანაშემწედ ქცეული სხეული. სულის წყალობით შეიძლება სხეული უწმიდურებისა და სიბილწის ცოდვის ჭურჭელი შეიქნას, ან მასთან ერთად ღვთის განდიდების თანამონაწილე გახდეს. ამას გვასწავლის წმიდა წერილი (რომ. 3,14; გალ. 3,3; I კორ. 9,27; გალ. 5,24; იუდ. 7-8 მუხლი; I კორ. 3,16-17; I კორ, 6,20). ხორციელი სიკვდილით ადამიანის სულსა და სხეულს შორის კავშირი საბოლოოდ არ წყდება. ოდესმე დადგება ჟამი და ადამიანთა სხეულები აღდგებიან, მიიღებენ ჩვეულ სახეს და სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, რათა მარადიულ ნეტარებას ან ტანჯვას ეზიარონ იმისდა მიხედვით, თუ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში რა მოიმოქმედეს ადამიანებმა - სიკეთე თუ ბოროტება (2 კორ. 5,10). უფრო ამაღლებულ თვალთახედვას გვინერგავს საღვთო წერილი სულის ბუნების შესახებ. მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია - სული ადამიანს მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედეით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად განსხვავებული - იგი არამიწიერია და გააჩნია არაამქვეყნიური, ზეციური ბუნება, ყოველივე მიწიერთან შედარებით ადამიანის სულის უდიდესი უპირატესობა უფალმა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვსისა?“ (მთ. 16,26). უფალი მოძღვრავდა მოწაფეებს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ (მთ. 10,28). სულის მაღალ ღირსებაზე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „სული ღვთიური შთაბერვაა, იგი ზეციურია და იძულებულია, მტვერს შეერიოს, ღვთაებრივი ნათელია ჩაუქრობელი, თუმცა კი მღვიმეშია გამომწყვდეული... ბრძანა სიტყვამ (ღმერთმა) და აიღო ახალშექმნილი მიწის პეშვი, უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩემი ხატება და მასში უხილავი ღვთაებრივი ნაკადი - სული წარმართა, რითაც თავის სიცოცხლესთან წილნაყარი გამხადა“21. ოღონდ წმიდა მამათა ამგვარ ამაღლებულ, ხატოვან გამოთქმებზე დაყრდნობით არ უნდა დავასკვნათ, რომ სული „ღვთაებრივია“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და შესაბამისად იგი მუდამ მყოფთბდა - მანამდეც, სანამ მიწიერ ადამიანში - ადამში განხორციელდებოდა (ამგვარი თვალსაზრისი გვხვდება ვ.ს.სოლოვიოვის მხარდამჭერ ერთ-ერთ თანამედროვე საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ მიმდინარეობაში) თავისთავად გამოთქმა „სულის ზეციური წარმომავლობა“ არ ნიშნავს, რომ იგი არსით ღვთიურია. უბრალოდ გამოთქმა „შთაბერა სული სიცოცხლისა“ არის ადამიანური აღქმისათვის მისადაგებული ანთროპომორფული ფრაზა და არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს ღმერთმა სული მას თავისი საღვთო სუბსტანციიდან მიანიჭა. არც სუნთქვაა ადამიანის, როგორც ფიზიკური არსების, ელემენტების ამოსუნთქვა. ასევე არ შეიძლება ბიბლიური გამონათქვამიდან დავასკვნათ, რომ სული საღვთო არსიდან წარმოიშვა და მისი შემადგენელი ნაწილია. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „არიან უგუნურნი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს ისე გაუტაციათ, რომ ღვთისთვის სათნოდ აღარაფერს მოიაზრებენ. (წმიდა წერილში) გამოთქმათა მისადაგებას უყურადღებოდ ეკიდებიან და კადნიერად ლაპარაკობენ სულის საღვთო არსებიდან წარმოქმნაზე. ო, სიშლეგევ! ო, უგუნურებავ! რამდენი დამღუპველი გზა უჩვენა ეშმაკმა თავისი მსახურების მოსურნეთ! ამის გასაგებად შეხედე, როგორ ურთიერთსაპირისპიროდ არის ეს ხალხი მომართული: ერთნი ჩასჭიდებიან გამოთქმას „შთაბერა“ და ამბობენ, რომ სულები საღვთო არსიდან წარმოიშვნენ; მეორენი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ სულები შეიძლება უდაბლეს პირუტყვთა არსად გარდაიქმნან. ამ სიგიჟეზე უარესი რა შეიძლება იყოს?!“22. თუ როგორ უნდა გავიგოთ ანთროპომორფული გამოთქმები ღმერთზე, ამის შესახებ ვისაუბრეთ თავებში „საღვთო თეისებები“ და „ღმერთი - სული“. აქ კი გამოვიყენოთ ნეტარი თეოდორიტეს მსჯელობა: „როდესაც მოსეს მონათხრობში ვისმენთ, რომ ღმერთმა აიღო მიწიდან მტვერი და შექმნა ადამიანი, ამ გამოთქმის აზრის გამოძიებისას ვხვდებით, თუ რაოდენ გამორჩეულად კეთილგანწყობილია ღმერთი კაცთა მოდგმის მიმართ. შესაქმის აღწერისას დიდი წინასწარმეტყველი შენიშნავს, რომ ღმერთმა ყოველი სხვა ქმნილება „თქუა“ და შექმნა, ადამიანი კი თავისი ხელებით გამოძერწა. როგორც [უფლის] „ნათქვამში“ ვგულისხმობთ მხოლოდ ნებას და არა ბრძანების გაცემას, მსგავსადვე ხელებით ქმედება სხეულის აგების საქმისადმი მისი უდიდესი ყურადღების მიმანიშნებელია. საღვთო ნებით ახლაც ისახება ნაყოფი დედის წიაღში და ბუნება დასაბამითვე მის მიერ დადგენილ კანონებს აღასრულებს, მისივე ნებით შეიქმნა მიწისაგან ადამიანის სხეული და მტვერი ხორცად იქცა“. სხვაგან ნეტარი თეოდორიტე უფრო განზოგადებული ფორმით მსჯელობს: „არ ვამბობთ, თითქოს ღვთაებას ხელები ქონდეს... მაგრამ ვამტკიცებთ, თითოეული ამგვარი გამოთქმა მიანიშნებს, რომ სხვა ქმნილებებთან შედარებით საღვთო მზრუნველობა ადამიანის მიმართ მეტია“23. სული, როგორც სხეულისაგან განსხვავებული, თვითმყოფადი სუბსტანცია სულის თვითმყოფადობისა და თვითღირებულებათა გასააზრებლად ეკლესიის ძველი მამები და მასწავლებლები ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ წმიდა წერილს. ისინი განმარტავდნენ და ცხადყოფდნევნ, თუ რა განსხვავებაა სულსა და სხეულს შორის, რათა უკუეგდოთ მატერიალისტური აზრი, რომლის მიხედვითაც სული საკუთარ სუბსტანციას ანუ ბუნებას მოკლებულია და მხოლოდ სხეულის ნაწილთა ჰარმონიულ გამოხატულებას ან სხეულის ფიზიკური ქმვდების შედეგს წარმოადგენს. ეკლესიის მამათა უბრალო დაკვირვებებიც ცხადყოფს, რომ ა. სულს ახასიათებს სხეულებრივ მისწრაფებათა მართვა, სხეული კი ბრძანებას ემორჩილება (ათინაგორა და სხვანი); ბ. სხეული იარაღი თუ ინსტრუმენტია ხელოვანის ხელში, თავად ხელოვანი კი სულია (წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი); გ. ძილის დროს სული ერთგვარად ივიწყებს სხეულის არსებობას, მისგან განყენებულად შრომობს, ქმნის, ოცნებობს და აზროვნებს (ტერტულიანე); დ. სული სხეულს უპირობოდ არ ემორჩილება, შეუძლია მისთვის უცხო და მტრულ მისწრაფებებს შეებრძოლოს და მათზე გამარჯვება მოიპოვოს. ამით დასტურდება, რომ სული და სხეული ერთი და იგივე არ არის. სული უხილავი, ყოველივე სხეულებრივზე აღმატებული, გამორჩეული ბუნების მქონეა (ორიგენე); ე. სულს ხელს ვერ შეახებ, იგი მოუხელთებელია, სისხლი, ჰაერი ან ცეცხლი კი არ არის, არამედ თვითმოძრავი საწყისია (ლაქტანციუსი); ვ. სული არის ძალა, რომელსაც ორგანიზმის ყველა ნაწილი მოჰყავს სრულ ერთობასა და თანხმობაში (წმ. ათანასე დიდი, წმ. ბასილი დიდი); ზ. სული გონიერია, არის თვითშემცნობი და გააჩნია თავისუფალი ნება (ორიგენე და სხვანი); თ. ადამიანი სხეულით დედამიწაზეა, გონებით ზეციურზე ფიქრობს და მას შეჰყურებს. სხეულით მოკვდავი უკვავებაზე მსჯელობს; არცთუ იშვიათად სათნოებათა სიყვარულის გამო ტანჯვასა და სიკვდილზე მიდის. სხეულით წარმავალია, გონებით კი მარადიული. მიილტვის მარადისობისკენ და არ აინტერესებს, რა ხდება მის ფერხთით - სხეული კი მსგავსს ვერაფერს განიზრახავდა (წმ ათანასე დიდი); ი. სულის ბუნებაზე საუბრისას ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები მიუთითებენ, რომ იგი მარტივია და უნივთო, სხეულისა კი პირიქით - შედგენილია და მატერიალური, ტლანქი. საერთოდ, უხილავი და ყოველგვარ ფორმას მოკლებული სული სხეულისათვის მისაღებ საზომებით (სივრცე, წონა და ა.შ.) არ განიზომება (ორიგენე და სხვანი). სხეულის მდგომარეობა სულზეც აისახება. მას შეუძლია სული ქმედებათა დასუსტება და გამრუდებაც კი. ასე ხდება დაავადებების, სიბერის ან სიმთვრალის დროს. ამ მოვლენის განხილვისას ეკლესიის მამები სხეულს ხშირად ადარებენ მართვად იარაღს. სულის განსხვავებული სიმძაფრით გამოვლენა სხეულში მხოლოდ ამ უკანასკნელის, როგორც იარაღის, გაუმართაობაზე მეტყველებს. სხეულში სულის გამოსავლენად არახელსაყრელი მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ ზღვაზე უცებ ამოვარდნილ ქარიშხალს, რომელიც მესაჭეს მისი ოსტატობის გამოვლენაში უშლის ხელს. ამის მაგალითად, აგრეთვე, გამოდგება აუწყობელი ქნარი, რომელიც ყველაზე დახვეწილი მუსიკოსის ხელშიც კი ვერ გამოსცემს კეთილხმოვანებას (ლაქტანციუსი). არც უხეირო ცხენები აძლევენ მხედარს სიჩაუქის გამოვლენის საშუალებას (ნეტარი თეოდორიტე). ზოგი ძველი მამა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, პაპი გრიგოლ დიდი, ღირსი იოანე დამასკელი) აღიარებდნენ სულის არამატერიალურ ბუნებას (განსხვავებით სხეულისგან) იმავდროულად თვლიდნენ, რომ ის გარკვეულწილად მაინც სხეულებრივი ანუ ნივთიერი ბუნებისაა. ამ სავარაუდო თვისების წარმოჩენით მამებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ადამიანისა და ანგელოზის სულიერება განსხვავდება უწმიდესი საღვთო სულიერებისგან, რომელთან შედარებითაც ყოველივე ნივთიერი და ტლანქი გვეჩვენება. ცალკეულ ადამიანთა სულების წარმომავლობის შესახებ საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მან მხოლოდ გადაჭრით უარყო პლატონის ფილოსოფიიდან მემკვიდრეობით მიღებული ორიგენესეული თვალსაზრისი სულთა წინასწარ არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დედაშიწაზე ზეციური სამყაროდან მოდიან. ორიგენესა და ორიგენისტების ეს სწავლება დაგმო V მსოფლიო კრებამ. მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. რომაულკათოლიკური ღვთისმეტყველება გადაჭრით მიემხრო ღმერთის მიერ თითოეული სულის შექმნის თვალსაზრისს - იგი დოგმატური სახით გადმოცემულია პაპის ზოგიერთ ბულაში. პაპმა ალექსანდრე VII ამას დაუკავშირა სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს: „და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი “ (საქმ. 17,26). აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ „რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25), ანუ უფალი შექმნილს განაგებს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი ამბობს: „თავდაპირველად მტვრისგან შეზავებული ჩვენი სხეული შემდგომში ადამიანთა სხეულების ნაკადად გადაიქცა. პირველქმნილი ძირიდან არ წყდება ერთ ადამიანში სხვათა დატევნა. ასევეა ღვთივშთაბერილი სულიც - იგი შექმნის მომენტიდან ხდება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, იბადება ხელახლა, პირველსაწყისი თესლიდან მრავალთათვის გასცემს წილს (ცხადია, აქ გრიგოლ ღვთისმეტყველმა სულიერი თესლი იგულისხმა) და ყოველთვის ინარჩუნებს მარადიულ სახეს მოკვდავში. როგორც ჩაბერვა გამოსცემს ხმებს მუსიკალური საკრავის სიდიდის მიხედვით, ასევეა სულიც - საპყარ სხეულში იგი უძლურია, ჯანსაღში კი მთელი თავისი გონიერებით წარმოჩინდება“24. ამავე აზრს იზიარებს წმ. გრიგოლ ნოსელიც. მამა იოანე კრონშტადტელი თავის დღიურებში ამგვარად მსჯელობს: „რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია - ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი“ (ლკ. 10,27). ანუ განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთჳს? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია“25. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#105
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
აქვს სულს დასაწყისი ან დასასრული?
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
mekaje |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
syd
ციტატა აქვს სულს დასაწყისი ან დასასრული? ადამიანის სულს აქვს დასაწყისი, როცა ადამიანი ჩაისახება და მარადიულად იარსებებს უფლის მადლით, ესეიგი არა აქვს დასასრული. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
Atman |
![]()
პოსტი
#107
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ადამიანის სულს აქვს დასაწყისი, როცა ადამიანი ჩაისახება და მარადიულად იარსებებს უფლის მადლით, ესეიგი არა აქვს დასასრული. რაც მარადიულია იმას არც დასაწყისი აქვს და არც დდასასრული. ის რომ სულს დასაწყისი აქვს მითია მოგონილი იმათი ვინც უარყო რეინკარნაციის არსებობა ![]() არ ვამბობ რომ აუცილებელია ვირწმუნოთ რეინკარნაციის არსებობა. ზედმეტია ეს თეორია და სულ არ გვჭირდება მე თუ მკითხავ მაგრამ ის რომ სული "ჩნდება" უფრო მეტი ილუზიაა. გააჩნია რას მოიაზრებთ ცნებაში "სული". მე პირადად, რომ დავიბადე უკვე მქონდა წარსული, თქვენი არ ვიცი ![]() syd ავატარზე გეტყობა ინტრიგნულად დასვი ეგ კითხვა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
mekaje |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
cinemamu
ციტატა რაც მარადიულია იმას არც დასაწყისი აქვს და არც დდასასრული. ამაში გეთანხმები და მარადიული მხოლოდ ღმერთია. ადამიანის სულს კი უკვდავება მიენიჭა ღვთისაგან. დანარჩენი კი ვერ გავიგე რას წერ ![]() ჩემი ზემოთ მოყვანილი პოსტები წაიკითხე? -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#109
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
mekaje
ციტატა ადამიანის სულს აქვს დასაწყისი რასაც დასაწყისი აქვს იმას დასასრულიც აქვს! და თუ არ აქვს სულს დასაწყისი, ესე იგი სანამ სხეულში შემოვიდოდით მანამ სადღაც ვიყავით ხო? ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
abo |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ჩემი აზრით - ჩვენ ვართ განსხეულებული ( მძორში ბინადადებული) სული, ეს სხეული (მძორი) სულ ამაყობს მასში დაბინავებული სულით, ამავე დროს სულ არ ზრუნავს მასზე, პირიქით ხშირად აბინძურებს კიდეც.
აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#111
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
abo
ციტატა სხეული სულის ტაზარი მაშინ არის თუ ტაძრობას უწევს სულს სხეული თავისთავად ვერაფერს გაუწევს სულს, ადამინის, ანუ პიროვნების ნების გარეშე. როგორიც არის პიროვნება, ისეთი მდგომარეობაშია მისი სხეულიც და სულიც. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Atman |
![]()
პოსტი
#112
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა სხეულს თეოლოგია იცნობს როგორც გვამს. მაგრამ უკიდურესობაში არ ვარდება. გვამსა და მძორს შორის მგონი დიდი განსხვავება არ არის. სხეული სულის ტაზარი მაშინ არის თუ ტაძრობას უწევს სულს. აბო. შენ ისე ამბობ თითქოს სხეული თავისით ფიქრობდეს. ის რაც "სულს ვნებს" გრძნობები, გონება და ინსტიქტებია და არა "გვამი" . უხეში შეწდარებაა მაგრამ კაცს სასქესო ორგანო რომ მოაჭრა, სხეულის ნაწილი გაქრება, მაგრამ სურვილი და ინსტიქტი დარჩება, თანაც უფრო მტანჯველი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
abo |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
cinemamu
ციტატა შენ ისე ამბობ თითქოს სხეული თავისით ფიქრობდეს შენი აზრი, სხვისი ფიქრი რომ არის მაგას ვხვდები. სწორედ აქაა დიდი უბედურება. ციტატა ის რაც "სულს ვნებს" გრძნობები, გონება და ინსტიქტებია და არა "გვამი" მეგობარო, სწორედ გონება, ინსტიქტები და გრძნობები როცა იმძლავრებს, მაშინ დადის ეს ყველაფერი გვამის დონეზე და ბინძურდება სული, რომელსაც შენ შეცდომით სვამ ბრჭყალებში. ციტატა კაცს სასქესო ორგანო რომ მოაჭრა, სხეულის ნაწილი გაქრება, მაგრამ სურვილი და ინსტიქტი დარჩება, თანაც უფრო მტანჯველი შენ პროფესიონალს ესაუბრები, თანაც ისეთს, ლექციებს რომ კითხულობს მაგ თემაზე. ჯობს ნორმალური ფიზიოლოგიის წიგნი გადაათვალიერო, თუ ეყო მარტო გადათვალიერება. თავი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდო. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Atman |
![]()
პოსტი
#114
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჩემი კომენტარები რატომ წაშალეთ?
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
დათიკო |
![]()
პოსტი
#115
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ეს თემა აქ იყო, თუ რომელიმე განყოფილებიდან გადმოიტანეს?
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#116
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
დათიკო
ციტატა ეს თემა აქ იყო, თუ რომელიმე განყოფილებიდან გადმოიტანეს? არ იყო მანდ, საქმე ისე წავიდა, რომ თემა აპოლოგეტიკას უფრო შეფერებოდა ვიდრე ჩვენს ,,სასაუბროს'' განყოფილებას. ასე რომ მე გამოვუშვი თქვენთან. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
დათიკო |
![]()
პოსტი
#117
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ნაინა
ციტატა არ იყო მანდ, საქმე ისე წავიდა, რომ თემა აპოლოგეტიკას უფრო შეფერებოდა ვიდრე ჩვენს ,,სასაუბროს'' განყოფილებას. ასე რომ მე გამოვუშვი თქვენთან ოკ, მივხედავ ![]() |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
,,.........აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი" ...ვითხოვთ სულის ცხონებას ღვთისაგანდა ამით თითქოს სული ჩვენი კუთვნილებაააა, მაგრამ ასევე...,,.....მაცხოვნე მე წყალობითა შენითა " , თითქოს სული ჩვენ ვართ. მე უფრო პირველი მგონია მართებული......
|
G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T |
![]()
პოსტი
#119
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 23-July 09 წევრი № 7,296 ![]() |
ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული. - საქმე 27:37.
Было же всех нас на корабле двести семьдесят шесть душ. - Деяния 27:37, Синодальный перевод. -------------------- "ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან" - მათე 5:6.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * "განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ" - 1 კორინთელთა მიმართ 15:34. |
neo |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
![]() ხუთი სული ქურდი იჯდა ზონაზე რომ ვიყავი ![]() -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი