IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
7000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 19 ] ** [26.76%]
200.000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 9 ] ** [12.68%]
200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად. [ 11 ] ** [15.49%]
არ ვიცი. [ 32 ] ** [45.07%]
სულ ხმები:: 71
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 19 2009, 10:14 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბიოლოგიაში, ევოლუცია ეწოდება ორგანიზმთა ამა თუ იმ პოპულაციის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას ერთი თაობიდან მომდევნო თაობამდე.

მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია).

ანაქსიმანდრეს შემდეგ მრავალი სხვადასხვა სწავლული თუ ფილოსოფოსი ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას ანუ ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი სამყაროს ყველა სახეობა ფორმირდა ევოლუციის შედეგად, რომლის ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე (ამ მომენტისთვის) ადამიანი ფორმირდა მაიმუნისგან. ცხადია იმ დროისათვის ეს ზედაპირულ ლოგიკას ემყარებოდა მხოლოდ, რომ ცხოველები ფუნქციურად წააგავენ ერთმანეთსაც და ადამიანსაც.

შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა.

თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია დასაშვებად მიიჩნევს გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას დროთა განმავლობაში. (იცვლება ნუკლეოტიდთა მიმდევრობა და შესაბამისად კოდირებული ინფორმაცია)

თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ერთი სახეობისგან სრულიად შესაძლებელია მეორე სახეობის წარმოშობა. ბევრი მეცნიერი იზიარებს ქრომოზომების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობასაც.

....მაგრამ მოდით და ცოტა ხანი თავი დავანებოთ მიკრობიოლოგიას და ამ საქმეში გასათვითცნობიერებლად მივმართოთ სხვა დისციპლინებსაც, რომ უფრო ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ.

დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით.

ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან.

ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო.

ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის.

ახლა დროებით თავი დავანებოთ ბიოლოგიასაც, კოსმოლოგიასაც, თეორიებსაც და პირდაპირ განვიხილოთ რა არის აღმოჩენილი და რა ნივთმტკიცებულება გვიჭირავს ხელში. აქვე დავუმატებდი, რომ თავის ქალის ან სხვა ძვლების, ნაშთების, სხვადასხვა სამუშაო იარაღების, ხელოვნების ნიმუშების და ა.შ. დათარიღება არის ძალიან კომპლექსური, მრავალმხრივ მეთოდებს ეფუძნება, დაწყებული ნახშირბადიდან, გაგრძელებული გეოლოგიურ-შრეობრივი დათარიღება, ატომური მეთოდი - რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად დაშლის და ა.შ. გენეტიკური კოდი იმ დონეზეა გაშიფრული, რომ დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია შესაბამისი ძვლის, ნაშთის მქონე არსების მთლიანი მოცულობითი რეკონსტრუქცია.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ ადამიანი არსებობდა 200.000 წლის წინ.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ 400.000, 500.000, 600.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000, 1.800.000 წლის წინ არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც ფიზიკური აღნაგობით წააგავდნენ, როგორც ადამიანს ისე სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებს და თანაც, რაც უფრო ახალია შესაბამისი არსების თავის ქალა, ის უფრო ახლოს დგას ადამიანთან და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან.

ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს...

ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს.

ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი

IPB-ს სურათი

აი, ეს უკვე ევოლუციის თვალსაჩინოებაა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ 1.800.000 წლის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის არსებას, რომელსაც ”ჰომოერექტუსი” (იგულისხმება ორ ფეხზე მდგარი) ეწოდება და არის რაღაც შუალედური ფორმის თანამედროვე ადამიანსა (იგივე ჰომოსაპიენსი) და ორანგუტანის მაიმუნს შორის. ჰომოერექტუსს რაღაცნაირი წინ წამოწეული კბილები აქვს, მაგრამ მთლად ორანგუტანის ნაირი - არა, მაღლა ამოწეული თვალის ფოსოები და ა.შ. ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი.

ასე რომ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება ევოლუციის და ამიტომ ნუ მივეცემით ფსევდომეცნიერებებს, ნუ გადავყრით (ვერც გადავყრით რომ გვინდოდეს) ამდენ ფაქტს წყალში, ნუ დავხუჭავთ თვალს სიმართლეზე, ნუ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვასაც.


ისე, მე მინდა რომ სამყაროს, ადამიანსაც, ფართომეცნიერულ დიაპაზონში შეხედოთ. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც მარტო ბიოლოგიაში ანდა პალეონტოლოგიაში. მეცნიერების ყველა დისციპლინის მიღწევას გადახედეთ, დაალაგეთ ერთად, დააკავშირეთ ლოგიკურად და თავისთავად გამოჩნდება რომ ევოლუციის თეორია მართალია.

გახედეთ, გალაქტიკების გროვას, რომელიც 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა დედამიწიდან ანუ სინათლე 10 მილიარდი წელი (2-ჯერ მეტი დედამიწის ასაკზე) მოგზაურობდა კოსმოსში სანამ დედამიწამდე მოვიდოდა, იმას ვხედავთ ზუსტად ისეთს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო და ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა ამ ობიექტიდან, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი.

IPB-ს სურათი

და ამის შემდეგ, როგორ უნდა გეგონოს, რომ სამყარო 7,000 წლის არის...? სასაცილოა ეს სატირალი რომ იყოს...
ჰოდა თუ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა და აქედან 3,7 მილიარდი წელია სიცოცხე არსებობს მასზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ევოლუციის გარეშე, თუ რეალური შეგრძნება გავთ ამ რიცხვების და პერიოდის ხანგრძლივობის?

და მაინც, თუ არ გჯერათ ევოლუციის, რა ალტერნატივა არსებობს სხვა? როგორ და რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ ცოცხალი სამყაროს და ბოლოს ადამიანის შექმნა?

ე.ი. რა გამოდის? ვაღიარებთ, რომ დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ვაღიარებთ რომ შეიქმნა გაზ-მტვეროვანი ნისლეულის ბრუნვით და გაციებით (პრინციპში ვარსკვლავთა სხვა სისტემები ამ წამსაც წარმოშობის პროცესში არიან ანალოგიური გზით და ეს კარგად ჩანს ელექტრონული ტელესკოპის ფოტოგრაფიებში) და მერე უცბად ამ გრავიტაციული და თერმული პროცესებით მიღებულ დედამიწაზე უცბად გაჩნდნენ თევზები, მერე იყვნენ ეს თევზები და არაფერი არ ხდებოდა ასე 300-400 მილიონი წელი (2000-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი ვიდრე ჰომოსაპიენსი არსებობს), მერე უცბად ახალი ტალღა მზა გაჩენების და უცბად ფრინველები გაჩდნენ უამრავი რაოდენობით, ერთდროულად და უცვლელად, მერე მილიონობით თაობა დაიბადა და მოკვდა და ასე სადღაც მილიარდი წლის მერე უცბად გაჩდნენ ძუძუმწოვრები, ყველა ერთად და უცვლელად, მზა მდგომარეობაში თუ როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? რა მექანიზმებით? რა პროცესებით? ანდა თუ ასე ერთბაშად ჩნდებოდა ერთდროულად ძუძუმწოვრების ათასობით სახეობა (რაც გაცილებით რთული სტრუქტურაა ვიდრე ვარსკვლევების წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული სფეროები) მაშინ რატომ იქმნება ასე თანდათანობით და ნელ-ნელა ვარსკვლავთა სისტემები? ხომ უნდა მოვახდინოთ არა ამ ყველაფრის უნიკალური უნიფიკაცია?

ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი თიხის/ტალახის მოზელით შეიქმნა. მართლა ბუკვალურად გესმით ეს ყველაფერი? თუ კი მაშინ მიპასუხეთ რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა ის თიხა, სად ჰქონდა ძველ აღთქმაში ღმერთს ფიზიკური ხელები და არტომ არაფერი არსად წერია ამის შესახებ? და თუ ბუკვალურად არ გესმით ეს ყველაფერი მაშინ რა ცვლის თიხას, რა მექანიზმს მოიაზრებთ თიხის უკან? როგორ წარმოგიდგენიათ ყველაფერი?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია.   Jul 19 2009, 10:14 PM
მხევალი ნინო   Funkenstein ნუ, ვერც ამაზ...   Feb 2 2010, 04:17 PM
აკაკი   როდიდან იწყება ერთ...   Feb 3 2010, 06:20 PM
elusia   :wub: :wub: :wub: :ფიქრი1:   Apr 29 2010, 02:09 PM
Molen   დაუშვათ ადამიანი გ...   Apr 29 2010, 03:11 PM
კანუდოსელი   დაუშვათ ადამიანი ...   Apr 29 2010, 04:10 PM
terra   ადამიანს და მაიმუ...   Apr 29 2010, 05:28 PM
აკაკი   უფალი სუფევს   Apr 29 2010, 04:05 PM
Molen   კანუდოსელი მოდი მა...   Apr 29 2010, 05:20 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი მოდი ...   Apr 30 2010, 11:27 AM
ნონა   ამიტომ თვლიან რომ ...   Apr 30 2010, 11:42 AM
კანუდოსელი   ჰა? :blink: შესაქმეში შ...   Apr 30 2010, 11:53 AM
ნონა   მე ბიოლოგიაში თავ...   Apr 30 2010, 12:12 PM
კანუდოსელი   კარგი რა ზაზა ახლა ...   Apr 30 2010, 12:14 PM
ნონა   სამყარო 6 დღეში არ ...   Apr 30 2010, 12:27 PM
კანუდოსელი   ავგუსტინეს შრომას...   Apr 30 2010, 12:42 PM
ნონა   წმინდა წერილის ყვ...   Apr 30 2010, 12:48 PM
elusia   terra მაგას მაიმუნისა ...   Apr 29 2010, 06:15 PM
აკაკი   მაიცა ვერ გავიგე :D ...   Apr 29 2010, 07:12 PM
ნონა   შეგიძლია ყველაფერ...   Apr 29 2010, 10:38 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი კანუდ...   Apr 30 2010, 11:34 AM
elusia   ამას ქვია მაიმუნს ...   Apr 30 2010, 12:03 PM
კანუდოსელი   წმ. თეოფანე დაყუდე...   Apr 30 2010, 12:07 PM
terra   წმ. თეოფანე დაყუდე...   Apr 30 2010, 01:35 PM
კანუდოსელი   დავიგრუზე :( ეს არა...   Apr 30 2010, 03:05 PM
terra   ეს არაფრს ნიშნავს ...   Apr 30 2010, 04:03 PM
damiane80   წმ. თეოფანე დაყუდე...   Apr 30 2010, 06:53 PM
elusia   ესეიგი ღმერთს არ შ...   Apr 30 2010, 12:12 PM
elusia   კანუდოსელი დო ტავო...   Apr 30 2010, 12:26 PM
კანუდოსელი   ის ღმერთს საერთოდ ...   Apr 30 2010, 12:28 PM
elusia   კანუდოსელი ვაი სირ...   Apr 30 2010, 12:33 PM
elusia   ურა პატრიოტები გვე...   Apr 30 2010, 12:48 PM
კანუდოსელი   მთავარია რომ ამ ქვ...   Apr 30 2010, 12:57 PM
ნონა   და ცოდნა შენც არ გა...   Apr 30 2010, 01:01 PM
კანუდოსელი   და ცოდნა შენც არ გა...   Apr 30 2010, 01:04 PM
Ismail   წმ. თეოფანე დაყუდე...   Apr 30 2010, 02:45 PM
newbie   მე სუბიექტური აზრი...   Apr 30 2010, 03:28 PM
კანუდოსელი   უპირატესობას მივა...   Apr 30 2010, 03:34 PM
elusia   თიხისაგან იყო ,, ესე...   Apr 30 2010, 05:52 PM
მხევალი ნინო   damiane80 მეც ვთვქი, რომ...   Apr 30 2010, 08:05 PM
Ismail   ამ თემაში ჩვენ ვსა...   May 3 2010, 12:39 PM
Rocker   კანუდოსელის გასაგ...   May 14 2010, 10:24 PM
კანუდოსელი   კანუდოსელის გასაგ...   May 14 2010, 10:28 PM
Rocker   კითხვა არასწორადა...   May 14 2010, 10:40 PM
კანუდოსელი   ძალიან სწორედ არი...   May 14 2010, 10:41 PM
Rocker   არაა გამორიცხული - ...   May 14 2010, 10:44 PM
კანუდოსელი   ესე იგი გადაჭრით ვ...   May 14 2010, 10:47 PM
Rocker   რაც შეეხება ბიბლი...   May 14 2010, 10:53 PM
კანუდოსელი   ხომ სწორედ გავიგე ...   May 14 2010, 10:54 PM
Rocker   ვერა ნუ მაშინ ან ...   May 14 2010, 11:00 PM
ნონა   ჩამოასხა სპილენძი...   May 15 2010, 04:55 PM
კანუდოსელი   ანგარიშის მსგავს ...   May 16 2010, 01:05 AM
Tushi   კანუდოსელის გასაგ...   May 14 2010, 11:05 PM
Tushi   გასაგებია და კარგ...   May 14 2010, 11:20 PM
Tushi   აინშტეინს აქვს ნათ...   May 14 2010, 11:48 PM
მხევალი ნინო   Rocker ეს თემა პირველი...   May 15 2010, 04:15 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი მიუხე...   May 15 2010, 05:12 PM
death   ჩამოვარაკრაკო ეხლ...   May 16 2010, 12:53 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი death არ მ...   May 16 2010, 10:21 AM
კანუდოსელი   მხევალი ნინო გიპას...   May 16 2010, 01:54 PM
abo   დარვინის ეს მოძღვ...   May 16 2010, 04:44 PM
კანუდოსელი   abo მდაააა... მაკვირვე...   May 16 2010, 04:59 PM
abo   abo მდაააა... მაკვირვ...   May 16 2010, 05:17 PM
abo   [b]abo მდაააა... მაკვირ...   Jun 11 2010, 08:06 PM
აკაკი   დამშვიდდით, მეცნიე...   May 16 2010, 05:06 PM
კანუდოსელი   აკაკი სამეცნიერო ს...   May 16 2010, 05:08 PM
აკაკი   გარდამავალი ფორმე...   May 16 2010, 08:07 PM
აკაკი   == ანთროპოგენეზი == ...   May 17 2010, 12:34 PM
აკაკი   == საღვთისმეტყველო ...   May 17 2010, 01:32 PM
აკაკი   = მართლმადიდებლური...   May 17 2010, 03:03 PM
აკაკი   თუკი იოანე ნათლისმ...   May 17 2010, 11:59 PM
Ismail   [b]ნუ აოფებთ! [b]კან...   Jun 8 2010, 04:01 PM
aralass   ხომ არსებობს მაიმუ...   Jun 13 2010, 10:23 PM
Atman   ვითომ დამონტაჟებუ...   Jun 21 2010, 08:52 PM
აკაკი   Atman ამათ შესახებ ბიბ...   Jun 21 2010, 10:36 PM
ikanosi   ამის შესახებ დოკუმ...   Jun 21 2010, 10:37 PM
terra   Atman არ მგონია. ესენ...   Jun 22 2010, 12:31 AM
Atman   გიგანტები არა. ეს ...   Jun 22 2010, 04:43 AM
ikanosi   Atman terra რაც დავდევი ის...   Jun 22 2010, 09:43 AM
terra   Atman 180 მეტრიანი ტიპე...   Jun 22 2010, 12:14 PM
Atman   terra ეჰ, შენ ვერ წარმ...   Jun 22 2010, 12:25 PM
fiore   terra ეჰ, შენ ვერ წარმო...   Jun 22 2010, 03:42 PM
terra   კოლომეტრი და 800 მეტ...   Jun 22 2010, 12:45 PM
აკაკი   ადამი, ევა, აბრაამი ...   Jun 22 2010, 02:58 PM
Atman   აკაკი ეგ ყველა წინ...   Jun 22 2010, 03:21 PM
fiore   ატმან შენი აზრი მა...   Jun 22 2010, 03:52 PM
Atman   ფიზიკური მონაცემ...   Jun 22 2010, 04:02 PM
fiore   Atman სიმღერიდან :D across the...   Jun 22 2010, 04:11 PM
ikanosi   რომელიმემ მაინც თუ...   Jun 22 2010, 05:11 PM
Atman   ikanosi კი კაი ფილმია. გ...   Jun 22 2010, 05:18 PM
ikanosi   ისე რა მნიშვნელობა...   Jun 22 2010, 05:23 PM
Atman   ikanosi აქვს მნიშვნელო...   Jun 22 2010, 05:28 PM
shavlegi   ყველას კარგად მოგე...   Jun 23 2010, 02:11 PM
Atman   ადამიანი განიცდის ...   Jun 23 2010, 07:48 PM
Ismail   ოფებს ვშლი, 2012-თან დ...   Jun 28 2010, 07:19 PM
Atman   [size=5]ადამიანის დევო...   Jun 30 2010, 10:53 AM
CONSCIENTIOUSNESS   Atman დარწმნებული ხ...   Jun 30 2010, 04:56 PM
Atman   CONSCIENTIOUSNESS დარწმუნებუ...   Jun 30 2010, 10:08 PM
fiore   უბრალოდ ადამიანი მ...   Jun 30 2010, 10:18 PM
6 გვერდი V « < 3 4 5 6 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd February 2026 - 03:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი