![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
newbie |
![]()
პოსტი
#161
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
ციტატა რა პრობლემაა, მაგაზე იტყვიან გამონაკლისიაო ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#162
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ეგ უფალმა გითხრა? ვკითხულობ და ვხალისობ რა, უფლის სახელით რამდენად დარწმუნებულები ღაღადებენ ათას სისულელეს ![]() ეხლა, როგორ დავიჯერო რომ იანოშ კორჩაკი, რომელმაც ებრაელ ბავშვებთან ერთად, ნებაყოფლობით გაზის კამერაში გამოიგუდა თავი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ზღაპრებს უკითხავდა ბავშვებს რომ ნაცისტების მიერ მისჯილი სიკვდილის საშინელება არ ეგრძნოთ, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება და ახლახან გარდაცვლილ ქურდს იაპონჩიკას მეტი შანსი აქვს ცხონებისთვის ![]() ნუ ერევით ერთი უფლის განგებაში რა, იმან უკეთ იცის თავისი საქმე ![]() დიახ, მღვდლის პირით. მეც მაგას ვამბობ, რომ ყვოველივე ღვთის სიბრძნით არის და ადამიანის ჩარევა არ არის საჭირო. რაც შეეხება შენს შეკითხვას, მამა თთეოდორემ (დეკ. თეოდორე გიგნაძე) ერთ ქადაგებაში თქვა. შეიძლება ადამიანი უამრავი სათნოებებით გამოირჩეოდეს, სიმშვიდით, სიკეთით, სიყვარულით, თავმდაბლობით და თავგანწირვითაც კი, მაგრამ იგი სინამდვილეში მკვდარი იყოს და ვერ ცხონდეს. ასეთი შეიძლება მართლმადიდებელიც იყოს და თუ ასე რთულია მართლმადიდებელი ადამიანისთვისაც კი ცხონება, რომელიც სულიწმინდის მადლით არის აღვსილი, მაშინ რა გასაკვირია, რომ არამართლმადიდებელი ადამიანები, რომლების სულიწმინდის მადლს მოკლებულნი არიან, ვერ ცხონდნენ მხოლოდ მაღალი ზნეობრივი კატეგორიებითა და სათნოებებით. სხვა საკითხია ჩვენ მოგვწონს თუ არა.. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Atman |
![]()
პოსტი
#163
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აბე
ციტატა დიახ, მღვდლის პირით.მეც მაგას ვამბობ, რომ ყვოველივე ღვთის სიბრძნით არის და ადამიანის ჩარევა არ არის საჭირო. უფალი მარტო მღვდლის პირით გელაპარაკება შენი აზრით? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მნათე |
![]()
პოსტი
#164
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა უფალი მარტო მღვდლის პირით გელაპარაკება შენი აზრით? რამდენადაც მახსოვს, ძველაღთქმისეული ვალაამის ვირი, რომელიც უფალმა აალაპარაკა, მღვდლად არ იყო ხელდასხმული... მაპატიეთ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ochokochi |
![]()
პოსტი
#165
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
დიახ, მღვდლის პირით. მეც მაგას ვამბობ, რომ ყვოველივე ღვთის სიბრძნით არის და ადამიანის ჩარევა არ არის საჭირო. რაც შეეხება შენს შეკითხვას, მამა თთეოდორემ (დეკ. თეოდორე გიგნაძე) ერთ ქადაგებაში თქვა. შეიძლება ადამიანი უამრავი სათნოებებით გამოირჩეოდეს, სიმშვიდით, სიკეთით, სიყვარულით, თავმდაბლობით და თავგანწირვითაც კი, მაგრამ იგი სინამდვილეში მკვდარი იყოს და ვერ ცხონდეს. ასეთი შეიძლება მართლმადიდებელიც იყოს და თუ ასე რთულია მართლმადიდებელი ადამიანისთვისაც კი ცხონება, რომელიც სულიწმინდის მადლით არის აღვსილი, მაშინ რა გასაკვირია, რომ არამართლმადიდებელი ადამიანები, რომლების სულიწმინდის მადლს მოკლებულნი არიან, ვერ ცხონდნენ მხოლოდ მაღალი ზნეობრივი კატეგორიებითა და სათნოებებით. სხვა საკითხია ჩვენ მოგვწონს თუ არა.. მამა თეოდორე ნუ გადამიწყვეტს ვინ ცოცხალია ვინ მკვდარი მაპატიეთ ადამიანობა უფრო ზოგადი და ფართო ცნებაა - ვვიდრე ქრისტიანობა ![]() და უბრალოდ ლოგიკის საკითხია მცირე ქვესიმრავლე დიდ სიმრავლეში როცაა თავისთავად იმ დიდი სიმრავლის ნიშან - თვისბების ტარებას გულისხმობს ![]() მართლა მირჩევნია არამართლადიდებელი კორჩაკი მართლმადიდებელ ბერიას ან სტალინს ![]() და მგონი ღმერთსაც ურჩევნია ![]() მამა თეოდორეს კი არ უთქვამს, მარა ასე მგონია ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#166
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ochokochi
ციტატა მამა თეოდორე ნუ გადამიწყვეტს ვინ ცოცხალია ვინ მკვდარი ოჩო, თუ დაუკვირდები, მამა თეოდორეს არ უტქვამს მხოლოდ მართლმად. ცხონდებაო. ეს აბეს დასკვნაა, თუ მართლმად. უჭირს ასე ცხონება, მაშინ სხვას რა დღე ელისო. ისე, სულ სხვის ცხონებაზე რატომაა დავა და მსჯელობა ამ ფორუმზე არ ვიცი. ქრისტეზე, სახარებაზე, სათნოებებზე არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, ყველა სასუფევლის კარს ეჯაჯგურება, ტანაც სხვისთვის.. ცოტა ძირს რომ დავეშვათ უმჯობესი არ იქნება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#167
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა სამაგიეროდ, ყველა სასუფევლის კარს ეჯაჯგურება ![]() ![]() ![]() თუ შეიძლება გადავბჟირდები ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#168
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
აბე
თქვენ ცდებით მე ასე გამოვიტანე აზრი თუ ამას ამბობთ რომ ყველა არამართლმადიდებელი უცილობლად ჯოჯოხეთში მოხვდება.ასეთი კატეგორიული მიდგომა არასწორია და ამ კატეგორიული მიდგომის შეცდომაზე თუნდაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგ. მამა გაბრიელის ან მამა პაისის გაცემული პასუხი. ეს ჩვენი საქმე არ არის კატეგორიულად ვამტკიცოთ ვინ ცხონდება და ვინ არა ამას უფალი წყვეტს.მართლმადიდებელ ეკლესიაში რომ ყველაზე სრულად და უცვლელად არის დაცული უფლის ჭეშმარიტება ეს ვიცით და უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ეკლესია გვასწავლის,ხოლო იმის მტკიცება იმ პაპუასს თუ იმ სხვა რელიგიის წარმომადგენელს რა მოუვა ეს ჩვენი საქმე არაა ამას უფალი წყვეტს ვის აცხოვნებს და ვის არა.ანდა კიდე რამდენდენჯერ შევსწრებივარ უაზრო კამათს მაგ რომელიმე წმინდანი არის თუ არა მწმინდანი (მაგ თამარ მეფე თუ ილია მართალი) და ვიღაცა რომ ამტკიცებს რომ იგი წმინდანი არ არის და ვერ ცხონდებოდაო და თუ სამოთხეში იხილა მყოფი გული დაწყდება რატო ცხონდაო ეგრე მოსდის. ხოლო მამა თეოდორეს ქადაგებები სუყველა ზეპირად ვიცი და თქვენებური ინტერპრეტაცია არასწორია და თუ გნებავთ რაზე საუბრობს მამათეოდორე ამ და სხვა ქადაგებებში დაგიწერთ. |
Ligia |
![]()
პოსტი
#169
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
ისე, სულ სხვის ცხონებაზე რატომაა დავა და მსჯელობა ჩვენ ვცხონდით (უეჭველი ვცხონდებით) და იმიტომ ![]() ქრისტეზე, სახარებაზე, სათნოებებზე არავინ საუბრობს. თუ უეჭველი ვცხონდებით შესაბამისად აღარ ვთვლით საჭიროდ, რადგან ეს ყველაფერი მათ სჭირდებათ ვინც არ იცის მომავალში რა ელის ![]() სამაგიეროდ, ყველა სასუფევლის კარს ეჯაჯგურება, ტანაც სხვისთვის.. ცოტა ძირს რომ დავეშვათ უმჯობესი არ იქნება? ისეთ სათნოებას მივაღწიეთ რომ შეგვიძლია ისეთი "სრულქმნილები ვიყოთ როგორც მამა ჩვენი ზეციერი" ხოდა მის (უფლის) მაგივრად მიდის მსჯელობა ![]() ისა და ხალხნო ვინც "სხვისთვის სასუფევლის კარს ვეჯაჯგურებით" (copyright მხევალი ნინო, ვ ჩემია) თვითონ თუ ვცდილობთ ამას საკუთარი თავისთვის კაიროს სადა ხარ? წმინდა მამათა აზრებს და გამონათქვამებს ხომ ვერ მოგვაშველებდი? ან "ლინკი" დაგვიდეთ, მგონი იყო თემა ცხოვნდება თუ არა არამართლმადიდებელი? ეს საკითხი ვიცი ბევს აწუხებს და ბევრი "უფალზე მოწყალეა" და ენანებათ არამართლმადიდებლები დასაღუპად (ეს ზოგადად დავწერე, არავინ კონკრეტულად თავის თავზე არ მიიღოს) 1. თუ ვიტყვით რომ მოდი ნუ ვიქნებით კატეგორიულები რომ არამართლმადიდებელი ვერ ცხონდება მაშინ იმასაც უნდა გავცეთ პასუხი, რა აზრი აქვს მართლმადიდებლობას და მაშინ ვიქნები კათოლიკე, პროტესტანტი, ანგლიკანი 2. თუ ვამბობ აუცილებლად მხოლოდ მართლმადიდებელი ცხონდება, მაშინ გავცეთ პასუხი, საიდან ვიცით? რაზე დაყრდნობით? აბა გელით გთხოვთ საკუთარი აზრების და ცინიკური პასუხების გაცემა არ იყოს მხოლოდ დასაბუთებული წმინდა მამათა გამონათქვამებით, სახარებით, სამოციქულოთი და ასე შემდეგ |
KAIROS |
![]()
პოსტი
#170
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეგ თემა ისევ ცოცხალია?
აკი თქვა მგონი ბოლო სიტყვა აფხაზმა, მოიყვანა რა ოქროპირის სიტყვები: ციტატა იოანე ოქროპირი, როდესაც ჰეროდეს მიერ ყრმების გაჟლეტის ამბავს განმარტავს, ბოლოს ასეთ სიტყვებს ამბობს: "ამგვარია ჩვენი საფუძვლები. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, არამედ არსებობს სხვა დაფარული მიზეზები, რომელთა შესახებაც სრულად უწყის მან, ვინც ყოველივე ამგვარად განაგო. ასე რომ, მას მივანდოთ ყოველივე ამის ძირეული ხედვა". საკმაოდ მნიშვნელოვანია ბოლო ფრაზა. მართლაც "მას მივანდოთ ყოველივე ამის ძირეული ხედვა". და მგონი უკვე მარტო არ ვარ, ვინც ამ თემის დახურვას ითხოვს, ბ.ნი აბე, არ შეიცვლის თავის აზრს და ღვთის მადლით არც ჩვენ, ამიტომ სანამ მართლა ლანძღვა-გინებაზე გადასულა აქ კამათი, ხომ არ ჯობია შევჩერდეთ? თუ რა ვქნა ახლა თავიდან გავიმეორე ყველაფერი ის მტკიცებულება და არგუმენტები, რომლებიც დავწერე და ისე მეწინააღმდეგებიან, რომ იმათ პასუხს არ ცემენ? რაც შეეხება საკითხს ვინ ცხონდება და ვინ არა, დაწერა გასაგებად აფხაზმა წინ, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მაგალითები, როცა არამართლმადიდებელი არც წამებულა (ანუ არ მომხდარა სისხლით ნათლობა) არც მონათლულა, მაგრამ ჩვენთვის წმიდანია, ვინაა? 1. ავაზაკი (არ შეიძლება მასზე ითქვას რომ მოწამეა, რადგან ის უბრალოდ სასჯელისათვის აცვეს ჯვარს და არა რწმენისათვის) 2. სიდონია (მე ბეთლემელ ყრმებსაც ვიტყოდი აქ, რადგან ისინიც ეწამნენ ისე , რომ თავადაც არ იცოდნენ, ანუ ნამდვილი , შეგნებული მოწამეობა არაა) და ამ დროს სამივე წმიდანებია. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობაა მაცხოვნებელი, ეს უცილობელია, არ არსებობს სხვა არცერთი რელიგია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვთივგანცხადებულია და რომ მაცხოვნებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისმის კითხვა, მაშ რატომ განკაცდა ქრისტე? მაგრამ ჩვენ არ ვერევით ღვთის განგებულებაში, იგივე ისეთ შემთხვევაში, როცა ადამიანს უბრალოდ არჩევანიც არ მისცემია მართლმადიდებლობის ( ან საერთოდ ქრისტიანობის) არჩევისა, იგივე ყრმები და იგივე ის ხალხი, ვისაც არაფერი სმენია ქრისტეზე, ამიტომაც გვიპასუხა იმ საკმაოდ განათლებულმა მოძღვარმა, რომ ასეთი ადამიანები (ვისაც არაფერი სმენია ქრისტეზე) განისჯებიან ზნეობრივი კანონის ანუ ბუნებითი რჯულის მიხედვით, მერე რა იქნება? ღმერთმა უწყის. სრულიად ვეთანხმები გიორგის, იქამდე რომ მთლიანად ვაკოპირებ მის ტექსტს ციტატა აბე თქვენ ცდებით მე ასე გამოვიტანე აზრი თუ ამას ამბობთ რომ ყველა არამართლმადიდებელი უცილობლად ჯოჯოხეთში მოხვდება.ასეთი კატეგორიული მიდგომა არასწორია და ამ კატეგორიული მიდგომის შეცდომაზე თუნდაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგ. მამა გაბრიელის ან მამა პაისის გაცემული პასუხი. ეს ჩვენი საქმე არ არის კატეგორიულად ვამტკიცოთ ვინ ცხონდება და ვინ არა ამას უფალი წყვეტს.მართლმადიდებელ ეკლესიაში რომ ყველაზე სრულად და უცვლელად არის დაცული უფლის ჭეშმარიტება ეს ვიცით და უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ეკლესია გვასწავლის,ხოლო იმის მტკიცება იმ პაპუასს თუ იმ სხვა რელიგიის წარმომადგენელს რა მოუვა ეს ჩვენი საქმე არაა ამას უფალი წყვეტს ვის აცხოვნებს და ვის არა.ანდა კიდე რამდენდენჯერ შევსწრებივარ უაზრო კამათს მაგ რომელიმე წმინდანი არის თუ არა მწმინდანი (მაგ თამარ მეფე თუ ილია მართალი) და ვიღაცა რომ ამტკიცებს რომ იგი წმინდანი არ არის და ვერ ცხონდებოდაო და თუ სამოთხეში იხილა მყოფი გული დაწყდება რატო ცხონდაო ეგრე მოსდის. ხოლო მამა თეოდორეს ქადაგებები სუყველა ზეპირად ვიცი და თქვენებური ინტერპრეტაცია არასწორია და თუ გნებავთ რაზე საუბრობს მამათეოდორე ამ და სხვა ქადაგებებში დაგიწერთ. და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვინ როგორ მივა უფალთან ეგ უფალმა იცის, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ვისაც განგვეცხადა ჭეშმარიტება, ჩვენთვის ერთადერთი გზა მართლმადიდებლობაა და ამაში გაგვაძლიეროს ღმერთმა! იხარეთ და ცხონდით (სხვების გამოძიების გარეშეც შეიძლება ეგ ![]() კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
![]()
პოსტი
#171
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვინ როგორ მივა უფალთან ეგ უფალმა იცის, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ვისაც განგვეცხადა ჭეშმარიტება, ჩვენთვის ერთადერთი გზა მართლმადიდებლობაა და ამაში გაგვაძლიეროს ღმერთმა! გაიხარე! ციტატა იხარეთ და ცხონდით (სხვების გამოძიების გარეშეც შეიძლება ეგ ) ; ციტატა არ არსებობს სხვა არცერთი რელიგია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვთივგანცხადებულია და რომ მაცხოვნებელია, ჰოდა ნუ იძიებ მაშინ და ასეთ "დამაჯერებელ" განცხადებებს ნუ აკეთებ შენივე სიტყვების საწინააღმდეგოდ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
![]()
პოსტი
#172
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჰოდა ნუ იძიებ მაშინ და ასეთ "დამაჯერებელ" განცხადებებს ნუ აკეთებ შენივე სიტყვების საწინააღმდეგოდ მე აქ ის გამონაკლისი ვიგულისხმე ტკბილო, რაც დავწერე, იდეაში კი ეს ერთი შეხედვით "წინააღმდეგობაა" სწორედ ის, რასაც ამდენი ხანია ვხსნი ![]() ციტატა გაიხარე! შენც ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
![]()
პოსტი
#173
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა არ არსებობს სხვა არცერთი რელიგია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვთივგანცხადებულია და რომ მაცხოვნებელია, ამაზე გეუბნები, ტექსტის სხვა ნაწილებზე არ გედავები. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
![]()
პოსტი
#174
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არ არსებობს სხვა არცერთი რელიგია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვთივგანცხადებულია და რომ მაცხოვნებელია, ეგ ასეა და გინდ ირწმუნე გინდ არა ![]() ქრისტიანობა არის მაცხოვნებელი და ქრისტე არის მაცხოვარი ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
![]()
პოსტი
#175
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
KAIROS
ეგ მეც ვიცი და 100% გეთანხმები, მაგრამ შენ თქვი რომ ციტატა არ არსებობს სხვა არცერთი რელიგია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვთივგანცხადებულია და რომ მაცხოვნებელია, ეს კი ეწინააღმდეგება შენსავე ნათქვამს: ციტატა იხარეთ და ცხონდით (სხვების გამოძიების გარეშეც შეიძლება ეგ ) იმედია მიმიხვდი რაზე გედავები ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
![]()
პოსტი
#176
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კაი ახლა აოფებ
ციტატა მე აქ ის გამონაკლისი ვიგულისხმე ტკბილო, რაც დავწერე, იდეაში კი ეს ერთი შეხედვით "წინააღმდეგობაა" სწორედ ის, რასაც ამდენი ხანია ვხსნი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
![]()
პოსტი
#177
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
KAIROS
რა ოფები აგიტყდა ჩემი პოსტები განსაკუთრებულად უნდა შეინახო როგორც მარგალიტები, რა იცი რაში გამოადგეს კაცობრიობას ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#178
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
>>>>>
![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
![]()
პოსტი
#179
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
b-a-r-b-a-r-e
ვის მიმართავ ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#180
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
>>>>
![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 10:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი