IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, "მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი."
saria-giorgi
პოსტი Jul 2 2009, 12:33 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევის, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისათვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობას და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან, თავად თმობს ამ პოზიციას, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს ვაწყდებით, რომლებიც მკითხველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი.აქ ლაპარაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფას და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი მეტყველების ან წერითი ლაფსუსები არ არის.
მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლებია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. წერილი და ეკლესიის მიერ შემონახული წმ.გარდამოცემა,რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატტრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და "მამათა ერთსულოვნების" პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ.გარდამოცემა?არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტეანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების- კანონიკისა და ა.შ გარეშე. ე.ი წმ.გარდამოცემის არსებითი დაიქნებ ორგანული ნაწილი- ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტეანი იყოს. ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში ,,ეკუმენიზმის გამოწვევა". ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, ,,იყო უბრალოდ ქრისტეანი" ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენოიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორივაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ.გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ.წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა:" გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის".(ინ.5.39).
მამა ანდრიამ ,,გამოიძია" წმ.წერილი და თავის სტატიაში " ექვსთა დღეთა"-ს პოლემიკურობა" იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდომოსეა,მითიური პირი;ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ ,,ფსევდონი", ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ,, მზე ამოვიდა", მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმას , იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტანსა და ფლორენსკის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გეო-ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასტურებული არ არის).
მამა ანდრიას მიაჩნია, რომ ,, ექვსთა დღეთა", ანუ ,,დაბადების" პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკინუთ თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე.
გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისაგან- როგორც ჩანს, ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასათან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში ,, ექვსთა დღეთა", ღმრთისულიერი ნაწარმოები კი არ არის, არამედ ,, მითი მითების წინააღმდეგ", რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა ,, კბილი კბილისა წილ"- ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების-ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით ურწმუნო მეცნიერებს შორისაც.
თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთისულიერება და ისტორიულობა, ახალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული-საფუძველი მას დაკარგული აქვს.მას, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?

არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Jul 2 2009, 03:02 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



საინტერესოა რას ფიქრობს ჩვენი დედა ეკლესია ამის შესახებ. კურაევი საკმაოდ პოპულარულია ჩვენშიც და თუკი იგი სცდება მაშინ შესაბამისი რეაგირებაა საჭირო. არ შეიძლება, რომ ამ შეკითხვით რომელიმე კომპეტენტურ მოძღვარს მივმართოთ ? იქნებ თემის ავტორი გამოვიდეს ამ ინიციატივით და მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე? ერთია, როდესაც ვისნემთ ერთი ადამიანის კომენტარსა და ვარაუდს მეორეს შესახებ და მეორეა ეკლესიის აზრი. იმედია არ მიწყენს თემის ავტორი ამ სიტყვებს... მაგრამ მგონი აჯობებს, რომ ქართველი სასულიერო პირების აზრიც მოვისმინოთ. მე პირადა დიდი სიამოვნებით მოვისმენდი დეკანოზი არჩილ მინდიაშვლის აზრს ამ ყოველივეს შესახებ, მაგრამ არც მისი კონტაქტი მაქვს(ნეტა ელ-ფოსტა არა აქვს მამა არჩილს???) და არც ვიცნობ. მოკლედ მოდით გავყვეთ ამ საქმეს ბოლომდე და გამოვააშკარაოთ ეს ბინდით მოცული საკითხი. ჩემთვის პირადად ზემორე ტექსტი სიურპრიზი იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 2 2009, 03:04 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ნეტა ელ-ფოსტა არა აქვს მამა არჩილს???

არა no.gif

ციტატა
არც მისი კონტაქტი მაქ

თბილისი, ავლაბარი, პეტრე-პავლეს ეკლესია (ე.წ. "არამიანცის" საავადმყოფოს უკან), მეტრო "300 არაგველი".


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Jul 2 2009, 03:27 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



saria-giorgi
ეხლაღა დავფიქრდი იმის შესახებ, რომ თქვენეული ეს თემა შესაძლოა იყოს არა თქვენი საკუთარი აზრი, არამედ სწორედ რომელიმე მოძღვრისა ან მეუფის აზრიც კი და თუ ასეა, მაშინ ინებ დაგვისახელოთ მათი ვინაობა და უფრო ვრცელი ინფორმაცია დადოთ ამის შესახებ? როგორც ვატყობ საქმე საკმაოდ რთულადაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 17 2009, 11:17 PM
პოსტი #5


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



http://www.youtube.com/watch?v=ZNPuVXZmmhw&feature=related


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 18 2009, 09:50 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538




ძალიან საინტერესოა ზემოთ ჩამოყალიბებული ტექსტი.
თავს ვიკავებ მე პირადად რაიმე აზრის გამოთქმისაგან,რადგან არ ვარ დაწმუნებული იქნება თუ არა ეს სიმართლე.
ამიტომ დაველოდები მოძღვრების პოზიციებს.
ვფიქრობ უნდა დაიდოს აქ მისი ნაშრომები,რათა ზუსტად მოხდეს ციტირება მისი მოსაზრებებისა.


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 18 2009, 10:28 AM
პოსტი #7


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



სხვის რწმენაზე საუბარი შეიძლება?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Nov 18 2009, 10:56 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(lingvo @ Nov 18 2009, 10:28 AM) *

სხვის რწმენაზე საუბარი შეიძლება?


ვახო როცა ის სხვა ქადაგებს მაგ შემთხვევაში შეიძლება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 22 2009, 09:15 PM
პოსტი #9


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



http://www.youtube.com/watch?v=00RFfTTHfkQ&feature=related


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2009, 10:20 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კურაევის მსგავსი ადამიანი ნამდვილად აკლია საქართველოს ეკლესიას.

მისი ცხოვრება ასეთია:
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - ზის თვითმფრინავში და რუსეთის ერთი ეპარქიიდან მეორეში მიფრინავს სამისიონერო საქმიანობისთვის

შაბათი, კვირა ბრუნდება ლიტურგიისთვის და შემდეგ ორშაბათს ისევ ჯდება თვითმფრინავში დ.ა.შ.

მამა რაფაელ კარელინმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ეკლესიის იზოლაციისათვის
კურაევმა ყველაფერი გააკეთა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინის, ხალხში, მათ შორის ყველა ფენის ადამიანებში გატანისათვის

კარელინმა ჯერ მისი საქმის მეათედი გააკეთოს და მერე აკრიტიკოს.

პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მართლმადიდებლობა მე აღმოვაჩინე მისი წიგნების კითხვით, რადგან იქ ვიპოვე ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ფლოროვსკი, შმემანი, მეიენდორფი და მრავალი სხვა...ასე რომ ილოცეტ, რომ ასეთი მისიონერი გვყავდეს ჩვენ....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 22 2009, 10:39 PM
პოსტი #11


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2009, 10:20 PM) *

კურაევის მსგავსი ადამიანი ნამდვილად აკლია საქართველოს ეკლესიას.

მისი ცხოვრება ასეთია:
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - ზის თვითმფრინავში და რუსეთის ერთი ეპარქიიდან მეორეში მიფრინავს სამისიონერო საქმიანობისთვის

შაბათი, კვირა ბრუნდება ლიტურგიისთვის და შემდეგ ორშაბათს ისევ ჯდება თვითმფრინავში დ.ა.შ.

მამა რაფაელ კარელინმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ეკლესიის იზოლაციისათვის
კურაევმა ყველაფერი გააკეთა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინის, ხალხში, მათ შორის ყველა ფენის ადამიანებში გატანისათვის

კარელინმა ჯერ მისი საქმის მეათედი გააკეთოს და მერე აკრიტიკოს.

პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მართლმადიდებლობა მე აღმოვაჩინე მისი წიგნების კითხვით, რადგან იქ ვიპოვე ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ფლოროვსკი, შმემანი, მეიენდორფი და მრავალი სხვა...ასე რომ ილოცეტ, რომ ასეთი მისიონერი გვყავდეს ჩვენ....


ყველანაირ თემაზე საუბრობს, მართლმადიდებლური კუთხით.

კარელინი კიდევ ცოტა სხვა ტალღაა.

კურაევი "ანგელოზებზე და დემონებზე"

http://www.youtube.com/watch?v=wYGADKKilfE&feature=related

ვანგაზე. გასაგებ ენაზე და უბრალო ენით ხსნის ყველაფერს.

http://www.youtube.com/watch?v=3NbZXBUBdmU&feature=related


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 23 2009, 12:51 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კურაევი კი არა მისნაირი მსგავსიც კი არ გვყავს, და რომ ვერ მივხვდეთ რა გვაკლია, იმიტომაა ეს მიზანმიმართული ბრძოლა კარელინის ბანაკებიდან.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Dec 14 2009, 12:45 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



კურაევის რძით ნაკვები როკერები და მისი მსგავსი მისიონერები ადამიანს ძიძგნიან ხორცს. ეკლესიაში განმაახლებლობა, ეს არის ერთი შებრკოლერბის ლოდი უვარგის გოგრაზე, რომელიც მხოლოდ სიტყვებიტ რახუნებს, ან კიდევ გავს იმ მაიმუნს, რომელიც ბრინჯიტ სავსე გოგრაში ჩაყოფსა ხელს და აქეთ ვეგარ იღებს,რადგანაც მუჭი აქვს შეკრული და ვეღარ ხვდება მის გახსნას,ასევე ადამიანებს,უმეტესობას გონება აქვთ შეკრული იმით,რომ სხვები განიკითხონ და არა მათი არასწორი პოზიცია სიყვარულით განსაჯონ.ჩვენ ღვარძლით ვსაუბრობთ,თუ სიყვარულით.ორიგენეზე მეტი მისიონერული საწიერი და გონება არა აქვს კურაევს,შედარებები ყოველთვის ჩვენი გონებიის ფარდობითია და უკუპროპიორციული, ვის რა ღვაწლიო აქვს ეკლესიაში მხოლოდ ღმერტმა იცის.ვინც მეტს ყვირის მისიონერობაზე,მას უფრო მეტად საკუტარი სულის მისია ავიწყდება მოგზაურობისას.

ციტატა(KAIROS @ Nov 23 2009, 12:51 PM) *

კურაევი კი არა მისნაირი მსგავსიც კი არ გვყავს, და რომ ვერ მივხვდეთ რა გვაკლია, იმიტომაა ეს მიზანმიმართული ბრძოლა კარელინის ბანაკებიდან.


მამა რაფაელის ნაშრომები ვისაც ტსაუკითხავს ამ სულის უმსგავსო ამონაბოლქვს არ დაეთანხმება, როდესაც ადამიანზე მსჯელობ მისი ნაშრომები ტსაკითხული უნდა გქონდეს.რა ტსაიკითხე და რა ნახე მწვალებლური და არასწორი დამისაბუთე?


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 14 2009, 12:20 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



კურაევის ბევრი საინტერესო ლექცია მაქვს მოსმენილი.
ძაან განათლებული ადამიანია
და მის დამსახურებებსაც კარელინიც არ უარყოფს - წაკითხული მაქვს -

მაგრამ შეუმცდარი არავინ არაა და ცოტაოდენი ჯანმრთელი კრიტიკა არავის არ აწყენს.



"კურაევის რძით ნაკვები როკერები და მისი მსგავსი მისიონერები ადამიანს ძიძგნიან ხორცს"

მემგონი ხორცების ძიძგნა და ბავშVების ჭამა ცოტა ზედმეტია ......... ohmy.gif

DDT-ს სოლისტი არის მაგის ბრატი და ისიც მაგარი კაცია -

მოსმენილი გაქვს DDT ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 14 2009, 01:31 PM
პოსტი #15


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(saria-giorgi @ Dec 14 2009, 12:45 AM) *

კურაევის რძით ნაკვები როკერები და მისი მსგავსი მისიონერები ადამიანს ძიძგნიან ხორცს. ეკლესიაში განმაახლებლობა, ეს არის ერთი შებრკოლერბის ლოდი უვარგის გოგრაზე, რომელიც მხოლოდ სიტყვებიტ რახუნებს, ან კიდევ გავს იმ მაიმუნს, რომელიც ბრინჯიტ სავსე გოგრაში ჩაყოფსა ხელს და აქეთ ვეგარ იღებს,რადგანაც მუჭი აქვს შეკრული და ვეღარ ხვდება მის გახსნას,ასევე ადამიანებს,უმეტესობას გონება აქვთ შეკრული იმით,რომ სხვები განიკითხონ და არა მათი არასწორი პოზიცია სიყვარულით განსაჯონ.ჩვენ ღვარძლით ვსაუბრობთ,თუ სიყვარულით.ორიგენეზე მეტი მისიონერული საწიერი და გონება არა აქვს კურაევს,შედარებები ყოველთვის ჩვენი გონებიის ფარდობითია და უკუპროპიორციული, ვის რა ღვაწლიო აქვს ეკლესიაში მხოლოდ ღმერტმა იცის.ვინც მეტს ყვირის მისიონერობაზე,მას უფრო მეტად საკუტარი სულის მისია ავიწყდება მოგზაურობისას.
მამა რაფაელის ნაშრომები ვისაც ტსაუკითხავს ამ სულის უმსგავსო ამონაბოლქვს არ დაეთანხმება, როდესაც ადამიანზე მსჯელობ მისი ნაშრომები ტსაკითხული უნდა გქონდეს.რა ტსაიკითხე და რა ნახე მწვალებლური და არასწორი დამისაბუთე?


რაც შეეხება როკ მუსიკას და ანდრია კურაევს. როკ-მუსიკა სერაფიმე როუზისნაირი მართლმადიდებლების გავლენის ქვეშ მოგცეული პიროვნებები უწოდებენ სატანურს და მატ მიერ ეს მუსიკა ეშმაკისეულად არის აღქმული. მე საუბარი არ მაქვს დეს მეტალზე და აშკარა სატანის ღაღადისზე. ასევე ეს მართლმადიდებლები უწოდებენ კლასიკას მასონურს და მალე ქართულ ესტრადას და ხალხურ სიმღერებსაც მიდგებიან, იმიტომ რომ ბევრ ხალხურ სიმღერაში არის წარმართული ტექსტები და საარშიყო. კიდეც მიკვირს რატომ არ დაიწყეს, მაგრამ, მეტი რაღა გვინდა სადაც ქართულ გალობას ებრძვიან, მეტი რა უნდა გაგვიკვირდეს? და ვინ ებრძვის ? ისევ და ისევ მამა რაფაელ კარელინის სულიერი შვილები. ამიტომ ჩემი პირადი აზრია, მამა რაფაელ კარელინი, საქართველოს ეკლესიისთვის დიდი ფასეულობების მომტანი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ნაკითხი ღვთისმსახურია და ასე ვთქვათ თვითნასწავლი თეოლოგი, რომელიც ზოგიერთ ასპექტში ცდება, თუგინდ ზემორე მოყვანილი მაგალითიდან ვიმსჯელოთ. ნაკითხობას და ნაფიქრობას ვერ დავუკარგავთ, თუმცა მე თეოოგად, დიდ თეოლოგად ვერ მივიჩნევ.

ოპტინელი მამა მღვდელ-მონაზონი სერგი (რიბკო) ხიპებზე და როკ-მუსიკაზე.

საინტერესო ვიდეოა იხილეთ.

http://www.youtube.com/watch?v=BvqyP7cX1Yc


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 14 2009, 03:42 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



"რაც შეეხება როკ მუსიკას და ანდრია კურაევს. როკ-მუსიკა სერაფიმე როუზისნაირი მართლმადიდებლების გავლენის ქვეშ მოგცეული პიროვნებები უწოდებენ სატანურს და მატ მიერ ეს მუსიკა ეშმაკისეულად არის აღქმული. მე საუბარი არ მაქვს დეს მეტალზე და აშკარა სატანის ღაღადისზე. ასევე ეს მართლმადიდებლები უწოდებენ კლასიკას მასონურს და მალე ქართულ ესტრადას და ხალხურ სიმღერებსაც მიდგებიან, იმიტომ რომ ბევრ ხალხურ სიმღერაში არის წარმართული ტექსტები და საარშიყო. კიდეც მიკვირს რატომ არ დაიწყეს, მაგრამ, მეტი რაღა გვინდა სადაც ქართულ გალობას ებრძვიან"
mumbaishi ro terakti iko isic magis motkobilia uechveli smile.gif

mokled ras gvishveba es karelini.....

aba kaco ?!

smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 14 2009, 03:50 PM
პოსტი #17


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მოცარტი მასონი იყოო ამბობენ, არ უნდა მოვუსმინოთ? რა საცოდაობაა და სისულელეა! smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 14 2009, 04:03 PM
პოსტი #18


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მაგრამ შეუმცდარი არავინ არაა და ცოტაოდენი ჯანმრთელი კრიტიკა არავის არ აწყენს.

სად არის თორე კი smile.gif

რა უნდა კარელინს ვერ გავიგე, კურაევის შრომები არ წავიკითხოთ?
ვერ მოვართვი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 14 2009, 04:57 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



სად არის თორე კი ,,,, zevit pirvel postshi smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 14 2009, 11:25 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



saria-giorgi
ციტატა
მამა რაფაელის ნაშრომები ვისაც ტსაუკითხავს ამ სულის უმსგავსო ამონაბოლქვს არ დაეთანხმება

ასეთი პატარა ხარ და უკვე ამხელა ბოღმა გაქვს....
ეს მართლმადიდებლობაა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი