IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნების თავისუფლება, და ბედისწერა (?) ...
Atman
პოსტი May 25 2009, 07:55 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჩემი მომდევნო ინტრიგნული კითხვა: თუ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ სადღაა ადამიანის ნება? ვთქვათ მე რაღაც გავაკეთე, ეს ჩემი ნება იყო თუ ღმერთის?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
15 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 79)
BOO
პოსტი May 30 2009, 01:46 PM
პოსტი #61


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(cinemamu @ May 25 2009, 08:55 PM) *

ჩემი მომდევნო ინტრიგნული კითხვა: თუ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ სადღაა ადამიანის ნება? ვთქვათ მე რაღაც გავაკეთე, ეს ჩემი ნება იყო თუ ღმერთის?


ადამიანს აქვს თავისუფალი ნება..მისი სურვილის მიხედვით ხდება რომელი გზა აირჩიოს ცხოვრებაში...ღმერთს ჩვენთვის კარგი უნდა.
სიტყვაზე ვამბობ თუ მე ავირჩიე მრუშობა და 5 კაცი მყავს ..ან მე ნარკიომანი ვარ ან ქურდი, ეს ჩემი არჩევანია...უფალს ხომ არ უნდა მე ვიყო ნარკომანი და ქურდი? არა..ეს მე გადავწყვიტე ასე, ეს ჩემი არჩევანია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 30 2009, 02:28 PM
პოსტი #62


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კი მაგრამ გვაქვს საერტოდ არჩევანი? აი შიზოფრენიკი მაგალითად იმას აკეთებს რასაც გონებრივი ილუზია უკარნახებს, და ჩვენც ყველანი ცოტ-ცოტა შიზოფრენიკები ვართ smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი May 30 2009, 02:50 PM
პოსტი #63


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(cinemamu @ May 30 2009, 03:28 PM) *

ყველანი ცოტ-ცოტა შიზოფრენიკები ვართ smile.gif


სრულიად ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 31 2009, 04:07 AM
პოსტი #64


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნების თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი და არსობრივად ადამიანურობის განმასზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

თავისუფალი ნება

ეკლესიური გაგებით ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორს თუ მცდარს, საითკენ გადავიხრებით, ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევისკენ, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.

ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს ხალხში საკმარისად გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, როდის ავად გახდები, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობი თუ ღვთისნიერად იცხოვრებ, რა პროფესიას აირჩევ, ახალგაზრდა წახვალ იმქვეყნად - ტრაგიკულად აღესრულები თუ არა. ასეთუ მსჯელობა ერთი შეხედვით გასაგები და ლოგიკურია, თითქოს რაც ზეცაში სურთ, ის იქნება, ჩვენ განა რა შეგვიძლია, ვის რას შევაცვლევინებთ, ამიტომაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებას მრავლად ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს კალვინს, რომელიც გამოეყო რა კათოლიკურ სარწმუნოებას, თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანზრახულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობებისა. ამით ცნობილნი არიან სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებიც, ფეხმოკიდებულია ამგვარი აზრი უბრალო, რელიგიისგან შორს მდგომ ხალხშიც, არც თუ იშვიათად გაიგონებ, რომ ბედისწერას ვერ წაუხვალ. ალბათ ცხოვრების რაღაც წუთებში ეკლესიურად მაცხოვრებლებსაც გაჰკრავთ ასეთი აზრი, რომელიც ერთგვარად ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება საკუთარი ცხოვრება.

ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც. ამ კანონის შემჩნევა, გაცნობიერება კი საკუთარ და გარშემომყოფთა ყოფაზე დაკვირვების შედეგიცაა, რაზეც, რომც არ მოინდომო, მაინც მიგანიშნებს ცხოვრება. საკმარისად ხშირად ყველას დაუნახავს, გაუგონია, თუ როგორ ისჯებიან მძიმე ცოდვებისთვის. ცოდვების ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული. მეზობლის კარები ღია რომ დაინახო, შეხვიდე და გაქურდო, შემდეგ კი ეს ბედისწერას გადააბრალო, თავიდანვე ასე მეწერაო, ყველა სასაცილოდ აგიგდებს და შენც არასერიოზულად ჩათვლი ასეთ ახსნას. თან თუ ღრმად არა აქვს მავნე ჩვევას ფესვები გამდგარი, განსაკუთრებით, როცა პირველად ხდება საძრახისი საქციელის ჩადენა, ჩვეულებრივ დიდ შინაგან ბრძოლას აქვს ხოლმე ადგილი. სინდისი ქეჯნით, ეშინიათ, რცხვენიათ, ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ზოგჯერ ვერ სჯობნიან საკუთარ თავს და სჩადიან უზნეო საქციელს. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ჩვენზეა, საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო, შემდეგ მოგვეკითხება თუ არა პასუხი.

დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი წერს: „თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“

ეკლესიურად მცხოვრებ ხალხთან, თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად შეიმჩნევა ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში მალევე უფლის მიერ დასჯას შორის. ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ ჩვენს სულიერ ზრდას, გამოსწორებას ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მარტო თეორიულად ვერ სწავლობს, მარტოოდენ ცოდნა არ შველის, რომ ამის გაკეთება ეკლესიურად დაუშვებელია. ხშირად სანამ ამა თუ იმ ცოდვის ჩადენის შემდეგ არ იგრძნობს ზეციური დასჯის მომენტს, კარგად არ მოხვდება არასწორი საქციელისთვის, ფიქრებისთვის, ისე არ სწორდება. ჩვეულებრივ, ყოველი ერთი და იგივე ცოდვით დაცემის შემდეგ იგრძნობა ამა თუ იმ ფორმით სამაგიეროს გადახდის მომენტი და ეს კი მრავალჯერ რომ შეიმჩნევა უკვე ხშირად, იმიტომ კი არ იკავებენ თავს ცოდვისაგან, რომ ასეთი ქმედება ეკლესიურად გაუმართლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ღვთისა. თანდათანობით ეს შიში უფრო და უფრო ღრმავდება, გაცნობიერებული ხდება და მძლავრი საშუალებაა არასწორი, სულისთვის საზიანო სურვილების დაკმაყოფილების წინააღმდეგ. გამოსწორებამდე კი თითქმის ყოველთვის შეიგრძნობა შინაგანი ბრძოლის სიმძაფრე. ცოდვას მომნუსხველი, მაჰიპნოტოზირებელი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, თავისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, სძლევ თუ არა მას. ხშირად დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში ამ დროს და ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რით დამთავრდება ეს პაექრობა. „სასუფეველი ცათა იიძულების“ - ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

იზიდავს მმარხველს ნუგბარი საჭმელი, მისთვის ამ დროს აკრძალული გემრიელი კერძები, განსაკუთრებით მძიმე ამ მხრივ თანამედროვე სტილით ახალი წლის დღეებია, როცა სუფრაზე ბევრი რამ არის დახვავებული, მაგრამ თავი უნდა შეიკავო და არ დაარღვიო ეკლესიური წესი. მეტად სასტიკი, რთულია მრუშობის ვნებასთან ბრძოლა. განა ადვილია, თვალი არ გააყოლო ლამაზ ქალს, განდევნო გონებიდან ცოდვილი წარმოდგენები, ფიქრები, როცა გსიამოვნებს, გიზიდავს ისინი, დემონური სიტკბოების განმაცდეველია. მრისხანების შემოტევისას ძნელია თავი შეიკავო, არ გამოხვიდე წყობიდან, ხმას არ აუწიო, შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთხრა სხვას. როგორ გინდა ებრძოლო ვნებებს, ცდუნებებს თუ არა ხშირად ნებისყოფის დიდი დაძაბვა. მძიმეა, რთულია სულიერი ცხოვრება და აქ განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული.

უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ნების, ნებისყოფის გამოვლინება ცვალებადია და იგი შეიძლება შევადაროთ თოთო ბავშვს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თუ რომელიღაც ვნებას, საცთურს აყევი, შემოუშვი გონებაში ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები და არ განდევნე ისინი თანდათანობით, ბრძოლა მათთან უფრო და უფრო ძნელი გახდება და ბოლოს შეუძლებელიც კი. ასეთ დროს კარგად ჩანს, თუ როგორ სუსტდება ადამიანის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ სულ უფრო ნაკლებ ნებისყოფის სიმტკიცეს იჩენენ ცოდვის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად. თუ ერთხელ გამოხვედი წყობიდან, გაღიზიანდი, წარმოთქვი მრისხანე სიტყვები, მეორედ ამას უფრო ადვილად შესძლებ. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემია, თანდათან როგორ უფრო და უფრო უჭირთ ნებისყოფის დაძაბვა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. და პირიქით, თუ ერთხელ მოერიე თავს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, მერე უფრო გაგიადვილდება იმავე განსაცდელის შემთხვევაში ღირსეულად მოქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავარდნების შემდეგ ხშირად მხოლოდ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ იგრძნობა, რომ უბრუნდებათ წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც დაცემამდე ჰქონდათ თავდაპირველად ამ თუ სხვა ცოდვასთან ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ მაშინ იწმინდება სული იმ ჭუჭყისგან, დემონური განწყობისგან, რომელიც წინაპირობას, საფუძველს წარმოადგენდა ბოროტი ძალის ზემოქმედებისა ადამიანზე, მაშინ სუსტდება ბოლო დროს განმტკიცებული მიდრეკილება ამა თუ იმ ცოდვისაკენ.

წმინდა მამები, განმარტავენ რა ფსალმუნის სიტყვებს: „ბაბილოვნის ასულო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა“, აქ სულიერი ბრძოლის ხერხს ხედავენ. ბაბილონი ჯოჯოხეთია, მისი სიმბოლო, ბაბილონის ჩვილები - ცოდვილი ფიქრები. ნეტარია ის, ვინც კედელზე შენარცხებით მოსპობს მათ, ვინც მაშინვე გაანადგურებს მავნე ფიქრებს. კედელი მაცხოვარს გულისხმობს, იესო ქრისტეს სახელის ძალას. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ: დასაწყისში ცოდვილი ფიქრი ჩვილივით სუსტია, შემდეგ იგი ბუმბერაზად იქცევა - ჩვევაში გადასულ ცოდვად, რომლისგან განთავისუფლებაც მხოლოდ სხვისი დახმარებით, ეკლესიის ლოცვით შეიძლება. ამ ბოლო ეტაპზე ადამიანის თავისუფალი ნებისგან თითქმის აღარაფერი რჩება.

ეკლესიური სწავლებით, ბოროტ ძალას ნებელობით განცდებზე ზემოქმედების საშუალება აქვს და ეს ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს ენერგია ერთმევა, სურვილი უქრება, ვითომდა სამომავლოდ დებს მისთვის მნიშვნელოვან საქმეთა განხორციელებას. ამგვარი სურათი განსაკუთრებით კარგად ეკლესიური წესების შესრულებისას იკვეთება. არცთუ იშვიათად გაიგონებ: აღსარება მინდა ვთქვა და ვერ ვახერხებ, დავაპირებ, მაშინვე რაღაც მიზეზი გამომიჩნდება და ვდებ, მიზეზს კი რა გამოლევს. ან კიდევ: თითქოს ხელს არაფერი მიშლის, მაგრამ მიჭირს ვაიძულო თავი მღვდელთან მისასვლელად, თუმცა სურვილი მაქვს, ამას ვერ ვაკეთებ. ლოცვა ყოველთვის შეიძლება, სადაც არ უნდა იყო და როცა გინდა, რა წინააღმდეგობაა! მაგრამ ზოგჯერ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო. ვისაც გარკვეული სულიერების გამოცდილება აქვს, მას შეუმჩნევია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცის, მძიმე წუთებში: სასოწარკვეთილების, უიმედობის შემოტევისას, ნერვიულობისას, გაღიზიანებისას ლოცვის დაწყება მეტად შეუმსუბუქებს მდგომარეობას, მაინც მეტად უჭირს, აიძულოს თავი გააკეთოს ეს, მთელ რიგ შემთხვევებში კი დაგვიანებით ან საერთოდ ვერ ახერხებს ამას. არცთუ იშვიათად შინაგანი პროტესტის განცდაც კი შემოდის ზეციური სამყაროს მიმართ: მე თუ ასე ცუდად ვარ, ეს იმის შედეგია, რომ საჭირო დახმარებას ვერ ვგრძნობ ზემოდან, ილოცე და ამჲთ მიდი და ისევ წადი იმ ძალის შემხვედრი მიმართულებით, ვინც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ გაქცევს! ზოგჯერ უნდათ ეზიარონ, ან ახლობელს გააკეთებინონ ეს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ბოლო მომენტში ეზარებათ ან სურვილი უქრებათ ამის. სნეული ახლობლის ზიარება სურდათ და მოძღვარს უნდა დაუკავშირდნენ ამისთვის, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ავადმყოფისთვის, საოცარი სურვილი გაუჩნდათ, არ დახვედროდათ მღვდელი, ვერ მოეძებნათ იგი. სამწუხაროდ, დამორჩილდნენ ამ აუხსნელ შინაგან სწრაფვას, არ გამოიჩინეს საჭირო ძალისხმევა და ავადმყოფიც უზიარებლად წავიდა ამქვეყნიდან.

მართლმადიდებლური თვალსაზრისით ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობის და ეშმაკეულობის მდგომარეობა. შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ჩვენს ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ. წყობიდან გამოსვლისას, როცა მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, რა ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა, მიზეზი ბევრია, ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გიმორჩილებს, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში, შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ნებდები უცხო ზემოქმედებას.

მეორე მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. ზოგიერთთან მძიმე ცოდვების, დიდი სიამაყის თუ სხვა მიზეზის გამო უფლის დაშვებით ბოროტი ძალა შედის ადამიანის სხეულში, იქ დაივანებს და რაც სურს, იმას აკეთებინებს. ამ დროს იგი, მთელ რიგ შემთხვევებში დემონური ზემოქმედების შედეგად კარგავს რა ცნობიერებას, ვარდება ისტერიკაში, განსაკუთრებით სიწმინდეებთან (ხატთან, ჯვართან, საზიარებელ ბარძიმთან) ახლოს ყოფნისას, სჩადის მკრეხელურ, უზნეო საქციელს, ბილწსიტყვაობს, ილანძღება, უშვებს ცხოველურ ხმებს, ლაპარაკობს სხვა ადამიანის ხმით. ასეთ დროს სრული მორჩილებაა ეშმაკისეული ნების. შემდეგ თავად რცხვენიათ ამის, მეტად განიცდიან, მაგრამ უძლურნი არიან, წინააღდმეგობა გაუწიონ ბოროტს. მოციქული პავლე ამბობს: „ასეთი კაცნი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს“ (1 კორ. 5,5).

ფსიქიატრიიდან სხვადასხვა ნებისყოფის პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობებია ცნობილი. მაგ. გვხვდება დაავადება „აპრაქსია“, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. თუ ბუნებრივად მომწიფდა, შეუძლია მოიქცეს სიტუაციისდა შესაბამისად, მაგრამ იმავეს ვერ შეძლებს თუ ამის საჭიროება არ არის. შეიკრავს ღილებს შეცივებისას, მაგრამ თავს ძალა რომ დაატანოს და იგივე გააკეთოს სხვისი თხოვნით, როცა ამის საჭიროება არ არის, ვერაფრით მოახერხებს. გამოიყენებს დანა-ჩანგალს სუფრაზე, მაგრამ სხვა სიტუაციაში რომ მოსთხოვო, საკვების მიღების გარეშე გვიჩვენოს მათი ხმარების წესი, ვერ შეძლებს. არის დაავადება „აბულია“, როცა მეტად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება თუ როგორ მოიქცნენ, ხან ერთ მხარეს იხრებიან, ხან მეორე, მოჰყავთ არგუმენტები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტნაკლებად ყველას ახასიათებს, მაგრამ „აბულიის“ დროს ეს ავადმყოფურ ხასიათს იღებს, ვერაფრით ახერხებენ გააკეთონ რაიმე არჩევანი. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობათა დროს საკმარისად მძლავრობს ბოროტი.

როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ „მე მინდას“ სპეციფიკურ განცდას, სურვილს პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. შეინიშნება ასევე დაძაბულობის შეგრძნებები, გარკვეული სახის წარმოდგენების გაჩენა ცნობიერებაში. ნებელობით განცდათა თავისებურება მიუთითებს მათ თვითმყოფად, მნიშვნელოვან როლზე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ გახლავთ თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.

ერთგვარი ლოგიკა, თითქოსდა საღი აზრი იგრძნობა იმ დაშვებაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზემოდან იშვება და ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფალმა იცის თითოეულის წარსული, აწმყო და მომავალი, შეუძლებელია ღმერთმა რაიმე არ იცოდეს და ამით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება სრულად ნათლად მიუთითებს თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას ყველაფერს მიხვდები, ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.

დავით ციცქიშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი
„მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 31 2009, 08:32 AM
პოსტი #65


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც.



აქ ცოდვის შერჩენა არშერჩენაზე არაა ლაპარაკი. მე თუ ვიღაცას ვცემ მეც მცემს ვიღაც, ეს გარდუვალი კანონია, მაგრამ მთავარია ამას როგორ შევხედავ. ზოგს არ უყვარს და ეშინია ჩხუბის, ზოგისთვის ეს სპორტია, ზოგს საერთოდ სიამოვნებს კიდეც რომ ცემენ biggrin.gif ასე რომ ცემა სულაც არ იქნება ჩემთვის სასჯელი biggrin.gif ქალისთვის და დედისთვის ომი ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ნამდვილი მეომრისთვის და გენერლისთვის ომი სამოთხეა და თამაშია, მხოლოდ ომის დროს გრძნობს თავს ცოცხლად. ასე რომ ცოდვაც და სასჯელიც ფარდობითი ცნებაა...


ციტატა
როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ „მე მინდას“ სპეციფიკურ განცდას, სურვილს პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება.



ფსიქოლოგია ძალიან ვიწროდ ხედავს მოვლენებს და მითუმეტეს ადამიანის ქვეცნობიერს. თანაც ეკლესიას არ აქვს უფლება ფსიქოლოგია მოიშველიოს დამამტკიცებელ არგუმენტად, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიისვე მტკიცებულებებს არ ითვალისწინებს. თუ ხართ მეცნიერებასთან ბოლომდე იყავით, როცა გაწყობთ ეგრე სადაა smile.gif ახლაცაა ბევრი გალილეი მეცნიერებაში...


ციტატა
მართლმადიდებლური თვალსაზრისით ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობის და ეშმაკეულობის მდგომარეობა. შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ჩვენს ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ. წყობიდან გამოსვლისას, როცა მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, რა ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა, მიზეზი ბევრია, ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გიმორჩილებს, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში, შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ნებდები უცხო ზემოქმედებას.



ჯობდა ავტორს აქ მოეშველებინა ფსიქოლოგია და არა ეშმაკები.

დიალექტიკის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ! sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 31 2009, 08:48 AM
პოსტი #66


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



პ.ს. თუ ბედისწერა არ არსებობს, მაშინ რატომ არსებობენ წინასწარმეტყველნი?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 31 2009, 08:25 PM
პოსტი #67


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თანაც ეკლესიას არ აქვს უფლება ფსიქოლოგია მოიშველიოს დამამტკიცებელ არგუმენტად

მოდი შეეშვი ხო ეკლესიის ჭკუის სწავლებას smile.gif
აშკარად ანტიქრისტიანულ სწავლებებს ვწერ და თუ არ ვცდები ყველა თემაში რაც კი გახსნილი გაქვს, და თან როცა ეკლესიას ეხები, უკვე გამაღიზიანებელიცაა, ხომ გახსენი აპოლოგეტიკაში თემა?აი გადმოვალ მალე იქ და მთელი შენი ეს იდეები იქ დაწერე,
ციტატა
პ.ს. თუ ბედისწერა არ არსებობს, მაშინ რატომ არსებობენ წინასწარმეტყველნი?

ამაზეც იქ გაგცემთ პასუხს.
დასასრულ ვამთავრებ დამასკელით, ნებისმიერი კამათი აპოლოგეტიკაში

წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოცდამეცხრამეტე
იმის შესახებ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული; ესე იგი, თვითუფლებრივის თაობაზე

მსჯელობა თვითუფლებრივის შესახებ (ანუ იმის თაობაზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული) უპირველესად იმის გამოძიებით უნდა დავიწყოთ, არის თუ არა რაიმე ჩვენზე დამოკიდებული, რადგან ბევრი ვინმეა, ვინც ამას ეწინააღმდეგება. შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რისი უფლებამოსილება გვაქვს. ბოლოს, გამოსაკვლევი იქნება მიზეზი, თუ რის გამო შეგვქმნა ჩვენ თვითუფლებრივნი შემოქმედმა ღმერთმა.

ამრიგად, დავიწყებთ რა პირველი საკითხით, უპირეელესად იმას აღვნიშნავთ, რომ არის რაღაც ჩვენზე დამოკიდებული, დავამტკიცებთ კი ამას თვით მოწინააღმდეგეთა დებულებების საფუძველზე და ასე ვიტყვით:

ყველა მოვლენის მიზეზად ან ღმერთს ამბობენ ან აუცილებლობას ან სვეს ან ბუნებას ან ბედს ან კიდევ ხდომილებას. მაგრამ: ღვთის საქმეა არსება და წინაგანგება; აუცილებლობისა - მარადის იგივედ მყოფთა მოძრაობა; სვისა - აუცილებლობის ძალით სრულყოფა იმისა, რაც მისგანაა (რადგან სვეც აუცილებლობას განეკუთვნება); ბუნებისა - წარმოქმნა, ზრდა, ხრწნა, მცენარეები და ცხოველები; ბედისა - იშვიათობანი და მოულოდნელობანი (რადგან ბედს განსაზღვრავენ, როგორც თანხვდომასა და თანხვედრას ორი მიზეზისას, რომელთაც არჩევანისგან აქვთ დასაბამი და რომლებიც ჩვეულებრივისგან განსხვავებულ რამეს სრულყოფენ, როგორიცაა, მაგალითად, საფლავის თხრისას განძის პოვნა, რადგან არც განძის ჩამდებს ჩაუდია იგი იმ მიზნით, რომ გამთხრელს ეპოვა, არცა მპოვნელს უთხრია საფლავი იმ მიზნით, რომ განძი ეპოვა, არამედ პირველმა ჩადო იმიტომ, რომ სურვილისამებრ ამოეღო, ხოლო მეორემ გათხარა იმიტომ, რომ საფლავი ჰქონოდა, მაგრამ მოხდა კი იმისგან განსხვავებული რამ, რა არჩევანიც ორივე მათგანს ჰქონდა); ხდომილებისა - უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევები, რაც არც ბუნებრივია, არც ხელოვნური.

აი, ამგვარად ამბობენ ისინი. მაგრამ რომელ მათგანს დავუქვემდებაროთ ადამიანთაგან [ნამოქმედარნი], თუკი ადამიანი თვითვე არ არის მიზეზი და სათავე საქმისა? მართლაც, არც ის შეიძლება, რომ ღმერთს განვუკუთვნოთ ზოგი მისი უშვერი და უსამართლო საქმე, არც აუცილებლობას (რადგან ამგვარი საქმეები მარადის იგივედ მყოფთა თვისება არაა), არც სვეს (რადგან სვეს ეკუთვნის არა ის, რაც შესაძლებელია, არამედ ის, რაც აუცილებელია), არც ბუნებას (რადგან ბუნების საქმეა ცხოველები და მცენარეები), არც ბედს (რადგან ადამიანთა საქმეები იშვიათი და მოულოდნელი არ არის), არც ხდომილებას (რადგან უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევებს ამბობენ ხდომილების კუთვნილებად). ამრიგად, რჩება ის, რომ ვინც საქმეს აკეთებს, ესე იგი, თვით ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმეების სათავე და მათზე უფლებამოსილი.

კიდევ, თუ ადამიანი არანაირი საქმის სათავე არ არის, ზედმეტი ყოფილა მისთვის განმზრახველობა, რადგან რაში გამოიყენებდა იგი განზრახვას, თუ არანაირი საქმის ბატონ-პატრონი არ იქნებოდა? ყველა განზრახვის საგანი ხომ საქმეა უკიდურესი უგუნურება იქნებოდა, თუკი ზედმეტად წარმოგვიჩნდებოდა ის, რაც ადამიანის ნიჭთა შორის უმშვენიერესია და უპატიოსნესი. ასე რომ, თუკი რაიმეს განიზრახავს ადამიანი, საქმისათვის განიზრახავს, რადგან სწორედ საქმისთვისაა და საქმის გამოა ყოველი განზრახვა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 31 2009, 09:23 PM
პოსტი #68


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კარგი. აღარ ვკამათობ smile.gif ეკლესიას ჭკუას არ ვასწავლი. მას თავისი ფუნქცია აქვს და ისე უნდა იქცეოდეს როგორც იქცევა. ყველა რელიგიას თავისი ფუნქცია და მიზანი აქვს და მათი ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება, მაგრამ ჭეშმარიტება მაინც ეკლესიაზე მაღლა დგას smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 31 2009, 11:38 PM
პოსტი #69


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჭეშმარიტება მაინც ეკლესიაზე მაღლა დგას

იმდენად რამდენადაც თავია სხეულზე "მაღლა" biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 1 2009, 06:10 AM
პოსტი #70


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სოფიზმ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 1 2009, 11:10 AM
პოსტი #71


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სოფიზმ

ნწუ, დოგმატ biggrin.gif

"ეკლესიის მისტიური თავი არის ქრისტე"
ქრისტე კი "ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე" smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 1 2009, 03:31 PM
პოსტი #72


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ზომიერი ზღვარი უნდა არსებობდეს ფორმასა და შინაარს შორის, თორემ ფორმა ხშირად მწიგნობრობად იქცევა. დოგმა - ფორმაა, შინაარსი კი სიყვარულია. ყველა რელიგია თავიდან შინაარსით იწყება, შემდეგ კი ფორმისკენ და დოგმებისკენ აქვს ტენდენცია. საბედნიეროდ მრევლი მაინც პოულობს ზომიერ ზღვარს და ინტუიციით ხვდება რა დროსაა საჭირო დოგმა და რა დროს არა.
ეკლესია ტანი კი არაა, სხეულია და ფორმაა, რომელიც სიყვარულს ინახავს და ინარჩუნებს, მაგრამ მთავარი მაინც სულია. სულზე კი ვერ ილაპარაკებ, იმიტომ რომ უნდა იგრძნო და სიტყვებით ვერაფერს გააწყობ. ჰოდა ვილაპარაკოთ დოგმებზე, სხვა რა დაგვრჩენია smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 1 2009, 09:16 PM
პოსტი #73


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საბედნიეროდ მრევლი მაინც პოულობს ზომიერ ზღვარს და ინტუიციით ხვდება რა დროსაა საჭირო დოგმა და რა დროს არა.

ნუ არ ეშვება მართლმადიდებლებს biggrin.gif
კაცო, დოგმატი შეადგენს ჭეშმარიტი სწავლების გადმოცემას, შესაბამისად მრევლი რომელიც ამ სწავლების მიმდევარია, არასდროს ამბობს რომ დოგმა "საჭირო არაა" ეგ აბსურდია , მოდი რა ვიკამათოთ აპოლოგეტიკაში რომ გახსენი იმ თემაში, აქ დააასვენე მრევლის და დოგმატებიც smile.gif

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 2 2009, 07:18 AM
პოსტი #74


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მრევლი რომელიც ამ სწავლების მიმდევარია, არასდროს ამბობს რომ დოგმა "საჭირო არაა" ეგ აბსურდია




შენ გადამრევ მე biggrin.gif როდის ვთქვი არაა საჭიროთქო? ცალსახად რატო იღებთ ხალხო ყველაფერს? დოგმაც საჭიროა და პოლის ჯოხიც ვაააახ biggrin.gif თქვენთვის ყველაფერი ან შავია ან თეთრი? შუალედური ფერები არ არსებობს?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 2 2009, 11:58 AM
პოსტი #75


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვააახ biggrin.gif
მდას...
ციტატა
როდის ვთქვი არაა საჭიროთქო?


კითხვა ზნაეშ? smile.gif

აბა ეგ მე ვიყავი?
ციტატა
საბედნიეროდ მრევლი მაინც პოულობს ზომიერ ზღვარს და ინტუიციით ხვდება რა დროსაა საჭირო დოგმა და რა დროს არა.


გეუბნები, რომ არ არის დრო მორწმუნისათვის როცა არ არის საჭირო დოგმა, რაც არის კიდეც მისი რწმენის ფუნდამენტი.

ჰაერზე ლაპარაკობ, არ იცნობ საკითხს და იმიტომ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 2 2009, 08:26 PM
პოსტი #76


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
გეუბნები, რომ არ არის დრო მორწმუნისათვის როცა არ არის საჭირო დოგმა, რაც არის კიდეც მისი რწმენის ფუნდამენტი.ჰაერზე ლაპარაკობ, არ იცნობ საკითხს და იმიტომ


იმდენად მაინც ვიცნობ რომ მაგაზე ვილაპარაკო. ჰაერზე კი შენ უფრო ლაპარაკობ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებს მეუბნები რაშიც ძირითადად მეც გეთანხმები biggrin.gif საწყისი და ფუნდამენტი დოგმაა თავიდან, მაგრამ სულ რაღაც დოგმაზე მიმაგრებული ვერ იქნები. ვინც გაყიდის სულს ჩემი გულისათYვის, მოიპოვებს მას. სულის გაყიდვაში დოგმის დარღვევაც იგულისხმება უფრო ამაღლებული მიზნისთვის. მე ეგ ვიგულისხმე და რატომღაც მგონია რომ უნდა მიხვედრილიყავი ამას a075.gif კამათისადმი მიდრეკილება ჩემზე მეტი შენ გაქვს მგონი biggrin.gif

მოკლედ დოგმა საჭიროა, მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაშიიი! smile.gif აქედან გამომდინარე დოგმა მეორადი საფუძველია, პირველადი კი ღმერთის სიყვარული ანუ პირველი მცნებაა. (ვიცი რომ მეთანხმები ამაში და შენგან განსხვავებით მტკიცებულებად არ ვამბობ ამას, უბრალოდ მინდა გითხრა რომ მეც შენნაირად ვფიქრობ biggrin.gif )

და საერთოდ აქ უკვე შევწყვიტე კამათი, თუ აქეთ არ გადმოხვალ შეტევაზე smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 2 2009, 10:02 PM
პოსტი #77


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სულის გაყიდვაში დოგმის დარღვევაც იგულისხმება უფრო ამაღლებული მიზნისთვის

ა, ელაპარაკე ახლა ამას biggrin.gif
ყველაზე მაღალი დოგმა არის სიყვარული მეგობარო, და აბა მითხარი რომელ დოგმატს არღვევს შენი აზრით უფლისათვის ყოველივეს დატოვება ? smile.gif
აი ეს მუხლი კარგად რომ გავიგოთ რაზეა საუბარი:
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;

38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.


37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. 38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. 39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი
(მათე თავი 10 )

ხო კაი რახან შეწყვიტე კამათი, მეც მოვრჩი და იქ ინდუიზმში ვისაუბროთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 2 2009, 10:10 PM
პოსტი #78


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



cinemamu
KAIROS
მე მომწონს თქვენი კამათი და თუ რატომ, გეტყვით ეხლავე.
რასაც ამბობთ, მისაღებია მეორე მხარისთვის თუ მიულეღებლი, ამბობთ ისე,
რომ ერთმანეთს არ აყენებთ შეურაცხყოფას, შეიმჩნევა ზომიერი დოზით
უიმორიც და არ ისმის მერე ხმამაღალი ყვირილი ,,ხელი მიშვი ქოჩორში''_ო biggrin.gif

ასე რომ გააგრძელეთ, ინტერესით ვკითხულობ მე პირადად. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 2 2009, 10:14 PM
პოსტი #79


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეგ სინამამუს დამსახურებაა, მშვიდად ინტრიგნობსbiggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 06:31 AM
პოსტი #80


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
cinemamuKAIROS მე მომწონს თქვენი კამათი და თუ რატომ, გეტყვით ეხლავე.რასაც ამბობთ, მისაღებია მეორე მხარისთვის თუ მიულეღებლი, ამბობთ ისე,რომ ერთმანეთს არ აყენებთ შეურაცხყოფას, შეიმჩნევა ზომიერი დოზით უიმორიც და არ ისმის მერე ხმამაღალი ყვირილი ,,ხელი მიშვი ქოჩორში''_ო ასე რომ გააგრძელეთ, ინტერესით ვკითხულობ მე პირადად.



არადა მანდილს უნდა გვიგდებდე წესით და ახალი რაუნდი გამოაცხადე? biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. 38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. 39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი(მათე თავი 10 )



აბა მე სხვა რამეს ვამბობ? biggrin.gif მე იმ დოგმ,ებზე მოგახსენებ, რომელიც იერარქიით პირველ მცნებაზე დაბლა დგას... ხო და კიდე ეგ სიტყვები იმას უთხარი, ვინც ფრანცისკო ასიზელს წმინდანად არ აღიარებს მხოლოდ იმის გამო რომ მართლმადიდებელი არ იყო. არადა პირველ მცნებას იცავდა ბოლომდე a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი