IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნების თავისუფლება, და ბედისწერა (?) ...
Atman
პოსტი May 25 2009, 07:55 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჩემი მომდევნო ინტრიგნული კითხვა: თუ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ სადღაა ადამიანის ნება? ვთქვათ მე რაღაც გავაკეთე, ეს ჩემი ნება იყო თუ ღმერთის?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
15 გვერდი V « < 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(260 - 279)
Atman
პოსტი Jun 25 2009, 06:29 PM
პოსტი #261


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
არ არის მთლად ასე, ამავე მაგალითში, მამა არ დაუშვებს კი არა, ყველაფერს გააკეთებს (ხელს შეუწყობს) ბავშვს იმისათვის, რომ მან ხელი არ დაიწვას, მაგალიტად, გააფრთხილებს , დაუყვირებს და ა.შ, მაგრამ გაზქურის წინ ვერ გადაეღობება, რადგან ამით ნების თავისუფლება შეილახებოდა .



ვერ დაგეთანხმები: ავადმყოფობა, გაჭირვება და თუნდაც სიკვდილი სწორედ წინაღობაა სულის დაღუპვის წინააღმდეგ. ეს სხვა თემებია და ამაზე ზედაპირულად არ ღირს საუბარი.

რაც შეეხება მომავლის ალბათობების რაოდენობას: ყველაფერი, რაც შეიძლება რომ წარმოიდგინოს ადამიანის გონებამ, თეორიულად შესაძლებელია რომ მოხდეს ან მოხდა რომელიღაც დროშირომელიღაც გალაქტიკაში და რომელიღაც განზომილებაში. ეს მატრიცის პრინციპი უფროა ვიდრე არჩევანის (ანუ ვირჩევთ რომელიმე ილუზიას სხვადასხვა ილუზიებიდან) იმისთვის რომ ამაზე გავცეთ პასუხი ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 25 2009, 06:37 PM
პოსტი #262


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა
ჩემი მომდევნო ინტრიგნული კითხვა: თუ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ სადღაა ადამიანის ნება? ვთქვათ მე რაღაც გავაკეთე, ეს ჩემი ნება იყო თუ ღმერთის?


ღმერთი ჩვენ აზრებს არ მართავს!


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 25 2009, 06:49 PM
პოსტი #263


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(cinemamu @ Jun 25 2009, 06:29 PM) *

ვერ დაგეთანხმები: ავადმყოფობა, გაჭირვება და თუნდაც სიკვდილი სწორედ წინაღობაა სულის დაღუპვის წინააღმდეგ. ეს სხვა თემებია და ამაზე ზედაპირულად არ ღირს საუბარი.


ნუ ახლა სიქყვების თამაშს თუ არ დავიწყებთ, ეს დაახლოებით ასე ჟღერს ღმერთი ზემოქმედებს ადამიანის ნებაზე (რათა იგი სწორად წარიმართოს), თუმცა გადაწყვეტილების მირებაში ადამიანი თავისუფალია.

ციტატა
მატრიცის პრინციპი


აგერ "მატრიცადან" ფრაზაც, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ამ უღთიერთობას "მე შემიძლია მხოლოდ კარი გიჩვენო, შესვლით თავად უნდა შეხვიდე" smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 25 2009, 07:34 PM
პოსტი #264


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
აგერ "მატრიცადან" ფრაზაც, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ამ უღთიერთობას "მე შემიძლია მხოლოდ კარი გიჩვენო, შესვლით თავად უნდა შეხვიდე"




მეც მაგას ვამბობ რომ შენ აკეთებ საბოლოო არჩევანს, მაგრამ ამავე დროს ეს ღმერთის ნებითაც ხდება. მოკლედ ორივეა ერთად რა. ან ის, ან ის, ეგრე არაა.

ციტატა
ღმერთი ჩვენ აზრებს არ მართავს!



მართალი ხარ და ჩვენი აზრები გმართავენ ჩვენ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 26 2009, 06:55 PM
პოსტი #265


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(cinemamu @ Jun 25 2009, 07:34 PM) *

მეც მაგას ვამბობ რომ შენ აკეთებ საბოლოო არჩევანს, მაგრამ ამავე დროს ეს ღმერთის ნებითაც ხდება. მოკლედ ორივეა ერთად რა


კაცოუ, ორივე რო ერთად არის მაგას ჰქვია სინერგია და ეგ იდეალური შემთხვევაა, საქმე ის არის ჩვენ, რომ მიუხედავად უფლის მითითებისა, მაინც ჩვენებურად ვუბერავთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 26 2009, 07:07 PM
პოსტი #266


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დამეს უყურე შენ smile.gif

კარგია, გააგრძელე, რა ჯობს დალაგებულ დიალოგს...

გისმენ, კარგია, ოღონ მომავლები არ ახსენო, თორე სინე სხვაგვარად გადათარგმნის biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 27 2009, 01:26 AM
პოსტი #267


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კაცოუ, ორივე რო ერთად არის მაგას ჰქვია სინერგია და ეგ იდეალური შემთხვევაა, საქმე ის არის ჩვენ, რომ მიუხედავად უფლის მითითებისა, მაინც ჩვენებურად ვუბერავთ



მგონი სინგულარობაც მაგასთანაა კავშირში a075.gif

და მე რასაც ვგულისხმობ დიალექტიკა უფროა ვიდრე სინერგია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 30 2009, 01:33 PM
პოსტი #268


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
მგონი სინგულარობაც მაგასთანაა კავშირში

და მე რასაც ვგულისხმობ დიალექტიკა უფროა ვიდრე სინერგია.


უფრო გარკვევით დაწერე, აქ ხარ ბარემbiggrin.gif

"სინგულარობა" რა არის არ ვიცი, თუ განმარტავ კარგი იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2009, 01:54 PM
პოსტი #269


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
"სინგულარობა" რა არის არ ვიცი, თუ განმარტავ კარგი იქნება



ზუსტად მეც არ ვიცი განმარტება, მაგრამ მგონი ის მდგომარეობაა, ფიზიკოსები რომ ამბობენ სინგულარობიდან წარმოიშვა დიდი აფეთქებაო, ანუ დაახლოებით ისეთი მდგომარეობა როცა + და - სრულ წონასწორობაში და მთლიანობაში არიან და ერთ წერტილში არიან გაერთიანებული. ფიზიკოსებმა გვითხრან უფრო ზუსტად...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 30 2009, 02:13 PM
პოსტი #270


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ფიზიკოსებმა გვითხრან უფრო ზუსტად...

cinemamu

ფიზიკაში სინგულარობა ეწოდება ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიზიკური კანონები განსაზღვრული არ არის , მაგალითად, ასტროფიზიკაში შავი ხვრელები და "დიდი აფეთქება".

პ.ს.მათემატიკაში კი გამოიყენება იმ ადგილის დასახასიათებლად, სადაც მათემატიკური ობიექტი რაიმე განსაკუთრებულობას გვიჩვენებს ან აღწერს (მაგ. სადაც ფუნქცია არ არის განსაზღვრული, მაგ. იაკობის მატრიცა და მსგავსები წარმოადგენენ ამის მაგალითს).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 30 2009, 04:15 PM
პოსტი #271


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(staywhite @ Jun 30 2009, 02:13 PM) *

cinemamu

ფიზიკაში სინგულარობა ეწოდება ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიზიკური კანონები განსაზღვრული არ არის , მაგალითად, ასტროფიზიკაში შავი ხვრელები და "დიდი აფეთქება".

პ.ს.მათემატიკაში კი გამოიყენება იმ ადგილის დასახასიათებლად, სადაც მათემატიკური ობიექტი რაიმე განსაკუთრებულობას გვიჩვენებს ან აღწერს (მაგ. სადაც ფუნქცია არ არის განსაზღვრული, მაგ. იაკობის მატრიცა და მსგავსები წარმოადგენენ ამის მაგალითს).


ჰო ეს თუ ასეა, მაშინ "სინერგია" და "სინგულარობა" მხოლოდ რითმით ჰგვანან ერთმანეთს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2009, 04:23 PM
პოსტი #272


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ჰო ეს თუ ასეა, მაშინ "სინერგია" და "სინგულარობა" მხოლოდ რითმით ჰგვანან ერთმანეთს



მე ვთქვი კავშირშია მაგასთანთქო, ერთი და იგივე რომ არაა მეც ვიცი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 30 2009, 06:14 PM
პოსტი #273


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
მე ვთქვი კავშირშია მაგასთანთქო, ერთი და იგივე რომ არაა მეც ვიცი


მასე არც მე მითქვამს ერთი და იგევეა-თქო biggrin.gif

ისე კავშირში როგორაა მაინც?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 30 2009, 06:23 PM
პოსტი #274


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ისე კავშირში როგორაა მაინც?

damiane80
გეთანხმები... არანაირი კავშირი არ არის, რამდენადაც: სინერგია არის ფილოსოფიურ-რელიგიური გაგება და სინგულარობა სუფთა მეცნიერული ტერმინია, რასაც სინერგიის განსაზღვრებასთან არავითარი საერთო არ გააჩნია.

არისტოტელე ასე განმარტავს სინერგიის არსს: " მთლიანი არ წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილთა ჯამს"...

პ.ს. თუმცა, სინერგია - ეს ტერმინი სხვა დატვირთვით გამოიყენება ეკონომიკაში, ფარმაკოლოგიაში, ქიმიაში. ფილოსოფიაში კი სინერგიის ეფექტი ქვია წარმოდგენას, რომ პროცესები ან სტრუქტურები ერთმანეთს "ავრცობენ".

მე ვფიქრობ, აქ ნახსენებ სინერგიას სინგულარობასთან 0 კავშირი აქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 8 2010, 12:00 PM
პოსტი #275


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



სინერგიის განმარტება მინდა დამეხმარეთ რაააა


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jun 8 2010, 12:05 PM
პოსტი #276


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(მაშიკო @ Jun 8 2010, 12:00 PM) *

სინერგიის განმარტება მინდა დამეხმარეთ რაააა


მარტივად - ადამიანის და ღმერთის ნების დამთხვევა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 8 2010, 12:21 PM
პოსტი #277


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



terra
გაიხარეეეეე მადლობა


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 04:05 PM
პოსტი #278


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნაწყვეტი ჯონ ფეივორსის წიგნიდან "სულიერი მებრძოლი" (თარგმანი ჩემია და ნაჩქარევი tongue.gif )


ნების თავისუფლება და წინასწარგანსაზღვრულობა

შეიძლება დავსვათ კითხვა: "თუ ჩვენ ვიმყოფებით ასეთ ნაკლებადსასიამოვნო ადგილას, მართლა გვაქვს ნების თავისუფლება? ჩვენ ხომ არც ავადმყოფობები გვინდა და არც სიკვდილი? ჩვენ ხომ არ გვინდა ამდენი ვიწვალოთ მხოლოდ იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ? და სად არის აქ ნების თავისუფლება?"

ნების თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი არჩევანი გააკეთოთ, ყოველ შემთხვევაში მოცემულ ფარგლებში. მაგრამ ნებისმიერი არჩევანი იწვევს შედეგობრივ რეაქციას. მაგალითად შეხვედით რესტორანში სასადილოდ. გადახედეთ მენიუს და აირჩიეთ რომელიმე სუპი. ოფიციანტმა მოგიტანათ სუპი. თქვენ გასინჯეთ, არ მოგეწონათ და საყვედურს უცხადებთ ოფიციანტს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - თქვენ თავად შეუკვეთეთ ეს სუპი. შეიძლება ცუდად განსაზღვრეთ რა ინგრედიენტები შედის მასში და როგორმა მზარეულმა მოამზადა, მაგრამ მიიღეთ ზუსტად ის, რაც შეუკვეთეთ. ასეთია ნების თავისუფლების ბუნება. ჩვენ უფლება გვაქვს ნებისმიერი არჩევანი გავაკეთოთ. შეგვიძლია ნებისმიერ ღილაკს დავაჭიროთ თითი, მაგრამ თითის დაჭერისას უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხისმგებლობას ვკისრულობთ იმაზე, რაც მოხდება. რეაქცია წინასწარგანსაზღვრულია, მაგრამ მას ჩვენი არჩევანი იწვევს.

ამგვარად ნების თავისუფლებაც და წინასწარგანსაზღვრულობაც - ეს რეალობაა. ჩვენ თავად ვაგებთ პასუხს ნებისმიერ სიტუაციაზე, რომელშიც ვვარდებით. ამ მტკიცებულების მიღება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვინც თანამედროვე კულტურაში გაიზარდა, რადგან ეს კულტურა გვასწავლის - როგორც კი რამე ისე არ ხდება, დამნაშავეები ვეძებოთ. ყველა პრობლემას - კიბოდან დაწყებული ოჯახური კონფლიქტებით დამთავრებული - ადამიანი თვითონ იქმნის. ავიღოთ ავადმყოფობები. თანამედროვე მედიცინაც კი ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრ დაავადებას ფსიქოსომატური ხასიათი გააჩნია. ჭკუა გავლენას ახდენს სხეულზე. ნატიფი მოქმედებს უხეშზე, უხეში კი ნატიფზე.

სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ორგანიზებულია მაღალი ძალების მიერ სწორედ იმისთვის, რომ დავიღალოთ მატერიალური ენერგიის მანიპულირების მცდელობებით. იმის გამო, რომ კაცობრიობა საჭიროებისამებრ ვერ აცნობიერებს ღმერთთან ურთიერთობის სილამაზეს, მისთვის შექმნილია დროებითი არენა სურვილების განხორციელებისთვის. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სპეციალურადაა განსაზღვრული იმისთვის, რომ ჩვენში იმედგაცრუება და ზიზღი გამოიწვიოს, იმისთვის, რომ მსჯელობისკენ და თვითანალიზისკენ მიდრეკილება გაგვიჩინოს. მთლიანობაში ამ სამყაროს დანიშნულებაა მოგვწყვიტოს ამ დროებით სამყაროს და გაგვიჩინოს მარადიულ სამყოფელში დაბრუნების სურვილი. რათა გავიაზროთ: ბედნიერება მატერიალურ ენერგიასთან თამაშში კი არა, ღმერთისადმი უანგარო მსახურებაში და დაკარგული ღირებულებების აღდგენაშია.

ცხოვრება - ეს თამაშია, რომელშიც უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ჭეშმარიტი არსი. სამწუხაროდ ხშირად ჩვენი შექმნილი წესებით ვთამაშობთ, ისევე როგორც ბავშვები თამაშობენ იმას, რაც მოეპრიანებათ. ამით ისინი ხშირად რისკავენ. ჩვენ, როგორც ბავშვებს, აუცილებლად უნდა შეგვაგნებინონ, როგორი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობას ნების თავისუფლებაზე და როგორი მნიშვნელოვანია მისი ბრძნულად გამოყენება. თუ ამას არ ვისწავლით, ვერასოდეს ვერ შევძლებთ ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობაში შესვლას.

ნების თავისუფლება - გადამწყვეტი მომენტია სასიყვარულო ურთიერთობის დროს, იმიტომ რომ შეუძლებელია სიყვარული ამ სიყვარულისადმი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობის (არჩევანის) გარეშე. შეუძლებელია დავაფასოთ რაიმე არჩევანის თავისუფლებით მისი შეფასების გარეშე. თუ ჩვენ ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი, მაშინ ნების თავისუფლებაც უნდა გვქონდეს, ისევე როგორც ღმერთს აქვს ნების თავისუფლება. მთელი სირთულე იმის გაგებაში ანდა მიღებაში მდგომარეობს, რომ ნების თავისუფლების ღმერთისგან დამოუკიდებლად გამოყენების მცდელობები არაფერ კარგამდე არ მიგვიყვანს. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ღმერთის განუყოფელი ნაწილაკები ვართ. ერთი მთლიანის პაწაწინა ნაწილაკები. როგორც მთლიანის ნაწილი, ჩვენ უნდა ვემსახუროთ მთლიანს. წარმოიდგინეთ, რომ კუჭმა გადაწყვიტა თავად ჭამოს და პირს უთხრა: "მომბეზრდა, რომ პირველი იღებ საჭმელს! პირველი მე უნდა ვიყო!" ეს შეუძლებელია. ნაწილს არ შეუძლია საჭიროებისამებრ იფუნქციონიროს მთელისგან დამოუკიდებლად.

როდესაც დავიწყებთ ჩვენი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას იმ სიტუაციაზე რასაც განვიცდით, შევძლებთ მივიღოთ საჭირო ზომები, რომ ჩვენი გამოცდილება უფრო კეთილსასურველი იყოს და ავირჩიოთ ის, რაც მართლა გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რაც გვჭირდება და არა იმაზე, რაც გვინდა, იმიტომ რომ უმეტესობა იმისა, რაც გვინდა, ცხოვრებას გვირთულებს.

გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთს ასეთი მზადყოფნით მივუახლოვდეთ: "იყავნ ნება შენი! გამომიყენე მე შენი მიზნებისთვის!" კიდევ უფრო ამაღლებულია - ვთხოვოთ ღმერთს, რომ საკუთარი ნებისგან გაგვანთავისუფლოს. მაშინ ჩვენ ბოლომდე მივენდობით და ვემსახურებით მას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 04:55 PM
პოსტი #279


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



,


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 06:44 PM
პოსტი #280


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518





რატომ ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცეები?

ახლა განვიხილოთ ბოროტების ცნება. ვინმემ შეიძლება დასვას კითხვა: "თუ ღმერთი ყოვლადმოწყალეა და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე, მაშინ რატომ არსებობს ამქვეყნად ბოროტება? როგორ შეუძლია მწყალობელ ღმერთს რომ ბოროტება დაუშვას? მეორე მხრივ კი, თუ რაიმე ღმერთის ნებისგან დამოუკიდებლად არსებობს, განა ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტებაც ისეთივე ძლიერია, როგორიც ღმერთი? იქნებ ეშმაკი ღმერთზე უფრო ძლიერია?"

ამ კითხვაზე პასუხი იწყება იმით, რომ ღმერთი მართლაც ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილია. მართალია, რომ მილიონობით ადამიანს სუფთა სასმელი წყალიც კი არა აქვს, მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდება, თითქმის ყველგანაა გვალვები, ქარიშხლები ან ომები. როგორ ავხსნათ ეს? წარმოიდგინეთ ციხე. როცა იქ ხართ, იმასაც ხვდებით, რომ ეს არც კურორტია და არც სასახლე. ციხე გამოსწორებისთვის და განწმენდისთვის არსებობს და არა გართობისთვის. ეს მატერიალური სამყარო - ციხეა, და თავისი ბუნებით იგი ტანჯვის და უბედურების სამეუფოა. მატერიალურ სამყაროში ყოველთვის იქნება ომები, ყოველთვის იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი, ეს არაბუნებრივი მოვლენები იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ აქ არაბუნებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ სიტუაცია, თუ საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ნების თავისუფლებას.

ბოროტება რეალურია ჩვენთვის იმ დონეზე, რა დონეზეც საკუთარ თავს მატერიასთან, ანუ არაბუნებრივთან ვაიგივებთ. რეალობა და ბოროტების სინამდვილე ადამიანის აღქმაზე და აზროვნებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ სუფთა ცნობიერება გვაქვს, მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ერთადერთი რეალობა - სულიერი სამყაროა. რაც უფრო დაბინძურებულია ჩვენი ცნობიერება მატერიით, მით უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე მატერიალური სამყარო თავისი ტანჯვით და უბედურებებით.

ამგვარად, ბოროტება არ არსებობს, ამავე დროს მთელი მატერიალური კოსმოსი გაჯერებულია ბოროტებით. ჩვენი დროის დაბალგანვითარებული ცნობიერება იზიდავს ბოროტებას, და ღმერთი ამას უშვებს. რატომ? იმიტომ რომ ტანჯვა და ქმედებების შედეგები უბიძგებენ ადამიანს აბსოლუტური სიკეთისკენ, ისევე როგორც მშობლის მიერ შვილის დასჯა აღუძრავს შვილს კარგად მოქცევის სურვილს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბავშვის დასჯა ცუდია, მაგრამ სინამდვილეში ეს მშობლის სიყვარულის გამოხატულებაა. ადამიანები საკუთარი ქმედებებით იწვევენ, რომ დასჯილნი იყვნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ნეგატიური საქმიანობის ბუნებრივი შედეგი. ასეთი მიდგომა გვეხმარება, რომ დავაფასოთ სულიერი ზრდის შესაძლებლობები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვედრ სირთულეებში დევს.

ამის არასწორად გაგებას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ღმერთს და ბოროტებას ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად თვლიან. მაგრამ უფრო სწორი და ტრანსცენდენტული თვალთახედვით ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ისევე როგორც მონეტის ორი მხარე. და ისევ გვაქვს არჩევანი - ვემსახუროთ ღმერთს თუ ვემსახუროთ საკუთარ თავს. მიზეზი, რომლის გამოც ამ ციხეში მოვხვდით, საკუთარი თავის მსახურების სურვილია. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი: არ ვემსახუროთ ღმერთს, და ამ არჩევანის შედეგით ვიტანჯებით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი