IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული?
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 03:55 PM
პოსტი #61


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



cinemamu
ციტატა
ჩათვალე რომ ცათა სასუფეველში ვარ



რაღა გიჭირს ჩემო ცინე.

მაგრაჯმ, ეგებ მოყვე როგორია ის შენი ღმერტი, რომლისთვისაც სულერითია მისი წვეთი შეცდოავს თუ უცოდველი იცხოვრებს, მოკლავს სხვას, ტყავს ცოცოხლად გააძრობს თუ ბერად დაასრულებს ცხოვრებას სხვის სამსხურში. ვინაა ის შენი ღმერთი პიროვნება, თავისი თვისებებით, თუ უბრალო ენერგია?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 26 2009, 04:17 PM
პოსტი #62


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მაგრაჯმ, ეგებ მოყვე როგორია ის შენი ღმერტი, რომლისთვისაც სულერითია მისი წვეთი შეცდოავს თუ უცოდველი იცხოვრებს, მოკლავს სხვას, ტყავს ცოცოხლად გააძრობს თუ ბერად დაასრულებს ცხოვრებას სხვის სამსხურში. ვინაა ის შენი ღმერთი პიროვნება, თავისი თვისებებით, თუ უბრალო ენერგია?



ღმერთის აღწერა რომ შეიძლებოდეს biggrin.gif მას პიროვნული ასპექტიც აქვს და უპიროვნიც (ენერგია, ოკეანე, ბრამანი, რაც გინდა უწოდე...) პიროვნული ასპექტი კი ქრისტეა, ბუდა, და ა.შ. როგორ ფიქრობთ ყოვლის შემძლე ღმერთი მხოლოდ ერთხელ მოვიდოდა მიწაზე ქრისტეს სახით? ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ, ღვთის შვილი კი ვერ იქნება ცოდვილი მას შემდეგ რაც მიხვდება რომ ღვთის შვილია. მე არაფრით არ განვსხვავდები მართლმორწმუნე ხალხისგან, არც ვკლავ, არც ვიპარავ და დანარჩენს ისევე ვაკეთებ როგორც ყველა ცუღლუტი ბავშვი smile.gif

ცოტა სენტიმენტალურად და ბანალურად ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ იმედია მომიტევებთ a075.gif

ბერებისგან იმით განვსხვავდები, რომ ღმერთს არ ვთხოვ არაფერს, არც სულის გადარჩენას, არც იმას რომ დაგვიფაროს, არც იმასრომ ცოდვები მომიტევოს... ეს იგივე იქნებოდა შვილმა მამას რომ სთხოვოს ყოველ დილით ის, რასაც ისედაც აძლევს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 04:23 PM
პოსტი #63


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



cinemamu
ციტატა
პიროვნული ასპექტი კი ქრისტეა, ბუდა, და ა.შ.



ქრისტეს ბუდას და აშ, სხვადსხვა პიროვნული თვისებები და სხვადსხვა ქადეგა ჰქონდა, თუ შენი ღმერთია თუ ბრამანი ერთია და არა მრვალაი, მას პიროვნული თვისება უნდა გააჩნდეს და რამდენჯერაც აქ მოვა ჩვენთან, ჩვენი სიყვარულით, იმდენჯერ ის უნდა იქადაგოს, რაც ტავად არის და არა სხვადასხვა. ასე რომ ნუ ვადარებთ ერთმანეთს ქრისტეს და ბუდას. არ შეიძლება ერთდორულად ღვთის წვეთიც იყო და დამოუკიდებელი ერთეულიც, რომელმაც ცოდვა-მადლი იცის. თავად კი ერკვევი ვინ ხარ და რისი გწამს?

ციტატა
მაგრამ იმედია მომიტევებთ



რაში გჭირდება მოტევება, ცოდვა მაინც არ გაზიანებს და biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 26 2009, 04:38 PM
პოსტი #64


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ქრისტეს ბუდას და აშ, სხვადსხვა პიროვნული თვისებები და სხვადსხვა ქადეგა ჰქონდა, თუ შენი ღმერთია თუ ბრამანი ერთია და არა მრვალაი, მას პიროვნული თვისება უნდა გააჩნდეს და რამდენჯერაც აქ მოვა ჩვენთან, ჩვენი სიყვარულით, იმდენჯერ ის უნდა იქადაგოს, რაც ტავად არის და არა სხვადასხვა. ასე რომ ნუ ვადარებთ ერთმანეთს ქრისტეს და ბუდას. არ შეიძლება ერთდორულად ღვთის წვეთიც იყო და დამოუკიდებელი ერთეულიც, რომელმაც ცოდვა-მადლი იცის. თავად კი ერკვევი ვინ ხარ და რისი გწამს?



ბავშვს სხვადასხვა ასაკში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ასწავლიან, ამიტომაც ბუდას, ქრისტეს და ლაო ძის ქადაგებები ვერ იქნება ერთნაირი. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოში მოვიდნენ. "რა უნდა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისა" ქრისტე ძირითადად მიწისაზე გველაპარაკებოდა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ადამიანი ამის გასაგებად მზად. აღმოსავლეთში კი თავიდანვე იყო მეტი ბრძენი ხალხი ვიდრე მაშინდელ დასავლეთში. ამიტომაცაა ლაო-ძის მოძღვრება თითქმის გაუგებარი. განსხვავება კი ისიცაა, რომ ბუდა ინტელექტის გზით გვასწავლის ჭეშმარიტების შეცნობას, ქრისტე გულის, სიყვარულის გზით... მთავარია ვინ როგორ გაიგებს და ვისთვის რომელ ეტაპზე რომელი გზაა მისაღები.

ქრისტემ სიყვარული და სიხარული მოიტანა, ჩვენ კი მთელი აქცენტი ცოდვებზე გადავიტანეთ... რამდენი ხანი უნდა ინანიო ცოდვები? რაც უფრო ცოდვილად თვლი თავს და დამნაშავედ, მით უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენ, მით უფრო ნაკლებად გეყვარება საკუთარი თავიც და სხვებიც... ნუ განიკითხავ და არ განიკითხები... ყველაზე მეტად ჩვენ რელიგიაშია სხვა მიმართულებების და რელიგიების განკითხვა (და ისლამშიც რა თქმა უნდა, ისინი უფრო შორს წავიდნენ მაგ ამბავში)... სახარებამ სიხარული და სიყვარული უნდა მოგვიტანოს და არა იმის შეგრძნება, რომ უკანასკნელი ცოდვილები ვართ და თავზე ნაცარი უნდა ვიყაროთ... განა ანგარება არაა ის, რომ მთელი ცხოვრება ასკეტიზმში გაატარო იმისთვის რომ სამოთხე ან ცათა სასუფეველი მოიპოვო? არ მინდა გავამწვავო ლაპარაკი, ბევრს სხვანაირად ესმის ეს ყველაფერი...




--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 26 2009, 04:40 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



cinemamu
დავბურს გვახვევ თუ რას შვები? biggrin.gif

ჩვენ მართლმადიდებლები ვართ რწმენას ვერ შეგვიცვლი... biggrin.gif

რაიმის გარკვევა ჯობია სასულიერო პირთან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 04:51 PM
პოსტი #66


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



cinemamu
ციტატა
ლაო-ძის მოძღვრება თითქმის გაუგებარი



მეცინება, როცა ლაო ძის ქადაგება უიუფრო ძველად მიიჩნევენ , ვიდრე ქრისტიანობას, ყველას ვაიწყდება, რომ ქრისტე ის ღმერთია, ადამიანი, რომ შექმნა და მტავარი წიგნი, ბიბლია მასზე და მის შემოქმედებაზო რომ არის აგებული biggrin.gif ქრისტე განხორციელებული ღმერთია ჩემო კარგო...

ციტატა
მით უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენ, მით უფრო ნაკლებად გეყვარება საკუთარი თავიც და სხვებიც


შენ სინანულს საკუთარი თვის სიძულვილად აღიქვავ? სინანული ბოროტების ცადენის ტირილია და არა საკუტარი ტავის სიძულვილი.
ციტატა
ბავშვს სხვადასხვა ასაკში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ასწავლიან,



რა ასწავლიან სხვადსხვანაირად, იამს ომ ხან ოკეანის წვეთები არიან, რომელთაც ცოდვა მადლი არ იციან, ხან რამოდენიმე სიცოცხლე აქვთ რა დროსაც ან კურდღლად მოვლენ, ან მცენარედ ან ადამიანად, ზოგი სწავლებით სული აქვთ, ზოგიტაც კი სული არარსებულია? ანუ ქადაგების დროს დგას უფალი და იტყუება იმისტვის, რომ ჩვენ პატარებმა მშვიდად დავიძინოთ? ამაში ლოგიკას ხედავ? ან კი როგორ მიგაჩნია, ქრისტე იმ ოკეანის ბოლო განხორციელბაა თუ ელოდები კიდევ ახალ მესიას, აწ უკვე სრულად განსხვავებული ქადეგებებით, კი მაგრამ რომელია მათსი მართალი, წვეთი ვარ თუ წ3ქრისტეგან შეყვარებული და მისგან შექმნილი ადამიანი, ვისთვისაც ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთისგან გამოიხსნა ???? მომავალში აღდგომა მელოდება, თუ ვინმე ჩემი მეორეჯერ ცხოვრებასი ინდაურად მოსვლის დროს, ჩემგან საცივს გააკეთებს??? მიტხარი ვინ ვარ, რომელს ვუსმინო, სად არის დღეს ჩემი განვითარების საფეხური და ამ საფეხურის შესაბამისი მოძრვრება?

VisualBB
ციტატა
რაიმის გარკვევა ჯობია სასულიერო პირთან

შენ ეს ხელმოწერაში დაიდე და განმეორება აღარ დაგჭირდება biggrin.gif 2kiss.gif არ გეწყინოს, მაგრამ ნამეტანია ეხლა ეს მითითება და ყოველ სიტყვაზე კიდევ. 2kiss.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 26 2009, 05:12 PM
პოსტი #67


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მეცინება, როცა ლაო ძის ქადაგება უიუფრო ძველად მიიჩნევენ , ვიდრე ქრისტიანობას, ყველას ვაიწყდება, რომ ქრისტე ის ღმერთია ადამიანი, რომ შექმნა და მტავარი წიგნი, ბიბლია მასზე და მის შემოქმედებაზო რომ არის აგებული ქრისტე განხორციელებული ღმერთია ჩემო კარგო...


რა შუაშია აქ დრო? ლაო ძიც, ქრისტეც და ბუდაც სამივე ღმერთები არიან და ერთი და იგივე პიროვნებაა სამივე, უბრალოდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახელით მოვიდა ღმერთის პიროვნული ასპექტი. ბიბლიაც მისი შექმნილია, ყურანიც, ვეფხისტყაოსანიც. ადამიანები და მითუმეტეს გენიოსები უბრალოდ გამტარები არიან ამ ცოდნის...

ციტატა
შენ სინანულს საკუთარი თვის სიძულვილად აღიქვავ? სინანული ბოროტების ცადენის ტირილია და არა საკუტარი ტავის სიძულვილი.


ამის რელიგიურად ახსნა შეუძლებელია და ფსიქოლოგიურად აგიხსნი: წარსულში ჩადენილი მოვლენის მიუღებლობა და აგრესია წარსული საქციელის მიმართ, თუნდაც ცოდვა იყოს, ქვეცნობიერის დონეზე საკუთარი თავის მიმართ აგრესიად აღიქმება (ეს ფსიქოლოგების აზრია და არა ჩემი) და უფრო მაღლიდან თუ შევხედავთ მოვლენებს, წარსულის ნების მიუღებლობა იგივე ღმერთის ნების მიუღებლობაა, იმიტომ რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება... მე არ ვამბობ რომ ცოდვების მონანიება ცუდი წესია, უბრალოდ ეს სავალდებულო რიტუალად არ უნდა იქცეს და არ უნდა დაემუქრონ ხალხს, რომ ჯოჯოხეთში მოხვდება თუ ამ წესს არ დაიცავს.

მე ღმერთის არ მეშინია, იმიტომ რომ შიში და სიყვარული შეუთავსებელი ცნებებია. ვცდილობ მთელი გულით შევიყვარო ღმერთი, და რაც მეტად მიყვარს მით უფრო ნაკლებია შიში ჩემი ადამიანური "ცოდვების" გამო. კიდევ ვიმეორებ: ვინც ღვთის შვილად გრძნობს თავს ის ვერ ჩაიდენს "მძიმე ცოდვას" და საქათმეში კვერცხებს ბავშვებიც იპარავენ, ისე რომ სულაც არ აწუხებთ სინდისი, თუ მშობლებმა არ აიძულეს a075.gif


ციტატა
რა ასწავლიან სხვადსხვანაირად, იამს ომ ხან ოკეანის წვეთები არიან, რომელთაც ცოდვა მადლი არ იციან, ხან რამოდენიმე სიცოცხლე აქვთ რა დროსაც ან კურდღლად მოვლენ, ან მცენარედ ან ადამიანად, ზოგი სწავლებით სული აქვთ, ზოგიტაც კი სული არარსებულია? ანუ ქადაგების დროს დგას უფალი და იტყუება იმისტვის, რომ ჩვენ პატარებმა მშვიდად დავიძინოთ? ამაში ლოგიკას ხედავ? ან კი როგორ მიგაჩნია, ქრისტე იმ ოკეანის ბოლო განხორციელბაა თუ ელოდები კიდევ ახალ მესიას, აწ უკვე სრულად განსხვავებული ქადეგებებით, კი მაგრამ რომელია მათსი მართალი, წვეთი ვარ თუ წ3ქრისტეგან შეყვარებული და მისგან შექმნილი ადამიანი, ვისთვისაც ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთისგან გამოიხსნა ???? მომავალში აღდგომა მელოდება, თუ ვინმე ჩემი მეორეჯერ ცხოვრებასი ინდაურად მოსვლის დროს, ჩემგან საცივს გააკეთებს??? მიტხარი ვინ ვარ, რომელს ვუსმინო, სად არის დღეს ჩემი განვითარების საფეხური და ამ საფეხურის შესაბამისი მოძრვრება?



ჯერ ერთი ბავშვებს რელიგიის სწავლებამდე სიყვარული და მეგობრობა უნდა ასწავლო. მერე წვეთები უხეშ შედარებად მოვიყვანე და არ ღირს ამ სიტყვებით თამაში. რაც შეეხება ინდაურებს, სული მათაც აქვთ, მაგრამ ადამიანი ინდაურად არ მოვა დამიჯერე biggrin.gif

ციტატა
დავბურს გვახვევ თუ რას შვები? ჩვენ მართლმადიდებლები ვართ რწმენას ვერ შეგვიცვლი... რაიმის გარკვევა ჯობია სასულიერო პირთან



შენ თუ ნგგონია ჩემი მიზანი შენი რწმენის შეცვლაა ძალიან ცდები biggrin.gif მე მგონი შენ უფრო ხარ მოგზავნილი ამ ფორუმზე სასულიერო პირებისგან biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 05:21 PM
პოსტი #68


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



cinemamu
ციტატა
რა შუაშია აქ დრო? ლაო ძიც, ქრისტეც და ბუდაც სამივე ღმერთები არიან და ერთი და იგივე პიროვნებაა სამივე, უბრალოდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახელით მოვიდა ღმერთის პიროვნული ასპექტი.



ვაიმე დედა რა ვქნა, რითი გიშველო. შენ რა გინდა ტქვა, ღმერტი ზის და ფანტაზირობს ცაში, ხაბ ყურანს ქმნის, ხან ბიბლიას და კიდევ სხვა ათას წიგნს, მერე ამ წიგნს არიგებს ხალხში, ამის გამო უსევს და ხოციბნებს ერთმანეთს და ჩვენ კი ის ვეღარ გაგვიგია, უკვდავები ვართ თუ მოკვდავები, დამოიკიდებელი პიროვნებები თუ სუბსტანციები, წვეთები, თუ მხოლოდ ხორცი??? რას ამბობ, თქვი ვინ ვართ!cinemamu
ციტატა
იმიტომ რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება


ცინე, რას ამბობ, ღმერის ნებაა ის რომ მანიაკებმა პატარა ბავშვები გამოიჭირონ და მათზე ისირონ? და ამა შესაბამისი პახუი არ უნდა ჰქონდეს და ასეთი ადამიანი ღმერთთან (ოღონდ რომელთან, როგორთან შენი სიტყვებიდან გამომდინარე დაუდგენელია) უნდა ცხოვრობდეს და იმის მასწავლელიც არ უნდა ჰყავდეს, რომ ეს ცუდია და თუ არ იტირებს ამისთვის და ამ ბოროტებისთვის, არ უნდა გაიმეოროს მაინც?

მანახე სწავლება ან ღმერთი, რომლის ნებაა ის რომ ჩვენ ერთმანეთს ბოროტება გავუკეთოთ, დავწვათ ვაწამოთ, მოვპაროთ და გავამწაროთ. რა ზღაპრებში ცხოვრობ ცინე... მაოცებ ...
ციტატა
მე ღმერთის არ მეშინია, იმიტომ რომ შიში და სიყვარული შეუთავსებელი ცნებებია. ვცდილობ მთელი გულით შევიყვარო ღმერთი, და რაც მეტად მიყვარს მით უფრო ნაკლებია შიში ჩემი ადამიანური "ცოდვების" გამო. კიდევ ვიმეორებ: ვინც ღვთის შვილად გრძნობს თავს ის ვერ ჩაიდენს "მძიმე ცოდვას" და საქათმეში კვერცხებს ბავშვებიც იპარავენ, ისე რომ სულაც არ აწუხებთ სინდისი, თუ მშობლებმა არ აიძულეს



რომლეი ღმერთი ცინე, რა თვისებებით, რა სწავლებით, რომელი? რომელიც უკვდავებას გპირდება თუ მისი მმსგავი იქნებით სიწმინდი, რომსთვისაც სულერთია ქ ვის მოხარშავ და შეჭამ, რომელიც პიროვნება კი არა სუბსტანციაა, რომელიც სულაც არ არის, რომელიც მეორე ცხოვრებაში ინდაურად დაბადებას გპრდება თუ რომელის, იცი კი ვიის გწამს?



ციტატა
ჯერ ერთი ბავშვებს რელიგიის სწავლებამდე სიყვარული და მეგობრობა უნდა ასწავლო. მერე წვეთები უხეშ შედარებად მოვიყვანე და არ ღირს ამ სიტყვებით თამაში. რაც შეეხება ინდაურებს, სული მათაც აქვთ, მაგრამ ადამიანი ინდაურად არ მოვა დამიჯერე



და რა ძალით ასწავლი მათ სიყვარლს, ტყულით? თუ ღმერთი რაღაც კონკრეტული თვისებებიათაა, მაშინ ბავსსაც კი ვერ მოატყუებ, რომ ასეთი არაა, გარდა ამისა, ადამიანი არ ყოფილა ბავშვი. ჩვენ ადამი გვყავდა, რომელიც იმდენად სრულყოფილი იყო, რომ თავად არქმევდა ყვლაფერს სახელს, გარდა ამისა, იგი ღმერთის გევრდით ცხოვრობდა და არ იყო თითისტოლა ბავშვის განვიტარების დონეზე, რომ მას მოტყუება დასჭირვებოდა, რომ თურმე ღმერთი ასეთი კი არა სცხვანაიარია, მტავარია ჯერ მეგობრობა ისწავლო, გადის ერთი საუკუნე და არა ასეთი კი არა, სხვანაირია, ამ დროს ის პირველი სწვალებაც ძალაში რცება და იმ პირვლ სწავლებასაც რცება მიმდევრები, მაშინ როცა უკვე მეორედ კლაო- ძის სახით მოსული ღმერთი სულ სხვა რამეს ასწავლის, მერე გადის კიდევ საუკუნეები და უკვე სულ სხვა სახით მოსული ღმერთი კიდევ განსხვავებულს ასწავლის, ისე რომ იმ პირველ ორს არ უარყოს და იმ ორის მიმდევრები უფრო დაბალ საფხერუზე რცებიან, რადგან ამ ახალი მოძრვრების არ სწამთ და ასე გაუთავებლად. ეხლა მითხარი მივედით ჭეშმარიტებამდე , თუ კი თქი, რომელია ეს ჭეშმარიტება თუ კიდევ ევლოდებით ახალ ქრისტეს ან ლაო ძის?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 26 2009, 05:31 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არ ღირს კამათი, ამით ერც ერთი მოიქცევა ერთ მხარეს და არც მეორე...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 05:32 PM
პოსტი #70


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



VisualBB
ციტატა
არ ღირს კამათი, ამით ერც ერთი მოიქცევა ერთ მხარეს და არც მეორე...



მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ მე არავის მოქცევაზე პრეტენზია არა მაქვს, მაინტერსებს ამ ადამიანის რისი სწამს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 26 2009, 05:34 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მხევალი ნინო
როგორ მე გავიგე სწამს ღმერთI, რომ არსებობს, მაგრამ არ სჯერა მართLმადიდებლური სარწმუნოების, ანუ ალბად საღმრთო წიგნებშI ადა სწავლებებშI რასაც გვასწავლიან წმინდა მამები ზოგიერთ რამეს ფანტაზიად მიიჩNევს და არ სჯერა...

მოკლედ თავისი რელიგია აქვს როგორც მივხვდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 26 2009, 05:46 PM
პოსტი #72


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მოკლედ თავისი რელიგია აქვს როგორც მივხვდი


არ მაქვს არანაირი რელიგია ხალხო biggrin.gif და არც ვაპირებ რომ მქონდეს. დაახლოებით 3 -5 წლის ბავშვის ჭკუა მაქვს და არ ვფიქრობ უბრალოდ არც წმინდა წიგნებზე და არც ფილოსოფიაზე უკვე. უბრალოდ მჯერა, ვგრძნობ და მიყვარს a075.gif ახლა არ მკითხოთ ვინ გიყვარსო biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 06:51 PM
პოსტი #73


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



cinemamu
ციტატა
დაახლოებით 3 -5 წლის ბავშვის ჭკუა



რა გინდა, მშვენიერი განვითარება გქონია tongue.gif biggrin.gif

ციტატა
უბრალოდ მჯერა, ვგრძნობ და მიყვარს


ამ უკუღმართ ქვეყანაში, მტავარია არ გძულს


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი May 26 2009, 07:06 PM
პოსტი #74


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა

ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული?

ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს სული , ყოველშემთხვევაში იმ მნიშვნელობით როგორც მე მესმის რა არის სული , ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მე ვარ სული biggrin.gif smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 26 2009, 07:20 PM
პოსტი #75


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს სული , ყოველშემთხვევაში იმ მნიშვნელობით როგორც მე მესმის რა არის სული , ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მე ვარ სული


და რა არის შენი აზრით?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 26 2009, 08:57 PM
პოსტი #76


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თქვენი აზრით შესაძლებელია ღვთისადმი შიში და ღვთისადმი სიყვარული ერთად?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 11:40 PM
პოსტი #77


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



cinemamu
ციტატა
თქვენი აზრით შესაძლებელია ღვთისადმი შიში და ღვთისადმი სიყვარული ერთად?



ღვთის შიშზე სადღაც კარგი განმარტება იყო, მოვძებნი.

ნუ, შენ თუ ცოდვა მადლის არ გჯერა და რასაც გინდა აკეთებ... მაგრამ შენ მგონი ისიც არ იცი, რას გტხოვს ღმერთი, იმიტომ რომ ისიც ვერ გაგირკევვია ვინ არის ღმერთი. ამიტომ, გიყვარს, მაგრამ ვინ, როგორი რას იტხოვს და აშ არ იცი და არ გაინტერსებს. აბა, ვინ გიყვარს მაშინ? ან რას მიქვიან გიყვარს? რა ურთიერთობა გაქვს ღმერთთან, რა სახის, მხოლოდ დადიხარ გაბადრული მიყვარსო. კაი რა, ტუფტაა რასაც შენ ამბობ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 27 2009, 07:25 AM
პოსტი #78


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ნუ, შენ თუ ცოდვა მადლის არ გჯერა და რასაც გინდა აკეთებ... მაგრამ შენ მგონი ისიც არ იცი, რას გტხოვს ღმერთი, იმიტომ რომ ისიც ვერ გაგირკევვია ვინ არის ღმერთი. ამიტომ, გიყვარს, მაგრამ ვინ, როგორი რას იტხოვს და აშ არ იცი და არ გაინტერსებს. აბა, ვინ გიყვარს მაშინ? ან რას მიქვიან გიყვარს? რა ურთიერთობა გაქვს ღმერთთან, რა სახის, მხოლოდ დადიხარ გაბადრული მიყვარსო. კაი რა, ტუფტაა რასაც შენ ამბობ.



აუცილებელია ხედავდე სჰენი სიყვარულის ობიექტს? ან უნდა ამბობდე მიყვარსო? biggrin.gif ვგავარ ახლა მე გიჟს? biggrin.gif და სხვათა შორის არც გაბადრული დავდივარ სულ. ეგ თქვენ გგონიათ სიყვარული მხოლოდ პოზიტიური გრძნობა. სევდაც სიყვარულის გამოხატულებაა და მწუხარებაც. მე ყველა ადამიანში ღმერთის ნაწილს ვხედავ და ნაწილობრივ ასე მაქვს მასთან ურთიერთობა. ჩემთვის ის უფრო გაუგებარია და აუხსნელია რატომ უნდა ვიმეორო "მამაო ჩვენო" როცა ვხედავ რომ რასაც მაგ ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ისედაც გვისრულდება. ღმერთი ყოველ წამს გვაძლევს არსობის პურსაც, გვიფარავს კიდეც და "ბოროტისგანაც" გვიცავს. ეგ იგივეა შენ რომ სულ იძახო: "მინდა ვიყო ნინო!" "მინდა ვიყო ნინო!" biggrin.gif ნინო ხარ და თუ იცი ეს რაღას იმეორებ? რომ არ დაგავიწყდეს რომ ნინო ხარ? რაც შეეხება იმას თუ რას მოითხოვს ჩემგან უფალი, ყველაზე მთავარი პირველი მცნებაა და მაქედან გამომდინარეობს ყველა დანარჩენი. მაგრამ ვინც გიყვარს იმას ყოველდღე გულს არ უწყალებ თხოვნებით იმიტომ რომ შვილმა იცის, მამა თხოვნის გარეშეც დაეხმარება ყოველთვის. დაიცავი ყველა მცნება და არ იფიქრო შედეგებზე, არ დაელოდო მათ, რა არის აქ რთული? მეუბნები ტუფტაა რასაც ამბობო, მართალი ხარ, სიტყვები ყოველთვის ტუფტაა ასეთ თემებზე ლაპარაკისას...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 27 2009, 11:03 AM
პოსტი #79


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩემთვის ის უფრო გაუგებარია და აუხსნელია რატომ უნდა ვიმეორო "მამაო ჩვენო" როცა ვხედავ რომ რასაც მაგ ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ისედაც გვისრულდება...
მამა თხოვნის გარეშეც დაეხმარება ყოველთვის

მდას...

არ მცალია, მაგრამ მაინც შემოვიხედე, მეგობარო შენ ან სოფისტობ ანუ ენას ავარჯიშებ ან უფრო უარესი მძიმედ ხარ დაბნეული smile.gif

პირველ შემთხვევაში, ნამდვილად არ მაქვს ასე გასაცდენი დრო და მეორე შემთხვევაში, არა მგონია ამ აბსურდულ ან უფრო სწორედ მძიმედ დაბნეულ კითხვებზე პასუხმა, მიგვიყვანოს შედეგამდე, თუ მართლა ასეა, მაშინ აჯობებს ელემენტალური კატეხიზმოდან დაიწყო, ღმერთი, ადამიანი, შექმნა და ა.შ.

თორემ სრულიად უადვილეს საკითხებს ისე უდგები, რომ კამათის გულისათვის მოგონილ კითხვას გავს ეს ყველაფერი, რად გვინდა ლოცვაო smile.gif
1. ლოცვა დაწესებული თავად უფლის მიერ, და ეს საკმარისზე მეტია არგუმენტისათვის
2. ლოცვა არის ერთობლიობა დიდებისა, ვედრებისა და ღვთისადმი მინებებისა, შესაბამისად ლოცვა სულიერად აძლიერებს ადამიანს და მადლს ანიჭებს, რადგან წყალობა ღვთისა ადამიანზე არ მოდის მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს უნდა მოვიდეს, მასე ძალით ცხონება არ არსებობს, წყალობა მოდის ნებათა ურთიერთდამთხვევის დროს, როცა ჩვენც გვინდა, ამიტომ ვამბობთ ჩვენ გვინდა რომ "იყოს შენი ნება", და ვითხოვთ იმას რასაც უნდა ვითხოვდეთ, ვთხოვთ ანუ განსაცდელისაგან გამოხნას, ბოროტებისაგან არიდებას, პურს არსობისას ( ეს არამხოლოდ მიწიერი) და ა.შ. ასე რომ ლოცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანისათვის ნების გამოსახატავად
3. ღმერთს გული არ უწყალდება ლოცვით, ესეც სოფიზმის ან უკიდურესი დაბნეულობის ნაყოფია, რადგან როგორც გითხარი ლოცვა დიდებაა ღვთისა და დასაბამიდან ადიდებენ მას ანგელოზები, ლოცვა თხოვნაა ღვთისადმი და დასაბამისად მადლს ითხოვენ მისგან, და ლოცვა მინდობაა მასზე და დასაბამიდგან მასზე არიან მინდობილნი ანგელოზნი და ყველა წმიდანი და ცხონებულნი.

იქნებ აჯობებდეს, სანამ შენ წინადადებებს მისცემდე თხრობით სახეს, ჯერ კითხვები დაგესვა? თან უნდა დააზუსტო, რომ შენ გაინტერესებს მართლმადიდებლური აზრი, თუ იგი შენთვის მიუღებელია, მაშინ გადავიდეთ აპოლოგეტიკაში და ვისაუბროთ რატომაა მიუღებელი, თუ გაუგებარია, კი არ უნდა შეეწინააღმდეგო შენი იდეებიდან გამომდინარე, არამედ კითხვები დასვა, სად რა ვერ გაიგე, ასე მივალთ მხოლოდ დიალოგის შედეგამდე, სხვანაირად მართლა ტუფტაა ეს თემაც smile.gif

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 27 2009, 11:30 AM
პოსტი #80


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

მე არ ვამბობ რომ ლოცვა ცუდია ან უაზრობაა, რომ არ მელოცა ვერც მივიდოდი ამ მდგომარეობამდე. რაც შეეხება კამათს და დიალოგს მართლა აზრი არა აქვს და არც მიზანი აქვს რამე. კითხვა რაც მქონდა დავსვი უკვე...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 03:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი