![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#621
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი დიდ ცოდვებს სჩადის თუ მცირეს. მთავარია, აქვს თუ რა სინანული ცოდვათა გამო. სინანულის გარეშე მცირე ცოდვებმაც შეიძლება ისევე დაღუპოს ადამიანი, როგორც დიდმა და მძიმე ცოდვამ. რა მნიშვნელობა აქვს, ერთი დიდი ლოდი დაგახრჩობს, თუ მისი წონის კენჭები? ჩვენთვის მთავარია არა ამა თუ იმ ცოდვის სიმძიმე, არამედ მათი უცილობლად მონანიება. ადამიანს ნებისმიერი მოუნანიებელი ცოდვა დაღუპავს. მცირეა ცოდვა თუ დიდი, ორივე უნდა მოვიშოროთ. პატარა ცოდვების შეჩვევა ამზადებს საფუძველს დიდი ცოდვის ჩასადენად. თუკი ჩვენი თავისუფალი ნების არასწორი გამოყენებით, თუნდაც მცირე ცოდვებით დაცემით ბოროტს ნებას მივცემთ, შემოვიდეს ჩვენში, ის ამ ცოდვის რეალიზაციის სხვადასხვა დონეს შეგვიქმნის. მცირე ცოდვა, რომელიც დღეს არის ჩვენში, ხვალ შესაძლოა იმხელა ცოდვად იქცეს, რომ უსაშველოდ დაგვაშოროს უფალს.
ვინც მცირე ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს და თვლის, რომ უცოდველია, მძიმე ცოდვილზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც თავის ცოდვებს განიცდის და გულწრფელი სინანულით ცდილობს ჩადენილი ცოდვისგან გათავისუფლებას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#622
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სული, რომელიც ვერ გძნობს თავის ცოდვებს, გვამად იქცევა"
/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#623
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცოდვა, სინანულით განუბანელი, არ ქრება: როგორც წვიმის წვეთები იქცევიან ნიაღვრად, ამგვარად ადამიანთა ცოდვები ერთად შეერთებულნი, ქმნიან დამანგრეველ ძალას, რომელიც ვლინდება ფიზიკურ ასპექტში ომების, საზოგადოებრივი რყევების, შიმშილობის, ეპიდემიებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების სახით".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#624
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"59. მაინტერესებს, რატომ ვამბობთ ყველა სხვა ცოდვაზე: "შესცოდა", ხოლო სიძვაზე დამწუხრებულნი აღვნიშნავთ: "დაეცა?!"
/ღირსი იოანე სინელი/ დაცემაში, მართლაც, ძირითადად სიძვის ცოდვაში აღმოჩენა მოიაზრება. რატომ? - ადამიანები სიძვას სხვა ცოდვებზე იმდენად აღმატებულად მიიჩნევენ, რომ მასში ყოფნას დაცემად თვლიან. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#625
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა ეფრემი [კატუნაკელი] ხშირად ამბობდა, ზოგიერთ მძიმე ცოდვას მყრალი სუნიც კი ასდისო. ერთხელ გვიამბო, რომ ბერმა იოსებმა მყრალი სუნი იგრძნო, როცა მასთან ვიღაც სტუმარი (ის დარვინისტი იყო) მივიდა. მასთან საუბრის შემდეგ სიმყრალის მიზეზსაც მიხვდა. თუმცა თავად მამა ეფრემსაც უკვირდა, რატომ ვერ გრძნობდა სიმყრალის სუნს სხვისგან, რომელიც ბუდისტი იყო. "ერთხელ განგებ დავჯექი მის გვერდით, და აუტანელი სიმყრალე ვიგრძენი", - თქვა მან.
სხვა დროს, როცა ერთმა ეპისკოპოსმა მამა ეფრემს ეკუმენიზმის შესახებ ჰკითხა, მან ილოცა, რომ ღვთისგან გულსავსება მიეღო. "მყრალი სუნი, რომელსაც მჟავე, მწარე, მარლიანი გემო ჰქონდა. აი, ეს იყო შედეგი", - თქვა ბერმა ზიზღით". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#626
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველა ადამიანი სცოდავს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეგნებულად სცოდავენ. განგებ და მიზანმიმართულად ჩადენილი ცოდვები ყოველთვის აბრკოლებენ ადამიანში თავმდაბლობას. ვისაც თავმდაბლობის მოპოვება სურს, მან ცოდვების შეგნებულად ჩადენაზე უარი უნდა თქვას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#627
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვისაც ბუნებრივად აქვს სათნოებანი მინიჭებული, შეიძლება ადვილად დაკარგოს იგი, ხოლო ვინც დაუღალავი სულიერი შრომის სანაცვლოდ მოიპოვებს მათ, არასოდეს დაკარგავს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#628
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უცოდველი ადამიანი არ არსებობს და, თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს ვერ აღმოაჩენს, ეს ნიშნავს, რომ მასში ძალიან ღრმად აქვს გადგმული ფესვი ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#629
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"200. თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რომელი მხრიდან უბერავს ქარი, რათა აფრები გზის დამაბრკოლებელი მიმართულებით არ აღვმართოთ. (ღირსი იოანე სინელი)
მხატვრულად გვეუბნება წიგნი: როგორც მეზღვაურები აღმართავენ აფრას, რომ ქარმა იმ მიმართულებით წაიყვანოს გემი, რა მიმართულებითაც მეზღვაურს სურს. ასევე ჩვენც, თუ აქ წარმოვიდგენთ, რომ ქარი არის ბრძოლა (ბოროტის ბრძოლა), აფრა კი - ჩვენი სათნოებანი, შეიძლება ისე დავუპირისპიროთ ჩვენი სათნოებანი ბოროტ ძალებს ჩვენივე უცოდინარობის გამო, რომ თავი გავინადგუროთ. ეშმაკთან ბრძოლის ხელოვნება სწორედ ის არის, რომ ისე აღვმართოთ აფრები, - ისე დავუპირისპიროთ ჩვენი სულიერი და სათნო საქმეები ბოროტებას, რომ პირიქით, - იგი გვირგივნების მოსაპოვებლად გვექცეს და არა დამაბრკოლებლად" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#630
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როდესაც ადამიანი ხედავს საკუთარ ცოდვებს, ამის გამო გულშემუსვრილი და მწუხარეა. არსებობს "საკუთარი თავის ცოდნა", - როდესაც ადამიანი რეალურად ხედავს თავის სულიერ მდგომარეობას. გულის შემუსრვილებისა და საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ყოვლად შეუძლებელია ჭეშმარიტი თავმდაბლობის მიღწევა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#631
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სხეულთან დაკავშირებული ცოდვები - სიძვა, ნაყროვანება, სიზარმაცე - არ იწვევს ადამიანის ამპარტავნებას. სიამაყეს შობს სულთან დაკავშირებული ცოდვები, როგორიც არის მრავლისმეტყველება ან განკითხვა. ასეთი ცოდვები ადამიანში პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებას კვებავს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#632
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როგორც წყალი შლის ნაწერს, ისე ცრემლები - ცოდვებს"
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#633
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანში იმდენი ცოდვა არის თავმოყრილი, რომ, რაც მეტად შეიცნობს თავს, მით უფრო აღმოაჩენს სხვადასხვა ცოდვას"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#634
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"61. როგორც უშნო საქციელია, თუ ვინმე მამის დამარხვის შემდეგ, სასაფლაოდან დაბრუნებისთანავე ქორწილს გადაიხდის, ისევე უჯეროა, როცა საკუთარ ცოდვებზე მგლოვიარენი კაცთაგან პატივს, დიდებასა და განსვენებას ეძიებენ ამ წუთისოფელში. (ღირსი იოანე სინელი)
თუ კაცი ნამდვილად გლოვობს საკუთარ ცოდვებს, მას პატივისა და დიდების მოხვეჭა არ აინტერესებს, არამედ პირიქით - სხვათაგან შეურაცხყოფასა და ლანძღვას ეძიებს, რათა ამ გზით უფრო მეტად მიეტევოს ცოდვები" /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#635
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცოდვები ადამიანს უფსკრულში დანთქავს, თავმდაბლობა კი ის სათნოებაა, რომელიც ცოდვის უფსკრულიდან გამოიყვანს მას"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#636
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"171. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს ჩემი სიტყვები, მაგრამ, ჰოი, ნეტარო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლაც გავიმეორებ: სათნოებას ბოლო არა აქვს. უსხეულო ანგელოზებიც კი იცვლებიან, გამუდმებით დიდებიდან დიდებისკენ მაღლდებიან და ცოდნას იმდიდრებენ"
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#637
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რაც უფრო წარმატებულია ადამიანი სულიერად, მცირე ცოდვითი დაცემაც ძალიან ვნებს მის სულს, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღწევია სულიერი საფეხურებისათვის, შეიძლება მეტი ცოდვა ჩაიდინოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად შეერაცხოს ღვთის წინაშე"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#638
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვინც თითქმის სრულყოფილებას არის მიღწეული, ის შეიძლება მცირე ცოდვაში აღმოჩნდეს, მაგრამ შემდეგ ისეთ ფიცხელ მოღვაწეობას შეუდგეს, რომ ცოდვით დაცემამდე არსებულ სულიერ მდგომარეობაზე აღმატებულ მდგომარეობას მიაღწიოს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#639
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როდესაც იოსებთან მისი ბატონის ცოლმა ხორციელი კავშირი მოისურვა, იოსები უვნებო მდგომარეობაში კი არ იმყოფეობდა და ამის გამო კი არ გაიქცა, არამედ რათა ცოდვისათვის თავი არიდებინა. ადამიანი ცოდვას უნდა გაურბოდეს, თორემ თუ უვნებო მდგომარეობას მიაღწევს, მას ვეღარანაირი ცოდვა ვერ დააზიანებს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#640
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცოდვა არის ღმერთის დაკარგვა, მისგან დაშორება, შინაგანი უთანხმოება და განხეთქილება სულის, სხეულისა და სამშვინველის ყოველი ძალისა, მოყვასისგან განშორება"
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი