![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
dariala |
![]()
პოსტი
#321
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 ![]() |
რაის შუალედური სახეობები
![]() საიტებსა და ფილმებში წერენ და იღებენ იმას რაც კომერციულად მომგებანია. მთავარი ისაა სადაა ჭეშმარიტება ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რატომ თვლით, რომ არ არის წყვეტილები? კარგად დააკვირდით ქრონოლოგიურ ჩარჩოებს და ნახავთ ![]() -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#322
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რა ცუდია რომ აქ არავინ არის ბიოლოგი...პროფესიონალის სიტყვა მაინც სხვაა...
თორე ყველა ვისაც რა მოეპრიანება იმას იძახის და ენას იქავებს... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#323
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
dariala
ციტატა საიტებსა და ფილმებში წერენ და იღებენ იმას რაც კომერციულად მომგებანია. ფილმებში კი. საიტებზე - არა. შეიძლება პოლიტიკა და კომერცია გარეული იყოს კონკრეტული ნაშთის ან თავის ქალის საკითხში, მაგრამ მთლიანი სურათი ევოლუციის არის ობიექტური ჭეშმარიტება. პირველი ნეანდერტალელის ნაშთი იპოვეს 1857 წელს, ეს მთელი ისტორიაა კვლევის. მას შემდეგ ნაპოვნია კონკრეტულად ნეანდერტალელის 400-ზე მეტი ნაშთი. საერთოდ, ნაპოვნი ნაშთების რაოდენობა არის რამოდენიმა ათასი. ეს არის კონკრეტული ფაქტი. მსურველებს შეუძლიათ გადაამოწმონ შესაბამისი ინსტიტუტების საიტებზე და თუ სურვილი აქვთ მივიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ. ციტატა არქეოლოგიის სამზარეულოში ყველამ იცის, რომ დარვინისეული ევოლუციის თეორია მცდარია. და ეს ასე არ არის... არქეოლოგებმა არ შეიძლება იცოდნენ დარვინის თეორია მცდარია თუ სწორი. არქეოლოგებს არ შეუძლიათ მიკრობიოლოგიური და გენეტიკური ანალიზი, არქეოლოგებს არ შეუძლიათ ზუსტი დათარიღება, გარდა შრეობრივისა, მათთვის ატომური მეთოდები უცხოა. არქეოლოგებმა არ იციან არც ადამიანის და მითუმეტეს არანაირი მაიმუნის თუ ჰომინიდის აღნაგობა, რომ რაიმე კონკრეტული გადაამოწმონ. ერთადერთი არქეოლოგებს შეუძლიათ თქვან, რომ ნაპოვნია თუ არა თავის ქალები და ნაშთები, განურჩევლად მათი წარმოშობისა. ამას კი ვერც ერთი არქეოლოგი ვერ უარყოფს და თუ ვინმე უარყოფს იმის საქმე უბრალოდ ვერ არის კარგად. დანარჩენი კი კერძო აზრი შეიძლება იყოს მხოლოდ. ციტატა თუნდაც დმანისის აღმოჩენა ავიღოთ - არქეოლოგიურმა დიპლომატიამ და საფრანგეთისა და ესპანეთის დავამ განაპირობა ყველაფერი ორივენი "იბრალებდნენ", რომ პირველი ევროპელი სწორედ მათ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამ დროს სად იყო და სად არა გამოჩნდა პატარა საქართველო, რომელიც მანამდე არც არავის ახსოვდა დავა შეწყდა და "საქმეც დაიხურა" და მერე? ევოლოციური კუთხით აზრს ვერ ჩავწვდი... მე ნაკლებად მაინტერესებს სად ცხოვრობდა პირველი ევროპელი ესპანეთში, საფრანგეთში თუ საქართველოში. ფაქტია, რომ ჰომო-გეორგიკუსი არსებობს. ეს არის 1.800.000 წლის წინ მცხოვრები ჰომინიდი (ერთ-ერთი შუალედურ სახეობათაგანი) და რაც გინდა ის უწოდონ მეცნიერებმა. ციტატა რატომ თვლით, რომ არ არის წყვეტილები? იმიტომ, რომ არ არის. ფაქტია უბრალოდ ასეთი. უამრავი შუალედური ჰომინიდების ნაშთებია ნაპოვნი და დევს, როგორც ნივთმტკიცებულება. ციტატა კარგად დააკვირდით ქრონოლოგიურ ჩარჩოებს და ნახავთ ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ნაპოვნია უამრავი სხვადასხვა ჰომინიდის ნაშთები, რომლებიც რაც უფრო ახალია მით უფრო გავს ადამიანს და რაც უფრო ძველია მით უფრო გავს მაიმუნს. ბოლოს კი, 200.000 წლის წინანდელი ნაშთები უკვე აღარ ეკუთვნის ჰომინიდს, ის დღევანდელი ადამიანი ანუ, ჰომოსაპიენსია, სწორედ ეს ითვლება ადამიანის შექმნის თარიღად. მე რომ დაგიწერე იმ ჩამონათვალს რატომ არ ათვალიერებ? სად არის აბა წყვეტები? შედი და თითოეულ მათგანზე უზარმაზარი ინფორმაციაა. თუ მთელი ეს თავის ქალების ფოტოგრაფიები მოგონილი გგონია? P.S. ფასდაუდებელი დამამუხრუჭებელი ფაქტორი შესძინა კაცობრიობას იმ აჟიტირებული ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც გაავრცელეს ჭორი, რომ ვითომცდა შუალედური სახეობები არ არსებობს... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#324
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა რა ცუდია რომ აქ არავინ არის ბიოლოგი... არ არის ბიოლოგიაში საქმე... ევოლუციას უპირველე ყოვლისა ამტკიცებს ნატურალური თვალსაჩინოება და არა ბიოლოგიური თეორიები. ფაქტია, რომ ნაპოვნია უამრავი ჰომინიდის ნაშთი, თავის ქალები და ჩონჩხი, ზოგიერთი მათგანი ძალიან დამსხვრეულია, რამოდენიმე ცალი კი მთელი ჩონჩხის დონეზეა. საერთო ჯამში ნაპოვნია ათასობით თავის ქალა, მარტო 400 ცალი არის ნეანდერტალელის. ეს ყველაფერი კი გვაძლევს ასეთ სურათს, რაც უფრო ძველია ჰომინიდი მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან და რაც უფრო ახალია მით უფრო ახლოს დგას ადამიანთან. ეს იძლევა მთელ სურათს. ყოველგვარ ანალიზს რომ თავი დავანებოთ და ქრონოლოგიურად გავუშვათ ფოტოკადრები მონიტორზე მივიღებთ ადამიანის ევოლუციის ვიდეომულტიპლიკაციას. ეს არის ფაქტი. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გარდამავალი სახეობების: ჰომო-ჰაბილისის, ჰომო-ერექტუსის, ჰომო-ერგასტერის და ჰომო-ჰაიდელბერგენისის უამრავი ნაშთია ნაპოვნი, ასეულობით. არის რაღაც გარკვეული სახობები, რომელთა სულ რამოდენიმე თავის ქალაა ნაპოვნი. ეს ყველაფერი, პირდაპირ, ლოგიკის დონეზე ამტკიცებს ევოლუციას. შეიძლება კიდევ იყოს ერთი-ორი გარდამავალი სახეობა, რომელიც კიდევ უფრო ნათელს გახდიდა ევოლუციას და რაღაც კითხვებს პასუხს გასცემდა, მაგრამ ამით პრინციპულად არაფერი შეიცვლება. ბიოლოგმა რა უნდა თქვას? შეუძლებელიაო იმაზე, რაც უკვე მოხდა და რისი ნათელი სურათიც ნატურალურად ხელთ გვაქვს? ჯერ ერთი ვითომ ეს ბიოლოგიური პრობლემები, ძირითადად ქრომოზომების რიცხვის ცვლილების სათუობა იხსნება ტრანსლოკაციის თეორიით, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი სხვა რამეა, რომ ჰქონდეს ბიოლოგიას გაურკვეველი მომენტები ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ თანამედროვე ბიოლოგიამაც ბოლომდე ვერ ახსნა ყველა დეტალი თუ როგორ მოხდა ევოლუცია და არა იმას, რომ ევოლუცია არ მომხდარა. ევოლუცია რომ მოხდა მაგის კონკრეტული ნივთმტკიცებულებები თაროებზე დევს. და საერთოდ ევოლუციას პალეონტოლოგია უფრო სწავლობს ვიდრე ბიოლოგია. პალეონტოლოგია კი ნატურალურ მტკიცებულებებს ეძებს და არა თეორიულ გზებს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#325
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
კანონისტი
I და II თავები ერთმანეთს არ ემთხვევა. - აქ სხვა აზრი დევს: თუ პირველ თავში არის მოთხრობილი თანმიმდევრობა შესაქმისა, მეორეში ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება არა ქრონოლიგაზე, არმედ წარმომავლობაზე. შეიძლება ასე წავიკითხოთ: მოიყვანა ღმერთმა ადამთან ცხოველები, რომლებიც მისაგან წარმოშვა. ასეთი გააზრების საფუძველს გვაძლევს ის, რომ მე-18 მულში ბრძანებს უფალი შევქმნა შემწეო (ანუ ევა), შემდეგ უბრუნდება ცხოველთა შექმნისა და ადამთან მოყვანების ამბავს და მერე კვლავ, 22-ე მუხლში გვამცნებს, როგორ შეიქმნა ევა. შეიქმნა ევა იმიტომ, რომ ადამს მოწყინდა, როცა მსგავსი ვერ ნახა. მაგრამ თუ მე-18 მუხლში არის საუბარი შემწეს შექმნაზე, ე.ი. ადამს უკვე ყავდა ნანახი ცხოველები და ამის შემდეგ გაჩნდა საჭიროება ევას შექმნისა. ის, რაც ამ თავშია მოთხრობილი, გამოხატავს არსსა და მიზეზს ევას შექმნისა, და არა თანმიმდევრობას. |
CONSCIENTIOUSNESS |
![]()
პოსტი
#326
|
![]() Stalker ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 ![]() |
dariala
ციტატა თუნდაც დმანისის აღმოჩენა ავიღოთ - არქეოლოგიურმა დიპლომატიამ და საფრანგეთისა და ესპანეთის დავამ განაპირობა ყველაფერი ორივენი "იბრალებდნენ", რომ პირველი ევროპელი სწორედ მათ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამ დროს სად იყო და სად არა გამოჩნდა პატარა საქართველო, რომელიც მანამდე არც არავის ახსოვდა დავა შეწყდა და "საქმეც დაიხურა" მაინც რა ვართ რა ეს ქართველები!!! როგორ უცებ გავაჩუმეთ მსოფლიოს მეცნიერები, ნობელის პრემიის ლაურიატები, გამოჩენილი თუ ნაკლებად გამოჩენილი დარვინისტები!!! რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!!! ვაშაააააააააა!!! ![]() სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ![]() -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
dariala |
![]()
პოსტი
#327
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 ![]() |
CONSCIENTIOUSNESS
![]() ![]() ![]() -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#328
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
dariala
ციტატა საქმე იმაშია, რომ ეს ყველას აძლევდა ხელს. და ამიტომ რა მოხდა? მოიგონეს ჰომო-გეორგიკუსის ის თავის ქალები და სინამდვილეში უბრალოდ არაფერი არ აღმოუჩენიათ? თუ დათარიღებაა არასწორი და არაა 1.8 მილიონი წლის? აბა, რამდენი წლის არის? მართლა ვერ მივხვდი რას გულისხმობ... ![]() მე ეროვნული წარმომავლობა და დასახელება (ამ შემთხვევაში) ნაკლებად მაინტერესებს. აი, ეს არის თავის ქალა, რომელიც თარიღდება 1.800.000 წლით. ის არის ერთ-ერთი შუალედურ სახეობათაგანი ადამიანსა და მაიმუნს შორის. ამაში ვიზუალურადაც შეგიძლია დარწმუნდე (ამ ფოტოთითაც) თუ ადამიანის და შიმპანზეს თავის ქალები გინახავს. ამ არსებას თანამედროვე მეცნიერებაში ჰომო-გეორგიკუსი ეწოდება. ![]() ჰომო-გეორგიკუსი არის ქვეშუალედური სახეობა ორ კარგად შესწავლილ ჰომინიდს შორის: ჰომო-ჰაბილისი და ჰომო-ერექტუსი, ამ უკანასკნელთა უამრავი ნაშთია ნაპოვნი სხვადასხვა ქვეყნებში. უბრალოდ თავიდან ჩაითვალა რომ ნაპოვნი თავის ქალა ეკუთვნოდა ერთ-ერთ შუალედურ ჰომინიდს: ჰომო-ერგასტერს, მაგრამ მოგვიანებით, დიდხანს კვლევის შემდეგ დამოუკიდებელი სახეობის სტატუსი მიანიჭეს. მე მართლა ვერ გავიგე რას გულისხმობ? შეიძლება ბევრ ვიღაცას არ გაუხარდა რომ საქართველოში იპოვეს "პირველი ევროპელი" ანდა შეიძლება პირიქით, ხელოვნურად მოგვაწერეს ეს სტატუსი აშშ-ს ან ევროკავშირის პოლიტიკის გამო, მაგრამ ფაქტს სად წაუხვალ რომ ის უბრალოდ არსებობს და არის ერთ-ერთი შუალედური სახეობა სხვა უამრავ შუალედურ სახეობათა შორის? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
![]()
პოსტი
#329
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ხოლო ჩემს მიერ მოყვანილი თეოფანე დაყუდებულის ტექსტი ბოლომდე რატომ არ მოიყვანეთ,სადაც ის ამბობს, რომ Было животное в образе человека с душею животного. Потом Бог вдунул в него Свой Дух, и из животного стал человек და რაც შეეხება არ ახსოვს წყაროო, არასწორია. აი წყარო: Собрание писем святителя Феофана. Вып. I. М: Издание Афонского Русского Пантелеимонова монастыря. 1898. С. 98 კანუდოსელი კონტექსტიდან ამოღებული ფრაზაა. წმიდა თეოფანეს ეს სიტყვები სულაც არ გულისხმობს ევოლუციას. წმიდანი საუბრობს ცოცხალ არსებათა იერარქიაზე და იმაზე, რომ უმაღლესი სრულად შეიცავს უდარესს. თან პირდაპირაც რომ მიიღო, იქ არ წერია, რამდენი წელი იყო ადამიანისმაგვარი ცხოველი უსულოდ. იყო ეს 1 წამი თუ მილიარდი წელი. ამასაც გაეცანით: http://www.eshatologia.org/component/conte...darvinizme.html -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#330
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მივესალმები dariala-ს ჩართვას თემაში და თავის არგუმენტებს თუ კონკრეტულ ნაშრეომებით გაამყარებს საუკეთესო სამსახურს გაგვიწევს ნამდვილად.
|
Genesis |
![]()
პოსტი
#331
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
იქნებ ისიც დაწეროთ ლომი ბალახს რომ ძოვდა, როგორ ინელებდა
![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
dariala |
![]()
პოსტი
#332
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 ![]() |
ციტატა და ამიტომ რა მოხდა? მოიგონეს ჰომო-გეორგიკუსის ის თავის ქალები და სინამდვილეში უბრალოდ არაფერი არ აღმოუჩენიათ? თუ დათარიღებაა არასწორი და არაა 1.8 მილიონი წლის? აბა, რამდენი წლის არის? როგორ არ აღმოაჩინეს, თავის ქალები ნამდვილად აღმოჩნდა, მაგრამ არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ეს არის ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რომელიც 1, 800000 წლის წინათ მართლაც არსებობდა და უბრალოდ გადაშენდა. მე მაპატიეთ, რომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ჩემი არგუმენტების ფაქტებით დამტკიცებას. წუთიწუთსა და დღედღეზე ველოდები მესამე პატარას და შესაბამისად დრო ნაკლებად მაქვს, როგორც კი მოვიცლი, შემოგთავაზებთ შესაბამის მტკიცებულებებს ![]() ![]() -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#333
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
გიორგი
ციტატა ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე) აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს... ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე) თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს. ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი მაგ თარიღებზე უნდა მიგეწერა, ვინ და როგორ დაადგინა მათი ასაკი -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
sable |
![]()
პოსტი
#334
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
იქნებ ისიც დაწეროთ ლომი ბალახს რომ ძოვდა, როგორ ინელებდა ![]() ეგ ნეანდერტალელი ლომი იქნებოდა ![]() -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
გიორგი |
![]()
პოსტი
#335
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
dariala
ციტატა როგორ არ აღმოაჩინეს, თავის ქალები ნამდვილად აღმოჩნდა, მაგრამ არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ეს არის ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რომელიც 1, 800000 წლის წინათ მართლაც არსებობდა და უბრალოდ გადაშენდა. მართალია... ![]() 1.800.000 წლის წინ მცხოვრებ ჰომინიდს ადამიანს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ის არსადაც არ გადაშენებულა, არამედ ევოლუცირდა - ადამიანად. თუ ეს ასე არაა მაშინ რას ნიშნავს შემდგომ აღმოჩენილი უფრო განვითარებული თავის ქალები? 1.000.000 წლის წინანდელი, 700.000 წლის წინანდელი, 500.000 წლის წინანდელი, 300.000 წლის წინანდელი და ბოლოს თანამედროვე ადამიანის იდენტური - 200.000 წლის წინანდელი? ზუსტად ეს არის ევოლუციის გზა... orthodox-georgia ციტატა მაგ თარიღებზე უნდა მიგეწერა, ვინ და როგორ დაადგინა მათი ასაკი და ხომ წერია თემის დასაწყისში? ![]() 6-7 მეცნიერული მეთოდი არსებობს დათარიღების. რამოდენიმე მათგანი ძალიან ზუსტია. ![]() Genesis ციტატა იქნებ ისიც დაწეროთ ლომი ბალახს რომ ძოვდა ლომი ბალახს არასოდეს არ ძოვდა... ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#336
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
მე მეცნიერულ კამათს ვერ დავიწყებ, რადგან მაგდენი განათლება არ მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი.
ხალხო! უფალმა ადამიანი ხატად და მსგავსად შექმნა და ცხოველებისგან განსხვავებით უკვდავი სულით დააჯილდოვა! მაინტერესებს ევოლუციონისტების აზრი რატომ არ აქვს მაიმუნს სული? სულიც ევოლუციის შედეგად გაჩნდა? ![]() -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
Genesis |
![]()
პოსტი
#337
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
რა ცუდია რომ აქ არავინ არის ბიოლოგი...პროფესიონალის სიტყვა მაინც სხვაა... თორე ყველა ვისაც რა მოეპრიანება იმას იძახის და ენას იქავებს... ბიოლოგიც არის, გენეტიკოსიც და ბიოქიმიკოსიც ![]() მაინტერესებს ევოლუციონისტების აზრი რატომ არ აქვს მაიმუნს სული? სულიც ევოლუციის შედეგად გაჩნდა? ![]() ლოზუნგებს გირჩევნია მანახო, სად წერია რომ მაიმუნს არააქვს სული ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#338
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
Genesis
ციტატა ლოზუნგებს გირჩევნია მანახო, სად წერია რომ მაიმუნს არააქვს სული ქრისტიანულ მოძღვრებას არ იცნობ? -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
Genesis |
![]()
პოსტი
#339
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis ქრისტიანულ მოძღვრებას არ იცნობ? წმინდამამებს სულიწმინდა იმ ეპოქის შესაბამის საიდუმლოებებს უმხელდნენ, რისი მიღებაც მსმენელს შეეძლო... ახლა მოძღვრება არ უარყოფს იმას რომ დედამიწა მრგვალია ადრე სჩადიოდნენ მზგავს რამეს მოვა დრო და სულზეც და ევოლუციაზეც შეჯერდებიან. და რომელი წმინდანის მოძღვრებას იცნობ სულის შესახებ? დამასკელს აქვს ყველაზე ვრცლად და მაიუმუნის უსულობაზე არაფერს წერს, შენ სად ამოიკითხე? ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#340
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ციტატა ახლა მოძღვრება არ უარყოფს იმას რომ დედამიწა მრგვალია მაშინ წმ. მამები უარყოფდნენ? ციტატა მაიუმუნის უსულობაზე არაფერს წერს მიპასუხე აბა რით განსხვავდება ადამიანი მაიმუნისგან? -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი