![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#221
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 ჭადრაკის მაგალითი ვფიქრობ არასწორია, უფრო ზუსტად ვერ გამოხატავს განსახილველი საკითხის რაობას, რადგან ამ შემთხვევაში წინასწარი ქმედება ვარაუდის დონეზეა დამყარებული, ვარაუდი კი სრულყოფილ ცოდნას არ გულისხმობს ვარაუდი კი არა ზუსტადაც რომ სრულყოფილი ცოდნაა, მე ვიცი შენი სვლა და ყველა მათი გაგრძელება, ასევე ვიცი ყველა პირობის გათვალისწინებით, რომელია ყველაზე უფრო შესაძლებელი სვლა, თუმცა ის, რომ აუცილებლად კონკრეტული სხვა გაკეთდება მომავლის გადმოსახედიდან ეს მომხდარი არ არის. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#222
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ამ კითხვას უპასუხე კი ან არა ![]() რა დაკითხვაზე ვარ ![]() ჩემი აზრით, პასუხი ასეთია: ღმერთმა იცის ადამიანის მიერ გასავლელი ყველა გზა, რომ ადამიანი შეიძლება ცხონდეს ან შეიძლება არა, თუმცა მომავლის გადმოსახედიდან რომელიმე კონკრეტული შედეგი (ცხონება ან წარწყმედა) წინასწარ ცნობილი არ არის, იმდენად რამდენადაც თავად უფლის ნებით ეს დამოკიდებული გახდა ადამიანის გადაწყვეტილებაზე. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#223
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
რა ყველა "მომავალი" კაცო ![]() ![]() ეს არ წაიკითხე? უკვე გავბრაზდივით ![]() და თავიდან წაიკითხე ის დიდი პოსტი რაც დაგიწერეთ (არაერთი თან(^) აუუუ აირია მონასტერი ![]() მართალია ზოგი ბოლომდე ვერ წავიკითხე, მაგრამ შენც არ კითხულობ ჩემებს როგორც ჩანს, მაგალითად ეს გაატარე... Богу от вечности ведомо все, что должно быть и что должно совершиться во времени. Вечность имеет в себе все содержание времени. ... В вечности Бог предопределяет лишь все возможности того, что может совершиться в мире, но эти возможности творчески реализуются нравственной свободой человека და მხოლოდ ზოგადი უარყოფით შემოიფარგლე ასევე მიმითითე ქართულ თარგმანზე, სადაც ეს ტექსტი ქართულად საერთოდ არ იყო. ![]() ნუ გავბრაზდებით ერთმანეთზე, შევრიგდეთ ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#224
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
Funkenstein რა თქმა უნდა. მაგრამ ამ რთულ საკითხს რამდენადმე, შესაძლებლობების ფარგლებში ჩაწვდობა და სწორი ანალიზი ესაჭიროება. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ადამიანურ გონებას არ ძალუძს სრულყოფილი შეფასება გააკეთოს ზეადამიანურ, ყოველივე ქმნილზე ზეაღმატებულ არსზე საუბრისას, მის ამა თუ იმ თვისებაზე, ან ზოგადად მასზე, რადგან ადამიანურ მსჯელობაში მოქცეული არსი უსათუოდ შემოსაზღვრულად წარმოჩინდება და შესაბამისად ნაკლულევნად შედარებით ზე არსთან მიმართებაში. შესაბამისად ყოვლად შეუძლებელია ჩვენ სრულყოფილად გამოვხატოთ, გამოვთქვათ ესა თუ ის საკითხი იმ არსთან მიმართებით, რასაც ღმერთი ეწოდება. კონკრეტულად ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რა არის იგი, ჩვენ უფრო შეგვიძლია ვთქვათ რა არ არის იგი, რადგან ნებისმიერი ეპითეტი, ან თვისება რომელსაც გამოვთქვამთ ოდნავადაც ვერ გამოხატავს რეალურად მის არსობრივ თვისებას. და როდესაც ამგვარ საკითხზე ვმსჯელობთ ეს გარემოება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაბამისა ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ღმერთმა რამე არ იცის, რადგან ასეთ შემთხვევაში ღმერთი ნაკლულევანი იქნებოდა (რაიმეს არ ცოდნის გამო) და მისი ყოვლისცმოდნეობა ნაკლულევნად წარმოჩნდებოდა, ნაკლულევანი კი არ შეიძლება შემოუწერელი, დაუსაბამო, დაუსრულებელი და ყოველივე არსზე აღმატებული იყოს, ნაკლებობა ქმნილების თვისებაა, რადგან ნებისმიერ ქმნილება არსებობას ცვალებადობით იწყებს (რომ ის არარსებობიდან არსებობაში შემოდის), მარადის არსებული კი არ შეიძლება ნაკლულევანი იყოს, შესაბამისად მას გააჩნია საღვთო ყოვლისცმოდნეობის უნაკლო თვისება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ ის რომ მან რამე არ იცის. მაგრამ არც ის შეგვიძლია ვთქვათ თუ როგორ იცის მან ყოველივე, რადგან როგორც ვთქვი ჩვენ არ შეგვიძლია სრულყოფილი მსჯელობა ღვთის ამა თუ იმ თვისებაზე, თუმცა რომ იცის ყოველიოვე ეს ფაქტია. ამასთან მართლმადიდებლური მოძღვრებით "ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას , არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ხოოო, ცოტა წყალი შემიდგა ![]() ![]() ![]() მადლობა აფხაზ, თუ დადებ წყაროს ძალიან დამავალებ ანუ იცის კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ |
afxazi |
![]()
პოსტი
#225
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
damiane80
ციტატა ნუ გავბრაზდებით ერთმანეთზე, შევრიგდეთ პირიქით, მე პირადად საკმაოდ ლოგიკური მგონია შენი შეკითხვები, თუ ცხადია საკითხში რეალურად გარკვევა გსურს და არა იმის ძიება რასაც შენ ფიქრობ ![]() ![]() თემა ძალიან რთულია და თუ ეტაპობრივად არ მივედით მწვერვალამდე, შეუძლებელია გაგებული და აღქმული იქნეს საკითხი, ამიტომ კითხვის დასმა (ხაზს გავუსვამ თუკი ეს კითხივს დასმა საკითხში გარკვევას ემსახურება და არა იმას რომ შენ რისაც გჯერა ის მოისმინო) აუცილებელია და ქრისტიანობისთვის მოსაწონი ქმედებაც, რამეთუ თუ არ იკითხე ისე ვერ გაიგებ სიმართლეს და ის რომ მხოლოდ უნდა გწამდეს და მორჩა არაა სწორი, რაც გწამს ის უნდა იცოდე კიდეც, რომ რწმენა არ იყოს ზედაპირული და მშრალი, არამედ შინაარსიანი. წყარო იოანე დამასკელია, ვრცლად აქ შეგიძლია იხილო http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/44.htm ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ ღმერთმა იცის ჭვრეტით ყოველივე, არა ვარაუდის დონზე და იცის ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, რომ იქ სადაც თავისუფლებაა, იქვე დასაშვებია არჩევანის გაკეთებისას ორჭოფობა და ცდუნება (პომაზანსკი) ასეთი შექმნა ადამიანი და ასეთი რომ არ შეექმნა ის იქნებოდა უბრალოდ რობოტი და არა თვითუფლებრივი არსება, პიროვნება, რომელსაც შეუძლია აირჩიოს, განსაჯოს და ასე შემდეგ, და რადგან ასეთი შექმნა ღმერთმა ადამიანი, თვითუფლებრივი და შემოქმედება იმას გულისხმობს რომ შემოქმედს (მითუმეტეს როდესაც შემოქმედში ღმერთს მოვიაზრებთ) შექმნილის შესახებ სრულყოფილი ცოდნა აქვს. და არა ვარაუდისმიერი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
damiane80 |
![]()
პოსტი
#226
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
|
Funkenstein |
![]()
პოსტი
#227
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
ადამიანს ათი ნაყოფი რომ მიეცემა ღვთისაგან,აკედან ათს ავაყვავებთ თუ რვას ეგ ხომ მაინც ჩვენზეა დამოკიდებული,თუ არა მაშინ ნაყოფის მიცემას რაღა აზრი აქვს თუ წინასწარ უკვე განსაზღვრულია ყველაფერი.
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#228
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ ღმერთმა იცის ჭვრეტით ყოველივე, არა ვარაუდის დონზე და იცის ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, რომ იქ სადაც თავისუფლებაა, იქვე დასაშვებია არჩევანის გაკეთებისას ორჭოფობა და ცდუნება (პომაზანსკი) გატკეპნილ საკითხს ნუ დავუბრუნდებით. სახეზეა სამი უეჭველი პრინციპი, რომელზეც არ ვდაობთ: 1) ადამიანს აქვს თავისუფალი ნება; 2) წინასწარგანსაზღვრული ადამიანის მომავალი არ არის (ანუ არ არსებობს) ბედისწერა; 3) ღმერთი არის ყოვლისმცოდნე და იცის მისი ქმნილების ყველა შესაძლო ნაბიჯი და გადაწყვეტილება. ახლა კითხვა, რომელსაც შევეცდები მაქსიმალურად მარტივად დავსვა: ადამიანმა გაიარა მთელი ცხოვრება და დაასრულა თავის სიცოცხე და მაგალითად ვერ ცხონდა ცოდვების გამო. ასეთი შედეგის დადგომა (როგორც ფაქტი და არა როგორც ბედისწერა) გარდაუვალი იყო, თუ რეალურად ვთვათ ადამიანს რაღაც სხვა ნაბიჯები რომ გადაედგა სიცოცხლეში შედეგი შეიძლება ყოფილიყო დადებითი. ახლა მიზეზი, რატომაც ამ კითხვას ვსამ: თუ შედეგი (როგორც ფაქტი) კონკრეტული ადამიანის ცხოვრების იყო მხოლოდ ერთადერთი (წარწყმედა), მაშინ ცოტა ვერ ხვდები საერთოდ რატომ შემოდის ადამიანი არსებობაში ანუ თუ იმთავითვე უეჭველია მისი არჩევანის შედეგად დამდგარი შედეგი და ეს შედეგი ფატალურია და სხვა შედეგი არცერთ შემთხვევაში არ დადგება, მაშინ არსებობაში შემოყვანის აზრს კარგად ვერ ვხვდები. damiane80 თუკი კითხივს დასმა საკითხში გარკვევას ემსახურება და არა იმას რომ შენ რისაც გჯერა ის მოისმინო ხო ეს ამპარტავნების ამბავია, ზოგადად ნებისმიერ კამათში ქვეცნობიერად ყველას უნდა თავისი გაიტანოს, ამიტომ კრიტიკულად უნდა მივუდგეთ საკუთარ მსჯელობებსაც და სხვისასაც. ეს ყველას გვეხება, მეც შენც და სხვასაც ![]() მაგრამ ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ მაინტერესებს ჩემი აზრის გარშემო თქვენი შეხედულება, თქვენი შეხედულება იმიტო მაინტერესებს, რომ ვფიქრობ ის ჩემსაზე კომპეტენტური და საფუძვლიანი იქნება, რადგან ამ ფორუმზე ბევრი ნასწავლი და განათლებული ადამიანი წერს. თუმცა ეს არ ნიშნავს ყველა აზრის უაპელაციოდ მიღებას და ამიტომაც გთხოვდი დასაბუთებას წყაროებით და არა მხოლოდ აზრს. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#229
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 წყარო იოანე დამასკელია, ვრცლად აქ შეგიძლია იხილო http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/44.htm შენი მითითებული წყარო ვნახე და აქედან აი ამ ადგილზე მაინტერესბს შენი აზრი "ამასთან, უწყოდა რა წინასწარმცოდნე ღმერთმა, რომ გადავიდოდა იგი მცნებას (საუბარია ადამზე) და ხრწნილებაში ჩავარდებოდა, შექმნა მისგან ქალი, „შემწედ მისდა მისებრი“ (შესაქ. 2,18; 31-33), კერძოდ, შემწედ მოდგმის მემკვიდრეობითად შენარჩუნებაში, გარდასვლის შემდეგ, შობადობის გზით", ანუ ქალიც რომ არ შეექმნა მაინც ჩავარდებოდა ხრწნილებაში, მაგრამ ხრწნილებაში ადამიანი ხომ ადამი სწორედ ქალის მეშვეობით ჩავარდა. ეხლა სულ დავიბენი და მემგონი ამის ჩხირკედელაობა საერთდო არ არის საჭირო. ჩემთვის ერთია მთავარი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემზეა და მე ვარ პასუხისმგებელი მიუხედავად იმისა, ერთი მომავალია თუ ასი. ამიტომ ამ თემაზე მეტ კითხვას აღარ დავსვამ, უბრალოდ თვენ აზრს წავიკითხავ |
Atman |
![]()
პოსტი
#230
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ? რა სერიოზული თათბირი გაგიმართავთ აქ
![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
![]()
პოსტი
#231
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აღარც კი ვიცი ვის რა ვუპასუხო მოუსმინე სჯობს ![]() აქ მხოლოდ მართლმადიდებლურ ამბებზე ვმსჯელობთ ![]() დამიანეს კი აფხაზი უპასუხებს, კარგად აუწყვიათ მსჯელობა. ციტატა ამის ჩხირკედელაობა საერთდო არ არის საჭირო. ჩემთვის ერთია მთავარი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემზეა და მე ვარ პასუხისმგებელი მიუხედავად იმისა, ერთი მომავალია თუ ასი. ამიტომ ამ თემაზე მეტ კითხვას აღარ დავსვამ, უბრალოდ თვენ აზრს წავიკითხავ თან ამ დასკვნასაც სრულიად ვეთანხმები. სინემამუ, თუ გინდა გადავიდეთ რეინკარნაციაში ახლა იქ ვცადოთ "მუსკულები" ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
![]()
პოსტი
#232
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა თან ამ დასკვნასაც სრულიად ვეთანხმები.სინემამუ, თუ გინდა გადავიდეთ რეინკარნაციაში ახლა იქ ვცადოთ "მუსკულები" აუ არ ღირს, მე ვერ გადამარწმუნებ და ვერც მე გადაგარწმუნებ, ტყუილად მუსკულების თამაშს კი რა აზრი აქვს ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
![]()
პოსტი
#233
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მუსკულების თამაშს რატო კაცო, გავცვალოთ ინფორმაციები ![]() თან შენთან კამათი მსიამოვნებს (ოღონდ მთვრალი ბუინობ ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marTalmadidebeli |
![]()
პოსტი
#234
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 4-June 09 წევრი № 7,079 ![]() |
თავისუფალი ნება ერთერთი მთავარი ადამიანობის განმსაზღვრელია,
ღმერთმა უბოძა ადამიანს თავისუფალი ნება, ადამიანს შეუძლია ეს ნება ან კეთილ ძალას დაუმორჩილოს, ან ბოროტს, ადამიანი რომელიც ნარკომანია, იგი არ არის თავისუფალი თავის ნებაში, მასზე ბოროტი ძალა ძალადობს, და ამასთან ორგანიზმის მოთხოვნილებაც ძალადობს, ანუ, ასეთი ადამიანი თავის ნებაში გარკვეუწილად შეზღუდულია იყვნენ ისეთი წმინდა მამები, რომელბიც სულიწმინდის დიდი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და მისი ძალით მოქმედებდნენ. პიროვნულად ადამიანი თავისუფალია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ადგეს და უცებ სხვა ადამიანი მოკლას, ეს ხდება მისი ნებით, მაგრამ, ღმერთის დაშვებით, ღმერთს რომ არ დაეშვა ასეთი რამ, იგი თავის ამ ნებას ვერ განახორციელებდა. განსაკუთრებით მაშინ ვერ განახორციელებს ადამიანი ასეთ ნებას, როდესაც ღვთისმოშიში ადამიანის მოკვლას ეცდება, ანუ ღმერთი არ დაუშვებს ასეთ ადამიანზე ზიანის მიყენებას, თუნდაც სხვის მიერ -------------------- http://halloween.ge - საიტი ჰელოუინის შესახებ
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#235
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა პიროვნულად ადამიანი თავისუფალია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ადგეს და უცებ სხვა ადამიანი მოკლას, ეს ხდება მისი ნებით, მაგრამ, ღმერთის დაშვებით, ღმერთს რომ არ დაეშვა ასეთი რამ, იგი თავის ამ ნებას ვერ განახორციელებდა. აქ ეს საკითხი არ არი9ს აქტუალური, ნება რომ თავისუფალია მაგაზე არავინ დაობს. საკითხი ის არის აი კაცმა რომ თავისი ნებით ვიღაც მოკლე ეს მნის დაბადებამდევე იყო ცნობილი უფლისათვის, თუ შეიძლებოდა მოვლენები ისე განვითარებულიყო, რომ მას კაცი არ მოეკლა, რაც ასევე ცნობილი იქნებოდა უფლისათვ ის. ანუ ადამიანს ერთი მომავალი აქვს თუ ვთქვათ 1000 შესაძლო მომავალი??? აქ არის კითხვა? |
marTalmadidebeli |
![]()
პოსტი
#236
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 4-June 09 წევრი № 7,079 ![]() |
არ არსებობს ადამიანის ბედი განსაზღვრული წინასწარ
დავანებოთ იმას თავი, ღმერთმა როდის რა უწყის, ღმერთისთვის არაფერია დაფარული და ისიც, რომ ღმერთისთვის დრო არ არსებობს ყველა ადამიანი თავის მომავალს და თავის ბედს, თავისი ცხოვრებით მოიმკის, ასე რომ თავისი მომავალი მის ხელშია, "ღმერთი არ დაბადებს ისეთ ადამიანს, რომელიც თავიდანვე ჯოჯოხეთისთვისაა განწირული, ანუ ნაკლები აქვს ცხონების შანსი..." -------------------- http://halloween.ge - საიტი ჰელოუინის შესახებ
|
afxazi |
![]()
პოსტი
#237
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
damiane80
ციტატა აქ არის კითხვა? მნიშვნელოვანი კითხვაა და ვხვდები რასაც გულისხმობ. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია და ეს იოლად გადმოსაცემი ნამდვილად არაა. შევეცდები მცირედით მოგვიანებით შეძლებისდაგვარი პასუხი გაგცე შესაბამისი წყაროების და ავტორების საფუძველზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
damiane80 |
![]()
პოსტი
#238
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა არ არსებობს ადამიანის ბედი განსაზღვრული წინასწარ ამაზე არავინ დაობს, აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაც წინასწარ ცნობილია და არა განსაზღვრული. ეს სხვადასხვა რამეა. ციტატა "ღმერთი არ დაბადებს ისეთ ადამიანს, რომელიც თავიდანვე ჯოჯოხეთისთვისაა განწირული, ანუ ნაკლები აქვს ცხონების შანსი..." აგაშენა ღმერთმა ამას ვამბობ მეც, საიდანაა ეგ ფრაზა?? ციტატა მნიშვნელოვანი კითხვაა და ვხვდები რასაც გულისხმობ. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია და ეს იოლად გადმოსაცემი ნამდვილად არაა. შევეცდები მცირედით მოგვიანებით შეძლებისდაგვარი პასუხი გაგცე შესაბამისი წყაროების და ავტორების საფუძველზე შენი იმედი მაქვს ![]() ისე კიდე ერთი მაგალითი გამახსენდა სახარებიდან და მისი ანალიზიც საინტერესო იქნება. კერძოდ: ჯვარცმის წინ, სანამ ქრისტეს შეიპყრობდნენ ის ლოცულობდა მამა ღმერთის მიმართ და როგორც სახარება გადმოგვცემს "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" ანუ თუ შესაძლებელია ამარიდე ეს განსაცდელიო. აქ ყურადღება მიაქცია განსაცდელის არიდების შესაძლებლობას. გასაგებია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაბიჯი აუცილებელი გახდა, მაგრამ თავად კონტექსტია ძალიან საინტერესო ანუ თეორიულად (როგორც ფაქტი და არა ბედისწერა) შესაძლებელი ყოფილა სხვა შედეგის დადგომა ანუ შეიძლება არსებობდეს რამოდენიმე შედეგი. მე არ ვამტკიცებ ამას მხოლოდ ვკითხულობ |
afxazi |
![]()
პოსტი
#239
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
საკითხის სირთულიდან გამომდინარე დასაწყისშივე ვაფიქსირებ აზრს, რომ ქვემოთ მოცემული მსჯელობანი ცხადია ბოლომდე და სრულყოფილად ვერ იტყვის სათქმელს, რადგან მსჯელობა ეხება საღვთო საიდუმლოს, საღვთო ქმედებას და საღვთო ქმედების შესახებ სრულყოფილი მსჯელობა ადამიანური აზროვნების ლოგიკურ ჩარჩოებს რა თქმა უნდ ავერ დაექვემდებარება.
უპირველესად გავიმეორებ (ამჯერად უფრო ვრცლად) ზემოთ ჩემს მიერ გამოთქმულ შეხედულებას ღვთის წინასწარ ყოვლისმცოდნეობასთან დაკავშირებით: (ამონარიდი ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი ლექციიდან) ჩვენ ვიცით და ვეფუძნებით სწავლებას იმის შესახებ, რომ საღვთო განგება თავისი წინასწარ ცოდნით ჭვრეტს აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცხოვრებას წინასწარ. ჩვენ თუ ღვთიურ ბუნებაში წინასწარმცოდნეობის თვისება გავაუქმეთ, მაშინ ღმერთს ყველა სხვა თვისებებიც უნდა ჩამოვაკლოთ, იქნება ეს ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმპყრობელობა, ყოვლისშემოქმედებითობა და სხვა და როგორც ბუნებითი შემოქმედი, ამ უზენაესი ღირსებისგანაც უნდა განვძარცვოთ ღმერთი და რატომ? 1) ის ვინც ბუნებითად ქმნის რაიმეს ანუ ყოვლითურთ ქმნის, ყველაფერი მისგანაა მასში შექმნილი, მასალის მხრივაც, ნებისმიერი სახითაც, რა თქმა უნდა მან ყოველივე იცის თავისი ქმნილებისა და თუ უფალმა რომელიმე ქმნილებისა რაიმე არ იცის, შესაბამისად ის მისი ბუნებითი შემოქმედი არ ყოფილა. 2) თუ გარკვეულ მომენტში იცის ამ ქმნილებაზე დაკვირვების შედეგად, მაგრამ წინასწარ არ იცის ყოველივე, ღმერთი არ ყოფილა ზემარადიული არსება და ის დროში მოქმედი არსება ანუ იგივე ქმნილება ყოფილა, რადგანაც ზედროულ არსებაში არ შეიძლება ცოდნა დროითი იყოს, ე.ი. ცოდნაში შემატება ხდებოდეს. უფლისმიერი ცოდნა, როგორც ყოვლადსრული ცოდნა, არანაირ შემატებას არ განიცდის, იმიტომ, რომ შემატებანი ყოველთვის დროში ხორციელდება და თუ უფალიც გარკვეულ შემატებას იღებს ცოდნისას, ეს ერთი მხრივ მის არასრულობას წარმოაჩენს და მეორე მხრივ მის დროითობას, ჟამში მყოფობას, რაც უკვე ქმნილების თვისებაა და არა შემოქმედისა. ზედროულ არსებას მარადიულად, უცვალებელად, ყოვლადსავსედ და უსასრულო დიაპაზონით, უსასრულო განვრცობადობით აქვს მცოდნეობა ანუ ესაა ყოვლისმცოდნეობა, და რამდენადაც დროს არ ექვემდენარება ეს ყოვლისმცოდნეობა, საკუთრივ ადამიანთა ისტორიის მხრივ, რა თქმა უნდა ღვთიური ცოდნა დასაბამშივე არსებობს და ამიტომ ითქმის იგი წინასწარ ცოდნად. კაცობრიობის ისტორია ჟამში ვითარდება და რადგან ღვთიური ცოდნა იგივე იყო როდესაც კაცობრიობა შეიქმნა, ვიდრე კაცობრიობა შეიქმნებოდა და იგივეა დღესაც, ე.ი. ესაა ის ცოდნა, რომელიც ღმერთში მარადიულად არსებობს და არსებობს საერთოდ ადამიანთა მოდგმის შექმნამდეც, ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება, ყველა ჩვენთაგანის მყოფობა, არჩევანი და ასე შემდეგ, ეს ყოველივე ღვთის ცოდნაში არსებობს და რადგან ღვთის ცოდნა არ ვითარდება, შესაბამისად ეს ცოდნა ქონდა ღმერთს ადამიანთა მოდგმის შექმნის ჟამსაც, ამიტომ ეწოდება მას წინასწარ ცოდნა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შექმნილნი არ ვიყავით, მაგრამ ღმერთს ჩვენ შესახებ ყოველივეს უწყება ქონდა”. ასე რომ აქედან გამომდინარე უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ უფალს, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს “არ სჭირდება ლოდინი, თუ როდის მოიმოქმედებს ადამიანი ავ თუ კეთილ საქმეს, რომ ყველამ იხილოს ვინ არის სათნო და ვინ არა, უფალს განჭვრეტილი აქვს ეს ყოველივე წინასწარ”. მცირედით შევეხოთ წინასწარმცოდნეობისა და წინასწარგანსაზღვ-რულობის საკითხს: ჯერ ეს წაიკითხეთ http://www.orthodoxy.ge/tserilebi/fatalizmi.htm შემდეგ კი ეს: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/43.htm და ესეც: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/44.htm და მაინც, ჩნდება კითხვა თუ რატომ ბადებს უფალი ადამიანს, რომლის ხვედრი (ამ შემთხვევაში აქცენტი ცუდზე გვაქვს, ანუ ჯოჯოხეთის დამკვიდრებაზე) მან წინასწარ უწყის. თუკი ზემოთ წინასწარმცოდნეობასა და წინასწარგანსაზღვრულობას შორის სხვაობა აღმოვაჩინეთ და გავიგეთ ისიც თუ რა არის წინაგანგება, მაშინ უნდა გადავიდეთ იმ საკითხზე თუ რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი და როგორი თვისებებით აღჭურვა იგი, უფრო სწორედ თვისებით, რადგან აქცენტი ამ შემთხვევაში კონკრეტულად თავისუფალ ნებაზე კეთდება, ანუ რას ნიშნავს თავისუფალი ნება. ადამიანის შექმნის მიზეზი, როგორც ყველა საეკლესიო მამა მიუთითებს (განსაკუთრებულად მწვერვალზე აყვანილი ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა ათენაგორა ათენელთანაა) სიყვარულია, საღვთო სიყვარულია, გამოვლენილი ქმნილებისადმი, რომ ადამიანის არარსებობიდან არსებობაში მოყვანა მას არ ჭირდებოდა საკუთარი თავისთვის, არც სხვა რამ ქმნილებისათვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქმნილების სიყვარულისათვის, რომ დავუშვათ როდესაც ადამიანი თიხისგან ჭურჭელს აკეთებს, მას კონკრეტული მიზანდასახულობა აქვს (ამ ჭურჭელს), რომ ის უნდა გამოყენებულ იქნას ვტქვათ წყლის ჩასასხმელად ან სხვა რამ დანიშნულებისათვის, მაგრამ როდესაც ოსტატი ამ ჭურჭელს ლამაზ ჩუქურთმას უკეთებს (რომელიც ცხადია შეუძლია არ გაუკეთოს ამ ჭურჭელს), ამ ჩუქურთმას უკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ეს ჩუქურთმა მოსწონს მას, რომელიც თავისთავად არანაირი გამოყენების მიზანდასახულობის არაა, ანუ ის ჩუქურთმა გინდ ქონდეს ქოთანს გინდ არა, ამ ქოთანს არაფერი დააკლდება და შეემატება მისი გამოყენების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაშიც უფალი ადამიანს ქმნის ამ ქმნილებისადმი სიყვარულის საფუძველზე, რომ უბრალოდ ეს ქმნილება უყვარს. შესაბამისად რადგან ქმნილების შექმნის მიზეზი სიყვარულია, ეს ქმნილება აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი და მოაზროვნე, რომ არა დაპროგრამებულობის დონეზე, არამედ საკუთარი სურვილიდან გამომდინარე განადიდოს შემოქმედი. ჩნობილი ღვთისმეტყველი ვლადიმერ ლოსკი ამბობს: “რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისუფალი და პასუხისმგებელი? შწორედ იმიტომ, რომ მას სურდა მოეხმო იგი უდიდეს ჯილდოსთან – განღმრთობასთან, ანუ იმასთან, რომ ადამიანი უსასრულობაში სწრაფვისას (როგორც უსასრულოა თვით ღმერთი) მადლის მიერ ქცეულიყო იმად, რაც თავად ღმერთია თავისი ბუნებით. მაგრამ ეს ძახილი თავისუფალ პასუხს მოითხოვს, ღმერთს სურს, რომ ეს ყოფილიყო სიყვარულის აღტკინება. Uსიყვარულოდ შეერთება მექანიკური იქნებოდა, ხოლო სიყვარულში კი გულისხმობს თავისუფლებას, არჩევანისას და უარის საშუალებას. არსებობს აგრეთვე უპიროვნო სიყვარულიც, სურვილის ბრმა მიზიდულობა, ბუნებრივი ძალის მონობა. Mაგრამ ადამიანის ან ანგელოზის ღვთისადმი სიყვარული ამგვარი არ არის, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ისეთივე ბნელი ლტოლვით, როგორიც სექსუალურია. ღვთის მოყვარულად რომ ვიქცეთ, საჭიროა საპირისპირო შესაძლებლობის დაშვება: უნდა მოხდეს ჯანყის შესაძლებლობაც. Mხოლოდ თავისუფლების წინააღმდეგობა აძლევს აზრს თანხმობას. შიყვარული, რომელიც ღმერთს სურს, ფიზიკური დამაგნიტება კი არ არის, არამედ ურთიერთდაპირისპირებულო- ბათა ცოცხალი ურთიერთდაძაბულობა. ესაა თავისუფლება ღვთისგან: თავისუფლება არის ბეჭედი ჩვენი ღვთისადმი თანაზიარებისა. თავისუფლების მიზანი, - გვიხსნის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, იმაში მდგოამრეობს, რომ სიკეთე, სინამდვილეში ეკუთვნის იმას, ვინც მას ირჩევს. ღმერთს არ სურს დარჩეს მის მიერ ქმნილი სიკეთის მესაკუთრედ, იგი ელოდება ადამიანისგან უფრო მეტს, ვიდრე წმინდა ბუნებრივი, ბრმა თანამონაწილეობაა. მას სურს, რომ ადამიანმა შეგნებულად აითვისოს თავისი ბუნება, რათა ფლობდეს მას – როგორც სიკეთეს – თავისუფლად, რათა მან მადლიერებით მიიღოს სიცოცხლე და სამყარო, როგორც ღმრთაებრივი სიყვარულის ჯილდო. ღმერთი ქმნის არსებებს, რომელთაც ისევე როგორც თვით ღმერთს შეუძლიათ გადაწყვიტონ, აირჩიონ, მაგრამ ამ არსებებს ძალუძთ ღვთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაც. ხომ არაა ეს ღვთისთვის რისკი თავისი ქმნილების განადგურებისათვის? უნდა ითქვას, რომ ეს რისკი პარადოხსული სახით თავსდება ღვთის ყოვლისშემძლეობაში. “ახლის” შექმნისას, ღმერთი ნამდვილად იწვევს სიცოცხლისკენ “სხვასაც”; პიროვნულ არსებას შეუძლია შეეწინააღმდეგოს მას, ვინც შექმნა იგი. ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობის მწვერვალი თავისთავში ფარავს ღვთის “უძლურებას”, ვითარცა რაღაც ღვთაებრივ რისკს. პიროვნება არის უდიდესი ქმნილება ღვთისა სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი დებს მასში სიყვარულის უნარს, და შესაბამისად უარყოფის უნარსაც. ღმერთი უშვებს საკუთარი უსრულყოფილესი ქმნილების დაღუპვის რისკს სწორედ იმიტომ, რომ იგი (ქმნილება) გახდეს უსრულყოფილესი. ეს პარადოქსი გარდაუვალია: თვით თავის სიდიადეში და ღმერთად გახდომის უნარში – ადამიანს შეუძლია დაეცეს; მაგრამ არ დაცემის უნარის გარეშე არ არსებობს სიდიადეც. “ღმერთმა შექმნა ადამიანი იმ ცხოველად, რომელმაც მიიღო ბრძანება გახდეს ღმერთი” – აი მკაცრი სიტყვა ბასილი დიდისა, რომელსაც იმოწმებს გრიგოლ ღვთისმეტყველი. იმისათვის, რომ შეასრულო ეს ბრძანება უნდა იყო მისი უარყოფის მდგომარეობაში. საინტერესოა მიტროპოლიტ კალისტოს უეარის მოსაზრებაც: “ის, რომ ადამიანი ფლობს და იყენებს თავისუფალ ნებას, სრულად ვერ ახსნის ჩვენს მიერ დასმულ პრობლემას. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ანგელოზებს შეეცოდათ? რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება და ტანჯვა? ვპასუხობთ: იმიტომ, რომ ის სიყვარულის ღმერთია. სიყვარული გულისხმობს გაზიარებასა და თავისუფლებას. ღმერთმა როგორც სიყვარულის სამებამ, მოისურვა თავისი სიცოცხლე მის ხატად შექმნილი პიროვნებებისთვის გაეზიარებინა, რომლებსაც ექნებოდათ უნარი ამ სიყვარულით ურთიერთობაზე თავისუფლად და საკუთარი სურვილით ეპასუხათ. სადაც არ არის თავისუფლება, იქ სიყვარული ვერ იქნება. იძულება გამორიცხავს სიყვარულს. ღოგორც პავლე ევდოკიმოვი წერდა, ღმერთს ყველაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ გვაიძულოს მისი სიყვარული. მაშასადამე ღმერთმა, ვისაც სიყვარულის გაზიარება უნდოდა, შექმნა არა რობოტები, რომლებიც მექანიკურად დაემორჩილებოდნენ, არამედ თავისუფალი ნებით დაჯილდოებული ანგელოზები და ადამიანები. ანთროპომორფულ ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, შეიძლება ვტქვათ, რომ ღმერთი რისკზე წავიდა, რადგან თავისუფლების ნიჭთან ერთად ადამიანს ცოდვის ჩადენის შესაძლებლობაც მისცა. მაგრამ ვინც არავითარ რისკზე არ მიდის, მას არ უყვარს. თავისუფლების გარეშე ცოდვა არ იარსებებდა, მაგრამ თავისუფლების გარეშე ადამიანი ღმერთის ხატად არ იქნებოდა და არ ექნებოდა მასთან სიყვარულით ერთობის უნარი.” ერთი სიტყვით (თუმცა კი უსასრულოდ შეიძლება ციტატების მოტანა) არსი წინასწარმოდნებისა (ჭვრეტაზე და არა განსაზღვრულობაზე) დამყარებული, მდგომარეობს სწორედ ამ ადამიანური თავისუფალი ნების ქმედებიდან გამომდიანარე. მას რომ ჩვენთვის ეს თავისუფალი ნება არ მოეცა აღარ იქნებოდა იმის აღნიშვნა რომ იგი წინასწარმცოდნეობს ადამიანთან მიმართებაში, რადგან მაშინ ადამიანის გეზი სწორხაზოვნად განვითარდებოდა და ადამიანი დაპროგრამებულ მექანიზმს, მომართულს კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, დამესგავსებოდა. ერთიცაა, ვინმე მეტყვის რომ უფლის წინასწარმცოდნეობა უშლის მას ხელს რომ იგი ირწმუნოს, კეთილი საქმე აკეთოს, ეკლესიური ცხოვრებით იცხოვროს ან ზოგადად მორწმუნე იყოს? იცის კი მან ის თუ რა იცის მასზე ღმერთმა? ან რომ ვცხონდებით და ან რომ წარვწყმდებით ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვის რა ხვედრი აქვს ეს ხომ არავინ არ იცის და მხოლოდ იმის ცოდნა რომ ღმერთმა იცის შენზე შენი საბოლოო ხვედრი (არა განსაზღვრებითად, არამედ თავისუფალი ნების მოქმედებისგან) გიშლის განა ხელს რომ ის საქმე აკეთო რაც ცხონებაში დაგეხმარება? ცხადია არ გიშლის. ასე რომ მხოლოდ იმის ცოდნა ადამიანისთვის რომ ღმერთმა ჩვენი მომავალი იცის, ვერ იქნება ვერავისთვის იმის თქმის საფუძველი რომ მას არჩევანის გაკეთება უჭირს, ვერავინ დამარწმუნებს რომ მას თავისუფლად არ შეუძლია აირჩიოს ან სიკეთის გზა, ან კიდევ ბოროტებისა. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა იცის უფალმა ჩვენზე, ამიტომ ის ვაკეთოთ რაც მან გვითხრა – გვიყვარდეს ერთმანეთი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
damiane80 |
![]()
პოსტი
#240
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ერთიცაა, ვინმე მეტყვის რომ უფლის წინასწარმცოდნეობა უშლის მას ხელს რომ იგი ირწმუნოს, კეთილი საქმე აკეთოს, ეკლესიური ცხოვრებით იცხოვროს ან ზოგადად მორწმუნე იყოს? იცის კი მან ის თუ რა იცის მასზე ღმერთმა? ან რომ ვცხონდებით და ან რომ წარვწყმდებით ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვის რა ხვედრი აქვს ეს ხომ არავინ არ იცის და მხოლოდ იმის ცოდნა რომ ღმერთმა იცის შენზე შენი საბოლოო ხვედრი (არა განსაზღვრებითად, არამედ თავისუფალი ნების მოქმედებისგან) გიშლის განა ხელს რომ ის საქმე აკეთო რაც ცხონებაში დაგეხმარება? ცხადია არ გიშლის. ასე რომ მხოლოდ იმის ცოდნა ადამიანისთვის რომ ღმერთმა ჩვენი მომავალი იცის, ვერ იქნება ვერავისთვის იმის თქმის საფუძველი რომ მას არჩევანის გაკეთება უჭირს, ვერავინ დამარწმუნებს რომ მას თავისუფლად არ შეუძლია აირჩიოს ან სიკეთის გზა, ან კიდევ ბოროტებისა. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა იცის უფალმა ჩვენზე, ამიტომ ის ვაკეთოთ რაც მან გვითხრა – გვიყვარდეს ერთმანეთი. ამაში გეთანხმები აბსოლუტურად და ზემოდაც ვთქვი ამაზე. თუმცა სიმარტლე რომ გითხრა ის აზრი, რომ ჩემი მომავალი შეიძლება თავად უფლის თვალთახედვიდანაც დინამიურად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს მე პირადად უფრო კარგ ქრისტიანად მაქცევდა. რატომ, ამის ახსნა ეხლა გამიჭირდება მაგრამ ასეა, თუ საჭიროა მერე ავხსნი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი