სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| გიორგი |
Jul 19 2009, 10:14 PM
პოსტი
#1
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ბიოლოგიაში, ევოლუცია ეწოდება ორგანიზმთა ამა თუ იმ პოპულაციის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას ერთი თაობიდან მომდევნო თაობამდე.
მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია). ანაქსიმანდრეს შემდეგ მრავალი სხვადასხვა სწავლული თუ ფილოსოფოსი ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას ანუ ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი სამყაროს ყველა სახეობა ფორმირდა ევოლუციის შედეგად, რომლის ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე (ამ მომენტისთვის) ადამიანი ფორმირდა მაიმუნისგან. ცხადია იმ დროისათვის ეს ზედაპირულ ლოგიკას ემყარებოდა მხოლოდ, რომ ცხოველები ფუნქციურად წააგავენ ერთმანეთსაც და ადამიანსაც. შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა. თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია დასაშვებად მიიჩნევს გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას დროთა განმავლობაში. (იცვლება ნუკლეოტიდთა მიმდევრობა და შესაბამისად კოდირებული ინფორმაცია) თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ერთი სახეობისგან სრულიად შესაძლებელია მეორე სახეობის წარმოშობა. ბევრი მეცნიერი იზიარებს ქრომოზომების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობასაც. ....მაგრამ მოდით და ცოტა ხანი თავი დავანებოთ მიკრობიოლოგიას და ამ საქმეში გასათვითცნობიერებლად მივმართოთ სხვა დისციპლინებსაც, რომ უფრო ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ. დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით. ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან. ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო. ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის. ახლა დროებით თავი დავანებოთ ბიოლოგიასაც, კოსმოლოგიასაც, თეორიებსაც და პირდაპირ განვიხილოთ რა არის აღმოჩენილი და რა ნივთმტკიცებულება გვიჭირავს ხელში. აქვე დავუმატებდი, რომ თავის ქალის ან სხვა ძვლების, ნაშთების, სხვადასხვა სამუშაო იარაღების, ხელოვნების ნიმუშების და ა.შ. დათარიღება არის ძალიან კომპლექსური, მრავალმხრივ მეთოდებს ეფუძნება, დაწყებული ნახშირბადიდან, გაგრძელებული გეოლოგიურ-შრეობრივი დათარიღება, ატომური მეთოდი - რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად დაშლის და ა.შ. გენეტიკური კოდი იმ დონეზეა გაშიფრული, რომ დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია შესაბამისი ძვლის, ნაშთის მქონე არსების მთლიანი მოცულობითი რეკონსტრუქცია. პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ ადამიანი არსებობდა 200.000 წლის წინ. პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ 400.000, 500.000, 600.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000, 1.800.000 წლის წინ არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც ფიზიკური აღნაგობით წააგავდნენ, როგორც ადამიანს ისე სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებს და თანაც, რაც უფრო ახალია შესაბამისი არსების თავის ქალა, ის უფრო ახლოს დგას ადამიანთან და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან. ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე) ![]() ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე) ![]() ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე) ![]() ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე) ![]() ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე) ![]() აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს... ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე) ![]() თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს. ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე ![]() ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი ![]() აი, ეს უკვე ევოლუციის თვალსაჩინოებაა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ 1.800.000 წლის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის არსებას, რომელსაც ”ჰომოერექტუსი” (იგულისხმება ორ ფეხზე მდგარი) ეწოდება და არის რაღაც შუალედური ფორმის თანამედროვე ადამიანსა (იგივე ჰომოსაპიენსი) და ორანგუტანის მაიმუნს შორის. ჰომოერექტუსს რაღაცნაირი წინ წამოწეული კბილები აქვს, მაგრამ მთლად ორანგუტანის ნაირი - არა, მაღლა ამოწეული თვალის ფოსოები და ა.შ. ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი. ასე რომ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება ევოლუციის და ამიტომ ნუ მივეცემით ფსევდომეცნიერებებს, ნუ გადავყრით (ვერც გადავყრით რომ გვინდოდეს) ამდენ ფაქტს წყალში, ნუ დავხუჭავთ თვალს სიმართლეზე, ნუ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვასაც. ისე, მე მინდა რომ სამყაროს, ადამიანსაც, ფართომეცნიერულ დიაპაზონში შეხედოთ. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც მარტო ბიოლოგიაში ანდა პალეონტოლოგიაში. მეცნიერების ყველა დისციპლინის მიღწევას გადახედეთ, დაალაგეთ ერთად, დააკავშირეთ ლოგიკურად და თავისთავად გამოჩნდება რომ ევოლუციის თეორია მართალია. გახედეთ, გალაქტიკების გროვას, რომელიც 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა დედამიწიდან ანუ სინათლე 10 მილიარდი წელი (2-ჯერ მეტი დედამიწის ასაკზე) მოგზაურობდა კოსმოსში სანამ დედამიწამდე მოვიდოდა, იმას ვხედავთ ზუსტად ისეთს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო და ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა ამ ობიექტიდან, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. ![]() და ამის შემდეგ, როგორ უნდა გეგონოს, რომ სამყარო 7,000 წლის არის...? სასაცილოა ეს სატირალი რომ იყოს... ჰოდა თუ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა და აქედან 3,7 მილიარდი წელია სიცოცხე არსებობს მასზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ევოლუციის გარეშე, თუ რეალური შეგრძნება გავთ ამ რიცხვების და პერიოდის ხანგრძლივობის? და მაინც, თუ არ გჯერათ ევოლუციის, რა ალტერნატივა არსებობს სხვა? როგორ და რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ ცოცხალი სამყაროს და ბოლოს ადამიანის შექმნა? ე.ი. რა გამოდის? ვაღიარებთ, რომ დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ვაღიარებთ რომ შეიქმნა გაზ-მტვეროვანი ნისლეულის ბრუნვით და გაციებით (პრინციპში ვარსკვლავთა სხვა სისტემები ამ წამსაც წარმოშობის პროცესში არიან ანალოგიური გზით და ეს კარგად ჩანს ელექტრონული ტელესკოპის ფოტოგრაფიებში) და მერე უცბად ამ გრავიტაციული და თერმული პროცესებით მიღებულ დედამიწაზე უცბად გაჩნდნენ თევზები, მერე იყვნენ ეს თევზები და არაფერი არ ხდებოდა ასე 300-400 მილიონი წელი (2000-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი ვიდრე ჰომოსაპიენსი არსებობს), მერე უცბად ახალი ტალღა მზა გაჩენების და უცბად ფრინველები გაჩდნენ უამრავი რაოდენობით, ერთდროულად და უცვლელად, მერე მილიონობით თაობა დაიბადა და მოკვდა და ასე სადღაც მილიარდი წლის მერე უცბად გაჩდნენ ძუძუმწოვრები, ყველა ერთად და უცვლელად, მზა მდგომარეობაში თუ როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? რა მექანიზმებით? რა პროცესებით? ანდა თუ ასე ერთბაშად ჩნდებოდა ერთდროულად ძუძუმწოვრების ათასობით სახეობა (რაც გაცილებით რთული სტრუქტურაა ვიდრე ვარსკვლევების წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული სფეროები) მაშინ რატომ იქმნება ასე თანდათანობით და ნელ-ნელა ვარსკვლავთა სისტემები? ხომ უნდა მოვახდინოთ არა ამ ყველაფრის უნიკალური უნიფიკაცია? ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი თიხის/ტალახის მოზელით შეიქმნა. მართლა ბუკვალურად გესმით ეს ყველაფერი? თუ კი მაშინ მიპასუხეთ რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა ის თიხა, სად ჰქონდა ძველ აღთქმაში ღმერთს ფიზიკური ხელები და არტომ არაფერი არსად წერია ამის შესახებ? და თუ ბუკვალურად არ გესმით ეს ყველაფერი მაშინ რა ცვლის თიხას, რა მექანიზმს მოიაზრებთ თიხის უკან? როგორ წარმოგიდგენიათ ყველაფერი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია. Jul 19 2009, 10:14 PM
კანონისტი lingvo
:blink: :blink: :blink: :blink:
რა... Aug 14 2009, 10:36 AM
lingvo კანონისტი
დავით, მ... Aug 14 2009, 10:42 AM
კანონისტი lingvo
ევოლუცია არის ე... Aug 14 2009, 10:47 AM
lingvo
lingvo
ადამიანს რაც შე... Aug 14 2009, 10:52 AM
კანონისტი lingvo
ადამიანი არის ს... Aug 14 2009, 11:05 AM
lingvo კანონისტი
გასაგებ... Aug 14 2009, 11:12 AM
damiane80
კანონისტი, ნუ ავურ... Aug 14 2009, 01:33 PM
გიორგი damiane80
სამწუხაროა, რო... Aug 15 2009, 05:23 PM
lingvo
შეგვრჩება ეს წმ. მა... Aug 15 2009, 07:46 PM
კანუდოსელი
მე წმიდა მამათა შრ... Aug 15 2009, 11:03 PM
lingvo
ხოლო ჩემს მიერ მოყ... Aug 17 2009, 10:27 PM
თამარი_ცქნაფო აი,ა სეთი ტემები იმ... Aug 15 2009, 11:03 PM
კანუდოსელი
აი,ა სეთი ტემები იმ... Aug 15 2009, 11:04 PM
dariala თეორია, რომელშიც ა... Aug 16 2009, 11:31 AM
გიორგი lingvo
არჩევანის უფლე... Aug 16 2009, 11:42 AM
dariala გიორგი
პირდაპირ რ... Aug 16 2009, 11:44 AM
გიორგი dariala
და ზუსტად ეს არ... Aug 16 2009, 11:46 AM
dariala გიორგი
პირველმა მ... Aug 16 2009, 11:53 AM
გიორგი dariala
რა თქმა უნდა:
http://... Aug 16 2009, 11:55 AM
dariala ქრონოლოგიურ წყვეტ... Aug 16 2009, 12:01 PM
გიორგი dariala
მაშინ შედი შესა... Aug 16 2009, 12:05 PM
dariala რაის შუალედური სახ... Aug 16 2009, 12:14 PM
კანუდოსელი რა ცუდია რომ აქ არა... Aug 16 2009, 12:25 PM
Genesis
რა ცუდია რომ აქ არა... Sep 4 2009, 09:43 PM
გიორგი dariala
ფილმებში კი.
სა... Aug 16 2009, 01:40 PM
გიორგი კანუდოსელი
არ არი... Aug 16 2009, 02:05 PM
აკაკი კანონისტი
I და II თავ... Aug 16 2009, 03:55 PM
CONSCIENTIOUSNESS dariala
მაინც რა ვართ რ... Aug 17 2009, 01:53 AM
dariala CONSCIENTIOUSNESS
:D ნეტავ მართ... Aug 17 2009, 08:48 AM
გიორგი dariala
და ამიტომ რა მო... Aug 17 2009, 02:26 PM
damiane80 მივესალმები dariala-ს ჩ... Aug 21 2009, 06:22 PM
Genesis იქნებ ისიც დაწეროთ... Aug 22 2009, 09:49 AM
sable
იქნებ ისიც დაწერო... Aug 31 2009, 03:21 AM
dariala
როგორ არ აღმოაჩინ... Aug 23 2009, 03:10 PM
orthodox-georgia გიორგი
მაგ თარიღე... Aug 30 2009, 10:35 PM
გიორგი dariala
მართალია... :კი:
1.80... Sep 4 2009, 01:03 AM
orthodox-georgia მე მეცნიერულ კამათ... Sep 4 2009, 03:44 PM
orthodox-georgia Genesis
ქრისტიანულ მოძ... Sep 4 2009, 09:49 PM
Genesis
Genesis
ქრისტიანულ მოძ... Sep 4 2009, 10:01 PM
orthodox-georgia
მაშინ წმ. მამები უა... Sep 4 2009, 10:06 PM
Genesis
1. მაშინ წმ. მამები უ... Sep 4 2009, 10:14 PM
orthodox-georgia Genesis
ნუ თუ იმაზე ვერ ... Sep 4 2009, 11:26 PM
Genesis
Genesis
"სულიერი" მა... Sep 5 2009, 12:36 PM
orthodox-georgia Genesis
არა, უბრალოდ მი... Sep 5 2009, 09:43 PM
Genesis
Genesis
არა, უბრალოდ მი... Sep 5 2009, 10:39 PM
აკაკი სისულელეა ამაზე ... Sep 6 2009, 10:11 AM
Genesis
სისულელეა ამაზე ... Sep 16 2009, 02:18 PM
Antichristian Phenomenom
რით დაასაბუთებ რო... Sep 11 2009, 10:55 PM
გიორგი Antichristian Phenomenom
ვერცერთს... Sep 14 2009, 02:04 AM
ანნო ეს რა ხდებაა????
მარ... Sep 14 2009, 02:20 AM
გიორგი ანნო
რას უწუნებ ევ... Sep 14 2009, 02:24 AM
ანნო თავიდან ბოლომდე ამ... Sep 14 2009, 02:27 AM
გიორგი ანნო
მაშინ მერე ვი... Sep 14 2009, 02:29 AM
ანნო გიორგი
ოკკ გადავხ... Sep 14 2009, 02:32 AM
Genesis მე წავიკითხე პეტრე... Sep 16 2009, 01:38 AM
აკაკი Antichristian Phenomenom
რაარის ეს... Sep 16 2009, 12:38 PM
ანნო რა 7 ათასი წელიოო??
... Sep 16 2009, 03:05 PM
orthodox-georgia Antichristian Phenomenom
მე რო სულ... Sep 16 2009, 03:33 PM
Genesis
Antichristian Phenomenom
მე რო სულ... Sep 16 2009, 03:40 PM
orthodox-georgia
ვიცი
როცა დრო მექნ... Sep 17 2009, 11:35 AM
გიორგი orthodox-georgia
რის წყაროებ... Sep 17 2009, 11:39 AM
Genesis
orthodox-georgia
რის წყაროებ... Sep 17 2009, 11:44 AM
orthodox-georgia
ამ თემაში გავარჩი... Sep 17 2009, 06:11 PM
Atman
ბოლომდე არ ვეთანხ... Sep 18 2009, 05:29 AM
CONSCIENTIOUSNESS Atman
ეს საიდან იცი?
გო... Oct 1 2009, 11:17 PM
orthodox-georgia გუშინ კურიერს უყურ... Oct 3 2009, 01:49 PM
damiane80
გუშინ კურიერს უყუ... Oct 13 2009, 05:53 PM
Atman CONSCIENTIOUSNESS
გონება რომ ... Oct 3 2009, 01:52 PM
neo ტიბეტელი ლამები თვ... Oct 3 2009, 02:02 PM
CONSCIENTIOUSNESS Atman
:)
ხოდა აი როცა ტვ... Oct 3 2009, 10:09 PM
ნათია
[b]Atman
:)
ხოდა აი როცა ტ... Oct 3 2009, 10:18 PM
orthodox-georgia Atman
პატარა სიუჟეტი ... Oct 3 2009, 10:39 PM
CONSCIENTIOUSNESS orthodox-georgia
კარგად დააკ... Oct 3 2009, 10:46 PM
ნანინა ნათია
ჩაგეთვალა :lol... Oct 3 2009, 10:51 PM
orthodox-georgia CONSCIENTIOUSNESS
ნანინა
რა... Oct 4 2009, 09:53 PM
CONSCIENTIOUSNESS orthodox-georgia
ქრისტიანი რ... Oct 4 2009, 10:52 PM
KAIROS სურათი აშკარა რასი... Oct 5 2009, 02:45 AM
Giorgi- http://img15.imageshack.us/img15/6720/evolutioncw.... Oct 9 2009, 01:44 PM
მაშიკო 2009 წლის საეკლესო კა... Oct 26 2009, 07:49 PM
CONSCIENTIOUSNESS მაშიკო
პირდაპირ დ... Nov 4 2009, 10:51 PM
გიორგი მაშიკო
და ეს ხომ ცა... Jan 7 2010, 07:42 PM
davithet მე პირადად ამ თემა... Jan 29 2010, 07:07 PM
გიორგი davithet
+1 Jan 29 2010, 08:34 PM
terra თქვენ ეხლა სერიოზუ... Jan 29 2010, 10:29 PM
ikanosi ვისაც უნდა მაიმუნი... Jan 29 2010, 10:46 PM
qartleli ამ თემის ბოლომდე გ... Feb 1 2010, 04:05 AM
terra გადმოწერეთ ექვსივ... Feb 1 2010, 10:26 AM
კანუდოსელი
გადმოწერეთ ექვსივ... Feb 1 2010, 10:48 AM
terra კანუდოსელი
არ. Feb 1 2010, 11:42 AM
კანუდოსელი ბევრი მიუქარავს მა... Feb 2 2010, 12:06 AM
terra კანუდოსელი
დაკვირ... Feb 2 2010, 12:29 AM
terra http://www.orthodoxy.ge/metsniereba/luka_m...a_rel... Feb 2 2010, 02:48 AM
terra ესეც.
იმედია რუსულ... Feb 2 2010, 03:02 AM
აკაკი კანუდოსელი
ადამია... Feb 2 2010, 04:15 AM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ადამია... Feb 2 2010, 10:45 AM
აკაკი კანუდოსელი
nope :D მე მ... Feb 2 2010, 11:43 AM
მხევალი ნინო terra
კარგად რომ დააკ... Feb 2 2010, 12:58 PM
Giorgi- მაიმუნისგან კი არ ... Feb 2 2010, 03:46 PM
მხევალი ნინო Giorgi-
ეხლა კიდევ ამი... Feb 2 2010, 04:02 PM
Funkenstein თქვენ რა გონიათ ად... Feb 2 2010, 04:04 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd February 2026 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი